გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N030210017002184276
N 2/1194-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2019 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
მოსარჩელე: სს „თ----- ბ----“ ,წარმომადგენელი: კ---- ქორიძ,მოპასუხეები: ი--- ჭ------, შ----- ჭ------,დავის საგანი: თანხის დაკისრება, მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის ანაზღაურება და იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაცია აუქციონის წესით,აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ი--- ჭ------ს და შ----- ჭ------ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:
1.2. N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N18805128689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, N1880512-8689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში დამატებითი პირობების შესახებ შეთანხმებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 12 298,70 ლარის გადახდა სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ.
1.3. N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N1880512-8824028 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 21 451,58 ლარის გადახდა სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ.
1.4. N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N1880512-8689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში დამატებითი პირობების შესახებ შეთანხმებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ხელშეკრულების შეწყვეტიდან (06/11/2017 წლიდან) მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად დავალიანების ძირი თანხის 9728,16 ლარის, წლიური 16%, ყოველთვიურად 127,93 ლარის გადახდა 12 თვის განმავლობაში.
1.5. N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N1880512-8824028 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და N12312361608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ხელშეკრულების შეწყვეტიდან (06/11/2017 წლიდან) მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად დავალიანების ძირი თანხის 18 233,77 ლარის, წლიური 13 %, ყოველთვიურად 194,83 ლარის გადახდა 12 თვის განმავლობაში.
1.6. სს „თ----- ბ----ს“ მიმართ არსებული მოპასუხეთა ფულადი ვალდებულების გადახდევინება განხორციელდეს 2013 წლის 02 ოქტომბერს სს „თ----- ბ-----“ და მოპასუხე შ----- ჭ------ს შორის გაფორმებული N123123261606 იპოთეკის ხელშეკრულებით, იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით. უძრავი ქონება მდებარე: ქ. ფოთი, ფ------- ქ---- N--, მიწის (უძრავი ქონება) საკადასტრო კოდი: N------------, მესაკუთრე შ----- ჭ------ (პ/ნ 4----------).
1.7. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების: ი--- ჭ------ს და შ----- ჭ------ს სხვა ქონებაზე.
1.8. მოპასუხეებს ი--- ჭ------ს და შ----- ჭ------ს სოლიდარულად დაეკისროთ სს „თ----- ბ----ს“ მიერ სარჩელის განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1423,60 ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
2013 წლის 02 ოქტომბერს სს „თ-----ს ბ-----“ და ი--- ჭ------ს (6----------) შორის გაფორმდა N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში ამავე მხარეებს შორის გაფორმდა:
1. 2016 წლის 21 დეკემბერს N1880512-8689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და შეთანხმება N1880512-8689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში დამატებითი პირობების შესახებ, რომლის თანახმად მსესხებელს გამოეყო კრედიტის სახით 10000 ლარი, წლიური 16% საპროცენტო სარგებლით, ვადით 1467 დღე.
2. 2017 წლის 09 მარტს N1880512-8689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელს გამოეყო კრედიტის სახით 18 572 ლარი წლიური 13% საპროცენტო სარგებლით, ვადით 2406 დღე.
N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების და მის ფარგლებში გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად 02/10/2013 წელს სს „თ----- ბ-----“ და შ----- ჭ------ს (პ/ნ4----------) შორის გაფორმდა N123123261606 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის ძალით სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა შ----- ჭ------ს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ფოთი, ფ------- ქ---- N--, საკადასტრო კოდით: 0------------
N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების და მის ფარგლებში გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად 02/10/2013 წელს სს „თ----- ბ-----“ და შ----- ჭ------ს (პ/ნ4----------) შორის გაფორმდა N123123261608 თავდებობის ხელშეკრულება. თავდებობის ზღვრული თანხის ოდენობა განისაზღვრა 500000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარი ან მისი ექვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში.
2013 წლის 23 მაისს სს „თ----- ბ-----“ და ი--- ჭ------ს შორის გაფორმდა N--------------- განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის სახით საკრედიტო ლიმიტის ოდენობამ შეადგინა 550 ლარი, წლიური 42 საპროცენტო სარგებლით 4 წლის ვადით.
მოსარჩელის წარმომადგენელი კ---- ქ------- ითხოვს მოპასუხეებს: ი--- ჭ------ს და შ----- ჭ------ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:
1. N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N18805128689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან N1880512-8689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში დამატებითი პირობების შესახებ შეთანხმებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 12298,70 ლარის გადახდა საიდანაც ძირი თანხაა 9728,16 ლარი, პროცენტი - 1064,10 ლარი და პირგასამტეხლო - 1470,44 ლარი სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ და დაზღვევის საფასური 36 ლარი.
2. N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N1880512-8824028 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს ი--- ჭ------ს და შ----- ჭ------ს სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების თანხის 21451,58 ლარის გადახდა საიდანაც ძირი თანხაა 18233,77 ლარი, პროცენტი - 1584,70 ლარი, პირგასამტეხლო - 1571,06 ლარი სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ და დაზღვევის საფასური 62,05 ლარი.
3. N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N1880512-8689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში დამატებითი პირობების შესახებ შეთანხმებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს: ი--- ჭ------ს და შ----- ჭ------ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ხელშეკრულების შეწყვეტიდან (06/11/2017 წლიდან) მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად დავალიანების ძირი თანხის 9728,16 ლარის, წლიური 16%, ყოველთვიურად 127,93 ლარის გადახდა 12 თვის განმავლობაში.
4. N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N1880512-8824028 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და N12312361608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს: ი--- ჭ------ს და შ----- ჭ------ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ხელშეკრულების შეწყვეტიდან (06/11/2017 წლიდან) მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად დავალიანების ძირი თანხის 18233,77 ლარის, წლიური 13 %, ყოველთვიურად 194,83 ლარის გადახდა 12 თვის განმავლობაში.
5. სს „თ----- ბ----ს“ მიმართ არსებული მოპასუხეთა ფულადი ვალდებულების გადახდევინება განხორციელდეს 2013 წლის 02 ოქტომბერს სს „თ----- ბ-----“ და მოპასუხე შ----- ჭ------ს შორის გაფორმებული N123123261606 იპოთეკის ხელშეკრულებით, იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით. უძრავი ქონება მდებარე: ქ. ფოთი, ფ------- ქ---- N--, მიწის (უძრავი ქონება) საკადასტრო კოდი: N------------, მესაკუთრე შ----- ჭ------ (პ/ნ 4----------).
6. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების ი--- ჭ------ს და შ----- ჭ------ს სხვა ქონებაზე.
7. მოპასუხეებს ი--- ჭ------ს და შ----- ჭ------ს სოლიდარულად დაეკისროთ სს „თ----- ბ----ს“ მიერ სარჩელის განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1423,60 ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელში მითითებული მე-3, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 სასარჩელო მოთხოვნები გაიხმო.
მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს ასევე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიქცევას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა ი--- ჭ------მ და შ----- ჭ------მ სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ:
ნაწილობრივ ცნეს პირველი სასარჩელო მოთხოვნა:
1. N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N18805128689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან N1880512-8689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში დამატებითი პირობების შესახებ შეთანხმებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხა - 9728,16 ლარი, პროცენტი - 1064,10 ლარი და ითხოვეს პირგასამტეხლოს 1470,44 ლარის შემცირება 10-ჯერ, 0.01%-მდე. ასევე ცნეს დაზღვევის საფასური 36 ლარი.
ნაწილობრივ ცნეს მეორე სასარჩელო მოთხოვნა:
2. N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N1880512-8824028 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა - 18233,77 ლარი, პროცენტი - 1584,70 ლარი და ითხოვეს პირგასამტეხლოს - 1571,06 ლარის შემცირება 10-ჯერ, 0,01%-მდე. ასევე ცნეს დაზღვევის საფასური 62,05 ლარი.
არ ცნეს მეოთხე სასარჩელო მოთხოვნა:
3. N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N1880512-8689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში დამატებითი პირობების შესახებ შეთანხმებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (06/11/2017 წლიდან) მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად დავალიანების ძირი თანხის 9728,16 ლარის, წლიური 16%, ყოველთვიურად 127,93 ლარის გადახდა 12 თვის განმავლობაში და მიუთითეს, რომ აღნიშნულზე მხარეებს შორის შეთანხმება არ მომხდარა.
არ ცნეს მეხუთე სასარჩელო მოთხოვნა:
4. N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N1880512-8824028 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და N12312361608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (06/11/2017 წლიდან) მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად დავალიანების ძირი თანხის 18233,77 ლარის, წლიური 13 %, ყოველთვიურად 194,83 ლარის გადახდა 12 თვის განმავლობაში და მიუთითეს, რომ აღნიშნულზე მხარეებს შორის შეთანხმება არ მომხდარა.
ცნეს მეათე სასარჩელო მოთხოვნა:
5. სს „თ----- ბ----ს“ მიმართ არსებული მოპასუხეთა ფულადი ვალდებულების გადახდევინება განხორციელდეს 2013 წლის 02 ოქტომბერს სს „თ----- ბ-----“ და მოპასუხე შ----- ჭ------ს შორის გაფორმებული N123123261606 იპოთეკის ხელშეკრულებით, იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით. უძრავი ქონება მდებარე: ქ. ფოთი, ფ------- ქ---- N--, მიწის (უძრავი ქონება) საკადასტრო კოდი: N------------, მესაკუთრე შ----- ჭ------ (პ/ნ 4----------). მოპასუხეთა განმარტებით, თუ ვერ შესძლეს აღნიშნული სესხის დაფარვა, თანახმა არიან მოხდეს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
არ ცნეს მეთერთმეტე სასარჩელო მოთხოვნა:
6. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების ი--- ჭ------ს და შ----- ჭ------ს სხვა ქონებაზე. მოპასუხეთა განმარტებით ამ მოთხოვნას არ ცნობენ იმ მოტივით, რომ სხვა ქონება არ გააჩნიათ.
მოპასუხეები არ ეთანხმებიან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიქცევას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1 2013 წლის 02 ოქტომბერს სს „თ-----ს ბ-----“ და ი--- ჭ------ს (6----------) შორის გაფორმდა N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში ამავე მხარეებს შორის გაფორმდა:
1. 2016 წლის 21 დეკემბერს N1880512-8689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და შეთანხმება N1880512-8689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში დამატებითი პირობების შესახებ, რომლის თანახმად მსესხებელს გამოეყო კრედიტის სახით 10000 ლარი, წლიური 16 საპროცენტო სარგებლით, ვადით 1467 დღე.
2. 2017 წლის 09 მარტს სს „თ----- ბ-----“ და ი--- ჭ------ს შორის გაფორმდა N1880512-8689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელს გამოეყო კრედიტის სახით 18 572 ლარი წლიური 13 საპროცენტო სარგებლით, ვადით 2406 დღე.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- სარჩელის პირველი ფაქტობრივი გარემოებით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.2. N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების და მის ფარგლებში გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად 02/10/2013 წელს სს „თ----- ბ-----“ და შ----- ჭ------ს (პ/ნ4----------) შორის გაფორმდა N123123261606 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის ძალით სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა შ----- ჭ------ს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ფოთი, ფ------- ქ---- N--, საკადასტრო კოდით: 0------------
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- სარჩელის მეორე ფაქტობრივი გარემოებით, საკრედიტო პროდუქტის შესახებ N0000.1882512.001 ხელშეკრულებით, შეთანხმება N1880512-8689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, იპოთეკის N1231236261606 ხელშეკრულებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.3. N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების და მის ფარგლებში გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად 02/10/2013 წელს სს „თ----- ბ-----“ და შ----- ჭ------ს (პ/ნ4----------) შორის გაფორმდა N123123261608 თავდებობის ხელშეკრულება. თავდებობის ზღვრული თანხის ოდენობა განისაზღვრა 500000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარი ან მისი ექვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სარჩელის მესამე ფაქტობრივი გარემოებით, თავდებობის N123123261608 ხელშეკრულებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N18805128689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან N1880512-8689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში დამატებითი პირობების შესახებ შეთანხმებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით - 1470,44 ლარის ანაზღაურება.
4.2. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N1880512-8824028 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით - 1571,06 ლარის ანაზღაურება.
4.3. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N1880512-8689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში დამატებითი პირობების შესახებ შეთანხმებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (06/11/2017 წლიდან) მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად დავალიანების ძირი თანხის 9728,16 ლარის, წლიური 16%, ყოველთვიურად 127,93 ლარის გადახდა 12 თვის განმავლობაში.
4.4. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N1880512-8824028 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და N12312361608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (06/11/2017 წლიდან) მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად დავალიანების ძირი თანხის 18233,77 ლარის, წლიური 13 %, ყოველთვიურად 194,83 ლარის გადახდა 12 თვის განმავლობაში.
4.5. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების ი--- ჭ------ს და შ----- ჭ------ს სხვა ქონებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს ი--- ჭ------ს და შ----- ჭ------ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბ----ს” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ:
5.1. N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N18805128689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, N1880512-8689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში დამატებული პირობების შესახებ შეთანხმებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის 10975,3 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 9728,16 ლარი, პროცენტი - 1064,10 ლარი, პირგასამტეხლო - 147,04 ლარი და დაზღვევის საფასურის 36 ლარი.
5.2. N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N18895128824028 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 20037,62 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 18233,77 ლარი, პროცენტი - 1584,70 ლარი, პირგასამტეხლო - 157,1 ლარი და დაზღვევის საფასური 62,05 ლარი.
5.3. ი--- ჭ------ს და შ----- ჭ------ს სს „თ----- ბ----ს“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ:
5.3.1. N0000.1882512,001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N18805128689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, N1880512-8689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში დამატებითი პირობების შესახებ შეთანხმებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან, 06.11.2017 წლიდან ვალდებულების ძირ თანხაზე 9728,16 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 16% სარგებლის გადახდა ყოველთვიურად 127,93 ლარი 12 თვის განმავლობაში.
5.3.2. N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N18895128824028 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან, 06.11.2017 წლიდან ვალდებულების ძირ თანხაზე 18233,77 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე არაუმეტეს 1 წლისა, 13%, ყოველთვიურად 194,83 ლარის გადახდა 12 თვის განმავლობაში.
5.3.3. სს „თ----- ბ----ს“ მიმართ არსებული მოპასუხეთა ფულადი ვალდებულებების გადახდევინება უნდა განხორციელდეს 2013 წლის 02 ოქტომბერს სს „თ----- ბ----სა“ და მოპასუხე შ----- ჭ------ს შორის განხორციელებული N123123261606 იპოთეკის ხელშეკრულებით, იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით. უძრავი ქონება, მდებარე ქ. ფოთი, ფ------- ქ---- N--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N------------. მესაკუთრე შ----- ჭ------ (პ/ნ 4----------).
5.3.4. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების ი--- ჭ------ს და შ----- ჭ------ს სხვა ქონებაზე.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ნების გამოვლენის საფუძველზე, მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება და მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით ყველა არსებით პირობაზე.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეებზე ი--- ჭ------ზე და შ----- ჭ------ზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით. მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა კრედიტის დაფარვის პირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ი--- ჭ------მ და შ----- ჭ------მ დაარღვიეს საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელის წინაშე წარმოეშვათ დავალიანება, N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N18805128689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან N1880512-8689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში დამატებითი პირობების შესახებ შეთანხმებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12298,70 ლარი საიდანაც ძირი თანხაა 9728,16 ლარი, პროცენტი - 1064,10 ლარი და პირგასამტეხლო - 1470,44 ლარი, დაზღვევის საფასური 36 ლარი.
N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N1880512-8824028 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს ი--- ჭ------ს და შ----- ჭ------ს წარმოეშვათ დავალიანება 21451,58 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 18233,77 ლარი, პროცენტი - 1584,70 ლარი, პირგასამტეხლო - 1571,06 ლარი, დაზღვევის საფასური 62,05 ლარი.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად, ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ: სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ პოზიციას, რომ მოპასუხეთა მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით და ხელშეკრულების შეწყვეტით მოსარჩელემ დაკარგა ის საპროცენტო სარგებელი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადაში და რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა ახალი მსესხებლისათვის თანხის გაცემის შედეგად. ამასთან, მოსარჩელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის ხელშეკრულების დარღვევის დროს სავარაუდო უნდა ყოფილიყო ზიანი, რომელიც დადგებოდა მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას და მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
აქედან გამომდინარე მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ N0000.1882512,001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N18805128689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, N1880512-8689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში დამატებითი პირობების შესახებ შეთანხმებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან, 06.11.2017 წლიდან ვალდებულების ძირ თანხაზე 9728,16 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 16% სარგებლის გადახდა ყოველთვიურად 127,93 ლარი 12 თვის განმავლობაში.
მოპასუხეებს ასევე უნდა დაეკისროთ N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N18895128824028 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან, 06.11.2017 წლიდან ვალდებულების ძირ თანხაზე 18233,77 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე არაუმეტეს 1 წლისა, 13%, ყოველთვიურად 194,83 ლარის გადახდა 12 თვის განმავლობაში.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ, პირგასამტეხლოს გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ ვალდებულების დარღვევის პირობებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რაც შეადგენს N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N18805128689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან N1880512-8689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში დამატებითი პირობების შესახებ შეთანხმებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1470,44 ლარს, შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 147,04 ლარამდე.
ხოლო N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N1880512-8824028 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო, რაც შეადგენს 1571,06 ლარს, შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 157,1 ლარამდე.
7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
დადგენილია, რომ 2013 წლის 02 ოქტომბერს სს „თ----- ბ-----“ და მოპასუხე შ----- ჭ------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ, რომლის თანახმად, სოლიდარული მოვალე იღებს ვალდებულებას და თანახმაა მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებებით, მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები შეასრულოს სოლიდარულად ისე, რომ მონაწილეობა მიიღოს მსესხებელთან ერთად მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, რის საფუძველზეც ბანკს უფლება ეძლევა თავისი სურვილისამებრ მთლიანი ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ სოლიდარულ მოვალეს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ძირი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდა უნდა დაეკისროს სოლიდარულ მოვალეებსაც.
7.6 საქართველოს სკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ 2013 წლის 02 ოქტომბერს სს „თ----- ბ----სა“ და მოპასუხე შ----- ჭ------ს შორის განხორციელებული N123123261606 იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შ----- ჭ------ს (პ/ნ 4----------). საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ფოთი, ფ------- ქ---- N--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N------------.
ვინაიდან, მოპასუხე მხარემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაციის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან/და იპოთეკის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში, იპოთეკის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, მხარეები თანხმდებიან, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაუფარაობის შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს აღსრულება მოვალის ნებისმიერი ქონების ხარჯზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმების შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც შეეხება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში, აღსრულების მიქცევას მოვალის სხვა ქონებაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობის და დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხეებს: ი--- ჭ------ს და შ----- ჭ------ს, მოსარჩელე სს ,,თ----- ბ----ს’’ სასარგებლოდ, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 198,32 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელე სს „თ----- ბ----“, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1225,28 ლარი.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე და 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „თ----- ბ----ს“ სარჩელი, მოპასუხეების ი--- ჭ------ს და შ----- ჭ------ს მიმართ თანხის დაკისრების, მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის ანაზღაურების და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ.
2. ი--- ჭ------ს და შ----- ჭ------ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:
2.1. N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N18805128689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, N1880512-8689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში დამატებული პირობების შესახებ შეთანხმებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის 10 975,3 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 9728,16 ლარი, პროცენტი - 1064,10 ლარი, პირგასამტეხლო - 147,04 ლარი და დაზღვევის საფასური - 36 ლარი.
2.2. N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N18895128824028 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 20037,62 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 18233,77 ლარი, პროცენტი - 1584,70 ლარი, პირგასამტეხლო - 157,1 ლარი და დაზღვევის საფასური - 62,05 ლარი.
3. ი--- ჭ------ს და შ----- ჭ------ს სს „თ----- ბ----ს“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:
3.1. N0000.1882512,001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N18805128689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, N1880512-8689372 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში დამატებითი პირობების შესახებ შეთანხმებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან, 06.11.2017 წლიდან ვალდებულების ძირ თანხაზე 9728,16 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 16% სარგებლის გადახდა ყოველთვიურად 127,93 ლარი, 12 თვის განმავლობაში.
3.2. N0000.1880512.001 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, N18895128824028 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და N123123261608 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან, 06.11.2017 წლიდან ვალდებულების ძირ თანხაზე 18233,77 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე არაუმეტეს 1 წლისა, 13%, ყოველთვიურად 194,83 ლარის გადახდა, 12 თვის განმავლობაში.
4. სს „თ----- ბ----ს“ მიმართ არსებული მოპასუხეთა ფულადი ვალდებულებების გადახდევინება განხორციელდეს 2013 წლის 02 ოქტომბერს სს „თ----- ბ-----“ და მოპასუხე შ----- ჭ------ს შორის განხორციელებული N123123261606 იპოთეკის ხელშეკრულებით, იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით. უძრავი ქონება, მდებარე ქ. ფოთი, ფ------- ქ---- N--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N------------. მესაკუთრე შ----- ჭ------ (პ/ნ 4----------).
5. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების ი--- ჭ------ს და შ----- ჭ------ს სხვა ქონებაზე.
6. მოსარჩელე სს „თ----- ბ----“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი (1423,60 ლარიდან) სახელმწიფო ბაჟი 1225,28 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 21.11.2017, საგადასახადო დავალება N6510, რეფერენსი:1817300574).
მოპასუხეებს შ----- ჭ------ს და ი--- ჭ------ს სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის თანხიდან 198,32 ლარის გადახდა,7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა სირაძე