გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№030210118002773295
№2/1378-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 აგვისტო 2019 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელეები ნ----- ბ-----–---–-, ო-–-- ხ------
წარმომადგენელი შ------- კ--–------
მოპასუხე ე------ მ---–----–---
წარმომადგენელი ლ--–- ა-–----–---–-
დავის საგანი სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს მ----- დ--------–---–-- 22.08.2018 წლის N1-------- სააღსრულებო ფურცელში, ნ----- ბ-----–---–- კრედიტორისთვის გადასახდელი თანხა განესაზღვროს შემდეგი ოდენობით: 33600 ლარი, სესხის ძირი თანხა, დარიცხული 2 თვის სარგებელი - 2016 ლარი, (ნაცვლად 6 თვის სარგებლისა - 6048 ლარისა). ასევე შემცირდეს სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%, 0,02% მდე, რამაც სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისთვის შეადგინა 5100 ლარი, შემცირდეს 1050 ლარამდე.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2018 წლის 18 აგვისტოს ნ----- ბ-----–---–-ა და ე------ მ---–----–---ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელმა გამსესხებლისგან სესხის სახით აიღო 33600 ლარი, 6 თვის ვადით, თვეში 3%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ------------–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ს------ წ---–---- ქ.N3-, სართული 2- ბინა N5-, ფართი 5-.4- კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0-.1-.1-.0--.0-2-0-.0--. აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც უნდა შემცირდეს. ნ----- ბ-----–---–- მოპასუხისთვის გადახდილი აქვს 4 თვის სარგებელი - 1820 აშშ დოლარი, რაც დასტურდება 2017 წლის 14 ნოემბრის ხელწერილით. მიუხედავად ამისა, ნოტარიუს მ----- დ--------–---–-- მიერ 22.08.2018 წლის N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოპასუხე მოსარჩელისგან ითხოვს 39648 ლარის გადახდას, საიდანაც 33600 ლარი სესხის ძირი თანხაა, ხოლო 6048 ლარი მასზე დარიცხული 6 თვის სარგებელი და ასევე ითხოვს პირგასამატეხლოს 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 6 თვის სარგებლის მოთხოვნა მოპასუხისგან არასწორია, რადგან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება დადებული იყო 6 თვის ვადით და 4 თვის სარგებელი კრედიტორს მიღებული აქვს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 18 აგვისტოს ნ----- ბ-----–---–-ა და ე------ მ---–----–---ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელმა გამსესხებლისგან სესხის სახით აიღო 33600 ლარი, 6 თვის ვადით, თვეში 3%-ის დარიცხვით.
3.2.2. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ------------–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ს------ წ---–---- ქ.N3-, სართული 2- ბინა N5-, ფართი 5-.4- კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0-.1-.1-.0--.0-2-0-.0--.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუს მ----- დ--------–---–-- მიერ 2018 წლის 22 აგვისტოს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: სესხის ძირი თანხაა 33600 ლარი, 6 თვის სარგებელი 6048 ლარი, 2018 წლის 13 თებერვლიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებული სანოტარო მომსახურების ხარჯი 124,36 ლარი. უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის - მესაკუთრე ო-–-- ხ------ს (პ/ნ 0----------- საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ს----- წ---–---- ქ.N3-, სართული 2- ბინა N5-, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0-.1-.1-.0--.0-2-0-.0--, რეალიზაცია.
3.2.2. კერძო აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 26 ოქტომბერს გაცემული წინადადებიდან - გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ირკვევა, რომ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: სესხის ძირი თანხა 33600 ლარი, 6 თვის სარგებელი 6048 ლარი, 2018 წლის 13 თებერვლიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებული სანოტარო მომსახურების ხარჯი 124,36.
3.2.3. კრედიტორის წარმომადგენლის ლ--–- ა-–----–---–-ს 2018 წლის 24 ოქტომბრის განცხადებით მოთხოვნა შეადგენს 47 000 ლარს.
3.2.4. 2017 წლის 25 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ს----- წ---–---- ქ.N3-, საკადასტრო კოდი: 0-.1-.1-.0--.0-2-0-.0--, მესაკუთრე არის ო-–-- ხ------.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელეების: ნ------------–---–-სა და ო-–-- ხ------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ცვლილება უნდა შევიდეს ნოტარიუს მ----- დ--------–---–-- 22.08.2018 წლის N1-------- სააღსრულებო ფურცელში, კერძოდ, 6 თვის 6048 ლარის სარგებლის ნაცვლად, დაერიცხოს 2 თვის სარგებლის 2016 ლარის გადახდა (აღნიშნული გამოწვეულია 4 თვის სარგებლის 1820 აშშ დოლარის გადახდით), დანარჩენ ნაწილში აღმასრულებელ მ----- დ--------–---–-- მიერ გაცემული 22.08.2018 წ. N1-------- სააღსრულებო ფურცელი დარჩეს უცვლელი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი, საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] PAR.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC), par.81); Boldea v. Romania, par.30).
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 2018 წლის 12 აგვისტოს დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
როგორც უკვე აღინიშნა მოსარჩელე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნით სადავოდ ხდის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სააღსრულებო ფურცელში მითითებული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობას. ამასთან, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნაა განხორციელდეს სააღსრულებო ფურცელში ცვლილება სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია, რომ მოვალემ კრედიტორს 4 თვის სარგებელი გადაუხადა, შესაბამისად, ნ----- ბ-----–---–- მოპასუხისთვის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი დარჩა 2 თვის სარგებელი, შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ნოტარიუს მ----- დ--------–---–-- მიერ 2018 წლის 22 აგვისტოს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში სარგებელი 6048 ლარის ოდენობით უნდა შემცირდეს 2016 ლარამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
დადგენილია, რომ ნოტარიუს მ----- დ--------–---–-- მიერ 2018 წლის 22 აგვისტოს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: სესხის ძირი თანხა 33600 ლარი, 6 თვის სარგებელი 6048 ლარი, 2018 წლის 13 თებერვლიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებული სანოტარო მომსახურების ხარჯი 124,36 ლარი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მიექცა აღსასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის გადაუხდელი თანხის 0.01%-ის ოდენობით. დადგენილია, რომ მოვალეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ფურცელში ასახული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და ითხოვს მის შემცირებას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, კანონმდებელი ანიჭებს რა სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგასამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სარჩელის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეების: ნ------------–---–-სა და ო-–-- ხ------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ცვლილება უნდა შევიდეს ნოტარიუს მ----- დ--------–---–-- 22.08.2018 წლის N1-------- სააღსრულებო ფურცელში, კერძოდ, 6 თვის 6048 ლარის სარგებლის ნაცვლად, დაერიცხოს 2 თვის სარგებლის 2016 ლარის გადახდა (აღნიშნული გამოწვეულია 4 თვის სარგებლის 1820 აშშ დოლარის გადახდით), დანარჩენ ნაწილში აღმასრულებელ მ----- დ--------–---–-- მიერ გაცემული 22.08.2018 წ. N1-------- სააღსრულებო ფურცელი დარჩეს უცვლელი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ე------ მ---–----–---ს მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახ. ბაჟის 60,48 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი (სს „ს----------–--- ბ----“, სახ. ბაჟის გადახდის თარიღი: 17.12.2018, საგადახდო დავალება N-) 242 ლარი უნდა დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სარჩელზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
უნდა გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა სააღსრულებო წარმოება კერძო აღმასრულებელ მ------ მ----------- წარმოებაში არსებულ N--------- სააღსრულებო საქმეზე ნოტარიუს მ----- დ--------–---–-- მიერ 22.08.2018 წელს გაცემულ N1-------- სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:
1. მოსარჩელეების: ნ------------–---–-სა და ო-–-- ხ------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს მ----- დ--------–---–-- 22.08.2018 წლის N1-------- სააღსრულებო ფურცელში, კერძოდ, 6 თვის 6048 ლარის სარგებლის ნაცვლად, დაერიცხოს 2 თვის სარგებლის 2016 ლარის გადახდა (აღნიშნული გამოწვეულია 4 თვის სარგებლის 1820 აშშ დოლარის გადახდით), დანარჩენ ნაწილში აღმასრულებელ მ----- დ--------–---–-- მიერ გაცემული 22.08.2018 წ. N1-------- სააღსრულებო ფურცელი დარჩეს უცვლელი.
3. მოპასუხე ე------ მ---–----–---ს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის 60,48 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი (სს „ს----------–--- ბ----“, სახ. ბაჟის გადახდის თარიღი: 17.12.2018, საგადახდო დავალება N-) 242 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
4. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა სააღსრულებო წარმოება კერძო აღმასრულებელ მ------ მ----------- წარმოებაში არსებულ N--------- სააღსრულებო საქმეზე ნოტარიუს მ----- დ--------–---–-- მიერ 22.08.2018 წელს გაცემულ N1-------- სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე