გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.07.2019
საქმის ნომერი
330210018002548640
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/21547-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 ივლისი, 2019 წელი თ---–--ი

შესავალი ნაწილი

თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

მოსარჩელეები - ე-–------ ტ----–--ე, ი-----ი მ------–-–---–ი

წარმომადგენელი - ნ---- გ------–--ე

მოპასუხე - შ-- „მ---- კ--------ი“

წარმომადგენელი - ხ------ა მ----–--ე

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულებულად აღიარება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ე-–------ ტ----–--ის მიერ გადახდილი თანხა 2221,40 ლარი ჩაითვალოს მოპასუხის მიმართ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებაში, შესასრულებელ ვალდებულებად განისაზღვროს თანხის ოდენობა 5532.16 ლარი;

 

1.2. ი----- მ------–-–---–ის მიერ გადახდილი თანხა 14609.14 აშშ დოლარი ჩაითვალოს მოპასუხის მიმართ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებაში; შესასრულებელ ვალდებულებად განისაზღვროს სესხის ძირი თანხის ოდენობა 13500 აშშ დოლარი (საკომისიოს 350 აშშ დოლარის გამოკლებით).

 

სარჩელში განმარტებულია, რომ ე-–------ ტ----–--ესა და შ-- „მ---- კ--------ს“ შორის 2--- წლის 10 დ--------ს გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №------ ხელშეკრულება, რომლის თანახმად კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 17 500 აშშ დოლარით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 26%-ით. აღნიშნული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, ი----- მ------–-–---–სა და შ-- „მ---- კ--------ს“ შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად იპოთეკით დაიტვირთა ი----- მ------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, თ---–--ი, ნ----–-----ი, რ-------ის ქ---ის მ--- შესახვევი, №-, საკადასტრო კოდი 0---------------.

 

2--- წლის 16 ივნისს შ-- „მ---- კ--------სა“ და ე-–------ ტ----–--ეს (მ--------–ს) შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №--------, რომლის თანახმად 2--- წლის 10 დეკემბრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №------ გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, გაიცა კრედიტი 7000 ლარი, სესხის დაფარვის თარიღი - 18.06.2---, წლიური საპროცენტი სარგებელი - 24%.

 

2--- წლის 11 დ--------ს შ-- „მ---- კ--------სა“ და ი----- მ------–-–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №--------, რომლის თანახმად კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 17 500 აშშ დოლარით, სესხის დაფარვის თარიღი - 1--------- (ვადა 12 თვე), წლიური საპროცენტი სარგებელი - 26%. 2016 წლის 28 დ--------ს შ-- „მ---- კ--------სა“ და ი----- მ------–-–---–ს შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლის თანახმად №-------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეებმა კრედიტის ნარჩენი თანხის მოცულობა განსაზღვრეს 17 497, 78 აშშ დოლარით, დაფარვის თარიღი - 0-.01.2--- წელი, საშეღავათო პერიოდი 11 თვე. 2--- წლის 16 ივნისს შ-- „მ---- კ--------სა“ და ი----- მ------–-–---–ს შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლის თანახმად №-------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეებმა კრედიტის ნარჩენი თანხის მოცულობა განსაზღვრეს 17 496,53 აშშ დოლარით, დაფარვის თარიღი - 18.06.2--- წელი, საშეღავათო პერიოდი 11 თვე ძირითად სესხზე, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 29,33 %.

 

2--- წლის 16 ივლისს გაცემული ცნობიდან (დავალიანების შესახებ) ირკვევა, რომ ე-–------ ტ----–--ის დავალიანება მოპასუხის წინაშე შეადგენს 7753.56 ლარს, ხოლო ი-----ი მ------–-–---–ის სახელზე გაცემული ცნობიდან (დავალიანების შესახებ) ირკვევა, რომ მსესხებლის დავალიანება შეადგენს 21895.06 აშშ დოლარს, რაც მოსარჩელე მხარის განმარტებით, არ შეესაბამება ხელშეკრულებითა და კანონით დადგენილ პირობებს.

 

ე-–------ ტ----–--ეს მიერ გადახდილი თანხა 2221,40 ლარი უნდა ჩაითვალოს მოპასუხის მიმართ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებაში, შესასრულებელ ვალდებულებად განისაზღვროს თანხის ოდენობა 5532.16 ლარი; ი----- მ------–-–---–ის მიერ გადახდილი თანხა 14609. 14 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს მოპასუხის მიმართ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებაში; შესასრულებელ ვალდებულებად უნდა განისაზღვროს სესხის ძირი თანხის ოდენობა 13500 აშშ (საკომისიოს 350 აშშ დოლარის გამოკლებით).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

სალაროს შემოსავლის ორდერებში გაკეთებულ ჩანაწერებთან ("პროცენტის და ძირის დაფარვა") დაკავშირებით მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ჩანაწერები გაკეთებულია დანიშნულებაში, რასაც უთითებს ოპერატორი კ-–-----ის განმარტების მიხედვით, შესაბამისად, ეს ჩანაწერი არ შეიძლება მოიაზრებოდეს, როგორც მტკიცებულება იმასთან მიმართებაში, ვითომდა მოსარჩელეებს დაფარული აქვთ, როგორც პროცენტი ასევე სესხის ძირი. ვინაიდან, როგორც სესხის დაფარვის გრაფიკით, ასევე სესხის ამონაწერით აშკარად ჩანს, რომ მოსარჩელეების მიერ გადახდილი თანხები არის პროცენტი და პერიოდულად დარიცხული ჯარიმები.

 

მოსარჩელეების მიერ გადახდილი თანხები წარმოადგენს ამავე ხელშეკრულებებით დადგენილ პროცენტს, რისი გადახდის ვალდებულებაც ჰქონდათ მსესხებლებს. შესაბამისად აღნიშნული თანხებით ვერ დაიფარებოდა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2--- წლის 10 დ--------ს ე-–------ ტ----–--ეს (კ-–-----ი) და შ-- „მ---- კ--------ს“ შორის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №------ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ, რაც გულისხმობდა ხელშეკრულებაში მითითებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების წესის განსაზღვრას. შ-- „მ---- კ--------ი“ უფლებამოსილი იყო განეხილა კ-–-----ის განცხადება საკრედიტო პროდუქტებზე და გადაწყვეტილება მიეღო თავისი შეხედულებისამებრ.

 

მხარეებმა შეათანხმეს ხელშეკრულების ძირითადი პირობები: საკრედიტო რესურსების მაქსიმალურ თანხას წარმოადგენდა 17 500 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადა - 10 წელი, წლიური სარგებლის მაქსიმალური ოდენობა - 36%, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - არ უნდა აღემატებოდეს სესხის ძირი თანხის 1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №------ ხელშეკრულება (ს.ფ. 223-227).

 

3.1.2. 2--- წლის 10 დ--------ს თ----- ტ----–--ესა (მესაკუთრე) და შ-- „მ---- კ--------ს“ შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №1-------, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა თ----- ტ----–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თ---–--ი, წ-----------–---–ის ქ---ა №--, სართული 2, საკადასტრო კოდი: 0----------------------.

 

იპოთეკით უზრუნველყოფილი იქნა 2--- წლის 10 დ--------ს შ-- „მ---- კ--------სა“ და ე-–------ ტ----–--ეს (მ--------–ი) შორის ხელმოწერილი საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №------ ხელშეკრულება და მის საფუძველზე დადებული სხვა დამატებითი ხელშეკრულებები (და სხვა დაკავშირებული დოკუმენტები).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

იპოთეკის ხელშეკრულება №1------- (ს.ფ. 217-222).

 

3.1.3. 2--- წლის 10 დ--------ს ი----- მ------–-–---–სა (მესაკუთრე) და შ-- „მ---- კ--------ს“ შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №-------2, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ი----- მ------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თ---–--ი, რ-------ის ქ---ა, მ--- შესახვევი №-, ფართი 1----- კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0---------------.

 

იპოთეკით უზრუნველყოფილი იქნა 2--- წლის 10 დ--------ს შ-- „მ---- კ--------სა“ და ე-–------ ტ----–--ეს (მ--------–ი) შორის ხელმოწერილი საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №------ ხელშეკრულება და მის საფუძველზე დადებული სახვა დამატებითი ხელშეკრულებები (და სხვა დაკავშირებული დოკუმენტები).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

იპოთეკის ხელშეკრულება №-------2 (ს.ფ. 210-215).

 

3.1.4. 2--- წლის 11 დ--------ს შ-- „მ---- კ--------სა“ და ე-–------ ტ----–--ეს (მ--------–ს) შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №-------2, რომლის თანახმად კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 17 500 აშშ დოლარით, სესხის დაფარვის თარიღი - 1--------- (ვადა 12 თვე), წლიური საპროცენტი სარგებელი - 26%, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - კრედიტის მოცულობის 0,075% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

აღნიშნული სესხი მოსარჩელის მიერ სრულად იქნა დაფარული 2016 წლის 26 ოქტომბერს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

საკრედიტო ხელშეკრულება №-------2 (ს.ფ. 228-232).

მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 149-157).

 

3.1.5. 2016 წლის 27 დ--------ს შ-- „მ---- კ--------სა“ და ე-–------ ტ----–--ეს (მ--------–ს) შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №-------3, რომლის თანახმად 2--- წლის 10 დეკემბრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №------ გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, გაიცა კრედიტი 710 აშშ დოლარი, სესხის დაფარვის თარიღი - 27.12.2--- (12 თვე), წლიური საპროცენტი სარგებელი - 26%, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - კრედიტის მოცულობის 0,075% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საშეღავათო პერიოდი 11 თვე ძირითად სესხზე.

 

მხარეებმა შეათანხმეს სესხის დაფარვის გრაფიკი, რაც გულისხმობდ ყოველთვიურად მხოლოდ საპროცენტო სარგებლის გადახდას, ხოლო სესხის ძირი თანხა 710 აშშ დოლარი დაიფარებოდა 2--- წლის 27 დ--------ს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

საკრედიტო ხელშეკრულება №-------3 (ს.ფ. 233-236).

 

3.1.6. 2--- წლის 16 ივნისს შ-- „მ---- კ--------სა“ და ე-–------ ტ----–--ეს (მ--------–ს) შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №--------, რომლის თანახმად 2--- წლის 10 დეკემბრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №------ გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, გაიცა კრედიტი 7000 ლარი, სესხის დაფარვის თარიღი - 18.06.2---, წლიური საპროცენტი სარგებელი - 24%, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - სესხის ძირითადი თანხის 0,075% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სესხის გადახდის გრაფიკით გადასახდელი ძირითადი თანხის დავალიანებაზე და სესხის გადახდის გრაფიკით გადასახდელი პროცენტის დავალიანებაზე.

 

მხარეებმა შეათანხმეს სესხის დაფარვის გრაფიკი, რაც გულისხმობდ ყოველთვიურად მხოლოდ საპროცენტო სარგებლის გადახდას, ხოლო სესხის ძირი თანხა 7000 ლარი, დაიფარებოდა 2--- წლის 18 ივნისს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

საკრედიტო ხელშეკრულება №-------- (ს.ფ. 237-247).

 

3.1.7. 2--- წლის 0- ა------ოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------) თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, საკრედიტო ხელშეკრულების №---------ის საფუძველზე, განისაზღვრა მთლიანი დავალიანებით 7 942,56 ლარით, საიდანაც გადაუხდელი ძირითადი თანხაა - 6997,17 ლარი, გადაუხდელი დარიცხული პროცენტი - 289,14 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო - 656,25 ლარი. სანოტარო ხარჯი - 124,36 ლარი.

 

შესასრულებელი ვალდებულების სახედ განისაზღვრა იპოთეკის საგნის რეალიზაცია 1------- და №-------2 იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე; კრედიტორია შ-- „მ---- კ--------ი“, მოვალე - ე-–------ ტ----–--ე, მესაკუთრე - ი----- მ------–-–---–ი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

2--- წლის 0- ა------ოს სააღსრულებო ფურცელი მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------) (ს.ფ. 205-208).

 

3.1.8. 2--- წლის 10 დ--------ს ი----- მ------–-–---–ს (კ-–-----ი) და შ-- „მ---- კ--------ს“ შორის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №------ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ, რაც გულისხმობდა ხელშეკრულებაში მითითებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების წესის განსაზღვრას. შ-- „მ---- კ--------ი“ უფლებამოსილი იყო განეხილა კ-–-----ის განცხადება საკრედიტო პროდუქტებზე და გადაწყვეტილება მიეღო თავისი შეხედულებისამებრ.

 

მხარეებმა შეათანხმეს ხელშეკრულების ძირითადი პირობები: საკრედიტო რესურსების მაქსიმალურ თანხას წარმოადგენდა 17 500 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადა - 10 წელი, წლიური სარგებლის მაქსიმალური ოდენობა - 36%, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - არ უნდა აღემატებოდეს სესხის ძირი თანხის 1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №------ ხელშეკრულება (ს.ფ. 187-191).

 

3.1.9. 2--- წლის 10 დ--------ს თ----- ტ----–--ესა (მესაკუთრე) და შ-- „მ---- კ--------ს“ შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №1-------, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა თ----- ტ----–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თ---–--ი, წ-----------–---–ის ქ---ა №--, სართული 2, ფართი 4---- კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0----------------------.

 

იპოთეკით უზრუნველყოფილი იქნა 2--- წლის 10 დ--------ს შ-- „მ---- კ--------სა“ და ი----- მ------–-–---–ს (მ--------–ი) შორის ხელმოწერილი საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №------ ხელშეკრულება და მის საფუძველზე დადებული სახვა დამატებითი ხელშეკრულებები (და სხვა დაკავშირებული დოკუმენტები).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

იპოთეკის ხელშეკრულება №1------- (ს.ფ. 168-174).

 

3.1.10. 2--- წლის 10 დ--------ს ი----- მ------–-–---–სა (მესაკუთრე) და შ-- „მ---- კ--------ს“ შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №--------, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ი----- მ------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თ---–--ი, რ-------ის ქ---ა, მ--- შესახვევი №-, ფართი 1----- კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0---------------.

 

იპოთეკით უზრუნველყოფილი იქნა 2--- წლის 10 დ--------ს შ-- „მ---- კ--------სა“ და ი----- მ------–-–---–ს (მ--------–ი) შორის ხელმოწერილი საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №------ ხელშეკრულება და მის საფუძველზე დადებული სახვა დამატებითი ხელშეკრულებები (და სხვა დაკავშირებული დოკუმენტები).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

იპოთეკის ხელშეკრულება №-------- (ს.ფ. 175-181).

 

3.1.11. 2--- წლის 11 დ--------ს შ-- „მ---- კ--------სა“ და ი----- მ------–-–---–ს (მ--------–ს) შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №--------, რომლის თანახმად კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 17 500 აშშ დოლარით, სესხის დაფარვის თარიღი - 1--------- (ვადა 12 თვე), წლიური საპროცენტი სარგებელი - 26%, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - კრედიტის მოცულობის 0,075% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

საკრედიტო ხელშეკრულება №-------- (ს.ფ. 182-186).

 

3.1.12. 2016 წლის 28 დ--------ს შ-- „მ---- კ--------სა“ და ი----- მ------–-–---–ს შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლის თანახმად №-------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეებმა კრედიტის ნარჩენი თანხის მოცულობა განსაზღვრეს 17 497, 78 აშშ დოლარით, დაფარვის თარიღი - 0-.01.2--- წელი, საშეღავათო პერიოდი 11 თვე.

 

მხარეებმა შეათანხმეს სესხის დაფარვის გრაფიკი, რაც გულისხმობდ ყოველთვიურად მხოლოდ საპროცენტო სარგებლის გადახდას, ხოლო სესხის ძირი თანხა 17 497, 78 აშშ დაიფარებოდა 2--- წლის 0- იანვარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

საკრედიტო ხელშეკრულება №---------ის დანართი შეთანხმება სესხის რესტრუქტურიზაციის შესახებ (ს.ფ. 196-197).

 

3.1.13. 2--- წლის 16 ივნისს შ-- „მ---- კ--------სა“ და ი----- მ------–-–---–ს შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლის თანახმად №-------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეებმა კრედიტის ნარჩენი თანხის მოცულობა განსაზღვრეს 17 496,53 აშშ დოლარით, დაფარვის თარიღი - 18.06.2--- წელი, საშეღავათო პერიოდი 11 თვე ძირითად სესხზე, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 29,33 %.

 

მხარეებმა შეათანხმეს სესხის დაფარვის გრაფიკი, რაც გულისხმობდ ყოველთვიურად მხოლოდ საპროცენტო სარგებლის გადახდას, ხოლო სესხის ძირი თანხა 17 496,53 აშშ დაიფარებოდა 2--- წლის 18 ივნისს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

საკრედიტო ხელშეკრულება №---------ის დანართი შეთანხმება სესხის რესტრუქტურიზაციის შესახებ (ს.ფ. 192-195).

 

3.1.14. 2--- წლის 0- ა------ოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------) თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, საკრედიტო ხელშეკრულების №---------ისა და მის საფუძველზე დადებული სესხის რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, განისაზღვრა მთლიანი დავალიანებით 22 367,56 აშშ დოლარით, საიდანაც გადაუხდელი ძირითადი თანხაა - 17 494,83 აშშ დოლარი, გადაუხდელი დარიცხული პროცენტი - 1 171,43 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო - 3701,30 აშშ დოლარი. სანოტარო ხარჯი - 124,36 ლარი.

 

შესასრულებელი ვალდებულების სახედ განისაზღვრა იპოთეკის საგნის რეალიზაცია 1------- და №-------- იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე; კრედიტორია შ-- „მ---- კ--------ი“, მოვალე/მესაკუთრე - ი----- მ------–-–---–ი, ასევე მესაკუთრე - თ----- ტ----–--ე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2--- წლის 0- ა------ოს სააღსრულებო ფურცელი მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------) (ს.ფ. 200-20-).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არ დგინდება მსესხებლების ე-–------ ტ----–--ისა და ი----- მ------–-–---–ის მიერ სესხის ძირი თანხების სახით 2221.40 ლარისა და 14609.14 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს მათ მიერ გადახდილი თანხები ჩაითვალოს სესხის ძირი თანხის გადახდის ვალდებულების შესრულებაში და შემცირდეს სესხის ძირი თანხის დავალიანების მოცულობა ე-–------ ტ----–--ესთან მიმართებაში 2221.40 ლარით და ი----- მ------–-–---–თან მიმართებაში - 14609.14 აშშ დოლარით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ გარემოებები - რომელზედაც იგი ამყარებს თვის შესაგებელს. შესაბამისად, პროცესუალურად (სსსკ-ის 102-ე მუხლი), ზოგადი წესის მიხედვით, ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ. მატერიალურ - სამართლებრივი ნორმა კი, მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრავს რომელმა მხარემ რომელი ფაქტები უნდა დაამტკიცოს. ამგვარი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლია.

 

ფულადი თანხის გადახდის ფაქტის მტკიცება ეკისრება მოვალეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის მტკიცების ტვირთს მოვალეს აკისრებს შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენით. მოსარჩელე მხარეს კი ამგვარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების გარემოებას, სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეებმა ვერ უზრუნველყვეს მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ დაადასტურეს სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით, რომ მათ მიერ დაფარულია ძირი დავალიანება.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ 2--- წლის 16 ივნისს შ-- „მ---- კ--------სა“ და ე-–------ ტ----–--ეს (მ--------–ს) შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №--------, რომლის თანახმად 2--- წლის 10 დეკემბრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №------ გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, გაიცა კრედიტი 7000 ლარი, სესხის დაფარვის თარიღი - 18.06.2---, წლიური საპროცენტი სარგებელი - 24%, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - სესხის ძირითადი თანხის 0,075% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სესხის გადახდის გრაფიკით გადასახდელი ძირითადი თანხის დავალიანებაზე და სესხის გადახდის გრაფიკით გადასახდელი პროცენტის დავალიანებაზე. აღნიშნული ხელშეკრულებით მხარეებმა შეათანხმეს სესხის დაფარვის გრაფიკი, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად მხოლოდ საპროცენტო სარგებლის გადახდას, რაც ჯამში შეადგენდა 1689.19 ლარს, ხოლო სესხის ძირი თანხა 7000 ლარი, დაიფარებოდა 2--- წლის 18 ივნისს (იხ. სესხის დაფარვის გრაფიკი ს.ფ. 247).

 

ამასთან, 2--- წლის 16 ივნისის ხელშეკრულების 6.6. პუნქტის თანახმად - ,,სესხის დაფარვის გრაფიკი ყველა შემთხვევაში და ცალსახად წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს ამ ხელშეკრულებასთან ერთად მსესხებლის მიერ ვალდებულებათა სრულად შესრულებამდე‘’.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სესხის ამონაწერით (იხ. ს.ფ. 251), რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, დგინდება, რომ ე-–------ ტ----–--ის მიერ სესხის ძირი თანხის სახით გადახდილია 2.83 ლარი, პროცენტის სახით -1399.57 ლარი, ჯარიმის სახით 819 ლარი, რის შედეგადაც დარჩენილი ძირი დავალიანება შეადგენს 6997.17 ლარს, ხოლო გადაუხდელი პროცენტის ოდენობა შეადგენს - 289.62 ლარს (1689.19 - 1399.57).

 

2--- წლის 0- ა------ოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------) თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, საკრედიტო ხელშეკრულების №---------ის საფუძველზე, განისაზღვრა მთლიანი დავალიანებით 7 942,56 ლარით, საიდანაც გადაუხდელი ძირითადი თანხაა - 6997,17 ლარი, გადაუხდელი დარიცხული პროცენტი - 289,14 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო - 656,25 ლარი. სანოტარო ხარჯი - 124,36 ლარი.

 

შესაბამისად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეფასების შედეგად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას მასზედ, რომ მის მიერ გადახდილია სესხის ძირი თანხა და სააღსრულებო ვალდებულება არასწორადაა განსაზღვრული. სასამართლო მიიჩნევს, რომ სააღსრულებო წარმოებისას კრედიტორის მიერ დაფიქსირებული მოთხოვნა ძირის ნაწილში 6997.17 ლარი, შესაბამისია იმ ძირი დავალიანების მოცულობასთან, რაც მოვალეს (მოსარჩელეს) გააჩნია კრედიტორის (მოპასუხის) მიმართ. ის ფაქტი, რომ მ--------–ი ყოველთვიურად იხდიდა მხოლოდ დარიცხულ სარგებელს, შეესაბამება მხარეთა შეთანხმებას და გავლენას ვერ მოახდენს ძირითადი დავალიანების ოდენობაზე.

 

რაც შეეხება მოსარჩელე ი----- მ------–-–---–ის მოთხოვნას, სასამართლო მიუთითებს, რომ 2--- წლის 16 ივნისს შ-- „მ---- კ--------სა“ და ი----- მ------–-–---–ს შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლის თანახმად №-------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეებმა კრედიტის ნარჩენი თანხის მოცულობა განსაზღვრეს 17 496,53 აშშ დოლარით, დაფარვის თარიღი - 18.06.2--- წელი, საშეღავათო პერიოდი 11 თვე ძირითად სესხზე, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 29,33 %.

 

მხარეებმა შეათანხმეს სესხის დაფარვის გრაფიკი, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად მხოლოდ საპროცენტო სარგებლის გადახდას, რაც საერთო ჯამში შეადგენდა - 4574.0- აშშ დოლარს, ხოლო სესხის ძირი თანხა 17 496,53 აშშ დაიფარებოდა 2--- წლის 18 ივნისს (იხ. ს.ფ. 194-195).

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სესხის ამონაწერით (იხ. ს.ფ. 249), რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, დგინდება, რომ ი----- მ------–-–---–ის მიერ სესხის ძირი თანხის სახით გადახდილია 5.17 აშშ დოლარი, პროცენტის სახით 2--- წლის ივნისის შემდგომ - 3401.37 აშშ დოლარი, რის შედეგადაც დარჩენილი ძირი დავალიანება შეადგენს 17494.83 აშშ დოლარს, ხოლო გადაუხდელი პროცენტის ოდენობა შეადგენს - 1172.66 აშშ დოლარს (4574.0- - 3401.37).

 

2--- წლის 0- ა------ოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------) თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, საკრედიტო ხელშეკრულების №---------ისა და მის საფუძველზე დადებული სესხის რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, განისაზღვრა მთლიანი დავალიანებით 22 367,56 აშშ დოლარით, საიდანაც გადაუხდელი ძირითადი თანხაა - 17 494,83 აშშ დოლარი, გადაუხდელი დარიცხული პროცენტი - 1 171,43 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო - 3701,30 აშშ დოლარი. სანოტარო ხარჯი - 124,36 ლარი.

 

შესაბამისად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეფასების შედეგად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას მასზედ, რომ მის მიერ გადახდილია სესხის ძირი თანხა და სააღსრულებო ვალდებულება არასწორადაა განსაზღვრული. სასამართლო მიიჩნევს, რომ სააღსრულებო წარმოებისას კრედიტორის მიერ დაფიქსირებული მოთხოვნა ძირის ნაწილში 17494.83 აშშ დოლარსი, შესაბამისია იმ ძირი დავალიანების მოცულობასთან, რაც მოვალეს (მოსარჩელეს) გააჩნია კრედიტორის (მოპასუხის) მიმართ. ის ფაქტი, რომ მ--------–ი ყოველთვიურად იხდიდა მხოლოდ დარიცხულ სარგებელს, შეესაბამება მხარეთა შეთანხმებას და გავლენას ვერ მოახდენს ძირითადი დავალიანების ოდენობაზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველო სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 319-ე, 623-ე, 625-ე, მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის შესაბამისად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამ--------–ი საკუთრებაში გადასცემს მ--------–ს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მ--------–ი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე.

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე- 5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია.

 

დადგენილია, რომ 2--- წლის 0- ა------ოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------) თანახმად, ე-–------ ტ----–--ის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, საკრედიტო ხელშეკრულების №---------ის საფუძველზე, განისაზღვრა მთლიანი დავალიანებით 7 942,56 ლარით, საიდანაც გადაუხდელი ძირითადი თანხაა - 6997,17 ლარი, გადაუხდელი დარიცხული პროცენტი - 289,14 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო - 656,25 ლარი. სანოტარო ხარჯი - 124,36 ლარი.

 

ასევე დადგენილია, რომ 2--- წლის 0- ა------ოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------) თანახმად, ი----- მ------–-–---–ის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, საკრედიტო ხელშეკრულების №---------ისა და მის საფუძველზე დადებული სესხის რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, განისაზღვრა მთლიანი დავალიანებით 22 367,56 აშშ დოლარით, საიდანაც გადაუხდელი ძირითადი თანხაა - 17 494,83 აშშ დოლარი, გადაუხდელი დარიცხული პროცენტი - 1 171,43 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო - 3701,30 აშშ დოლარი. სანოტარო ხარჯი - 124,36 ლარი.

 

ამასთან, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობები სესხის ძირი დავალიანებისა და სარგებლის ნაწილში განსაზღვრულია სწორად, ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობა მოსარჩელეებს წინამდებარე სარჩელით სადავოდ არ გაუხდიათ (იხ. 3.2.1. პუნქტი).

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეებმა შეათანხმეს სესხის გადახდის გრაფიკი, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად მხოლოდ საპროცენტო სარგებლის გადახდას, ხოლო სესხის ძირი თანხა ორივე შემთხვევაში დაიფარებოდა 2--- წლის 18 ივნისს. აღნიშნული შეთანხმება შეესაბამება მხარეთა ნებას და არ წარმოადგენს ბათილ პირობას. როგორც საქმის მასალებით დადგინდა მსესხებლები იხდიდნენ სესხის სარგებელს მათი შეთანხმების შესაბამისად, რაც ვერ ჩაითვლება სესხის ძირი თანხის გადახდაში. ასევე, არ დგინდება სესხის ვადის ამოწურვის შემდგომ სარგებლის გადახდის ფაქტი, რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს შეემცირებინა სესხის ძირი თანხის დავალიანება. ასევე არ დგინდება სესხის სარგებლის ზედმეტად გადახდის ფაქტი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სარჩელი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვლება სახელწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე-–------ ტ----–--ისა და ი----- მ------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 17 ა------ოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე