გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/17926-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 ივლისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - ლ-–- ა-----ე
მოპასუხე - სს „ლ-------- ბ---ი“
წარმომადგენელი - ნ---- ქ-----–---–ი
დავის საგანი - საპროცენტო განაკვეთის შემცირება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შემცირდეს მოსარჩელე ლ-–- ა-----ესა და სს „ლ-------- ბ---ს“ შორის 2--- წლის 2- ი----ს გაფორმებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების წლიური საპროცენტო განაკვეთი 24% და განისაზღვროს წლიური 10%-ით.
სარჩელში განმარტებულია, რომ სს „ლ-------- ბ---თან“ 2--- წლის 2- ი------ს გაფორმებული საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩლემ აიღო სესხი 500 ლარი. 2--- წლის 7 ო----------ს მხარეთა შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მოხდა უკვე არსებული კრედიტის ხელშეკრულების რეფინანსირება, სესხის თანხად კი განისაზღვრა 2225,00 ლარი. 2--- წლის 2- ი----ს გაფორმებული ხელშეკრულებით განხორციელდა კვლავ რეფინანსირება და სესხის თანხად განისაზღვრა 4885,00 ლარი. 2--- წლის 2- ი----ის ხელშეკრულება გაფორმდა 48 თვით, სარგებელი განისაზღვრა სესხის ძირი თანხის 24%-ით, რაც სესხის მოქმედების მანძილზე შეადგენს 96,00%-ს, ყოველთვიურად დასაფარი სესხის ოდენობა 159,26 ლარით.
მოსარჩელე ლ-–- ა-----ე არის სოციალურად დაუცველი და აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც ვერ მუშაობს. სს „ლ-------- ბ---ი“ ბოროტად სარგებლობს იმ ფაქტით, რომ სოციალური დახმარება მოსარჩელის ოჯახს ერიცხება ამავე ბ---ში. მოპასუხე კი თანხის (159,26 ლარი) ჩამოჭრას ახორციელებს ავტომატურად, რაც იწვევს ლ-–- ა-----ის ოჯახის დატოვებას საარსებო მინიმუმის გარეშე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მხარეთა შორის განისაზღვრა საპროცენტო სარგებელი 24% წლიურად, სესხის დაფარვა კი უნდა განხოციელებულიყო ყოველთვიურად 159.26 ლარიანი ტრანშებით. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოპასუხე მხარეს ანიჭებს სრულ უფლებას, გადახდის დროისთვის ანგარიშზე არსებული თანხებიდან მოახდინოს უაქცეპტოდ თანხების ჩამოჭრა და შეამციროს/დაფაროს კლიენტის დავალიანება.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 2- ი------ს სს "ლ-------- ბ---სა” და ლ-–- ა-----ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება (M---- C--- საკრედიტო ბარათი), რომლის თანახმად საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 500 ლარის ოდენობით, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა - 2----------2---------, საკრედიტო ბარათის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით.
სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებას:
საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 24-25).
3.1.2. 2--- წლის 2- ი------ს სს "ლ-------- ბ---სა" და ლ-–- ა-----ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება (S------- C--- საკრედიტო ბარათი), რომლის თანახმად საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 500 ლარის ოდენობით, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა - 2----------2---------, საკრედიტო ბარათის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით.
სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებას:
საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 26-27).
3.1.3. 2--- წლის 07 ო----------ს სს "ლ-------- ბ---სა" და ლ-–- ა-----ეს შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება №---------------, რომლის თანახმად კრედიტის მთლიანი ოდენობა განისაზღვრა 2225 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა - 5.10.2018, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 15%.
კრედიტის მიზნობრიობა გულისხმობდა სამომხმარებლო რეფინანსირებას (2.2.5 ქვეპუნქტი).
სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებას:
საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 2--34).
3.1.4. 2--- წლის 2- ი----ს სს "ლ-------- ბ---ს" და ლ-–- ა-----ეს შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება №---------------, რომლის თანახმად კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 4885 ლარით, წლიური საპროცენტო განაკვეთი -24%, კრედიტის მოქმედების ვადა - 48 თვე.
კრედიტის მიზნიობრიობად განისაზღვრა არსებული ვალდებულებების რეფინანსირება სს "ლ-------- ბ---ი"-ს მიმართ.
სესხის დაფარვა უნდა კი უნდა განხოციელებულიყო ყოველთვიურად 159.26 ლარიანი ტრანშებით.
სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებას:
საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 35-40).
3.1.5. მხარეებს შორის სადავო არ არის გარემოება, რომ 2--- წლის 2- მარტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მსესხებელმა თანხა აითვისა, ასევე არ არის სადავო 2--- წლის 07 ოქტომბრის 2--- წლის 08 ი----ის ხელშეკრულებებით განსაზღვრული მიზნობრიობის ბ---ის მიერ ვალდებულების შესრულება.
3.1.6. მხარეთა შორის გაფორმებული საბ---ო კრედიტის №--------------- ხელშეკრულების 5.2.1 ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტის თანხის მიღებისას/ათვისებისას, მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული მოცულობით და პერიოდულობით, ათვისებული კრედიტის თანხის ან/და კრედიტის თანხასთან დაკავშირებული გადასახდელების დაფარვის მიზნით, მომსახურე ანგარიშზე განათავსოს საკმარისი თანხა, რომელსაც ბ---ი უაქცეპტოდ ჩამოჭრის და მიმართავს ბ---ის წინაშე არსებული მსესხებლის დავალიანების დასაფარად/შესამცირებლად;
ხელშეკრულების 5.2.2 ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის თანხის ან/და კრედიტის თანხასთან დაკავშირებული გადასახდელების გადახდის დღეს მსესხებელი მომსახურე ანგარიშზე არ განათავსებს საკმარის თანხას, მსესხებელი აცხადებს წინასწარ თანხმობას ბ---ის სრულ უფლებამოსილებაზე ბ---მა საკუთარი შეხედულებისამებრ, მსესხებლის ნებისმიერი სახის ბ---ში არსებული ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოწეროს ყველა გადასახდელი (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად კრედიტის თანხა ან/და . კრედიტის თანხასთან დაკავშირებული გადასახდელები) და მიმართოს არსებული ფულადი ვალდებულებების დასაფარად/შესამცირებლად.
სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებას:
საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 35-40).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–- ა-----ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველო სამოქალაქო კოდექსის მე-10, 54-ე, 325-ე, 867-ე, 868-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის შესაბამისად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის მასა და სს „ლ-------- ბ---ს“ შორის 2--- წლის 2- ი----ს გაფორმებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის (24%) ოდენობას.
დადგენილია, რომ 2--- წლის 2- ი----ს სს "ლ-------- ბ---ს" და ლ-–- ა-----ეს შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება №---------------, რომლის თანახმად კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 4885 ლარით, წლიური საპროცენტო განაკვეთი -24%, კრედიტის მოქმედების ვადა - 48 თვე. კრედიტის მიზნიობრიობად განისაზღვრა არსებული ვალდებულებების რეფინანსირება სს "ლ-------- ბ---ი"-ს მიმართ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის დაფარვა უნდა განხოციელებულიყო ყოველთვიურად 159.26 ლარიანი ტრანშებით.
სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც საბაზრო ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პრეზუმირებულია ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევა, რაც გულისხმობს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ზემოაღნიშნული მუხლი, ზოგადი დებულების სახით არის დეკლარირებული, რაც შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს ყოველი კონკრეტული შემთხვევა შეაფასოს მორალური ღირებულებების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სხვათა თავისუფლებას უფლების ბოროტად გამოყენებისაგან იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის და სახელშეკრულებო დებულებების შინაარსის განსაზღვრისას ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.
სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი (წლიური 24 პროცენტი) დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით არ აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს, როგორც ბანკებთან, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან დადებულ ხელშეკრულებებში.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი - წლიური 24% არ შეიძლება მიჩნეული იქნეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობების შინაარსიდან გამომდინარე, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის არ არის აშკარა შეუსაბამობა, შესაბამისად, სარგებლის მიმღების, სს „ლ-------- ბ---ის“ მოქმედებდა არ შეიძლება შეფასდეს არაკეთილსინდისიერად, რითიც მას შეეძლო ბოროტად გამოეყენებინა საბაზრო ძალაუფლება. ამგვარი ვითარების შეფასების კრიტერიუმად საქართველოს უზენაესი სასამართლო იყენებს კეთილსინდისიერი და საღადმოაზროვნე ადამიანის მიერ ვითარების გონივრულად გასჯას (იხ, სუსგ, №---------------, 2--- წლის 2- ივლისი), თუმცა მოცემულ შემთხვევაში სესხის წლიური სარგებლის 24%-ით განსაზღვრა, არ შეიძლება შეფასდეს არაგონივრულად და საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად.
ამდენად, მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის ოდენობა 24% არ არის შეუსაბამოდ მაღალი და შესაბამისად, არ ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს. ამდენად, სსკ-ის 54-ე, 325-ე, მე-10 მუხლების შესაბამისად, არ არსებობს საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების საპროცენტო სარგებლის 24%-ით განსაზღვრის შესახებ პირობის ბათილობის წინაპირობები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ)“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.
სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. შესაბამისად, მოპასუხეს არ დაეკისრება ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 268-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ-–- ა-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე