გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.09.2019
საქმის ნომერი
200210015001186342
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/562-15

№200210015001186342

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,ლ--------------“

მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი

მოპასუხეები: ლ------–--------–---–ი, ა-----–---------–---–ი, გ-----------------ე

დავის საგანი: ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ლია კოტორაშვილს, ა-----–---------–---–ს და გ-----------------ეს სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ #0-------------- საკრედიტო ხელშეკრულების და შესაბამისი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 2452.90ლარი, რაც წარმოადგენს ძირ თანხას.

1.2. მოპასუხეებს ლია კოტორაშვილს, ა-----–---------–---–ს და გ-----------------ეს სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟი მოთხოვნის დაკმაყოფილების პროპოპრციულად.

1.3. მოპასუხეებს ლია კოტორაშვილს, ა-----–---------–---–ს და გ-----------------ეს სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი 50.00 ლარის გადახდა.

1.4. ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2013 წლის 12 ნოემბერს სს ,,ლიბერთი ბანკს“ და ლია კოტორაშვილს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 0-------------- ხელშეკრულების მიხედვით კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 9000 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 36თვით, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 24%-თ, პირგასამტეხლო - 1%. ხელშეკრულების 3.4. და 10.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანახმად სსსკ 268-ე მუხლის პირველი პირმა ნაწილის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიქცეული აღსრულებაზე. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2013 წლის 12 ნოემბერს გაფორმდა N0---------------, N0--------------- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ა-----–---------–---–მა და გ-----------------ემ სოლიდარულად იკისრეს ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მირ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 9270 ლარით. ბანკმა შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ გასცა კრედიტი 9000 ლარი, მსესხებელმა 16/12/2014 წლიდან დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატება იმაში, რომ დარღვეული იქნა დავალიანების დაფარვის გრაფიკი, რის გამოც მსესხებლის დავალიანება 2015 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 5696.55 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 5092.9ლარი, დარიცხული პროცენტი - 241.94 ლარი, ჯარიმა 361.71 ლარი.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხდებულმა მოსარჩელე მხარის წარმომდაგენელმა მხარი დაუჭირა დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოპასუხე მხარე დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ იგი ეთანხმება დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას სესხის ძირი თანხის გადახდის თაობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2013 წლის 12 ნოემბერს სს ,,ლიბერთი ბანკს“ და ლია კოტორაშვილს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 0--------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2013 წლის 12 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულება 0-------------- (ს.ფ. 15-19).

 

3.2.2. 2013 წლის 12 ნოემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0--------------- და N0---------------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2013 წლის 12 ნოემბრის თავდებობის ხელშეკრულება N0--------------- და N0--------------- (ს.ფ. 20-23);

 

3.2.3. ბანკმა გასცა კრედიტი თანხით 9000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მსესხებლის ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 24-27);

 

3.2.4. 2015 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით დავალიანება შეადგენდა 5092.9ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 28);

 

3.2.5. საპროცენტო სარეგებლი შეადგენდა 24%, პირგასამტეხლო 1% ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საკრდიტო ხელშეკრულების 2.2.3. და 2.2.6 . პუნქტები (ს.ფ. 15-19)

 

3.2.6. გადახდის გრაფიკი დარღვეულ იქნა 16/12/2013 წლიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 24-27, ს.ფ.

- 28)

3.2.7. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ძირითადი მსესხებელი, მოპასუხე ლ------–--------–---–ი იხდიდა სესხის თანხას პერიოდულად და გადასხდელი დარჩა სესხის ძირი თანხა 2492.90 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა.

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,ლ--------------ს“ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე-873-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,ლიბერთი ბანკსა“ და მოპასუხეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხემ მოსარჩელე მხარისაგან სესხის ხელშეკრულების შესაბამისად მიიღო სესხი, რომელიც უნდა დაებრუნებინა შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით. დადგენილია, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ,,ლ--------------", ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლ--------------" უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გაცემული კრედიტის ძირითადი თანხის 2452.90 ლარის გადახდა.

 

6.2. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით. თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეებს სს ,ლ--------------ს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 73,58 ლარის,ასევე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი 50.00 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.

მოსარჩელე სს ,,ლიბერთი ბანკს“ უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 171 ლარიდან 97.42 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე,243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ლ--------------ს“ დაზუსტებული სარჩელი მოპასუხეების ლ------–--------–---–ის, ა-----–---------–---–ის, გ-----------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს:

1.1. მოპასუხეებს ლ------–--------–---–ს, ა-----–---------–---–ს, გ-----------------ეს სს ,,ლ--------------ს“ სოლიდარულად სასარგებლოდ დაეკისროთ 2452.90 ლარის ანაზღაურება.

2. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი.

5. მოპასუხეებს ლ------–--------–---–ს, ა-----–---------–---–ს, გ-----------------ეს ს სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 123.58 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.

6. მოსარჩელე სს ,,ლიბერთი ბანკს“ უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 11 დეკემბერს (საგადასახადო დავალება №5106689960) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 171.00 ლარიდან 97.42 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების დასახელება: სახელმწიფო ბიუჯეტი, მიმღების ბანკი/ხაზინა: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, სახაზინო კოდი: 300853150, ბანკის კოდი: TRESGE22.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

9.გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 12(თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შემოტანის გზით, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე