გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე N2/37215-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - შპს მ---- „თ---–----------------ი“
წარმომადგენელი - ა-–---------- ტ------–--ე, დ----- ხ-------
მოპასუხეები - ა-----– თ--–-----ე, ი----- თ--–-----ე
წარმომადგენელი - ი----- ბ----–--
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ა-----– თ--–-----ეს მოსარჩელე მ---- „თ---–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხა 100 000 ლარი, სარგებელი - 16 964,96 ლარი და პირგასამტეხლო - 4 880 ლარის ოდენობით გადახდა.
1.2. აღნიშნული ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ა-----– თ--–-----ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონება მდებარე მუნიციპალიტეტი მ–-----, სოფელი ძ---–--------, მე-11 ქუჩა, N1--, ს/კ N7-----------.
1.3. მოპასუხე ა-----– თ--–-----ეს მოსარჩელე მ---- „თ---–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 27 დეკემბრიდან (სარჩელის შემოტანიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდზე ძირი თანხის წლიური 36% სარგებლის სახით.
1.4. მოპასუხე ა-----– თ--–-----ეს მოსარჩელე მ---- „თ---–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 27 დეკემბრიდან (სარჩელის შემოტანიდან) აღსრულებამდე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 60 ლარის ოდენობით.
1.5. მოპასუხე ი----- თ--–-----ეს მოსარჩელე მ---- „თ---–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხა 100 000 ლარი, სარგებელი - 3 057,53 ლარი, პირგასამტეხლო - 59,43 ლარის ოდენობით გადახდა.
1.6. აღნიშნული ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ა-----– თ--–-----ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონებები მდებარე მუნიციპალიტეტი მ–-----, სოფელი ძ---–--------, მე-11 ქუჩა, N1--, ს/კ N7----------- და მ–-----, სოფელი ძ---–-------- ს/კ N7-----------.
1.7. მოპასუხე ი----- თ--–-----ეს მოსარჩელე მ---- „თ---–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 27 დეკემბრიდან (სარჩელის შემოტანიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდზე ძირი თანხის წლიური 36% სარგებლის სახით.
1.8. მოპასუხე ი----- თ--–-----ეს მოსარჩელე მ---- „თ---–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 27 დეკემბრიდან (სარჩელის შემოტანიდან) აღსრულებამდე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 60 ლარის ოდენობით.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სს ,,ლიბერთი ბანკსა“ და ა-----– თ--–-----ეს შორის 2017 წლის 16 მაისს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის თანხამ საწყის ეტაპზე შეადგინა 50000 ლარი. შემდგომში, ვინაიდან მოპასუხე ვერ იხდიდა სესხს, მოსარჩელემ მას გაუწია შეღავათი და რამდენჯერმე შეუცვალა ხელშეკრულების ვადა შესაბამისი ხელშეკრულებებით. 2018 წლის 28 ივნისს ა-----– თ--–-----ემ მოითხოვა სესხის დამატება და შესაბამისი ხელშეკრულებით თანხა გაიზარდა 100000 ლარამდე. იპოთეკით დაიტვირთა მისი კუთვნილი უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N7-----------. მიუხედავად აღნიშნული შეღავათებისა, მოპასუხემ ვერ გადაიხადა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა და დღეის მდგომარეობით მისი დავალიანება შეადგენს 121 844,36 ლარს, რასაც ერიცხება ყოველდღიური ჯარიმა 60 ლარი და პროცენტი 98.63 ლარის ოდენობით.
მიმდინარე ხელშეკრულებების პარალელურად ა-----– თ--–-----ის კუთვნილი უძრავი ქონებების გარანტიითა და თავდებობით 2017 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მეორე მოაპსუხესთან - ი----- თ--–-----ესთან. საწყისმა თანხამ შეადგინა 35000 ლარი, შემდგომ ი----- თ--–-----ემ მოითხოვა თანხის გაზრდა და 2018 წლის 09 ივლისის ხელშეკრულებით თანხა გაიზარდა 55000 ლარამდე, ხოლო მოგვაინებით კი - 2018 წლის 24 ივლისს - 100 000 ლარამდე. იპოთეკით დაიტვირთა ა-----– თ--–-----ის ქონებები საკადასტრო კოდით N7----------- და N7----------- ა-----– თ--–-----ის თავდებობით და თანხმობით. ვერც ი----- თ--–-----ემ შეძლო სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხების გადახდა, რის გამოც მისი დავალიანება დღეის მდგომარეობით შეადგენს 103166.96 ლარს, რასაც ერიცხება ყოველდღიურად ჯარიმა 60 ლარი და პროცენტი 98.63 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, მოსარჩელემ მომართა სასამართლოს და მოითხოვა თანხის დაკისრებას (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე ი----- თ--–-----ემ და ა-----– თ--–-----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში და განმარტეს, რომ სესხის დაფარვა ვერ მოხერხდა მოპასუხეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო: ი----- თ--–-----ეს ჰქონდა გართულებული ორსულობა და ამჟამად ჰყავს ჩვილი ბავშვი, ხოლო ა-----– თ--–-----ე კი დაავადებულია ჰიპერტენზიით, გულის იშემიით, მას დაემართა ინსულტი და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოკლებული იყო ბიზნესის წარმოების საშუალებას. მოპასუხეთა განმარტებით, პროცენტი და პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს: წლიური სარგებელი 24%-დან 12%-მდე და პირგასამტეხლო 35 %-იდან 1 %-მდემ, რაც შეადგენს 0,03 %-ს დღეში). სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ დააზუსტა და განმარტა, რომ მართალია ნაწილობრივ სცნობდნენ ძირი თანხას, თუმცა დაზუსტებით ვერ მიუთითეს ოდენობა (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულება და მასზე დართული გადახდის გრაფიკი.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება
4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. შპს „მ---- თ---–----------------სა“ და ა-----– თ--–-----ეს შორის 2017 წლის 16 მაისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N7---. სესხის თანხამ შეადგინა 50000 ლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 16 ნოემბრამდე. წლიური სარგებლის ოდენობა - 36%. პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 60 ლარი (შესაძლოა აღსრულებამდე).
ზემოაღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად 2017 წლის 16 მაისს იმავე მხარეებს შორის სანოტარო წესით დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომრით N1--------, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ა-----– თ--–-----ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონება, მდებარე მუნიციპალიტეტი მ–-----, სოფელი ძ---–--------, მე-11 ქუჩა, N1--, ს/კ N7-----------. დაზუსტებული ფართობი 1542 კვ.მ. და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები: განაშენიანების ფართი 72.82 კვ.მ.
ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში 2017 წლის 16 ნოემბერს შევიდა ცვლილება ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში და კრედიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრა 18 თვით და დაფარვის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 16 ნოემბრამდე პერიოდი.
მე-7 მუხლის პირველ პუნქტში შევიდა ცვლილება და საურავის ოდენობა განისაზღვრა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის ყოველი ვადაგადაცილებული დღეზე 60 ლარის ოდენობით, არაუმეტეს 0,41 %-სა ნარჩები ძირის თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 16 მაისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-21)
- საკრედიტო ხელშეკრულება #7--- (ს.ფ. 22-27)
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ.28)
- 2017 წლის 16 ნოემბრის ხელშეკრულება ცვლილების შეტანის შესახებ (ს.ფ. 29-30)
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ.31)
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 35-39)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. 2018 წლის 28 ივნისს ცვლილება შევიდა 2017 წლის 16 მაისის #7--- საკრედიტო ხელშეკრულებაში და ა-----– თ--–-----ეს სესხის თანხა გაუზარდეს 100000 ლარამდე. სესხის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 16 ივლისამდე პერიოდი. ვადაგადაცილების პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 60 ლარი, არაუმეტეს 0,41 %-სა ნარჩენი ძირის თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 36 %. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 46.30 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 28 ივნისის ხელშეკრულება ცვლილების შეტანის შესახებ (ს.ფ. 32-33)
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ.34)
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 35-39)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3. შპს „მ---- თ---–----------------სა“ და ი----- თ--–-----ეს შორის 2017 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N7---, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 35000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 16 ნოემბრამდე პერიოდი. წლიური სარგებლის ოდენობა - 36%. პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 60 ლარი, მაგრამ არაუმეტეს ნარჩენი ძირი თანხის 0,41 %-სა.
2017 წლის 26 დეკემბერს იმავე მხარეებს შორის სანოტარო წესით დაიდო სესხისა და იპოტელის ხელშეკრულება სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომრით N1--------, რომლის საფუძველზეც ზემოაღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ა-----– თ--–-----ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონებები მდებარე მუნიციპალიტეტი მ–-----, სოფელი ძ---–--------, მე-11 ქუჩა, N1--, ს/კ N7----------- დაზუსტებული ფართობი 1542 კვ.მ. და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები: განაშენიანების ფართი 72.82 კვ.მ და მ–-----, სოფელი ძ---–-------- ს/კ N7-----------. დაზუსტებული ფართობი 5012 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 26 დეკემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 41-48)
- საკრედიტო ხელშეკრულება #7--- (ს.ფ. 49-55)
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ.56)
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 63-68)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4. 2018 წლის 09 ივლისს ცვლილება შევიდა 2017 წლის 26 დეკემბრის #7--- საკრედიტო ხელშეკრულებაში და ი----- თ--–-----ეს სესხის თანხა გაიზარდა 55000 ლარამდე. სესხის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 16 ივლისამდე პერიოდი. ვადაგადაცილების პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 60 ლარი, არაუმეტეს 0,41 %-სა ნარჩენი ძირის თითოეულ ვადაგადცილებულ დღეზე. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 36 %. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 45.57 %.
2018 წლის 24 ივლისს კვლავ შევიდა ცვლილება 2017 წლის 26 დეკემბრის #7--- საკრედიტო ხელშეკრულებაში და ი----- თ--–-----ეს სესხის თანხა გაიზარდა 100 000 ლარამდე. სესხის ვადად განისაზღვრა 2019 წლის 16 ივლისამდე პერიოდი. ვადაგადაცილების პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 60 ლარი, არაუმეტეს 0,41 %-სა ნარჩენი ძირის თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 36 %. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 45.57 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 9 ივლისის ხელშეკრულება ცვლილების შეტანის შესახებ (ს.ფ. 58-59)
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 57)
- 2018 წლის 24 ივლისის ხელშეკრულება ცვლილების შეტანის შესახებ (ს.ფ. 61-62)
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ.60)
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 63-68)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.5. საქმეში წარმოდგენილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,თ---–----------------ის’’ 2018 წლის 17 დეკემბრის #1746 ცნობის თანახმად 2018 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით ა-----– თ--–-----ეს ერიცხება დავალიანება სესხის ძირი თანხა - 100000 ლარი, პროცენტი-16,964.36 ლარი (წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%, თითოეულ დღეზე დარიცხული პროცენტი 98.63, პროცენტის დარიცხვის დაწყების თარიღი 2018 წლის 28 ივნისი, დღეების რაოდენობა დაანგარიშების თარიღისთვის -172 დღე), პირგასამტეხლო - 4880 ლარი (ვადაგადაცილების დაწყების თარიღი 2018 წლის 16 აგვისტოს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 123, ჯარიმა ვადაგადაცილებულ თითოეულ დღეზე 60 ლარი, გადახდილი ჯარიმა 2500 ლარი), სულ გადასახდელი თანხა შეადგენს 121,844.36 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 17 დეკემბრის #1746 ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 40);
4.6. საქმეში წარმოდგენილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,თ---–----------------ის’’ 2018 წლის 17 დეკემბრის #1747 ცნობის თანახმად, 2018 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით ი----- თ--–-----ეს ერიცხება დავალიანება სესხის ძირი თანხა - 100 000 ლარი, პროცენტი - 3057.53 ლარი (წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%, თითოეულ დღეზე დარიცხული პროცენტი 98.63, პროცენტის დარიცხვის დაწყების თარიღი 2018 წლის 16 ნოემბერი, დღეების რაოდენობა დაანგარიშების თარიღისთვის -31--ღე), პირგასამტეხლო-59.43 ლარი (ვადაგადაცილების დაწყების თარიღი 2018 წლის 16 აგვისტოს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 1, ჯარიმა ვადაგადაცილებულ თითოეულ დღეზე 60 ლარი, გადახდილი ჯარიმა 0,57 ლარი), სულ გადასახდელი თანხა შეადგენს 103116,96 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 17 დეკემბრის #1747 ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 69)
4.7. ა-----– თ--–-----ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია უძრავი ქონებები მდებარე, 1) მუნიციპალიტეტი მ–-----, სოფელი ძ---–--------, მე-11 ქუჩა, N1--, ს/კ N7----------- დაზუსტებული ფართობი 1542 კვ.მ. და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები: განაშენიანების ფართი 72.82 კვ.მ და 2) მ–-----, სოფელი ძ---–-------- ს/კ N7-----------. დაზუსტებული ფართობი 5012 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 75-78)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მ---- ,,თ---–----------------ის’’ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 420-ე, 411-ე, 412-ე, 286-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ---- ,,თ---–----------------სა’’ და მოპასუხე ი----- თ--–-----ეს, ასევე ა-----– თ--–-----ეს შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობები, კერძოდ, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეებზე სხვადასხვა დროს გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე ი----- თ--–-----ემ და ა-----– თ--–-----ემ ვალდებულება არ შეასრულეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვა სესხის ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში ორივე მოპასუხესთან მიმართებაში საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოთხოვნილი ოდენობის ნაწილში რაიმე სახის საწინააღდეგო მტკიცებულება არ წარმოდგენილა. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის ოდენობა გონივრულია და მისი შემცირების წინაპირობები არ იკვეთება.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლების მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ამოქმედდა პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, მიუხედავად მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, კერძოდ, ა-----– თ--–-----ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში 4880 ლარიდან 2000 ლარამდე.
ასევე უნდა შემცირდეს 2018 წლის 27 დეკემბრიდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა 0,04%-ამდე, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა, ხოლო ი----- თ--–-----ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში უნდა შემცირდეს 2018 წლის 27 დეკემბრიდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დასაკისრებელი პირგასამტეხლო 0,04%-ამდე, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო პირგასამტეხლოს სახით 59,43 ლარის დაკისრების ნაწილში კი მოთხოვნა გონივრულია და პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა შემცირდეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში, ხოლო ვინაიდან პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია იგი უნდა შემცირდეს და მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7.3. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხე ა-----– თ--–-----ეს მოსარჩელე მ---- „თ---–----------------ის“ სასარგებლოდ 2018 წლის 27 დეკემბრიდან (სარჩელის შემოტანიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდზე ძირი თანხის წლიური 36%-ის სარგებლის დარიცხვას, ხოლო მოპასუხე ი----- თ--–-----ეს მოსარჩელე მ---- „თ---–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 27 დეკემბრიდან (სარჩელის შემოტანიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდზე ძირი თანხის წლიური 36%-ის სარგებლის დარიცხვას, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ი----- თ--–-----ეზე და ა-----– თ--–-----ეზე სესხის სახით გაიცა სესხი გარკვეული ვადით - 2019 წლის 16 ივლისამდე პერიოდზე. ამასთან, მოპასუხეებს ყოველთვიურად უნდა გადაეხადათ საპროცენტო სარგებელი დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული ოდენობით და პერიოდულობით. ამდენად, მოპასუხეებისთვის წინასწარ იყო ცნობილი ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ასევე ყოველთვიურად შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა. შესაბამისად, ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობით, მოსარჩელემ დაკარგა ის სარგებელი, რომელსაც ბანკი მიიღებდა ხელშეკრულებები ჯეროვნად, რომ შესრულებულიყო.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა სარგებლის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია, თუმცა იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში გადასახდელი სარგებელი სრულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა აღსრულებამდე სარგებლის დარიცხვის თაობაზე უსაფუძვლოა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ხელშეკრულებებითა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერების თანახმად, მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები კანონით დადაგენილი წესით რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მას, როგორც კრედიტორს უფლება აქვს მოთხოვნები მიმართოს იპოთეკის საგნებზე და მოთხოვნა დაიკმაყოფილოს მათი რეალიზაციის შედეგად. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთა ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით იპოთელით დატვირთული ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, ძირი თანხის ნაწილში, მოპასუხე ა-----– თ--–-----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 4196,65 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხე ი----- თ--–-----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 3706,21 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის მიერ 2018 წლის 19 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარისა (სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში) და 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში), ასევე 3094 ლარის (სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში) და 3656 ლარის (სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში) ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
მოსარჩელის მიერ 2018 წლის 26 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1907 ლარისა (სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში) და 1345 ლარის (სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში) ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში უნდა დარჩეს 2018 წლის 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რის საფუძველზეც მოპასუხე ა-----– თ--–-----ეს (პ/ნ N3----------) აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე მ–-----, სოფელი ძ---–-------- მე-11 ქუჩა N1--. საკადასტრო კოდით N7----------- გასხვისება და იპოთეკით ან სხვა რაიმე ვალდებულებით დატვირთვა, ასევე აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების მდებარე მ–-----, სოფ. ძ---–-------- საკადასტრო კოდით N7----------- გასხვისება და იპოთეკით ან სხვა რაიმე ვალდებულებით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე მ---- „თ---–----------------ის“ სარჩელი მოპასუხეების ა-----– თ--–-----ისა და ი----- თ--–-----ის მიმართ - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ა-----– თ--–-----ეს მოსარჩელე მ---- „თ---–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხა 100 000 ლარი, სარგებელი - 16964,96 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 2000 ლარის ოდენობით.
1.2. აღნიშნული ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ა-----– თ--–-----ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონება მდებარე მუნიციპალიტეტი მ–-----, სოფელი ძ---–--------, მე-11 ქუჩა, N1--, ს/კ N7-----------.
1.3. მოპასუხე ა-----– თ--–-----ეს მოსარჩელე მ---- „თ---–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 27 დეკემბრიდან (სარჩელის შემოტანიდან) 2019 წლის 16 ივლისის ჩათვლით პერიოდზე ძირი თანხის წლიური 36%.
1.4. მოპასუხე ა-----– თ--–-----ეს მოსარჩელე მ---- „თ---–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 27 დეკემბრიდან (სარჩელის შემოტანიდან) აღსრულებამდე შემცირებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,04%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.
1.5. მოპასუხე ი----- თ--–-----ეს მოსარჩელე მ---- „თ---–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხა 100 000 ლარი, სარგებელი - 3057,53 ლარი პირგასამტეხლო - 59,43 ლარის ოდენობით.
1.6. აღნიშნული ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ა-----– თ--–-----ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონებები მდებარე მუნიციპალიტეტი მ–-----, სოფელი ძ---–--------, მე-11 ქუჩა, N1--, ს/კ N7----------- და მ–-----, სოფელი ძ---–-------- ს/კ N7-----------.
1.7. მოპასუხე ი----- თ--–-----ეს მოსარჩელე მ---- „თ---–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 27 დეკემბრიდან (სარჩელის შემოტანიდან) 2019 წლის 16 ივლისის ჩათვლით პერიოდზე ძირი თანხის წლიური 36%.
1.8. მოპასუხე ი----- თ--–-----ეს მოსარჩელე მ---- „თ---–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 27 დეკემბრიდან (სარჩელის შემოტანიდან) აღსრულებამდე შემცირებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,04%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
2. მოპასუხე ა-----– თ--–-----ეს მოსარჩელე მ---- „თ---–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 4196,65 ლარის, ასევე 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში) ოდენობით ანაზღაურება.
3. მოპასუხე ი----- თ--–-----ეს მოსარჩელე მ---- „თ---–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 3706,21 ლარის, ასევე 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში) ოდენობით ანაზღაურება.
4. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 19 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარისა (სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში) და 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში), ასევე 3094 ლარის (სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში) და 3656 ლარის (სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში) ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 26 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1907 ლარისა (სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში) და 1345 ლარის (სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში) ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში დარჩეს 2018 წლის 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონიეძიება, რის საფუძველზეც მოპასუხე ა-----– თ--–-----ეს (პ/ნ N3----------) აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე მ–-----, სოფელი ძ---–-------- მე-11 ქუჩა N1--. საკადასტრო კოდით 7----------- გასხვისება და იპოთეკით ან სხვა რაიმე ვალდებულებით დატვირთვა, ასევე აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების მდებარე მ–-----, სოფ. ძ---–-------- საკადასტრო კოდით 7----------- გასხვისება და იპოთეკით ან სხვა რაიმე ვალდებულებით დატვირთვა.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე