განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#010100119002803997
1-26/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 ივლისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - თ--------------–---–-
ბრალდებული - ა–--- ბ-----ი
ადვოკატი - ლ-–-----------ე
თარჯიმანი - მ-----------–--ვა
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N1-----------
ბრალდებული: ა–--- ბ-----
დაბადებული: 25.08.1-----------–--------------------------–------------------------–---------------------–---------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1 ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 22 საათზე და 20 წუთზე, ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქN20-ში მდებარე სასტუმრო „ადმირალი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ა–--- ბ-----მა, 500 ლარის ოდენობით ფულადი თანხის სანაცვლოდ, შ----- კ------ზე უკანონოდ გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები მეტამფეტამინი, წონით 0.003 გრამი და მდმა (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) წონით 0.1283 გრამი, რაც ამოღებულ იქნა შ----- კ--------ან 2018 წლის 25 ოქტომბერს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ამოღების შედეგად.
2018 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 18 საათზე, ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქN20-ში მდებარე სასტუმრო „ადმირალი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ა–--- ბ-----მა, 450 ლარის ოდენობით ფულადი თანხის სანაცვლოდ, შ----- კ------ზე უკანონოდ გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) წონით 0.896 გრამი, რაც ამოღებულ იქნა შ----- კ--------ან 2018 წლის 26 ოქტომბერს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ამოღების შედეგად.
ა–--- ბ-----მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას მდმა (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) წონით 2.404 გრამი, დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას მეტამფეტამინს წონით 0.25 გრამი, დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას ბუპრენორფინს წონით 0.076 გრამი და ნარკოტიკულ საშუალებას ტრამადოლს წონით 4.5 გრამი, რაც ამოღებულ იქნა ქ. ბათუმში, ა. მ--–-–--ლის ქN1-- ბინა N47-ში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დასაკითხ პირთა სიაში მითითებული ბრალდების მხარის მოწმეები ჟა---------------------------------------------------–--ე მიჩნეული იქნეს, როგორც უდავო მტკიცებულებად და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა რიგი მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ბრალდებულმა ა–--- ბ-----მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს განუმარტა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია ნივთმტკიცებად წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალებები მას არ ეკუთვნის.
გარდა საქმეში არსებული უდაო მტკიცებულებებისა სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები სრულად დადასტურებულია საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით:
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება.
(2018 წლის 25 ოქტომბერის ეპიზოდი).
მოწმე შ----- კ------ს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ცხოვრობს ბათუმში. 2018 წელს გაიცნო ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ა–--- ბ-----ი, რომელმაც 21 ოქტომბერს შესთავაზა სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების შეძენა, კერძოდ „ექსტაზზე“, „ ემდმეზე“ და ე.წ. დომინოზე. შეთავაზება არ ესიამოვნა თუმცა უარი არ უთქვამს ა–--- ბ-----ისთვის. მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციის მუშაკს ლ----- ვ----–--ლს და გამომძიებელს მისცა ჩვენება. იგი ნებაყოფლობით დათანხმდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე და ვიდეო კამერით აღჭურვილი წინასწარ შეთანხმებისამებრ 2018 წლის 25 ოქტომბერს ქ. ბათუმში სასტუმრო ადმირალთან გოგებაშვილის ქუჩაზე დათქმულ ადგილზე შეხვდა ა–--- ბ-----ს. ა–--- ბ-----ს ხელზე გადასცა პოლიციის მიერ სპეციალურად ამ მოქმედებისთვის გამოყოფილი ფული, ხოლო ა–--- ბ-----მა ფულის სანაცვლოდ გადასცა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ სამი მუქი ფერის ერთი წითელი ტაბლეტი. ამის შემდეგ ა–--- ბ-----ი მიყვანა სუპერმარკეტ გუდვილთან, ხოლო თვითონ დაელოდა პოლიციის მუშაკებს, რომლებმაც მისგან ამოიღეს ა–--- ბ-----ის მიერ გადაცემული ნარკოტიკული საშუალება. მეორე დღეს 26 ოქტომბერს ა–--- ბ-----ი ისევ დაუკავშირდა შ----- კ------ს და შესთავაზა კიდევ ფულის სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალების ყიდვა კერძოდ ექვსი აბი 450 ლარად, რაზედაც შ----- კ------ დათანხმდა. ა–--- ბ-----ის შესახებ ისევ აცნობა გამომძიებელს. იგი აღიჭურვა ვიდეო კამერით, გამომძიებელმა ასევე გადასცა 500 ლარი და შეთანხმებისამებრ ისევ შეხვდა სასტუმრო ადმირალთან სადაც ა–--- ბ-----მა გადასცა 6 ტაბლეტი ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მან სანაცვლოდ ა–--- ბ-----ს გადასცა ხსენებული 500 ლარი, საიდანაც ა–--- ბ-----მა აუკან დაუბრუნა 50 ლარი.
მოწმე ლ----- ვ----–--ლის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ცხოვრობს ბათუმში და მუშაობს შს სამინისტროს სტრუქტურაში. 2018 წლის ოქტომბერში მუშაობდა შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში უბნის ინსპექტორ გამომძიებლის განყოფილებაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 2018 წლის 22 ოქტომბერს დაუკავშირდა ბათუმში მცხოვრები ნაცნობი შ----- კ------ და აუწყა, რომ ირანის რეპუბლიკის მოქალაქე ა–--- ბ-----მა შესთავა ნარკოტიკული საშულების შეძენა. შ----- კ------მ დაუსახელა როგორც ნარკოტიკული საშუალების შესაძენი საჭირო ნახის რაოდენობაც. შ----- კ------ს მეშვეობით სოციალური ქსელში ნახა ა–--- ბ-----ის სურათი და მიღებული სრული ინფორმაცია მოახსენა ხელმძღვანელობას. ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და იგი დაიკითხა გამომძიებლის მიერ.
2018 წლის 25 ოქტომბრის ფულის გადაცემის ოქმით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას დაგეგმილი ფარული საკონტროლო შესყიდვასთან დაკავშირებით შ----- კ------ს გამომძიებელმა ა-–---------ე რ--------ემ გადასცა სპეციალურად გამოყოფილი ფული სულ 500 ლარი. მათ შორის ერთი 50 ლარიანი კუპიაურა N 35895087. ფულის კუპიურების ქსეროასლი დაერთო ოქმს.
2018 წლის 25 ოქტომბრის ჩატარებული ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმში გოგებაშვილის და ნოე ჟორდანიას ქუჩების კვეთაში გამომძიებელ ა-–---------ე რ--------ის მიერ მოქალაქე შ----- კ--------ან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის კრისტალური მასა, 3 (სამი) ოვალური ფორმის მწვანე ტაბლეტი და ერთი მოწითალო მოვარდისფრო ოთხკუთხედი დომინოს ფიგურის მსგავსი ტაბლეტი. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზევე.
2018 წლის 25 ოქტომბერს შედგენილი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმების მიმდინარეობა, შედეგები და ხელმოწერების ნამდვილობა სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ა-–---------ე რ--------ემ.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული იქნა 2018 წლის 25 ოქტომბერს გადაღებული ფარული ვიდეო ჩანაწერი სადაც აღწერილია შ----- კ------ს და ა–--- ბ-----ს შეხვედრა და ნარკოტიკული საშუალების გადაცემა.
სისხლის სამართლის საქმეს მტკიცებულების სახით თან ახლავს ვიდეო ჩანაწერის ფონოგრამა, საიდანაც ასევე ირკვევა, რომ ა–--- ბ-----ი უხსნის შოტა კ------ს ცალკეული ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების თავისებურებებს. კერძოდ- ეს „დომინო „ოუდის“ ბევრად ჯობია. შენ თვითონ ეს დალიე; „ ეს (მიუთითებს „აუდიზე“) წყალში უნდა გახსნა; „ეგ უწყალოდ ამას წყალში ხსნი და ოთხ კაცზე“; „არა ესენი 500-600 ლარია, მაგრამ შენ მაგდენი გითხარი იაფად გაძლევ“. იხ სფ 158-160.
N ქ/629 სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ კვლევისათვის ექსპერტიზაზე გადაგზავნილი ნივთიერებები „3 (სამი) ცალი ტაბლეტი, საერთო წონით 1,324 გრამი, შეიცავს 0,003 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს; 1 (ერთი) ცალი ტაბლეტი, წონით 0,424 გრამი, შეიცავს 0,0505 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს); 1 (ერთი) ცალად დაფასოებული გრანულოვან-ფხვნილისებრი ნივთიერი მასა, წონით 0,653 გრამი, შეიცავს 0,0778 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს).
ანუ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 1 (ერთი) ტაბლეტი წონით 0,424 გრამი და გრანულოვან-ფხვნილისებრი ნივთიერი მასა, წონით 0,653 გრამი, საერთო ოდენობით შეიცავს 0,1283 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს ( მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს ).
სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის N ქ/629 დასკვნა, ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ----- მ---–--ემ.
ფულის ერთ-ერთი კუპიურა N F 35895087 რომელიც გადაეცა შ----- კ------ს გამომძიებლის მიერ ა–--- ბ-----ისგან ნარკოტიკის შესაძენად და რომელიც თავის მხრივ შ----- კ------მ გადასცა ა–---ა ბ-----ს ნარკოტიკის სანაცვლოდ აღმოჩენილი იქნა ა–--- ბ-----ის დროებით საცხოვრებელ სახლში. კერძოდ: 2018 წლის 26 ოქტომბრის ჩატარებული ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმში მ--–-–--ლის ქუჩა N 1-----------ში მესაკუთრე თ----- ო-------–--ის თანხმობითა და მონაწილეობით გამომძიებელ ა. რ--------ის მიერ ჩატარდა ჩხრეკა. ჩხრეკაში მონაწილეობდნენ ექსპერტები მ-------------------------------–-–---–----------------------------------–--------------------------------–--ე. ჩხრეკისას ბინაში მდგომ დივანზე გადაფარებულ ჭრელი საფარის ქვეშ ნანახი იქნა მოწითალო პლასტმასის ოვალური ყუთი, რომელშიც აღმოჩნდა 6 ოვალური მწვანე ტაბლეტი, 16 ოთხკუთხედი დომინოს ფორმის მოწითალო მოვარდისფრო ტაბლეტი, 30 მრგვალი ტაბლეტი, 38 მრგვალი ტაბლეტი. საძინებელ ოთახში კარადაში ნანახი იქნა 1000 აშშ დოლარი და 100 ლარი, რომლის ნომერის F35924472 და F 35895087 ხოლო ტელევიზორის გვერდით ნანახი იქნა 10 ტაბლეტის ბუდე, რომელშიც არის 5 ტაბლეტი. მასზე იკითხება წარწერა „CEFIXIME400”. ტელევიზორზე ნანახი იქნა ირანის მოქალაქეების ა–--- ბ-----ის და ა-----------–-----ს პასპორტები. ყველა ამოღებული ნივთები დაილუქა. მოხდა მის ფოტო გადაღება.
ბინის ჩხრეკის მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობა იღებდნენ ჩხრეკაში. ა. რ--------ემ, ექსპერტებმა მ--------------------------------–-–---–-----------------------------------–-------------------------------------–-----
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო გასაღებაში იგულისხმება, რომ პირმა იგი ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე გაასაღა სხვა პირზე.
უკანონო გასაღება ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გადაცემას უკანონოდ, სხვადასხვა გზით. (მაგ: გაყიდვით, სესხის სანაცვლოდ გაცემით, გაჩუქებით და ა .შ )
ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში პირის ბრალდებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, როგორც ნივთიერების წონა, ასევე ფლობა პირის მიერ.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ა–--- ბ-----ს 2018 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით არ ჰქონდა სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინის შენახვის ან გასაღების.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა–--- ბ-----მა 2018 წლის 25 ოქტომბერს უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება „ მეტამფეტამინი „ და „მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი“.
დიდი ოდენობა.
” ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, დანართ 2-ში სიითი N109-ის მიხედვით 0,003 გრამი მეტამფეტამინი და სიითი N 93-ის „ მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი “ წარმოადგენს დიდი ოდენობის ნარკოტიკულ ნივთიერებას.
N ქ/629 სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ ა–--- ბ-----ის მიერ შ----- კ------ზე გასაღებული ნარკოტიკული საშულება წარმოადგენს „3 (სამი) ცალ ტაბლეტს, საერთო წონით 1,324 გრამი, შეიცავს 0,003 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს; 1 (ერთი) ცალ ტაბლეტს, წონით 0,424 გრამს, შეიცავს 0,0505 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს); 1 (ერთი) ცალად დაფასოებული გრანულოვან-ფხვნილისებრი ნივთიერი მასას, წონით 0,653 გრამს, შეიცავს 0,0778 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს). ანუ ექსპერტიზაზე წარდგენილი 1 (ერთი) ტაბლეტი წონით 0,424 გრამი და გრანულოვან-ფხვნილისებრი ნივთიერი მასა, წონით 0,653 გრამი, საერთო ოდენობით შეიცავს 0,1283 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს ( მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს ).
(2018 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი)
მოწმე შ----- კ------ს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ცხოვრობს ბათუმში. 2018 წელს გაიცნო ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ა–--- ბ-----ი, რომელმაც 21 ოქტომბერს შესთავაზა სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების შეძენა, კერძოდ „ექსტაზზე“, „ ემდმეზე“ და ე.წ. დომინოზე. შეთავაზება არ ესიამოვნა თუმცა უარი არ უთქვამს ა–--- ბ-----ისთვის. მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციის მუშაკს ლ----- ვ----–--ლს. მომხდარის შესახებ გამომძიებელს მისცა ჩვენება და იმავდროულად ნებაყოფლობით დათანხმდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე და ვიდეო კამერით აღჭურვილი წინასწარ შეთანხმებისამებრ 2018 წლის 25 ოქტომბერს ქ. ბათუმში სასტუმრო ადმირალთან გოგებაშვილის ქუჩაზე დათქმულ ადგილზე შეხვდა ა–--- ბ-----ს. ა–--- ბ-----ს ხელზე გადასცა პოლიციის მიერ სპეციალურად ამ მოქმედებისთვის გამოყოფილი ფული, ხოლო ა–--- ბ-----მა ფულის სანაცვლოდ გადასცა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ სამი მუქი ფერის ერთი წითელი ტაბლეტი. 26 ოქტომბერს ა–--- ბ-----ი ისევ დაუკავშირდა შ----- კ------ს და შესთავაზა კიდევ ფულის სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალების ყიდვა კერძოდ ექვსი აბი 450 ლარად, რაზედაც შ----- კ------ დათანხმდა. ა–--- ბ-----ის შესახებ ისევ აცნობა გამომძიებელს. იგი აღიჭურვა ვიდეო კამერით, გამომძიებელმა ასევე გადასცა 500 ლარი და შეთანხმებისამებრ ისევ შეხვდა სასტუმრო ადმირალთან სადაც ა–--- ბ-----მა გადასცა 6 ტაბლეტი ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მან სანაცვლოდ ა–--- ბ-----ს გადასცა ხსენებული 500 ლარი, საიდანაც ა–--- ბ-----მა აუკან დაუბრუნა 50 ლარი.
მოწმე ლ----- ვ----–--ლის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ცხოვრობს ბათუმში და მუშაობს შს სამინისტროს სტრუქტურაში. 2018 წლის ოქტომბერში მუშაობდა შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში უბნის ინსპექტორ გამომძიებლის განყოფილებაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 2018 წლის 22 ოქტომბერს დაუკავშირდა ბათუმში მცხოვრები ნაცნობი შ----- კ------ და აუწყა, რომ ირანის რეპუბლიკის მოქალაქე ა–--- ბაითმა შესთავა ნარკოტიკული საშულების შეძენა. შ----- კ------მ დაუსახელა როგორც ნარკოტიკული საშუალების შესაძენი საჭირო ნახის რაოდენობაც. შოტა კ------ს მეშვეობით სოციალური ქსელში ნახა ა–--- ბ-----ის სურათი და მიღებული სრული ინფორმაცია მოახსენა ხელმძღვანელობას. ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და იგი დაიკითხა გამომძიებლის მიერ.
2018 წლის 26 ოქტომბრის ფულის გადაცემის ოქმით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას დაგეგმილი ფარული საკონტროლო შესყიდვასთან დაკავშირებით შოტა კ------ს გამომძიებელმა ა-–---------ე რ--------ემ გადასცა სპეციალურად გამოყოფილი ფული სულ 500 ლარი. მათ შორის ას ლარიანი კუპიურები G 26210853, G 24099116, G 25411675, G 25709963. ფულის კუპიურების ქსეროასლი დაერთო ოქმს.
2018 წლის 26 ოქტომბრის ჩატარებული დაკავებისა და ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმში გოგებაშვილის ქუჩა N 22 სახლის წინ სკვერთან გამომძიებელ ა-–---------ე რ--------ის მიერ დაკავებულ იქნა ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ა–--- ბ-----ი, რომელსაც ჩაუტარდა ჩხრეკა. ჩხრეკისა ამოღებული იქნა შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან 450 ლარი, მათ შორის ოთხი ას ლარიანი კუპიურა G 26210853, G 24099116, G 25411675, G 25709963. ამოღებული ფული დაილუქა ადგილზე. საგამოძიებო მოქმედებისას მოხდა ფოტო გადაღება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდნენ ექსპერტი მამუკა მაკარაძე, შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორები კოკი ვერულიძე და ირაკლი პაპიძე.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ა–--- ბ-----ის დაკავებასა და ჩხრეკაში მონაწილე პირებმა პოლიციელებმა ა-–---------ე რ--------ემ, კ------------–------------–-------------------------------------------- სრულად დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, შინაარსი და შედეგები.
2018 წლის 26 ოქტომბრის ჩატარებული ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმში სასტუმრო ადმირალის მიმდებარე ტერიტორიაზე გამომძიებელ ანზორ ძირკვაძის მიერ მოქალაქე შ----- კ--------ან ამოღებულ იქნა მოწითალო მოვარდისფრო აბები და 50 ლარიანი კუპიურა. შ----- კ------ს განმარტებით ეს აბები მას გადასცა ა–--- ბ-----მა. ხოლო 50 ლარიანი კუპიურა ხურდის სახით უკან დაუბრუნა ა–--- ბ-----მა. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზევე. მოხდა მის ფოტო გადაღება.
2018 წლის 26 ოქტომბერს შედგენილი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმების მიმდინარეობა, შედეგები და ხელმოწერების ნამდვილობა სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ა-----------------მ.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული იქნა 2018 წლის 26 ოქტომბერს გადაღებული ფარული ვიდეო ჩანაწერი სადაც აღწერილა შ----- კ------ს და ა–--- ბ-----ს შეხვედრა.
სისხლის სამართლის საქმეს მტკიცებულების სახით თან ახლავს 2018 წლის 26 ოქტომბრის ვიდეო ჩანაწერის ფონოგრამა, საიდანაც ასევე ირკვევა, რომ ა–--- ბ-----ს შ----- კ------მ გადასცა 500 ლარი 100 ლარიანები. აქვე ისმის 50 ხომ არ გაქვს? ა–--- ბ-----ი მიდის მერე ბრუნდება და ისმის ბ-----ის ხმა - აიღე, კ------ ეუბნება მადლობა. იხ სფ 162.
N 371/ს.ქ სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ კვლევისათვის ექსპერტიზაზე გადაგზავნილი შ----- კ--------ან ამოღებულ აბებზე ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა პაკეტში აღმოჩნდა ექვსი (6) ცალი იასამნისფერი, მართკუთხა ფორმის ტაბლეტები, ერთ მხარეს ფიგურული ლოგოთი (დომინოს ციფრების გამოსახულებით) საერთო წონით - 2,52 გრამი. (თითოეული საშუალო წონით -0,42 გრამი) წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) საერთო ოდენობით შადგენს 0,896 გრამს.
სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის N 371/ს.ქ დასკვნა, ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ--------------მ.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო გასაღებაში იგულისხმება, რომ პირმა იგი ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე გაასაღა სხვა პირზე.
უკანონო გასაღება ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გადაცემას უკანონოდ, სხვადასხვა გზით. (მაგ: გაყიდვით, სესხის სანაცვლოდ გაცემით, გაჩუქებით და ა .შ )
ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში პირის ბრალდებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, როგორც ნივთიერების წონა, ასევე ფლობა პირის მიერ.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით ა–--- ბ-----ს არ ჰქონდა სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინის შენახვის ან გასაღების.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა–--- ბ-----მა 2018 წლის 26 ოქტომბერს უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება „ „მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი“.
დიდი ოდენობა.
” ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, დანართ 2-ში სიითი N 93-ის „ მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი “ წარმოადგენს დიდი ოდენობის ნარკოტიკულ ნივთიერებას.
N 371/ს.ქ სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ ა–--- ბ-----ის მიერ შ----- კ------ზე გასაღებული ნარკოტიკული საშულება წარმოადგენს ექვსი (6) ცალ იასამნისფერი, მართკუთხა ფორმის ტაბლეტებს, ერთ მხარეს ფიგურული ლოგოთი (დომინოს ციფრების გამოსახულებით) საერთო წონით - 2,52 გრამს. (თითოეული საშუალო წონით -0,42 გრამი) წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) საერთო ოდენობით შადგენს 0,896 გრამს.
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვა.
მოწმე შ----- კ------ს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ცხოვრობს ბათუმში. სამაკლერო საქმიანობიდან გამომდინარე 2018 წელს გაიცნო ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ა–--- ბ-----ი, რომელმაც 21 ოქტომბერს შესთავაზა სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების შეძენა, კერძოდ „ექსტაზზე“, „ ემდმეზე“ და ე.წ. დომინოზე. შეთავაზება არ ესიამოვნა თუმცა უარი არ უთქვამს ა–--- ბ-----ისთვის. მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციის მუშაკს ლ----- ვ----–--ლს. მომხდარის შესახებ გამომძიებელს მისცა ჩვენება და იმავდროულად ნებაყოფლობით დათანხმდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე და ვიდეო კამერით აღჭურვილი წინასწარ შეთანხმებისამებრ 2018 წლის 25 ოქტომბერს ქ. ბათუმში სასტუმრო ადმირალთან გოგებაშვილის ქუჩაზე დათქმულ ადგილზე შეხვდა ა–--- ბ-----ს. ა–--- ბ-----ს ხელზე გადასცა პოლიციის მიერ სპეციალურად ამ მოქმედებისთვის გამოყოფილი ფული, ხოლო ა–--- ბ-----მა ფულის სანაცვლოდ გადასცა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ სამი მუქი ფერის ერთი წითელი ტაბლეტი. ამის შემდეგ ა–--- ბ-----ი მიყვანა სუპერმარკეტ გუდვილთან, ხოლო თვითონ დაელოდა პოლიციის მუშაკებს, რომლებმაც მისგან ამოიღეს ა–--- ბ-----ის მიერ გადაცემული ნარკოტიკული საშუალება. მეორე დღეს 26 ოქტომბერს ა–--- ბ-----ი ისევ დაუკავშირდა შ----- კ------ს და შესთავაზა კიდევ ფულის სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალების ყიდვა კერძოდ ექვსი აბი 450 ლარად, რაზედაც შ----- კ------ დათანხმდა. ა–--- ბ-----ის შესახებ ისევ აცნობა გამომძიებელს. იგი აღიჭურვა ვიდეო კამერით, გამომძიებელმა ასევე გადასცა 500 ლარი და შეთანხმებისამებრ ისევ შეხვდა სასტუმრო ადმირალთან სადაც ა–--- ბ-----მა გადასცა 6 ტაბლეტი ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მან სანაცვლოდ ა–--- ბ-----ს გადასცა ხსენებული 500 ლარი, საიდანაც ა–--- ბ-----მა აუკან დაუბრუნა 50 ლარი.
მოწმე ლ----- ვ----–--ლის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ცხოვრობს ბათუმში და მუშაობს შს სამინისტროს სტრუქტურაში. 2018 წლის ოქტომბერში მუშაობდა შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში უბნის ინსპექტორ გამომძიებლის განყოფილებაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 2018 წლის 22 ოქტომბერს დაუკავშირდა ბათუმში მცხოვრები ნაცნობი შ----- კ------ და აუწყა, რომ ირანის რეპუბლიკის მოქალაქე ა–--- ბაითმა შესთავა ნარკოტიკული საშულების შეძენა. შ----- კ------მ დაუსახელა როგორც ნარკოტიკული საშუალების შესაძენი საჭირო ნახის რაოდენობაც. შოტა კ------ს მეშვეობით სოციალური ქსელში ნახა ა–--- ბ-----ის სურათი და მიღებული სრული ინფორმაცია მოახსენა ხელმძღვანელობას. ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და იგი დაიკითხა გამომძიებლის მიერ.
მოწმის სახით დაკითხულ თ----- ო-------–--ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2018 წლის ბათუმში მ--–-–--ლის ქუჩა N 1-- -ში ბინა 47-ში მის შვილის კუთვნილი ბინა სექტემბერში მიაქირავა ა–--- ბ-----ს და მის მეუღლეს. ბინი ქირა ა–--- ბ-----მა წინასწარ გადაუხადა 400 ლარი. 2018 წლის 26 ოქტომბერს დაუკავშირდნენ მას პოლიციელები და სთხოვეს ბინის კარის გაღება. იგი შეყვა პოლიციელებს, რომლებმაც ბინაში ჩაატარეს ჩხრეკა. ჩხრეკას დაესწრო. ჩხრეკისას ლოგინში და ტელევიზორთან ნახეს პოლიციელებმა ნარკოტიკული საშუალება, ასევე ნახეს ფული. მომხდარის გამო მან აღარ ისურვა მიექირავებინა ბინა ისევ ა–--- ბ-----ისთვის და მის მეუღლისათვის, ამიტომ ფული ა–--- ბ-----ის მეუღლეს უკან დაუბრუნა და მოსთხოვა გაეთავისუფლებინა ბინა.
2018 წლის 26 ოქტომბრის ჩატარებული ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმში მ--–-–--ლის ქუჩა N 1-----------ში მესაკუთრე თ----- ო-------–--ის თანხმობითა და მონაწილეობით გამომძიებელ ა. რ--------ის მიერ ჩატარდა ჩხრეკა. ჩხრეკაში მონაწილეობდნენ ექსპერტები მ-------------------------------–-–---–----------------------------------–--------------------------------–--ე. ჩხრეკისას ბინაში მდგომ დივანზე გადაფარებულ ჭრელი საფარის ქვეშ ნანახი იქნა მოწითალო პლასტმასის ოვალური ყუთი, რომელშიც აღმოჩნდა 6 ოვალური მწვანე ტაბლეტი, 16 ოთხკუთხედი დომინოს ფორმის მოწითალო მოვარდისფრო ტაბლეტი, 30 მრგვალი ტაბლეტი, 38 მრგვალი ტაბლეტი. საძინებელ ოთახში კარადაში ნანახი იქნა 1000 აშშ დოლარი და 100 ლარი, რომლის ნომერის F35924472 და F 35895087 ხოლო ტელევიზორის გვერდით ნანახი იქნა 10 ტაბლეტის ბუდე, რომელშიც არის 5 ტაბლეტი. მასზე იკითხება წარწერა „CEFIXIME400”. ტელევიზორზე ნანახი იქნა ირანის მოქალაქეების ა–--- ბ-----ის და ა-----------–-----ს პასპორტები. ყველა ამოღებული ნივთები დაილუქა. მოხდა მის ფოტო გადაღება.
ბინის ჩხრეკის მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობა იღებდნენ ჩხრეკაში. ა. რ--------ემ, ექსპერტებმა მ--------------------------------–-–---–-----------------------------------–-------------------------------------–-----
N 371/ს.ქ სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ კვლევისათვის ექსპერტიზაზე გადაგზავნილი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ აბებზე ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა თექვსმეტი (16) ცალი იასამნისფერი, მართკუთხა ფორმის ტაბლეტები, ერთ მხარეს ფიგურული ლოგოთი (დომინოს ციფრების გამოსახულებით) საერთო საშუალო წონით - 6,72 გრამი. (თითოეული საშუალო წონით 0,42 გრამი) წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) საერთო ოდენობით შეადგენს - 2,404 გრამს.
ექვსი (6) ცალი მომწვანო ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტი, ერთ მხარეს ფიგურული ლოგოთი (ავტომობილ „აუდის“ ლოგოს გამოსახულებით) საერთო საშუალო წონით - 2,7 გრამი. (თითოეული საშუალო წონით -0,45 გრამი) წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინის შემცვლელ ტაბლეტებს, რომელშიც ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინის საერთო ოდენობით შეადგენს 0,25 გრამს.
ოცდათვრამეტი(38)ცალი თეთრი ფერის, წრიული ფორმის ტაბლეტი, ერთ მხარეს ამოტვიფრული ლოგოთი „B2” საერთო საშუალო წონით, -3,8 გრამი. თითოეული საშუალო წონით - 0,1 გრამი) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს, საერთო წონით - 0,076 გრამს.
ოცდაათი (30) ცალი თეთრი ფერის, წრიული ფორმის ტაბლეტი, საერთო საშუალო წონით 10,8 გრამი. (თითოეული საშუალო წონით - 0,36 გრამი) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ტრამადოლს, საერთო წონით - 4,5 გრამს.
ხუთი (5) ცალი თეთრი ფერის, წრიული ფორმის ტაბლეტი, საერთო საშუალო წონით 4,65 გრამი. (თითოეული საშუალო წონით - 0,93 გრამი) არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს.
სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის N 371/ს.ქ დასკვნა, ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ--------------მ.
დიდი ოდენობა.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში იგულისხმება, რომ პირმა იგი შეიძინა და შეინახა ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.
უკანონო შეძენა ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით. (მაგ: ყიდვა, სესხის სანაცვლოდ მიღება ,საჩუქრად მიღება, პოვნა, )
უნანონო შენახვა ნიშნავს, ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას, შენახვას ბინაში, მანქანაში, ჯიბეში და ა. შ)
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში პირის ბრალდებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, როგორც ნივთიერების წონა, ასევე ფლობა პირის მიერ.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ა–--- ბ-----ს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინის შენახვის. იმავდროულად დადგინდა ა–--- ბ-----ის მხრიდან მისი ფლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა–--- ბ-----ი უკანონოდ ინახავდა შეძენილ ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინს.
” ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
” ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ ” საქართველოს კანონში ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება დანართი 2, გრაფა 166-ში შეტანილია „ტრამადოლი“ რომლის მიხედვით ა–--- ბ-----ის ბინის ჩხრეკსას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება წონით 4,5 გრამი წარმოადგენს იმ ოდენობას, რომელიც საკმარისია ქმედების ინკრიმინირებისათვის.
დიდი ოდენობით
” ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
” ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ ” საქართველოს კანონში ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება დანართი 2, გრაფა 109-ში შეტანილია მეტამფეტამინი, რომლის გათვალისწინებით ა–--- ბ-----ის ბინის ჩხრეკსას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება წონით საერთო ოდენობით 0,25 გრამი წარმოადგენს დიდ ოდენობას.
განსაკუთრებით დიდი ოდენობა
” ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
” ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ ” საქართველოს კანონში ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება დანართი 2, გრაფა 93-ში შეტანილია მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს), რომლის გათვალისწინებით ა–--- ბ-----ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება 2,404 გრამ წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა განმარტა, რომ მას არავითარი ნარკოტიკული საშუალება არ გადაუცია შ----- კ------სათვის. მან კ------ს სთხოვა სამკურნალო წამლები და შემდეგ სწორედ ეს წამლები დაუბრუნა უკან. სასამართლო ვერ დარწმუნდა ბრალდებულის ჩვენებებში მოყვანილ გარემოებების სინამდვილეში, ვერც ბრალდებულისგან და ვერც დაცვის მხარისგან ვერ მოისმინა სასამართლომ თუნდაც იმ ფაქტის ახსნა თუ, რატომ მიუთითა მოწმემ მასზე, როგორც წინასწარი გამოძიებისას ისე სასამართლო პროცესზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შ----- კ------ს ა–--- ბ-----თან ცუდი ურთიერთობა არ ქონდა. არც საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ სხვა პირებს დანაშაულის ჩადენამდე არანაირი კავშირი ბრალდებულთან არ გააჩნდათ და არცერთ მოწმეს რაიმე პირადი ინტერესი არ ამოძრავებდა.
აქედან გამომდინარე სასამართლოს არ აქვს მოწმეებს შემხვედრ ჩვენებში ეჭვის შეტანის საფუძველი, სასამართლოში არ გამოკვეთილა მოწმეთა მხრიდან ბრალდებულთან მიმართებაში მანამდე, რაიმე სახის მოტივი, რომელიც მიანიშნებდა სასამართლოში მოწმეთა ჩვენებების მიკერძოებაზე და აფიქრებინებდა, რომ ისინი შეგნებულად იგონებენ რაიმეს. ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და სხვა მტკიცებულებებთან. გარდა ამისა ჩვენებები არის დამაჯერებელი, გულწრფელი და თანამიმდევრული.
სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს დაცვი მხარის შუამდგომლობას, რადგან თვლის რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
ამრიგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ა–--- ბ-----მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა, შეძენა-შენახვა ჩადენილი დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ ა “ ქ/პუნქტით და მე-6 ნაწილის ” ა ” ქვეპუნქტით,პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ა–--- ბ-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.
ა–--- ბ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა, ნარკოტიკული საშუალების სხვადსხვა ტიპის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ა–--- ბ-----ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ფარგლებში, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ელენა მოისევს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
ბრალდებული ა–--- ბ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 09 (ცხრა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
ბრალდებული ა–--- ბ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი)გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 09 (ცხრა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
ბრალდებული ა–--- ბ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1 ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ა–--- ბ-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ა–--- ბ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 ოქტომბრიდან.
ა–--- ბ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 03 ივლისის კანონის საფუძველზე ა–--- ბ-----ს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ნივთმტკიცება ნარკოტიკული საშუალებები განადგურდეს, ვიდეო და ფოტომასალა შენახული იქნეს საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი