განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1707-19 (№------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 სექტემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ-–- თ-------
დაცვის მხარე:
1. ბრალდებული - ა-–------ ა----–ის ძე ა-–-----------ი - დაბადებული 1--- წლის 1-------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ქვემო ფ-------–-----–----------–----------–----------------ში
ადვოკატები - კ------- ვ---–---ი, ვ-–----------–--ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები და სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები
2. ბრალდებული - ნ---- ვ-----–ის ძე ვ--–---ი - დაბადებული 1--- წლის 1--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ს------–-----------–---------------------------ში
ადვოკატი - მ------ ჩ------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი (3 ეპიზოდი)
თარჯიმნები - ე-–----- თ-------, ს----– ო--------, ე-–--- თ-------, ვ-----–ი მ-----------
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ა-–------ ა-–-----------ის ეპიზოდი
1. სასამართლომ დაადგინა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გთვალისწინებული დანაშაულისათვის - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევმა ა-–------ ა-–-----------მა, ნასამართლობის მოხსნამდე, უკანონოდ, არაერთგზის, შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, წონით 14,95 გრამი, საიდანაც ნაწილი - 2,7780 გრამი, 2019 წლის 1 მარტს ამოღებული იქნა ქ.თბილისში, ი-----–-–---–-------------ის მიმდებარედ მის მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, ხოლო ნაწილი - 12,1720 გრამი, ამოღებული იქნა მის საცხოვრებელ სახლში მდებარე: ქ.თბილისში, სოფელი ფ-------–----------–----------–----------–----------ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
ა-–------ ა-–-----------მა გადაწყვიტა შეეძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის განსახორციელებლად დაუკავშირდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს შ----- მ----------–---ის. მას შემდეგ, რაც ა-–------ ა-–-----------ს შექმნილი ჰქონდა ყველა პირობა ნარკოტიკული საშუალების შეძენისთვის, 2018 წლის 25 აგვისტოს დაკავებული იქნა შ----- მ----------–---ი, რომელისგანაც ამოღებული იქნა ა-–------ ა-–-----------ზე გადასაცემი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, წონით 129,30 გრამი და ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინი“ (მარილი) 0,116 გრამი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა გამოკითხვის ოქმები; ექსპერტიზის დასკვნები, დათვალიერების ოქმები, ამოცნობის ოქმები და სხვა) ერთობლიობა ა-–------ ა-–-----------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა (გარდა მოწმეების: შ----- მ----------–---ის, ი----- წ----–--ის და ა---------–-–----–----ის ჩვენებებისა), ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
შ----- მ----------–---ის ჩვენებით, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, დათანხმდა ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანას გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. პირველად საქართველოში ჩამოვიდა სიტუაციის დაზვერვის მიზნით, კერძოდ, იმის გასარკვევად, თუ რამდენად უსაფრთხო იყო საზღვარზე გადმოსვლა და როგორი იყო შემოწმების პროცედურა. საქართველოს საზღვარზე მას დახვდა ვინმე ჰ------ი, ვერცხლისფერი მერსედესით და მიიყვანა ფონიჭალაში ა-–----- ა-–-----------ის სახლში, რომელსაც იცნობდა „------“ ზედმეტსახელით. აღნიშნული შემდეგ, ირანში დაბრუნებულს მას ნასცნობმა, დ------------მა გადასცა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 200 დოლარის სანაცვლოდ საქართველოში უნდა ჩამოეტანა ა-–------ ა-–-----------ის ანუ „------ათვის.“ მოწმის განმარტებით, მან ზ/აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება სხეულით შემოიტანა საქართველოში, თუმცა საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, ნარკოტიკული საშუალების „------ათვის“ გადაცემა ვერ მოახერხა, ვინაიდან მისი ა/მანქანა შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, რის შემდეგაც საავადმყოფოში მისგან ამოიღეს ხსენებული ნივთიერება. მოწმის ჩვენებით, დ------------ი და ა-–------ ა-–-----------ი მეგობრობენ და როგორც მისთვის ა.დ-----ისგანაა ცნობილი, ბრალდებული ირანშიც არის მასთან ნამყოფი.
სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 1 მარტს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქ. თბილისი, სოფელი ფ-------–----------–----------–----------–----------ში მდებარე ა-–------ ა-–-----------ის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ა-–------ ა-–-----------ის საძინებელ ოთახში არსებული მამაკაცის ტყავის ქურთუკიდან ამოღებული იქნა შავი ფერის პოლიეთილენის პარკის თავმომწვარ ნაჭერში შეხვეული ერთ შეკვრად დაფასოებული მოყავისფრო ფერის ფხვნილისებული ნივთიერება (ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებული იქნა პისტოლეტი, მჭიდითა და 3 ვაზნით). ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი დ.ა---–--ე, მონაწილე პირები: გ.ვ--–-------ი, კ.წ--–----ე, თარჯიმანი გ.ი----------ა, ბრალდებულის მამა გ.ა-–-----------ი). ოქმზე ფიქსირდება ბრალდებულის მამის მიერ გაკეთებული შენიშვნა: „ჩხრეკისას ამოღებული ფხვნილი და პისტოლეტი ჩემი არ არის, შეიძლება იყოს ჩემი შვილის ა-–------ ა-–-----------ის.“
პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 1 მარტს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქ.თბილისში, ი----------–-–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–------ ა-–-----------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა მოლურჯო ფერის პოლიეთილენის თავმომწვარი პარკის ნაჭრებში ერთ შეკვრად დაფასოებული ფხვნილისებული ნივთიერება და სხვა პირადი ნივთები, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი გ.ლ-------–---–ი, მონაწილე პირები: ა.შ----–----ე, ი.წ----–--ე, თარჯიმანი ზ.რ----------ი).
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ პაკეტში წარწერით ,,შესაფუთი მასალა“ მოთავსებულ შავ და მოცისფრო პოლიეთილენის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალა (ობ. 3,4; კონვერტები წარწერით: ა-–------ ა-–-----------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება და ა-–------ ა-–-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება) ეკუთვნის ა-–------ ა-–-----------ს (ობ.5, პაკეტი წარწერით „ნერწყვის ნიმუში პირის ღრუდან აღებული ბრალდებულ ალაიარ ჯალოს ძე ა-–-----------ი“).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–--------------------------–ოს თანამშრომელებმა: ი----- წ----–--ემ და ა---------–-–----–----ემ დაადასტურეს პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მოწმეებმა აჩვენეს, რომ 2019 წლის 1 მარტს ჩატარდა ა.ა-–-----------ის პირადი ჩხრეკა და ჩხრეკის შედეგად უშუალოდ ი.წ----–--ის მიერ ამოღებული იქნა ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკის შეფუთვა მომწვარი თავით, რაც დაილუქა სათანადო წესით. პირადი ჩხრეკის ოქმი შედგა გამომძიებელ გ.ლ-------–---–ის მიერ, თუმცა ბრალდებულმა უარი განაცხადა ოქმზე ხელის მოწერაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენით, ა-–---------–---------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, ა-–---------–---------ი ზ/აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდა 1 (ერთი) წლით, 10 (ათი) თვითა და 13 (ცამეტი) დღით ადრე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ამავე მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება ე.ი. გადაცემა სხვა პირისათვის ნებისმიერი ხერხით (გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა და ა.შ.) როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე.
ა-–------ ა-–-----------ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 2,7780 გრამი ჰეროინისა და 12.1720 გრამი ჰეროინის არაერთგზის უკანონო შეძენა და შენახვა გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, უტყუარად დასტურდება მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებით და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნით, რომლის თანახმადაც პაკეტში წარწერით ,,შესაფუთი მასალა“ არსებული ბიომასალა (ობ.3,4; კონვერტები წარწერით: ა-–------ ა-–-----------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება და ა-–------ ა-–-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება) ეკუთვნის ა-–------ ა-–-----------ს. ამასთან, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემულ სს საქმეზე ყველა საგამოძიებო მოქმედება და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების თანმიმდევრულ და სარწმუნო ჩვენებებში, საგამოძიებო მოქმედების ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარის პოზიცია ნარკოტიკული საშუალების ა-–------ ა-–-----------ისთვის „ჩადებასთან“ დაკავშირებით ალოგიკურია და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.
რაც შეეხება ა-–------ ა-–-----------ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის მომზადებას არაერთგზის, სხდომაზე გამოკვლეული შ----- მ----------–---ის ჩვენებით და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ უტყუარად დაადგინა, რომ ა-–------ ა-–-----------ს გადაწყვეტილი ჰქონდა რა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქისგან და შექმნილი ჰქონდა ყველა პირობა, შ----- მ----------–---მა მართლაც შემოიტანა ა-–-----------ისთვის გადასაცემი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე დაკავებული იქნა, რომლისგანაც ამოღებულ იქნა ა-–------ ა-–-----------ზე გადასაცემი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და აგრეთვე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენით, ა-–------ ა-–-----------ი არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს. პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, ალ.ა-–-----------მა უკანონოდ, არაერთგზის, შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 14,95 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც ამოღებული იქნა მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას; მანვე ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 129.30 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინისა“ და 0.116 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მორფინის“ (მარილი) არაერთგზის, უკანონო შეძენის მომზადება.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–------ ა-–-----------მა ჩაიდინა:
1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით;
2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მომზადება, არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
3.1. ა-–------ ა-–-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია;
3.2. ა-–------ ა-–-----------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არის ის რომ, მან პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მყოფმა ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაულები.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროების, აგრეთვე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების სახეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ა-–--------–-----------ს მიმართ სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, ა-–--------–-----------ს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა-–--------–-----------ის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენი და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და მიაჩნია, რომ მის მიმართ, სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით კი, ა-–------ ა-–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ნ---- ვ--–---ის ეპიზოდი
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
შუამდგომლობის მიხედვით, ნ---- ვ--–---ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით;
მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (3 ეპიზოდი).
ნ---- ვ--–---ის დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 28 თებერვალს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქ.თბილისში, ა.ზურაბაშვილის ქუჩაზე, ნ---- ვ--–---ს აცნობეს, რომ იყვნენ პოლიციის მუშაკები და მოუწოდეს გაეჩერებინა მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომობილი. ნ---- ვ--–---ი არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლის მოწოდებას, არ გააჩერა ავტომობილი და მიმალვის მიზნით გააგრძელა მოძრაობა. გზაში მსვლელობის პერიოდში პოლიციის თანამშრომლები კვლავ მოუწოდებდნენ დამორჩილებოდა მათ მოწოდებას, თუმცა ნ---- ვ--–---მა პოლიციის მუშაკებს გაუწია წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მათი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, რა დროსაც ავტომობილით დაეჯახა და დააზიანა პოლიციის თანამშრომლების - ლაშა ჯუღელის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით G--------, რითაც მიაყენა 16720 (თექვსმეტიათასშვიდასოცი) ლარის ქონებრივი ზიანი; ალექსი კობერიძის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით A--------, რითაც მიაყენა 1870 (ათასრვაასსამოცდაათი) ლარის ქონებრივი ზიანი და სერგი აბაშიძის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით W--------, რითაც მიაყენა 605 (ექვსასხუთი) ლარის ქონებრივი ზიანი.
ნ---- ვ--–---მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება,,ჰეროინი“ წონით 5,6362 გრამი, საიდანაც ნაწილი 3,3235 გრამი, 2019 წლის 28 თებერვალს, ამოღებული იქნა ქ.თბილისში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში მისი მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, ხოლო ნაწილი 2,3127 გრამი, ამოღებული იქნა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის, სახელმწიფო ნომრით OA-101-LI ჩხრეკის შედეგად.
ნ---- ვ--–---მა ზ/აღნიშნული ქმედებისათვის ცნობილი იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი).
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ნ---- ვ--–---ის მიერ ზ/აღნიშნული დანაშაულების ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენები, ჩხრეკისა და ამოღების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულებები, დათვალიერების ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
2019 წლის 6 სექტემბერს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულ ნ---- ვ--–---სა (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატისა და თარჯიმნის მონაწილეობით) და საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ ვ-–- თ-------ს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე, რომლის მიხედვითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნ---- ვ--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 4 (ოთხი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი ჩაეთვალოს პირობით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ---- ვ--–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 4 (ოთხი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დ-----გინდეს 4 (ოთხი) წელი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
ნ---- ვ--–---ს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით.
საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
2019 წლის 6 სექტემბერს, საქმის არსებითად განხილვისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა ვ-–- თ-------მ ბრალდებულ ნ---- ვ--–---თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული, მისი ადვოკატი და თარჯიმანი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, რომ სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ვ-–- თ-------მ, ბრალდებულმა ნ---- ვ--–---მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ---------------ემ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. გარდა ამისა, ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
სასამართლომ გამოიკვლია, რომ პროკურორმა საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულებთან გაიარა კონსულტაცია და შეატყობინა მათ საპროცესო შეთანხმების დადება, რის შესახებაც პროკურორის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმები.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქმის მასალების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ ვ-–- თ-------ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 225-ე, 258-260, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით, საქართველოს კანონით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ ვ-–- თ-------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს პროკურორ ვ-–- თ-------სა და ბრალდებულ ნ---- ვ--–---ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ნ---- ვ--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 4 (ოთხი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი ჩაეთვალოს პირობით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ---- ვ--–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 4 (ოთხი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დ-----გინდეს 4 (ოთხი) წელი;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ნ---- ვ--–---ის მიმართ შეფარდებული ა/ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 28 თებერვლიდან.
ნ---- ვ--–---ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ნ---- ვ--–---ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მსჯავრდებულ ნ---- ვ--–---ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ა-–------ ა-–-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–------ ა-–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ა-–------ ა-–-----------ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წელი, 10 (ათი) თვე და 13 (ცამეტი) დღე;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–------ ა-–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ა-–------ ა-–-----------ის მიმართ შეფარდებული ა/ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 1 მარტიდან.
ა-–------ ა-–-----------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ა-–------ ა-–-----------ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ნარკოტიკული საშუალებები და შესაფუთი მასალა, ა/მანქანიდან ამოღებული მიკრონაწილაკები და ანაწმენდები, ნ.ვ--–---ისა და ალ.ა-–-----------ის ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ტელეფონი და ა/მანქანის ნაწილები, ალ.ა-–-----------ის პირადობის მოწმობა, ა/მანქანები სახელმწიფო ნომრებით: O--------, G--------, A--------, W-------- და ნ.ვ--–---ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს.
- 4 (ოთხი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მსჯავრდებულ ა-–------ ა-–-----------ის მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
განაჩენი მსჯავრდებულ ნ---- ვ--–---ის მიმართ ექვემდებარება გასაჩივრებას საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ნინო ნაჭყებია