განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002843322
1-108/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - ო-–-----------–---–-
ბრალდებული - ჯ------– ბ---–--აძე
ადვოკატი - ჯ----–----------------------------
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N171200119011
ბრალდებული: ჯ------– ბ---–--აძე
მამის სახელი: ლ-----
დაბადებული: 07.06.1----–--–---------–--------------------–------------–--------–----–-------------------------------------------------------------------------------–---------------------–---------------–----–----------------–------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1 ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 19:20 საათზე ქ.ბათუმი, ზ----------–------------ მდებარე საცხოვრებელი სახლში ყოფნისას ჯ------– ბ---–--აძე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს ნ--- კ---–--–---ს, რამაც ნ--- კ---–--–---ს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული რიგი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
გარდა უდაო მტკიცებულებებისა ჯ------– ბ---–--აძის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილი და დადასტურებულია სასამართლო პროცესზე გამოკითხული მოწმეთა ჩვენებებით.
დაზარალებულ ნ--- კ---–--–--ის გამოკითხვის ოქმის ანალიზით ირკვევა, რომ დაზარალებული 1991 წელს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ცოლად გაყვა ქედის რაიონ სოფელ ახოში მცხოვრებ ჯ------– ბ---–--აძეს, რომელთანას საერთო თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი ვაჟიშვილი. დაახლოებით სამი წლის წინ მეუღლესთან ჯ------– ბ---–--აძესთან გაურთულდა ურთიერთობა, ოჯახში ყოველს წვრილმან საკითხთან დაკავშირებით გქონდა უთანხმოება. ჯ------– ბ---–--აძე ხშირად ღებულობდა ალკოჰოლურ სასმელებს, აღნიშნულ პერიოდში შვილბთან ერთად ცხოვრობდა ბ-----------------------–- განთავსებულ ნაქირავებ სახლში. 2015 წლის სექტემბრის თვეში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯ------– ბ---–--აძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგ დანა დაუსვა კისერზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ის პასუხისგებაში იქნა მიცემული და დაპატიმრებული იქნა სამი წელიწადი. შესაბამისად მასთან გაწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა და საცოხვრებლად შვილებთან ერთად გადავიდა სხვა მისამართზე. ჯ------– ბ---–--აძე პატიმრობიდან განთავისუფლდა დაახლოებით ერთი წლის წინ, მასთან არ ქონია რაიმე სახის ურთიერთობა და საერთოდ არ შეხვედრია. 2019 წლის 20 იანვარს იმყოფებოდას საცხოვრებელ სახლში მარტო მდებარე ქ. ბათუმი ზ----------------–-------------ში, იქნებოდა დაახლოებით 19:20 საათი, როდესაც მოულოდნელად საცხოვრებელ სახლში შევიდა მეუღლე ჯ------– ბ---–--აძე, მას ეტყობოდა რომ იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, შესვლისთანავე ყოველგვარი მიზეზის გარეშე ჯ------– ბ---–--აძემ დაიწყო მისი ლანძღვა გინება. უთხრა, რომ ვიღაც მამაკაცი მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა და უთხრა დაენებებინა თავი, აღნიშნულის გამო ის იყო ძალიან გაბრაზებული, უნდოდა მიახლოევბა, რის გამოც დაზარალებული დადგა ოთახში არსებულ მაგიდის ერთ მხარეს ხოლო ჯ------–ი იდგა მაგიდის მეორე მხარეს, როცა დააპირებდა მიახლოვებას დაზარალებული წრეს არტყამდა მაგიდას და ამიტო ჯ------– ბ---–--აძე ვერ ახერხებდა მასთან მიახლოვებას, რის გამოც ჯ------–ი უფრო ღიზანდებოდა, მიმართავდა უცენზური სიტყვებით ეუბნებოდა, რომ მასთან მოსვლას ვერავინ დაუშლიდა, და ცდილობდა მასთან მოახლოვებას, მაგრამ არიდებდი თავს მაგიდის მეშვებით. ჯ------– ბ---–--აძე იყო ძალიან ანერვიულებული, უყვიროდა უმიზეზოდ ეუბნებოდა მოგკლავო, არ გადამირჩებიო, ნ--- კ---–--–---ს ძალიან შეეშინდა, ჯ------– ბ---–--აძე იქცეოდა არაადეკვატურად, საბედნიეროდ აღნიშნულ დროში სახლში შევიდა დიშვილი ზაირა სურმანიძე მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ჯ------–ის დანახვაზე ბავშვები მაშინვე შიყვანა სამზარეულოს ოთახში, რის შემდეგ დადგა ჯ------–ის წინ და არ აძლევდა ჩემთან მოახლების საშუალებას. ის კვლავ აგრძელებდა ლანძღვა გინებას, არც მოერიდა დიშვილის კვლავ დაემუქრა მოგკლავო, ერთხელ გადამირჩი სიკვდილს და დღეს ვერ გადამირჩებიო. ნ--- კ---–--–---ს ჯ------– ბოლვაძის ძალიან შემეშინდა, ცრემლები მოსდიოდა შეუჩერებლად, ვემუდარებოდა და ეხვეწებოდა, რომ წასულიყო მისი ცხოვრებიდან სამუდამოდ, მაგრამ ჯ------– ბ---–--აძე ნ--- კ---–--–---ს ვედრებას და თხოვნას ყურს არ უგდებდა, იწეოდა კ---–--–--ისკენ ხელის დასარტყმელად, უნდოდა ფიზიკურად შეხება, მაგრამ მას არ უშვებდა დიშვილი ზაირა სურმანიძე. აღნიშნულ დროში ზაირა სურმანიძემ იქვე მაგიდაზე დადებული მობილური ტელეფონი აიღო ხელში და დაუკაშირდა 112-ის მორიგე ოპერატორს, რომელსაც უთხრა საცხოვრებელი სახლის მისამართი და რომ ოჯახურ ძალადობას აქვს ადგილი. მისი დარეკვიდან რამოდენიმე წუთში მივიდა ორი პოლიციის თანამშრომელი ფორმაში გამოწყობილი, რომლებმაც მალევე მოახდინეს რეაგირება და დადგნენ ჯ------– ბ---–--აძის წინ, არ მიცეს მიახლოების საშულება, რამაც გამოიწვია ჯ------– ბ---–--აძის უფრო მეტი აგრესია, კვლავ განაგრძო ლანძღვა გინება, არ მოერიდა პოლიციის თანამშრომლებს და მათი თანდასწრებით კვლავ დაემუქრა მოკვლით, უთხრა არ გაცოცხლებო, დღეს ჩემგან ვერავინ გადაგარჩენსო, რის შემდეგ ხელიდან დაუსხლდა პოლიცილებს, მაგიდიდან აიღო მინის ნაკეთობის საფერფლე და ისრო ჩემი მიმართულებით, რომელიც საბედნიეროდ ასცდა და მოხვდა კედელს, რომელიც შემდეგ დაეცა ძირს. ჯ------– ბ---–--აძე ასევე გამოხატავდა აგრესიას პოლიციის თანამშრომლების მიმართ, აგინებდა მათ და მიმართავდა შეურაცმწყოფელი სიტყვებით. ცდილობდა მათგან თავის დახწევას და ნ--- კ---–--–---სთან მოახლოვებას ხელის დასარტყმელად, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა მას ამის საშუალება არ მისცეს, რის გამოც დააკავეს ადგილზე განუმარტეს მისი უფლებები, რის შემდეგ წაიყვანეს იქედან.
ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლის ზ----- მ------–-ძის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2019 წლის 20 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში და თავის მეწყვილესთან დ----- გ----ძესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას რა დროსაც მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ ქ. ბათუმში ზ--------------- ქუჩაზე N13 -ში ადგილი ქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. ადგილზე მისვლისას კერძო სახლიდან ისმოდა ყვირილის ხმა. სახლში შესვლისას დაინახა, რომ ოთახში მყოფი მამაკაცი ჯ------– ბ---–--აძე და იქვე იყო ჯ------– ბ---–--აძის ყოფილი მეუღლე ნ--- კ---–--–---, რომელსაც ბ---–--აძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას იჩენდა მის მიმართ აგრესიას. ზ----- მ------–-ძე და მისი მეწყვილე ჩადგნენ მათ შუაში და არ მისცეს ჯ------– ბ---–--აძეს ნ--- კ---–--–---სთან მიახლოების საშუალება. ჯ------– ბ---–--აძე დაემუქრა ნ--- კ---–--–---ს სიცოცხლის მოსპობით და რადგან ვეღარ შეძლო მასთან მიახლოება აიღო მაგიდაზე დადებული საფერფლე და ესროლა ნ--- კ---–--–---ს თუმცა საფერფლე ასცდა კ---–--–---ს. ნ--- კ---–--–--- იყო ძალიან შეშინებული ტიროდა და ითხოვდა შველას. ნ---ხის გამო დააკავეს ჯ------– ბ---–--აძე და წარადგინეს პოლიციაში.
ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლის დ----- გ----ძის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2019 წლის 20 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში და თავის მეწყვილესთან ზ----- მ------–-ძესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას რა დროსაც მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ ქ. ბათუმში ზ--------------- ქუჩაზე N13 -ში ადგილი ქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. ადგილზე მისვლისას კერძო სახლიდან ისმოდა ყვირილის ხმა. სახლში შესვლისას დაინახა, რომ ოთახში მყოფი მამაკაცი ჯ------– ბ---–--აძე და იქვე იყო ჯ------– ბ---–--აძის ყოფილი მეუღლე ნ--- კ---–--–---, რომელსაც ბ---–--აძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას იჩენდა მის მიმართ აგრესიას. ზ----- მ------–-ძე და მისი მეწყვილე ჩადგნენ მათ შუაში და არ მისცეს ჯ------– ბ---–--აძეს ნ--- კ---–--–---სთან მიახლოების საშუალება. ჯ------– ბ---–--აძე დაემუქრა ნ--- კ---–--–---ს სიცოცხლის მოსპობით და რადგან ვეღარ შეძლო მასთან მიახლოება აიღო მაგიდაზე დადებული საფერფლე და ესროლა ნ--- კ---–--–---ს თუმცა საფერფლე ასცდა კ---–--–---ს. ნ--- კ---–--–--- იყო ძალიან შეშინებული ტიროდა და ითხოვდა შველას. ნ---ხის გამო დააკავეს ჯ------– ბ---–--აძე და წარადგინეს პოლიციაში.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბათუმში ზ. ბ------ს შესახვევი N 13-ში. საცხოვრებელი სახლი წარმოადგენ ე.წ იტალიური ეზოს ტიპს. ბინა მდებარეობს ეზოში შესასვლელი რკინის კარიდან მარცხენა მხარეს პირველ სართულზე. ბინაში შესაძლებელი შესვლა ერთ-ფრთიანი კარით. პირველი ოთახი წარმოადგენს სამზარეულოს საიდანაც შესაძლებელი გასვლა მისაღებ ოთახში. მისაღებ ოთახში დგას ოვალურ მაგიდა და სკამები. მისაღები ოთახის შესასვლელშივე იატაკზე გდია საფერფლე, რომლის ზემოთ კედელის კუთხეში დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლეზე კედელზე შეინიშნება დაზიანების კვალი. ოქმი შედგენილ იქნა გამომძიებელ კ------- კ-------იძის მიერ. მონაწილეობას იღებდნენ მესაკუთრე ნ--- კ---–--–--- და ექსპერტი ემზარ ჯაფარიძე.
ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლებმა კ------- კ-------იძემ და ბორის ხაჟომიამ სასამართლოს განუმარტეს, რომ მონაწილეობა მიიღეს ჯ------– ბ---–--აძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში. საქმეში არსებული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი დოკუმენტები რომლებზედაც მათი ხელმოწერები ფიქსირდება შედგენილია მათ მიერ, ოქმები სრულად ასახავენ მოქმედებების მიმდინარეობას, შინაარს და შედეგებს. ხელმოწერები ეკუთვნის იმ პირებს ვინც მონაწილეობას იღებდა ოქმის შედგენაში.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას რომ ჯ------– ბ---–--აძის მიმართ უნდა იქნას გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი, რადგან სასმართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები დაზარალებული ჩვენება, ზ----- მ------–-ძის და დ----- გ----ძის ჩვენება და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი სრულ თანხვედრაში ერთმანეთთან, ეს მტკიცებულებები დამაჯერებელია და მათი ერთობლიობა წარმოადგენს საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. გარდა ამისა სასამართლომ ვერ მოისმინა ვერცერთი არგუმენტი თუ რატომ არ უნდა გაიზიაროს ზ----- მ------–-ძის და დ----- გ----ძის ჩვენებები და რატომ უნდა იყოს ეს ჩვენები ცრუ და დაუჯერებელი. რატომ უნდა მიეცათ სასამართლოში ნეიტრალურ პირებს დ----- გ----ძეს და ზ----- მ------–-ძეს ჯ------– ბ---–--აძის საწინააღმდეგო ჩვენება, როდესაც მათ შორის არც დანაშაულის ჩადენამდე და არც მერე რაიმე პირადი უთანხმოება ან დაპირისპირება არ ყოფილა. აღნიშნულ მოწმეებს არც ბრალდებულთან და არც დაზარალებულთან გამოძიებასთან დაკავშირებული აუცილებლობის გარდა რაიმე შეხება არ ქონიათ.
სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, ბრალდებულმა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ჯ------– ბ---–--აძის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა ჯ------– ბ---–--აძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ მუქარა - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ჯ------– ბ---–--აძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
დამამძიმებელი გარემოებაა ის ფაქტი, რომ დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიართ.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ჯ------– ბ---–--აძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
ჯ------– ბ---–--აძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ჯ------– ბ---–--აძის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით დანიშნული სასაჯელის მოუხდელი ნაწილი 06 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ჯ------– ბ---–--აძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით
ჯ------– ბ---–--აძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ჯ------– ბ---–--აძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2019 წლის 20 იანვრიდან .
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეუძლება გაასაჩივროს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი