გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.08.2019
საქმის ნომერი
340210118002714497
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
21.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #340210118002714497

საქმე #2/925-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

21.08.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი ირინა დათუნაშვილი

მოსარჩელე - სს თ-----------

წარმომადგენელი თ--------------, ე------------------

მოპასუხეები - ბ------------–--ე, ს------–-----–---–ი, გ---------------–---–ი, რ--------------–--ე, ბ-------------–--ე

წარომადგენელი - ნ-------------–---–ი, ა------------–---–ი

დავის საგანი - ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს ბ------------–--ეს, ს------–-----–---–ს, გ---------------–---–ს და რ--------------–--ეს, მოსარჩელე სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 30.09.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 18 708.9 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 16 059.75 ლარი, პროცენტი 817.95 ლარი, პირგასამტეხლო 1831.21 ლარი;

1.2. მოპასუხეებს ბ------------–--ეს, ს------–-----–---–ს, გ---------------–---–ს და რ--------------–--ეს, მოსარჩელე სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 30.09.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე - 16 059.75 ლარზე, წლიური 18% სარგებლის გადახდა, 06.11.2018 წლიდან ძირითადი ვალდებულების შესრულებამდე;

1.3. მოპასუხეებს ბ------------–--ეს, ს------–-----–---–ს, გ---------------–---–ს და რ--------------–--ეს, მოსარჩელე სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 30.09.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე - 16 059.75 ლარზე, ყოველდღიურ პირგასამტეხლოს 0.5% ის გადახდა, ძირითადი ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 900 ლარისა;

1.4. მოპასუხეების ს------–-----–---–ის, გ---------------–---–ის და რ--------------–--ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა თითოეულზე 32 500 ლარით განისაზღვროს.

1.5. მოპასუხეებს ბ------------–--ეს, ბ-------------–--ეს და რ--------------–--ეს, მოსარჩელე სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 18.09.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 14 579.85 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 13 423.84 ლარი, პროცენტი 496.11 ლარი, პირგასამტეხლო 635.96 ლარი;

1.6. მოპასუხეებს ბ------------–--ეს, ბ-------------–--ეს და რ--------------–--ეს, მოსარჩელე სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 18.09.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე - 13 423.84 ლარზე, წლიური 16.5% სარგებლის გადახდა, 07.11.2018 წლიდან ძირითადი ვალდებულების შესრულებამდე;

1.7. მოპასუხეებს ბ------------–--ეს, ბ-------------–--ეს და რ--------------–--ეს, მოსარჩელე სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 18.09.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე - 13 423.84 ლარზე, ყოველდღიურ პირგასამტეხლოს 0.5% ის გადახდა, 07.11.2018 წლიდან ძირითადი ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა;

1.8. მოპასუხეების ბ-------------–--ის და რ--------------–--ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა თითოეულზე 19 500 ლარით განისაზღვროს.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: ბ------------–--ესთან 2016 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა №3142274-8552992 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მსესხებელმა სესხად 25 000 ლარი 36 თვის ვადით მიიღო. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი წლიური 18% განისაზღვრა. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ფიქსირებული 20 ლარი, რასაც ემატება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანებული თანხის 0.5%.

№3142274-8552992 საბანკო კრედიტის უზრუნველსაყოფად მოპასუხეებთან - ს------–-----–---–თან, გ---------------–---–თან და რ--------------–--ესთან, 30.09.2016 წელს თავდებობის ხელშეკრულებები გაფორმდა, რომლითაც თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებებით თავდები პირების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა თითოეულზე 32 500 ლარით განისაზღვრა. მსესხებელმა დაარღვია ვალდებულება და არ გადაიხადა თანხა. გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხეებმა არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება და მათი დავალიანება 06.11.2018 წლის მდგომარეობით შეადგენს 18 708.91 ლარს.

ასევე, სს ,,თ----------სა“ და ბ------------–--ეს შორის 2017 წლის 18 სექტემბერსაც გაფორმდა №3142274-9191878 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელმა სესხად 15 000 ლარი 36 თვის ვადით მიიღო. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი წლიური 16.5% განისაზღვრა. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ფიქსირებული 20 ლარი, რასაც ემატება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანებული თანხის 0.5%.

№3142274-9191878 საბანკო კრედიტის უზრუნველსაყოფად ბ-------------–--ესთან და რ--------------–--ესთან 18.09.2017 წელს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებებით თავდები პირების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა თითოეულზე 9 500 ლარით განისაზღვრა. მოპასუხეებმა, გაფრთხილების მიუხედავად არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება და მათი დავალიანება 06.11.2018 წლის მდგომარეობით შეადგენს 14 579.85 ლარს.

ორივე ხელშეკრულება სარგებლიანი იყო. პირველი ხელშეკრულებით სარგებლის ოდენობა 18% განისაზღვრა, ხოლო მეორე ხელშეკრულებით 16.5%. მოპასუხეების მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობით მოსარჩელემ მიიღო ზიანი და ვერ შეძლო თანხის დაკრედიტება. ამასთან, ზიანის მოცულობა მოპასუხეებისთვის იმთავითვე ცნობილი და სავარაუდო იყო. ამიტომ მათ, ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე უნდა დაეკისროთ ხელშეკრულებით შეთანხმებული სარგებლის გადახდა. მათვე, უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა ძირითად თანხებზე, ოღონდ პირველ ხელშეკრულებაზე არაუმეტესი 2 900 ლარისა, ხოლო მეორეზე არაუმეტესი 2 000 ლარის ოდენობით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1 მოპასუხეებმა წარმოადგინეს ერთობლივი შესაგებელი, სადაც მიუთითეს, რომ 30.09.2016 წლის საბანკო ხელშეკრულების ვადა 30.09.2019 წელს იწურება და მოსარჩელემ სარჩელი 12 თვით ადრე შემოიტანა. მეორე ხელშეკრულების ვადა 15.09.2020 წელს იწურება და შესაბამისად, სარჩელი 24 თვით ადრეა შემოტანილი. მოსარჩელე ჩქარობს და არ იცავს ხელშეკრულების ვადებს. ამასთან, მისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ძირითადმა მსესხებელმა მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლო ვალდებულების შესრულება.

2.2. 08.08.2019 წელს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ სასარჩელო მოთხოვნების 1.1. და 1.5. პუნქტების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში მიუთითეს რომ სარჩელს არ ცნობდნენ. (იხ. სასამართლოს 08.08.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:46:53-15:57:50 სთ)

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1 სს ,,თ----------ს“ და ბ------------–--ეს შორის 2016 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა №3142274-8552992 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხად 25 000 ლარი 36 თვის ვადით მიიღო. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი წლიური 18% განისაზღვრა. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ერთჯერადი 20 ლარი და გადაცილებული 1 დღის შემდეგ დავალიანების 0.5%. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მიხედვით ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს მის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე. ხელშეკრულებით (3.8. პუნქტი) მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება ვალდებულების სრულ შესრულებამდე და იგი გადახდას ექვემდებარება არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 30.09.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-33).

 

3.1.2 საბანკო კრედიტის №3142274-8552992 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, იმავე დღეს, სს ,,თ----------მა“ ს------–-----–---–თან დადო თავდებობის №1231231153266 ხელშეკრულება, გ---------------–---–თან დადო თავდებობის №1231231153253 ხელშეკრულება და რ--------------–--ესთან დადო თავდებობის №1231231153242 ხელშეკრულება. თავდებობის ხელშეკრულებებით მოპასუხეებმა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს საბანკო კრედიტის №3142274-8552992 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე. თავდები პირების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობა 32 500 ლარით განისაზღვრა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 33-37; 38-42; 43-47);

 

3.1.3 სს ,,თ----------ს“ და ბ------------–--ეს შორის 2017 წლის 18 სექტემბერს გაფორმდა №3142274-9191878 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხად 15 000 ლარი 36 თვის ვადით მიიღო. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი წლიური 16.5% განისაზღვრა. თანხის გადახდა ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის მიხედვით უნდა მომხდარიყო. გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ერთჯერადი 20 ლარი და გადაცილებული 1 დღის შემდეგ დავალიანების 0.5%. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მიხედვით ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს მის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე. ხელშეკრულებით (3.7. პუნქტი) მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება ვალდებულების სრულ შესრულებამდე და იგი გადახდას ექვემდებარება არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 18.09.2017 წლის №3142274-9191878 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 48-60).

 

3.1.4 საბანკო კრედიტის №3142274-9191878 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, იმავე დღეს, სს ,,თ----------მა“ ბ-------------–--ესთან დადო თავდებობის №1231231801083 ხელშეკრულება, ხოლო რ--------------–--ესთან დადო თავდებობის №1231231801088 ხელშეკრულება. თავდებობის ხელშეკრულებებით მოპასუხეებმა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს საბანკო კრედიტის №3142274-9191878 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე. თავდები პირების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობა 19 500 ლარით განისაზღვრა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 61-65; 66-70);

 

3.1.5. საბანკო კრედიტის №3142274-8552992 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 25.08.2018 წლიდან დაირღვა. ბ------------–--ემ არ გადაიხადა გრაფიკით გათვალისწინებული თანხა. ვალდებულების შესრულება არც თავდები პირების მხრიდან მოხდა. დავალიანებულმა თანხამ, 07.11.2018 წლის მდგომარეობით 18 708.9 ლარის შეადგინა, საიდანაც ძირი თანხაა 16 059.75 ლარი, პროცენტი 817.95 ლარი, პირგასამტეხლო 1831.21 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (ს.ფ. 71);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 73).

3.1.6. საბანკო კრედიტის №3142274-9191878 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 19.09.2018 წლიდან დაირღვა. ბ------------–--ემ არ გადაიხადა გრაფიკით გათვალისწინებული თანხა. ვალდებულების შესრულება არც თავდები პირების მხრიდან მოხდა. დავალიანებულმა თანხამ, 07.11.2018 წლის მდგომარეობით 14 579.85 ლარი შეადგინა, საიდანაც ძირი თანხაა 13 423.84 ლარი, პროცენტი 496.11 ლარი, პირგასამტეხლო 635.96 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (ს.ფ. 72);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 73).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ ყოფილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''თ-----------ს'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება (სსკ 316-ე მუხლი). ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველად მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს (სსკ 317-ე მუხლი), რომლითაც სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა დასტურდება. საქმეში წარმოდგენილი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით დგინდება, რომ მხარეთა შორის ფულად-საკრედიტო ვალდებულებები წარმოიშვა, რომლის მიხედვით, მოსარჩელემ კრედიტის მიმღებისთვის ფულადი თანხის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება იკისრა, ხოლო კრედიტის მიმღებმა გადაცემული თანხის შეთანხმებულ ვადაში და შეთანხმებული პირობებით დაბრუნების ვალდებულება. მხარეთა შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით კი დასტურდება, რომ თავდებმა პირებმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს. ამდენად, მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ - საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ურთიერთობა და დავის გადაწყვეტაც აღნიშნული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა მოხდეს.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი (სსკ-ის 868.1-ე მუხლი).

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი. ამავდროულად, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში მოვალის მხრიდან ვალდებულების შესრულება უნდა მოხდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სსკ 361.2-ე მუხლი).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ამავე კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი ხელშეკრულება, თავისი შინაარსით მხარეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს, ყოველი ხელშემკვრელი მხარე კი უნდა ცდილობდეს უფლებების მართლზომიერად გამოყენებას და ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას. ვინაიდან სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება, ვალდებულების დარღვევად კი მიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ბ------------–--ე მოსარჩელესთან 30.09.2016 წელს და 18.09.2017 წელს დადებული საბანკო კრედიტის ორი ხელშეკრულებით საკუთრებაში მიიღო ფულადი თანხა, რომლის დაბრუნებაც ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით უნდა მომხდარიყო. ამავე ხელშეკრულებებით განისაზღვრა სარგებლის ოდენობა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. მოპასუხეებმა ს------–-----–---–მა, გ---------------–---–მა, რ--------------–--ემ და ბ-------------–--ემ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ბ------------–--ის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. აგრეთვე დადგენილია, რომ 30.09.2016 წელს დადებული საბანკო კრედიტის №3142274-8552992 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 25.08.2018 წლიდან დაირღვა და დავალიანებულმა თანხამ, 07.11.2018 წლის მდგომარეობით, 18 708.9 ლარის შეადგინა. ხოლო 18.09.2017 წელს დადებული საბანკო კრედიტის №3142274-9191878 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა 19.09.2018 წლიდან მოხდა და 07.11.2018 წლის მდგომარეობით დავალიანებული თანხის ოდენობამ 14 579.85 ლარი შეადგინა.

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს 1.1. და 1.5. სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში. ეს გარემოება წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში სრულად დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა 30.09.2016 წელს დადებული საბანკო კრედიტის №3142274-8552992 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს ბ------------–--ეს, ს------–-----–---–ს, გ---------------–---–ს და რ--------------–--ეს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 18 708.9 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 16 059.75 ლარი, პროცენტი 817.95 ლარი, პირგასამტეხლო 1 831.21 ლარი. აგრეთვე, უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა 18.09.2017 წელს დადებული საბანკო კრედიტის №3142274-9191878 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების ნაწილში და მოპასუხეებს ბ------------–--ეს, ბ-------------–--ეს და რ--------------–--ეს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 14 579.85 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 13 423.84 ლარი, პროცენტი 496.11 ლარი, პირგასამტეხლო 635.96 ლარი.

6.3. მოსარჩელე აგრეთვე მოითხოვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანებული ძირი თანხის დაბრუნებამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის დაკისრება.

სასამართლო განმარტავს, რომ ფული წარმოადგენს ბრუნვაუნარიან კაპიტალს, რომლის საშუალებითაც მოსარჩელეს შემოსავლის მიღების საშუალებ აქვს. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს კომერციულ ბანკს, რომელის ერთ-ერთ საქმიანობასაც ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, სესხების გაცემა წარმოადგენს. მათ შორისაა სესხების გაცემა სამომხმარებლო, საიპოთეკო, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებზე გაცემული სესხი სარგებლიანი იყო, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსარჩელეს გაცემული სესხიდან სარგებლის მიღება შეეძლო. ამავდროულად, სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. ფულადი ვალდებულების შემთხვევაში, ასეთი ზიანის მოცულობას კანონი განსაზღვრავს მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის ოდენობით, რომლის გადახდაც მოვალეს ეკისრება დავალიანების დაფარვამდე. ყველა შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ის დანაკლისი, რაც კრედიტორმა შეიძლება რეალურად განიცადოს ხელშეკრულების პირობათა შეუსრულებლობით. სწორედ ამიტომ, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებას, რომ მოპასუხეების მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში იგი შეძლებდა იმავე თანხის ხელახლა დაკრედიტებას და მიიღებდა სარგებელს, რომლის მიღების საშუალებაც არ მიეცათ მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ასევე, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას იმის შესახებ მოპასუხეებისთვის იმთავითვე ცნობილი იყო ზიანის ოდენობა, რადგან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის ოდენობა იმთავითვე ნათელს ხდის შემოსავალს, რომელსაც მოსარჩელე ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა და რომლის მიღებაც ვალდებულების დარღვევის გამო ვეღარ შეძლო .

ქ. თბილისი სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ [...] მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საკრედიტო დაწესებულებას უნდა მიეღო, სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, გამართლებულია საკრედიტო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ ზიანად იმ შემოსავლის მიჩნევა, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება მსესხებლის მიერ სესხით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით მიიღებდა. (იხ. ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება 28.02.2012 წელი საქმე #2ბ/1938-11)

აქვს სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე თვითოეული მხარე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა, უარყოს ან გააქარწლოს მეორე მხარის მოთხოვნა თუ შესაგებელი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებმა არ ცნე სარჩელი ამ ნაწილში, თუმცა რაიმე განმარტება, რაც მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობას დაადასტურებდა არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის გაქარწყლება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა დავალიანებულ ძირ თანხებზე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებლის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.4. რაც შეეხება ძირ თანხებზე 07.11.2018 წლიდან პირგასამტეხლოს დაკისრებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა 0.5%-დან უნდა შემცირდეს 0.1%-მდე, გადასახდელი პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა კი ნაცვლად მოთხოვნილი 2 900 და 2 000 ლარისა, თითოეულზე 200 ლარით განისაზღვროს, ვინაიდან, მოპასუხეებს სარგებლის გადახდის ვალდებულება ამ გადაწყვეტილებით ძირითადი თანხის გადახდამდე ეკისრებათ. ეს გარემოება გარკვეულწილად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას გულისხმობს. მართალია პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაა და იგი ზიანისგან დამოუკიდებლად ანაზღაურებას ექვემდებარება, ამავდროულად, ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება ვალდებულების სრულ შესრულებამდე და იგი გადახდას ექვემდებარება არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრა სამართლიანად უნდა მოხდეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება და მეორეს მხრივ კიდევ უფრო მძიმე ტვირთად არ დააწვეს მოპასუხეს და გაუსაძლისი არ გახადოს მისი მდგომარეობა.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

7.2. პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე (1.1.-1.3 პუნქტები) დავის საგანი განისაზღვრა 30 280.94 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯი შედგება - სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი 908.42 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე 50 ლარი, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასური 40 ლარი. მოსარჩელემ აგრეთვე მოითხოვა იურიდიული მომსახურების საფასურის დავის საგნის 4%-ის ოდენობით დაკისრება, რაც შეადგენს 1 211.23 ლარს.

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს 18 708.9 ლარის დაკისრების ნაწილში. მოსარჩელის მოთხოვნა 1.1. და 1.2 პუნქტებში დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო 1.3. პუნქტი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 561.26 ლარი (18 708.9 ლარის 3%), ხოლო 266.16 ლარის გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს. მათვე უნდა დაეკისროთ უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი 50 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 40 ლარის გადახდა. იურიდიული მომსახურების საფასურს რაც შეეხება, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია მისი ოდენობა 400 ლარით განისაზღვროს.

7.3. მეორე სასარჩელო მოთხოვნაზე (1.5.-1.7 პუნქტები) დავის საგანი განისაზღვრა 23 224.37 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯი შედგება - სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი 696.73 ლარი. აკრძალვის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასური 20 ლარი. მოსარჩელემ აგრეთვე მოითხოვა იურიდიული მომსახურების საფასურის დავის საგნის 4%-ის ოდენობით დაკისრება, რაც შეადგენს 928.97 ლარს.

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს 14 579.85 ლარის დაკისრების ნაწილში (პუნქტი 1.5.). მოსარჩელის მოთხოვნა 1.5 და 1.6 პუნქტებში დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო 1.7. პუნქტი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 437.39 ლარი (14 579.85 ლარის 3%), ხოლო 205.34 ლარის და საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 20 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს. იურიდიული მომსახურების საფასურს რაც შეეხება, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია მისი ოდენობა 250 ლარით განისაზღვროს.

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავის გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ-უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, არ არსებობს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოსარჩელე სს ,,თ-----------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხეებს ბ------------–--ეს, ს------–-----–---–ს, გ---------------–---–ს და რ--------------–--ეს, მოსარჩელე სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 30.09.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 18 708.9 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 16 059.75 ლარი, პროცენტი 817.95 ლარი, პირგასამტეხლო 1 831.21 ლარი;

3. მოპასუხეებს ბ------------–--ეს, ს------–-----–---–ს, გ---------------–---–ს და რ--------------–--ეს, მოსარჩელე სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 30.09.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე - 16 059.75 ლარზე, წლიური 18% სარგებლის გადახდა, 06.11.2018 წლიდან ძირითადი ვალდებულების შესრულებამდე;

4. მოპასუხეებს ბ------------–--ეს, ს------–-----–---–ს, გ---------------–---–ს და რ--------------–--ეს, მოსარჩელე სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 30.09.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე - 16059.75 ლარზე, ყოველდღიურ პირგასამტეხლოს 0.1% ის გადახდა, ძირითადი ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა;

5. მოპასუხეების ს------–-----–---–ის, გ---------------–---–ის და რ--------------–--ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით დაკისრებულ თანხებთან მიმართებით თითოეულზე 32 500 ლარით განისაზღვროს.

6. მოპასუხეებს ბ------------–--ეს, ს------–-----–---–ს, გ---------------–---–ს და რ--------------–--ეს, მოსარჩელე სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 266.16 ლარის, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილი 50 ლარის, რეგისტრაციის საფასურის 40 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის 400 ლარის ანაზღაურება;

7. მოპასუხეებს ბ------------–--ეს, ბ-------------–--ეს და რ--------------–--ეს, მოსარჩელე სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 18.09.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 14 579.85 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 13 423.84 ლარი, პროცენტი 496.11 ლარი, პირგასამტეხლო 635.96 ლარი;

8. მოპასუხეებს ბ------------–--ეს, ბ-------------–--ეს და რ--------------–--ეს, მოსარჩელე სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 18.09.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე - 13 423.84 ლარზე, წლიური 16.5% სარგებლის გადახდა, 07.11.2018 წლიდან ძირითადი ვალდებულების შესრულებამდე;

9. მოპასუხეებს ბ------------–--ეს, ბ-------------–--ეს და რ--------------–--ეს, მოსარჩელე სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 18.09.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე - 13 423.84 ლარზე, ყოველდღიურ პირგასამტეხლოს 0.1% ის გადახდა, 07.11.2018 წლიდან ძირითადი ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა;

10. მოპასუხეების ბ-------------–--ის და რ--------------–--ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა სარეზოლუციო ნაწილის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებით დაკისრებულ თანხებთან მიმართებით თითოეულზე 19 500 ლარით განისაზღვროს.

11. მოპასუხეებს ბ------------–--ეს, ბ-------------–--ეს და რ--------------–--ეს, მოსარჩელე სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 205.34 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის 250 ლარის ანაზღაურება;

12. ძალაში დარჩეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც:

· მოპასუხე ს------–-----–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული ორი უძრავი ქონების - მდებარე ყვარლის რაიონი ს------–--------ი, საკადასტრო კოდი 5----------- და საკადასტრო კოდი 5----------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

· მოპასუხე ბ-------------–--ეს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ლაგოდეხის რაიონი ს------–-------------ი, საკადასტრო კოდი 5----------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

13. მოსარჩელე სს ,,თ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 998.65 ლარი (საგადასახადო დავალება №4, რეფერენსი 2316312974; გადახდილი თანხა 1 605.90 ლარი; თარიღი - 07.11.2018 წელი).

14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

15. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე