გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N200210018002655145
საქმე N2/913-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 ივნისი, 2019 წელი. თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ბერძენაშვილი
მოსარჩელე - ჯ-------------–---–ი
წარმომადგენელი - თ----------------–ი
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი- ნ-----–-----------ძე
დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. უმკვიდროდ იქნეს ცნობილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში მ--------–-–---–ის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე: თელავი, რ-------–-----ის (ც-------) ქუჩა №8-ში, ს/კ 53.20.42.3--, ¼ ნაწილი, საცხოვრებელი სადგომი (ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს პასპორტზე ოთახი №1 და 2)
1.2. გადაეცეს უსასყიდლოდ საკუთრებაში ჯ-------------–---–ს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში მ--------–-–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: თელავი, რ-------–-----ის (ც-------) ქუჩა №8-ში, ს/კ 53.20.42.3--, ¼ ნაწილი, საცხოვრებელი სადგომი (ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს პასპორტზე ოთახი №1 და 2) და საჯარო რეესტრში აღირიცხოს ჯ-------------–---–ის საკუთრებად.
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ქ.თელავი, ლ-----ის (ც-------) ქუჩა №8-ში მდებარე, დღეის მდგომარეობით ს/კ 53.20.42.3-- საცხოვრებელი სახლის ნაწილის მესაკუთრე მ--------–-–---–ი 1948 წლის 7 იანვრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ-----–--------–-–---–თან. ქორწინების შედეგად შეეძინათ შვილები ლ---- და ც----------–-–---–-ბი, რომელთაც ქორწინების შედეგად შეცვლილი აქვთ გვარები: ლ---- ატარებს გვარს ნ-------–ი, ხოლო ც------ - გვარს - დ--------–---–ი. 1980 წლის 31 დეკემბერს ჯ--------------მა, დღეს უკვე ს----–---–მა ნ-----–--------–-–---–ისგან 1800 მანეთად შეიძინა როგორც მისი კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე ქ.თელავი, ც------- ქუჩა №8-ში. მ--------–-–---–მა გარიგების დადებისას ჯ-------------–---–ს გადასცა კუთვნილი უძრავი ნივთის სარეგისტრაციო მოწმობა, ასევე მისი დავალებით მისმა მეუღლემ ნ--------–-–---–მა მარტივი წერილობითი ფორმით/ფორმის დაუცველად შეადგინა ხელწერილი და აღიარა, რომ მიიღო მთელი სახლთმფლობელობის კუთვნილი ¼ წილის ნასყიდობის ფასი/ღირებულება 1800 მანეთი. ნიკო/ნ-----–--------–-–---–ი გარდაიცვალა 1999 წლის 27 ივლისს, მ--------–-–---–ი 2004 წლის 14 აპრილს. დედის გარდაცვალების დღიდან პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს არ მიუმართავთ ნოტარიუსისათვის დედის დანაშთი სამკვიდროს მისაღებად, არც ფაქტობრივი ფლობით მიუღიათ მამკვიდრებლის ქონება. ჯ-------------–---–ი და მისი ოჯახის წევრები ნასყიდობიდან დღემდე ფლობენ მ--------–-–---–ისეულ ქონებას როგორც საკუთარს, იგი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად რეგისტრირებულია ზემოაღნიშნულ მისამართზე. ჩაწერილია საბინაო წიგნში და იხდის კომუნალურ და სხვა სახის გადასახადებს. აღნიშნულ მისამართზე მხოლოდ ერთი აბონენტი ჯ-------------–---–ია აღრიცხული ყველა კომუნალური გადასახადების გადამხდელად. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის, მდებარე, ქ.თელავი, რ-------–-----ის (ც-------) ქუჩა №8, ს/კ 53.20.42.3--, ¾ ნაწილის მესაკუთრე ჯ-------------–---–ია, ღიაა თანამესაკუთრის გრაფა. აღნიშნულ უძრავ ნივთზე ვალდებულებები და შეზღუდვები არაა რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, ქ.თელავი, რ-------–-----ის (ც-------) ქუჩა №8-ში მდებარე უძრავი ნივთი/ან მისი ნაწილი მ--------–-–---–ის საკუთრებად არ ირიცხება. ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ.თელავი, რ-------–-----ის (ც-------) ქუჩა №8-ში სახლთმფლობელობის ¼ ნაწილი ირიცხება მ--------–-–---–ის საკუთრებად, თუმცა მთელ სადგომს ჯ-------------–---–ი ფლობს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლმა სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ არ დგინდება ჯ-------------–---–ის მიერ საცხოვრებელ სადგომზე სარგებლობის უფლების მოპოვების ფაქტი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ქ.თელავი, ლ-----ის (ც-------) ქუჩა №8-ში მდებარე, დღეის მდგომარეობით ს/კ 53.20.42.3-- საცხოვრებელი სახლის ნაწილის მესაკუთრე მ--------–-–---–ი 1948 წლის 7 იანვრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ-----–--------–-–---–თან. ქორწინების შედეგად შეეძინათ შვილები ლ---- და ც----------–-–---–-ბი, რომელთაც ქორწინების შედეგად შეცვლილი აქვთ გვარები: ლ---- ატარებს გვარს ნ-------–ი, ხოლო ც------ - გვარს - დ--------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 25);
- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 42);
- პირადობის მოწმობის ასლები (ს.ფ. 115);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.2. 1980 წლის 31 დეკემბერს ჯ--------------მა, დღეს უკვე ს----–---–მა ნ-----–--------–-–---–ისგან 1800 მანეთად შეიძინა როგორც მისი კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე ქ.თელავი, ც------- ქუჩა №8-ში. მ--------–-–---–მა გარიგების დადებისას ჯ-------------–---–ს გადასცა კუთვნილი უძრავი ნივთის სარეგისტრაციო მოწმობა, ასევე მისი დავალებით მისმა მეუღლემ ნ--------–-–---–მა მარტივი წერილობითი ფორმით/ფორმის დაუცველად შეადგინა ხელწერილი და აღიარა, რომ მიიღო მთელი სახლთმფლობელობის კუთვნილი ¼ წილის ნასყიდობის ფასი/ღირებულება 1800 მანეთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელწერილი (ს.ფ. 26);
- ც------ დ--------–---–ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 29);
- ლ---- ნ-------–ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 30);
- სარეგისტრაციო მოწმობა, ცნობა-დახასიათება, სახლთმფლობელობის მოკლე დახასიათება (ს.ფ. 33-35);
- საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 54);
- თელავის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის განკარგულება (ს.ფ. 80);
3.2.3. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ მ--------–-–---–ის გარდაცვალების თარიღია 2004 წლის 25 მარტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 32)
3.2.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა დახასიათების თანახმად, უძრავ ნივთზე, რომლის რეკვიზიტებია: თელავი, ლ-----ის (ც-------) ქუჩა N8, ლიტერი: საკუთრების აღწერა - ლიტერი ა, დასახელება: საცხოვრებელი, სართულების რაოდენობა: 2, საერთო ფართი (კვ.მ): 182.10 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი (კვ.მ): 101.10 კვ.მ, დამხმარე ფართი (კვ.მ): 81.00 კვ.მ, უფლების დამადასტურებლი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი (კვ.მ): 44.50 კვ.მ, ლიტერი: საკუთრების აღწერა - ლიტერი ბ, დასახელება: სათავსო, სართულების რაოდენობა: 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი (კვ.მ): 24.90 კვ.მ, ნაკვეთი: მესაკუთრ(ეებ)ის/მოსარგებლ(ეებ)ის აღწერა: ს----–---–ი ჯ--------, ფართი დოკუმენტით: 294, მიწის ფართი უ.დ.დ-ის გარეშე 1994 წლამდე: 1, კანონისმიერი მემკვიდრეობა, №2/63, 12/04/1990, სააღრიცხვო ბარათი, აღრიცხვის თარიღი 1987 წელი, ნაკვეთი: მესაკუთრ(ეებ)ის/მოსარგებლ(ეებ)ის აღწერა: ხ--–-–---–-------, კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ფართი უ.დ.დ-ის გარეშე: 294, მიწის ფართი უ.დ.დ-ის გარეშე 1994 წლამდე: 1, ანდერძისმიერი მემკვიდრეობა, №235, 20/01/1981, სააღრიცხვო ბარათი, აღრიცხვის თარიღი 1987 წელი, ბინა: მესაკუთრ(ეებ)ის/მოსარგებლ(ეებ)ის აღწერა: ¾ ნაწილი: ს----–---–ი ჯ--------: კანონისმიერი მემკვიდრეობა №2/63, 12/04/1990, მესაკუთრ(ეებ)ის/მოსარგებლ(ეებ)ის აღწერა: ¼ ნაწილი: ხ--–-–---–-------: ანდერძისმიერი მემკვიდრეობა, №235, 20/01/1981.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 27-18);
3.2.5. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთის, მდებარე ქ.თელავი, ლ-----ის ქუჩა №8, ს/კ 53.20.42.3--, ¾ ნაწილის მესაკუთრე ჯ-------------–---–ია, ღიაა თანამესაკუთრის გრაფა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 23-24);
3.2.6. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან, 2----–-–------------- გარდაცვლილი მ--------–-–---–ის სამკვიდრო ქონების თაობაზე, რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი 2----–-–------------- გარდაცვლილი მ--------–-–---–ის სამკვიდრო ქონების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაცია (ს.ფ. 81);
3.2.7. ჯ-------------–---–ი და მისი ოჯახის წევრები ნასყიდობიდან დღემდე ფლობენ მ--------–-–---–ისეულ ქონებას როგორც საკუთარს, იგი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად რეგისტრირებულია ზემოაღნიშნულ მისამართზე. ჩაწერილია საბინაო წიგნში და იხდის კომუნალურ და სხვა სახის გადასახადებს. აღნიშნულ მისამართზე მხოლოდ ერთი აბონენტი ჯ-------------–---–ია აღრიცხული ყველა კომუნალური გადასახადების გადამხდელად. აღნიშნულ უძრავ ნივთზე ვალდებულებები და შეზღუდვები არაა რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, ქ.თელავი, რ-------–-----ის (ც-------) ქუჩა №8-ში მდებარე უძრავი ნივთი/ან მისი ნაწილი მ--------–-–---–ის საკუთრებად არ ირიცხება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 23-24);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 57);
- სს ,,ე-------------------------’’ სააბონენტო ბარათი (ს.ფ. 36-38);
- საქართველოს გ--------------–--–---–------------------------ მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 39);
- სს ,,ვ-----–----------–----------------’’ მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 40);
- სს ,,სილქნეტის’’ მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 41);
3.2.8. საქმეში წარმოდგენილი განცხადებების თანახმად, ც------ დ--------–---–მა და ლ---- ნ-------–მა განმარტეს, რომ ქონება, მდებარე თელავი, რ-------–-----ის (ც-------) ქუჩა №8-ში, მათმა დედამ - მ--------–-–---–მა მამის საშუალებით, გაყიდა 1800 მანეთად, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას არ შეეძლო. ამავე განცხადებით დაადასტურეს, რომ მათ არ მიუღიათ მემკვიდრეობა და არ აქვთ პრეტენზია აღნიშნულ ქონებაზე.
სასამართლო სხომაზეც დაადასტურეს აღნიშნული ფაქტი და დამატებით განმარტეს, რომ დედა - მ--------–-–---–ი იმყოფებოდა ავად და მამის მეშვეობით მოხდა მ--------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვა ჯ-------------–---–ზე მშობლების გარდაცვალებამდე. დედის გარდაცვალების დღიდან დღემდე მათ არ მიუმართავთ სანოტარო ბიუროსათვის მემკვიდრეობის მისაღებად და არც ფაქტობრივი ფლობით მიუღიათ. მათივე განმარტებით, აღნიშნულ ქონებაზე პრეტენზია არ გააჩნიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ც------ დ--------–---–ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 29);
- ლ---- ნ-------–ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 30);
- საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან ინფორმაცია ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან (ს.ფ. 81);
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რომლის ძალითაც მოდავე მხარეებს აქვს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, წარმოადგინონ მტკიცებულებები მითითებული ფაქტების დასადასტურებლად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამრიგად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრად ნაწილდება. ამასთან, მტკიცების ტვირთის გადანაწილებას უმეტესწილად სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა აწესრიგებს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელე ჯ-------------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია, იგი წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით მოსარგებლეს და შესაბამისად, მისი მოთხოვნა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1421-ე მუხლები, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-9 მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლეა პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჯ-------------–---–ი წარმოადგენს ქ.თელავში, რ-------–-----ის (ც-------) N8-ში, (ს/კ 53.20.42.3--, ¼ ნაწილი) არსებული საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს.
6.2. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე კოდექსისს 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლ----დ მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2----–-–------------- გარდაცვლილი მ--------–---–ის სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი, ასევე არ მოიპოვება ინფორმაცია მისი კანონისმიერი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე. ამასთან, მ--------–-–---–ის შვილები - ლ---- ნ-------–ი და ც------ დ--------–---–ი ადასტურებენ, რომ მშობლების გარდაცვალებამდე მათმა მშობლებმა ზემოაღნიშნული ქონება გაყიდეს ჯ-------------–---–ზე, სამკვიდრო არ მიუღიათ და არ გააჩნიათ პრეტენზია ქონებასთან დაკავშირებით, მდებარე, ქ.თელავში, რ-------–-----ის (ც-------) N8-ში, (ს/კ 53.20.42.3--, ¼ ნაწილი). აღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეზე დადგენილ გარემოებათა შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ-------------–---–ი წარმოადგენს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლის უფლებამონაცვლეს და შესაბამისად, მისი მოთხოვნა მ--------–-–---–ის სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ასევე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, მოპასუხეს არ ეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ჯ-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. უმკვიდროდ იქნეს ცნობილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში მ--------–-–---–ის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე: თელავი, რ-------–-----ის (ც-------) ქუჩა №8-ში, ს/კ 53.20.42.3--, ¼ ნაწილი, საცხოვრებელი სადგომი (ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს პასპორტზე ოთახი №1 და 2)
1.2. გადაეცეს უსასყიდლოდ საკუთრებაში ჯ-------------–---–ს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში მ--------–-–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: თელავი, რ-------–-----ის (ც-------) ქუჩა №8-ში, ს/კ 53.20.42.3--, ¼ ნაწილი, საცხოვრებელი სადგომი (ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს პასპორტზე ოთახი №1 და 2) და საჯარო რეესტრში აღირიცხოს ჯ-------------–---–ის საკუთრებად.
2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახ. ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი