განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/196-19
(#0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ _ მ-----–-------ს,ბრალდებულ _ ზ---------------–-ს,ადვოკატების _ ი-----------ს, მ-----------–-ძის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ზ------------------------------–-ს (დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–----–----------------------------–---------------------8-ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (02 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 11 ნოემბერს საღამოს საათებში, თ---–--–----–---------------31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილში, ეჭვიანობის ნიადაგზე შელაპარაკებისას, ზ---------------–მა მეუღლის - ნ-------–--ს მიმართ, მათი არასრულწლოვანი შვილის - მ-------------–-ს თანდასწრებით, განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, სახისა და მუცლის არეში რამოდენიმეჯერ ხელის დარტყმით სცემა, ასევე ხელებით მოქაჩა თმაზე და მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში, დაახლოებით ღამის 23:00 საათზე, თ---–--–----–---------------1--------------ში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ზ---------------–მა მეუღლეს - ნ-------–--ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, სხეულზე მოჰკიდა ორივე ხელი და წააქცია იატაკზე, რის შედეგადაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის ივნისში, საღამოს საათებში, თ---–--–----–---------------1--------------ში, ეჭვიანობის გამო მომხდარი შელაპარაკებისას, ზ---------------–მა მეუღლის - ნ-------–--ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, სახეში ძლიერად გაარტყა ხელი, რის შედეგადაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით დილის 11:50 საათზე, თ---–--–----–---------------31-ის ბ-------ში ზ---------------–- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მეუღლის - ნ-------–--ს კუთვნილ, 60 (სამოც) ლარად ღირებულ „ს--------ს“ ფირმის მობილურ ტელეფონს.
ქმედებების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (02 ეპიზოდი).
ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ექსპერტ მ-------------ის ჩვენებით: გამოსაკვლევ პირთან ექსპერტიზის ჩატარებამდე ექსპერტები ეცნობიან სისხლის სამართლის საქმეს და შემდგომ ატარებენ გამოკვლევას, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში კლინიკური საუბარი და სისხლის სამართლის საქმის ფაბულა სრულიად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ექსპერტიზა შეიცავს ორ სხვადასხვა დებულებას კერძოდ: კლინიკურ საუბარს და ტესტურ კვლევას. ყოველივე ზემოთ ხსენებული ჩატარდა გამოსაკვლევ პირთან. კლინიკური საუბრის დაწყებამდე ნ-------–-- ძალიან ანერვიულებული იყო, დიდხანს ვერ შეძლო საუბრის დაწყება, რადგან ემოციურად იყო დაძაბული და მათ მოუწიათ ლოდინი. ჰქონდა კონკრეტული კითხვები ნ-------–--სთან, კერძოდ, განიცადა თუ არა მან ნამდვილად ფსიქოლოგიური ტანჯვა?! ექსპერტიზის კვლევის შედეგად დგინდება, რომ ნ-------–--მ, ზ---------------–-ს მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. დაზარალებულის განმარტებით, მეუღლე მას აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ბოლოს წაიღო ტელეფონი. ტელეფონის წაღებას წინ უძღოდა სასტიკი ცემა და სახლში მივარდა, სწორედ ეს იყო სისხლის სამართლის საქმის ფაბულა, რომელიც სრულებით ემთხვევა კლინიკურ კვლევას.
მოწმე ვ----–---–--ს ჩვენებით, მისი შვილის - ნ-------–--ს და ზ---------------–-ს დაოჯახების ზუსტი თარიღი არ ახსოვს. მისი განმარტებით, ჩვეულებრივ ისინი ერთად ცხოვრობდნენ. 2018 წლის 11 ნოემბრის ფაქტის შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი, რომ ოჯახში მათ მოუვიდათ უთანხმოება, აღნიშნულ ფაქტამდე მან არაფერი იცოდა, რადგან მისმა შვილმა ესე ინება და არ მოახსენა მას ამის თაობაზე. სრულად ადასტურებს გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას, როგორც ზ---------------–-ს მხრიდან მისი შვილის - ნ-------–--ს მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე, ისე მობილური ტელეფონის ფარულად დაუფლებასთან დაკავშირებით, რაც მან გადმოცემით იცის მისი შვილისგან და მეუღლისგან.
მოწმე ნ---------–-–---–-ს ჩვენებით, ნ-------–-- ხშირად ამბობდა, რომ მას პრობლემები ჰქონდა, თუმცა კონკრეტულად რა და ვისთან მიმართებით, არასდროს დაუკონკრეტებია. მისთვის ცნობილის, რომ ერთხელ ნ----- შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან. მსგავს ფაქტებს იგი უშუალოდ არ შესწრებია და იცოდა მხოლოდ ნ-----გან გადმოცემით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ზ---------------–-ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების: ნ--–----------–---–----–--ს, მ-------------–-ს, გ------------–-–---–ის, თ-----------–---–---ს, თ------–--------–---–----–--ს, ს------------------ის, თ-------------ს, დაზარალებულ ნ-------–--ს, ბრალდებულ ზ---------------–-ს გამოკითხვის ოქმები; ამოღების ოქმი; ამოღებული ტელეფონი; ამონაწერი „ბ--–----დან“; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; სასაქონლო ექსპერტიზის N2----- დასკვნა და სხვა მტკიცებულებები მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად სხდომაზე გამოკვლევის გარეშე.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ---------------–-ს ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (02 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (02 ეპიზოდი), ასევე ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ფიზიკურ ძალადობად ითვლება ერთი ადამიანის მიერ მეორეს ცემა, წამება, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამ დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედება ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, როგორც სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული, ისე იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ-------–-- და ზ---------------–- იმყოფებოდნენ ქორწინებაში. ოჯახის შექმნიდან, რამოდენიმე წელიწადში მათ შორის დაიწყო უთანხმოება, კერძოდ, ზ---------------–- ეჭვიანობდა მეუღლეზე და ამის ნიადაგზე ხშირად აყენებდა, როგორც სიტყვიერ ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას, მათ შორის შვილის თანდასწრებით. ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. შეშინებულმა ნ-------–--მ, ვინაიდან მან რეალურად აღიქვა მეუღლის მუქარა დატოვა ოჯახი და საცხოვრებლად გადავიდა მის მშობლებთან, მაგრამ ამის შემდგომაც ზ---------------–- მაინც განაგრძობდა მის მიმართ ძალადობას. ამასთან, ზ---------------–- ფარულად დაეუფლა ნ-------–--ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს.
საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ზ---------------–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს თვლის, რომ მის მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად მოხდა საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასება, თითოეული მათგანის, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე ბრალდებულ ზ---------------–-ს დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, კერძოდ, მოწმეების: ნ--–----------–---–----–--ს, მ-------------–-ს, გ------------–-–---–ის, თ-----------–---–---ს, თ------–--------–---–----–--ს, ს------------------ის, თ-------------ს, დაზარალებულ ნ-------–--ს გამოკითხვის ოქმები; ამოღების ოქმი; ამოღებული ტელეფონი; ამონაწერი „ბ--–----დან“; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; სასაქონლო ექსპერტიზის N2----- დასკვნა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ზ---------------–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (02 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ---------------–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), ასევე ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ ზ---------------–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის (02 ეპიზოდი) თანახმად, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო იმავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თანახმად, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია იმავე კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით - ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. იმავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს ზ---------------–-ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, წარსულში ნასამართლევი არ არის, ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მას სასჯელები უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, იმავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (02 ეპიზოდი) და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, რომლის მიხედვითაც, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს. ამასთან, ზ---------------–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათების ელექტრონული დისკი, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ---------------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;
ზ---------------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;
ზ---------------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;
ზ---------------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და იმავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები;
საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ---------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის განჩინებით, ზ---------------–-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მსჯავრდებულ ზ---------------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 03 დეკემბრიდან - 2019 წლის 05 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ზ---------------–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათების ელექტრონული დისკი, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე