გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.08.2019
საქმის ნომერი
251210018002759907
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
14.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 251210018002759907

საქმე №2/249-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

14 აგვისტო, 2019 წელი თელავი

ახმეტის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი მიხეილ მოსიაშვილი

თავდაპირველი სარჩელი:

მოსარჩელე - ზ--–------–----–--–ი

წარმომადგენელი - ა-----–--–---–---–ი; მ--------------–-–---–ი;

მოპასუხე - შ--–----------–---–ი

წარმომადგენელი - თ----------------–ი

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება.

შეგებებული სარჩელი:

მოსარჩელე - შ--–----------–---–ი; მ-------------–---–ი; უ–----------–---–ი;

წარმომადგენელი - თ----------------–ი

მოპასუხე - ზ--–------–----–---–ი

წარმომადგენელი - ა-----–--–---–---–ი; მ--------------–-–---–ი;

სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილების წარმომადგენელი - მ------------–---–ი

დავის საგანი: მცირეწლოვან ა-–--------–---–თან ურთიერთობის წესის განსაზღვრა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა, თავდაპირველი სარჩელით:

 

1.1. მოსარჩელე ზ--–------–----–---–ი ითხოვს მოპასუხე შ--–----------–---–ს (პირადი №0----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის ა-–--------–---–ის (დაბადებული 2017 წლის 3-------, პირადი №0----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან (2018 წლის 12 დეკემბრიდან) ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

თავდაპირველი სარჩელის თანახმად, ზ--–------–----–---–ი 2016 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში შ--–----------–---–თან. 2017 წლის 3------- შეეძინათ შვილი ა-–--------–---–ი. შ--–----------–---–ს ახმეტის მუნიციპალიტეტის ს------–---------–ოში აქვს საკუთარი სახლი, სახნავ-სათესი მიწები და ყავს საქონელი. ახდენს რძის პროდუქტებიოს რიალიზაციას. მუშაობს მწყემსად. ზ--–------–----–---–ი არის სოციალურად დაუცველი, დახმარებას იღებს 110 ლარს და ეს წარმოადგენს მისი და მისი შვილის ფიქსირებულ საასებო საშუალებას. ბავშვის დაბადებინან დღემდე მოპასუხე არასდროს დახმარებია თავის შვილს, მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯებიც კი თავად მოსარჩელემ გასწია.

 

3. მოპასუხის პოზიცია, თავდაპირველ სარჩელზე:

 

3.1. მოპასუხე მხარემ არ სცნო სარჩელი და განმარტა, რომ ისინი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2014 წლიდან. ბავშვმა მამის გვარი მიიღო მხოლოდ მამის კატეგორიული მოთხოვნით. შ--–----------–---–ს არ აქვს საკუთარი სახლი, სახნავ სათესი, არ ყავს საქონელი, არ ახდენს რძის პროდუქტების რიალიზაცია და არ მუშაობს მწყემსად. შ--–----------–---–იც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. სამი დღის ბავშვი დედამ მიატოვა იმ დროს, როდესაც არც შ--–----------–---–ი და არც მისი დედა არ იყვნენ სახლში, მოსარჩელემ დედის და დის საშუალებით სამშობიაროდან გამოსვლისთანავე ბავშვი დატოვა მოპასუხის ოჯახში. ა-–--------–---–მა პირველი აცრები ჩაიტარა მამის დედის საშუალებით. მშობიარობისას მოსარჩელეს ხარჯი არ გაუწევია, რადგან სახელმწიფო აფინანსებს მშობიარე სოციალურად დაუცველებს. მოსარჩელე 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად იღებდა 100 ლარს, მასინაც კი როცა ბავშვი მასთან არ იყო. სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარებიდან ა-–--------–---–ს ერთი თეთრი არ მოხმარებია, იგი თავისი პირადი ვალებისთვის მოიხმარა მოსარჩელემ. მოსარჩელე არ მზრუნველობს სათანადოდ ბავშვზე, იმ პერიოდში, როცა მხარეები შეთანხმებულები იყვნენ, რომ ბავშვი ორივე მშობელთან გაზრდილიყო, ა-–--------–---–ი ყოველთვის მოუვლელი მოჰყავდათ მამის ოჯახში. მოპასუხეს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, მიუხედავად ამისა, რომ მას არ აქვს შრომისუნარიანობის სტატუსი, რადგან ახალგაზრდობის და თავმოყვარეობის გამო არ მიუკითხებია სოციალური სამსახურისთვის. ბავშობიდან აქვს მოტეხილი მარჯვენა ხელი და უზის ძვირფასი დეტალები, რა თქმა უნდა სახელმწიფოს ხარჯზე.

 

2. სასარჩელო მოთხოვნა, შეგებებული სარჩელით:

2.1. მოსარჩელე შ--–----------–---–ი (პ/ნ 0----------, მ-------------–---–ი (პ/ნ 0----------), უ–----------–---–ი (პ/ნ 0----------) ითხოვენ 2017 წლის 3------- დაბადებულ ა-–--------–---–თან ურთიერთობის დღეებად განესაზღვროთ ყოველი პარასკევის 11:00 საათიდან ორშაბათს 11:00 საათამდე.

შეგებებული სარჩელის თანახმად, ზ--–------–----–---–მა ახმეტის მაგისტრატ სასამართლოში შ--–----------–---–ის წინააღმდეგ აღძრა სარჩელი და განმარტა, რომ 2016 წლიდან იმყოფება მასთან ქორწინებაში და 2017 წლის 3------- შეეძინათ შვილი ა-–--------–---–ი. ბავშვის დაბადების დღიდან იგი და შ--–----------–---–ი ერთად აღარ ცხოვრობენ. შ--–----------–---–ი ბავშვს არ აქცევს ყურადღებას და არ ეხმარება მატერიალურად, რის გამოც იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის და მოითხოვს მცირეწლოვანი ა-–--------–---–ის სასარგებლოდ 400 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრებას. შ--–----------–---–მა სარჩელი არ სცნო, რადგან მისი ოჯახო არის სოციალურად დაუცველი, ხოლო თავად ინვალიდი და შრომისუუნარო. ასევე განმარტა, რომ ბავშვმა მამის გვარი მიიღო მხოლოდ მამის კატეგორიული მოთხოვნით. მას არ აქვს საკუთარი სახლი, სახნავ სათესი, არ ყავს საქონელი, არ ახდენს რძის პროდუქტების რიალიზაცია და არ მუშაობს მწყემსად. შ--–----------–---–ი თანახმაა მშობლებმა თანაბრად იზრუნონ ბავშვზე და ყოველთვიურად 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდეს დედასთან და 2 კვირის განმავლობაში მამასთან. შ--–----------–---–ს გარდა მოვალეობებისა, რომ იზრუნოს შვილზე, აქვს უფლებებიც, ისევე როგორც ბავშვის პაპა-ბებიას, შ--–----------–---–თან ერთად შეგებებულ სარჩელში მოსარჩელეებს, რომელთაც სურთ რომ ასევე იზრუნონ შვილიშვილზე, მონაწილეობა მიიღონ ბავშვის აღზრდაში და ჰქონდეთ მასთან ურთიერთობა, რის საშუალებასაც არ აძლევს ზ--–------–----–---–ი. მ-------------–---–ი და უ–----------–---–ი არიან შ--–----------–---–ის მშობლები, შესაბამისად ა-–--------–---–ის პაპა-ბებია.

 

მოპასუხის პოზიცია, შეგებებულ სარჩელზე:

 

მოპასუხე ზ--–------–----–---–მა არ სცნო შეგებებული სარჩელი და განმარტა, რომ შ--–----------–---–ი არ არის შრომის უუნარო და არც ინვალიდი, შრომის უუნარობა და შეზღუდული შესაძლებლობების ქონა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სამედიცინო დასკვნით და სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი ამონაწერით. შ--–----------–---–მა შვილის რჩენის თავისი წილი ნამდვილად უნდა იკისროს, რასაც არ ასრულებს დღემდე. შ--–----------–---–ის სასარჩელო მოთხოვნის ინტერესი, პირადი ფინანსურია და ბავშვის რჩენის ვალდებულებისგან თავის არიდებაა. ტყუილია რომ ზ--–------–----–---–ი არ აძლევს საშუალებას შ--–----------–---–ს, მ-------------–---–ს და უ–----------–---–ს იზრუნონ ა-–--------–---–ზე, მონაწილეობა მიიღონ ბავშვის აღზრდაში, ჰქონდეთ მასთან ურთიერთობა. ზ--–------–----–---–ს არასდროს შეუზღუდია შ--–----------–---–ისთვის ბავშვის აღზრდა-მზრუნველობა, პირიქით მოითხოვდა მისგან და საპასუხოდ თავის არიდებას იღებდა, იმ არგუმენტით, რომ შ--–----------–---–ის მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ ეცხოვრათ ერთად მათ კუთვნილ სახლში. ზ--–------–----–---–ს არასოდეს შეუზღუდია პაპა-ბებიას ურთიერთობა ჰქონოდათ შვილიშვილთან და არც ეხლა უზღუდავს, იმ პირობებშიც კი როცა მუდმივ-სისტემატიურ უსაფუძვლო უპატივცემულობას გამოხატავდნენ. ზ--–------–----–---–ი თანახმაა სეგებებულ სარჩელში მოსარჩეელბს განესაზრვროთ ბავშვი ნახვის დღეები ყოველ შაბატ-კვირას დილის 10 საათიდან საღამოს ექვს საათამდე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის თებერვლიდან ზ--–------–----–---–ი იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში შ--–----------–---–თან და მათ შეძინათ შვილი ა-–--------–---–ი 2017 წლის 3-------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა მოწმობა; (ს.ფ.20)

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ზ--–------–----–---–ი და შ--–----------–---–ი შვილის ა-–--------–---–ის დაბადებამდე დასცილდნენ და აღარ ცხოვრობენ ერთად.

შ--–----------–---–ს შექმნილი აქვს მეორე ოჯახი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

-სარჩელი, შეგებებული სარჩელი(ს.ფ.2-7;113-120)

 

3.2.2. ზ--–------–----–---–ი თავის შვილთან ერთად ცხოვრობს ნათესავის სახლში. იგი არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგრისტრირებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარის ახსნა-განმარტება.

-სარჩელი(ს.ფ.2-7)

 

3.2.3. შ--–----------–---–ი ცხოვრობს მშობლებთან, მ------- და უ–----------–---–ებთან ერთად და მათი ოჯახიც რეგსიტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში. შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე შ--–----------–---–ს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ იგი არის ინვალიდი და მას არ შეუძლია შრომა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარის ახსნა-განმარტება.

-სარჩელი, შეგებებული სარჩელი(ს.ფ.2-7;113-120)

 

3.2.4.ზ--–------–----–---–ის ავადმყოფობის გამო, ბავშვი, ა-–--------–---–ი, ზ--–------–----–---–ის დედამ მიიყვანა შ--–----------–---–ის ოჯახში და ბავშვს სამ თვემდე ზრდიდა შ--–----------–---–ის დედა, მ-------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარის ახსნა-განმარტება.

-სარჩელი, შეგებებული სარჩელი(ს.ფ.2-7;113-120)

 

3.2.5.სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული 2019 წლის 19 მარტის დასკვნის თანახმად:

ა-–--------–---–ის მშობლები: ზ--–------–----–---–ი (დაბ: 0-.0-.1---წ. პ/ნ 0----------) და შ--–----------–---–ი (დაბ: 0-.0-.1---წ. პ/ნ 0----------) 20-4 წლის თებერვლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში.

ა-–--------–---–ი სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ ო---–ოს საექიმო ამბულატორიაში, უბნის ექიმისგან მიღებული ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგემარეობა დამაკმაყოფილებებია, თუმცა პერიოდულად აღენიშნება ალერგიული დიათეზი, რის გამოც დანიშნული აქვს მედიკამენტი ლორანექსი, არ ეჭმევა ტკბილეული, სტაფილო, ჭარხალი, კვერცხი, ზეგიერთი ორცხობინა, ბავშვს ჩატარებული აქვს გეგმიური აცრები. ბავშვის ფიზიკური, კოგნიტური განვითარება ასაკს შეესაბამება.

ა-–--------–---–ის ოჯახი 2 წევრისგან შედგება: თვითონ ბავშვი და დედამისი, ზ--–------–----–---–ი. ოჯახო ცხოვრობს სოფელ ო---–ოში, ახლობლის სახლში. საცხოვრებლად იყენებენ პირველ სართულზე მდებარე ერთ ოთახს, საცხოვრებელი პირობები ნაწილობრივ დამაკმაყოფილებელია. ოჯახის ძირითად სტაბილურ შემოსავალს წარმოადგენს სოციალური დახმარება თვეში 150 ლარი. დედა-შვილს ფსიქო ემოციურ და მატერიალურ თანადგომას უწევენ ზალინას მშობლები. ოჯახში ბავშვი დაკმაყოფილებულია ადეკვატური კვებით, აქვს სეზონის შესაფერისი ჩასაცმელი, თავისი საწოლი, სათამაშოები. საჭიროების შემთხვევაში გოგონას უზრუნველყოფენ სამედიცინო მომსახურებით/მედიკამენტებით.

დედის მხრიდან ა-–--ს მიმართ სათანადო ზრუნვა და ზედამხედველობა ხორციელდება, თუმცა მამის ოჯახში ა-–--ს ყოფნის პერიოდში დედას შვილი არ უნახავს, ზ--–------–----–---–ის თქმით შვილის სანახავად არ მისულა ყოფილი ქმრის ოჯახის წევრების მხრიდან მოსალოდნელი კონფლიქტის გამო. ასევე რაც ა-–-- დედასთან იმყოფება, მამის ოჯახში ერთხელ 2018 წლის 19 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე ჰყავდათ წაყვანილი. მამის ოჯახში ყოფნის პერიოდში 20.09.2018დან 26.09.2018-მდე ბავშვი მოთავსებული ჰყავდათ შპს ,,თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში“ ნაწლავთა ვირულული ინფექციით. ზ--–------–----–---–ის თქმით მას არ ჰქონდა ინფორმაცია შვილის საავადმყოფოში მოთავსების თაობაზე, ამის გამო არ უნახავს შვილი საავადმყოფოში. 2 ოქტომბერს ა-–--ს სანახავად ბავშვის მამის ოჯახში მისულ ზალინას დედას, ლ------------–---–სა და შ--–--ოს ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი მოხდა, ლ------------–---–მა პოლიციია დახმარებით წაიყვანა შვილიშვილი. ზ--–------–----–---–ისგან მიღებული ინფორმაციით, შ--–----------–---–ი ნაკლებად მონაწილეობს შვილზე ზრუნვაში. მშობლების შეუთანხმებლობის გამო ა-–--ს მამასთან და მის ოჯახის წევრებთან ურთიერთობა ნაკლებად აქვს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვზე.

დავის საგანთან დაკავშირებით, ზ--–------–----–---–ის სურვილია სასამართლოს მიერ მისი შვილის, ა-–--------–---–ის საცხოვრებლად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი. ბავშვის მამას შ--–----------–---–ს და მის მშობლებს მიეცეთ ა-–--------–---–ის ნახვის, მასთან ურთიერთობის უფლება, ამასთან ზ--–------–----–---–ი თანახმაა დღის საათებში წაიყვანონ ა-–-- მამის ოჯახში, თუმცა იგი 5 წლამდე ასაკის მიღწევამდე შვილის მამის ოჯახში ღამით დარჩენის წინააღმდეგია.

ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით მიმაჩნია, რომ მოსარჩელე მხარეებს შორის შეთანხმება აუცილებელია, რათა მათ შორის არსებულმა კონფლიქტმა ბავშვზე არ იქონიოს უარყოფითი გავლენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული 2019 წლის 19 მარტის დასკვნა.(ს.ფ.200-201)

 

ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული 2019 წლის 21 მარტის დასკვნის თანახმად:

შ--–----------–---–ის ოჯახში ცხოვრობს საკუთარ ბელეტაჟის ტიპის სახლში, რომელიც ოთხი საცხოვრებელი ოთახისგან შედგება, აქვთ სამზარეულო და სააბაზანო, რომელიც გარემონტებული და კეთილმოწყობილია. ეზოში მდებარეობს ცალკე ერთი საცხოვრებელი ოთახი. ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია, გააჩნიათ საჭირო ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. სახლის გარშემო არის ეზო და საკარმიდამო ნაკვეთი. ს-----------–---–ს დანიშნული აქვს პენსია 240 ლარი, ოჯახის წევრები ღებულობენ სოციალურ დახმარებას თვეში 250 ლარს (ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 3-----ს). ოჯახის წევრების თქმით ჰყავთ ერთი ძროხა, მიწის ნაკვეთზე მოჰყავთ ბოსტნეული, მოწეულ მოსავალს ოჯახის საჭიროებისამებს მოიხმარენ.

შ--–----------–---–ი და მისი ოჯახის წევრები ა-–--------–---–ის მიმართ სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ. ბავშვის მამას სურვილი აქვს ჩართული იყოს შვილის აღზრდაში. მამის ოჯახში ცხოვრების პერიოდში ა-–--ს საჭიროებები დაკმაყოფილებული იყო, ჩვილის მოვლა-პატრონობას ძირითადად ბებია და დიდი ბებია ახორციელებდნენ. მამის და მისი ოჯახის წევრების თქმით მომავალშიც სათანადოდ იზრუნებენ ბავშვზე, დააკმაყოფილებენ მის საჭიროებებს. შ--–----------–---–ის მეუღლე, ლ----------------–---–ი აღნიშნავს, რომ ბავშვის ოჯახში ყოფნის პერიოდში მეუღლეს თანადგომას უწევდა ბავშვზე ზრუნვაში.

ამჟამად ოჯახში არ არის კონფლიქტი, თუმცა ბავშვის მშობლებს შორის არსებული უთანხმოება უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვზე. შ--–----------–---–ის და მისი ოჯახის წევრების თქმით სურვილი აქვთ ურთიერთობა იქონიონ ბავშვთან, თუმცა ბავშვის დედა მათ ამის საშუალებას არ აძლევთ. მათივე თქმით, იმის გამო, რომ ერიდებიან ზ--–------–----–---–თან და მის ახლობლებთან მოსალოდნელ კონფლიქტს , ბავშვის სანახავად უშუალოდ დედის ოჯახში არ მისულან, თუმცა ზ--–------–----–---–ის ახლობლის მეშვეობით ცდილობდნენ ბავშვის დედასთან და ბებიასთან შეთანხმებას ბავშვის მამის ოჯახში წაყვანის მიზნით, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

შ--–----------–---–ი და მისი მშობლები, მ-------------–---–ი და უ–----------–---–ი ითხოვენ, რომ სასამართლოს მიერ განისაზღვროს მამის და ბებია-პაპის ა-–--------–---–თან ურთიერთობის წესი.

ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით მიმაჩნია, რომ ა-–--------–---–ს ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ორივე მშობელთან, ასევე ბებია-პაპასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული 2019 წლის 21 მარტის დასკვნა(ს.ფ.202-203).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიიჩნია, რომ თვდაპირველი სარჩელით მოსარჩელე ზ--–------–----–---–ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შ--–----------–---–ის, მ-------------–---–ის და უ–----------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

სასამართლომ გამოიყენა:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე,1122-ე და 1127-ე მუხლები.

- “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლი;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1201-ე, 1202-ე 1212-ე, 1214-ე, 1221-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანხმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზრდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხონით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვლისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, შ--–----------–---–ს ალიმენტის გადახდა ეკისრება მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ, რომელიც საცხოვრებლად მასთან არ იმყოფება. შესაბამისად, შ--–----------–---–ის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ დაკისრებული თანხის გადახდით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედის ზ--–------–----–---–ი რჩენა-კმაყოფაზე, რომლის მატერიალური შემოსავალი არის ძალიან მწირი.

აღნიშნულის შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ორივე მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მოპასუხე შ--–----------–---–ს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის დღიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

6.2. შეგებებულ სარჩელში მოსარჩეელბმა შ--–----------–---–მა, მ-------------–---–მა და უ–----------–---–მა სარჩელით მოითხოვეს მცირეწლოვან შვილთან და შივილისშვილთან ურთიერთობის დღეებად განესაზღვროთ ყოველი პარასკევის 11:00 საათიდან ორშაბათს 11:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის და ღამით დარჩენის უფლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

დადგენილია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ ფაქტიურ საქორწინო ურთიერთობაში. შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე შ--–----------–---–ს და მოპასუხე ზ--–------–----–---–ს მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. დღეის მდგომარეობით, შ--–----------–---–ი ცხოვრობს მეუღლესთან და თავის მშობლებთან, ასევე შეგებებულ სარჩელში მოსარჩეელბთან მ------- და უ–----------–---–ებთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტის ს------–---------–ოში, ხოლო მოპასუხე მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ო---–ოში.

სოციალური სამსახურის წარმომადგენლის მიერ შემოწმდა ბავშვის ამჟამინდელი საცხოვრებელი გარემო და პირობები. აღნიშნული მიზნით, სოციალური მუშაკმა ვიზიტი განხორციელა მოპასუხე ზ--–------–----–---–თან, მცირე წლოვანი ა-–--------–---–ი ცხოვრობს დედასთან ერთად.ა-–--------–---–ი სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ ო---–ოს საექიმო ამბულატორიაში, უბნის ექიმისგან მიღებული ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა პერიოდულად აღენიშნება ალერგიული დიათეზი, რის გამოც დანიშნული აქვს მედიკამენტი ლორანექსი, არ ეჭმევა ტკბილეული, სტაფილო, ჭარხალი, კვერცხი, ზეგიერთი ორცხობინა, ბავშვს ჩატარებული აქვს გეგმიური აცრები. ბავშვის ფიზიკური, კოგნიტური განვითარება ასაკს შეესაბამება. ა-–--------–---–ის ოჯახი 2 წევრისგან შედგება: თვითონ ბავშვი და დედამისი, ზ--–------–----–---–ი. ოჯახო ცხოვრობს სოფელ ო---–ოში, ახლობლის სახლში. საცხოვრებლად იყენებენ პირველ სართულზე მდებარე ერთ ოთახს, საცხოვრებელი პირობები ნაწილობრივ დამაკმაყოფილებელია. ოჯახის ძირითად სტაბილურ შემოსავალს წარმოადგენს სოციალური დახმარება თვეში 150 ლარი. დედა-შვილს ფსიქოემოციურ და მატერიალურ თანადგომას უწევენ ზალინას მშობლები. ოჯახში ბავშვი დაკმაყოფილებულია ადეკვატური კვებით, აქვს სეზონის შესაფერისი ჩასაცმელი, თავისი საწოლი, სათამაშოები. საჭიროების შემთხვევაში გოგონას უზრუნველყოფენ სამედიცინო მომსახურებით/მედიკამენტებით. დედის მხრიდან ა-–--ს მიმართ სათანადო ზრუნვა და ზედამხედველობა ხორციელდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლებს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება- მოვალეობები.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მათი ცხოვრების წესი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის თანახმად, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.

 

როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ, ოჯახურ გარემოში, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, პირად მიდრეკილებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა და მისი სამომავლო განვითარება და კეთილდღეობა.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებით მათ შორის მეტნაკლებად დაძაბული ურთიერთობაა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნებიდან გამომდინარე და სოციალური სამსახურის წარმომადგენლის განმარტების შედეგად, არ გამოიკვეთა მოსარჩელე შ--–----------–---–ის, ასევე ბებია-პაპის მ------- და უ–----------–---–ების არასრულწლოვან (მცირეწლოვან) ა-–--------–---–თან ურთიერთობისა და კონტაქტის ხელისშემშლელი გარემოება, რაც ზიანის მომტანი იქნებოდა ბავშვისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის ინტერესი, ოჯახებს შორის არსებული კონფლიქტური გარემო არ უნდა აისახოს ბავშვზე და აუცილებელია არასრულწლოვანს, მის ჯანმრთელობას, მის პიროვნებად ფორმირებას შეექმნას კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო.

მოპასუხე მხარის მითითებით, იგი თანახმა იქნება შეგებებულ სარჩელში მოსარჩეელბმა მცირეწლოვანი ა-–--------–---–ი წაიყვანონ ყოველ შაბათს და კვირას 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ბაშვის ღამე სახლში დაბრუნებით.

სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანის ასაკობრივ მაჩვენებელს და რეჟიმს, ასევე გარემო-სოციალურ პირობებს, აგრეთვე მშობლების შვილის მიმართ მზრუნველობა-დამოკიდებულებას. ვინაიდან ამ ეტაპზე ჩამოყალიბებულია მიჯაჭვულობა ბავშვის მხრიდან მხოლოდ დედის მიმართ, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი მამა-შვილს და ასევე ბებია და პაპასა და შვილისშვილთან ურთიერთობის მოწესრიგებისათვის. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, იმისთვის, რომ მოხდეს ბავშვის ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბება, მნიშნელოვანია მის აღზრდაში მონაწილეობას იღებდეს ორივე მშობელი. ორივე ოჯახი ვალდებულია იზრუნოს და შეუქმნას ბავშვს განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო. რაიმე სახის უარყოფითი პიროვნული თვისება არ გამოვლენილა მოსარჩელის მხრიდან, რასაც შეეძლო მავნე ზეგავლენა მოეხდინა არასრულწლოვანზე. არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) ა-–--------–---–ი იზრდება დედასთან და ბავშვს მასთან აქვს პოზიტიური მიჯაჭვულობა. კონკრეტულ შემთხვევაში, მამას,ბებიას და პაპას თავდაპირველად უნდა მიეცეთ შვილთან და შვილისშვილთან ურთიერთობისათვის გარკვეული დროის მონაკვეთი, მხოლოდ დღის განმავლობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკისა და მისი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, მამის, ასევ ბებია-პაპის კანონით გარანტირებული უფლებების შესაბამისად, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელეთა მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა განესაზღვროთ მოსარჩელე შ--–----------–---–ს, უ–----------–---–ს და მ-------------–---–ს 2017 წლის 3------- დაბადებულ ა-–--------–---–თან ურთიერთობისათვის ყოველი კვირის შაბათი დღე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე და ყოველი კვირის კვირა დღე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით, ღამე დედასთან დაბრუნებით.

სასამართლოს მიჩანია, რომ მამასა და შვილს შორის, ასევე ბებიას, პაპასა და შვილისშვილს შორის ურთიერთობისათვის განსაზღვრული რეჟიმი, მოცემულ ეტაპზე, შეესაბამება მცირეწლოვანი ბავშვის სწორი აღზრდის ინტერესებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თუ ისინი რგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები გათავისუფლებულები არიან ბაჟის გადახდისაგან იმ მოტივით რომ ისინი განეკუთვნებიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს და იღებენ შემწეობას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ზ--–------–----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. მოპასუხე შ--–----------–---–ს ზ--–------–----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის – 2017 წლის 3------- დაბადებული ა-–--------–---–ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით 2018 წლის 12 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;

 

2. შ--–----------–---–ის, უ–----------–---–ის და მ-------------–---–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

2.1 განესაზღვროთ მოსარჩელე შ--–----------–---–ის, უ–----------–---–ის და მ-------------–---–ის 2017 წლის 3------- დაბადებულ ა-–--------–---–თან ურთიერთობისათვის ყოველი კვირის შაბათი დღე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე და ყოველი კვირის კვირა დღე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით, ღამე დედასთან დაბრუნებით, მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახმეტის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახმეტის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე