გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.09.2019
საქმის ნომერი
160210019003065451
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
02.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/493-19

160210019003065451

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

2 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ბოლნისი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი

 

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

 

მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------ი”

წარმომადგენელი - ლე-----------ე

მოპასუხეები - იგ--რ შო-–---ი, ირ-------–--ე (არ გამოცხადდნენ)

მოპასუხეების წარმომადგენელი - ნა----------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1. მოპასუხეებს - იგ--რ შო-–---ს და ირ-------–--ეს სს"სა---------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის სასამართლოში აღძვრის დღეს (24.06.2019 წ.) 2017 წლის 27 იანვრის და 23 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბანკის წინაშე არსებული დავალიანების - 90979.79 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი შეადგენს 75912.47 ლარს, საპროცენტო სარგებელი - 8567.32 ლარს, პირგასამტეხლო - 6500 ლარს.

2. მოპასუხეებს - იგ--რ შო-–---ს და ირ-------–--ეს სს"სა---------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 27 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებულ დავალიანების ძირ თანხაზე - 5506.99 ლარზე, წლიური 12% საპროცენტო სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.81 ლარს, სარჩელის შეტანის დღიდან (24.06.2019 წ.) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების გადახდამდე).

3. მოპასუხეებს - იგ--რ შო-–---ს და ირ-------–--ეს სს"სა---------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 23 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებულ დავალიანების ძირ თანხაზე - 70405.48 ლარზე, წლიური 1--3% საპროცენტო სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 25.65 ლარს, სარჩელის შეტანის დღიდან (24.06.2019 წ.-დან) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების გადახდამდე).

4. მოპასუხეებს იგ--რ შო-–---ს და ირ-------–--ეს სს"სა---------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 27 იანვრის და 23 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 75912.47 ლარზე და დარიცხულ პროცენტზე 8567.32 ლარზე (ჯამში 844479.79 ლარი) პირგასამტეხლოს გადახდა 0.05%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 42.24 ლარს, სარჩელის შეტანის დღიდან (24.06.2019 წ.-დან) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების დაფარვამდე).

5. მოპასუხე იგ--რ შო-–---ს სს "სა---------–--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის შეტანის დღეს (24.06.2019 წ.) ექსპრეს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სესხი N4913056) ბანკის წინაშე არსებული დავალიანების 2076.8 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი შეადგენს 800 ლარს, პირგასამტეხლო - 876.8 ლარი, ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო - 400 ლარს.

6. მოპასუხე იგ--რ შო-–---ს სს "სა---------–--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის შეტანის დღეს (24.06.2019 წ.) საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე ბანკის წინაშე არსებული დავალიანების 3566.51 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი შეადგენს 2118.76 ლარს, საპროცენტო სარგებელი - 417.34 ლარს, პირგასამტეხლო - 1030.41 ლარს.

7. პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 სასარჩელო მოთხოვნებში მითითებული ფულადი ვალდებულების, ასევე, მასთან დაკავშირებული ვალდებულების (მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული თანხების და მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების) მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. მა-------–-, ბა-------ის ქუჩა N11, საკადასტრო კოდით 83.02.1--076, იძულებითი რეალიზაცია და რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების მიმართვა მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვისათვის.

8. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 სასარჩელო მოთხოვნებში მითითებული დავალიანების დასაფარავად, აღნიშნული მოთხოვნების შესრულების მიზნით გადახდევინება მიექცეს (აღსრულება განხორციელდეს) მოპასუხეების იგ--რ შო-–---ის ან/და ირ-------–--ის ნებისმიერ სხვა ქონებაზე.

9. ირ-------–--ის მიმართ გადაწყვეტილება აღსრულდეს არაუმეტეს 150000 აშშ დო-–---ის ექვივალენტი ლარის ფარგლებში, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად (თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი).

10. მოპასუხეებს იგ--რ შო-–---ს და ირ-------–--ეს სს "სა---------–--------ის" სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, გადახდილი 5000 ლარის გადახდა.

11. 2017 წლის 27 იანვრის და 23 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების ნაწილში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

სს „სა---------–--------სა“, როგ--რც გამსესხებელსა და იგ--რ შო-–---ს, როგ--რც მსესხებელს, შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა რამდენიმე სარგებლიანი (პროცენტიანი) კრედიტი. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვის გრაფიკი. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ასევე გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, კერძოდ, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

 

მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა სესხის ხელშეკრულება და სესხის გადახდის ვალდებულების შეურულებლობის გამო შეწყდა საკრედიტო ურთიერთობები, ბანკმა გამოითხოვა სესხი, თუმცა მოპასუხეს არ შეუსრულებია სესხის და მასზე დარიცხული პროცენტის, ასევე პირგასამტეხლოს ბანკისთვის გადახდის ვალდებულება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,სა---------–--------ი“ სასარჩელო წარმოების წესით ითხოვს დავალიანების თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად გადახდის დაკისრებას და იპოთეკის საგნის რეალიზაციას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია მკაფიოდ არ დააფიქსირეს, მათი მხრიდან შესაგებელში მხოლოდ აღინიშნა, რომ ისინი სასარჩელო მოთხოვნებს არ ცნობენ, ვინაიდან მათ თითქმის დაფარული აქვთ ბანკის წინაშეს არსებული დავალიანება, ამასთანავე არ დაეთანხმნენ დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ მოთხოვნას და მიუთითეს, რომ აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს მათ ერთადერთ საცხოვრებელ სახლს, სადაც ისინი ცხოვრობენ ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად. სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელს ცნობს ნაწილობრივ, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშერებულებებიდან გამომდინარე, თითოეული სესხის ძირითადი თანხის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 19 მაისს სს „სა---------–--------ს“, როგ--რც გამსესხებელს და იგ--რ შო-–---ს, როგ--რც მსესხებელს, შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება # GCL000154890-5743467 (შემდგ--მში - გენ.საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება). გენ. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით განისაზღვრა სამომავლოდ გასაფორმებელი საკრედიტო ხელშეკრულებების ძირითადი პირობები, მათ შორის: გენ. საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა, საკრედიტო ლიმიტის მოცულობა და ვალუტა და სხვ. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობებები დადგენილია გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N1-ით, რომელიც განთავსებულია ბანკის შემდეგ ვებ. მისამართზე http://bankofgeorgia.ge ან/და თან ერთვის ხელშეკრულებას და რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ (განუყოფელ) ნაწილს და განიხილება მასთან ერთად. (გენ. საკრედიტო ხელშეკრულების 4.1 პუნქტი);

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 19.05.2016 წლის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება #GCL000154890-5743467 (ს.ფ. 31-42)

 

3.1.2. 2016 წლის 19 მაისს სს "სა---------–--------სა" და ირ-------–--ეს შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის და მის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. თავდებობის ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ზღვარად განისაზღვრა 150 000 (ასორმოცდაათიათასი) აშშ დო-–---ი ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში;

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 48)

- 19.05.2016 წლის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება # CAS000154893 (ს.ფ. 49-53)

- 19.05.2016 წლის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება #GCL000154890-5743467 (ს.ფ. 31-42)

 

3.1.3. გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 19 მაისს სს "სა---------–--------სა" და იგ--რ შო-–---ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: 83.02.1--076, მდებარე მა-------–-, ბა-------ის ქუჩა N11.

 

იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგანზე გადხდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

- 19.05.2016 წლის იპოთეკის ხელშეკრულება # CASH000154892 (ს.ფ. 54-60)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 61-65)

- 19.05.2016 წლის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება #GCL000154890-5743467 (ს.ფ. 31-42)

 

3.1.4. 2017 წლის 27 იანვარს სს "სა---------–--------სა" და იგ--რ შო-–---ს შორის დამატებით გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება #GCLCA000198747-4163708-5244718, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე - იგ--რ შო-–---ის სახელზე გაიცა სესხი 20 000 ლარის ოდენობით (სესხის #4163708).

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 27.01.2017 წლის #GCLCA000198747-4163708-5244718 საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 66-67)

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 68)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.5. 2017 წლის 23 მაისს სს "სა---------–--------სა" და იგ--რ შო-–---ს შორის დამატებით გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება #GCLCA000218557-4467983-5707226, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე - იგ--რ შო-–---ის სახელზე გაიცა სესხი 92556 ლარის ოდენობით (სესხის #4467983).

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 23.05.2017 წლის #GCLCA000218557-4467983-5707226 საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 69-71)

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 72)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.6 2017 წლის 20 ოქტომბერს სს "სა---------–--------სა" და იგ--რ შო-–---ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც იგ--რ შო-–---ის სახელზე გაიცა არაუზრუნველყოფილი კრედიტი 800 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის ხელშეკრულება (ს.ფ. 83-89)

 

3.1.7 2017 წლის 14 ნოემბერს სს "სა---------–--------ის" მიერ იგ--რ შო-–---ის სახელზე გაიცა საკრედიტო ბარათი ე.წ. Amex, 2118.76 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. იგ--რ შო-–---ის მიერ ათვისებულ იქნა საკრედიტო ლიმიტი

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- American Express საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 90-99)

 

3.1.8 მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული სესხის ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული სესხის გადახდის ვალდებულება. მსესხებელი იმყოფება ვადაგადაცილებაში N4163708 სესხზე - 2018 წლის აგვისტოდან; N4467983 სესხზე - 2018 წლის აგვისტოდან; N4913056 სესხზე - 2018 წლის აგვისტოდან; N5839036 სესხზე - 2017 წლის აპრილიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 73-78)

- სესხის დაფარვის ამსახველი დოკუმენტაცია (ს.ფ. 79-81)

- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 104)

 

3.1.9. სს ,,სა---------–--------ის“ მხრიდან მოპასუხეები გაფრთხილებულ იქნენ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე, თუმცა უშედეგ--დ;

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გაფრთხილების წერილები და მათი ჩაბარების დასტურები (ს.ფ.102-103);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ არსებობს სს ,,სა---------–--------ის’’ მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 867-868-ე, 891-895-ე, 268-ე, 301-ე, 286-ე, 289-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ვალდებულების საფუძველია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივ რეგულირებაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 867-ე და 868-ე მუხლებში. კერძოდ:

 

სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სსკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდრულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგ--დ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის საფუძველზე კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს, როგ--რც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ.

 

მოსარჩელის მოთხოვნა როგ--რც ძირითადი მსესხებლის იგ--რ შო-–---ის, ასევე თავდების - ირ-------–--ის მიმართ, რომელთანაც 2016 წლის 19 მაისს გაფორმდა N CAS000154893 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, საფუძვლიანია, ვინაიდან ხელშეკრულებით ირ-------–--ემ სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა სს ,,სა---------–--------ის“ მიმართ იგ--რ შო-–---ის ვალდებულებების შესრულებაზე, 150 000 აშშ დო-–---ის ფარგლებში.

 

6.3. სკ-ის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დავის ფარგლებში, დადგენილია სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, იგ--რ შო-–---ის მიერ ვალდებულების დარღვევის და მისი შეუსრულებლობის ფაქტი (სკ-ის 361-ე, 400-ე მუხლები), რის თაობაზეც იგი თავდებთან ერთად ბანკის მიერ გაფრთხილებულ იქნა წერილობით და მიეცა ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადა, თუმცა უშედეგ--დ, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს კრედიტორის მიერ საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტისა და შესაბამისად, ძირითადი თანხისა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის ანაზღაურების საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, მათი წერილობითი შესაგებელი შეიცავდა მხოლოდ ზოგადი ხასიათის შედავებას, ის არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 201-ე მუხლის მოთხოვნებს და, აქედან გამომდინარე, არაკვალიფიციური იყო. მოპასუხეებმა შესაგებელში მხოლოდ აღინიშნეს რომ ისინი სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ ეთანხმებიან, ვინაიდან მათ თითქმის დაფარული აქვთ ბანკის წინაშე არსებული დავალიანებები, მოპასუხეები ასევე არ დაეთანხმნენ იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნას და მიუთითეს, რომ აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს მათ ერთადერთ საცხოვრებელ სახლს, სადაც ცხოვრობენ ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად.

 

სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.

 

ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა მიერ სარჩელზე წარდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნისა თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (შდრ. სუსგ №ას-664-635-2016, 02.03.2017).

 

სასამართლო განმარტავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა მიერ წარდგენილი შესაგებელი ზოგადი ხასიათისაა და არ შეიცავს სარჩელში მითითებულ ძირითადი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფის შესაბამის მიზეზებსა და არგუმენტებს. ამრიგად, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, მოპასუხეების მხრიდან არაკვალიფიციურად შედავების პირობებში, სამართლებრივად დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა (მათმა წარმომადგენელმა) სარჩელი ცნეს ნაწილობრივ - სესხის ძირითადი თანხის - 78831 ლარის ნაწილში, რაც სესხის ძირითადი თანხის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში, 27.01.2017 წლის N GCLCA000198747-4163708-5244718 და 23.05.2017 წლის N GCLCA000218557-4467983-5707226 საკრედიტო ხელშეკრულებების 4.13 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევისას, მსესხებელს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, კერძოდ, ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიური 0.5%. პირგასამტეხლო იყო გათვალისწინებული ასევე, N4913056 და N5839036 სესხებზეც.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გ--ნივრული. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

კონკრეტულ შემთხვევაში 2017 წლის 20 ოქტომბერს და 2017 წლის 14 ნოემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებებთან მიმართებაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო სასამართლოს მიაჩნია, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და მიიჩნევს, რომ სს ,,სა---------–--------ის” მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - 10 ჯერ შემცირდეს პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა და მოპასუხე იგ--რ შო-–---ს სს "სა---------–--------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო, კერძოდ: N4913056 სესხის ძირ თანხაზე 800 ლარზე - პირგასამტეხლო, ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 876.80 ლარისა - 87.68 ლარი. N5839036 სესხის ძირ თანხაზე 2118.76 ლარზე - პირგასამტეხლო, ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 1030.41 ლარისა - 103.04 ლარი. რაც შეეხება 2017 წლის 27 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 5506.99 ლარზე და 2017 წლის 23 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 70405.48 ლარზე დარიცხულ პირგასამტეხლოს, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია შემცირებული პირგასამტეხლო, რაც თანხვედრაშია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ოდენობასთან.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანხმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას, აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს, საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხეებს - იგ--რ შო-–---ს და ირ-------–--ეს სს ,,სა---------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2017 წლის 27 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებულ დავალიანების ძირ თანხაზე - 5506.99 ლარზე, წლიური 12% საპროცენტო სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.81 ლარს, სარჩელის სასამართლოში აღძვრის დღიდან (24.06.2019 წ.-დან) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების გადახდამდე).

 

მოპასუხეებს - იგ--რ შო-–---ს და ირ-------–--ეს სს ,,სა---------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2017 წლის 23 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებულ დავალიანების ძირ თანხაზე 70405.48 ლარზე, წლიური 1--3% საპროცენტო სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 25.65 ლარს, სარჩელის სასამართლოში აღძვრის დღიდან (24.06.2019 წ.-დან) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების გადახდამდე).

 

მოპასუხეებს - იგ--რ შო-–---ს და ირ-------–--ეს სს ,,სა---------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2017 წლის 27 იანვრის და 23 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ძირთანხაზე 75912.47 ლარზე და დარიცხულ პროცენტზე 8567.32 ლარზე (ჯამში 84479.79 ლარი) პირგასამტეხლოს გადახდა 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგდაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 42.24 ლარს, სარჩელის სასამართლოში აღძვრის დღიდან (24.06.2019 წ.-დან) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების გადახდამდე).

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით. ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

დადგენილია, რომ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა იგ--რ შო-–---ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქ. მა-------–-, ბა-------ის ქუჩა N11, საკადასტრო კოდით 83.02.1--076, იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ნებაყოფლობით გადაუხდელობის გამო, მოსარჩელეს, სხვა კრედიტორებთან შედარებით, აქვს უპირატესი უფლება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა (თანხის გადახდა) იპოთეკით დატვირთული კონკრეტული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით. ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გადახდევინების მიქცევა, უნდა მოხდეს მოვალის და თავდების ნებისმიერი ქონებაზე (გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების და იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტების საფუძველზე);

 

სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა მიერ სარჩელზე წარდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნისა თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს(შდრ. სუსგ №ას-664-635-2016, 02.03.2017).

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარის მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ ეფუძნება მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, ხოლო სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილი.

 

გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი მხარეთა შორის შეთანხმებულია იპოთეკის ხელშეკრულებების 15.2 პუნქტით და შესაბამისად, არსებობს საფუძველი, რომ წინამდებარე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება 2017 წლის 27 იანვრის და 23 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების ნაწილში უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე ურს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,სა---------–--------ის“ მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით, ამასთან, მოპასუხეებმა მთავარ სხდომამდე ცნეს სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირი თანხის ნაწილში, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სს ,,სა---------–--------ს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი მოპასუხეების მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობის პროპორციულად - 2250 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეებს იგ--რ შო-–---ს და ირ-------–--ეს სს ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად - 2719.79 ლარის ოდენობით. ასევე, იგ--რ შო-–---ს სს ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ნაწილის - 30 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 365-ე, და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,სა---------–--------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს - იგ--რ შო-–---ს და ირ-------–--ეს სს"სა---------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის სასამართლოში აღძვრის დღეს (25.06.2019 წ.) 2017 წლის 27 იანვრის და 23 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბანკის წინაშე არსებული დავალიანების - 90979.79 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი შეადგენს 75912.47 ლარს, საპროცენტო სარგებელი - 8567.32 ლარს, პირგასამტეხლო - 6500 ლარს.

 

3. მოპასუხეებს - იგ--რ შო-–---ს და ირ-------–--ეს სს "სა---------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 27 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებულ დავალიანების ძირ თანხაზე - 5506.99 ლარზე, წლიური 12% საპროცენტო სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.81 ლარს, სარჩელის შეტანის დღიდან (25.06.2019 წ.) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების გადახდამდე).

 

4. მოპასუხეებს - იგ--რ შო-–---ს და ირ-------–--ეს სს"სა---------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 23 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებულ დავალიანების ძირ თანხაზე - 70405.48 ლარზე, წლიური 1--3% საპროცენტო სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 25.65 ლარს, სარჩელის შეტანის დღიდან (25.06.2019 წ.-დან) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების გადახდამდე).

5. მოპასუხეებს იგ--რ შო-–---ს და ირ-------–--ეს სს"სა---------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 27 იანვრის და 23 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 75912.47 ლარზე და დარიცხულ პროცენტზე 8567.32 ლარზე (ჯამში 844479.79 ლარი) პირგასამტეხლოს გადახდა 0.05%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 42.24 ლარს, სარჩელის შეტანის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების დაფარვამდე).

6. მოპასუხე იგ--რ შო-–---ს სს "სა---------–--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის შეტანის დღეს ექსპრეს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სესხი N4913056) ბანკის წინაშე არსებული დავალიანების 1287.6 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი შეადგენს 800 ლარს, სარგებელი - 400 ლარს, პირგასამტეხლო - 87.68 ლარს.

7. მოპასუხე იგ--რ შო-–---ს სს "სა---------–--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის შეტანის დღეს საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე ბანკის წინაშე არსებული დავალიანების 2639.14 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი შეადგენს 2118.76 ლარს, საპროცენტო სარგებელი - 417.34 ლარს, პირგასამტეხლო - 103.04 ლარს.

8. გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე-4, მე-5 პუნქტებში მითითებული ფულადი ვალდებულებების, ასევე, მასთან დაკავშირებული ვალდებულებების (მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული თანხების და მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის) გადახდევინების მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. მა-------–-, ბა-------ის ქუჩა N11, საკადასტრო კოდით 83.02.1--076, იძულებითი რეალიზაცია და რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების მიმართვა მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვისათვის.

9. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე-4, მე-5 პუნქტებში მითითებული დავალიანების დასაფარავად, აღნიშნული მოთხოვნების შესრულების მიზნით გადახდევინება მიექცეს (აღსრულება განხორციელდეს) მოპასუხეების იგ--რ შო-–---ის ან/და ირ-------–--ის ნებისმიერ სხვა ქონებაზე.

10. ირ-------–--ის მიმართ გადაწყვეტილება აღსრულდეს არაუმეტეს 150000 აშშ დო-–---ის ექვივალენტი ლარის ფარგლებში, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად (თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი).

11. სს ,,სა---------–--------ს” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 5000 ლარიდან - 2250 ლარი, რომელიც გადახდილია 2019 წლის 24 ივნისს შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 3000903150 (საგადასახადო დავალება N29116).

 

12. ირ-------–--ეს და იგ--რ შო-–---ს სს "სა---------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ნაწილის - 2719.79 ლარის ანაზღაურება.

 

1-- იგ--რ შო-–---ს სს "სა---------–--------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ნაწილის 30 ლარის ანაზღაურება.

 

14. გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე-4, მე-5 პუნქტები მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

15. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისთვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

16. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

17. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი