გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№140210118002674825
საქმე №2/1993-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02 აპრილი, 2019 წელი ქ. გორი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - სს „თ----ი ბ---ი“
წარმომადგენელი - რ---ზ ა-–------ე
მოპასუხე - თ---ზ ს------–--ე, ზ---დ კ-------–--ე, ი---ე ზ----–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 სარჩელის დაზუსტების შედეგად მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს - თ---ზ ს------–--ეს, ზ---დ კ-------–--ეს და ი---ე ზ----–---–ს მოსარჩელე სს „თ---- ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 13 ივლისს დადებული N39469---9---206 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი დავალიანების გადახდა 5198.40 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 4155.90 ლარი, სარგებელი -735.40 ლარი, დაზღვევა -7.10, პირგასამტეხლო- 300 ლარი.
1.2 მოპასუხე თ---ზ ს------–--ეს მოსარჩელე სს „თ---- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 30 აგვისტოს დადებული N39469---9------ საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი დავალიანების გადახდა 1043.75 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 736.35 ლარი, ჯარიმა - 301.40 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 13 ივლისს სს „თ---- ბ---ს“ და თ---ზ ს------–--ეს შორის გაფორმდა N39469---9---206 საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა 6000 ლარი, 12თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთის 32 %.
2017 წლის 13 ივლისს ი---ე ზ----–---–ს, ზ---დ კ-------–--ეს და სს „თ---- ბ---ს“ შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ი---ე ზ----–---–მა და ზ---დ კ-------–--ემ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა თ---ზ ს------–--ის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან შესრულებაზე.
2017 წლის 30 აგვისტოს სს „თ---- ბ---ს“ და თ---ზ ს------–--ეს შორის გაფორმდა N39469---9------ ს------- კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა სწრაფი განვადების სახით 2209.07 ლარი, 362 დღის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთის 0 %.
2017 წლის 13 ივლისს სს „თ---- ბ---ის“ მიერ განხორციელდა N39469---6----06 სესხზე მსესხების თ---ზ ს------–--ის სიცოცხლის დაზღვევა, რის საფუძელზეც მოპასუხის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობა განისაზღვრა სესხის ძრითადი თანხის წლიური 1%.
მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სარჩელით მოითხოვოს ამ ვადლებულების შესრულება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ სესხების ძირი თანხების ნაწილში - N39469---9---206 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4155.90 ლარის ნაწილში, ხოლო N39469---9------ საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თ---ზ ს------–--ემ 736.35 ლარის ნაწილში, დანაჩენ ნაწილში კი სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმნენ და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2017 წლის 13 ივლისს სს „თ---- ბ---ს“ და თ---ზ ს------–--ეს შორის გაფორმდა N39469---9---206 საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა 6000 ლარი, 12თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთის 32 %.
3.1.2. 2017 წლის 13 ივლისს ი---ე ზ----–---–ს, ზ---დ კ-------–--ეს და სს „თ---- ბ---ს“ შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ი---ე ზ----–---–მა და ზ---დ კ-------–--ემ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა თ---ზ ს------–--ის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან შესრულებაზე.
3.1.3. 2017 წლის 30 აგვისტოს სს „თ---- ბ---სა“ და თ---ზ ს------–--ეს შორის გაფორმდა N39469---9------ ს------- კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სწრაფი განვადების სახით 2209.07 ლარი, 362 დღის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთის 0 %.
3.1.4. 2017 წლის 13 ივლისს სს „თ---- ბ---ის“ მიერ განხორციელდა N39469---9---206 სესხზე მსესხებლის თ---ზ ს------–--ის სიცოცხლის დაზღვევა, რის საფუძელზეც მოპასუხის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობა განისაზღვრა სესხის ძრითადი თანხის წლიური 1%.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გრემოებები
3.2.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლო საქმის მასალების ანალიზით დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებებს მასზედ, რომ ბანკის წინაშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მხარეებს შესრულებული არა აქვთ, ამასთან მოპასუხეები სოლიდარული ვალდებულების შესახებ მათთან დადებული ხელშეკრულებებზე ხელმოწერით დაეთანხმნენ ამ ხელშეკრულებების შინაარს და ამდენად, მათ იცოდნენ სადავო გარიგების საფუძველზე მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ფულადი დავალიანების გადახდის ვალდებულება.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 300-ე 301-ე 361-ე, 316-ე, 317-ე, 867-868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპორცესო კოდექსის 102-ე, 208-ე მუხლები;
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა თ---ზ ს------–--ემ, ზ---დ კ-------–--ემ და ი---ე ზ----–---–მა საქმის მოსამზადებელ სხდომაზე შესასრულებელი ვალდებულება ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ, 2017 წლის 13 ივლისის N39469---9---206 ს------- კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირის -4155.90 ლარის ნაწილში, ხოლო თ---ზ ს------–--ემ 2017 წლის 30 აგვისტოს დადებული N39469---9159139 საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 736.35 ლარის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
მოპასუხე მხარემ სადავო არ გახადა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები, რაც ასევე დასტურდება წარმოდგენილი ხელშეკრულებებითა და მოპასუხის პირადი ანგარიშიდან ამონაწერით.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია შესასრულებელი ვალდებულებები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოაპსუხეს უნდა წარმოედგინა მის მიერ მითითებული სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოში არ წარმოდგენილა, კერძოდ:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების არსებობა თავად მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა, რაც ნიშნავს, რომ მათ ხელმოწერით დაადასტურეს და დაეთანხმნენ ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს. ასევე აღსანიშნავია, რომ გადახდის გრაფიკი არის ხელშეკრულებების დანართი, რომელსაც ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც თავად ხელშეკრულებას, რადგან სწორედ ამ გრაფიკით არის განსაზღვრული ყოველთვიურად როდის და რა ოდენობით აქვს მოვალეს ბანკის წინაშე ვალდებულება შესასრულებელი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ორივე ხელშეკრულებების საფუძველზე მოთხოვნილი როგორც ძირი თანხები, ასევე სარგებელი (პროცენტი) და ჯარიმა
საფუძვლიანია და ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 2017 წლის 13 ივლისს დადებული N39469---9---206 ს------- კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 300 ლარის, ხოლო 2017 წლის 30 აგვისტოს N39469---9------ საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 301.40 ლარის გადახდის დაკისრება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისთვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს, როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას აქცევს დარღვევის შინაარს (მათ შორის ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდს) და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საბანკო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 2017 წლის 13 ივლისს დადებული N39469---9057206 საბანკო კრედიტის გამომდინარე 300 ლარი, სესხის ძირი თანხისა (4155.90 ლარი) და პროცენტის (735.40 ლარი) ოდენობასთან, საქმის გარემოებებთან მიმართებით, პირგასამტეხლოს ოდენობა თანაზომიერი და გონივრულია, ასევე 2017 წლის 30 აგვისტოს N39469---9------ საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 301.40 ლარის ნაწილშიც პირგასამტეხლოს ოდენობა სააფუძვლიანია და მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილდეს .
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, ამასთან ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელმ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში, ხოლო მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, N39469---9---206 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4155.90 ლარის ნაწილში, N39469---9------ საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თ---ზ ს------–--ემ 736.35 ლარის ნაწილში, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 208.27 ლარიდან ამ უკანასკნელს უნდა დაუბრუნდეს 146.76 ლარი და მოთხოვნის შემცირების ფარგლებში 21 ლარი, სულ 167.76 ლარი, დარჩენილი თანხა უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 40.51 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „თ----ი ბ---ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1 თ---ზ ს------–--ეს, ზ---დ კ-------–--ესა და ი---ე ზ----–---–ს მოსარჩელე სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5198.40 (ხუთიათას ას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის გადახდა;
1.2 თ---ზ ს------–--ეს მოსარჩელე სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1043.75 (ათას ორმოცდასამი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
2. მოპასუხეებს თ---ზ ს------–--ეს, ზ---დ კ-------–--ეს და ი---ე ზ----–---–ს მოსარჩელე სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 40.51 (ორმოცი ლარი და ორმოცდათერთმეტი თეთრი) გადახდა.
3. მოსარჩელე სს „თ----ი ბ---ს“ (ს/ნ 20----595) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 09 ოქტომბერს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბ---ის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 208.27 (ორას რვა ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარიდან 167.76 (ასსამოცდშვიდი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი), ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე