გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.07.2019
საქმის ნომერი
820310017002204746
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310017002204746 (: 3-181/17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02.07.2019 ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე

მოსარჩელეები: ქე------------------ძე, იზ---–--ა ბა----------ი , მა-----–---ა მა------ძე წარმომადგენელი: ზა---------ე

მოპასუხე : ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი: ლე---------ძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება თავი შეიკავოს ქმედების განხორციელებისგან.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დავალდებულდეს ხე-–---------ს მერია თავი შეიკავოს მოქმედებისაგან ა.ი.პ. ხე-–------------------–-----ის ს/კ 22.--.--.0--- ხა---------ის საცხოვრებელი სახლის ს/კ 22.--.--.4--, მა-----–---ა მა------ძის მიწის ნაკვეთის ს/კ 22.--.--.2-- მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთი 4078 კვ. მეტრი არ გადაეცეს ხე-–---------ს ა.ი.პ სა-----–-----ს ს------–------- მოსაწყობად.

 

სარჩელში მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

მოსარჩელეები ცხოვრობენ ხე-–---------ს რაიონის სოფელ გა-------–ი, მე-20 ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათი საცხოვრებელი სახლიდან და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით არის განლაგებული სასაფლაოები მიწის ნაკვეთზე ს/კ 22.--.--.0--- რომელიც ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 16 სექტემბრის N---- ბრძანების საფუძველზე გადაეცა ა(ა)იპ ,,ხე-–------------------–-----ი“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით.

აღნიშნული სასაფლაოების მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არის თავისუფალი ტერიტორია 4078კვ.მ. ოდენობით, რომლის დარეგისტრირებას და სასაფლაოდ მოწყობიათვის გადაცემას აპირებს ხე-–---------ს მერია, რაც ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია, როგორც მოსარჩელეებისათვის, ასევე ყველა ახლო მცხოვრებისათვის, რადგან ამ შემთხვევაში მათ საცხოვრებელ სახლთან სასაფლაოები იქნება დაშორებული 31-61 მეტრით და რთული წარმოსადგენი არ არის, როგორი იქნება სასაფლაოების გარემოცვაში ცხოვრება. ყოველდღიურად ჭირისუფლის გოდები მოსმენა, სახლის სარკმელიდან ყოველ გახდევაზე სასაფლაოებზე ყურება და ისედაც რთულ და პრობლემებით დამძიმებულ ცხოვრებაში ყოვედღიური დეპრესიის წყაროს შექმნა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის მერიას სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით მერიის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევს სარჩელი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი და საქმის წარმოება შეწყდეს, რამდენადაც არ არსებობს დავის საგანი. ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის მერიას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება სარჩელში აღნიშნულ ტერიტორიაზე სასაფლაოების გაფართოებაზე, თუმცა სოფლის მოსახლეობა ერთობლივი განცხადებით ითხოვს სასაფლაოებისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის გადაცემას. მოპასუხის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა დავა მომდინარეობს სხვა პირადი ინტერესიდან, რომ საკუთრებაში დაირეგისტრირონ აღნიშნული ნაკვეთები. მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობის წესი რეგულირდება ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს N25 დადგენილებით და მერია გადაწყვეტილებას მიიღებს აღნიშნული დადგენილების საფუძველზე.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. საქმეზე მესამე პირი არ არის ჩართული

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვიტოს N25 დადგენილებით დამტკიცდა ხე-–---------ს მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა პატრონობის ზოგადი წესი, რომელშიც ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მაისის N7 დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლელება და დებულების მესამე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ახალი სასაფლაო ან სამარე უნდა განლაგდეს სულ ცოტა 100 მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან გარდა იმ შემთხვევისა, როცა სასაფლაოსათვიის მიწის ნაკვეთის გამოყოფა (სტატუსის მინიჭება) ხდება უკვე ფაქტობრივად არსებული სასაფლაოების მომიჯნავედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს N25 დადგენილება.

 

4.1.2. ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 16 სექტემბრის N---- ბრძანების საფუძველზე ა(ა)იპ ,,ხე-–------------------–-----ს “ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცა სოფელ გა-------–ი მდებარე 2598კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი 22.--.--.0---

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 16 სექტემბრის N---- ბრძანება.

 

4.1.3. ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 16 სექტემბრის N---- ბრძანების საფუძველზე ა.ი.პ. ხე-–------------------–-----ზე გადაცემული 2598კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეობს მოსარჩელეების ქე------------------ძის, მა-----–---ა მა------ძის და ხა---------ის კუთვილი მიწის ნაკვეთების მიმდებარედ და საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელეთა ახსნა განმარტებები, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო ნახაზები

 

4.1.4. ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის სოფ. გა-------ის მცხოვრებლებმა 2017 წლის 11 სექტემბერს განცხადებით მიმართეს ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის გამგებელს და მოითხოვეს სოფ. გა-------ის ს------–------- მიმდებარე თავისუფალ ტერიტორიაზე გადაეცეს და დარეგისტრირდეს და სამართავად გადაეცეს ა(ი)იპ ხე-–------------------–-----ს. განცხადებას ხელს აწერს 109 მაცხოვრებელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სოფ. გა-------ის მცხოვრებელთა ერთობლივი განცხადება.

 

4.1.5. 2019 წლის 29 იანვარს მოსარჩელეების წარმომადგენელმა ზა---------ემ განცხადებით მიმართა ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა ინფორმაცია აპირებს თუ არა ა(ა)იპ ხე-–------------------–-----ის მოსარჩელეების (ხა---------ის, მა-----–---ა მუ-------ის) საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთზე 4078 კვ. მეტრ ფართზე მოეწყობა თუ არა სა-----–-----ი ან გადაეცემა თუ არა ხე-–------------------–-----ს მოსაწყობად.

ა(ა)იპ ხე-–------------------–-----ის 2019 წლის 4 თებერვლის წერილით ზა---------ეს ეცნობა, რომ ს------–------- გაფართოების შესახებ მიმართეს სოფ. გა-------ის მცხოვრებლებმა, და გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იმოქმედებს ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 გვიტოს N25 დადგენილებით დამტკიცებული ხე-–---------ს მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა პატრონობის ზოგადი წესის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზა---------ის განცხადება

-ა(ა)იპ ხე-–------------------–-----ის 2019 წლის 4 თებერვლის წერილი.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

-ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებულია, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

7.2. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები მოითხოვენ ადმინისტრაციულმა ორგანომ, ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის მერიამ თავი შეიკავოს გარკვეული მოქმედებისაგან, კერძოდ მოსარჩელეების მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთი 4078 კვ. მეტრი არ გადაეცეს ა.(ა)ი.პ ხე-–---------ს სა-----–-----ს სასაფლაოების მოსაწყობად.

ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა პატრონობის ზოგადი წესი განსაზღვრულია ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვიტოს N25 დადგენილებით.

 

საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ განსაზღვრავს მერიის უფლება მოვალეობებს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანონით დადაგენილი წესით მიღებული აქვს ზემო დასახელებული დადგენილება სასაფლაოების მოწყობის შესახებ. თუ აღნიშნული დადაგენილებით ზიანი ადგებოდა მოსარჩელეთა ინტერესებს, მათ კანონით დადგენილი წესით შეეძლოთ აღნისნული დადგენილების გასაჩივრება. სხვა მხრივ არ იკვეთება მოსარჩელეთა უფლებისა და კანონიერი ინტერესის დარღვევა. მხოლოდ მითითება მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე სასაფლაოს მოწყობის არამიზანშეწონილობის შესახებ არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.

 

სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ უფლება, რომელიც წარმოადგენს დავის საგანს, უნდა ჰქონდეს უშუალოდ მოსარჩელეს, ანუ ეს უნდა იყოს მისი სუბიექტური უფლება.

 

პირის საჯარო სამართლებრივი სუბიექტური უფლების არსებობის დასადგენად საჭიროა გაირკვეს, არსებობს თუ არა სამართლის ნორმა, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოებს გარკვეული მოქმედების შესრულების ვალდებულებას აკისრებს და ამასთან, უნდა განისაზღვროს, ემსახურება თუ არა სამართლის ნორმა პირის ინტერესების დაცვას. მოსარჩელე ვერ უთითებს და ვერც სასამართო სხდომაზე იქნა დადგენილი თუ კანონის რომელი ნორმა ირღვევა მერიის მხრიდან ამგვარი მოქმედების განხორციელებით, რაც ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას აქტის ან ქმედების უკანონოდ ცნობისათვის სავალდებულო კომპონენტია.

 

საქართველოს ასკ 22-25-ე მუხლებში ნაგულისხმევი მოსარჩელის კანონიერი უფლება და ინტერესი წარმოიშობა, როგორც კანონის, ისე ადამიანის ძირითადი უფლებების საფუძველზე. ადმინისტრაციული მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში აუცილებელია როგორც უფლების, ისე მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება.

 

მატერიალურ-სამართლებრივ და იურიდიულ ინტერესს შორის წარმოიშობა პირდაპირი და ურყევი კავშირი, ვინაიდან იურიდიული ინტერესი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს, თუ სახეზეა მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი (სასამართლო დაცვის საგანი), რომლის არარსებობა, უსაგნოს ხდის პროცესს და მას უკარგავს აზრს.

 

კანონით გათვალისწინებული საშუალებებით უფლების დაცვა შესაძლოა მხოლოდ იმ პირობით, თუ მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოადგენს იურიდიული ფაქტების გარკვეულ წყებას, რომლითაც დასტურდება როგორც თვით უფლების ან ინტერესის არსებობა, ასევე მისი დარღვევა ან სადავოდ ქცევა.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი, რომ ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ა(ა) იპ ,,ხე-–------------------–-----ზე“ მიწის ნაკვეთის გადაცემისაგან თავის შეკავება, მერიის მიერ ფაქტობრივად განხორცილებულია ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანებით, რაც ასევე არ გასაჩივრებულა მოსარჩელეთა მიერ. შესაბამისად, მოთხოვნა უკვე განხორცილებული მოქმედებისაგან თავის შეკავების დავალდებულებაზე, უსაფუძვლოა და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ წინასწარ არის გადახდილი.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. ქე------------------ძის, იზ---–--ა ბა----------ის, მა-----–---ა მა------ძის სარჩელი ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელეების მიერ სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე