გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #150210119003095365
საქმე N2/159-19
გადაწყვეტილება
(საქართველოს სახელით)
09 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: ანაიტ ოგანესიან
სხდომის მდივანი: ეთერ მაღრაძე
მოსარჩელე: სს „თ----------ი“;
წარმომადგენელი: რამაზ აიწურაძე;
მოპასუხეები: ჰ-----------------, ა--------------, ხ--------------------
წარმომადგენელი - ვ----–----–-----
დავის საგანი: თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
- მოპასუხეებს ჰ-----------------ს, ა--------------ს და ხ--------------------ს სს „თ------------ის“ სასარგებლოდ #2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების თანხიდან 8 500 (რვა ათას ხუთასი) ლარის გადახდა, საიდანაც: სესხის ძირი თანხაა - 5768,25 ლარი, დასაფარი პროცენტი - 1697,88 ლარი, ხოლო ჯარიმის სახით ბანკის მოთხოვნა შეადგენს - 1033,87 ლარი;
1.2. მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ 2016 წლის 29 ივლისს ს.ს. ,,თ------------სა” და ჰ----------------ს შორის დაიდო N0---.2------.0-- რომლითაც ბანკი და კლიენტი შეთანხმდნენ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების წესსა და პირობებზე.
2016 წლის 29 ივლისს სს ,,თ------------სა" და ჰ----------------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #2--------------, რომლის საფუძველზეც ბანკმა მსესხებელზე გასცა საბანკო კრედიტი 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი 33 თვის ვადით, წლიურად 25%-ის სარგებლის გადახდევინებით, კრედიტის მიზნობრიობას წარმომადგენდა ძირითადი საშუალებების ფინანსირება (მილების და წყლის ნასოსის შეძენა). აღნიშნული ხელშეკრულების 2.9-ე მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 10 ლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ხოლო 2.10-ე მუხლით განისაზღვრა, რომ ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა დავალიანების 1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2016 წლის 29 ივლისს სადაზღვევო კომპანია სს „თ------- დაზღვევის მიერ, დაზღვეულ იქნა მსესხებლის ჰ----------------ის სიცოცხლე, ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სადაზღვევო პრემია შეადგენდა სესხის ძირი თანხის წლიურ 1%-ს, რომლის გადახდის ვალდებულებაც ჰ-----------------ს ეკისრებოდა.
2016 წლის 29 ივლისს სს „თ------------სა“ და ა--------------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება #1------------, რომლითაც ა--------------მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა #2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჰ-----------------ის ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 19 500 ლარით.
2016 წლის 29 ივლისს სს „თ------- ბანკსა“ და ხ--------------------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება #1------------, რომლითაც ხ--------------------მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა #2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდნ გამომდინარე ჰ-----------------ის ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენოდა განისაზღვრა 19 500 ლარით.
მსესხებელმა თანხის გადახდის ვალდებულება არ შესარულა. ჰ----------------ს და თავდებ პირებს ხელშეკრულებით დადგენილი წესით გაეგზავნა შეტყობინებები, თუმცა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არ მომხდარა, 2018 წლის აგვისტოს შემდეგ მსესხებელს ფატობრივად არ შეუსრულებია თანხის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, ბანკისათვის სახელშეკრულებო ურთიერთობის შემდგომმა გაგრძელებამ აზრი დაკარგა და მხარე იძულები გახდა მიემართა სასამართლოსთვის როგორც საკრედიტო დავალიანების, ასევე საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით, აღნიშნული დავალიანება კი სარჩელის აღძვრის მომენტისათვის შეადგენს: #2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1-904,95 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5768, 25 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 1697,88 ლარს, ხოლო ჯარიმა შეადგენს 5438,82 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილი სარჩელი არ ცნეს და მიაჩნიათ, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს იგი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 29 ივლისს ს.ს. ,,თ------------სა” და ჰ----------------ს შორის დაიდო N0---.2------.0-- რომლითაც ბანკი და კლიენტი შეთანხმდნენ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების წესსა და პირობებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N0---.2------.0--;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. 2016 წლის 29 ივლისს სს ,,თ------------სა" და ჰ----------------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #2--------------, რომლის საფუძველზეც ბანკმა მსესხებელზე გასცა საბანკო კრედიტი 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი 33 თვის ვადით, წლიურად 25%-ის სარგებლის გადახდევინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #2--------------;
- კრედიტის გაცემისა და დაფარვის გრაფიკი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.3. 2016 წლის 29 ივლისს სადაზღვევო კომპანია სს „თ------- დაზღვევის მიერ, დაზღვეულ იქნა მსესხებლის ჰ----------------ის სიცოცხლე, ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სადაზღვევო პრემია შეადგენდა სესხის ძირი თანხის წლიურ 1%-ს, რომლის გადახდის ვალდებულებაც ჰ-----------------ს ეკისრებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაზღვევის პოლისი #2--------------;
3.1.4. 2016 წლის 29 ივლისს სს „თ------------სა“ და ა--------------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება #1------------, რომლითაც ა--------------მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა #2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჰ-----------------ის ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 19 500 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის ხელშეკრულება #1------------;
- მხარეთა ახსნა განმარტება.
3.1.5. 2016 წლის 29 ივლისს სს „თ-------“ ბანკსა და ხ--------------------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება #1------------, რომლითაც ხ--------------------მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა #2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდნ გამომდინარე ჰ-----------------ის ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენოდა განისაზღვრა 19 500 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის ხელშეკრულება #1------------;
3.1.6. იმის გამო, რომ მსესხებელმა თანხის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა. ჰ----------------ს და თავდებ პირებს ხელშეკრულებით დადგენილი წესით გაეგზავნა შეტყობინებები, თუმცა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არ მომხდარა, 2018 წლის აგვისტოს შემდეგ მსესხებელს ფატობრივად არ შეუსრულებია თანხის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, ბანკისათვის სახელშეკრულებო ურთიერთობის შემდგომმა გაგრძელებამ აზრი დაკარგა და მხარე იძულები გახდა მიემართა სასამართლოსთვის როგორც საკრედიტო დავალიანების, ასევე საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით, აღნიშნული დავალიანება კი სარჩელის აღძვრის მომენტისათვის შეადგენს: #2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1-904,95 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5768, 25 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 1697,88 ლარს, ხოლო ჯარიმა შეადგენს 5438,82 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადახდის ისტორია;
- შეტყობინებები და მათი ჩაბარების დასტურები;
- საბანკო პროგრამიდან ამოღებული ინფორმაცია დავალიანების შესახებ;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ----------ის” სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 463-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება - მოვალეობათა განსაზღვრა.
2016 წლის 29 ივლისს, სს ”თ----------სა” და ჰ----------------ს შორის, გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე ჰ----------------მა მიიღო სესხი 15000 ლარი, წლიური 25.00 % სარგებლის დარიცხვით და წარმოეშვა სესხის დაბრუნების ვალდებულება შეთანხმებული წესით. ამდენად, სს ,,თ----------ს” და მოპასუხეებს შორის, არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი, ხოლო მოპასუხეს წარმოეშვა შეთანხმებული წესით და ვადაში სესხის დაბრუნების ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
ჰ----------------მა ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც ბანკი უფლებამოსილია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა და თანხის დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს. ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება. სს ”თ----------ი” ითხოვს ზიანის ანაზღაურებას არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანისათვის, რაც გამოიხატა კრედიტის სახით გაცემული თანხის დაუბრუნებლობაში, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, ამასთან, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს.
დადგენილია, რომ მოპასუხის დავალიანება სს „თ----------ის“ მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 8500 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5768,25 ლარი, დასაფარი პროცენტი - 1697,88 ლარი, ჯარიმა 1033,87 ლარი.
მოპასუხე შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებით ფაქტობრივად ადასტურებს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს, თუმცა არ ეთანხმება დავალიანების თანხას. მოპასუხეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-105-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 867-868-ე, 361-ე მუხლებისა, არსებობს სესხის ძირი თანხის და სარგებლის დაკისრების საფუძველი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ მხარეებს სს ”თ----------სა” და ჰ-----------------ის შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო (ჯარიმა) უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას და იწვევდეს უსაფუძვლო გამდიდრებას, მით უფრო, რომ მოსარჩელე მოითხოვს ასევე საპროცენტო სარგებლის გადახდასაც.
წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ 2016 წლის 29 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს (ჯარიმას )ოდენობა არის მაღალი და უნდა განისაზღვროს 500 ლარით.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბანკის მიმართ ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილია ა--------------ის და ხ--------------------ის სოლიდარული თავდებობით. შესაბამისად მოპასუხეები წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს და უნდა დაეკისროთ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
6.4. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ე1” პუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსრულებულად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მოთხოვნა შეადგენს 8 500 ლარს, სარჩელი დაკმაყოფილდა 7966,1- ლარის ნაწილში, შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 238,98 ლარის გადახდა. ასევე სარჩელის უზრუნველყოფის საფასური 50 ლარის ოდენობით;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1- ივლისის განჩინებით სარჩელზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზ/აღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს "თ----------ი“-ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.მოპასუხეებს ჰ-----------------ს, ა--------------ს და ხ--------------------ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ #2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების თანხიდან 7966,1- (შვიდი ათას ცხრაას სამოცდაექვსი ლარის და ცამეტი თეთრის) ლარის გადახდა, საიდანაც: სესხის ძირი თანხაა - 5768,25 ლარი, დასაფარი პროცენტი - 1697,88 ლარი, ხოლო ჯარიმის სახით ბანკის მოთხოვნა შეადგენს - 500 ლარს;
3.სს „თ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 08 ივლისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი 238,98 ლარი (საგადახდო დავალება N1-). ასევე სარჩელის უზრუნველყოფის საფასური 50 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება #1-).
4.მოპასუხეებს ჰ-----------------ს, ა--------------ს და ხ--------------------ს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 238,98 ლარის გადახდა; ასევე დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.
5.მოსარჩელეს უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე;
6. ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანაიტ ოგანესიან