განაჩენი

სისხლის სამართლის 26.08.2019
საქმის ნომერი
080100119002920707
დავის ტიპი
177 3 ბ , 177 2 ბ , 177 2 ა
თარიღი
26.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/247-19 (N069090119005)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 აგვისტო 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გ------- ხ-----

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ნ--- შ----------

მამის სახელი: კ----

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ა---------–----–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული: ქ. წყალტუბო, თ----------------------;

 

ადვოკატი: ა----- გ---------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის; პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით;

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 9 იანვარს ღამის საათებში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ნ--- შ----------მ უკანონოდ შეაღწია წყალტუბოს რაიონის სოფელ გ--–----–- მდებარე წყლის გამწმენდი ნაგებობის საოპერატორო შენობაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს ,,ჯ-------–----“ კუთვნილ 124 მ. სიგრძის ოთხწვერიან სადენს და 88 მ. სიგრძის რვაწვერიან სადენს, ტ------– გ------–---–-- კუთვნილ ,,АЛМАЗ“-ის ფირმის ელექტრობურღს; ,,RTRMAX ROTHER“-ის ელექტრო ბურღს და ,,FIXTEC“-ის ფირმის ელექტრო ბურღს. ქურდობის შედეგად შპს ,,ჯ-------–--ს“ მიადგა 187 (ას ოთხმოცდაშვიდი) ლარისა და 20 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. ტ------– გ------–---–- მიადგა 160 (ას სამოცი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. 2019 წლის 10 მარტს, დაახლოებით 22:45 საათზე წყალტუბოში, 9-------–--- და ტ------ ქუჩის გადაკვეთაზე, ნ--- შ----------მ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ნ-----–---- ზ---–-–---–-. ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის მისი დაკავებისას არ დაემორჩილა პოლიციის მუშაკის ნ-----–---- ზ---–-–---–-- და აგრეთვე ადგილზე მისული წყალტუბოს რაიონული სამმართველოს მუშაკების კანონიერ მოთხოვნას, რა დროსაც პოლიციის მუშაკებს ძალადობის გამოყენებით არ მისცა შესაძლებლობა განეხორციელებინათ კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბ------ გ-------------, ნ-----–---- ზ---–-–---–-, დავით ნ-------- და მ----- უ--–----. ბ------ გ-------------, დ..... ნ-------- და მ----- უ--–---- დაუზიანა სამსახურეობრივი ფორმის სვიტერი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

დაზარალებულ ტ------– გ------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 9 იანვარის მდგომარეობით მუშაობდა სამშენებლო კომპანია შპს „ჯ------–----“ მუშა მოსამსახურის თანამდებობაზე და აწარმოებდა წყალტუბოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი შენობა-ნაგებობის და წყლის გამწმენდი ბეტონის აუზების მშენებლობას. 2019 წლის 9 იანვარს ის და მისი თანამშრომლები სამსახურში მივიდნენ დაახლოებით 09:00 საათზე, მუშაობის დროს დასჭირდა მისი კუთვნილი ელექტრო ბურღები, რისთვისაც შევიდა საოპერატოროს შენობის ლაბორატორიის ოთახში, სადაც აქვს სამუშაო იარაღები და სამშენებლო მასალები, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ მისი კუთვნილი ორი ელექტრო ბურღი და ერთი ელემენტიანი ბურღი ე.წ „შურუპავიორტი“ აღარ იყო და ივარაუდა, რომ იყო ვიღაც უცხო პირის მიერ მოპარული. აღნიშნული მან აცნობა კომპანიის მომარაგების მენეჯერს გ--- დ-------–---–-, რის შემდეგაც დაათვალიერეს საოპერატორო ოთახი, საიდანაც ასევე მოპარული იყო ნაცრისფერი იზოლირებულ გარსიანი ბოჭკოვანი ტელევიზიის სადენი, რომელსაც ჰქონდა რვა წვერი, მთლიანად მათი სიგრძე იყო 100 მეტრი. აღნიშნული ოთახიდან მოპარული იყო ასევე 100 მეტრი სიგრძის წითელი ფერის იზოლირებულ გარსიანი ინტერნეტის ბოჭკოვანი სადენი, რომელსაც ჰქონდა ოთხი წვერი. აღნიშნულის შესახებ მათ შეატყობინეს წყალტუბოს პოლიციას. ტ------– გ------–---–-- მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში გ--- დ-------–---–---- ერთად, რა დროსაც მათ მიუთითეს ადგილი შენობის ფანჯარასთან, საიდანაც სავარაუდოდ შენობაში შესული იყო ის პირი, ვინც აღნიშნული ნივთები მოიპარა. მათ ასევე შენობაში მიუთითეს ადგილები, სადაც დაწყობილი იყო ელექტრო ბურღები და ელექტრო სადენები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის წარმომადგენლის გ--- დ-------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ არის დაზარალებული კომპანიის ,,ჯ-------–--ის“ მენეჯერი. 2019 წლის 9 იანვარს სამსახურში მისულს, ხელოსანმა ტ------– გ------–---–-- უთხრა, რომ მისი სამუშაო ნივთები იყო წაღებული, როცა შენობა დაათვალიერეს დაადგინეს, რომ ასევე წაღებული იყო კაბელის რულონები. დაზარალებულმა განმარტა, რომ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 187 ლარი, შესაძლოა ცოტა მეტი. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, სადაც მონაწილეობას იღებდა ბრალდებული ნ--- შ----------, მისი მამა და რამდენიმე პოლიციის თანამშრომელი.

 

სამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ------- ჩ---------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, მიღებული იქნა პატაკი კ---- მ----------- მიერ, რომელმაც გამოკითხვისას დაადასტურა მიღებული ინფორმაცია. ამის შემდეგ მოწმის სახით იქნა გამოკითხული ნ--- შ----------, რის შემდგომაც ვ------- ჩ---------–---- მიერ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი ნ--- შ----------- მონაწილეობით, მისი თანხმობით, მისი კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ნ--- შ----------- მითითებით მივიდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელ გ--–----–- ჩამდინარე წყლების მშენებლობის ტერიტორიაზე, სადაც ნ--- შ---------- ნებაყოფლობით უთითებდა იმ ადგილებს თუ როგორ შეაღწია შენობაში და კონკრეტულად შენობაში არსებულ ოთახებში საიდანაც ფარულად დაეუფლა შპს „ჯ------–----“ კუთვნილ ელექტრო სადენებს და ტ------– გ------–---–-- ელექტრო ხელსაწყოებს. აღნიშნულის შემდეგ ნ--- შ----------მ ისინი მიიყვანა იმ არხის პირას სადაც დადებული ჰქონდა მის მიერ ფარულად დაუფლებული ხელსაწყოები და სადენები, რომლებიც შენახული ჰქონდა წყლის არხიდან დაახლოებით 500-600 მეტრის მოშორებით ბუჩქთან, საიდანაც მისი მონაწილეობით მოხდა ფარულად დაუფლებული ნივთების ამოღება. აგრეთვე დაინიშნა ექსპერტიზები, კერძოდ: სასაქონლო ექსპერტიზა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზა, რის შემდგომაც უშუალოდ ვ------- ჩ---------–---- მიერ გაცნობილ იქნა ბრალი ნ--- შ-----------ათვის. მოწმის განმარტებით ნ--- შ----------ს განემარტა კანონით გათვალისწინებული ყველა უფლება და მისი თანხმობით, კანონიერ წარმომადგენელთან და ექსპერტებთან ერთად ნებაყოფლობით ჩატარდა ყველანაირი საგამოძიებო მოქმედება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის რ---- ო-------–-–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 იანვარს პოლიციის თანამშრომლებთან ბ------ გ---------------- ერთად მონაწილეობას იღებდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში ექსპერტების, გამომძიებლების და ბრალდებულ ნ--- შ----------- მონაწილეობით, სადაც აგრეთვე მონაწილეობდა ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენელი. აღნიშნული ექსპერიმენტის ჩატარება საჭირო იყო ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით წყალტუბოს რაიონის სოფელ გ--–----–- მდებარე წყალტუბოს წყლის გამწმენდი ნაგებობის მიმდებარედ არსებული მშენებარე შენობიდან ელექტრო სადენების, ელექტრო ბურღისა და ე.წ დრელის ფარულად დაუფლების ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული იყო ნ--- შ----------, რომელმაც საგამოძიებო ექსპერიმენტისას ნებაყოფილებით მიუთითა ადგილები, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მითითებულ ნივთებს. ნ--- შ----------მ ასევე მიუთითა ის ადგილი, სადაც მოათავსა წაღებული ნივთები.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა ი-------–---- და გ------- გ--------–---–-- ანალოგიურად გადმოსცეს ფაქტობრივი გარემოებები, დაადასტურეს მათი მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში და შედგენილი ოქმის კანონთან შესაბამისობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ნ-----–---- ზ---–-–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში, უფროსის მოადგილედ. 2019 წლის 10 მარტს დაახლოებით ღამის 11:00 საათზე სამსახურეობრივი ავტომობილით მოძრაობდა წყალტუბოს ტერიტორიაზე, კერძოდ 9-------–--- და ტ------ ქუჩების კვეთაზე, შეჩერდა შუქნიშანთან, წითელ შუქზე. ამ დროს დაინახა, რომ სამი პირი, რომელთაგან ორი მისთვის უცნობი იყო, ხოლო ერთ-ერთი იყო ნ--- შ---------- გადმოდიოდნენ გადასასვლელზე, ნ--- შ----------მაც, რომელიც რამდენჯერმე ჰყავდა დაკავებული შეიცნო იგი, მიტრიალდა მისი ავტომანქანისკენ და ხმამაღლა შეაგინა. გადმოვიდა ავტომანქანიდან და ჰკითხა თუ რატომ აგინებდა, რაზედაც ნ--- შ----------მ ისევ შეაგინა, ხოლო მისთვის უცნობი შ----------- თანმხლები ორი პირი გაიქცა. აღნიშნულის გამო ნ-----–---- ზ---–-–---–-- მას განუმარტა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და მისი საქციელი იყო კანონსაწინააღმდეგო, რაზეც ნ--- შ---------- განაგრძობდა მის გინებას. ამიტომ მოწმემ გადასცა ჯერ რაციაზე, ხოლო შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდა პოლიციის სამორიგეოს, რომ გამოეშვათ დამხმარე ჯგუფი და თვითონ დაიწყო მისი დაკავება, თან შეეცადა განემარტა მისთვის, რომ ადმინისტრაციული წესით აკავებდა პოლიციის თანამშრომლის შეურაცხყოფისთვის. ამასობაში ადგილზე მივიდა ოპერატიული ჯგუფიც მ----- უ--–----, ბ------ გ-------------- და დ..... ნ-------ს შემადგენლობით, სამივე თანამშრომელს ეცვა სამსახურეობრივი ფორმა. თავად უთხრა ბ------ გ------------- დაეწყო ვიდეო გადაღება, რა დროსაც აღნიშნულზე გაღიზიანებულმა ნ--- შ----------მ მიმართა აგრესია ბ------ გ--------------კენ და დაუწყო ცემა. ბ------ გ-------------ა ვეღარ შეძლო გაეგრძელებინა გადაღება, რადგან ნ--- შ----------ს იგერიებდა, თავადაც შეეცადა დახმარეობოდა ბ------ გ-------------, ჩაერთო მის დაკავებაში, რა დროსაც ნ--- შ----------მ მას სახეში ჩაარტყა თავი, რითაც მიაყენა ტკივილი. აგრეთვე ნ--- შ----------მ ჯიბიდან ამოიღო წვრილ წვერიანი დაახლოებით 20 სმ. სიგრძის სადგისისმაგვარი ე.წ. ,,შტირი“ და სურდა დაერტყა მისთვის, თან ყვიროდა ,,დაგჩეხავო“. თავად წაართვა აღნიშნული საგანი. ნ--- შ----------, როგორც მას, ასევე დანარჩენ სამ პოლიციის თანამშრომელს უწევდა წინააღმდეგობას, ურტყამდა, ახევდა სამსახურებრივ ფორმას, აყენებდა მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. დაზარალებულის განმარტებით ნ--- შ----------- დაკავება გაუჭირდათ მისი მხრიდან განხორციელებული აგრესიული და ძალადობრივი ქმედებების გამო, რის გამოც შეუძლებელი იყო დაკავების ოქმის ადგილზე შედგენა. დაკავების ოქმი შედგა პოლიციის განყოფილებაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დ..... ნ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მარტს ღამის საათებში დაახლოებით 11:00 საათისთვის, სამსახურეობრივი ავტომანქანით, თანამშრომლებთან ბ------ გ---------------- და მ----- უ--–----თან ერთად გადაადგილდებოდა ქ.წყალტუბოს ტერიტორიაზე, როდესაც რაციაზე მიღებულ იქნა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის ნ-----–---- ზ---–-–---–-- შეტყობინება, რომ სჭირდებოდა დახმარება. გამოცხადდნენ ადგილზე, სადაც ნ--- შ---------- აგინებდა და წინააღმდეგობას უწევდა ნ-----–---- ზ---–-–---–-. ბ------ გ-------------ა დაიწყო ვიდეო გადაღება, ხოლო თავად ცდილობდა დაეკავებინა ნ--- შ----------, რომელმაც დაარტყა სახის არეში და შემოახია სამსახურებრივი ფორმა (სვიტერი). მოწმის განმარტებით ნ--- შ---------- იყო ძალიან აგრესიული, წინააღმდეგობას უწევდა თითქმის ყველა პოლიციელს და საცემად იწევდა მათკენ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მ----- უ--–---- ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მარტს ღამის საათებში დაახლოებით 11:00 საათისთვის, სამსახურეობრივი ავტომანქანით, ოპერატიულ თანამშრომლებთან ბ------ გ---------------- და დ.... ნ--------თან ერთად გადაადგილდებოდა ქ.წყალტუბოს ტერიტორიაზე, როდესაც რაციაზე მიღებულ იქნა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის ნ-----–---- ზ---–-–---–-- შეტყობინება, რომ სჭირდებოდა დახმარება, როცა მითითებულ მისამართზე მივიდნენ ნახეს, რომ ნ-----–---- ზ---–-–---–- ცდილობდა დაეკავებინა ნ--- შ----------, რომელიც იყო ძალიან აგრესიული, იგინებოდა, ნ-----–---- ზ---–-–---–- აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და დაარტყა თავი სახის არეში. ნ--- შ---------- მათ დანახვაზე კიდევ უფრო აგრესიული გახდა, ყველა იქ მყოფი პოლიციელის მიმართ ახორციელებდა, როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას, ქონდა ე.წ. ,,შტირი“, რომლის დარტყმაც უნდოდა ნ-----–---- ზ---–-–---–--თვის, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს და ეს საგანი წაართვეს. ნ--- შ----------მ პირადად მას შემოახია პოლიციის უნიფორმა, დაარტყა რამდენჯერმე, თუმცა მას არ მიუღია რაიმე სახის შესამჩნევი დაზიანება. მართალია გაუჭირდათ ნ--- შ----------- დაკავება, თუმცა საბოლოოდ მაინც დააკავეს და გადაიყვანეს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ბ------ გ-------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მარტს ღამის საათებში დაახლოებით 11:00 საათისთვის, სამსახურეობრივი ავტომანქანით, ოპერატიულ თანამშრომლებთან მ----- უ--–----თან და დ..... ნ--------თან ერთად გადაადგილდებოდა ქ. წყალტუბოს ტერიტორიაზე, როდესაც რაციაზე მიიღეს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის ნ-----–---- ზ---–-–---–-- შეტყობინება, რომ სჭირდებოდა დახმარება. მისამართზე მისვლისას ნ-----–---- ზ---–-–---–- ცდილობდა დაეკავებინა ნ--- შ---------- და ჩაესვა მანქანაში, თუმცა ის აგრესიულ წინააღმდეგობას უწევდა, ურტყამდა და აგინებდა. ნ-----–---- ზ---–-–---–-- მას უთხრა, რომ განეხორციელებინა ვიდეო გადაღება, ხოლო როცა ნ--- შ----------მ დაინახა, რომ მას ვიდეოზე აფიქსირებდა მთელი აგრესია მიმართა მისკენ, დაუწყო ცემა და გინება, დაარტყა სახის არეში ჩამოახია პოლიციელის ფორიმის სამხრე, რის გამოც მის მიერ ვეღარ მოხერხდა ვიდეოგადაღების გაგრძელება. შემდეგ დ..... ნ-------სა და მ----- უ--–---- დახმარებით მოხდა ნ--- შ----------- ქმედების აღკვეთა და მოწმემ გააგრძელა ვიდეოგადაღება. ნ--- შ---------- შეეცადა ე.წ. ,,შტირი’’ დაერტყა ნ-----–---- ზ---–-–---–--თვის, რაც წაართვა ნ-----–---- ზ---–-–---–--. ბრალდებულმა ნ-----–---- ზ---–-–---–- თავი ჩაარტყა სახის მიდამოში, რა დროსაც თავად ნ--- შ----------ს წამოუვიდა სისხლი. მოწმის განმარტებით ნ--- შ---------- იყო ზედმეტად აგრესიული, ამიტომ გაჭირდა მისი დაკავება და პოლიციის ავტომანქანაში ჩასმა. ბრალდებულის დაკავების ოქმი შედგენილ იქნა წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში მიყვანის შემდეგ, რაზეც ნ--- შ----------მ ხელი არ მოაწერა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ო----- ბ------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მან პოლიციის თანამშრომლების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ფაქტზე დაკავებული ნ--- შ---------- გამოკითხა, მისივე ნებართვით ამოიღო ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა შემთხვევის დროს და ასევე მისი თანხმობით აიღო ნერწყვის ნიმუში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ა-–---------- ქ------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 11 მარტს იყო მორიგე გამომძიებელი წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში, დაიწყო გამოძიება ნ--- შ----------- მიერ პოლიციის მუშაკების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ფაქტთან დაკავშირებით. მან გამოკითხა მოწმეები: ნ-----–---- ზ---–-–---–-, დ..... ნ-------, ბ------ გ------------- და მ----- უ--–---. მათგან გადაუდებელი აუცილებლობის წესითა და მათივე თანხმობით ამოიღო ე.წ. ,,შტირი“ და ბ------ გ-------------- მიერ გადაღებული ნ--- შ----------- დაკავების ამსახველი დისკი და სამსახურეობრივი ფორმის ქურთუკები, რომლებიც დაილუქა სათანადო წესით და დაინიშნა ექსპერტიზები. აღნიშნულის შემდეგ მითითებული პირები ცნობილ იქნენ დაზარალებულებად, გამოტანილ იქნა დაზარალებულად ცნობის დადგენილება, რაც გაეცნო დაზარალებულ პირებს. 2019 წლის 28 მარტს გაერთიანდა ნ--- შ----------- მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეები და წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ნ--- შ----------მ თავი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ 2019 წლის 9 იანვარს იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გამთენიისას მასთან მივიდა პოლიციის თანამშრომელი და უთხრა, რომ პოლიციის უფროსთან იყო დაბარებული, რის გამოც მას გაჰყვა. პოლიციის უფროსმა მას უთხრა, რომ ვინაიდან არასრულწლოვანი იყო, არავინ დაიჭერდა და თავის თავზე აეღო მომხდარი ქურდობის ფაქტი, რაზედაც ის დასთანხმდა. პოლიციამ იცოდა, რომ ის წარსულში ქურდობისათვის იყო ნასამართლევი. შემდეგ შემთხვევის ადგილზე მამასთან ერთად გაიყვანეს და აიძულეს მიეთითებინა კონკრეტული ადგილები. მოპარულ ნივთებთან დაკავშირებით განმარტა, რომ ნივთები მას არასოდეს უნახავს და როდესაც პოლიციამ აჩვენა, მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მიუთითა ნივთებზე. პოლიციის თანამშრომლებს ყველაფერზე ემორჩილებოდა, რასაც ეტყოდნენ, რადგან პოლიციის უფროსი დაჰპირდა, რომ არ დაიჭერდნენ ვინაიდან იყო არასრულწლოვანი. რაც შეეხება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მას დანაშაული არ ჩაუდენია, პირიქით პოლიციამ დააკავა და სცემეს, რის შედეგად მოსდიოდა სისხლი. მისი დაკავება მოხდა კანონის დარღვევთ, არ გამოიძახეს მისი მშობლები.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით - წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო 2019 წლის 9 იანვარს წყალტუბოს რაიონის, სოფელ გ--–----–- მდებარე წყლის გამწმენდი ნაგებობის საცავიდან ტ------– გ-------–---–-- კუთვნილი ელექტრო დრელისა და ელექტრო სადენების ქურდობის ფაქტზე.

 

დანაშაულის შესახებ N46976 შეტყობინების თანახმად - წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გ------- ა------- დაუკავშირდა ტელეფონით ტ------– გოგინეიშვილი და განაცხადა, რომ სოფელ გ--–----–- მდებარე წყლის გამწმენდი ნაგებობიდან წაღებულია მისი კუთვნილი ელექტრო დრელი და ელექტრო კაბელები.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად - 2019 წლის 9 იანვარს 12:50 საათიდან 14:10 საათამდე დროის პერიოდში, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გ------- ა------- მიერ დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ გ--–----–-, რომელიც წარმოადგენს წყალტუბოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი შენობა ნაგებობისა და წყლის გამწმენდი ბეტონის აუზების მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიას. სამშენებლო კომპანია შპს „ჯ------–----“ მომარაგების მენეჯერმა გ--- დ-------–---–-- მიუთითა საოპერატორო შენობის უკანა მხარეს არსებულ ფანჯარაზე, რომელიც არის ღია მდგომარეობაში და ფანჯრის რაფაზე აღინიშნება ტალახიანი ფეხსაცმლით დატოვებული კვალი, გ--- დ-------–---–-- განმარტებით სწორედ აღნიშნული ფანჯრიდან შეაღწია შენობაში პიროვნებამ და ფარულად დაეუფლა ტელევიზიის ბოჭკოვან სადენს და ინტერნეტის ბოჭკოვან სადენს, ასევე ელექტრო ბურღებს და ელექტრო შურუპავიორტს, ამის შემდეგ გ--- დ-------–---–-- მიუთითა საოპერატორო ოთახზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ოთახში, სადაც განთავსებულია პლასტმასის მილების შესადუღებელი აპარატი შენახული ჰქონდათ ნაცრისფერი იზოლირებულ გარსიანი რვა წვერიანი ბოჭკოვანი სადენი, რომელიც იყო ტელევიზიის სადენი, ასევე იმავე ოთახიდან ფარულად დაუფლებული იყო წითელი ფერის იზოლირებულ გარსიანი ინტერნეტის ბოჭკოვანი სადენი, რომელიც იყო ოთხ წვერიანი და ორივე სადენი იყო ახალი და თითოეული იყო 100 მეტრი სიგრძის, სულ ორივე 200 მეტრი სიგრძის. ამის შემდეგ გ--- დ-------–---–-- მიუთითა აღნიშნულ შენობაში ლაბორატორიის ოთახი და განმარტა, რომ აღნიშნული ოთახიდან მოპარული იყო კომპანიის მუშა მოსამსახურის კუთვნილი სამი ელექტრო ბურღი, რის შემდეგაც ტ------– გ------–---–-- მიუთითა აღნიშნულ ოთახში ადგილი, საიდანაც ფარულად დაუფლებული იყო მისი კუთვნილი „ალმაზის“ ფირმის შავი ფერის კორპუსიანი ელექტრო ბურღი, მწვანე ფერის კორპუსიანი „RTRMAX-ის“ ფირმის ელექტრო ბურღი და შავი და ლურჯი ფერის კორპუსიანი ელექტრო ბურღი ე.წ შურუპავიორტი. აღნიშნული ოთახის მეტალოპლასტმასის კარის საკეტის გარე სახელურიდან აღებულ იქნა ანაწმენდები, ამავე ოთახის კარის მინის გარე ზედაპირიდან ექსპერტების მიერ აღებული იქნა ოთხი ხელის კვალი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გ------- ა-------- ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ 2019 წლის 9 იანვარს დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რომლის სისწორე და კანონთან შესაბამისობა დაადასტურა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა გ------ კ-------.

 

2019 წლის 10 იანვრის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის კ---- მ----------- პატაკით, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად წყალტუბოს რაიონის სოფელ გ--–----–- მდებარე წყალტუბოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი შენობა-ნაგებობის, მშენებლობაზე მომუშავე მუშის ტ------– გ------–---–-- კუთვნილი ორი ცალი ელექტრო ბურღი და ერთი ცალი სახრახნისი, ასევე შპს „ჯ------–----“ კუთვნილი ორი რულონი იზოლირებულ გარსიანი სადენი საოპერატორო შენობის ოთახებიდან ფარულად დაუფლებული უნდა იყოს ქ. წყალტუბოში თ--------------------------ში მცხოვრები, 2001 წლის 22 ივლისს დაბადებული, არასრულწლოვანი ნ--- კ----ს ძე შ----------- (პ/ნ 5----------) მიერ.

 

2019 წლის 10 იანვარს 11:55 საათიდან 13:10 საათამდე დროის პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის თანახმად - შემთხვევის ადგილი მდებარეობს წყალტუბოს რაიონის სოფელ გ--–----–- და წარმოადგენს წყალტუბოს ჩამდინარე წყლების გამწმენდ შენობა-ნაგებობას. შენობა-ნაგებობის ეზოში ნ--- შ----------მ მიუთითა შენობა, სადაც იგი შევიდა მარტო, შენობის გარეთა მხრიდან მიუთითა ფანჯარა, რომელიც დამუშავებულია ექსპერტების მიერ და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული ფანჯრის გაღების შემდეგ იგი მარტო შევიდა შენობაში, ასევე აღნიშნული ფანჯრის საშუალებით გამოვიდა შენობიდან, შენობაში შესვლის შემდგომ ნ--- შ----------მ მიუთითა საოპერატორო ოთახზე და განმარტა, რომ აღნიშნული საოპერატორო ოთახიდან იგი 2019 წლის 9 იანვარს, გვიან ღამით ფარულად დაეუფლა ორ რულონ ელექტრო სადენს, ხოლო აღნიშნულის შემდგომ დერეფანში ხელმარცხნივ მიუთითა ერთ-ერთი ოთახი, რომელიც განკუთვნილია ლაბორატორიისათვის, სადაც განთავსებულია სამშენებლო მასალა და ხელსაწყოები. ნ--- შ----------მ მიუთითა ოთახში განთავსებულ მუყაოს ყუთზე და განმარტა, რომ ლაბორატორიის ოთახში განთავსებული ყუთიდან იგი 2019 წლის 9 იანვარს, ღამის საათებში ფარულად დაეუფლა ორ ელექტრო დრელს და ერთ „შურუფავოის“, რომლებიც მან ჩაალაგა ოთახში არსებულ ხელჩანთაში. ამის შემდგომ ნ--- შ----------მ მიუთითა თამარ მეფის ქუჩაზე ხელმარჯვნივ წყლის არხისაკენ და განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილზე ბუჩქის ძირში ინახავდა მის მიერ ფარულად დაუფლებულ ელექტრო ხელსაწყოებს და ორ რულონ ელექტრო სადენს, რომელიც მოთავსებული ჰქონდა ხელჩანთაში. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას ამოღებულ იქნა ნ--- შ----------- მიერ ფარულად დაუფლებული ნივთები, კერძოდ: წითელი და თეთრი ფერის იზოლირებულ გარსიანი ორი რულონი ელექტროსადენი, შავი ფერის ელექტროდრელი ,,АЛМАЗ“-ის ფირმის, მომწვანო ფერის ელექტროდრელი ,,RTRMAX ROTHER“ -ის ფირმის, ,,FIXTEC“-ის ფირმის ,,შურუფავოი’’.

 

სასაქონლო ექსპერტიზის N18/ს დასკვნის თანახმად - ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 124მ. სიგრძის ოთხ წვერიანი სადენის მარკირებით: „BORSAN CAVT J-H(ST)H..L9 2x2x0.80+0.80 mm2“ საბაზრო ღირებულება დღევანდელი მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 99.2 (ოცხმოცდაცხრამეტ ლარს და ოც თეთრს) ლარს. 88მ. სიგრძის რვა წვერიანი სადენი მარკირებით: „DRAKA UC400 SCREEN 23 CATEGORY 6 U/FTP 4P IEC 61156-5 PVC 09 3416103 807111643” 88 (ოცხმოცდარვა) ლარს, „АЛМАЗ“-ის ფირმის MODEL: АДУ-10503Р ელექტრო ბურღი 50 (ორმოცდაათი) ლარს, „RTRMAX ROTHER”-ის ფირმის ელექტრო ბურღი 25 (ოცდახუთი) ლარს, „FIXTEC”-ის ფირმის MODEL: FCD144L01 ელექტრო ბურღი 85 (ოთხმოცდახუთი) ლარს.

 

დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 10 მარტს 23:20 საათზე წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბ------ი გ-------------- მიერ ქ. წყალტუბოში, 9-------–--- და ტ------ ქუჩის გადაკვეთაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ნ--- კ----ს ძე შ----------.

 

ოქმი ბრალდებულის დაკავების თაობაზე ოჯახის წევრისათვის შეტყობინების შესახებ, დადგენილია, რომ დაკავებული ბრალდებულის ნ--- შ----------- დედას - ნ--- შ----------ს, 2019 წლის 11 მარტს 01:30 საათზე, შს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის ბ------ი გ-------------- მიერ ეცნობა მისი შვილის ნ--- შ----------- დაკავების თაობაზე საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე) გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი ბ------ი გ------------- და ბრალდებულის დედა - ნ--- შ----------.

 

2019 წლის 11 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ა-–---------- ქ------- მიერ 02:10 საათიდან 02:25 საათამდე დროის პერიოდში ნ-----–---- ზ---–-–---–--აგან ამოღებულ იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ლითონის წკირი ე.წ „შტირი“ საშუალო ზომის მრგვალი ფორმის წამახვილებული ლითონის წვერით, რომელსაც სახელურზე დახვეული აქვს მოცისფრო-მოწითალო ფერის ძაფი.

 

2019 წლის 11 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ა-–---------- ქ------- მიერ 03:00 საათიდან 03:15 საათამდე დროის პერიოდში ბ------ი გ--------------აგან ამოღებულ იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი მისი კუთვნილი პოლიციელის მოლურჯო ფერის უნიფორმის სვიტერი, რომელსაც დაზიანებული აქვს მარჯვენა სამხრე, ერთი ცალი CD-R დისკი, რომელზეც განთავსებულია ნ--- შ----------- დაკავების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი ორ ფაილად.

 

2019 წლის 11 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ა-–---------- ქ------- მიერ 04:00 საათიდან 04:15 საათამდე დროის პერიოდში მ-----ი უ--–----აგან ამოღებულ იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი მისი კუთვნილი პოლიციელის მოლურჯო ფერის უნიფორმის სვიტერი, რომელსაც დაზიანებული აქვს მარცხენა სამხრე.

 

2019 წლის 11 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ა-–---------- ქ------- მიერ 04:50 საათიდან 05:05 საათამდე დროის პერიოდში დ...... ნ-------საგან ამოღებულ იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი მისი კუთვნილი პოლიციელის მოლურჯო ფერის უნიფორმის სვიტერი, რომელსაც დაზიანებული აქვს მარჯვენა სამხრე.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N001688319 დასკვნის თანახმად, 2019 წლის 11 მარტს 07:00-07:08 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ნ-----–---- ზ---–-–---–- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N001706619 დასკვნის თანახმად, 2019 წლის 11 მარტს 21:15-21:45 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ნ--- შ----------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები დამწვრობის, სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; დაზიანება (II ხარისხის) დამწვრობის სახით განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით; დაზიანებები ნაჭდევების სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (10.03.2019წ); ხოლო დანარჩენი დაზიანებები სისხლნაჟღენთების, დამწვრობისა და გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში მარცხნივ მოწითალო ფერის ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (10.03.2019წ).

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ-------- დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სიწორე.

 

2019 წლის 12 მარტის დათვალიერების ოქმის თანახმად, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ა-–---------- ქ------- მიერ 12:40 საათიდან 13:10 საათამდე დროის პერიოდში დათვალიერებულ იქნა CD-R დისკი. ფაილი N1 წარწერით: „video-1552375191” რომლის ჩანაწერის ხანგრძლივობაა 30 წამი, ფაილის გახსნისას ვიდეო ჩანაწერში ჩანს შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ნ-----–---- ზ---–-–---–-, რომელსაც ტანთ აცვია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი და მოშავო ფერის ტყავის ქურთუკი. იგი ცდილობს ავტომანქანაში ჩასვას ნ--- შ----------, რომელსაც ტანთ აცვია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მოშავო ფერის ქურთუკი, ხოლო ქურთუკის შიგნით მოყვითალო ფერის სვიტერი. იგი უწევს წინააღმდეგობას ნ-----–---- ზ---–-–---–-, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და სახის არეში მარცხენა მხარეს ურტყამს თავს და ხელს. ასევე აგინებს დედის მისამართით ვიდეო ჩანაწერის გადამღებს, რომელიც ბ------ გ-------------- განმარტებით არის თვითონ და იფურთხება მისი მისამართით, ნ-----–---- ზ---–-–---–- მას მოუწოდებს, რომ დაწყნარდეს. ფაილი N2 წარწერით: „video-1552375268” რომლის ჩანაწერის ხანგრძლივობაა 81 წამი, ფაილის გახსნისას ვიდეო ჩანაწერში ჩანს ნ--- შ----------, რომელსაც იგივე ტანსაცმელი აცვია, იგი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და აგინებს დედის მისამართით შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის-ინსპექტორ გამომძიებელ დ..... ნ--------, რომელსაც ტანთ აცვია პოლიციის უნიფორმის მოლურჯო ფერის სვიტერი. დ..... ნ------- ცდილობს შებოჭოს ნ--- შ----------. კადრში მთელი ჩანაწერის განმავლობაში ისმის ბ------ გ-------------- ხმა, რომელიც აწარმოებს ვიდეო გადაღებას, იგი მოუწოდებს ნ--- შ----------ს დაწყნარდეს, აფრთხილებს, რომ არ შეაგინოს და ხელი არ დაარტყას პოლიციის თანამშრომლებს. ნ--- შ---------- წინააღმდეგობას უწევს დ....... ნ--------, აგინებს, უყვირის რომ „თუ არ ჩამოგაგლიჯო მაგ პაგონები ჩემი დედაო“ სახის არეში ურტყამს ხელს და უზიანებს მარჯვენა სამხრეს. ჩანაწერში 70 წამზე ჩნდება ნ-----–---- ზ---–-–---–-, რომლის დახმარებით დ.... ნ------- ნ--- შ----------ს აჯენს ავტომანქანაში. ამით ჩანაწერი სრულდება.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა CD დისკზე ვიდეო ჩანაწერი.

 

სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და უდავოდ მიჩნეული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N004904819 დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით „მ----- უ--–----აგან ამოღებული პოლიციელის უნიფორმის დაზიანებული სვიტერი“ მოთავსებულ მოლურჯო ფერის სვიტერზე არსებული ბიომასალის (ობ. N4,5) გენეტიკური პროფილები შერეულია, ობ. N4-ის (სამხრეები და მიმდებარე ზედაპირი) გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია, ობ. N5-ის (წინა ზედაპირი) გენეტიკური პროფილის მინორული წილი ეკუთვნის ნ--- შ----------ს (ობ. N17, პაკეტი წარწერით „ბრალდებულ ნ--- შ-----------აგან აღებული ნერწყვის ნიმუში“) ხოლო მაჟორული წილი მამრობითი სქესის სხვა პირს. პაკეტში წარწერით „ბ------ი გ--------------აგან ამოღებული პოლიციელის უნიფორმა დაზიანებული“ მოთავსებულ მოლურჯო ფერის სვიტერზე არსებული ბიომასალის (ობ. N6,7) გენეტიკური პროფილები შერეულია, ობ. N6-ის (სამხრეები და მიმდებარე ზედაპირი) გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია, ობ. N7-ის (წინა ზედაპირი) გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ნ--- შ----------ს (ობ. N17); პაკეტში წარწერით „ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში ნ--- შ-----------აგან ამოღებული ტანსაცმელი“ მოთავსებულ მოშავო ფერის კაპიუშონიან ქურთუკზე (ობ. N8,10) მოყვითალო ფერის კაპიუშონიან გრძელსახელოებიან მაისურზე (ობ. N11,13) და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალზე (ობ. N14,16) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ნ--- შ----------ს (ობ. N17);

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ნ--- შ---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენით ნ--- შ---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 მე-2 ნაწილების თანახმად, დანიშნული სასჯელი შთანთქა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ ნ--- შ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 03 (სამი) წელი.

 

არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად, ნ--- შ----------- ინდივიდუალური შეფასების განხორციელებისას სირთულეები გამოვლინდა ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც მას აქვს კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან და უფროს პიროვნებებთან. მნიშვნელოვანია ნ--- შ----------მ სრულად გააცნობიეროს ის რისკები და საფრთხეები, რომელიც მას ექმნება აღნიშნულ პიროვნებებთან ურთიერთობის შედეგად. სასურველია მუშაობა განხორციელდეს მამის მოტივაციის გაზრდისა და გაძლიერების კუთხით. ბრალდებულის მიმართ არსებული ძალადობრივი ქმედების გამოცდილების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია მოხდეს ნ--- შ-----------ა და დედის კონსულტაცია ასევე მუშაობა ბრალდებულის მოტივაციის კუთხით განათლების მიღებასთან დაკავშირებით.

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

სასამართლომ შეაფასა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ნ--- შ----------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ, ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს რეალური შესაძლებლობა განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 9 იანვარს ღამის საათებში, ნ--- შ----------მ უკანონოდ შეაღწია წყალტუბოს რაიონის სოფელ გ--–----–- მდებარე წყლის გამწმენდი ნაგებობის საოპერატორო შენობაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს ,,ჯ-------–----“ კუთვნილ 124 მ. სიგრძის ოთხწვერიან სადენს და 88 მ. სიგრძის რვაწვერიან სადენს, ტ------– გ------–---–-- კუთვნილ ,,АЛМАЗ“-ის ფირმის ელექტრობურღს; ,,RTRMAX ROTHER“-ის ელექტრო ბურღს და ,,FIXTEC“-ის ფირმის ელექტრო ბურღს, კერძოდ:

 

საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულ ტ------– გ------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 9 იანვარს, როდესაც ის და მისი თანამშრომლები სამსახურში მივიდნენ მუშაობის დროს, როდესაც დასჭირდა მისი კუთვნილი ელექტრო ბურღები აღმოაჩინა, რომ მისი კუთვნილი ორი ელექტრო ბურღი და ერთი ელემენტიანი ბურღი ე.წ „შურუპავიორტი“ აღარ იყო. ივარაუდა, რომ ვიღაც უცხო პირის მიერ იყო მოპარული. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულის წარმომადგენელმა გ--- დ-------–---–-- განმარტა, რომ 2019 წლის 9 იანვარს სამსახურში მისულს, ხელოსანმა ტ------– გ------–---–-- უთხრა, რომ მისი სამუშაო ნივთები იყო წაღებული, როცა შენობა დაათვალიერეს დაადგინეს, რომ ასევე წაღებული იყო კაბელის რულონები. საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 10 იანვარს 11:55 საათიდან 13:10 საათამდე დროის პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომლის თანახმად, წყალტუბოს რაიონის სოფელ გ--–----–- წყალტუბოს ჩამდინარე წყლების გამწმენდ შენობა-ნაგებობის ეზოში ნ--- შ----------მ მიუთითა შენობა, სადაც იგი შევიდა მარტო, ფანჯრიდან. შენობაში შესვლის შემდგომ ნ--- შ----------მ მიუთითა საოპერატორო ოთახზე და განმარტა, რომ აღნიშნული საოპერატორო ოთახიდან იგი 2019 წლის 9 იანვარს, გვიან ღამით ფარულად დაეუფლა ორ რულონ ელექტრო სადენს, მიუთითა ასევე ერთ-ერთი ოთახი, სადაც მუყაოს ყუთიდან ფარულად დაეუფლა ორ ელექტრო დრელს და ერთ „შურუფავოის“, რომლებიც მან ჩაალაგა ოთახში არსებულ ხელჩანთაში. ამის შემდგომ ნ--- შ----------- მითითებით თამარ მეფის ქუჩაზე ხელმარჯვნივ წყლის არხისაკენ ბუჩქის ძირიდან ამოღებული იქნა მის მიერ შენახული ფარულად დაუფლებული ელექტრო ხელსაწყოები და ორი რულონი ელექტრო სადენი, რომელიც მოთავსებული ჰქონდა ხელჩანთაში. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას ნ--- შ----------- მითითებით ამოღებულ იქნა ნივთები, კერძოდ: წითელი და თეთრი ფერის იზოლირებულ გარსიანი ორი რულონი ელექტროსადენი, შავი ფერის ელექტროდრელი ,,АЛМАЗ“-ის ფირმის, მომწვანო ფერის ელექტროდრელი ,,RTRMAX ROTHER“ -ის ფირმის, ,,FIXTEC“-ის ფირმის ,,შურუფავოი’’. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ნათლადაა გადმოცემული ოქმზე თანდართული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოებით. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დეტექტივ გამომძიებელმა ვ------- ჩ---------–----, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა რ---- ო-------–-–---–--, ექსპერტებმა ი-------–---- და გ------- გ--------–---–--, რომელთაც განმარტეს, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონის შესაბამისად, ნ--- შ----------, კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით თავად უთითებდა იმ ადგილებზე, საიდანაც ფარულად დაეუფლა ნივთებს და ასევე მიუთითა ის ადგილი, სადაც ჩანთით მოათავსა ფარულად დაუფლებული ნივთები, რაც ამოღებული იქნა მხარეთა მონაწილეობით.

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ნ--- შ---------- საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას ფაქტებს ასახავდა პოლიციის თანამშრომლების მითითებით, მან არ იცოდა ქურდობის ჩადენის ადგილი და ასევე ნივთები პირველად ნახა საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს, რომ სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოება არ დასტურდება. საგამოძიებო მოქმედებას ნ--- შ----------სთან ერთად ესწრებოდა მისი კანონიერი წარმომადგენელი მამა - კ---- შ----------, რომლებსაც საგამოძიებო მოქმედებასთან, შედგენილ ოქმთან დაკავშირებით შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ გაუკეთებიათ და მათ ხელის მოწერით დაადასტურეს ოქმში ასახული გარემოებების და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ტ------– გ------–--–--, დაზარალებულის წარმომადგენლის გ--- დ-------–---–--, გამომძიებლების ვ------- ჩ---------–----ა და რ---- ო-------–-–---–--, ექსპერტების ი-------–---- და გ------- გ--------–---–--, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, თანხვედრაში მყოფი მტკიცებულებებით, სრულად დასტურდება 2019 წლის 9 იანვარს წყალტუბოს რაიონის სოფელ გ--–----–- მდებარე წყლის გამწმენდი ნაგებობის საოპერატორო შენობაში ნ--- შ----------- მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი.

 

რაც შეეხება ნ--- შ----------- მიერ ჩადენილი ქურდობით მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას, ამ საკითხზე მსჯელობისას, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ექსპერტიზის N18/ს დასკვნის თანახმად - ექსპერტიზაზე წარმდგენილი 124მ. სიგრძის ოთხ წვერიანი სადენის მარკირებით: „BORSAN CAVT J-H(ST)H..L9 2x2x0.80+0.80 mm2“ საბაზრო ღირებულება დღევანდელი მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 99.2 (ოცხმოცდაცხრამეტ ლარს და ოც თეთრს) ლარს. 88მ. სიგრძის რვა წვერიანი სადენი მარკირებით: „DRAKA UC400 SCREEN 23 CATEGORY 6 U/FTP 4P IEC 61156-5 PVC 09 3416103 807111643” 88 (ოცხმოცდარვა) ლარს, „АЛМАЗ“-ის ფირმის MODEL: АДУ-10503Р ელექტრო ბურღი 50 (ორმოცდაათი) ლარს, „RTRMAX ROTHER”-ის ფირმის ელექტრო ბურღი 25 (ოცდახუთი) ლარს, „FIXTEC”-ის ფირმის MODEL: FCD144L01 ელექტრო ბურღი 85 (ოთხმოცდახუთი) ლარს. ის ფაქტი, რომ დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი, თოთოეულის შემთხვევაში, აღემატებოდა 150 ლარს, ასევე დადასტურებულია დაზარალებულ ტ------– გ------–---–--ა და გ--- დ-------–---–-- ჩვენებებით.

 

რაც შეეხება ქმედების ჩადენას არაერთგზის, საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, - დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ნ--- შ---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი.

 

ამდენად, ვინაიდან ნ--- შ----------ს დანაშაულის ჩადენის მომენტში 2019 წლის 9 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენისთვის დადგენილი ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, მისი მხრიდან საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის არაერთგზის ჩადენა.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ნ--- შ----------- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.

 

რაც შეეხება ნ--- შ----------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილს ძალადობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. აღნიშნული მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს ხელისუფლების წარმომადგენლის, მათ შორის პოლიციის მუშაკის კანონიერი საქმიანობა, ასევე მისი პირადი უსაფრთხოება (ჯანმრთელობა და ხელშეუხებლობა) და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. მოცემული დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და ის დამთავრებულად ითვლება მოქმედების ჩადენისთანავე, ე.ი ძალადობით ან ძალადობის მუქარით პოლიციის მუშაკისათვის წინააღმდეგობის გაწევის ანდა მისი იძულების მომენტიდან. ასევე მნიშვნელოვანია მიზანი, კერძოდ ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა მიზნად ისახავს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მისი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას. ქმედების მოტივი სხვადასხვა შეიძლება იყოს და ის გავლენას ვერ ახდენს კვალიფიკაციაზე.

 

სასამართლომ შეაფასა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ნ--- შ----------მ ჩაიდინა - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულები ნ-----–---- ზ---–-–---–-, ბ------ გ-------------, დ.... ნ------- და მ----- უ--–--- დამაჯერებლად და ანალოგიურად განმარტავენ, რომ ნ-----–---- ზ---–-–---–-- შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობს წყალტუბოში 9-------–--- და ტ------ ქუჩების გადაკვეთაზე, სადაც მათ დახვდათ ნ--- შ----------, რომლის ადმინისტრაციული წესით დაკავებას და მანქანაში ჩასმასაც ცდილობდა ნ-----–---- ზ---–-–---–- სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო. მათ დანახვაზე ნ--- შ---------- გახდა მეტად აგრესიული, რა დროსაც ნ-----–---- ზ---–-–---–- თავი ჩაარტყა, ასევე ამოიღო თან ნაქონი ე.წ ,,შტირი’’, რომლის გამოყენებითაც ცდილობდა ნ-----–---- ზ---–-–---–--ათვის დაზიანების მიყენებას, თან უყვიროდა ,,დაგჩეხავო’’. ნ-----–---- ზ---–-–---–-- ნ--- შ----------ს წაართვა საგანი და თავის მანქანაში ჩააგდო. დაზარალებულებმა დაადასტურეს, რომ ნ--- შ----------მ მათ დაუზიანა სამსახურებრივი ფორის სამხრეები და უყვიროდა ,,მაგ პაგონებს დაგახევთო’’. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენებები ურთიერთთანხვედრაშია ერთმანეთთან, ვინაიდან მოწმეები არიან პოლიციის მუშაკები და გარკვეულწილად წარმოადგენენ საქმის შედეგით დაინტერესებულ პირებს, სასამართლო კრიტიკულად აფასებს მათ, შეაჯერა ისინი სხვა ნეიტრალური წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციებთან და დარწმუნდა მათ სანდოობაში.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ამოღების ოქმები, რომლის თანახმად დაზარალებულებისაგან ამოღებული იქნა დაზიანებული სამსახურებრივი ფორმები, ნ-----–---- ზ---–-–---–--აგან ასევე ამოღებული იქნა ე.წ ,,შტირი’’, ასევე ბ------ გ--------------აგან ამოღებული იქნა ერთი ცალი CD დისკი. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბ------ გ--------------აგან ამოღებული ვიდეო ჩანაწერი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ნ-----–---- ზ---–-–---–--, ბ------ გ--------------, დ.... ნ-------სა და მ----- უ--–---- ჩვენებებთან, სადაც დაფიქსირებულია თუ როგორ აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შურაცხყოფას ნ--- შ---------- პოლიციის თანამშრომლებს. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის N001688319 დასკვნა, რომლის თანახმად 2019 წლის 11 მარტს 07:00-07:08 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ნ-----–---- ზ---–-–---–- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დადასტურებული იქნა სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის შ----- თ-------- მიერ.

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას ნ--- შ----------- უდანაშაულობის თაობაზე, რომლის საფუძვლად უთითებს, რომ ნ--- შ----------- მიმართ პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელდა ძალადობა, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი შეიძლება გახდეს, ამასთან სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მსჯელობს ნ--- შ----------- ბრალეულობასთან დაკავშირებით, ჩაიდინა თუ არა მან პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რაც სრულად დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ნ--- შ----------- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დარწმუნდა, რომ ნ--- შ----------მ ჩაიდინა: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას ნ--- შ----------- მიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: ნ--- შ----------მ აღნიშნული დანაშაული ნამდვილად ჩაიდინა მაშინ, როდესაც იგი იმყოფებოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენით ნ--- შ----------ს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 მე-2 ნაწილების შესაბამისად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. ამასთან, აღნიშნულ საქმეზე მიღებულია თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ნ--- შ----------- მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, დამდგარ შედეგს, მის პირად და ეკონომიკურ პირობებს, მის ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, ასევე მის წარსულ ცხოვრებას, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთლობლივად მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--- შ----------ს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო უთითებს, რომ ვინაიდან ნ--- შ---------- ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის დროს იყო თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პირი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა უნდა შეუმცირდეს 1/4-ით.

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

ნ-----–---- ზ---–-–---–--აგან ამოღებული ლითონის წკირი, ბრალდებულ ნ--- შ-----------აგან აღებული ნერწყვის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის ოთხი კვალი - განადგურდეს.

 

ბ------ი გ--------------აგან ამოღებული სამსახურებრივი ფორმის სვიტერი, მ----- უ--–----აგან ამოღებული სამსახურებრივი უნიფორმის სვიტერი, დ..... ნ-------საგან ამოღებული სამსახურებრივი უნიფორმის სვიტერი - დაბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.

 

ბრალდებულ ნ--- შ-----------აგან ამოღებული მოშავო ფერის ელვაშესაკრავიანი ქურთუკი, მოყვითალო ფერის სვიტერი, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი - დაუბრუნდეს ნ--- შ----------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ბ------ი გ--------------აგან ამოღებული CD დისკი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ამოღებული ორი რულონი ელექტროსადენი, ორი ელექტრო ბურღი, სახრახნისი და ჩანთა - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ--- შ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად სასჯელთა შთანთქმის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ, ნ--- შ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ნ--- შ----------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს.

 

ნ--- შ----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 მარტიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

ნ-----–---- ზ---–-–---–--აგან ამოღებული ლითონის წკირი, ბრალდებულ ნ--- შ-----------აგან აღებული ნერწყვის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის ოთხი კვალი - განადგურდეს.

 

ბ------ი გ--------------აგან ამოღებული სამსახურებრივი ფორმის სვიტერი, მ----- უ--–----აგან ამოღებული სამსახურებრივი უნიფორმის სვიტერი, დავით ნ-------საგან ამოღებული სამსახურებრივი უნიფორმის სვიტერი - დაბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.

 

ბრალდებულ ნ--- შ-----------აგან ამოღებული მოშავო ფერის ელვაშესაკრავიანი ქურთუკი, მოყვითალო ფერის სვიტერი, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი - დაუბრუნდეს ნ--- შ----------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ბ------ი გ--------------აგან ამოღებული CD დისკი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ამოღებული ორი რულონი ელექტროსადენი, ორი ელექტრო ბურღი, სახრახნისი და ჩანთა - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური