განაჩენი

სისხლის სამართლის 24.07.2019
საქმის ნომერი
330100110029677
დავის ტიპი
18 - 144 (1) 1
თარიღი
24.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4618-10

(-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილმა

სოფიკო უგრეხელიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ - დ------------------,განსასჯელ - ზ---------------------

ადვოკატების - თ-----------------------------–--------------–-–---–---–---------------------,დაზარალებულების - ა------------------------------------–--------

თარჯიმნების - ნ-----------–---–------–-------------- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, განსასჯელ ზ-----------------–---------------------------------–-------–-–------------------------------–----------–--------------------------- ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–----------–----------------------------------------–-) მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საბრალდებო დასკვნით, განსასჯელ ზ-----------------–------------------- ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება (ორი ეპიზოდი: ხ---------------–-----------------------------). რაც გამოიხატა შემდეგში: ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით ე-–----------------- დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით შეეფარდა 5 წელი პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

2----–-–------------------- ე-–----------------- კვლავ იქნა დაკავებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც მისმა ძმამ - ა------------------ დახმარებისათვის მიმართა ადვოკატ ზ--------------------, რომელთანაც დააკავშირა მისმა მამიდაშვილმა ტ--–-------–------------. ზ-------------------- დახმარება აღუთქვა ა----------------- და საქმის შესასწავლად მოითხოვა გარკვეული პერიოდი, რა დროსაც განიზრახა მოტყუებით, ა------------------ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, იგი დაუკავშირდა ა----------------- და მისი ძმის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდაპირველად მოითხოვა 30 000 ლარის გადახდა, რაზედაც ა------------------ უარი განაცხადა, ხოლო საბოლოოდ შეთანხმდნენ, 12000 ლარის და 2000 აშშ დოლარის გადახდაზე. ზ-------------------- დაარწმუნა ა-----------------, რომ მის მიერ გადახდილ 10000 ლარს ჩარიცხავდა ე-–------------------- სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის ანგარიშზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აღნიშნულ თანხას სრულად დაუბრუნებდა უკან.

2----–-–----------–----------–--–-, ზ-------------------- ა------------------ და მისმა მამიდაშვილმა ტ--–-------–------------ ხელზე გადასცეს 10 000 ლარი, ხოლო მის პირად ანგარიშზე შეიტანეს საადვოკატო მომსახურების 1600 ლარი. 2009 წლის თებერვალში გამომძიებელმა ა----------------- უკან დაუბრუნა ე-–-----------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 2000 აშშ დოლარი, საიდანაც ა------------------ 500 აშშ დოლარი გადაუხადა ზ--------------------. მიუხედავად გადახდილი 10 000 ლარის და 500 აშშ დოლარისა ე-–-----------------ს პატიმრობიდან გათავისუფლება არ მომხდარა და ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მას სასჯელის ზომად მიუსაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. ამის შემდეგ, დაზარალებულის არაერთი მოთხოვნისა ზ-------------------- აღარ დააბრუნა მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული 10 000 ლარი და 500 აშშ დოლარი. მას წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ’’ბ’’ ქვეპუნქტით.

2----–-–------------------------------–--------------------------------------------------------------------------------------------------------------–----------–-------–--- მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებული იქნა შ-----------–---------------–--------------- დირექტორი ლ-------------, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ შეეფარდა დაპატიმრება.

ლ-------------- დაკავების შესახებ, ამ უკანასკნელის ახლობლის ჯ------–---------------- 2010 წლის თებერვალში ცნობილი გახდა ადვოკატ ზ--------------------------, რომელიც ქ------–--–- ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. ადვოკატმა ზ--------------------, განიზრახა მოტყუებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი ჯ------–------------ დაპირდა, რომ ორ დღეში გაარკვევდა ლ-------------სთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს. ზ-------------------- რამოდენიმე დღეში საერთო მეგობრის ზ-------------- მეშვეობით აცნობა ჯ------–------------, რომ საპროცესო შეთანხმების საკითხი დადებითად იყო გადაწყვეტილი და აუცილებელი იყო მისი შეხვედრა პატიმრის ოჯახის წევრებთან.

შეთანხმებისამებრ, 2----–-–------------------------–-, მ--------------- საცხოვრებელ ბინაში ერთმანეთს შეხვდნენ, ერთის მხრივ ჯ------–---------------------------- და ზ-------------------- ხოლო მეორეს მხრივ პატიმარ ლ-------------- მეუღლე ხ---------------–------ და ამ უკანასკნელის ნათესავი ტ------–-–-----–---. შეხვედრისას ზ--------------------, მართლსაწინააღმდეგოდ, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით მოატყუა ხ---------------–------, რომ თითქოსდა პროკურატურასთან შეთანხმებული და გარკვეული ჰქონდა ლ-------------- საპროცესო შეთანხმების საკითხი, იმ პირობით, რომ ლ-------------- ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის - 84770 ლარის ნაწილი - 40 000 ლარი და 5000 ლარი ჯარიმის თანხა, რის შედეგადაც ლ------------- გათავისუფლდებოდა პატიმრობიდან და მიესჯებოდა პირობითი მსჯავრი. ზიანის დარჩენილი ნაწილის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო საპროცესო შეთანხმების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში. გარდა აღნიშნულისა ადვოკატმა ზ-------------------- ხ---------------–------ს აუცილებელ პირობად დაუსახელა „-------------–-- მის ანგარიშზე წინასწარ 25 000 ლარის შეტანა, რომელსაც თითქოსდა ჩარიცხავდა ლ-------------ზე სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმისა და ზიანის ასანაზღაურებლად. ხ---------------–------ თანხის წინასწარ გადახდის წინააღმდეგი წავიდა და მოსაფიქრებლად ითხოვა დრო. იმავე დღეს, საღამოს, ჯ------–------------ სახლში, ხ---------------–------ ისევ შეხვდა ზ--------------------, რათა შეთანხმებულიყვნენ, რომ თანხას განაჩენის გამოტანის შემდეგ შეიტანდა სახელმწიფო ბიუჯეტში, თუმცა ზ-------------------- დაჟინებით მოითხოვა 25000 ლარის მეორე დღეს მის ანგარიშზე ჩარიცხვა. ზ-------------------- დაარწმუნა ხ---------------–------, რომ თანხის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში აუცილებლად გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება და ლ------------- გათავისუფლდებოდა პატიმრობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში გადარიცხულ 25000 ლარს სრულად დაუბრუნებდა. საბოლოოდ ხ---------------–------ დათანხმდა ზ-------------------- წინადადებას და 2----–-–-----------------------–------------------------------–-- მდებარე „-----------–------------ ფილიალში ზ-------------------- სახელზე შეიტანა 25000 ლარი. იმავე დღეს, ხ---------------–------- მიერ გადარიცხული თანხა ზ-------------------- გაიტანა ქ------–--–- ს----------------------–-- მდებარე „-----------–----------- სერვისცენტრიდან და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

ზ-------------------- თანხის მიღების შემდეგ თავი აარიდა ხ--–--------------------------------–--–- ლ-------------- ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობის მიღებას, რის გამოც 2----–-–------------–- განსასჯელ ლ-------------სთან ზ-------------------- მონაწილების გარეშე დადებულ იქნა საპროცესო შეთანხმება, რომელიც დამტკიცებულ იქნა ხ--–----------------------–--- მიერ. ამის შემდეგ, ზ--------------------, მიუხედავად ხ---------------–------- და ამ უკანასკნელის ახლობელთა მიერ არაერთგზის მოთხოვნისა ზემოაღნიშნული თანხა არ დაუბრუნა დაზარალებულს და მიიმალა. მას წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ’’ბ’’ ქვეპუნქტით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები:

დაზარალებულ ა------------------ ჩვენებით, 2----–--–- დაკავებული იქნა მისი ძმა ე-–-----------------, რომლის ინტერესების დასაცავად ეძებდა ადვოკატს. გაარკვია, რომ მისი ბიძაშვილი, ტ--–-------–----------- იცნობდა ადვოკატ ზ-------------------- და დახმარების მიზნით მიმართეს მას. ზ--------------------თან პირველი შეხვედრა შედგა მის ოფისში, რომელსაც ესწრებოდნენ ტ--–----------------–-------------. შეხვედრისას ზ------------------- დაპირდა, რომ 30000 ლარის სანაცვლოდ შეძლებდა ე-–-----------------ს ციხიდან გათავისუფლებას. საბოლოოდ, შეთანხმება შედგა 15000 ლარზე. მან 2----–--–- ზ-------------------- გადასცა 12000 ლარი და 500 აშშ დოლარი. რაც შეეხება 500 დოლარს, აღნიშნული წარმოადგენდა ე-–-----------------ს კუთვნილი თანხის, 2000 აშშ დოლარის ნაწილს, რომელიც მას თან ჰქონდა დაკავებისას. აღნიშნული თანხა გამომძიებელმა უკან დააუბრუნა საიდანაც 500 დოლარი დაიტოვა ზ--------------------. ზ-------------------- ქართულ ენაზე შეადგინა წერილობითი შეთანხმება, რითაც ვალდებულებას იღებდა ე-–-----------------ს ციხიდან გათავისუფლების და 10000 ლარის უკან დაბრუნების თუ ვერ მოხდებოდა საპროცესო შეთანხმება. ოფისში ზ--------------------, ე------------–-------–------------- შორის საუბარი მიმდინარეობდა ქართულ და რუსულ ენებზე. საუბრის შინაარსს მისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე უთარგმნიდა ე-------–-----------. ა----------------- განმარტებით, პირველი შეხვედრისას, თ---------–---------------- მდებარე ოფისში, ზ-------------------- გადასცა ორდერის თანხა 500 ლარი, ხოლო მოგვიანებით, იმავე ტერიტორიაზე მდებარე „---------------–----------–------------ ზ-------------------- გადასცა 10000 ლარი. გარდა მითითებული თანხისა, მან ზ-------------- ანგარიშზე ჩაურიცხა 1600 ლარი. საბოლოოდ, ე-–-----------------, გასამართლებიდან ოთხი წლის შემდეგ გათავისუფლდა ამნისტიის საფუძველზე და აღნიშნულში ზ-------------------- არანაირი წვლილი არ შეუტანია. ვინაიდან ე------------- არ გაფრომდა საპროცესო შეთანხმება მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება, თუმცა მიუხედავად არაერთი დაპირებისა მას თანხა დღემდე არ დაბრუნებია. დაზარალებულის განმარტებით, ზ-------------------- დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საბოლოო ჯამში მიადგა 50000 ლარის მატერიალური ზიანი, რაშიც მოიაზრებს როგორც მასზე გადაცემულ თანხის ოდენობას, ისე ყოველდღიურად აღნიშნული საქმიდან გამოწვეულ ხარჯს. მან მხარი დაუჭირა წარდგენილ სამოქალაქო სარჩელს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

მოწმე ტ--–-------–-----------ს ჩვენებით, ნაცნობობა აკავშირებს განსასჯელ ზ--------------------თან, რომელიც როგორც ადვოკატი დახმარებას უწევდა გარკვეულ საქმეებში. ვინაიდან დაკავებული იყო ე-–-----------------, მისმა ძმამ - ა------------------ სთხოვა დახმარება ადვოკატის მოძებნაში. შესთავაზა მას ზ-------------------- კანდიდატურა, რომელსაც ა-------------------- ერთად შეხვდა თ---------–---------------- მდებარე ოფისში. ა------------------ ზ-------------------- აუხსნა მისი მდგომარეობა, რაზეც ზ-------------------- უთხრა, რომ ორ დღეში ეტყოდა პასუხს. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ზ-------------------- როგორც ადვოკატი ჩართული იყო ე-–-----------------ს საქმეში და ა------------------გან აღებული ჰქონდა თანხა, თუმცა თანხის ოდენობა მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, ზ-------------------- არანაირი დახმარება ე-–-----------------სთვის არ გაუწევია.

მოწმე ნ------------- ჩვენებით, ნაცნობობა აკავშირებს განსასჯელ ზ--------------------თან, რომელსაც ბ---–-----------------–--- შენობის წინ ა------------------ ა/მანქანაში გადასცა პოლიციის განყოფილებიდან წამოღებული 2000 აშშ დოლარი, თუმცა ვინაიდან ა------------------ ბიძა იყო ცუდად, მან 1500 აშშ დოლარი უკან გამოართვა ზ--------------------. გარდა აღნიშნულისა, ა------------------ ზ-------------------- გადასცა 10000 ლარი, ე-–-----------------ს საპროცესო შეთანხმების გაფორმების გზით ციხიდან გამოსაყვანად, რასაც ზ------------------- პირდებოდა ა-----------------, თუმცა აღნიშნული მას არ შეუსრულებია და არც აღებული თანხა დაუბრუნებია უკან.

მოწმე ე-------–-----------ს ჩვენებით, ზ------------------- იყო მისი ძმის ტ--–-------–-----------ს ადვოკატი და სწორედ აქედან იცნობდა მას. ა----------------- მისი ძმის ე-–-----------------ს ციხიდან გამოსაყვანად მან და ტ--–-------–------------ შესთავაზეს ზ-------------------- კანდიდატურა. ზ-------------------- შეხვდნენ მის სამუშაო ოფისში, სადაც ე-------–------------ თარჯიმნობა გაუწია ა-----------------, რომელმაც აუხსნა საქმის გარემოება ზ--------------------, რის შემდგომაც ზ-------------------- მათ უთხრა, რომ მისთვის უნდა გადაეხადათ 10000 ლარი და იგი ერთი თვის ვადაში მოაგვარებდა ე-–-----------------ს საქმეს. აღნიშნული თანხა მას უნდა შეეტანა სახელმწიფოს ანგარიშზე ბანკში და ე-–----------------- გამოუშვებდნენ ციხიდან. შეაგროვეს აღნიშნული თანხა და თ---------–---------------- შეხვდნენ ზ--------------------, რომელთან ერთადაც შევიდა ბანკში, ხოლო ა----------------- დარჩა გარეთ. ბანკში ყოფნის დროს პირადად გადასცა ხელში ზ-------------------- ფულადი თანხა 10000 ლარის ოდენობით. ზ------------------- ბანკში ესაუბრებოდა ოპერატორს, თუმცა სად ჩარიცხა აღნიშნული თანხა ან საერთოდ მიაწოდა თუ არა ოპერატორს, მას არ დაუნახავს. ზ-------------------- სიტყვიერად დაარწმუნა, რომ თანხა ნამდვილად გადარიცხა. ამის შემდგომ, ზ-------------------- დაწერა ხელწერილი, რომ იგი შეასრულებდა მიცემულ პირობას აღნიშნული თანხის სანაცვლოდ და ე-–----------------- გამოუშვებდა ციხიდან. მოწმის განმარტებით, ზ-------------------- ოფისში არ ჰყოლია თარჯიმანი, ხელწერილი დაწერილი იყო ქართულ ენაზე, რასაც ხელი მოაწერა თავად ზ--------------------, რის შემდგომაც იგი აღარ გამოდიოდა კონტაქტზე, არ მოდიოდა დათქმულ დროს და ადგილას შესახვედრად და თავს არიდებდა მათთან ურთიერთობას. ე-------–-----------ს განმარტებით, ზ------------------- სრულიად შემთხვევით ნახა ციხესთან, სადაც იგი დაპირდა ერთ კვირაში საქმის მოგვარებას და ე-–-----------------ს ციხიდან გამოყვანას, თუმცა მან დანაპირები არ შეასრულა. ე-–----------------- პატიმრობიდან გათავისუფლდა ოთხი წლის შემდეგ, ამნისტიით. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ზ-------------------- მხრიდან 10000 ლარის უკან დაბრუნება არ მომხდარა და არც რაიმე გაუკეთებია ე-–-----------------ს ციხიდან გამოსაყვანად.

დაზარალებულ ხ---------------–------- ჩვენებით, ზ------------------- გაიცნო 2----–-–------------------, როდესაც დააპატიმრეს მისი მეუღლე - ლ-------------. მისი მეუღლის მეგობრებმა - ჯ------–-----------------------–--------, ლ-------------- საქმის მოგვარებისა და მისი ციხიდან გათავისუფლების მიზნით, გააცნეს ზ-------------------- რომელიც დაპირდა მას გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ მეუღლის ციხიდან გათავისუფლებას. პირველი შეხვედრა ზ--------------------თან შედგა ჯ------–------------ ოჯახში, რომელსაც ესწრებოდნენ ჯ----–-------- ჯ------–-------------------------------- და ტ------–-–-----–---. მითითებულ შეხვედრაზე ზ-------------------- განუმარტა, რომ მას ჰყავდა ნაცნობები პროკურატურაში, რომელთა დახმარებითაც შეძლებდა ლ-------------- ციხიდან გათავისუფლებას, ამასთან, განუცხადა, რომ ი-------- ბრალდების საქმე არ გამოირჩეოდა დიდი სირთულით და სანაცვლოდ მოსთხოვა 42000 ლარი. ზ-------------------- თქმით დასაწყისისთვის აუცილებელი იყო 15000 აშშ დოლარი, რომლის ჩარიცხვაც უნდა მომხდარიყო მის პირად ანგარიშზე და როდესაც მოხდებოდა შეთანხმება პროკურატურასთან, თავად ზ------------------- გადაურიცხავდა აღნიშნულ თანხას პროკურატურას. ვინაიდან ფინანსურად უჭირდა, აღნიშნული თანხის მოსაგროვებლად იპოთეკით დატვირთა ნათესავების ორი ბინა და ამ გზით შეგროვილი 15000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში - 25000 ლარი, ზ-------------------- მისივე მოთხოვნით ჩაურიცხა საბანკო ანგარიშზე. პირველი პროცესი გადაიდო ზ-------------------- ინიციატივით. აღნიშნულის შემდეგ ზ-------------------- დაუწერა ხელწერილი, რომ მას ნამდვილად ჰქონდა აღებული აღნიშნული თანხა და დებდა პირობას მისი დაბრუნების, თუმცა მიუხედავად არაერთი მცდელობისა მასთან დაკავშირების, ზ------------------- თავს არიდებდა შეხვედრას და ცდილობდა დროის გაწელვას. ხ---------------–------- განმარტებით, ზ-------------------- არანაირი წვლილი არ მიუძღვის მისი მეუღლის ციხიდან გათავისუფლებაში და საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში. როგორც დაზარალებულმა ითხოვა მისთვის მიყენებული ზიანის - 25 000 ლარის და იპოთეკისგან გამოწვეული პროცენტების გათვალისწინებით ზარალის ანაზღაურება. ასევე მხარი დაუჭირა წარდგენილ სამოქალაქო სარჩელს 34500 ლარის ოდენობით.

მოწმე ლ-------------- ჩვენებით, 2----–-–------------------ დაკავებული იყო გადასახადისგან თავის არიდების ბრალდებით. თავდაპირველად მის ინტერესებს იცავდა ადვოკატი რ---–--------–--–-, ხოლო შემდეგ მეუღლე - ხ---------------–------მ უთხრა, რომ გამოჩნდა პიროვნება, რომელსაც შეეძლო საპროცესო შეთანხმების გაფორმება. აღნიშნული პიროვნება იყო ადვოკატი ზ-------------------. ლ-------------- განმარტებით, მისმა ოჯახმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების პირობით, ზ-------------------- მის პირად საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა 15000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რაც შეადგენდა 25000 ლარს. პირველ სასამართლო პროცესზე ზ-------------------- მოითხოვა პროცესის გადადება იმ მოტივით, რომ იგი არ იცნობდა საქმის მასალებს. შემდგომ პროცესებზე ზ------------------- აღარ გამოცხადებულა. მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროცესებზე მის ინტერესებს კვლავ ადვოკატი რ---–--------–--–- იცავდა, რომელმაც საბოლოოდ შეძლო პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება და ზ-------------------- დახმარების გარეშე მოხდა მისი პატიმრობიდან გათავისუფლება. მისმა ოჯახმა არაერთხელ სცადა ზ--------------------თან დაკავშირება და თანხის უკან დაბრუნება, თუმცა უშედეგოდ. ზ-------------------- ხელწერილიც კი დაწერა, რითაც იღებდა ვალდებულებას ხ---------------–-------გან აღებული თანხის დაბრუნების, თუმცა ზ-------------------- მათთვის თანხა დღემდე არ დაუბრუნებია.

მოწმე ტ------–-–-----–---- ჩვენებით, ზ------------------- პირველად ნახა ჯ------–------------ საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი იმყოფებოდა ლ-------------- მეუღლესთან - ხ---------------–------სთან ერთად. ზ------------------- გაეცნო, როგორც ცნობილი ადვოკატი, რომელიც პირდებოდა ლ-------------- ციხიდან გამოყვანას და ამასთან აქცენტს აკეთებდა მის ძმაზე, რომ იყო მოსამართლე, რომელიც დაახლოებული იყო ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან. ზ------------------- ითხოვდა 15000 დოლარის გადაცემას, რაც მისი განმარტებით უნდა ჩაერიცხა პროკურატურისთვის, რომ დაწყებულიყო ლ-------------- ციხიდან გამოყვანის პროცედურა. თანხის მოძიების მიზნით, იპოთეკით დატვირთა მამის, სიმამრის და ლ-------------- მამიდის ბინები და შეგროვებული თანხა 15000 აშშ დოლარის ოდენობით ხ---------------–------მ პირად საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა ზ--------------------. თანხის ჩარიცხვის შემდეგ ზ------------------- აღარ გამოდიოდა კონტაქტზე და ატყუებდა, რომ დააბრუნებდა თანხას. მიუხედავად დაპირებისა, ზ--------------------, რომელიც არაფრით დახმარებია ლ-------------ს ციხიდან გამოსვლაში დღემდე არ აქვს თანხა დაბრუნებული.

მოწმე ჯ------–------------ ჩვენებით, 2----–-–--------------- თვეში ლ------------- დაკავებული იყო გადასახადისაგან თავის არიდების ფაქტზე. მის ინტერესებს იცავდა ადვოკატი რ---–--------–--–-. 2010 წლის თებერვლის თვეში, იგი პირად საქმეზე შეხვდა მის მეგობარ ზ--------------, რომელსაც თან ახლდა იმ ეტაპისთვის უცნობი მამაკაცი, რომელიც გაცნობის შემდეგ აღმოჩნდა ადვოკატი ზ-------------------. ზ-------------- მოუყვა ლ-------------- შესახებ, რასაც ესწრებოდა ზ-------------------ც, რომელმაც უთხრა, რომ გაიკითხავდა რამდენად გამოვიდოდა საპროცესო შეთანხმების დადება და ორ დღეში შეეხმიანებოდა. დაახლოებით ორი დღის შემდეგ დაუკავშირდა ზ-------------, რომელმაც უთხრა რომ ის საქმე, რომლის გარკვევას მას ზ------------------- დაპირდა გაკეთებადი იყო და პირადად შეხვედრა სთხოვა. შეხვედრისას, ზ-------------მ უთხრა, რომ ზ-------------------- გაიკითხა და შეძლებდა საპროცესო შეთანხმების გაკეთებას, თუმცა საჭირო იყო ბიუჯეტში 45000 ლარის გადახდა, რომლის გადახდის შემდეგ ლ-------------ს გაათავისუფლებდნენ და გათავისუფლებიდან 3 თვეში უნდა გადაეხადა დარჩენილი თანხა უკვე სახელმწიფოს ბიუჯეტში. აღნიშნულის შესახებ მან შეატყობინა ლ-------------- მეგობარს ჯ----–--------. ჯ----–-------- მას დაურეკა საუბრიდან დაახლოებით ორ საათში და უთხრა, რომ ლ-------------- ოჯახთან საუბრის შემდგომ ისინი თანახმანი იყვნენ საპროცესო შეთანხმების პირობებზე და პირადად სურდათ ზ--------------------თან შეხვედრა. აღნიშნული საუბრის შესახებ მან შეატყობინა ზ--------------. დაახლოებით ერთ კვირაში, 2----–-–-------------- ჯ------–------------ კუთვნილ ბინაში, ერთმანეთს შეხვდნენ ლ-------------- მეუღლე ხ---------------–------, შვილი დ-----------------, რძლის მამა ტ------–-–-----–--- და ადვოკატი ზ-------------------. საუბარი შეეხებოდა საპროცესო შეთანხმებას, კერძოდ ზ-------------------- ხ---------------–------ს უთხრა, რომ მისი მეუღლის ლ-------------- საპროცესო შეთანხმების საკითხი პროკურატურასთან შეთანხმებული და გადაწყვეტილი ჰქონდა. ლ-------------- გასათავისუფლებლად 84000 ლარიდან, რომელსაც ი-------- გამოძიება ედავებოდა, მათ ბიუჯეტში უნდა გადაეხადათ 45000 ლარი, რომლის გადახდის შემდგომ ლ-------------ს გაათავისუფლებდნენ, ხოლო გათავისუფლებიდან 3 თვეში კი უნდა გადაეხადათ დარჩენილი თანხა სრულად. ზ-------------------- ხ---------------–------ს აუცილებელ პირობად წაუყენა, რომ მის პირად ანგარიშზე შეეტანა 25000 ლარი, რომელსაც თავად ზ------------------- შეიტანდა ბიუჯეტში ლ-------------ზე დაკისრებული თანხის დასაფარად. 25000 ლარის მის პირად საბანკო ანგარიშზე შეტანა ზ--------------------, მისივე თქმით, სჭირდებოდა რწმენისთვის, რომ ხ---------------–------ არ გადაიფიქრებდა თანხის გადახდას. მოწმის ჩვენებით, ხ---------------–------ თავიდან უარზე იყო, თუმცა შემდგომ დათანხმდა ზ-------------------- წინადადებას, რადგანაც ენდო მას და ს-------------------------–-------------------------–----------- ფილიალიდან ზ-------------------- პირად საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 25000 ლარი. მიუხედავად მოთხოვნილი თანხის ჩარიცხვისა, ზ-------------------- არ შეასრულა პირობა და მის მიერ არ მომხდარა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. იმის გამო, რომ ზ------------------- თანხას არ აბრუნებდა, 2----–-–---------–-------–- მან, ზ-------------მ და დ-----------------მ პირადად ნახეს ზ-------------------- რომელმაც ხელწერილი დაწერა მის ანგარიშზე გადარიცხული 25000 ლარის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით და მიუთითა კონკრეტული დრო, თუმცა მიუხედავად დაპირებისა, ზ-------------------- მხრიდან თანხის დაბრუნება არ ხდებოდა, რის გამოც პირველი შეხვედრიდან დაახლოებით 20 დღეში ზ--------------თან ერთად ისევ შეხვდა ზ--------------------, რომელიც ორი დღის ვადაში დაპირდა 25000 ლარის უკან დაბრუნებას. აღნიშნული საუბრის შემდეგ ზ------------------- კონტაქტზე აღარ გამოსულა, ზ------------------- აღარ პასუხობდა მათ სატელეფონო ზარებს.

მოწმე ჯ----–------------ ჩვენებით, ზ-------------------- იცნობს ლ-------------- საქმიდან გამომდინარე. ზ------------------- აცხადებდა, რომ მისი ძმა იყო მოსამართლე, კავშირები ჰქონდა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან და პირდებოდა ოჯახს ლ-------------- ციხიდან გათავისუფლებას. ზ------------------- არწმუნებდა მათ, რომ უკვე ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, დარჩენილი იყო მხოლოდ ფორმალური დეტალები და თანხის გადახდიდან დაახლოებით 10 დღეში მოხდებოდა ლ-------------- პატიმრობიდან გათავისუფლება. ზ------------------- საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად თავდაპირველად ითხოვდა 25000 ლარის პირად ანგარიშზე ჩარიცხვას. მას შემდეგ, რაც ლ-------------- ოჯახი დათანხმდა ზ--------------------თვის თანხის გადარიცხვას, იგი დაეხმარა ხ---------------–------ს 15000 აშშ დოლარის გადახურდავებაში, რის შემდეგაც ხ---------------–------სთან და დ-----------------სთან ერთად წავიდა ს-------------------------–--- სადაც პირად საბანკო ანგარიშზე ზ-------------------- ჩაურიცხეს 25000 ლარი. გარკვეული დროის გასვლის შემდგომ, ზ------------------- არ გამოდიოდა კონტაქტზე და მოგვიანებით ხელწერილი დაწერა ჯ------–------------ წინაშე, რომ იგი მის ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას აუცილებლად დააბრუნებდა უკან.

მოწმე----------- ი-------- ჩვენებით, 2010 წელს ფინანსური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული იყო მისი მამა ლ-------------. ზ------------------- იყო მისი მამის ადვოკატი, რომელიც დაპირდა მას მოკლე ვადაში ციხიდან გამოყვანას. ზ-------------------- განმარტებით იგი პროკურატურასთან კავშირების გამოყენებით შეძლებდა მის გათავისუფლებას. ზ------------------- აღნიშნულ საქმეში ითხოვდა 45000 ლარს, საიდანაც 25000 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო თავიდანვე, ხოლო საქმის დასრულების შემდგომ დამატებით 20000 ლარის. მოწმის განმარტებით, ზ-------------------- 25000 ლარი ჩაურიცხეს მის საბანკო პირად ანგარიშზე ს-------------------------–-- მდებარე სადღეღამისო ბანკის დახმარებით. ზ-------------------- თავად ითხოვა პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა. ზ--------------------თვის თანხის გადარიცხვის შემდეგ, მას არანაირი სახის წვლილი არ შეუტანია ლ-------------- ციხიდან გამოყვანაში. ზ------------------- ემალებოდა მათ, არ გადიოდა მათთან კონტაქტზე და ამასთან პირდებოდა თანხის უკან დაბრუნებას, თუმცა მას თანხა უკან არ დაუბრუნებია.

განსასჯელ ზ-------------------- ჩვენებით, თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტავს, რომ ა------------------ და ხ---------------–------- ფულადი თანხის თაღლითურად მითვისების განზრახვა მას არ ჰქონია და მისი საქმიანობა შემოიფარგლებოდა კლიენტებისთვის იურიდიული მომსახურების გაწევაში და ე-–-----------------ს და ლ-------------- ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების მცდელობაში, რაც იმ მომენტისათვის პროკურატურასთან ვერ იქნა მიღწეული.

ე-------–----------- და ზ-------------------- შორის არსებული შეთანხმებით, ე-------–-----------, როგორც კლიენტი და ზ------------------- როგორც ადვოკატი ერთმანეთში თანხმდებიან, რომ ზ------------------- ვალდებულია გაუწიოს ე-------–----------- იურიდიული მომსახურება თავისი ბიძაშვილის - ე-–-----------------ს საქმეზე. კერძოდ, გაუკეთოს მას საპროცესო შეთანხმება. კლიენტი თანახმაა ადვოკატ ზ-------------------- ანგარიშზე საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად და ბიუჯეტში შესატანად ჩარიცხოს 10 000 ლარი, 2----–-–-------------- ჩათვლით. ასევე კლიენტი ე-------–----------- თანახმაა 2000 ლარი შეიტანოს ადვოკატის ანგარიშზე 2----–-–--------------–-----. კლიენტი თანახმაა, რომ ადვოკატის ანგარიშზე ჩაირიცხოს სასამართლოს მიერ უკან დაბრუნებული ე-–-----------------ს ჩხრეკისას ამოღებული 2000 აშშ დოლარი. ადვოკატი ვალდებულია ე-–-----------------ს საპროცესო შეთანხმების თანხა გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში პროკურატურის მიერ მითითებულ ანგარიშზე. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუბრუნოს უკან კლიენტს 10000 ლარის ოდენობით. შეთანხმება დადებულია 2----–-–------------------–---------------–-, ზ-------------------- ოთახში.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით, ე-–----------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

2----–-–------------–-- ხელწერილით, ადვოკატი ზ------------------- დებს ხელწერილს მასზედ, რომ 2----–-–------------–- ლ-------------- მეუღლეს - ხ---------------–------ს და შვილს დ-----------------ს დაუბრუნებს მის ანგარიშზე გადარიცხულ 25000 ლარს.

2----–-–-------------- სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, ხ---------------–------- მიერ ზ-------------------- პირად საბანკო აგარიშზე ჩარიცხული იქნა 25000 ლარი.

ა/მანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2----–-–--------–----------------------------------- შუალედში ჩატარებული იქნა ზ-------------------- მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა „--------------------- ჩხრეკა, რა დროსაც ა/მანქანიდან ამოღებული იქნა ორი ცალი „-------- ფირმის მობილური ტელეფონი და ა/მანქანის კუთვნილების რეგისტრაციის მოწმობა, გაცემული ა-–---------------- სახელზე.

2----–-–---------------–--- დათარიღებული სალაროს შემოსავლის ორდერი---------- რომლითაც დგინდება, რომ ა------------------ მიერ ზ-------------------- სახელზე შეტანილია-----------------–------------–---––- 1600 ლარი ე----------- იურიდიული მომსახურების საფასური.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებები, შინაგანი რწმენით შეაფასა და გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებულ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილებოით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ერთობლიობაში მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში განსასჯელ ზ-------------------- მხრიდან სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის მიზანს წარმოადგენდა, დაზარალებულთა კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუების გზით დაუფლება.

სასამართლო განმარტავს, რომ თაღლითობის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო მის საგანს წარმოადგენს სხვისი მოძრავი ან უძრავი ქონება. ობიექტური მხრივ თაღლითობა მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას, პირის მოქმედებას ინფორმირებული ხასიათი აქვს, ან გამოხატულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.

ქონების დაუფლების საშუალებაა მოტყუება. ცხადია მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა.

თაღლითობის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სხვის ქონებას ისაკუთრებს პირი ან იგი გადადის მის მფლობელობაში და მას ამ ქონების მიმართ უჩნდება განსაზღვრული უფლებამოსილება. ამ დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ე.ი. მესაკუთრის, მფლობელის ან მოსარგებლის ნებისაგან საწინააღმდეგო, მათი მფლობელობიდან ნივთის გასვლის შემდეგ, დამნაშავე უნდა ცდილობდეს მის მისაკუთრებას არამართლზომიერი გზით. თავად კი, უნდა აცნობიერებდეს, რომ ის სჩადის დანაშაულს. ამასთან, მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ მისი ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ განსასჯელ ზ-------------------- განზრახული ჰქონდა ა------------------ და ხ---------------–------- კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება. ზ-------------------- რომელიც იცავდა ხ---------------–------- მეუღლის ლ-------------- ინტერესებს, დაარწმუნა იგი, რომ ახლო კავშირებით შეძლებდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების გზით ლ-------------- საპატიმროდან გათავისუფლებას. აღნიშნულის სანაცვლოდ ხ---------------–------ს მოსთხოვა მის პირად ანგარიშზე წინსწრებით 25000 ლარის ჩარიცხვა. 2----–-–------------ ხ---------------–------მ ზ-------------------- პირად ანგარიშზე მართლაც გადარიცხა აღნიშნული ოდენობის თანხა, რასაც ზ------------------- დაეუფლა მოტყუებით და არც საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში მიუღია მონაწილეობა და არც მიღებული თანხის დაბრუნება უცდია ხ---------------–-------თვის. ანალოგიური მეთოდით, ზ--------------------, რომელიც იყო ა------------------ ძმის - ე-–-----------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი, იმის დაპირებით, რომ ე-–-----------------ა და პროკურატურას შორის გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე, ა----------------- მოსთხოვა 10000 ლარის გადახდა. მიუხედავად გადახდილი თანხისა ზ-------------------- ვერც საპროცესო შეთანხმება გააფორმა და არც მიღებული თანხა დაუბრუნა მესაკუთრეს.

ის ფაქტი, რომ ზ------------------- მოტყუებით დაეუფლა ა------------------ და ხ---------------–------- კუთვნილ ფულად თანხას, დასტურდება როგორც დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილი საბანკო გადარიცხვებით და მხარეებს შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმებებით. კერძოდ: დაზარალებულ ხ---------------–------- ჩვენებით ზ------------------- დაპირდა მას გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ მეუღლის - ლ-------------- ციხიდან გათავისუფლებას. ზ-------------------- დაარწმუნა იგი, რომ ნაცნობები ჰყავდა პროკურატურაში, რომელთა დახმარებითაც აუცილებლად შეძლებდა ლ-------------- ციხიდან გათავისუფლებას, ვინაიდან მისი ბრალდების საქმე არ გამოირჩეოდა დიდი სირთულით. სანაცვლოდ ზ-------------------- მოითხოვა 42000 ლარი, თუმცა დასაწყისისთვის აუცილებელ პირობად აცხადებდა 15000 აშშ დოლარის ჩარიცხვას მის პირად ანგარიშზე, რასაც პროკურატურასთან შეთანხმების მიღწევისას თავად გადარიცხავდა შესაბამის ანგარიშზე. ხ---------------–------ ენდო ზ-------------------- ნათქვამს, რის შემდეგაც ნათესავების ბინების იპოთეკით დატვირთვის გზით შეგროვილი 15000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში - 25000 ლარი, ზ-------------------- მისივე მოთხოვნით ჩაურიცხა საბანკო ანგარიშზე. მიუხედავად ზ-------------------- მხრიდან დაპირებისა, რომ იგი შეძლებდა მისი მეუღლის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლებას, იგი თავს არიდებდა მასთან შეხვედრას და ცდილობდა დროის გაწელვას.

მოწმე ლ-------------- ჩვენებით ზ------------------- დაპირდა მის ოჯახს მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მის გათავისუფლებას, რის სანაცვლოდაც მისმა ოჯახმა ზ-------------------- პირად საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა მის მიერ მოთხოვნილი 25000 ლარი. მიუხედავად ამისა, ზ-------------------- არ შეასრულა პირობა და არანაირი მონაწილეობა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში და მის გათავისუფლებაში არ მიუღია. არაერთხელ სცად განსასჯელთან დაკავშირება და თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა, თუმცა უშედეგოდ. მან ხელწერილიც კი დაწერა, რითაც იღებდა ვალდებულებას დაებრუნებინა ხ---------------–-------გან აღებული თანხა სრულად, თუმცა აღნიშნული თანხა ზ-------------------- მიისაკუთრა მოტყუებით და მათთვის არ დაუბრუნებია.

ლ-------------- ციხიდან გამოყვანის დაპირებით ზ-------------------- ანგარიშზე მოთხოვნილი თანხის გადარიცხვის ფაქტი ასევე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა დ-----------------მ, რომელმაც განმარტა, რომ ზ------------------- იყო მისი მამის ადვოკატი, რომელიც დაპირდა მას მოკლე ვადაში ციხიდან გამოყვანას. ზ------------------- აღნიშნულ საქმეში ითხოვდა 45000 ლარს, საიდანაც 25000 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო თავიდანვე, ხოლო საქმის დასრულების შემდგომ დამატებით 20000 ლარის. მოწმის განმარტებით, ზ-------------------- 25000 ლარი ჩაურიცხეს მის პირად საბანკო ანგარიშზე ს-------------------------–-- მდებარე სადღეღამისო ბანკის დახმარებით. ზ-------------------- თავად ითხოვა პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა, რათა სხვებისთვის ხელზე ჰქონდა თანხა გადასაცემი. ზ--------------------თვის თანხის გადარიცხვის მიუხედავად, მას არანაირი წვლილი არ შეუტანია ლ-------------- ციხიდან გამოყვანაში. იგი ემალებოდა მათ, არ გადიოდა მათთან კონტაქტზე და ამასთან პირდებოდა თანხის უკან დაბრუნებას, თუმცა მას თანხა უკან არ დაუბრუნებია. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმეებმა ტ------–-–-----–---მ, ჯ----–-------------------------–------------- ეს უკანასკნელი კი აქტიურად იყო თავიდანვე ჩართული მიმდინარე პროცესებში, მაგრამ შედეგი ვერ იქნა მიღწეული გადახდილი თანხა რომელიც საპროცესო შეთანხმებას უნდა მოხმარებოდა უკან არ დაუბრუნებია----------------- ხ--------–--------------

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 20---–-–------------–--- დათარიღებულ ხელწერილზე, რითაც ადვოკატი ზ------------------- ხ---------------–------- და დ-------- ი-------- წინაშე იღებს ვალდებულებას, რომ 2----–-–------------–- დაუბრუნებს მის ანგარიშზე გადარიცხულ 25000 ლარს. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ 2----–-–--------------------------------– სალაროს შემოსავლის ორდერს, დასტურდება, რომ ხ---------------–------- მიერ ზ-------------------- პირად ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 25000 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ურთიერთშეჯერებულ, საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ზ-------------- ბრალეულობა ხ--------–------- ეპიზოდთან მიმართებით. შესაბამისად წარდგენილი კვალიფიკაციაც ამ ეპიზოდთან მიმართებით სწორია.

რაც შეეხება მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების გზით სხვისი კუთვნილი ქონების დაუფლებას დაზარალებულ ა------------------ ეპიზოდთან მიმართებით, დაზარალებულის ჩვენებით და შეთანხმების ხელწერილით დასტურდება, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებისათვის ზ--------------თვის გადაცემული იქნა 10 000 ლარი, სალაროს შემოსავლის ორდერით დასტურდება, რომ იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი აქვს 1600 ლარი, რასაც თაღლითობის შედეგად მიყენებულ ზიანად სასამართლო ვერ მიიჩნევს, ვინაიდან ზ------------- მათ დაიქირავეს როგორც ადვოკატი რომ შეესრულებინა სამართლებრივი ქმედებები, ის თუ ისინი სამართლებრივი დახმარებით იყვნენ უკმაყოფილო სცილდება სისხლის სამართლის წესით განსახილველ სფეროს. შეთანხმებაში აღნიშნული 2000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ე-------–-----------, რომელიც ა----------- სახელით მოქმედებდა მართლსაწინააღდმეგო ქმედების შედეგად მისაღებ ან მიღებულ თანხად სასამართლო ვერ მიიჩნევს, რადგან ეს თანხა შეთანხმების თანახმად არ იყო განკუთვნილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის. შესაბამისად მტკიცება იმის შესახებ, რომ ეს თანხები სრულად განკუთვნილი და გამიზნული იყო მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის საფუძველს მოკლებულია და სასამართლო მას როგორც დადასტურებულ ფაქტს ვერ მიიღებს. ა----------- ჩვენებით დასტურდება, რომ მოლაპარაკების მთავარი მოტივაცია იყო მისი ძმის ე-–-----------------ს მიმართ პირობით მსჯავრზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება და საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლება. დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ზ-------------- ოფისში შედგა რამდენიმე შეხვედრა, ხდებოდა მოლაპარაკებები, გადახდილი იქნა ფულადი თანხა, მაგრამ საბოლოოდ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ე-–-------------------- საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ მომხდარა და იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა გასამართლებიდან 4 წლის შემდგომ ამნისტიის საფუძველზე. ამის შემდგომ, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ზ-------------------- საპროცესო შეთანხმებისათვის განკუთვნილი თანხა უკან არ დაუბრუნებია. შესაბამისად მან მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა 10 000 ლარი.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები პირდაპირ მიუთითებს ზ-------------------- დანაშაულებრივ განზრახვაზე, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა ა------------------ კუთვნილ ფულად თანხას, რაც მის მიერ სისრულეში იქნა მოყვანილი.

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს ქმედება, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 (ათი ათასი) ლარს ზევით, ხოლო მნიშვნელოვან ზიანად ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ.

ზ-------------------- დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დაზარალებულებზე მნიშვნელოვანი ზარალის მიდგომასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებს, საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რითაც დასტურდება, რომ დაზარალებულ ხ---------------–------ზე მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნით განსაზღვრულ დიდი ოდენობის ზღვრულ ოდენობას, თუმცა დაზარალებულ ა------------------ათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს 2----–-–------------- ზ--------------------, როგორც ადვოკატს და ე-------–-----------, შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის თანახმად ე-–-------------------- საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად და ბიუჯეტში შესატანად ადვოკატ ზ--------------------თვის გადაცემული თანხის ოდენობა შეადგენდა 10000 ლარს, ხოლო 1600 ლარი წარმოადგენდა იურიდიული მომსახურების საფასურს. აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 2----–-–---------------–-- სალაროს შემოსვლის ორდერით, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ზ-------------------- პირად ანგარიშზე გადახდილი თანხის - 1600 ლარის დანიშნულების გრაფაში მითითებულია „ე-–-----------------ს იურიდიული მომსახურების საფასური“. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------------------- მიყენებული ზიანი - 10000 ლარი, ვერ ჩაითვლება დიდ ოდენობად, თუმცა მნიშვნელოვნად აღემატება სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი ზიანის ზღვრულ ოდენობას, რის გამოც ზ-------------------- მიმართ, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით წარდგენილი ბრალდება (ა------------------ ეპიზოდი) გადაკვალიფიცირებული უნდა იქნას სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტზე.

ვინაიდან, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, ზ-------------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება იცვლება, სასამართლოს სურს დამატებით განმარტოს, რომ ბრალდების უცვლელობის პრინციპის დარღვევას ადგილი არ აქვს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, რომ ბრალდების გადაკვალიფიცირებისას, ბრალდებულს უნდა მიეცეს სათანადო დრო და საშუალება მათზე რეაგირებისთვის და ახალ ბრალდებაზე დაყრდნობით დაცვის ორგანიზებისთვის. ევროპული სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს დროის ფაქტორს. კერძოდ, როდესაც სამართალწარმოების განმავლობაში, ფაქტების კვალიფიკაცია იცვლება, ბრალდებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ პრაქტიკულად და ეფექტურად განახორციელოს დაცვის უფლებები გონივრულ ვადაში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის სტანდარტი არ არის დარღვეული იმ შემთხვევაში, როცა სამართალწარმოების განმავლობაში ქმედების გადაკვალიფიცირებისას ბრალდებულს დაცვის განსახორციელებლად საკმარისი დრო და შესაძლებლობა ჰქონდა და ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის წინასწარ განჭვრეტადია, როდესაც „ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია“ (დე სალვადორ ტორესი ესპანეთის წინააღმდეგ (De Salvador Torres v. Spain), განაცხადი no. 21525/93, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 33; იუჰა ნუუთინენი ფინეთის წინააღმდეგ (Juha Nuutinen v. Finland), განაცხადი no. 45830/99.

განსახილველ შემთხვევაში ზ-------------------- მიმართ წარდგენილი ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტი იყო სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლება. შესაბამისად ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება სასამართლომ შეაფასა სწორედ მის მიერ განხორციელებული ქმედების ფარგლებში. ამდენად, სასამართლოს მიერ ზ-------------------- მიმართ წარდგენილი ბრალდების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტიდან გადაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტზე (ა------------------ ეპიზოდი) განსასჯელისთვის არის მოსალოდნელი და განჭვრეტადი და არ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ, განსასჯელის სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

სასამართლოს გადაწყვეტილება ზ-------------------- მიმართ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლასთან მიმართებით, თანხვედრაშია ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან. კონკრეტულ შემთხვევაში, ზ-------------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, დადგენილი სანქციის თანახმად წარმოადგენს მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც წარმოადგენს იმავე სიმძიმის კატეგორიის დანაშაულს, სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლოს მიერ ზ-------------------- ქმედების სამართლებრივი შეფასება არის ბრალდებულის სასარგებლო და არ აუარესებს მის მდგომარეობას.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ სამოქალაქო სარჩელებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე სამოქალაქო სარჩელები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ უნდა მოხდეს იმ ოდენობით თანხის გადახდის დაკისრება რასაც სასამართლო მიიჩნევს დადასტურებულ ზიანის ოდენობად, ვინაიდან სხვა დამატებითი მასალები ზიანთან დაკავშირებით წარმოდგენილი არ არის, მხოლოდ ზეპირი განცხადება მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის სამოქალაქო წესით ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის სამოქალაქო სარჩელის სრული მოცულობით დაკმაყოფილებისათვის საკმარისი არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ-------------- მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ა------------------ ეპიზოდი) და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (ხ---------------–------- ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სამართლიანი, დასაბუთებული და კანონიერია, იგი შეესაბამება საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ბრალდებულ ზ-------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ზ-------------------- რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, განსასჯელის პიროვნების, ჩადენილი ქმედების და მისი დამოკიდებულებით ჩადენილ ქმედებასთან და ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ არ ცნობს თავს დამნაშავედ იგი მზად არის უკან დააბრუნოს და აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ა------------------ ეპიზოდი) და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (ხ---------------–------- ეპიზოდი) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯარიმის სახით.

ვინაიდან 2012 წლის 28 დეკემბრის ’’ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონით სსკ-ის 180-ე მუხლთან მიმართებით საშეღავათო გარემოება შესაძლებელია გამოყენებული იქნეს იმ შემთხვევაში როდესაც დაზარალებული პირები თანხმობას განაცხადებენ მის გამოყენებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ შემთხვევაში დაზარალებულ ა----------- განმარტებით, თანახმა იქნებოდა თუ მიყენებული ზიანი სრული მოცულობით აუნაზღაურდებოდა, ხოლო დაზარალებული ხ--------–------ კატეგორიული წინააღმდეგი იყო გავრცელებულიყო რაიმე შეღავათი მიუხედავად ზიანის ანაზღაურებისა. ’’ამნისტიის შესახებ’’ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით საშეღავათო გარემოების გამოყენება არ ხდება თუ სასამართლო სასჯელის სახით იყენებს ჯარიმას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495-498-ე, 502-ე, 503-ე, 506-509-ე, 512-ე, 514-ე, 517-ე, 523-ე მუხლებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ხ---------------–------- ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 12000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

ზ-------------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტიდან გადაკვალიფიცირებული იქნას სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტზე. (ა------------------ ეპიზოდი).

ზ------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა------------------ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ხ---------------–------- ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმა 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა------------------ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

ზ-------------------- დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღროს ჯარიმა 12000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2----–-–---------–------- - 2----–-–------------------- ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შემცირდეს და განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------- საოქმო განჩინებით, ზ-------------------- მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.

საქმეზე წარმოდგენილი სამოქალაქო სარჩელები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, ხ---------------–------სთან მიმართებით 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო ა-------------------- მიმართებით - 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------–---- ბრძანებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა, რომლის მიხედვით ბრალდებულ ზ-----------------–------------------------------------------- საცხოვრებელ ბინას, მდებარე ქ------–--–-, გ-–----------–---------------------------------------------–- დაედო ყადაღა და მესაკუთრეს აეკრძალა მისი განკარგვა, ასევე ს--------------–--------–-----------------------–-- ზ-------------------- სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშებზე, ფულად ანაბრებზე დადებული ყადაღა, რომლის მიხედვით უნდა შეწყდეს შესაბამისი საბანკო ოპერაციები დარჩეს უცვლელი - საქმეზე სამოქალაქო სარჩელის აღსრულებამდე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

მსჯავრდებულ ზ-------------------- მიმართ დანიშნული სასჯელის - ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებები:

დაზარალებულ ხ---------------–------- განცხადებაზე დართული ხელწერილი, ს--------------–-------------- ამოღებული თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

ზ-------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადობისა და ადვოკატის მოწმობები, ა------------------------------------------------------ ა/მანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი, ა/მანქანის მოწმობა და გასაღები დაუბრუნდეს - მსჯავრდებულ ზ--------------------, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი