გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.02.2019
საქმის ნომერი
020210017002069835
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე# 020210017002069835 (2/1601-17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25.02.2019 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე სს ,,საქ--------–---------–-–--------–---------------ა"

წარმომადგენელი სა-–---------------ე, მა-–------------ძე

მოპასუხე დე---------–--ა

წარმომადგენელი ჯე---–--------ა

მოპასუხე ზა----------–--ა

მოპასუხე ნა---------–--ა

დავის საგანი: აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით სს ,,საქ--------–---------–-–--------–---------------ის" სასარგებლოდ დადგინდეს აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება 3190 მ2 მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 47.12.37.1--, თანამესაკუთრეები დე---------–--ა პ/ნ 51-------62, ზა----------–--ა პ/ნ 51--------2, ნა---------–--ა პ/ნ 62--------6) 801 მ2 მიწის ნაკვეთზე სარჩელზე თანდართული საკადასტრო აზომვითი/ აგეგმვითი ნახაზის - (1490, შემსრულებელი შპს კი---------------------ია, თარიღი 15.11.2016 წ, საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი და--------------ე, დაინტერესებული პირი ზა----------–--ა, ერთვის საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვითი ნახაზის ფორმის მეორე გვერდი 1490) მიხედვით - და 7910 მ2 მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 47.12.37.1--, თანამესაკუთრეები დე---------–--ა პ/ნ 51-------62, ზა----------–--ა პ/ნ 51--------2, ნა---------–--ა პ/ნ 62--------6) 3085 მ2 მიწის ნაკვეთზე სარჩელზე თანდართული საკადასტრო აზომვითი/ აგეგმვითი ნახაზის - (1492, შემსრულებელი შპს კი---------------------ია, თარიღი 15.11.2016 წ, საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი და--------------ე, დაინტერესებული პირი ზა----------–--ა, ერთვის საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვითი ნახაზის ფორმის მეორე გვერდი 1492) მიხედვით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

დე---------–--ა არ ცნობს სარჩელს.

 

ზა----------–--ა არ ცნობს სარჩელს

 

ნა---------–--ა არ ცნობს სარჩელს.

 

მოპასუხეთა განმარტებით სარჩელის დაკმაყოფილება ზიანის მომტანია მოპასუხეებისთვის და გამოიწვევს როგორც საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, რადგან უძრავი ნივთი დანიშნულებით გამოუსადეგარი ხდება, ამასთან, თვითონ ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა სადავო ნაკვეთზე საფრთხეს უქმნის მოპასუხეების და მათი ოჯახის სხვა წევრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოპასუხეების - დე---------–--ას პ/ნ 51-------62, ზა----------–--ას პ/ნ 51--------2, ნა---------–--ას პ/ნ 62--------6 თანასაკუთრებაში რეგისტრირებულია უძრავი ნივთები - ს/კ 47.12.37.1-- (3190 მ2 მიწის ნაკვეთი) და ს/კ 47.12.37.1-- (7910 მ2 მიწის ნაკვეთი).

 

მოპასუხის მომიჯნავე ნაკვეთების ს/კ 47.12.37.1-- და 47.12.37.1-- მესაკუთრეა სს საქ--------–---------–-–--------–---------------ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი,-შესაგებელი

-საჯარო რეესტრის ამონაწერი ს/კ 47.12.37.1--, მომზადების თარიღი 12/04/2016 11:16:29

-საჯარო რეესტრის ამონაწერი ს/კ 47.12.37.1-- მომზადების თარიღი 15/04/2016 15:01:01

-საჯარო რეესტრის ამონაწერი ს/კ 47.12.37.1--, მომზადების თარიღი 05/06/2017 17:20:27

-საჯარო რეესტრის ამონაწერი ს/კ 47.12.37.1--, მომზადების თარიღი 23/12/2016 13:18:35

-მხარეთა ახსნა-განმარტებები, სხდომის ოქმი

 

3.2. საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2013 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებულია სასესხო ხელშეკრულება (საოპერაციო ნომერი 45181), რომლითაც განისაზღვრა, რომ მსესხებელი - საქართველო აპირებს სესხის აღებას 22 145, 000 ევროს ოდენობით პროექტის განსახორციელებლად, რაც გულისხმობს ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას საქართველოში კავკასიონის გადამცემი ხაზიდან ჯვარის ქვესადგურამდე და ჯვარის ქვესადგურსა და ხორგას ქვესადგურს შორის. ამავე ხელშეკრულებით, პროექტის განმახორციელებლად დასახელდა სს ,,საქ--------–---------–-–--------–---------------ა’’.

 

,,საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2013 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული „ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი ხაზის“ მშენებლობის პროექტის 220 კვ ეგხ-ის პირველი (0 კმ − 20 კმ), მესამე (40 კმ − 60 კმ) და 500 კვ ეგხ-ის მეოთხე (0 კმ − 8 კმ) სექციების განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №61 განკარგულებით, ცნობად იქნა მიღებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების („ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი ხაზი“) ფარგლებში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 11 დეკემბრის №1725-Iს დადგენილებით) ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ მოსახლეობასა და მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, რომელიც ასახულია EBRD-თან შეთანხმებულ განსახლების პოლიტიკის ჩარჩოდოკუმენტში.

 

იმავე განკარგულების მე-3 პუნქტით, სს „საქ--------–---------–-–--------–---------------ას“ EBRD-თან შეთანხმებული განსახლების პოლიტიკის ჩარჩოდოკუმენტისა და განსახლების სამოქმედო გეგმების შესაბამისად დაევალა:

 

ა) მოახდინოს ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში 220 კვ ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის პირველი (0 კმ − 20 კმ ), მესამე (40 კმ − 60 კმ ) და 500 კვ ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის მეოთხე (0 კმ − 8 კმ) სექციების ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მოსახლეობისგან პროექტის მიზნებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების (ქონების) სარეგისტრაციო თანხის ანაზღაურება, საჭირო მიწის ნაკვეთებისა და ქონების გამოსყიდვა და სხვა სახის კომპენსაციის გაცემა.

 

ბ) უზრუნველყოს ასაშენებელი ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი ხაზის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, ანძის პოლიგონების განთავსებისათვის საჭირო, სახელმწიფო, ხობის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების საკუთრებად რეგისტრირებული ან/და დასარეგისტრირებელი ქონების იდენტიფიცირება, დასარეგისტრირებელი ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით ამ დოკუმენტაციის სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებამოსილების მქონე უწყებისათვის წარდგენა.

 

2015 წლის 10 თებერვალს სს ,,საქ--------–---------–-–--------–---------------ასა’’ (პროექტის მფლობელი) და შპს ,,ენერგოტრანსს’’ შორის გაფორმდა №60-7-115-089 დავალების ხელშეკრულება, რომლითაც ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის განმახორციელებლად სს ,,საქ--------–---------–-–--------–---------------ის’’ მიერ განისაზღვრა შპს ,,ენერგოტრანსი’’.

 

ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი წარმოადგენს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №122 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის’’ შემადგენელ ნაწილს. პროექტი ხელს უწყობს ენერგეტიკული ქსელის მდგრადობას და ქვეყნის საექსპერტო პოტენციალის ზრდას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-განკარგულება #61, 18.01.2016

სასესხო ხელშეკრულება (საოპერაციო ნომერი 45181)

-დავალების ხელშეკრულება

-მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.3. პროეტის მშენებლობის არეალში (ელექტროგადამცემი ხაზის დერეფანში) მოქცეულია მოპასუხეების თანასაკუთრებაში უძრავი ნივთები - ს/კ 47.12.37.1-- (3190 მ2 მიწის ნაკვეთიდან 801 მ2) და ს/კ 47.12.37.1-- (7910 მ2 მიწის ნაკვეთიდან 3085 მ2).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-საჯარო რეესტრის ამონაწერი ს/კ 47.12.37.1--, მომზადების თარიღი 12/04/2016 11:16:29

-საჯარო რეესტრის ამონაწერი ს/კ 47.12.37.1-- მომზადების თარიღი 15/04/2016 15:01:01

-სიტუაციური გეგმა

-საკადასტრო აზომვითი/ აგეგმვითი ნახაზი 1490, შემსრულებელი შპს კი---------------------ია, თარიღი 15.11.2016 წ, საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი და--------------ე, დაინტერესებული პირი ზა----------–--ა და საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვითი ნახაზის ფორმის მეორე გვერდი 1490

- საკადასტრო აზომვითი/ აგეგმვითი ნახაზი 1492, შემსრულებელი შპს კი---------------------ია, თარიღი 15.11.2016 წ, საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი და--------------ე, დაინტერესებული პირი ზა----------–--ა და საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვითი ნახაზის ფორმის მეორე გვერდი 1492

-მხარეთა ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი.

 

3.4. მხარეები ვერ თანხმდებიან აუცილებელი გზით სარგებლობის უფლებაზე.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზით (შემსრულებელი შპს „კი---------------------ია“) 500კვ ელექტროგადამცემი ხაზების გასაყვანად მონიშნული გზა არ არის აუცილებელი მოსარჩელისთვის. აღნიშნული გზით სარგებლობა არ დაარღვევს „ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობის დაცვის წესის და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.12.2013 წ N366 დადგენილებით განსაზღვრულ სტანდარტებს, დე---------–--ას, ზა----------–--ას და ნა---------–--ას თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან (ს/კ 47.12.37.1-- და ს/კ 47.12.37.1--) მიმართებაში.

იმ მოცემულობის პირობებში, როცა მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების (ს/კ 47.12.37.1-- და ს/კ 47.12.37.1--) მომიჯნავედ სახელმწიფოს საკუთრებაში აქვს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები (ს/კ 47.12.37.1-- და ს/კ 47.12.37.1--) და იქვე მოწყობილია ანძები N11 და N12, მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებული (ს/კ 47.12.37.1-- და ს/კ 47.12.37.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ალტერნატიული გზის მოწყობა, შესაძლებელია გეგმაზე მითითებული მონაკვეთის აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს დამატებით ანძის მოწყობის შემთხვევაში, მაგრამ აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს მიმდებარე მიწის ნაკვეთების უფრო მეტი ტერიტორიისა და სხვა მესაკუთრეების საცხოვრებელი სახლების მოხვედრას 500 კვ საჰაერო ელ. გადამცემი ხაზის სანიტარულ ზონაში.

სახელმწიფო საკუთრების (ს/კ 47.12.37.1-- და ს/კ 12.37.1--) მიწის ნაკვეთების ფარგლებში ანძების გადაადგილება იმგვარად რომ მოპასუხეების, ასევე სხვა მეზობლების უსაფრთხოება და „ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობის დაცვის წესის და მათი დაცვის ზომების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.12.2013 წ N366 დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტები უკეთ იყოს დაცული, ტექნიკურად შეუძლებელია.

ესქპეტიზისათვის წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ელექტრო გადამცემი ანძების მოწყობის შემთხვევაში დაცული იქნება „ელექტროსტატიკური სამრეწველო სიხშირის ელექტრული და სხვადასხვა სიხშირის ელექტრო მაგნიტური ველების ზემოქმედების ზონაში მომუშავე მომსახურე პერსონალის შრომის პირობების სანიტარული წესების და ნორმების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 17.09.2002 წლის N259/ნ ბრძანებით დადგენილი სტანდარტები.

ექსპერტიზის მიერ განხილული დამატებითი ელექტრო გადამცემი ანძის მოწყობის შემთხვევაში არ იქნება დაცული „ელექტროსტატიკური სამრეწველო სიხშირის ელექტრული და სხვადასხვა სიხშირის ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების ზონაში მომუშავე - მომსახურე პერსონალის შრომის პირობების სანიტარული წესების და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 17.09.2002 წლის N259/ნ ბრძანებით დადგენილი სტანდარტები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი

-სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა #001708218

-მხარეთა ახსნა-განმარტებები, სხდომის ოქმი

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.ნორმატიული აქტები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 170-ე და 180-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; დამტკიცებული ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 24.12.2013 წ №366 დადგენილება.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

უფლების ბოროტად გამოყენებას კრძალავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მსგავსი შინაარსისაა სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ეკისრებათ ვალდებულება, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები და თუ ეს ასე არ ხდება, ამას შეიძლება უფლების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაცია მიეცეს.

 

აღნიშნული ნორმები იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ საკუთრების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, მისი შეზღუდვა დასაშვებია კანონის შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

 

განსახილველ ვითარებაში, დავა წარმოშობილია სამეზობლო ურთიერთობიდან, რომლის დასარეგულირებლად გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი. მითითებული ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ-ებები: №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი, №ას-871-838-2016, 28 აპრილი, 2017 წელი).

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი სიტუაციური გეგმისაგან განსხვავებული ალტერნატიული გზის მოწყობა გამოიწვევს მიმდებარე მიწის ნაკვეთების უფრო მეტი ტერიტორიისა და სხვა მესაკუთრეების საცხოვრებელი სახლების მოხვედრას საჰაერო ელ. გადამცემი ხაზის სანიტარულ ზონაში. აქვე ყურადსაღებია ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს წესი ადგენს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესს, მათი დაცვის ზონების, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფების, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრებს, დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობათა განთავსების და სამუშაოთა წარმოების პირობებს. გარდა ამისა, ამ წესის მიზანია ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სანიტარიული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება. ეს წესი გამოიყენება ელექტრული ქსელების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს, ასევე ელექტროგადამცემი ხაზების მახლობლად სამუშაოთა წარმოებისას.

 

მითითებული წესის მე-4 მუხლის მიხედვით, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ, ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის, ხიდების, კოლექტორების, გვირაბების, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის რეკონსტრუქცია, ან/და მშენებლობა ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი ღონისძიებების გატარების ან მისი წინასწარი გადატანის გარეშე. მსგავის შინაარსისაა სამრეწველო სიხშირის ცვლადი დენის საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებით შექმნილი ელექტრული ველის ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დაცვის სანიტარული ნორმები და წესები 2971-87, რომლითაც, სანიტარული დაცვითი ზონის ფარგლებში აკრძალულია საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების განთავსება.

 

გარდა ამისა, აღნიშნული, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა.ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებად დგინდება საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისთვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით 330, 400, 500 კვ - 30 მეტრი, რაც დაცულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სიტუაციურ გეგმაზე.

 

ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, გარდა სიტუაციურ გეგმაზე ასახული გზისა, მოსარჩელეს სხვა ალტერნატივა არა აქვს, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთს სხვა გზით არ გააჩნია ჯეროვანი და ეფექტური გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი ელექტრო გამაცემი ხაზის ანძებთან (ელექტრო ქსელთან), რაც წარმოადგენს მოსარჩელის, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველს მეზობლისადმი - მოპასუხეებისადმი, რომ მათ ითმინონ მიწის ნაკვეთის გამოყენება მოსარჩელის მიერ საჰაერო ელექტრო სადენის მშენებლობისათვის ქსელთან აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. ამასთან, ის გარემოება, რომ სიტუაციურ გეგმაზე მოცემული მონაცემებით დაცულია 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით დამტკიცებული ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების მოთხოვნები, გამორიცხავს მოპასუხეების მიმართ რაიმე სახის საფრთხეების არსებობას.

 

აღნიშნული მტკიცების საწინააღმდეგოდ, მოპასუხეებს ჯანმრთელობისათვის საფრთხის თაობაზე უტყუარად დამდგენი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, ხოლო მხოლოდ მათი განმარტება, რომ მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მიერ პროექტის განხორციელება გამოიწვევს ჯანმრთელობისათვის სახიფათო რისკებს, არ შეიძლება გახდეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარჩელზე გადახდილია სახ. ბჟი 1653,90 ლარის (საგადახდო დავალება #1501952612, სს თიბისი ბანკი", თარიღი 17.08.2017 წ, მიმღები სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300813150) და სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნაზე 150 ლარის ოდენობით. საიდანაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სარჩელზე და უზრუნველყოფის მოთხოვნაზე კუთვნილი ბაჟი 150 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელეს სახ. ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი თანხა - 1653,90 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.სს ,,საქ--------–---------–-–--------–---------------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. დადგინდეს ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით სს ,,საქ--------–---------–-–--------–---------------ის" სასარგებლოდ აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება 3190 მ2 მიწის ნაკვეთიდან - ს/კ 47.12.37.1-- (თანამესაკუთრეები დე---------–--ა პ/ნ 51-------62, ზა----------–--ა პ/ნ 51--------2, ნა---------–--ა პ/ნ 62--------6) 801 მ2 მიწის ნაკვეთზე სარჩელზე თანდართული საკადასტრო აზომვითი/ აგეგმვითი ნახაზის - (1490, შემსრულებელი შპს კი---------------------ია, თარიღი 15.11.2016 წ, საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი და--------------ე, დაინტერესებული პირი ზა----------–--ა, ერთვის საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვითი ნახაზის ფორმის მეორე გვერდი 1490) მიხედვით - და 7910 მ2 მიწის ნაკვეთიდან -ს/კ 47.12.37.1--, (თანამესაკუთრეები დე---------–--ა პ/ნ 51-------62, ზა----------–--ა პ/ნ 51--------2, ნა---------–--ა პ/ნ 62--------6) 3085 მ2 მიწის ნაკვეთზე სარჩელზე თანდართული საკადასტრო აზომვითი/ აგეგმვითი ნახაზის - (1492, შემსრულებელი შპს კი---------------------ია, თარიღი 15.11.2016 წ, საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი და--------------ე, დაინტერესებული პირი ზა----------–--ა, ერთვის საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვითი ნახაზის ფორმის მეორე გვერდი 1492) მიხედვით.

 

3.მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში 150 ლარის ოდენობით.

 

4. მოსარჩელეს სახ. ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი ბაჟი 1653,90 ლარი (საგადახდო დავალება #1501952612, სს თიბისი ბანკი", თარიღი 17.08.2017 წ, მიმღები სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300813150).

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა