გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.09.2019
საქმის ნომერი
020210019002845950
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
11.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020210019002845950 (2/156-19)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11.09.2019 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე თე--------------ა

მოპასუხე ნა-------------ა

დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ნა-------------ას (პ/ნ 1---------0) და თე--------------ას (პ/ნ 19---------) შორის ქორწინების (ქორწინების მოწმობა - მნ #4----1) შეწყვეტა განქორწინების საფუძველზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ცნობს სარჩელს. განმარტავს, რომ განქორწინების წინააღმდეგია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ნა-------------ა (დაბ. 06.02.1966 წ, პ/ნ 1---------0, ქორწინებამდელი გვარი ლაგვილავა) და თე--------------ა (პ/ნ 19---------) რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 24.12.1984 წ–დან (აქტის ჩანაწერი # 22, რეგისტრაციის ადგილი ზუგ----------------ია, ქორწინების მოწმობა მნ #4----1, გაც. განმეორებით 22.08.2012 წ, სსგს სენაკის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ).

 

ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიეკუთვნათ გვარები ცოლს თოდუა, ქმარს თოდუა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სარჩელი

–შესაგებელი

–ქორწინების მოწმობა

–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

3.2. მხარეებს გარდაცვლილი ჰყავთ 2 შვილი ლალი თოდუა და მათე თოდუა. მოპასუხის განმარტებით ის ატარებს თავისი შვილების გვარს და მათი ხსოვნის პატივისცემის ნიშნად არ სურს ოჯახის დანგრევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სარჩელი

–შესაგებელი

–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

3.3. კონფლიქტის გამო მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრება შეწყვეტილია 1996 წლიდან. ამჟამად ისინი ცალ–ცალკე ცხოვრობენ. მოპასუხე ცხოვრობს ზუგდიდის რაიონის სოფ. ჭითაწყარში, ხოლო მოსარჩელე სენაკის რაიონის სოფ. ნოსირში.

 

მოსარჩელე შერიგების წინააღმდეგია, მისი განმარტებით ფაქტობრივად შექმნილი აქვს სხვა ოჯახი და სხვა პირთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სარჩელი

–შესაგებელი

–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა

 

სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006–ე, 1121–ე, 1127–ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1121–ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით ქორწინება შეიძლება შეწყდეს განქორწინების საფუძველზე,დასახელებული კოდექსის 1127–ე მუხლის 1–ლი და მე–3 ნაწილების მიხედვით განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006–ე მუხლის შესაბამისად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მეუღლესთან შერიგების წინააღმდეგია, ხოლო მოპასუხე შერიგების სურვილს აფიქსირებს, მაგრამ ამ მიმართულებით რაიმე მოქმედებები არ ხორციელდება, რაც სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. განქორწინების საფუძველზე შეწყდეს ქორწინება ნა-------------ას (დაბ. 06.02.1966 წ, პ/ნ 1---------0, ქორწინებამდელი გვარი ლაგვილავა) და თე--------------ას (პ/ნ 19---------) შორის (რეგისტრაციის თარიღი 24.12.1984 წ, აქტის ჩანაწერი # 22, რეგისტრაციის ადგილი ზუგ----------------ია, ქორწინების მოწმობა მნ #4----1, გაც. განმეორებით 22.08.2012 წ, სსგს სენაკის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ).

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამარტლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა