გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020210018002402211 (2/750-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15.07.2019 წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე სს ,,ღვ-------–----------------–----–--------------ა"
წარმომადგენელი ვა---------------ა
მოპასუხე სო-----------ა
წარმომადგენელი სუ-–----------
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხისთვის 633 ლარის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით ის მოპასუხისგან ითხოვს 2014 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის საიჯარო ქირას 600 ლარს და მის გადაუხდელობის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ჯარიმას 33 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ ცნობს სარჩელს. განმარტავს, რომ იგი უსაფუძვლოა და ამავე დროს ხანდაზმული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 05.02.2014 წ სს ,,ჯი----" და ი/მ სო-----------ას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს იჯარით გადაეცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მაღაზია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
-შესაგებელი
-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
-ხელშეკრულება
3.2. იჯარის ყოველთვიური ოდენობა შეადგენდა თვეში 200 ლარს, ხოლო გადახდის დაგვიანების შემთხვევაში მოპასუხეს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად 0,6 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
-შესაგებელი
-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
-ხელშეკრულება
3.3. სარჩელის აღძვრის მდგომარეობით, მოსარჩელის გაანგარიშებით იჯარის თანხამ და მასზე დარიცხულმა ჯარიმამ 2017 წ დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა 21615 ლარი, თუმცა მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, აღიარა გარკვეული თანხების გადახდა ითხოვს 2014 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის იჯარის საზღაურს 600 ლარს და მასზე დარიცხულ ჯარიმას 33 ლარს, ანუ სულ 633 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
-შესაგებელი
-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
-ხელშეკრულება
3.4. მოპასუხემ დაამტკიცა, რომ 2015 წ განმავლობაში მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებოდა. ამ პერიოდში სადავო ქონება იჯარით აღებული ქონდა სხვა პირს.
მოსარჩელემ აღიარა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 31.12.2015 წ განჩინებით მესამე პირთან მოწესრიგებულ სადავო ურთიერთობაში გადახდილი თანხის ოდენობით 500 ლარით (2015 წლის იჯარის საფასური) უნდა შემცირდეს მოპასუხის დავალიანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
-შესაგებელი
-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
-ხელშეკრულებები
-ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 31.12.2015 წ განჩინება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის დანაწესის მიხედვით ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის დადასტურება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ აღიარა, რომ 2015 წლიდან მოპასუხე მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ არის. განმარტა, რომ 2014 წლის სექტემბრის ჩათვლით საიჯარო ქირა გადახდილია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
იმავე კოდექსის 130-ე მუხლით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
2014 წლის ოქტომბერს შესასრულებელი ვალდებულების შესრულების მოთხოვნა ხანდაზმულია 2017 წლის 1 ნოემბერს.
2014 წლის ნოემბერს შესასრულებელი ვალდებულების შესრულების მოთხოვნა ხანდაზმულია 2017 წლის 1 დეკემბერს.
2014 წლის დეკემბერს შესასრულებელი ვალდებულების შესრულების მოთხოვნა ხანდაზმულია 2018 წლის 3 იანვარს.
სარჩელი კი აღძრულია ხანდაზმულობის ვადის დარღვევით 17.04.2018 წ.
7. საპროცესო ხარჯები
სარჩელზე გადახდილია სახ. ბაჟი 648 ლარის (საგადახდო დავალება # 16412041 სს ლიბერთი ბანკი 26.03.2018 წ, 498 ლარი, საგადახდო დავალება #16221906 სს ლიბერთი ბანკი 26.02.2018 წ, 50 ლარი, საგადახდო დავალება # 15740780 სს ლიბერთი ბანკი 30.01.2018 წ, 100 ლარი) ოდენობით.
იმის გათვალისწინებით, რომ შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე და 55-ე მუხლების დანაწესებით შესაბამის ბიუჯეტში უნდა დარჩეს სახ. ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელეს სახ. ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სს ,,ღვ-------–----------------–----–--------------ას" მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარი დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
3. სს ,,ღვ-------–----------------–----–--------------ას" სახ. ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 598 ლარი (საგადახდო დავალება # 16412041 სს ლიბერთი ბანკი 26.03.2018 წ, 498 ლარი, საგადახდო დავალება # 15740780 სს ლიბერთი ბანკი 30.01.2018 წ, 100 ლარი, მიმღები სახ. ხაზინა, სახაზინო კოდი 300823150, შემომტანი ბორის ბეჭვაია პ/ნ 19001009902).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა