განაჩენი

სისხლის სამართლის 05.08.2019
საქმის ნომერი
330100118002767984
თარიღი
05.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5536-18

(-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 აგვისტო 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლის დ------–----–---–ის,ადვოკატების გ--------–------ას, ნ------–--–--–---–ის და ლ--–-------ის,ბრალდებულების გ-----------------ის და გ------------------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

გ--------------------------------------------------, საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 19---–-–-----------–-, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ-------–--------------–---–-------------------------------–----------------------------------–-----–-------–------------ - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო;

გ--------------–----------------ის (---------------- საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–---------------–ს, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ-------------------–----–---–-------------- ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ----------------–---------------- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ პუნქტებით და მე-4 ნაწილის ,,გ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

გ-----------------ეს ბრალად ედება ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, გ------------------ემ და გ-----------------ემ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად შეაღწიეს ქ. თბილისში, ლ-----------------------ში მდებარე #---- საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც სცადეს ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ, საცხოვრებელი ბინის მესაკუთრის, თ---------------ის კუთვნილ 2 (ორ) ცალ მაჯის საათს და ფულად თანხას, თუმცა ვერ შეძლეს საცხოვრებელი ბინის ტერიტორიის დატოვება, ვინაიდან, შემთხვევის ადგილზევე მოხდა მათი დაკავება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ. ბრალდებულ გ-----------------ის დაკავების დროს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 3 (სამი) სხვადასხვა ზომის ე.წ. ,,ატმეჩკა“, ასევე თ---------------ის კუთვნილი ,,CASIO“-ს ფირმის მამაკაცის მაჯის საათი და ფულადი თანხა, როგორც უცხოურ, ისე ეროვნულ ვალუტაში, მონეტებისა და კუპიურების სახით. გ------------------ისა და გ-----------------ის მიერ განხორციელებული ქმედებით, დაზარალებულ თ---------------ეს შესაძლოა მისდგომოდა 1100 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ-----------------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ პუნქტებით.

გ------------------ეს ბრალად ედება ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2005 წლის 11 ივლისის ქუთაისის საოლქო სასამართლოს განაჩენით გ------------------ე გასამართლებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

აგრეთვე, 2013 წლის 4 სექტემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გ------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ პუნქტით, რის შემდეგაც ნასამართლობის გაქარწყლებამდე, კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ:

2018 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, გ------------------ემ და გ-----------------ემ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად შეაღწიეს ქ. თბილისში, ლ-----------------------ში მდებარე #---- საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც სცადეს ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ, საცხოვრებელი ბინის მესაკუთრის, თ---------------ის კუთვნილ 2 (ორ) ცალ მაჯის საათს და ფულად თანხას, თუმცა ვერ შეძლეს საცხოვრებელი ბინის ტერიტორიის დატოვება, ვინაიდან, შემთხვევის ადგილზევე მოხდა მათი დაკავება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ. ბრალდებულ გ------------------ის დაკავების დროს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 2 (ორი) სხვადასხვა ზომის ე.წ. ,,ატმეჩკა“, ასევე თ---------------ის კუთვნილი ,,CASIO“-ს ფირმის მამაკაცის მაჯის საათი და ფულადი თანხა. გ------------------ისა და გ-----------------ის მიერ განხორციელებული ქმედებით, დაზარალებულ თ---------------ეს შესაძლოა მისდგომოდა 1100 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ------------------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ პუნქტებით და მე-4 ნაწილის ,,გ“ პუნქტით.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი (მოწმეების გ------------------ის, მ-----------–---–ის, პ-------------ის, შ--–-----------ის, ვ-----–--------–--ის, დ--------------ის, ე-----–----------–---–ის, ნ-----------–---–ის და ლ-----–----–----ის ჩვენებები) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებების ნაწილი და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს, რომ გ-----------------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, ხოლო გ------------------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, კერძოდ:

დაზარალებულმა თ---------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი ცხოვრობს ქ. თბილისში, ლ-----------------------ში მდებარე #---- საცხოვრებელ ბინაში. 2018 წლის აგვისტოდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, იგი მუშაობდა ,,საქართველოს ბანკში“. მისი სამუშაო დრო იყო დილის 09:30 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე, რა დროსაც სახლში არ იმყოფებოდა და ამ პერიოდში დაკეტილი იყო სახლის კარი. 2018 წლის 7 ნოემბერს, შუადღეს, იგი იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მას დაურეკა გამომძიებელმა და უთხრა, რომ მისი ბინა იყო გატეხილი. დაახლოებით 13:30 საათზე იგი მივიდა სახლში, სადაც სადარბაზოსთან დახვდნენ პოლიციელები, ბინის კარი იყო ღია, ხოლო ბინაში ექსპერტები მუშაობდნენ და ანაბეჭდებს იღებდნენ. გამომძიებლებმა მას წარუდგინეს საათები, რომლებიც ამოიცნო და დაადასტურა, რომ ნამდვილად მისი იყო. მას არ სურს, რომ ბრალდებულები უმკაცრესად დაისაჯონ, რადგან იცის, რომ ხალხს უჭირს.

გამომძიებელმა ე-----------–--–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ მან პირადი კონტაქტისგან მიიღო ინფორმაცია, რომ გ-----------------ე და გ------------------ე იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ლ----------------------, ბინა #---–- და აპირებდნენ აღნიშნული ბინის გაქურდვას. ამის შესახებ მან პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას შემდგომი რეაგირების მიზნით.

გამომძიებელმა გ---------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ მისმა თანამშრომელმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ გ-----------------ე და გ------------------ე იმყოფებოდნენ ლ-----------------------ში და აპირებდნენ ბინის გაქურდვას. მისი, გ---------------ის, კ----------–----ის და დ----------------–---–ის მონაწილეობით შეიქმნა ჯგუფი, რომელიც გაემართა შემთხვევის ადგილზე, სადაც დაახლოებით 15 წუთში მივიდნენ. მისვლისას მათ ბინის კარი ღია დახვდათ, ხოლო ბინაში აღმოჩნდნენ გ-----------------ე და გ------------------ე, კერძოდ, გ-----------------ე იმყოფებოდა საძინებელ ოთახში, ხოლო გ------------------ე - მისაღებ ოთახში. მათ ისინი ადგილზევე დააკავეს და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ბრალდებულებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ისინი გაკვირვებულები იყვნენ. ჩხრეკის შედეგად მათგან ამოიღეს ე.წ. ,,ატმიჩკები“, საათები და ფულადი თანხა, რომლებიც დაილუქა სათანადო წესით. ამის შემდეგ დაკავებულები გადაიყვანეს პოლიციის შენობაში, ხოლო ადგილზე გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები. ბრალდებულებმა ოქმებზე ხელის მოწერისგან თავი შეიკავეს, თუმცა შენიშვნები არ გამოუხატავთ.

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე გ---------------ემ.

მოწმე ს--–----------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ გ------------------ე იყო მისი საქმრო, რომელთანაც აპირებდა დაქორწინებას. ისინი ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ არაოფიციალურ ქორწინებაში და სულ ერთად იყვნენ, რა დროსაც მას გ------------------ის ხელში არასდროს შეუნიშნავს ე.წ. ,,ატმიჩკები“ და რომც ენახა, ვერ გაანალიზებდა რა ნივთი იყო.

მოწმეებმა ნ-----–------------ემ, გ--–--------------ამ, ი-----–--------–--ემ, რ-----------------–---–მა, გუ-–--------------–---–მა, და ლ-–---------მ სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 7-------------------------ე, ქ. თბილისში, ლ----------------------, ბინა #---–-, დაკავებული იქნა გ-----------------ე, ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ფაქტზე. დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, მისი ტანთმოსილი შავი ფერის ,,ვილვეტის“ ქურთუკის მარცხენა ზედა წინა ჯიბიდან ამოღებული იქნა სამი ცალი სხვადასხვა ზომის და ფორმის მეტალის საგანი, ე.წ. ,,ატმეჩკა“. ასევე აღნიშნული ქურთუკის წინა მარცხენა ქვედა ჯიბიდან, ამოღებული იქნა ვერცხლისფერი მამაკაცის მეტალის მაჯის საათი წარწერით ,,CASIO”, აგრეთვე გ-----------------ის ტანთმოსილი ნაცრისფერი ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ერთ დოლარიანი, ერთი ცალი ას რუბლიანი კუპიურა, ერთი ცალი 5 ლარიანი კუპიურა, ოთხი ცალი 1 ლარიანი მონეტა, ხუთი ცალი ოცთეტრიანი მონეტა, ცხრა ცალი ათთეთრიანი მონეტა, ერთი ცალი ორრუბლიანი მონეტა და ერთი ცალი ორას ცენტიანი მონეტა. ამოღებული ნივთები აღიწერა, დაილუქა და შეიფუთა (ტომი I, ს.ფ. 8-14).

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 7---------------------------, ქ. თბილისში, ლ----------------------, ბინა #---–-, დაკავებული იქნა გ------------------ე, ბინაში უკანონოდ შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ფაქტზე. დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, მისი ტანთცმული ლურჯი ფერის ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი მამაკაცის შავი ფერის, ოთხკუთედი ფორმის ,,DIESEL“-ის ფირმის ციფერბლატიანი საათი, ამავე ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა 14 ლარისა და 10 თეთრის ოდენობით, ორი ცალი 5 ლარიანი კუპიურის, ერთი ცალი 2 ლარიანი მონეტის, ერთი ცალი 1 ლარიანი მონეტის, 1 ცალი ოც თეთრიანი მონეტის და ცხრა ცალი ათ თეთრიანი მონეტის სახით, ტანთცმული ტყავის ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ორი ცალი მოგრძო ფორმის მეტალის საგანი, ე.წ. ,,ატმეჩკა“ და ორი ცალი მეტალის პერანგის შესაკრავი ფოლაქი. ამოღებული ნივთები აღიწერა, დაილუქა და შეიფუთა (ტომი I, ს.ფ. 31-37).

2018 წლის 10 დეკემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი #20185432 (გ------------------ისგან ამოღებული მორგებული გასაღები ე.წ. ,,ატმიჩკა“) და #20185433 (გ-----------------ისგან ამოღებული მორგებული გასაღები ე.წ. ,,ატმიჩკა“) პაკეტში მოთავსებული ხუთივე ობიექტი წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ გამღებს ე.წ. ,,ატმიჩკას“ (ტომი II, ს.ფ. 109-115).

2018 წლის 7----------- საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისი, ლ----------------------, ბინა #35, რის შედეგადაც ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები, საკეტის გულა და გასაღები, სამკაულების ყუთი, ანაწმენდები სტერილურ ჩხირებზე და ხელის კვლები 7 ცალ დ/ფირზე (ტომი I, ს.ფ. 93-99).

2018 წლის 10 დეკემბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ლ----------------------, ბინა #---–- მდებარე საცხოვრებელი სახლის გაქურდვის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ გ------------------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის (ტომი II, ს.ფ. 80-82).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი მ----------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

2018 წლის 10 დეკემბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ლ----------------------, ბინა #---–- მდებარე საცხოვრებელი სახლის გაქურდვის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ გ-----------------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის (ტომი II, ს.ფ. 87-88).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ბ-----------------, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

2019 წლის 29 იანვრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #--------- დასკვნის მიხედვით, პაკეტში, წარწერით: ,,გ-----------------ისაგან ამოღებული მორგებული გასაღები ე.წ ,, ატმიჩკა“, მოთავსებულ მორუხო-მოვერცხლისფრო მეტალის მორგებული გასაღებზე არსებული ბიომასალის (ობ. #1) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. #1-ის გენეტიკურ პროფილში ვლინდება გ------------------ის (ობ. #5; პაკეტი, წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში... აღებული ბრალდებული გ--------------–----------------ე 05.02.1980წ (დაბ)...) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო გ-----------------ის (ობ. #6; პაკეტი, წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში პირის ღრუდან... აღებული ბრალდებული გ---------------------------------გან, დაბადებული 04.04.1959 წელს..) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება; პაკეტში წარწერით: ,,...ანაწმენდის ნიმუში 2(ორი)ც. სტერილურ ჩხირზე...“, მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის (ობ. #3) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. #3-ის გენეტიკურ პროფილში ვლინდება გ------------------ის (ობ. #5) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო გ-----------------ის (ობ. #6) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ქე----------------–-–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ თ---------------ემ მისთვის ამოსაცნობად წარდგენილი სამი საათიდან ამოიცნო ,,კასიოს“ ფირმის საათი, რომელიც მას 2018 წლის 7 ნოემბერს მოპარეს ბინიდან. მან ხსენებული ნივთი ამოიცნო მოდელით, მინაზე არსებული დაზიანებით, წითელი ფერის ისრებით, წითელი ფერის შიდა რგოლით, შავი ფერის ციფერბლატებით. იგი დარწმუნებულია, რომ საათი ნამდვილად მისია, იგი მას ხშირად იკეთებდა, დაახლოებით 5 წელია მის მფლობელობაშია, რის გამოც ვიზუალურად კარგად ახსოვს და არ გაჭირვებია მისი ამოცნობა (ტომი I, ს.ფ. 159-160).

ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ თ---------------ემ მისთვის ამოსაცნობად წარდგენილი სამი საათიდან ამოიცნო ,,დიზელის“ ფირმის საათი, რომელიც მას 2018 წლის 7 ნოემბერს მოპარეს ბინიდან. მან ხსენებული ნივთი ამოიცნო მოდელით, არსებული დაზიანებით, ისრებით, დაფაზე არსებული სამი გრაფით, საიდანაც ერთერთი არის მოყვითალო ფერის. იგი დარწმუნებულია, რომ საათი ნამდვილად მისია, იგი მას ხშირად იკეთებდა, დაახლოებით 9 წელია მის მფლობელობაშია, რის გამოც ვიზუალურად კარგად ახსოვს და არ გაჭირვებია მისი ამოცნობა (ტომი I, ს.ფ. 163-164).

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 11 ივლისის განაჩენით დასტურდება, რომ გ------------------ე გასამართლებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ტომი II, ს.ფ. 1-7).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 სექტემბრის განაჩენით დასტურდება, რომ გ------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ტომი II, ს.ფ. 15-19).

ბრალდებულმა გ------------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ გ-----------------ე მისი უბნელია, რომელთანაც აქვს ნაცნობური ურთიერთობა. შემთხვევის დღეს მან მეუღლე გააცილა დასავლეთ საქართველოში და თვითონ გ-----------------ესთან ერთად წავიდა ბინის სანახავად, რომლის ქირაობაც სურდა მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად. კარი არავინ გააღო და როდესაც კიბეებით ქვევით ბრუნდებოდნენ, მათ გზაში შეხვდნენ პოლიციელები, რომლებმაც იარაღები მიადეს და ძალით შეიყვანეს ბინაში. გაჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი უპოვეს ცხვირსახოცების გარდა. მის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას, აიძულებდნენ, რომ ეღიარებინა ქურდობა. შემდეგ მანქანით წაიყვანეს პოლიციაში, სადაც ხელმეორედ გაჩხრიკეს, რის შედეგადაც ამოუღეს საათი და ე.წ. ,,ატმეჩკა“, რაც მას არ ეკუთვნოდა და პოლიციელებმა ჩაუდეს. მისთვის უცნობია, ვინმეს ჰქონდა თუ არა მისი უკანონო დაკავების ინტერესი.

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა ბრალდებულმა გ-----------------ემ, რომელმაც ასევე არ აღიარა ბრალადშერაცხული ქმედება და აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილას გ------------------ეს გაჰყვა ბინის სანახავად, რომელიც მას უნდა ექირავებინა.

გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ-----------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ პუნქტებით (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით) გათვალისწინებული ქმედება, ხოლო გ------------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ პუნქტებით და მე-4 ნაწილის ,,გ“ პუნქტით (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის); წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა გ-----------------ისა და გ------------------ის ბრალეულობა. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ბრალდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენაზე. კერძოდ:

გამომძიებელმა ე-----------–--–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მან პირადი კონტაქტისგან მიიღო ინფორმაცია, რომ გ-----------------ე და გ------------------ე იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ლ----------------------, ბინა #---–- და აპირებდნენ აღნიშნული ბინის გაქურდვას, რის თაობაზეც მა პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას შემდგომი რეაგირების მიზნით. გამომძიებლების გ---------------–---–ისა და გ---------------ის ჩვენებებით დადასტურდა, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მათი მონაწილეობით შეიქმნა ჯგუფი, რომელიც გაემართა მითითებულ მისამართზე, სადაც ადგილზე დააკავეს გ-----------------ე და გ------------------ე, რომლებიც დააკავეს და პირადი ჩხრეკის შედეგად ამოუღეს საათები, ე.წ. ,,ატმეჩკები“ და ფულადი თანხა. აღნიშნული ფაქტი ასევე დადასტურდა ბრალდებულთა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დადასტურდა, რომ გ------------------ისგან და გ-----------------ისგან ამოღებული საგნები წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ გამღებს ე.წ. ,,ატმიჩკას“. ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულების გ------------------ისგან და გ-----------------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების. ნივთის ამოცნობის ოქმებით დადასტურდა, რომ დაზარალებულმა თ---------------ემ ამოიცნო მისი კუთვნილი საათები, რომლებიც ბრალდებულთა პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

გარდა ამისა, საქმეზე გამოკვლეული მასალებით დადასტურდა ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოებები - რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ბინაში უკანონო შეღწევით, ხოლო გამოკვლეული განაჩენებით დადასტურდა, რომ გ------------------ე ორჯერ არის ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.

სასამართლო სარწმუნოდ და საფუძვლიანად ვერ მიიჩნევს დაცვის მხარის მიერ გამოთქმულ პოზიციას ბრალდებულთა უდანაშაულობის თაობაზე, რადგან იგი არ შეესაბამება საქმეში არსებულ მასალას. დაცვის მხარემ ასევე ვერ დაასაბუთა თუ რა ინტერესი უნდა ჰქონდეს ბრალდების მხარეს გ-----------------ისა და გ------------------ის უკანონო დასჯის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ-----------------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, ხოლო გ------------------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.

საქართველოს სსსკ-ის კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

სასამართლო განმარტავს, რომ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანი¬სათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელო¬ვანი და უმაღლესი საფეხურია, ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩე¬ნის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთხვევაში მთავარი აქცენტი ეჭვის ხარისხზეა გადატანილი და არა ვარაუდზე. ასევე ამ დროს ყურადღება გადატანილია არა მოსამართლეზე, არამედ `ობიექტურ პირზე. რომელიც ობიექტური, მიუკერძოებელი, ნეიტრალური დამკვირვებელია. მოცემული მტკიცებულებითი სტანდარტი ნიშნავს იმას, რომ ობიექტურად დამკვირვებელ პირს (ამ შემთხვევაში მოსამართლეს) სასამართლოში გამოკვლეუ¬ლი მტკიცებულებების შედეგად ცალკეული ფაქტების არსებობაში, ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში და ამ უკანასკნელის ბრალეულობაში გონივრუ¬ლი ეჭვის საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცებას მათემატიკური სიზუსტით. გონივრულია ეჭვი თუ ის ეფუძნება ლოგიკას, საღ აზრს, მსჯელობას, მიზეზს და გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც საშუალო სტატისტიკურ გონიერ ადამიანს გაუჩნდებოდა მტკიცებულებათა აწონ-დაწონვის შედეგად.

ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება გ-----------------ისა და გ------------------ის ბრალეულობა.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

გ-----------------ესა და გ------------------ეს პასუხისმგებლობის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ. მართალია, გ------------------ე წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, მაგრამ აღნიშნული ფაქტი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, რის გამოც სასამართლო მას დამამძიმებელ გარემოებად ვერ განიხილავს. შესაბამისად, სასამართლოს ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან და საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია გ-----------------ისთვის სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ხოლო გ------------------ისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავეთა რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

გ-----------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 7 ნოემბრიდან.

გ------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ პუნქტებით და მე-4 ნაწილის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ------------------ეს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

გ------------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 7 ნოემბრიდან.

ნივთიერი მტკიცებულება:

1) გ------------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ე.წ. ,,ატმეჩკები; გ-----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ე.წ. ,,ატმეჩკები“; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლები, ხელის კვლები, ანაწმენდები - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

2) გ------------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა, მამაკაცის ,,დიზელის“ ფირმის მაჯის საათი; გ-----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა და მამაკაცის ,,კასიოს“ ფირმის მაჯის საათი; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სამკაულების ყუთი და საკეტის გულა; გ-----------------ის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის ლეპტოპის ჩასადები, მასში მოთავსებული ტყავის საფულე, მასში არსებული პირადი ნივთებით, ფრჩხილების მოვლის კომპლექტი, სუნამო, ტრუსი, კულონი, საყურეები, ბეჭედი, საყურეები, ბეჭდები, ჯვარი, ყავისფერი ტყავის საფულე, მასში არსებული პირადი ნივთები და ფულადი თანხით, პიჯაკი, შარვალი, პერანგი, კაბურა, როლექსის ფირმის მაჯის საათი, ვერცხლისფერი მაჯის საათი მისივე ყუთით, სამი ცალი ნოკისას ფირმის მობილური ტელეფონი, რეიბანის ფირმის სათვალე მისივე ჩასადებით, ქალის დოლჩე და გაბანას ფირმის სათვალე, მისივე ჩასადებით, მეტალოდეტექტორი, თავისივე ყუთით, კამერის აღმომჩენი დეტექტორი თავისივე ყუთით, ორი ცალი ხელის რადიო სადგური, თავისივე დამტენით, ბინოკლი, ეფლის ფირმის პლანშეტი თავისივე ყუთით დალუქულ მდგომარეობაში - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი