გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ 010310017002142018
№3-735/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე – ზვ---- ხუ-----ე
წარმომადგენელი – ნ----- თე---ე
მოპასუხე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი -მ--- ჭყ-----
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1.1. სასარჩელო მოთხოვნა:
ზვ---- ხუ-----ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ზვ---- ხუ-----ის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) შესახებ“, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის სამსახურის 2--- წლის 22 მარტის №1-- დადგენილების და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, ქ. ბათუმის ვიცე მერის 2--- წლის 5 ოქტომბრის №0----- ბრძანების ბათილად ცნობა.
1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
2--- წლის 2 აგვისტოს აჭარისა და გურიის ბიუროს წერილობითი შეტყობინების საფუძველზე ზვ---- ხუ-----ისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული №1--/1- სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების შესახებ 2--- წლის 27 ივნისს დაიწყო სააღსრულებო წარმოება (საქმე - A------------ აღმასრულებელი - იო--- ორ-----–--ე).
როგორც შემდეგ გამოირკვა, ზედამხედველობის სამსახურს 2--- წლის 22 მარტს მიუღია №1-- დადგენილება, რომლის თანახმად თითქოსდა ადგილი ჰქონია ზვ---- ხუ-----ის მიერ ქ. ბათუმში, დასახლება განთიადში ხის საცხოვრებელი სახლის უნებართვოდ მშენებლობას, რაც ჩაითვალა სამშენებლო სამართალდარღვევად და ზვ---- ხუ-----ე უნებრათვოდ განხორციელებული მშენებლობის წამოების გამო დაჯარიმდა, 3000 ლარით.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სინამდვილეს არ შეეფერება ის გარემოება, თითქოს ზვ---- ხუ-----ეს რაიმე ფორმით მიწის ნაკვეთი გააჩნია გა--------ს დასახლებაში და შესაბამისად, მას არც ნაგებობის მაგვარი აქვს იქ.
მოსარჩელე აღნიშნავს, ზედამხედველობის სამსახურს დაჯარიმებამდე რომ გაეფრთხილებინა მაინც და მიეთითებინა, რა შენობა-ნაგებობაზე იყო საუბარი, ადვილად გაირკვეოდა, ვინ იყო ამ შენობა-ნაგებობის მფლობელი. პირადად ზვ---- ხუ-----ე, ბოლო ათი წელია რაც სამეწარმეო საქმიანობით არის დაკავებული და არანაირი მიწის ნაკვეთის მიტაცება ან შენობა-ნაგებობის აგება, მითუმეტეს დასახლება განთიადში, არც დღეს და არც მომავალში აზრადაც არ მოსვლია.
2--- წლის 4 აგვისტოს ზვ---- ხუ-----ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის აქტის ბათილად ცნობა და მის მიმართ იძულებითი წესით დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა, რადგანაც ის შენობა-ნაგებობა, რაც ზედამხედველობის სამსახურის მიერ გადაღებულ ფოტოებზეა აღბეჭდილი, რომლის მფლობელობა ზედამხედველობის სამსახურმა ზვ---- ხუ-----ეს მიაკუთვნა, მისმა ნამდვილმა მფლობელმა უკვე დაშალა ადგილზე და იქიდან წაიღო სხვაგან.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში ზვ---- ხუ-----ის საჩივრის განხილვისას ყველა საკითხი თითქოსდა გარკვეული იქნა, მაგრამ ამის მიუხედავად, ერთი კვირის შემდეგ სრულიად დაუსაბუთებელი და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება ჩაბარდა ზვ---- ხუ-----ეს, მისი საჩივრის დაუკმაყოფილებლობის თაობაზე, რის გამოც მას ერთად ერთი გზა დარჩა, მიემართა სასამართლოსთვის.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
დადგენილია, რომ ზვ---- ხუ-----ის მიერ ქ. ბათუმში, დასახლება განთიადში, განხორციელებულია მშენებლობა, რომელსაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №5- დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვის აღება. ასევე, დადგენილია, რომ მას არ გააჩნდა მოცემულ მშენებლობაზე მშენებლობის ნებართვა. შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია თვლის, რომ ზვ---- ხუ-----ის მიერ ჩადენილი იქნა სამშენებლო სამართალდარღვევა, რადგან „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
ამავე კანონის 43-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 4--ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმე¬ბას 3000 ლარით. შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლება¬მოსილი იყო ზვ---- ხუ-----ე დაეჯარიმებინა 3000 ლარით და დაედგინა უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობის შეჩერება მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრით.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2--- წლის 20 იანვარს გამოვლენილი იქნა ქ. ბათუმში, გა--------ს დასახლებაში, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ხის საცხოვრებელი სახლის უნებართვო მშენებლობა.
2--- წლის 20 იანვარს ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა №1- მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ გა--------ს დასახლებაში, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ხის საცხოვრებელი სახლის უნებართვო მშენებლობა აწარმოა, ზვ---- ხუ-----ემ. №1- მითითებით ზვ---- ხუ-----ეს დაევალა, უნებართვოდ აშენებული ობიექტის დაუყონებლივი დემონტაჟი. მითითება განთავსებული იქნა აშენებული ხის საცხოვრებელი სახლის გარე ფასადზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზედამხედველობის სამსახურის 2--- წლის 20 იანვრის №1- მითითება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. 2--- წლის 13 თებერვალს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმდა ზვ---- ხუ-----ის მიერ 2--- წლის 20 იანვრის №1- მითითების პირობების შესრულება, რაზედაც შესდგა შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, შესრულებული არ იყო მითითების პირობები, ანუ ზვ---- ხუ-----ეს არ განუხორციელებია ხის საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზედამხედველობის სამსახურის 2--- წლის 20 იანვრის №1- მითითება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2--- წლის 22 მარტს მიღებული იქნა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ზვ---- ხუ-----ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) შესახებ“ №1-- დადგენილება, რომლითაც უნებართვო მშენებლობისა და 2--- წლის 20 იანვრის №1- მითითების პირობების შეუსრულებლობისათვის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით, ზვ---- ხუ-----ე დაჯარიმდა 3000 ლარით, ამასთან დაევალა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერება და მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა (ხის საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2--- წლის 22 მარტის №1-- დადგენილება;
3.1.4. ზვ---- ხუ-----ემ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ზედამხედველობის სამსახურის 2--- წლის 22 მარტის №1-- დადგენილება, 2--- წლის 4 აგვისტოს ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2--- წლის 5 ოქტომბრის №0----- ბრძანებით, ზვ---- ხუ-----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ზედამხედველობის სამსახურმა, მის მიერ გამოცემული №1--/1- სააღსრულებო ფურცელი გადაუგზავნა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტით დადგენილი ჯარიმის იძულებითი აღსრულება. სააღსრულებო სამსახურმა 2--- წლის 27 ივლისს ზვ---- ხუ-----ეს გაუგზავნა №A------------ შეტყობინება, გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2--- წლის 5 ოქტომბრის №0----- ბრძანება;
- სააღსრულებო ფურცელი და სააღსრულებო სამსახურის შეტყობინება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2018 წლის 1- იანვარს მიღებულ იქნა დადგენილება №4-- დადგენილების ნაწილობრივ ძალადაკარგვის შესახებ, რომლის თანახმად, ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული 2--- წლის 22 მარტის №1-- დადგენილება, ზვ---- ხუ-----ის მიერ უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 1- იანვრის №4- დადგენილება.
3.1.6. ზვ---- ხუ-----ემ 2--- წლის 24 ოქტომბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში, ქალაქ ბათუმის მერიისა და ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ზვ---- ხუ-----ის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) შესახებ“, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის სამსახურის 2--- წლის 22 მარტის №1-- დადგენილების და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, ქ. ბათუმის ვიცე მერის 2--- წლის 5 ოქტომბრის №0----- ბრძანების ბათილად ცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზვ---- ხუ-----ის სასარჩელო განცხადება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მტკიცებას, რომ საქმის არსებითი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად არის დადგენილი, თითქოს ქალაქ ბათუმში, გა--------ს დასახლებაში ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილი, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ხის საცხოვრებელი სახლის უნებართვო მშენებლობა განახორციელა, ზვ---- ხუ-----ემ.
სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე ზვ---- ხუ-----ეს საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი გააჩნია სოფელ კაპრეშუმში, გა--------ს დასახლებიდან მოშორებით. თავად ზვ---- ხუ-----ე კატეგორიულად უარყოფს, მის მიერ რაიმე სახის მშენებლობის განხორციელებას, გა--------ს დასახლებაში. მისივე მტკიცებით, ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილი მითითება არ ჩაბარებია და არც სხვა წესით გაცნობია მას, იგი არ ყოფილა მიწვეული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან, არცერთ ადმინისტრაციულ წარმოებაში, ზეპირ სხდომაზე დასასწრებად და არც ის არის მისთვის ცნობილი, ვინ ააშენა ის ხის საცხოვრებელი სახლი. იმ ტერიტო----ზე რამოდენიმე პირმა, მათ შორის ხუ-----ეებმაც ააშენეს უნებართვოდ წლების უკან ხის სახლები, თუმცა პირადად მას არაფერი აუშენებია და არც ამისი ინტერესი ჰქონია.
მოწმის სახით დაკითხული, ზედამხედველობის სამსახურის მუშაკის, მე---- ლო----ს ჩვენების თანახმად, ეკონომიკის სამინისტროს შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ გა--------ს დასახლებაში, მითითებულ ტერიტო----ზე 2014 წლიდან რამოდენიმე ხის და რკინის კონსტრუქციისგან დამზადებული სახლი იქნა უნებართვოდ ჩადგმული. ადგილზე გასვლის შემდეგ, ზედამხედველობის სამსახურის მუშაკებმა დაიწყეს თითოეული უკანონო მშენებლობის შესახებ მოკვლევა და ძირითადად იქ მყოფი მოქალაქეების გამოკითხვის შედეგად იქნა დადგენილი, ვის ეკუთვნოდა უნებართვოდ აშენებული და მშენებარე სახლები. მისივე განმარტებით, უშუალოდ ზვ---- ხუ-----ისგან არ მიუღიათ რაიმე განმარტება და ინფორმაცია ამ კონკრეტული სახლის მშენებლობისა და კუთვნილების თაობაზე, მათ სხვა პირების გამოკითხვით ჩათვალეს ზვ---- ხუ-----ე დამრღვევად, ხოლო ზვ---- ხუ-----ის პირადი ნომერი, რომელიც დაჯარიმების დადგენილებაშია მითითებული, საპატრულო პოლიციის დახმარებით გაარკვიეს.
მოწმის სახით დაკითხული ან------ ხუ-----ის ჩვენების თანახმად, ამ კონკრეტული ხის საცხოვრებელი სახლის ადგილზე თვითონ მას ჰქონდა ადრე კონტეინერი ჩადგმული, 2014 წელს კი ამ ადგილზე ააშენა ხის საცხოვრებელი, რომელიც რამოდენიმე ხნის შემდეგ გადაიტანა 100 მეტრის დაშორებით და დღემდე მასში ცხოვრობს, ხოლო ზვ---- ხუ-----ეს ტყუილად ედავება ზედამხედველობის სამსახური მშენებლობაზე. იმ ტერიტო----ზე სხვა 4 საცხოვრებელი სახლი დგას, რომელთა მესაკუთრეები მისი ბიძაშვილები არიან, რომლებსაც დაკავებული აქვთ ერთმანეთისგან გამიჯნული ტერიტორიები, ხოლო ზვ---- ხუ-----ეს იქ არც მიწის ნაკვეთი გააჩნია და არც შენობა აუშენებია, მას იქიდან 2 კილომეტრში, სოფელ კაპრეშუმში აქვს სახლიც და საკარმიდამოც.
სასამართლო მოპასუხე მხარის მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებსა და საქმის სასამართლო განხილვის დროს მითითებულ, აღნიშნულ სადავო ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცებასთან დაკავშირებით, მიუთითებს შემდეგზე:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენიული, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.
ამავე კოდექსის კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს თავისი მტკიცების გასამყარებლად და მოსარჩელე მხარის მტკიცების გასაქარწყლებლად არ გააჩნია შესაბამისი დამადატურებელი მტკიცებულებები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს ეს გარემოება, უკანონო მშენებლობის განმახორციელებელი პირის, ანუ სამართალდამრღვევის დადგენასთან დაკავშირებით, არ ყოფილა სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული, რასაც დავის სამართლებრივი რეგულაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ეჭვს ქვეშ აყენებს მოპასუხის მტკიცებას, რომ ხის საცხოვრებლის მშენებლობა ზვ---- ხუ-----ემ განახორციელა. ამასთან, სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია მოწმედ დაკითხული პირის, ან------ ხუ-----ის განმარტა, რომლის თანახმად, ეს უკანონო მშენებლობა მისი განხორციელებულია და არა, მოსარჩელის.
ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ გა--------ს დასახლებაში უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის ჩამდენი სუბიექტის დადგენასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება ზედამხედველობის სამსახურისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში არასრულყოფილად იქნა ჩატარებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმე მე---- ლო----ს და ან------ ხუ-----ის ჩვენება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ზვ---- ხუ-----ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
_ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
_ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.
_ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №5- დადგენილება `მშენებლობის
ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“.
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №5- დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია:
ა)ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი);
ბ)რეკონსტრუქცია;
გ)რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას);
დ)დემონტაჟი;
ე)ლანდშაფტური მშენებლობა;
ვ)დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №5- დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს, ახალი მშენებლობა, ხოლო შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმში, გა--------ს დასახლებაში განხორციელებული, ხის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა წარმოადგენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №5- დადგენილების მე-4 მუხლის ა) პუნქტით გათვალისწინებულ ახალ მშენებლობას.
ამავე დადგენილების 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ახალ მშენებლობა საჭიროებს, მშენებლობის ნებართვას.
6.2. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №5- დადგენილების 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა, რაც გა--------ს დასახლებაში, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სადავო ხის საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით არ არსებობს.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.
სასამართლო განმარტავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №5- დადგენილების 66-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, 1-ლი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და ასეთი შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს.
სასამართლო მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №5- დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით 1-ლი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება, როგორც უნებართვო მშენებლობა.
ამდენად, გა--------ს დასახლებაში განხორციელებულ მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც მხარეთა განმარტებით მიეკუთვნება 1-ელ კლასს, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №5- დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად, დარღვეულია სავალდებულოდ შესასრულებელი მოთხოვნები, რაც ქმნის იმ სამართლებრივ საფუძველს, რომ ის უნებართვო მშენებლობად ჩაითვალოს.
სასამართლო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №5- დადგენილების 65-ე მუხლის მე-22 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია, თავის სამოქმედო ტერიტო----ზე განსაზღვროს შესაბამისი ზონები და პირობები, სადაც 1-ელ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა გარკვეული სახეობების განთავსება/მშენებლობა აკრძალულია.
აღნიშნულის შესაბამისად, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტო----ზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №5- დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ, 2013 წლის 29 მარტის №1- დადგენილებით განისაზღვრა ქ. ბათუმის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები.
ამ დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, ქ. ბათუმის ტერიტო---- დაიყო ფუნქციურ ზონებად, ხოლო მე-7 მუხლით განისაზღვრა, უძრავი ქონების (ობიექტების) დაუშვებელი (აკრძალული) სახეობების ჩამონათვალი, ყოველ კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში, ანუ იმ უძრავი ქონების (ობიექტების) სახეობები, რომლებიც დაუშვებელია ყველა ზონის ტერიტორიისათვის.
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის №1- დადგენილების მე-7 მუხლის 7.1. პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთ-ერთ დაუშვებელ (აკრძალულ) სახეობად განისაზღვრა - ხის საცხოვრებელი სახლები, მათ შორის კომბინირებული (ხის და სხვა სამშენებლო მასალის ერთობლიობა) საცხოვრებელი სახლები.
№1- დადგენილების მე-7 მუხლის 7.1. პუნქტის თანახმად, კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დაუშვებელი (აკრძალული) სახეობების ჩამონათვალი ვრცელდება როგორც ახალ მშენებლობაზე, ისე არსებულის რეკონსტრუქციაზე.
მოცემულ შემთხვევაში, გა--------ს დასახლებაში აშენებული იყო ხის საცხოვრებელი სახლი, რაც ეწინააღმდეგება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის №15 დადგენილებას, ვინაიდან ხის საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმის ყველა ზონის ტეროტორიისათვის მიჩნეულია აკრძალულად, თანახმად ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-21 პუნქტისა.
ამდენად, განხორციელებული მშენებლობა, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №5- დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად, ის უნებართვო მშენებლობად ითვლება.
6.3. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2--- წლის 20 იანვარს იქნა გამოვლენილი ქ. ბათუმში, გა--------ს დასახლებაში, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ხის საცხოვრებელი სახლის უნებართვო მშენებლობა.
ზედამხედველობის სამსახურმა დადგენილად მიიჩნია, რომ საცხოვრებელი სახლის უნებართვო მშენებლობა აწარმოა, ზვ---- ხუ-----ემ და გამოსცა №1- მითითება, რომლითაც ზვ---- ხუ-----ეს დაევალა, უნებართვოდ აშენებული ობიექტის დაუყონებლივი დემონტაჟი. მითითება ზვ---- ხუ-----ეს ხელზე არ ჩაბარებია, ის განთავსებული იქნა ხის საცხოვრებელი სახლის გარე ფასადზე.
2--- წლის 13 თებერვალს ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმდა ზვ---- ხუ-----ის მიერ 2--- წლის 20 იანვრის №1- მითითების პირობების შესრულება და დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შესრულებული არ იყო მითითების პირობები, ანუ ზვ---- ხუ-----ეს არ განუხორციელებია ხის საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი. ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2--- წლის 22 მარტს მიღებული იქნა №1-- დადგენილება, რომლითაც უნებართვო მშენებლობისა და 2--- წლის 20 იანვრის №1- მითითების პირობების შეუსრულებლობისათვის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით, ზვ---- ხუ-----ე დაჯარიმდა 3000 ლარით, ამასთან დაევალა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერება და მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა (ხის საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი).
ზვ---- ხუ-----ემ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ზედამხედველობის სამსახურის 2--- წლის 22 მარტის №1-- დადგენილება, 2--- წლის 4 აგვისტოს ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში. მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2--- წლის 5 ოქტომბრის №0----- ბრძანებით, ზვ---- ხუ-----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ უნებართვოდ აშენებული ხის სახლი, რომლის უკანონო მშენებლობაში ბრალი ზვ---- ხუ-----ეს დაედო, 2018 წლიდან უკვე დემონტირებული იქნა, თუმცა, ვის მიერ, ეს დადგენილი არ არის. ზედამხედველობის სამსახურმა აღნიშნულის გამო 2018 წლის 1- იანვარს მიიღო №4- დადგენილება, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული 2--- წლის 22 მარტის №1-- დადგენილება, ზვ---- ხუ-----ის მიერ უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) ნაწილში.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა)დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
ამავე კანონის 43-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება თვითმმართველ ქალაქში გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.
მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ კანონისა და ნორმატიული აქტების ამ რეგულაციის შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დაეჯარიმებინა 3000 ლარით და დაედგინა მის მიერ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სადავოა სამშენებლო სამართალდარღვევის სუბიექტის საკითხი, კერძოდ, სწორად იქნა თუ არა დადგენილი, საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ დარღვევი პირი.
6.5. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი - „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ზვ---- ხუ-----ის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) შესახებ“, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის სამსახურის 2--- წლის 22 მარტის №1-- დადგენილების და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, ქ. ბათუმის ვიცე მერის 2--- წლის 5 ოქტომბრის №0----- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები განისაზღვრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს” პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით.
ამავე კანონის 1-ლი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა.
აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.
სასამართლოს მიაჩნია, მოცემულ შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და ქ. ბათუმის მერიამ ისე განიხილეს ზვ---- ხუ-----ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდების საკითხი, არ გამოუკვლევიათ და სამართლებრივად არ შეუფასებიათ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები.
სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთან, იმისათვის, რომ პირი მიჩნეული იქნას სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია პირის, როგორც სამართალდამრღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
მართალია, სამშენებლო საქმიანობის კონტროლის რეგულაციები დადგენილია სპეციალური კანონით, მაგრამ ამ კანონით განსაზღვრული სამართალდარღვევა თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევას და მასზე ჩვეულებრივი წესით ვრცელდება ის ზოგადი ნორმები, რომელიც დადგენილია სამართალდარღვევისათვის.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულია, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციულ ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.
6.7. განსახილველ შემთხვევაში, ზვ---- ხუ-----ის სამართალდამრღვევად მიჩნევისა და მისთვის ზედამხედველობის სამსახურის 2--- წლის 22 მარტის №1-- დადგენილებით სახდელის დაკისრებისათვის სახეზე უნდა იყოს მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ამასთან, კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს.
სასამართლო განმარტავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი, ზვ---- ხუ-----ის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, რამდენადაც, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მტკიცება, რომ საქმის არსებითი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად არის დადგენილი, გა--------ს დასახლებაში, ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილი, ხის საცხოვრებელი სახლის უნებართვო მშენებლობის ზვ---- ხუ-----ის მიერ განხორციელების ფაქტი.
სასამართლოს მიერ მხარეთა განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადგენილია,რომ მოსარჩელე ზვ---- ხუ-----ეს ხელზე არ ჩაბარებია ზედამხედველობის სამსხაურის მიერ შედგენილი მითითება და ის არ ყოფილა მიწვეული არცერთ ადმინისტრაციულ წარმოებაში ზეპირ სხდომაზე დასასწრებად, მისი კატეგორიული მტკიცებით კი, მშენებლობა მას არ განუხორციელებია და არც ის არის ცნობილი, ვინ ააშენა ხის საცხოვრებელი სახლი.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს თავისი მტკიცების გასამყარებლად და მოსარჩელე მხარის მტკიცების გასაქარწყლებლად არ გააჩნია შესაბამისი დამადატურებელი მტკიცებულებები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს ეს გარემოება, უკანონო მშენებლობის განმახორციელებელი პირის, ანუ სამართალდამრღვევის დადგენასთან დაკავშირებით, არ ყოფილა სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული, რასაც დავის სამართლებრივი რეგულაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
სასამართლოს ინიციატივით დაკითხულმა მოწმემ, ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტმა, მე---- ლო----მ განმარტა, ეკონომიკის სამინისტროს შეტყობინებით გახდა ცნობილი, რომ გა--------ს დასახლებაში, მითითებულ ტერიტორიაზე 2014 წლიდან რამოდენიმე ხის და რკინის კონსტრუქციისგან დამზადებული სახლი იქნა უნებართვოდ ჩადგმული. ადგილზე გასვლის შემდეგ, ზედამხედველობის სამსახურის მუშაკებმა დაიწყეს თითოეული უკანონო მშენებლობის შესახებ მოკვლევა და ძირითადად იქ მყოფი მოქალაქეების გამოკითხვის შედეგად იქნა დადგენილი, ვის ეკუთვნოდა უნებართვოდ აშენებული და მშენებარე სახლები. მისივე განმარტებით, უშუალოდ ზვ---- ხუ-----ისგან არ მიუღიათ რაიმე განმარტება და ინფორმაცია ამ კონკრეტული სახლის მშენებლობისა და კუთვნილების თაობაზე, სხვა პირების გამოკითხვით ჩათვალეს ზვ---- ხუ-----ე დამრღვევად, ხოლო მისი პირადი ნომერი, რომელიც დაჯარიმების დადგენილებაშია მითითებული, საპატრულო პოლიციის დახმარებით გაარკვიეს.
მოწმის სახით დაკითხული ან------ ხუ-----ის ჩვენების თანახმად, ამ კონკრეტული ხის საცხოვრებელი სახლის ადგილზე მას ადრე კონტეინერი ჰქონდა ჩადგმული, 2014 წელს კი მან კონტეინერის ადგილზე ააშენა ხის საცხოვრებელი, რომელიც შემდეგ გადაიტანა 100 მეტრის დაშორებით და დღემდე მასში ცხოვრობს, ხოლო ზვ---- ხუ-----ეს ტყუილად ედავება ზედამხედველობის სამსახური ამ მშენებლობაზე. მოწმის განმარტებითვე, იმ ტერიტო----ზე სხვა 4 საცხოვრებელი სახლი დგას, რომელთა მესაკუთრეები მისი ბიძაშვილები არიან, რომლებსაც მათთვის დაკავებული აქვთ ერთმანეთისგან გამიჯნული ტერიტორიები, ხოლო ზვ---- ხუ-----ეს იქ არც მიწის ნაკვეთი გააჩნია და არც შენობა აუშენებია, მას იქიდან 2 კილომეტრში, სოფელ კაპრეშუმში აქვს სახლიც და საკარმიდამოც.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ეჭვს ქვეშ აყენებს მოპასუხის მტკიცებას, რომ ხის საცხოვრებლის მშენებლობა ზვ---- ხუ-----ემ განახორციელა. ამასთან, სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია მოწმედ დაკითხული პირის, ან------ ხუ-----ის განმარტა, რომ ეს უკანონო მშენებლობა მისი განხორციელებულია და არა, მოსარჩელის.
ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ გა--------ს დასახლებაში უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის ჩამდენი სუბიექტის დადგენასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება ზედამხედველობის სამსახურისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში არასრულყოფილად იქნა ჩატარებული.
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე და წარმოების პროცესში ზედამხედველობის სამსახურსა და შემდგომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას სრულყოფილად არ გამოუკვლევით უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოებები და ისე შეადგინეს ზვ---- ხუ-----ის მიმართ მითითება, ასევე, ყველა შემდგომი სამართლებრივი აქტები, რომ არ მოუპოვებიათ მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ დაადასტურებდა სახლის მშენებლობას, ზვ---- ხუ-----ის მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1–ლი და მე–8 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს. ამავე კოდექსის 236–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ეს მონაცემები დგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდერღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა–განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით და სხვა დოკუმენტაბით.
ზედამხედველობის სამსახურმა ისე მიიჩნია ზვ---- ხუ-----ე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირად, რომ არ მოუპოვებია ზემოთჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან არცერთი, მათ შორის არ გამოუკითხავს ის პირები, რომლებიც ცხოვრობენ უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი სახლის მეზობლად, არ მიუღია ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და სამართალდამცავი ორგანოსაგან.
ზვ---- ხუ-----ე არ მონაწილეობდა არცერთი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით ჩატარებულ ზეპირ მოსმენაში და მას ხელზე არ ჩაბარებია ზედამხედველობის სამსახურის, ან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცემული არცერთი აქტი, სანამ თვითონ არ გამოითხოვა ისინი ადმინისტრაციული ორგანოსაგან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ ექნებოდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საფუძველი, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. საქმეზე ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უნდა გამოეკვლია და გაეანალიზებინა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და მხოლოდ აღნიშნული, განმსაზღვრელი მნიშვნელობის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების შეფასების შემდეგ უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, ზვ---- ხუ-----ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა შეეფასებინა, ეს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები ხომ არ გამორიცხავდა, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-11 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები;
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ეს კონკრეტული გარემოებები არ ყოფილა გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს, ქ. ბათუმის მერიის, ან ზედამხედველობის სამსახურის მიერ და არ მისცემია მათ სათანადო შეფასება.
6.8. სასამართლო აღნიშნავს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა საფუძვლიანად დასაბუთებული, თუ რატომ იქნა მიჩნეული ზვ---- ხუ-----ე უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევად, მაშინ როცა არ დასტურდება მის მიერ მშენებლობის განხორციელება ქ. ბათუმში, გა--------ს დასახლებაში.
6.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ზვ---- ხუ-----ის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) შესახებ“, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის სამსახურის 2--- წლის 22 მარტის №1-- დადგენილების და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, ქ. ბათუმის ვიცე მერის 2--- წლის 5 ოქტომბრის №0----- ბრძანება საქართველოს კონსტიტუციის, სამოქალაო კოდექსის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული, რამაც გამოიწვია მოსარჩელე ზვ---- ხუ-----ის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.
ზედამხედველობის სამსახურმა, მის მიერ №1--/1- სააღსრულებო ფურცელი გადუგზავნა სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტებით დადგენილი ჯარიმის იძულებითი აღსრულება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევასა და მასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს.
ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შეასაძლებლობის, და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
6.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თნახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
ამის შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი, „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ზვ---- ხუ-----ის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) შესახებ“, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის სამსახურის 2--- წლის 22 მარტის №1-- დადგენილების და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, ქ. ბათუმის ვიცე მერის 2--- წლის 5 ოქტომბრის №0----- ბრძანება.
ამასთან, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს უნდა დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე ქ. ბათუმში, გა--------ს დასახლებაში ხის საცხოვრებელი სახლის უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებანი, მოახდინოს ადგილის დათვალიერება, გამოითხოვოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან შესაბამისი ინფორმაცია და შეკრიბოს მტკიცებულებები, გამოიყენოს სპეციალისტის, ექსპერტის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები.
მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად უნდა დადგინოს სამშენებლო სამართალდარღვევის სუბიექტი და ისე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე, მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.ზვ---- ხუ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
ბათილად იქნას ცნობილი -,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ზვ---- ხუ-----ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2--- წლის 22 მარტის №1-- დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2--- წლის 05 ოქტომბრის №0----- ბრძანება.
2.მოპასუხეს დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ. ბათუმში, დასახლება განთიადში განხორციელებულ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებულ, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.
3. ქ. ბათუმის მერიას გადახდეს მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი, 50 ლარი
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე