განაჩენი

სისხლის სამართლის 12.07.2019
საქმის ნომერი
330100119002983081
თარიღი
12.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2004-19

(0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე

სხდომის მდივნები - ანა ზაბახიძე, ეკატერინა მანჯგალაძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------–------–-–---–ი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატები - ო-------------ი, გ---------------–---–ი, ი-----–---------–---–ი

 

1. ბრალდებული: გ------- ა----–--ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს------–-----------–ა, გ. ტ----ის ქ. N--.

 

კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირისა და განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირისა.

 

2. ბრალდებული: ნ-----–---- ა----–--ე, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს------–-----------–ა, გ. ტ----ის ქ. N--.

 

კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტები - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის.

 

3. ბრალდებული: ა---- ყ-----–---–ი, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ტ-------–ა, ვ-----------------–---------.

 

კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2----–-–-------------ოს, გარდაბნის რაიონული სასამართლოს განაჩენით დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისათვის ნასამართლევი ნ-----–---- ა----–--ე 2----–-–----------------ს, დ----–-----ში, ,,მ---------ის“ ფირმის ავტომანქანით შეეჯახა ,,ტ--------ს“ ფირმის ავტომანქანას, რომელშიც ისხდნენ ლ----- ფ------–---–ი და მისი მეუღლე. შეჯახების შედეგად დაზიანდა ავტომანქანა ,,ტ--------ს“ უკანა ხედვის სარკე. აღნიშნულის გამო ნ-----–---- ა----–--ე და მისი შვილი ა-–---------ე ა----–--ე, ლ----- ფ------–---–ს შეუთანხმდნენ, რომ მეორე დღეს დ----–-----ში შეხვდებოდნენ და ავტომანქანის დაზიანებული ნაწილის საფასურს აუნაზღაურებდნენ. აღნიშნული საკითხის გასარკვევად, 2----–-–----------------ს, დაახლოებით 1--- საათზე, დ----–-----ში მივიდნენ ნ-----–---- ა----–--ე, მისი შვილები - გ------- და ა-–---------ე ა----–--ეები და ახლობელი ა---- ყ-----–---–ი, ამ უკანასკნელის ავტომანქანით. თ----–-------–ის ქუჩა N---ე სახლის მიმდებარედ შეხვდნენ ლ----- ფ------–---–ი და მასთან მყოფი პირები - დ----- ფ------–---–ი, რ----–-- ზ-------ია, ს----- დ--------–ი. შეხვედრისთანავე, გ------- ა----–--ესა და ლ----- ფ------–---–ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებასა და ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ნ-----–---- ა----–--ემ, განზრახ მკვლელობის ჯგუფურად განხორციელების მიზნით, ლ----- ფ------–---–ი შებოჭა და არ მისცა გადაადგილების საშუალება. ამ მდგომარეობით ისარგებლა გ------- ა----–--ემ, ამოიღო დანა და ნ-----–---- ა----–--ესთან ერთად ჯგუფურად, ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვით, შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, დაარტყა ლ----- ფ------–---–ს გულმკერდის არეში. აღნიშნულის შემდეგ, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მიზნით, გ------- ა----–--ემ მომარჯვებული დანა დაარტყა ლ----- ფ------–---–თან მყოფ პირებს: დ----- ფ------–---–ს, რ----–-- ზ-------აიას და ს----- დ--------–ს. მიღებული დაზიანების შედეგად ლ----- ფ------–---–ი და დ----- ფ------–---–ი გარდაიცვალნენ, ხოლო დაჭრილი რ----–-- ზ-------აია და ს----- დ--------–ი გადაიყვანეს საავადმყოფოში. დანაშაულის ფაქტის თვითმხილველმა ა---- ყ-----–---–მა, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ გ------- ა----–--ემ და ნ-----–---- ა----–--ემ ჩაიდინეს დამამძიმებელ გარემოებებში ლ----- ფ------–---–ის და დ----- ფ------–---–ის განზრახ მკვლელობა და რ----–-- ზ-------აიას და ს----- დ--------–ის მკვლელობის მცდელობა, მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოს და გ------- და ნ-----–---- ა----–--ეებთან ერთად მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

 

1.1. სასამართლომ დაადგინა:

2----–-–-------------ოს, გარდაბნის რაიონული სასამართლოს განაჩენით დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისათვის ნასამართლევი ნ-----–---- ა----–--ე 2----–-–----------------ს, დ----–-----ში, ,,მ---------ის“ ფირმის ავტომანქანით შეეჯახა ,,ტ--------ს“ ფირმის ავტომანქანას, რომელშიც ისხდნენ ლ----- ფ------–---–ი და მისი მეუღლე. შეჯახების შედეგად დაზიანდა ავტომანქანა ,,ტ--------ს“ უკანა ხედვის სარკე. აღნიშნულის გამო ნ-----–---- ა----–--ე და მისი შვილი ა-–---------ე ა----–--ე ლ----- ფ------–---–ს შეუთანხმდნენ, რომ მეორე დღეს დ----–-----ში შეხვდებოდნენ და ავტომანქანის დაზიანებული ნაწილის საფასურს აუნაზღაურებდნენ. აღნიშნული საკითხის გასარკვევად, 2----–-–----------------ს, დაახლოებით 1--- საათზე, დ----–-----ში მივიდნენ ნ-----–---- ა----–--ე, მისი შვილები - გ------- და ა-–---------ე ა----–--ეები და ახლობელი ა---- ყ-----–---–ი, ამ უკანასკნელის ავტომანქანით. თ----–-------–ის ქუჩა N---ე სახლის მიმდებარედ შეხვდნენ ლ----- ფ------–---–ი და მასთან მყოფი პირები - დ----- ფ------–---–ი, რ----–-- ზ-------ია, ი----- დ--------–ი. შეხვედრისთანავე, გ------- ა----–--ესა და ლ----- ფ------–---–ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებასა და ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ------- ა----–--ემ შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით ლ----- ფ------–---–ს გულმკერდის არეში დანით მიაყენა ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა. დაზიანების შედეგად ლ----- ფ------–---–ი უმოკლეს დროში გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მიზნით გ------- ა----–--ემ მომარჯვებული დანა დაარტყა ლ----- ფ------–---–თან მყოფ პირებს: დ----- ფ------–---–ს, რ----–-- ზ-------აიას და ს----- დ--------–ს. დ----- ფ------–---–მა მიიღო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, რამაც მუცლის აორტის დაზიანება და ამ უკანასკნელის სიკვდილი გამოიწვია, რ----–-- ზ-------აიამ მიიღოს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო ი----- დ--------–მა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება. დანაშაულის ფაქტის თვითმხილველმა ა---- ყ-----–---–მა, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ გ------- ა----–--ემ ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში ლ----- ფ------–---–ის და დ----- ფ------–---–ის განზრახ მკვლელობა და რ----–-- ზ-------აიას და ი----- დ--------–ის მკვლელობის მცდელობა, მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოს და გ------- და ნ-----–---- ა----–--ეებთან ერთად მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

ბრალდების მხარის მტკიცებულებები:

 

2.1. დაზარალებულმა ი----- დ--------–მა განმარტა, რომ ბრალდებულებს არ იცნობს და პირველად ხედავს, გარდაცვლილი დ----- ფ------–---–ი იყო მისი შვილის ნათლია, ლ----- ფ------–---–ი კი იყო მისი მე-2 შვილის ნათლიის ძმა, ხოლო რ----–-- ზ-------ია გაიცნო მათგან და მეგობრობს. 2----–-–----------------ს, მის სახლში შეიკრიბნენ მეგობრები, ეტაპობრივად მივიდნენ - ლ---- ფ------–---–ი, ლ----- ფ------–---–ი, შ---–--ო ფ------–---–ი, დ----- ტ--–--–-–---–ი, გ------- თ-------ე, ი---ე მ---–--ე. მიიღეს მცირე დოზით ალკოჰოლი, პერიოდულად მოსაწევად სახლიდან გადიოდნენ ავტოფარეხში. საღამოს 1----2000 საათზე ავტოფარეხში გავიდნენ ი----- დ--------–ი, რ----–-- ზ-------აია, დ----- ფ------–---–ი, ლ----- ფ------–---–ი და ლ---- ფ------–---–ი, სადაც ასევე დახვდნენ ზ-----ი და გ------- ფ------–---–ები, რომლებიც სვამდნენ ლუდს. დანარჩენები: დ----- ტ--–--–-–---–ი, გ------- თ-------ე, ი---ე მ---–--ე და შ---–-- ფ------–---–ი დარჩნენ სახლში. ლ----- ფ------–---–ს დაურეკეს, 10 წუთის შემდეგ ავტოფარეხიდან პირველად გავიდნენ ლ----- და დ----- ფ------–---–ები, შემდეგ კი ი-----ი, ლ----ი და რ----–--ი. დაინახა, რომ ლ----- ფ------–---–ი უცნობებს ესაუბრებოდა და ამბობდა სიტყვა - ,,უყურადღებობას“, საუბარი გადაიზარდა გაწევ-გამოწევაში და დაიწყო ჩხუბი, რომელშიც ჩაება ყველა იქ მყოფი პირი. დ----- ფ------–---–ი დაეცა, მიახლოებისას ნახა, რომ ის ჭრილობაზე იდებდა ხელს და მოსდიოდა სისხლი, იმავდროულად ზურგის უკანა მხარეში იგრძნო ტკივილი და სითბო, მასაც სდიოდა სისხლი, თუმცა მოიკრიბა ძალა და მიუახლოვდა იქვე დაგდებულ ლ----- ფ------–---–ს, იმ დროისთვის ერთ-ერთი უცნობთაგანი უკვე იდგა ავტომანქანასთან და ყვიროდა, რომ დაერეკათ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში. დაძახილის შინაარსით მიხვდა, რომ საქმე მძიმედ იყო. დაჭრილები, კერძოდ ის და დ----- ფ------–---–ი, ი---ე მ---–--ის ავტომანქანით წაიყვანეს კლინიკა ,,ნ--------------–ში“, დ----- და ლ----- ფ------–---–ების გარდაცვალების შესახებ გაიგო უკვე 2----–-–------------ს. მოწმემ განმარტა, რომ ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით 2 წუთი. მას ზურგის მხარეს დაარტყეს დანა და ჰქონდა 2 ჭრილობა. მოწინააღმდეგე მხარეს რამდენნი იყვნენ არ იცის, დანა ვინ დაარტყა ლ----- ფ------–---–ს ან სხვა დაჭრილებს, მათ შორის მას, არ იცის, რადგან დანა არავის ხელში დაუნახავს. ამ შემთხვევამდე, ლ----- ფ------–---–ი მის სახლში მისვლისას ყვებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელიც წინა დღეს შეემთხვა. მომხდარის შემდეგ ტელევიზიით გაიგო დაკავებულების შესახებ.

 

2.2. დაზარალებულმა რ----–-- ზ-------აიამ განმარტა, რომ ბრალდებულებს არ იცნობს და პირველად ხედავს, გარდაცვლილები დ----- ფ------–---–ი და ლ----- ფ------–---–ი, ასევე დაზარალებული ი----- დ--------–ი იყვნენ მისი მეგობრები. 2----–-–----------------ს, დ----- ფ------–---–თან ერთად მივიდა ი----- დ--------–ის სახლში, სადაც იყვნენ: ლ----- და ლ---- ფ------–---–ები, ეტაპობრივად კი შეემატნენ - გ------- თ-------ე, ი---ე მ---–--ე, შ---–--ო ფ------–---–ი და მისთვის უცნობი პირი. ვინაიდან ოთახი პატარა იყო, ხშირად გადიოდნენ მოსაწევად. რაღაც დროის შემდეგ, ლუდის დასალევად ავტოფარეხში გავიდნენ, ჯერ - ზ-----ი და გ------- ფ------–---–ები, შემდეგ კი - რ----–-- ზ-------აია, ლ----- და ლ---- ფ------–---–ები. დ----- ფ------–---–ი და ი----- დ--------–ი, იყვნენ ნასვამები. ცოტა ხნის შემდეგ ლ----- ფ------–---–ს დაურეკეს და ის დ----- ფ------–---–თან ერთად გავიდა გარეთ, მალევე ხმაურზე გაყვნენ - თავად რ----–-- ზ-------აია, ლ---- ფ------–---–ი და ი----- დ--------–ი. ლ----- და უცნობი ჩხუბობდნენ, შესაბამისად გარეთ მყოფი მეგობრებიც ჩაერთვნენ. რამდენიმე წამში დაზიანება მიიღო თავად და მისმა მეგობრებმაც. დაპირისპირებისას დაინახა 2 უცხო პირი. სანამ დანა მოხვდებოდა და დაიჭრებოდა, ჩხუბობდა ერთ-ერთ უცნობთან, რა დროსაც მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ვერ აკონტროლებდა. შემდეგ დაჭრილი წაიქცა და ვერაფერს ხედავდა, მხოლოდ ყვიროდა. ვერ დაინახა როდის და როგორ გაიქცნენ უცნობები. იქვე ახლოს, თხრილში ეგდო ასევე დაჭრილი ლ----- ფ------–---–ი. რაღაც დროის შემდეგ მასთან მივიდა ჯერ ლ---- ფ------–---–ი, შემდეგ კი სხვა მეგობრები. გ------- და ზ----- ფ------–---–ი დარჩნენ ავტოფარეხში და არ იცის როდის გამოვიდნენ. მოწმემ განმარტა, რომ მართალია გამოძიებაში დაკითხვისას ახსენებს 4 პირს, თუმცა ჩხუბისას ხედავდა მხოლოდ 2 პირს და სავარაუდოდ 4 პირთან დაკავშირებით გაიგო ტელევიზიიდან, ამასთან მან გამომძიებელს უთხრა, რომ შემთხვევისას დაინახა მხოლოდ 2 უცნობი. მოგვიანებით გაიგო, რომ ჩხუბი მოხდა წინა დღეს მომხდარი ავარიის გამო, რა დროსაც დაზიანდა ავტომანქანა, რომელშიც იჯდა ლ----- ფ------–---–ი. მისთვის უცნობი იყო ის ფაქტი, რომ ლ----- ფ------–---–ი ელოდებოდა უცხო პირებს, რომლებიც წინა დღეს ავტომანქანით დაეჯახნენ. მოწმემ განმარტა, რომ მას, დ-----ს, ლ-----ს, ლ----ს და ს-----ს დანა არ ჰქონიათ, ასევე არ დაუნახავს დანა მოწინააღმდეგეთა ხელში, შესაბამისად ვერ დაინახა დანის დარტყმის ვერცერთი ფაქტი. თავად დაიჭრა ზურგის არეში და ჰქონდა ერთი ჭრილობა. ქუჩა იყო სუსტად განათებული, უცნობები არეულობაში და ქაოსში ვერ დაინახა კარგად. იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულებს დაუდასტურდებათ ბრალი სურს, რომ სასჯელი გადაწყვიტოს სასამართლომ.

 

2.3. მოწმე ლ---- ფ------–---–მა განმარტა, რომ გარდაცვლილი ლ----- ფ------–---–ი იყო მისი ძმა, დ----- ფ------–---–ი ბიძაშვილი, ხოლო დაზარალებულები - რ----–-- ზ-------ია და ი----- დ--------–ი არიან ბავშვობის მეგობრები. ბრალდებულებს არ იცნობს და პირველად ხედავს. 2----–-–----------------ს, ლ----- ფ------–---–ი ცოლშვილთან ერთად წავიდა ო--------აში - სიმამრის - მ-–- დ-----აშვილის სახლში, ნათესავ რ----–-- დ-----აშვილის ავტომანქანით. საჭესთან იჯდა ლ-----ს ქვისლი გ------- ს-----–---ი. ო--------აში ჩასვლისას დაურეკა და უთხრა, რომ წ------ს გზაზე შეჯახება მოხდა და რ----–-- დ-----აშვილის ავტომანქანას დაუზიანდა სარკე, თუმცა სერიოზული დაზიანება არ იყო. ასევე უთხრა, რომ ავტომანქანაში, რომლითაც შეეჯახნენ, იჯდა 2 უცნობი პირი. 2----–-–----------------ს, ლ----- ფ------–---–თან საუბრისას შეიტყო, რომ მეგობრები იკრიბებოდნენ ი----- დ--------–ის სახლში. მოწმემ განმარტა, რომ ი----- დ--------–ის სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა გ------- ფ------–---–ი, თავად მივიდა 1--- საათზე, დაახლოებით 30 წუთში შეუერთდათ ლ----- ფ------–---–იც. დალიეს 4-4 ჭიქა არაყი და გააგრძელეს ლუდის დალევა, დაახლოებით 1 საათში მივიდნენ დ----- ფ------–---–ი და რ----–-- ზ-------აია. ცოტა ხანში, ეტაპობრივად შეუერთდათ შ---–-- ფ------–---–ი, დ----- ტ--–--–-–---–ი, ზ----- ფ------–---–ი, გ------- თ-------ე და ი---ე მ---–--ე. დაახლოებით 1--- საათზე, ოთახში არსებული სივიწროვის გამო, ჯერ გ------- და ზ----- ფ------–---–ები, შემდეგ კი ლ---- ფ------–---–ი, ი----- დ--------–ი, ლ----- ფ------–---–ი, დ----- ფ------–---–ი და რ----–-- ზ-------აია გადავიდნენ ავტოფარეხში და გააგრძელეს ლუდის დალევა, დანარჩენები დარჩნენ სახლში (ჩხუბის მომენტში ისინი არ დაუნახავს). რაღაც დროის შემდეგ, ლ----- ფ------–---–ს დაურეკეს, რომელიც მოსაუბრეს უხსნიდა მისამართს. რის შემდეგაც ლ---- ფ------–---–ისგან შეუმჩნევლად, ლ----- და დ----- ფ------–---–ები გავიდნენ გარეთ. აღნიშნულიდან რამდენიმე წუთში ხმამაღალი საუბრის ხმაზე - ლ---- ფ------–---–ი, ი----- დ--------–ი და რ----–-- ზ-------აია გავიდნენ ავტოფარეხიდან და დაინახეს გაწევ-გამოწევა, რაც მალევე გადაიზარდა ჩხუბში, რომელშიც წამიერად ჩაერთო ყველა იქ მყოფი პირი. გ------- და ზ----- ფ------–---–ები მოგვიანებით გავიდნენ ავტოფარეხიდან და როგორც იცის მათ დაინახეს მიმდინარე მოვლენები. არეულობისა და იმის გამო, რომ იყო ნასვამი, თავად ვერ დაინახა და აღიქვა რამდენი ადამიანი იყო მოწინააღმდეგე მხარეს. ჩხუბი გაგრძელდა 2-3 წუთი, ჩხუბობდა ბიჭებისგან ზურგშექცევით, კერძოდ ეჭირა მოწინააღმდეგე და ურტყამდა, თუმცა დაუსხლტა ხელიდან, სწორედ ამ დროს მოტრიალდა და დაინახა ძირს დაგდებული, უგონო მდგომარეობაში მყოფი ლ----- ფ------–---–ი, ასევე მის გვერდით დაგდებული რ----–-- ზ-------აია, რომელსაც ავტომანქანის გასაღები ჰქონდა აწეული და ყვიროდა, რომ ლ----- წაეყვანათ და გადაერჩინათ, რადგან მას აღარაფერი ეშველებოდა. ასევე დაჭრილი იყო ი----- დ--------–ი, დ----- ფ------–---–ი იმ მომენტში არ დაუნახავს, მოგვიანებით გაიგო, რომ მოშორებით ეგდო, დაინახა მხოლოდ ავტომანქანაში ჩასმისას. ბუნდოვნად ახსოვს, რომ უცნობები გაიქცნენ ზედა მხარეს მდგომ ავტომანქანისკენ და წავიდნენ. ლ----- ფ------–---–ს უკეთებდა ხელოვნურ სუნთქვას, რა დროსაც პირიდან ამოსდიოდა სისხლი, მიხვდა, რომ მძიმედ იყო. დ----- ტ--–--–-–---–ი დაჯდა საჭესთან და მან და გ------- ფ------–---–მა წაიყვანეს ლ----- ფ------–---–ი საავადმყოფოში, თუმცა გზაში შეხვდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა. ექიმებმა უთხრეს, რომ ლ----- ფ------–---–ი უკვე გარდაცვლილი იყო. ასევე გაიგო დაჭრილი დ----- ფ------–---–ის გარდაცვალების შესახებ. მოწმემ განმარტა, რომ მას ლ----- და დ----- ფ------–---–ებისათვის დანის დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს და ისინი დაინახა უკვე ძირს დავარდნილები, არც დაზარალებულების მიმართ დანის დარტყმის ფაქტი დაუნახავს, თუმცა დაინახა, რომ დაჭრილი ი----- დ--------–ი ფეხზე იდგა. ამ მოვლენებამდე, ლ----- ფ------–---–მა ი----- დ--------–ის სახლში შეკრებისას თქვა, რომ ურეკავდნენ უცხო პირები, რომელთანაც შეჯახება მოუვიდა წინა დღეს და უთხრეს, რომ ნახვა უნდოდათ და სწორედ ამიტომ ჩამოვიდა ო--------იდან, თუმცა ვერ ხვდებოდა, რა მიზნით უნდა ენახათ.

 

მოწმემ განმარტა, რომ მან ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრა სასამართლო სხდომაზე, ხოლო გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას ხელმოწერამდე არ გაცნობია და მის შინაარს არ ეთანხმება, მათ შორის იმ ნაწილში, რომ ერთ-ერთმა უცნობმა დაიჭირა ლ----- ფ------–---–ი, არ აძლევდა მოძრაობის საშუალებას და დაუძახა ახალგაზრდა პირს დაერტყა, რადგან ვეღარ იჭერდა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ლ----- ფ------–---–ს დაარტყა დანა გულ-მკერდის არეში, ხსენებულმა მამაკაცებმა გააგრძელეს მისი ძმის ცემა, დავარდნის შემდეგაც. 2----–-–---------------ის ნ-----–---- ა----–--ის ამოცნობის ოქმის შინაარს ასევე არ ეთანხმება, რადგან არ გაცნობია მას, მიუხედავად იმისა, რომ ხელმოწერით დაადასტურა. ამასთან საგამოძიებო მოქმედებამდე მიანიშნეს ნ-----–---- ა----–--ეზე, როგორც ამოსაცნობ პირზე და უთხრეს, რომ აღნიშნულმა პირმა აღიარა ჩადენილი მკვლელობა და მასაც ადებდა ხელს, როგორც მოჩხუბარს. ფოტოსურათით ამოცნობისას მიცვალებულ ძმასთან ყოფნისას, ღამის 0--- საათზე სამართალდამცავმა პირებმა დაანახეს ამოსაცნობი პირის ფოტოსურათი და ოქმზე ისე მოაწერინეს ხელი.

 

2.4. მოწმე ზ----- ფ------–---–მა განმარტა, რომ შემთხვევამდე ბრალდებულებს არ იცნობდა, გარდაცვლილები ლ----- და დ----- ფ------–---–ი იყვნენ მისი ბიძაშვილები, ხოლო ს----- დ--------–ი და რ----–-- ზ-------ია არიან მეგობრები. 2----–-–----------------ს, საღამოს, ლ----- ფ------–---–თან მობილურ ტელეფონზე საუბრისას გაიგო, რომ გ------- ს-----–---თან, მეუღლესთან და შვილთან ერთად ო--------ისკენ მიმავალს მოუვიდა ავარია, რა დროსაც დაზიანდა ავტომანქანის სარკე, კერძოდ მათ დაეჯახა მოწინააღმდეგე მხრიდან მომავალი ავტომანქანა, თუმცა ადგილზე ვერ შეთანხმდნენ დაზიანების შეკეთებაზე, გაცვალეს მობილური ტელეფონის ნომრები და გადაწყვიტეს მეორე დღეს ესაუბრათ. 2----–-–----------------ს, დაახლოებით 1--- საათზე, იმყოფებოდა ი----- დ--------–ის სახლში მეგობრებთან - ლ----ი და გ------- ფ------–---–თან ერთად, საიდანაც ესაუბრა ლ----- ფ------–---–ს. ეს უკანასკნელი დაახლოებით 1-1,5 საათში მათთან მივიდა და უფრო დეტალურად მოყვა მომხდარი ავარიის შესახებ. კერძოდ: განუმარტა, რომ ს------–-–-----ში შეეჯახა მოპირდაპირე მხრიდან მომავალ ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ტ-------–აში მცხოვრები პირები გვარად ა----–--ეები, სავარაუდოდ მამა-შვილი. მათ არ უნდოდათ დაზიანებული სარკის გაკეთება, რის გამოც გაცვალეს ნომრები და შეთანხმდნენ შეხვედრაზე. ი----- დ--------–თან ყოფნისას ლ----- ფ------–---–მა თავად გადაურეკა ა----–--ეებს, თუმცა მათ უთხრეს, რომ იმ დროისათვის ვერ ახერხებდნენ შეხვედრას. ლ----- ფ------–---–ს უჯდებოდა მობილური ტელეფონი, ამიტომ ცოტა ხანში დაახლოებით 1-------- საათზე ა----–--ეებს გადაურეკა ამჯერად ზ----- ფ------–---–ის მობილური ტელეფონით და უთხრა, რომ მითითებულ ტელეფონის ნომერზე გადაერეკათ. დაახლოებით 1--- საათზე, ს----- დ--------–თან მივიდა გ------- თ-------ე, რომლის მობილური ტელეფონით ლ----- ფ------–---–მა კვლავ დაურეკა ა----–--ეებს და თხოვა შეხვედრა. საუბრისას გვერდზე გავიდა, თუმცა რაიმე სახის დაძაბულ საუბარს მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. საუბრის შემდეგ განმარტა, რომ ა----–--ეებს კვლავ არ ეცალათ და სავარაუდოდ საღამოს შეხვდებოდნენ, თუმცა დრო და ადგილი არ დაუზუსტებია, რადგან ზუსტად არც თავად იცოდა იმ დღეს შეხვდებოდნენ თუ არა. სამეგობროს მოგვიანებით შემოუერთდნენ შ---–--ო ფ------–---–ი და მისი მეგობარი დ----- ტ--–--–-–---–ი და მიიტანეს 5 ლ. ლუდი. ცოტა ხანში, დაახლოებით 1-------- საათზე, ასევე მივიდნენ დ----- ფ------–---–ი და რ----–-- ზ-------აია, მოგვიანებით კი გ------- თ-------ის თხოვნით ი---ე მ---–--ე. დაახლოებით 1--- საათზე, იმის გამო, რომ ოთახში ვერ ეტეოდნენ, ზ----- ფ------–---–ი, ი----- დ--------–ი, გ------- ფ------–---–ი, დ----- ფ------–---–ი, ლ----- ფ------–---–ი, ლ---- ფ------–---–ი და რ----–-- ზ-------აია გავიდნენ ავტოფარეხში, ხოლო გ------- თ-------ე, შ---–-- ფ------–---–ი, ი---ე მ---–--ე და დ----- ტ--–--–-–---–ი დარჩნენ სახლში. სწორედ ამ დროისთვის ა----–--ეებმა დაურეკეს ლ----- ფ------–---–ს და უთხრეს, რომ მოდიოდნენ წ-----ში, თუმცა ზ----- ფ------–---–ისათვის უცნობია როდის აუხსნა ლ-----მ შეხვედრის ადგილი. დალიეს თითო კათხა ლუდი და დაახლოებით 1--- საათზე ლ----- ფ------–---–ი, ლ---- ფ------–---–ი, დ----- ფ------–---–ი, რ----–-- ზ-------აია და ი----- დ--------–ი გავიდნენ გარეთ. დაახლეობით 1-1,5 წუთში შემოესმა ხმამაღალი საუბარი, გ------- ფ------–---–თან ერთად გარეთ გასულმა ავტოფარეხიდან 5-6 მეტრის რადიუსში, ცენტრალურ გზაზე მისი 5 მეგობრის გარდა, დაინახა მისთვის უცნობი 4 პირი. როგორც მოგვიანებით გაიგო - გ------- ა----–--ე, ნ-----–---- ა----–--ე, ა-–---------ე ა----–--ე და ა---- ყ-----–---–ი. ლ----- ფ------–---–ი ესაუბრებოდა გ------- ა----–--ეს, რასაც მოჰყვა ჩხუბი. კერძოდ გ------- ა----–--ემ დაარტყა ლ----- ფ------–---–ს, რომელმაც ასევე დარტყმით უპასუხა, რის შემდეგაც ჩხუბში ჩაერთნენ იქ მყოფი პირები. 15-20 წამში ზ----- ფ------–---–მა დაინახა, რომ ნ-----–---- ა----–--ემ უკნიდან გაკოჭა - დაუკავა ხელები ლ----- ფ------–---–ს, ხოლო გ------- ა----–--ემ წინიდან ჩაარტყა დანა. ამ დროისათვის გ------- ა----–--ეს უყურებდა სახით და გარკვევით ხედავდა დარტყმას გულის არეში. სავარაუდოდ აღნიშნული დაინახა მეტრნახევარში მყოფმა დ----- ფ------–---–მაც და წავიდა ლ-----ს მხარეს, რა დროსაც გ------- ა----–--ემ მასაც დაარტყა მოქნეული დანა ზურგში. დ----- ფ------–---–მა დაიყვირა, რომ დაჭრეს და ჩაიკუზა, ზურგის მხრიდან ასხამდა სისხლს. დ----- ფ------–---–ისათვის დარტყმისას ნ-----–---- ა----–--ე იქვე იყო, მას უკვე გაშვებული ჰყავდა ლ----- ფ------–---–ი. ასევე ჩხუბობდა ა---- ყ-----–---–ი და ა-–---------ე ა----–--ეც, თუმცა კონკრეტულად რა მოქმედება განახორციელა ა---- ყ-----–---–მა, არ დაუნახავს. ასევე არ იცის უშუალოდ ვისთან ჩხუბობდა ა-–---------ე ა----–--ე. გ------- თ-------ე იქ ყოფნის დროს არ შეუნიშნავს. მათ შორის ლ----- ფ------–---–ის დაჭრისას. მას შემდეგ რაც დაინახა, რომ ლ----- და დ----- ფ------–---–ები იყვნენ დაჭრილები, ისე, რომ არ ჩაერია ჩხუბში, გადაწყვიტა სახლიდან პირველადი დახმარებისათვის საჭირო ნივთები მიეტანა, რა დროსაც დაინახა, რომ გ------- ა----–--ემ ზურგში ჩაარტყა დანა ასევე ი----- დ--------–ს. ზ----- ფ------–---–მა ოჯახის წევრებს უთხრა დახმარებოდნენ და სახლიდან წაიღო ნიშადურის სპირტი, იოდი და ბინტი. დაბრუნებულმა დაინახა, რომ ა----–--ეები და ყ-----–---–ი შემთხვევის ადგილიდან 7-8 მეტრში გაჩერებულ ავტომანქანა ,,ტ-------- პ------ში“ ჩასხდნენ და წავიდნენ. მოწმემ განმარტა, რომ მას რ----–-- ზ-------აიას დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს, რადგან სავარაუდოდ ის მაშინ დაჭრეს, როცა სახლში შევიდა. ჩხუბი დაახლოებით 2 წუთი გაგრძელდა და დანა დაინახა მხოლოდ გ------- ა----–--ის ხელში, კერძოდ მას ჰქონდა ბებუთის მსგავსი დანა. აღნიშნულის შემდეგ დაჭრილები წაიყვანეს საავადმყოფოში, კერძოდ ი----- დ--------–ი და დ----- ფ------–---–ი ი---ე მ---–--ის მანქანით, ლ----- ფ------–---–ი შ---–-- ფ------–---–ის მეუღლის ავტომანქანით, თუმცა ეს უკანასკნელი სავარაუდოდ ადგილზევე უკვე გარდაცვლილი იყო, რ----–-- ზ-------აია კი მამამისის ავტომანქანით წაიყვანა გ------- თ-------ემ და ზ----- ფ------–---–მა. გზად - შინდისის ახალ გზაზე შეხვდათ გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, სადაც ასევე გაჩერებული იყო შ---–-- ფ------–---–ის მეუღლის ავტომანქანა, გაიგო, რომ ლ----- ფ------–---–ი გარდაიცვალა, რ----–-- ზ-------აია გადააბარეს ექიმებს, თავად კი წავიდნენ ,,ნ--------------–ში“, სადაც გადაიყვანეს დ----- ფ------–---–ი და ი----- დ--------–ი. ვინ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დამხარება არ იცის. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილი განათებული იყო. მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში და ამოიცნო ბრალდებულები.

 

2.5. მოწმე გ------- თ-------ემ განმარტა, რომ მეგობრობდა ლ----- და დ----- ფ------–---–ებთან და მეგობრობს ი----- დ--------–თან, ხოლო რ----–-- ზ-------იას შემთხვევის დღემდე არ იცნობდა. 2----–-–----------------ს, დაახლოებით 1--- საათზე, ბიჭებთან ერთად ი----- დ--------–ის სახლში ყოფნისას ლ----- ფ------–---–მა სთხოვა მობილური ტელეფონი და გავიდა დასარეკად. მალევე დაბრუნდა გაღიზიანებული და თქვა, რომ წინა დღეს ო--------ის გზაზე ოჯახთან ერთად ყოფნისას მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და ავტომანქანას, რომელშიც იჯდა, დაუზიანდა სარკე. ავტომანქანიდან რომლითაც დაეჯახნენ, გადმოსული პირები მათთან მივიდნენ ხმამაღალი საუბრით, თუმცა ლ----- ფ------–---–მა თავის მხრივ უთხრა, რომ ავტომანქანაში ჰყავდა ბავშვი და უმჯობესი იქნებოდა მოეკითხათ, ხომ არ შეშინდა. ამასთან, ვინაიდან იყო ცოლ-შვილთან ერთად, გამოართვა ტელეფონის ნომერი და უთხრა, რომ დაურეკავდა და შეხვდებოდა. მისი მობილური ტელეფონით ლ----- ფ------–---–მა სწორედ მათ დაურეკა და ელოდებოდა. მის კითხვაზე უპასუხა, რომ გვერდზე სოფლელები იყვნენ, არაფერს წარმოადგენდნენ და შეიგინა. თავის მხრივ, გ------- თ-------ემ უთხრა, რომ სარკის გამო არ ღირდა საქმის გარჩევა და დალაპარაკება, თუმცა ლ-----მ უპასუხა, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა, რადგან ცოლშვილის თვალწინ უყვირეს, შესაბამისად დაამცირებდა და გაუშვებდა. საუბრისას ლ----- ფ------–---–ს არ დაუზუსტებია რამდენი პირი იჯდა ავტომანქანაში და ვინ მივიდა მასთან ხმამაღალი საუბარით. მოწმემ განმარტა, რომ რაღაც მომენტში ი----- დ--------–ის სახლიდან გავიდა დ----- ფ------–---–ი, თუმცა მალევე დაბრუნდა რ----–-- ზ-------აიასთან და ბიჭებთან ერთად და დაახლოებით 1--- საათზე ბიჭები: ლ-----, დ-----, ლ----, გ-------, ზ----- ფ------–---–ები და რ----–-- ზ-------აია გადავიდნენ ავტოფარეხში ლუდის დასალევად, ხოლო ი----- დ--------–ი, გ------ თ-------ე და რამდენიმე ბიჭი დარჩნენ სახლში. მოგვიანებით თავადაც გადავიდა და ლ----- ფ------–---–ს უთხრა, რომ წავიდოდა სახლში, რადგან სავარაუდოდ ზემოაღნიშნული პირები არ აპირებდნენ მისვლას - მიმსვლელები იმ დრომდე მივიდოდნენ. ლ----- ფ------–---–ი დათანხმდა. გ------- თ-------ე შებრუნდა ი----- დ--------–ის სახლში ქურთუკის ასაღებად, დაახლოებით 5 წუთში უკან გამოსვლისას კი გაიგონა ლ----- ფ------–---–ის ხმა და ავტოფარეხთან დაინახა ჩოჩქოლი. ჩხუბი სწრაფად დაიწყო, გაშველებისას წაიქცა, წამოდგომისას კი დაინახა სახით წაქცეული ლ-----, რომელიც კანკალებდა. მან გადმოაბრუნა, იმავდროულად ი----- დ--------–მა დაიძახა, რომ სავარაუდოდ დაიჭრა, მიხვდა, რომ ლ-----ც დაჭრილი იყო. მართლაც გულ-მკერდზე შემოახია ტანსაცმელი და უნახა ჭრილობა. დაიწყო ყვირილი, რაზეც გამოვიდნენ ქალები. ზ----- ფ------–---–მა მიიტანა ნიშადურის სპირტი, რომელიც ლ-----ს შეასუნთქეს, თუმცა ის გონზე ვერ მოვიდა. ლ---- ფ------–---–მა გაუკეთა ხელოვნური სუნთქვები, შემდეგ კი ბიჭებმა ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში. გ------- თ-------ემ გაიგო დაჭრილი რ----–-- ზ-------აიას ხმა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. მანვე მისცა თავისი ავტომანქანის გასაღები და წავიდნენ საავადმყოფოსკენ. გზაში შეხვდათ გაჩერებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და ,,ტ-------- პ------ი“, რომელშიც ლ----- და ლ---- ფ------–---–ები იყვნენ, შესაბამისად დაჭრილი გადააბარა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებს. მოწმემ განმარტა, რომ დაჭრილი დ----- ფ------–---–ი საერთოდ არ უნახავს. ჩხუბი ავტოფარეხიდან დაახლოებით 5-6 მეტრში მიმდინარეობდა, რ----–-- ზ-------აია ფარეხის წინ იყო დაჭრილი, ი----- დ--------–ი კი გზაზე. მოწმემ განმარტა, რომ მისი მეგობრებიდან ჩხუბში ჩართულები იყვნენ ლ----- და ლ---- ფ------–---–ები და ი----- დ--------–ი, ხოლო მეორე მხარეს 2-3 ადმიანის სილუეტი დაინახა. თავად ეხმარებოდა დაჭრილ ლ----- ფ------–---–ს, ამიტომ ვინ მიაყენა მეგობრებს ჭრილობები, ვერ დაინახა. ამასთან, ი----- დ--------–ის ხმის გაგონებისას ჩხუბი აღარ მიმდინარეობდა. დახმარების სათხოვნელად დაძახებისას დაინახა, რომ ერთი პირი გარბოდა ზედა მხარეს მდგარი ღია ფერის ავტომანქანისაკენ, რომლიც მალევე დაიძრა და წავიდა. დანა იმ დღეს, მომხდარი ინციდენტის, არცერთ ეტაპზე, არავის ხელში არ დაუნახავს.

 

2.6. მოწმე შ---–-- ფ------–---–მა განმარტა, რომ ბრალდებულებს არ იცნობს და პირველად ხედავს, გარდაცვლილები ლ----- და დ----- ფ------–---–ები იყვნენ მისი ბიძაშვილები, ი----- დ--------–ი არის მისი მეგობარი, ხოლო რ----–-- ზ-------აია გაიცნო შემთხვევის დღეს. 2----–-–----------------ს, დაახლოებით 1--- საათზე, მეუღლის ავტომანქანით დ----- ტ--–--–-–---–თან ერთად მივიდა ი----- დ--------–ის სახლში, მას შემდეგ რაც ესაუბრა ლ----- ფ------–---–ს და გაიგო, რომ მეგობრები იმყოფებოდნენ ერთად. გზად იყიდა ლუდი და სიგარეტი. სახლში იმყოფებოდნენ - ი----- დ--------–ი, გ------- თ-------ე, ი---ე მ---–--ე, ზ----- ფ------–---–ი, გ------- ფ------–---–ი, ლ----- ფ------–---–ი, ლ---- ფ------–---–ი, დ----- ფ------–---–ი და რ----–-- ზ-------აია. მისთვის არავის უთქვამს წინა დღეს მომხდარი ავარიის ან მეზობელ სოფელში მცხოვრები პირების სავარაუდო მისვლის შესახებ. ბიჭებმა დალიეს ლუდი, არ შეუმჩნევია ვინ გავიდა გარეთ და ვინ დარჩა, რადგან პერიოდულად გადიოდნენ მოსაწევად. მისვლიდან დაახლოებით 15-20 წუთში, გარედან გაიგო ყვირილის ხმა, კერძოდ ითხოვდნენ დახმარებას. ამ დროისთვის აღმოაჩინა, რომ ოთახში იყო მხოლოდ დ----- ტ--–--–-–---–თან და რ----–-- ზ-------იასთან ერთად, გ------- თ-------ე ოთახში არ დაუნახავს. გარეთ გასულმა დაინახა ლ---- ფ------–---–ი, რომელიც ყვიროდა - ,,მიშველეთ“. აირბინა გზაზე დაახლოებით 30 მეტრი, ლ----- იწვა გზის სავალ ნაწილზე და ეხვეოდა ხალხი, თუმცა კონკრეტულად ვინ - არ ახსოვს, გარდა ლ---- ფ------–---–ისა, რადგან ეს უკანასკნელი შველას ითხოვდა. შ---–-- ფ------–---–ი თავის მხრივ ყვიროდა, რომ ავტომანქანაში ჩაესვათ და საავადმყოფოში წაეყვანათ, ავტომანქანასთან მისვლისას წინა საბურავთან დაინახა ჩაკეცილი დ----- ფ------–---–ი. ი---ე მ---–--ის ავტომანქანით საავადმყოფოში წაიყვანეს ი----- დ--------–ი და დ----- ფ------–---–ი, თუმცა ამ უკანასკნელს გონება დაკარგული ჰქონდა. რ----–-- ზ-------აიას დაჭრის შესახებ გაიგო საავადმყოფოში ყოფნისას. ჩხუბის დეტალები არ იცოდა, ინფორმაცია გაიგო ტელევიზიიდან.

 

2.7. მოწმე დ----- ტ--–--–-–---–მა განმარტა, რომ ბრალდებულებს არ იცნობს, გარდაცვლილებს ლ----- და დ----- ფ------–---–ებს და ი----- დ--------–ს იცნობდა მეგობარ შ---–-- ფ------–---–ისაგან, ხოლო რ----–-- ზ-------იას არ იცნობს. 2----–-–----------------ს, შ---–-- ფ------–---–თან ერთად მივიდა ი----- დ--------–ის სახლში, სადაც დახვდათ: ლ----- და დ----- ფ------–---–ები და რამდენიმე ნაცნობი და უცნობი პირი, რომლებიც სახლში შედიოდნენ და გადიოდნენ. მაშინ როცა ოთახში იყო შ---–-- ფ------–---–თან და ი---ე მ---–--ესთან ერთად, გარეთ გავიდნენ ქალების ყვირილის ხმაზე. აქვს სმენის პრობლემა და გამოკვეთილი ხმა მხოლოდ გარეთ გასვლისას გაიგო. პირველად მიუახლოვდნენ ლ----- ფ------–---–ს, შემდეგ ავტომანქანასთან იპოვეს დაჭრილი დ----- ფ------–---–ი, ჩასვეს ავტომანქანებში და წაიყვანეს საავადმყოფოსკენ. ამ დორისთვის ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი, მათ შორის ქალები.

 

2.8. მოწმე ა-----------–---–მა განმარტა, რომ გარდაცვლილი ლ----- ფ------–---–ი იყო მისი მეუღლე, გარდაცვლილი დ----- ფ------–---–ი - ბიძაშვილი, ხოლო დაზარალებულები - რ----–-- ზ-------ია და ს----- დ--------–ი მათი ბავშვობის მეგობრები. 2----–-–----------------ს, დაახლოებით 1--- საათზე, მეუღლესთან - ლ----- ფ------–---–თან, ბავშვთან და დის ქმართან გ------- ს-----–---თან ერთად მიდიოდა მშობლებთან ო--------აში. ეს უკანასკნელი იჯდა საჭესთან. უამინდობის და ნისლის გამო ხილვადობა იყო ძალიან ცუდი, ამიტომ მოძრაობდნენ ძალიან ნელა - 30-35 კმ/სთ სიჩქარით. სპორტულ სკვერთან მათ ავტომანქანას გაუსვა მოპირდაპირ მხრიდან დიდი სიჩქარით მომავალმა ავტომანქანამ, რომელსაც სანისლე მაშუქები არ ჰქონდა ჩართული, მიუხედავად ცუდი ხილვადობისა. გააჩერეს ავტომანქანები და ნახეს, რომ მათ ავტომანქანას დაუზიანდა სარკე. მოპირდაპირე ავტომანქანა გაჩერდა დაახლოებით 5 მეტრში. მათთან მივიდნენ უცნობები და განაცხადეს, რომ იყვნენ ტ-------–აში მცხოვრები კ---–- და ა-–---- ა----–--ეები, ისინი საუბრობდნენ აგრესიულად, ლ----- ფ------–---–მა შესთავაზა ნომრების გაცვლა და საჭიროების შემთხვევაში დაკავშირება. მართლაც, კამათის გარეშე გაცვალეს კოორდინატები. მე-2 დღეს, დაახლეობით 1-------- საათზე ლ----- ფ------–---–ი მშვიდად ესაუბრებოდა მობილურ ტელეფონზე ა-–---- ა----–--ეს, რის შემდეგაც წავიდა მასთან შესახვედრად. დღის განმავლობაში მეუღლეს ესაუბრა რამდენჯერმე, მათ შორის 1--- საათზე, თუმცა აღელვება არ შეუმჩნევია. დაახლოებით 2-------- საათზე, ა-----------–---–მა რამდენჯერმე დარეკა მეუღლის მობილურ ტელეფონზე, თუმცა მოპასუხე ეუბნებოდა, მისი მეუღლე გასული იყო და ესაუბრებოდა ბიჭებს. მოგვიანებით მამისგან გაიგო, თითქოსდა ლ-----ს თავზე უკეთებდნენ ოპერაციას. მალევე შეიტყო ლ-----ს გარდაცვალების შესახებ. მომხდარის თაობაზე გაიგო, რომ წ-----ში მივიდნენ - გ------- ა----–--ე, ა---- ყ-----–---–ი, ა-–---- ა----–--ე და კ---–- (ნ-----–----) ა----–--ე. გ------- ა----–--ემ მოკლა ლ----- ფ------–---–ი და დ----- ფ------–---–ი, ხოლო დაჭრა რ----–-- ზ-------ია და ი----- დ--------–ი, კერძოდ მამამ შებოჭა ლ----- ფ------–---–ი, შვილმა კი მიაყენა დაზიანებები. ითხოვს დამნაშავეების მკაცრად დასჯას.

 

2.9. მოწმე გ------- ს-----–---მა განმარტა, რომ გარდაცვლილი ლ----- ფ------–---–ი იყო მისი მეუღლის დის - ა-----------–---–ის ქმარი, ხოლო დ----- ფ------–---–ი ამ უკანასკნელის ბიძაშვილი. 2----–-–----------------ს, 1--- საათზე სიმამრთან - მ-----– დ-----აშვილთან მიდიოდა ო--------აში და თან მიჰყავდა ა-----------–---–ი, ლ----- ფ------–---–ი და მათი ბავშვი. მოძრაობდა უკიდურეს მარჯვენა ზოლში და თან ძალიან ნელი სიჩქარით, რადგან იყო ნისლი და ცუდი ხილვადობა. ერთ-ერთ მოსახვევთან შეეჯახა მოპირდაპირე მხრიდან მომავალი ავტომანქანა, რომელიც დაახლოებით 50-60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა და გაჩერდა დაახლოებით 5-7 მეტრში. გ------- ს-----–---მა ნახა, რომ ავტომანქანას, რომელშიც ისხდნენ, მარცხენა სარკე ჰქონდა დაზიანებული, შესაბამისად საწინააღმდეგო გზიდან მომავალი ავტომანქანის მძღოლს უთხრა, რომ დაზიანებული ავტომანქანა არ იყო მისი, თავის მხრივ კ---–- (ნ-----–----) ა----–--ემ აგრესიულად უთხრა, რომ არც მათი იყო ავტომანქანა, რომლითაც შეეჯახნენ და დაშლილიყვნენ. აღნიშნული ნათქვამი არ მოეწონა ლ----- ფ------–---–ს და უთხრა, რომ ავარია ა----–--ეების ბრალი იყო, გაცვალეს სახელი, გვარები და ტელეფონის ნომრები, რა დროსაც ლ----- ფ------–---–მა ა-–---- ა----–--ის ნომერზე გაუშვა ზარი. მოწმემ განმარტა, რომ როდესაც მესაკუთრემ ნახა ავტომანქანა, თქვა რომ უმნიშვნელო ზიანი იყო და არ ენერვიულათ, თავის მხრივ ლ----- ფ------–---–მაც თქვა, რომ 10-15 ლარის გამო არ ღირდა ა----–--ეებთან დარეკვა. მეორე დღეს, ო--------აში სამსახურიდან დაბრუნებულმა გაიგო, რომ ლ----- ფ------–---–ი წ-----ში იყო ასული. დაახლოებით 1--- საათზე გაიგო ა-----------–---–ის ყვირილი. მან მ-----– დ-----აშვილთან საუბრისას გაარკვია, რომ ლ----- ფ------–---–ი იყო გარდაცვლილი, შესაბამისად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე.

 

2.10. მოწმე ი-----------–--ემ განმარტა, რომ ლ----- ფ------–---–ი იყო მისი შვილი, დ----- ფ------–---–ი კი იყო მისი მეუღლის ბიძაშვილის შვილი, ხოლო დაზარალებულები - რ----–-- ზ-------ია და ი----- დ--------–ი კი გაიზარდნენ მის შვილთან ერთად. 2----–-–----------------ს, ლ----- ფ------–---–ი მეუღლესთან და შვილთან ერთად წავიდა ო--------აში სიმამრთან, ავტომანქანით, რომელსაც მართავდა ნათესავი - გ------- ს-----–---ი. მომხდარი ავარიის შესახებ გაიგო მოგვიანებით. მეორე დღეს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ესაუბრა შვილებს ლ-----ს და ლ----ს, თუმცა მათ არ უთქვამთ რაიმე კონფლიქტის შესახებ, არც მას შეუმჩნევია რაიმე აღელვება, პირიქით ისინი მშვიდად საუბრობდნენ. დაახლოებით 1--- საათზე ესაუბრა ლ----ს, რომელმაც უთხრა, რომ არ ენერვიულა, რადგან ლ----- იყო მასთან ერთად. საუბრის დასრულებისთანავე ი----- დ--------–ის დედასთან სატელეფონო საუბრისას გაიგო, რომ ბიჭები არ ჩანდნენ და ეზოში იყო საპატრულო პოლიციის ავტომანქანები. აღნიშნულის შემდეგ ესაუბრა ლ----ს, რომელმაც უთხრა, რომ ლ----- თავში იყო დაჭრილი. კლინიკა ,,ნ--------------–ში“ მისვლისას გაიგო, რომ დ----- ფ------–---–ი გარდაცვლილი იყო. ასევე ზ----- და გ------- ფ------–---–ებისაგან გაიგო, რომ ტ-------–იდან მივიდა - გ------- ა----–--ე, ნ-----–---- ა----–--ე, ა-–---------ე ა----–--ე და ა---- ყ-----–---–ი და აგრესიული საუბრის შემდეგ ფიზიკური დაპირისპირებისას ნ-----–---- ა----–--ემ დაიჭირა და გ------- ა----–--ემ დანით ადგილზე მოკლა ლ----- ფ------–---–ი, ა---- ყ-----–---–მა კი ავტომანქანით წაიყვანა მკვლელები. ითხოვს დამნაშავეების მკაცრად დასჯას.

 

2.11. მოწმე ლ---- ფ------–---–მა განმარტა, რომ არის გარდაცვლილ დ----- ფ------–---–ის დედა, ხოლო გარდაცვლილი ლ----- ფ------–---–ი ასევე იყო ახლო ნათესავი, დაზარალებულები - რ----–-- ზ-------ია და ი----- დ--------–ი კი იყვნენ გარდაცვლილების მეგობრები. 2----–-–----------------ს, დ----- ფ------–---–ი იყო თბილისში, დაახლოებით 1--- საათზე დაბრუნდა წ-----ში, მოგვიანებით დააპირა თბილისში სამძიმარზე წასვლა, თუმცა როგორც მოგვიანებით ლ---- ფ------–---–მა გაიგო, გზად შეხვდა რ----–-- ზ-------ია და ნახეს მეგობარი ბიჭები. ლ---- ფ------–---–ს დაურეკა ნათესავმა და უთხრა, რომ ჩხუბი იყო მომხდარი და გაერკვია სად იყო დ----- ფ------–---–ი. გარეთ გასულს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა უთხრა, რომ დ----- ფ------–---–ი მომხდარ ინციდენტში არ ფიგურირებდა, მძიმედ იყო ლ----- ფ------–---–ი და ვიღაც თბილისელი, საუბარი იყო მის შვილზე, თუმცა იმ დროს ვერ მიხვდა. ლ----- ფ------–---–ის სანახავად კლინიკა ,,ნ--------------–ში“ მისვლისას მეუღლისგან გაიგო, რომ შვილი - დათუნა აღარ ჰყავდათ და ლ----- და დ----- ფ------–---–ები მოკლეს ტ-------–აში მცხოვრებმა ა----–--ეებმა. ითხოვს დამნაშავეების მკაცრად დასჯას.

 

2.12. მოწმე ი-----–---------მ განმარტა, რომ არის თ---–---------–-–-----------------ტის ს-------------------------–-----------–------------–--------------ი გამომძიებელი. მოცემული საქმის ფარგლებში გამოკითხა მოწმე ლ---- ფ------–---–ი და მისი მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება - პირის ამოცნობა. მოწმემ ამოიცნო ამოსაცნობი პირი. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კანონის დაცვით.

 

2.13. მოწმე რ--------–-----ემ განმარტა, რომ არის თ---–---------–-–------------------------------------------------–-------------------–--ის უფროსი გამომძიებელი. მოცემული საქმის ფარგლებში 2----–-–-------------ერს, ჩაატარა ფოტოსურათით ამოცნობა, რადგან გ------- ა----–--ემ უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედება - პირის ამოცნობაში მონაწილეობის მიღებაზე. მონაწილე პირმა ლ---- ფ------–---–მა ამოიცნო გ------- ა----–--ე და განაცხადა, რომ ამოცნობილმა პირმა, 2----–-–----------------ს, მის ძმას მიაყენა ჭრილობა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

 

დაცვის მხარის მტკიცებულებები:

 

2.14. ბრალდებულმა გ------- ა----–--ემ განმარტა, რომ ნ-----–---- ა----–--ე არის მისი მამა, ხოლო ა---- ყ-----–---–ი მისი ბავშვობის მეგობარი. გარდაცვლილ ფ------–---–ებსა და დაზარალებულებს ი----- დ--------–ს და რ----–-- ზ-------იას არ იცნობდა მომხდარ ფაქტამდე, თუმცა აღიარებს, რომ როგორც გარდაცვლილებს, ისე დაზარალებულებს მან მიაყენა ჭრილობები დანით, რომლის თან ქონის და გამოყენების შესახებ, არც ნ-----–---- ა----–--ემ და არც ა---- ყ-----–---–მა არაფერი იცოდა. ამასთან, აღნიშნულის შესახებ არც შემდეგ უთქვამს მათთვის.

 

2.15. ბრალდებულმა გ------- ა----–--ემ ბრალდების მხარის შეკითხვებს პასუხი არ გასცა - თავი შეიკავა.

 

2.16. ბრალდებულმა ნ-----–---- ა----–--ემ განმარტა, რომ გ------- ა----–--ე არის მისი შვილი, ა---- ყ-----–---–ი კი ნათესავი. გარდაცვლილებს და დაზარალებულებს არ იცნობდა. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, რადგან მისთვის უცნობი იყო ჩხუბისას ჰქონდა თუ არა და დაარტყა თუ არა ვინმეს გ------- ა----–--ემ დანა. აღნიშნულთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ არც შემთხვევის ადგილის დატოვების შემდგომ, ავტომანქანაში.

 

2.17. ბრალდებულმა ნ-----–---- ა----–--ემ ბრალდების მხარის შეკითხვებს პასუხი არ გასცა - თავი შეიკავა.

 

2.18. ბრალდებულმა ა---- ყ-----–---–მა განმარტა, რომ ნ-----–---- და გ------- ა----–--ეები არიან მისი ნათესავები, გარდაცვლილებს და დაზარალებულებს არ იცნობს. 2----–-–----------------ს, ჩამოვიდა იტალიიდან და მალევე, რამდენიმე კვირაში აპირებდა საბერძნეთში წასვლას, სადაც ცხოვრობს. 2----–-–----------------ს, დაახლეობით 1--- საათზე ნახა გ------- და ნ-----–---- ა----–--ეები, რადგან სჭირდებოდათ მისი ავტომანქანით გადაადგილება. დაახლოებით 1--- საათზე დაბრუნდნენ ტ-------–აში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლებში, თუმცა დაახლოებით ნახევარ საათში დაურეკეს და სთხოვეს მათთან მისვლა. უთხრეს, რომ წინა დღეს მოუხდათ ავარია, კერძოდ გაუსვეს უცნობის ავტომანქანას და დაუზიანეს სარკე, რის გამოც ფული უნდა მიეტანათ წ-----ში. საღამოს საათებში, მაშინ როცა უკვე ბნელოდა, მივიდნენ შემთხვევის ადგილას, ტერიტორია არ იყო კარგად განათებული, გარე განათების ბოძები ერთმანეთისგან მოშორებით იყო განლაგებული. წამოსვლისას კ---–- (ნ-----–----) ა----–--ეს ჰქონდა თავი გატეხილი და წარბი გამსკდარი, ავტომანქანაში სისხლი ასხამდა, ის კი მაისურით წმენდდა. არ ეგონა, რომ სარკის დაზიანების გამო მსგავსი შედეგი დადგებოდა. ამასთან, მისთვის არავის უთქვამს, რომ რომელიმე მათგანს ჰქონდა დანა, მხოლოდ განყოფილებაში გაიგო, რომ ვიღაც გარდაიცვალა. დაახლოებით 2--- საათზე მივიდნენ სახლებში, სადაც მოწმემ გამოიცვალა ტანსაცმელი. მალევე, 15-30 წუთში გ------- ა----–--ემ დაურეკა, რომ მასთან მისულიყო, მისულს კი უთხრა, რომ სახლში ჰქონდა პრობლემები, მომხდარის გამო კი უფრო გაურთულდა მდგომარეობა და სთხოვა ბ------ში მეგობრებთან წაყვანა. მან უთხრა, რომ არ ჰქონდა საწვავი, რაც ასევე ნათქვამი ჰქონდა წ-----ში წაყვანისას, თუმცა გ------- ა----–--ემ უთხრა მამისთვის ეთხოვა ავტომანქანა. მართლაც, ქუთაისამდე გ------- ა----–--ე და ა---- ყ-----–---–ი წაიყვანა ამ უკანასკნელის მამამ. ბ------ში ჩასვლისას მისგან დაახლოებით 50-100 მეტრში მდგარ გ------- ა----–--ესთან მივიდნენ უცნობები და ჩასვეს ავტომანქანაში, ხოლო მას მიუტანეს ფურცელი და უთხრეს, რომ მეორე დღეს 1--- საათზე უნდა გამოცხადებულიყო განყოფილებაში, შესაბამისად ტაქსით დაბრუნდა თბილისში და მივიდა განყოფილებაში. პასპორტი თან არ ჰქონია.

 

2.19. ბრალდებულმა ა---- ყ-----–---–მა ბრალდების მხარის შეკითხვებს პასუხი არ გასცა - თავი შეიკავა.

 

2.20. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არსებული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა სხვა მტკიცებულება მხარეებმა, სადავოდ არ გახადეს, რის გამოც ისინი მტკიცებულებად მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

2.21. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საქმის არსებითად განხილვის დროს მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის გ------- ფ------–---–ის ჩვენება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, პირის ამოცნობის ოქმები, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, ამოღების ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა და სხვა.

 

2.2. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში - ჯგუფურად (ნ-----–---- და გ------- ა----–--ეები)

 

მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა ის ფაქტობრივი გარემოება, მონაწილეობდა და ეხმარებოდა თუ არა გ------- ა----–--ეს ნ-----–---- ა----–--ე ლ----- ფ------–---–ის განზრახ მკვლელობისას, ანუ ლ----- ფ------–---–ის მკვლელობა ჩაიდინეს თუ არა მამა-შვილმა ა----–--ეებმა ჯგუფურად.

 

2.2.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის ეჭვები და ვარაუდები - ნ-----–---- და გ------- ა----–--ეების მიერ ლ----- ფ------–---–ის განზრახ მკვლელობის ჯგუფურად ჩადენის შესახებ, ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

2.2.2. ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, თუმცა ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ ის ფაქტი, რომ ნ-----–---- ა----–--ემ, განზრახ მკვლელობის ჯგუფურად განხორციელების მიზნით ლ----- ფ------–---–ი შებოჭა და არ მისცა გადაადგილების საშუალება, რითიც თითქოსდა ისარგებლა გ------- ა----–--ემ, ამოიღო დანა და ნ-----–---- ა----–--ესთან ერთად ჯგუფურად, ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვით, შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, დაარტყა ლ----- ფ------–---–ს გულმკერდისა არეში, არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით გარდა - მოწმე ზ----- ფ------–---–ის ჩვენებისა, რომელმაც განმარტა, რომ გ------- ა----–--ეს დარტყმაზე დარტყმით უპასუხა ლ----- ფ------–---–მა, რასაც მოჰყვა ჩხუბი. 15-20 წამში ნ-----–---- ა----–--ემ - უკნიდან გაკოჭა, დაუკავა ხელები ლ----- ფ------–---–ს, ხოლო გ------- ა----–--ემ წინიდან ჩაარტყა დანა. მოწმემ განმარტა, რომ ის გ------- ა----–--ეს უყურებდა სახით და გარკვევით ხედავდა დარტყმას გულის არეში.

 

2.2.3. ამ კუთხით მნიშვნელოვანია მოწმე გ------- ფ------–---–ის ჩვენება, რომელიც მოწმეთა ჩვენებებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმების თანახმად იდგა სწორედ ზ----- ფ------–---–ის გვერდით უყურებდა განვითარებულ მოვლენებს და ჩხუბის მიმდინარეობას, ისე რომ ზ----- ფ------–---–ის მსგავსად, არ ჩარეულა კონფლიქტში. აღნიშნული ჩვენება დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული. გ------- ფ------–---–ი განმარტავს, რომ ის და ზ----- ფ------–---–ი იდგნენ ჩხუბის ეპიცენტრიდან 4-5 მეტრის მოშორებით, ქუჩაში იყო გარე განათება და ნათლად ხედავდა მოჩხუბართა ფიზიკურ აღწერილობას და მოქმედებას, მათგან (იგულისხმება გ------- და ზ----- ფ------–---–ები) თვალნათლივ ჩანდა ყველაფერი. ლ----- ფ------–---–ს აგრესიულად და ხმამაღალი ტონით ესაუბრებოდა მის წინ მდგომი დაახლოებით 26-27 წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც ლ-----ს დაარტყა ხელი სახეში, დაიწყო ჩხუბი და მასში მონაწილეობდა ტ-------–იდან მისული ოთხივე პირი. ჩხუბის დროს სწორედ 26-27 წლის პირის ხელში დაინახა დანა (დიდი ზომის ხანჯალი), რომელიც გულმკერდის არეში დაარტყა მის წინ მდგომ ლ----- ფ------–---–ს. დანიანი პირის ოდნავ უკან, გვერდითა მხრიდან იდგა 45-46 წლის მამაკაცი, რომელიც თითქოს უკნიდან იცავდა და ზურგს უმაგრებდა მის წინ მდგომ შვილს, რომელმაც დანა გამოიყენა კონფლიქტის დროს.

 

2.2.4. შესაბამისად, დგინდება, რომ გ------- ფ------–---–ის ჩვენება განსხვავდება ზ----- ფ------–---–ის ჩვენებისაგან, ერთი კონკრეტული მოქმედების შეფასებისას, კერძოდ როგორც აღინიშნა, ზ----- ფ------–---–მა განმარტა, რომ ნ-----–---- ა----–--ემ უკნიდან დაუკავა ხელები ლ----- ფ------–---–ს, ხოლო გ------- ა----–--ემ წინიდან ჩაარტყა დანა. გ------- ფ------–---–ი გ------- ა----–--ის მიერ ლ----- ფ------–---–ისათვის დანის დარტყმის ფაქტის უშუალო აღწერისას კი არ უთითებს ნ-----–---- ფ------–---–ის მასთან ერთად ყოფნას და რაიმე სახის დახმარებას, მხოლოდ მოგვიანებით ისიც ზოგადად განმარტავს, რომ ნ-----–---- ა----–--ე გ------- ა----–--ის ოდნავ უკან, გვერდითა მხრიდან ედგა და თითქოს უკნიდან იცავდა და ზურგს უმაგრებდა მის წინ მდგომ შვილს. აღნიშნული ქმნის წარმოდგენას, რომ ნ-----–---- ა----–--ე იმყოფებოდა თავდაცვით პოზიციაში, მინიმუმ შვილთან მიმართებაში, მითუფრო თუ გავითვალისწინებთ თითოეულ მხარეს პირთა რაოდენობას და არა თავდასხმით მდგომარეობაში, რაშიც შეიძლება მოვიაზროთ ზ----- ფ------–---–ის განმარტება გაკოჭვასთან მიმართებაში.

 

2.2.5. გარდა ამისა, ერთიდაიგივე ფაქტის აღნიშნული ორი ვერსია ურთიერთგამომრიცხავია, იმ კუთხითაც, რომ ზ----- ფ------–---–ის ვერსიის შემთხვევაში ნ-----–---- ა----–--ე იდგა ლ----- ფ------–---–ის უკან - ,,ნ-----–---- ა----–--ემ - უკნიდან გაკოჭა, დაუკავა ხელები ლ----- ფ------–---–ს“, ხოლო გ------- ფ------–---–ის ვერსიით ნ-----–---- ა----–--ე გ------- ა----–--ის ოდნავ უკან, გვერდითა მხრიდან იდგა და ეს მაშინ, როცა გ------- ა----–--ის წინ იდგა ლ----- ფ------–---–ი - ,,მის წინ მდგომ ლ----- ფ------–---–ის გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა“. ამ ვერსიის პირობებში კი შეუძლებელია ნ-----–---- ფ------–---–ს გაეკოჭა ან რაიმე სახის ფიზიკურ შემხებლობაში ყოფილიყო ლ----- ფ------–---–თან, უშუალოდ დანის დარტყმის მომენტისათვის. უფრო მეტიც, მის წინ გ------- ა----–--ის დგომის ფაქტი, ამცირებს შესაძლებლობას ნ-----–---- ა----–--ეს დაენახა გ------- ა----–--ის მიერ მის წინ მდგომისათვის დანის დარტყმა.

 

2.2.6. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს ნ-----–---- ა----–--ის მიერ ლ----- ფ------–---–ის მკვლელობაში რაიმე კუთხით მონაწილეობაზე, გარდა იმისა, რომ აღნიშნულის შესახებ არ უთითებს სხდომაზე დაკითხული და დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მოწმეთა ჩვენებები (გარდა ზ----- ფ------–---–ის ჩვენებისა), ასევე არ დასტურდება არცერთი წერილობითი მტკიცებულებით, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში და ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმებში არ არის საუბარი ნ-----–---- ა----–--ის მიერ გარდაცვლილის შებოჭვასთან დაკავშირებით, გარდა თავად ზ----- ფ------–---–ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმებისა. გ------- ფ------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ლ----- ფ------–---–ს მის წინ მდგომმა დანიანმა გ------- ა----–--ემ ხელი დაარტყა, რაც გადაიზარდა ჩხუბში, რომლის დაწყებისთანავე გ------- ა----–--ემ მის წინ მდგომ ლ----- ფ------–---–ს დანა დაარტყა გულმკერდის არეში, რის შემდეგაც ლ----- ფ------–---–ი შეტორტმანდა და დაეცა გზის სავალი ნაწილის გვერდით მიწის ზედაპირზე, მიწათხრილთან ახლოს. ცხადია მოვლენის აღნიშნული აღწერა წინააღმდეგობაშია ზ----- ფ------–---–ის ჩვენებასთან და გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ გულმკერდის არეში დანის დარტყმისას ლ----- ფ------–---–ი ნ-----–---- ა----–--ეს უკნიდან ჰყავდა შებოჭილი.

 

2.2.7. იგივე წინააღმდეგობა ფიქსირდება გ------- და ზ----- ფ------–---–ების მონაწილეობით ჩატარებულ ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებში (ნ-----–---- ა----–--ის), კერძოდ გ------- ფ------–---–ი ამოცნობისას განმარტავს, რომ ამოცნობილი პირი (იგულისხმება ნ-----–---- ა----–--ე) არის ჩხუბში მონაწილე ასაკოვანი მამაკაცი და ის ჩხუბში აქტიურად იყო ჩართული, ხოლო ზ----- ფ------–---–ის განმარტებით, ამოცნობილმა ნ-----–---- ა----–--ემ ჩხუბის დროს შებოჭა ლ----- ფ------–---–ი, რა დროსაც მის გვერდზე მდგომმა დანიანმა პირმა მას მიაყენა ჭრილობა.

 

2.2.8. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო მოქმედების ამსახველი - ამოცნობის ან/და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები არის კონკრეტული მოწმის ჩვენებების გაგრძელება და მათი განყენებულად, როგორც ცალკე დამოუკიდებელი მტკიცებულებად განხილვა, მტკიცებულებათა ერთობლიობის კუთხით, დაუშვებელია. ამ პირობებში კი შესაძლო დანაშაულის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არა უბრალოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ საკმარისი, დამაჯერებელი, სარწმუნო, ურთიერთშეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობაა აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

2.2.9. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ნ-----–---- ა----–--ისა და გ------- ა----–--ის მიერ ლ----- ფ------–---–ის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის შესახებ განმარტა მხოლოდ ზ----- ფ------–---–მა. თავის მხრივ ბრალდებულებმა უარყვეს ნ-----–---- ა----–--ის მონაწილეობა უშუალოდ ლ----- ფ------–---–ის მკვლელობაში. კერძოდ, გ------- ა----–--ემ განმარტა, რომ მან ისე წაიღო და შემდგომ გამოიყენა ჩხუბში დანა, რომ თანმხლები პირებისათვის, მათ შორის მამისთვის ამის შესახებ არ უთქვამს. ამასთან, მნიშვნელოვანია 2----–-–------------ის საქართველოს შსს ს----------------------–---------------------------ის დასკვნა და აუდიოჩანაწერისა და ვიდეოგრამაზე არსებული აუდიონაწილის ტექსტობრივად გაშიფრული მასალა, რომლის თანახმადაც ბრალდებული გ------- ა----–--ე განმარტავს, რომ 2----–-–----------------ს, მომხდარი ავარიის გამო ის, მამამისი, მისი ძმა ა-–---------ე ა----–--ე და ა---- ყ-----–---–ი მივიდნენ ფ------–---–ებთან, მოწინააღმდეგე მხარეს ჩხუბობდნენ ათი პირი, შეიძლება მეტიც. ჩხუბისას თავდაცვის მიზნით დაარტყა სახლიდან წაღებული დანა, კერძოდ იქნევდა და ერთ-ორს იქვე დაარტყა. ამასთან საუბრისას გ------- ა----–--ე განმარტავს, რომ ლ----- ფ------–---–თან სატელეფონო საუბრისას, ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ მას მანქანა აღარ აინტერესებდა და სხვა საუბარი ჰქონდა. სწორედ აღნიშნული დიალოგით დაეჭვდა, რომ შესაძლებელი იყო რაიმე მომხდარიყო და ჯიბეში ჩაიდო დანა.

 

2.2.10. რაც შეეხება მოწმე ლ---- ფ------–---–ის გამოძიების სტადიაზე მიწოდებულ ინფორმაციას გამოკითხვის ოქმებისა და ამოცნობის ოქმების სახით, სასამართლო განმარტავს, რომ მოწმემ სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა ოქმებში მითითებული ინფორმაცია. მანვე განმარტა, რომ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას ხელმოწერამდე არ გაცნობია და მის შინაარს არ ეთანხმება, მათ შორის იმ ნაწილში, რომ ,,ერთ-ერთმა უცნობმა დაიჭირა ლ----- ფ------–---–ი, არ აძლევდა მოძრაობის საშუალებას და დაუძახა ახალგაზრდა ბიჭს დაერტყა, რადგან ვეღარ იჭერდა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ლ----- ფ------–---–ს დაარტყა დანა გულმკერდის არეში. ხსენებულმა მამაკაცებმა გააგრძელეს მისი ცემა დაცემის შემდეგაც“. 2----–-–---------------ის ნ-----–---- ა----–--ის ამოცნობის ოქმთან დაკავშირებით განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებამდე მიანიშნეს ნ-----–---- ა----–--ეზე, როგორც ამოსაცნობ პირზე და უთხრეს, რომ აღნიშნულმა პირმა აღიარა დანაშაული, ამასთან მას ადებდა ხელს, როგორც მოჩხუბარს. ფოტოსურათით ამოცნობისას სამართალდამცავმა პირებმა დაანახეს ამოსაცნობი პირის ფოტოსურათი და ოქმზე მოაწერინეს ხელი.

 

2.2.11. მოწმის აღნიშნული განმარტებები, ცხადია სანდოობას უკარგავს გამოძიების ეტაპზე მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ ოქმებს, ამასთან საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება ეს არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

2.2.12. ამდენად, სასამართლომ ყურადღება შეაჩერა მოწმე ლ---- ფ------–---–ის ჩვენებაზე, რომელიც რადიკალურად განსხვავდება მის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმში მიწოდებული ინფორმაციისაგან. აღნიშნული თავის მხრივ ასევე აცდენილია ამოცნობის ოქმში მითითებულ ინფორმაციას. ამასთან, სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა უშუალოდ დაკვირვებოდა მოწმის მოქმედებებს სასამართლოში ჩვენების მიცემისას და მიაჩნია, რომ ყველა ზემოაღნიშნული გარემოება ერთობლიობაში უკარგავს ამ მოწმის ჩვენებას სანდოობას და ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების უტყუარობის სტანდარტს. შესაბამისად, სასამართლო მის ჩვენებას, მიიჩნევს, როგორც არა სანდო მტკიცებულებით ძალის მქონეს და ვერ იქნება გაზიარებული გადაწყვეტილების მიღებისას.

 

2.2.13. რაც შეეხება ჩხუბში მონაწილე სხვა პირებს, მათ სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ ჩხუბისას არ დაუნახავთ დანა და მისი დარტყმა, შესაბამისად, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას განმარტონ იჭერდა თუ არა ნ-----–---- ა----–--ე კონკრეტულ პირს, მაშინ როცა გარდაცვლილ ლ----- ფ------–---–ს აყენებდნენ სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებას.

 

2.2.14. ამასთან, დადგენილია, რომ მომხდარი ჩხუბის დროს განვითარებული ცალკეული მოქმედებების შესახებ გარდაცვლილებისა და დაზარალებულების ოჯახის წევრებისათვის, მათ შორის - ა-----------–---–ისთვის, ი-----------–--ისთვის, ლ---- ფ------–---–ისთვის ცნობილი გახდა სხვა პირებისგან და თავად ფაქტს - ლ----- ფ------–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობას არ შესწრებიან. ცხადია აღნიშნული მოწმეთა ჩვენება წარმოადგენს ირიბ ჩვენებას.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1548 გადაწყვეტილებით კი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს იმავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - მხოლოდ ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. თუმცა იმავე გადაწყვეტილების თანახმად - ,,საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.

 

ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ირიბ ჩვენებას მართალია დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნევს, თუმცა პრაქტიკის მიხედვით არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას(ებს). ირიბი მტკიცებულების გამოყენებასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეულ შემთხვევაში დგას საკითხი, არსებობდა თუ არა საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მათ შორის ღონისძიებები, რომელიც ასეთი მოწმის ჩვენების სანდოობის სამართლიანი და სათანადო შეფასების საშუალებას იძლევა. მსჯავრდება შეიძლება დაფუძნებული იყოს ამგვარ მტკიცებულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქმისთვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საკმარისად სანდოა (იხილეთ Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom [GC], cited above, § 147).

 

მოცემულ შემთხვევაში კი მოწმეები ზოგადად უთითებენ, რომ ინფორმაცია მიიღეს შემთხვეის ადგილას მყოფი პირებისგან, თუმცა დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილას მყოფმა იგივე პირებმა, თავის მხრივ ვერ დაადასტურეს რა ვითარებაში მიიღო ლ----- ფ------–---–მა სასიკვდილო ჭრილობები და მონაწილეობდა თუ არა მასში ნ-----–---- ა----–--ე (გარდა ზ----- ფ------–---–ის ჩვენებისა). ამ პირობებში კი სასამართლო ასეთ ჩვენებებს ვერ მიიჩნევს საკმარისად სანდოდ, მითუფრო მაშინ, როცა იგივე ჩვენებები არ არის გამყარებული ბრალდების სხვა მტკიცებულებით.

 

2.2.15. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1--- წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად - ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული და არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განსაკუთრებულ მიდგომას სიცოცხლის უფლებისადმი, კერძოდ, კონვენციის მე-2 მუხლში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე HAÁSZ AND SZABÓ v. HUNGARY №1327/14 და №11613/14; 13.10.2015; §49). სიცოცხლის უფლება არის კონვენციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიულ საზოგადოებაში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე McCann and others v. the United Kingdom).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548; 22/01/2015; §41).

2.2.16. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ნ-----–---- ა----–--ემ ჩაიდინა - ლ----- ფ------–---–ის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი გ------- ა----–--ესთან ერთად ჯგუფურად და არაერთგზის, ისევე როგორც გ------- ა----–--ის მიერ ლ----- ფ------–---–ის მკვლელობა მამასთან ნ-----–---- ა----–--ესთან ერთად ჯგუფურად.

 

2.2.17. ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ ნ-----–---- და გ------- ა----–--ეებმა ჯგუფურად ჩაიდინეს ლ----- ფ------–---–ის განზრახ მკვლელობა, საფუძველს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ ნ-----–---- ა----–--ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი არაერთგზის.

 

2.3. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ორი ან მეტი პირისა და განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირისა (გ------- ა----–--ე)

 

2.3.1. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება გ------- ა----–--ის მიერ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ორი ან მეტი პირისა (ლ----- და დ----- ფ------–---–ები) და განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირისა (რ----–-- ზ-------ია და ი----- დ--------–ი).

 

2.3.2. მოწმეებმა - ი----- დ--------–მა, რ----–-- ზ-------აიამ, ლ---- ფ------–---–მა, ზ----- ფ------–---–მა, გ------- თ-------ემ, შ---–-- ფ------–---–მა, დ----- ტ--–--–-–---–მა სასამართლო სხდომაზე, ხოლო გ------- ფ------–---–მა გამოძიების ეტაპზე ჩვენების მიცემისას დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2----–-–----------------ს ყველანი ერთად იმყოფებოდნენ ი----- დ--------–ის სახლში, რა დროსაც მათთან მივიდნენ ნ-----–----, გ------- და ა-–---------ე ა----–--ეები და ა---- ყ-----–---–ი. მხარეებს შორის მოხდა ჩხუბი, რის შედეგადაც გარდაიცვალნენ ლ----- და დ----- ფ------–---–ები, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო რ----–-- ზ-------იამ და ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, მსუბუქ ხარისხის დაზიანება მიიღო ი----- დ--------–მა.

 

2.3.3. ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე დასტურდება გარდაცვალებისა და დაზარალებულებისათვის მიყენებული დაზიანების ფაქტი და ხარისხი, კერძოდ:

1. 2----–-–------------–ის N--------- დასკვნის თანახმა: ლ----- ფ------–---–ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული გულმკერდის მიდამოს ერთი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობების შედეგად გულის დაზიანების გამო. ჭრილობა მიყენებულია სიცოცხლის პერიოდში, რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ჭრილობის არხის მიმართულებაა - წინიდან უკან, მარჯვნიდან მარცხნივ, თითქმის ჰორიზონტალურად, სიღრმით 10 სმ-მდე.

2. 2----–-–---------ი N--------- დასკვნის თანახმად: დ----- ფ------–---–ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული წელის მიდამოს ერთი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობის შედეგად მუცლის აორტის დაზიანების გამო. ამასთან, ჭრილობა მიყენებულია სიცოცხლის პერიოდში, რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ჭრილობის მიმართულებაა უკნიდან წინ, მარცხნიდან მარჯვნივ, ქვემოდან ოდნავ ზემოთ, სიღრმით 16 სმ-მდე.

3. 2----–-–------------ის N--------- დასკვნის თანახმად: შპს ,,ნ--------------–ის“ ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------ის ჩანაწერების თანახმად ი----- დ--------–ი მოუთავსებიათ კლინიკაში 2-------- წლის 2--- საათზე. დაუდგინდა - ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის არეში მარცხნივ, იღლიის უკანა ხაზზე, მე-8-9 ნეკნთაშუა სივრცეში, შემავალი მარცხენა პლევრისა და მუცლის ღრუში, მარცხენამხრივი ჰემო-პნევმოთორაქსით, მარცხენა ფილტვის, დიაფრაგმის, ელენთის და დიდი ბადექონის დაზიანებით, ასევე ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის უკანა კედელზე მარჯვნივ, ხერხემლის ახლო ხაზზე, მე-8-9 ნეკნთაშუა სივრცეში, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში, მარჯვენა ფილტვის, ნეკნთაშუა არტერიის დაზიანებით და მარჯვენამხრივი ჰემო-პნევმოთორაქსით. ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდის მიდამოში ორმხრივ განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.

4. 2----–-–------------ის N--------- დასკვნის თანახმად: შპს ,,პ-------------–----------------ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით რ----–-- ზ-------აია მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 2------- წლიდან 2--------- წლამდე. დიაგნოზით: ზურგის ქვედა ნაწილის (წელის) ღია ჭრილობა. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

2.3.4. მოწმე ზ----- ფ------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ხმაურზე ავტოფარეხიდან გარეთ გასულმა დაინახა, რომ ლ----- ფ------–---–ი ესაუბრებოდა გ------- ა----–--ეს, რასაც მოჰყვა ჩხუბი, კერძოდ გ------- ა----–--ემ დაარტყა ლ----- ფ------–---–ს, რომელმაც ასევე დარტყმით უპასუხა, რის შემდეგაც ჩხუბში ჩაერთვნენ იქ მყოფი პირები, 15-20 წამში ზ----- ფ------–---–მა დაინახა, რომ გ------- ა----–--ემ წინიდან ლ----- ფ------–---–ს ჩაარტყა დანა. დ----- ფ------–---–ი წავიდა ლ-----ს მხარეს, რა დროსაც გ------- ა----–--ემ მასაც დაარტყა მოქნეული დანა ზურგში. დ----- ფ------–---–ი ზურგის მხრიდან ასხამდა სისხლს და ყვიროდა, რომ დაჭრეს, იმავდროულად ჩაიკუზა. მას შემდეგ რაც ზ----- ფ------–---–მა დაინახა დაჭრილი ლ----- და დ----- ფ------–---–ები, ისე რომ არ ჩაერია ჩხუბში წავიდა სახლისკენ პირველადი დახმარებისათვის საჭირო ნივთების მისატანად, თუმცა დაინახა, რომ გ------- ა----–--ემ ზურგში ჩაარტყა დანა ი----- დ--------–საც.

მოწმემ განმარტა, რომ მას რ----–-- ზ-------აიას დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს, სავარაუდოდ ის მაშინ დაჭრეს, როცა თავად სახლში შევიდა. ჩხუბი დაახლოებით 2 წუთი გაგრძელდა და დანა (ბებუთის მსგავსი) დაინახა მხოლოდ გ------- ა----–--ის ხელში.

 

2.3.5. გამოძიების ეტაპზე გ------- ფ------–---–ი ჩვენებაში, რომელიც დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა ცნობილი, განმარტავს, რომ ის და ზ----- ფ------–---–ი იდგნენ ჩხუბის ეპიცენტრიდან 4-5 მეტრის მოშორებით, ქუჩაში იყო გარე განათება და ნათლად ხედავდა მოჩხუბართა ფიზიკურ აღწერილობას და მოქმედებებს. მათგან, იგულისხმება გ------- და ზ----- ფ------–---–ები, თვალნათლივ ჩანდა ყველაფერი. ლ----- ფ------–---–ი აგრესიულად და ხმამაღალი ტონით ესაუბრებოდა მის წინ მდგომი დაახლოებით 26-27 წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც ლ-----ს დაარტყა ხელი სახეში, დაიწყო ჩხუბი, რომელშიც მონაწილეობდა ტ-------–იდან მისული ოთხივე პირი. ჩხუბის დროს სწორედ 26-27 წლის პირის ხელში დაინახა დანა (დიდი ზომის ხანჯალი), რომელიც გულმკერდის არეში დაარტყა მის წინ მდგომ ლ----- ფ------–---–ს. დანა მხოლოდ ერთ პირს ჰქონდა ხელში კონფლიქტისას, რომელიც იდგა ლ-----ს წინ და დაარტყა მას.

 

2.3.6. იგივე გარემოებები მიუთითეს მოწმეებმა ზ----- და გ------- ფ------–---–ებმა საგამოძიებო ექსპერიმენტისას და ამოცნობისას, რაც მითითებულია 2.2.6. და 2.2.7. პუნქტებში.

 

2.3.7. ი----- დ--------–მა და რ----–-- ზ-------აიამ დაადასტურეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ დანა არავის ხელში დაუნახავთ, მიიღეს დაზიანებები, კერძოდ დაზარალებულმა ი----- დ--------–მა განმარტა, რომ მას შემდეგ რაც დაინახა და მიუახლოვდა ძირს დაცემულ დაჭრილ დ----- ფ------–---–ს, იმავდროულად ზურგის უკანა მხარეში იგრძნო ტკივილი, სითბო და სისხლი, მოიკრიბა ძალა და მიუახლოვდა იქვე დაგდებულ ლ----- ფ------–---–ს, იმ დროისთვის ერთ-ერთი უცნობთაგანი უკვე იდგა ავტომანქანასთან და ყვიროდა, რომ დაერეკათ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში. დაძახილის შინაარსით მიხვდა, რომ მძიმე ვითარებაში იყვნენ. თავის მხრივ დაზარალებულმა რ----–-- ზ-------აიამ განმარტა, რომ ჩხუბის დაწყებიდან მალევე დაჭრეს, წაიქცა და ვერაფერს ხედავდა, მხოლოდ ყვიროდა. მასთან ახლოს თხრილში ეგდო, ასევე დაჭრილი ლ----- ფ------–---–ი.

 

2.3.7. 2----–-–------------–ის სსიპ ლ---- ს----------–--------–-----------------–----------------------------–------როს N---------- დასკვნის თანახმად: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანის პირზე და ტარზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს (ობ. N1,2), ობიექტი N1-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----- ფ------–---–ს, ობიექტი N2-ის და იმავე დანის ტარზე არსებული ბიომასალა (ობ. N 2ა) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ----- ფ------–---–ს.

 

2.3.8. გარდა ამისა, თავად ბრალდებულმა გ------- ა----–--ემ აღიარა, რომ როგორც გარდაცვლილებს ლ----- და დ----- ფ------–---–ებს, ისე დაზარალებულებს რ----–-- ზ-------აიას და ი----- დ--------–ს მან მიაყენა ჭრილობები დანით, რომლის თან ქონის და გამოყენების შესახებ, არც ნ-----–---- ა----–--ემ და არც ა---- ყ-----–---–მა იცოდა. აღნიშნული ჩვენება კი სრულ შესაბამისობაშია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ თ---–---------–-–-----------------ტის სამმართველოს უფროსის მოადგილის გ------- გიორგაძისა და ბრალდებულ გ------- ა----–--ის საუბრის ფარული აუდიო ვიდეო ჩანაწერთან და მის კრებსით ნაწილთან, სადაც კითხვაზე ,,როგორ დაარტყი? რამდენს დაარტყი? გახსოვს თუ ეიფორიაში იყავი თუ როგორ არი?“, პასუხობს - ,,ვიქნევდი რა, ერთი-ორს იქვე დავარტყი რა. მერე იქით მხარეს მამაჩემს ... დავარტყი, გაიქცა ის ერთი და ...“. ,,დანა იქ დამივარდა“.

 

2.3.9. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე უტყუარად დადასტურდა, რომ გ------- ა----–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ორი ან მეტი პირისა და განზრახ მკვლელობის მცდელობას, დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირისა. სასამართლომ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე დაწვრილებით იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას.

 

2.4. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა (ა---- ყ-----–---–ი)

 

2.4.1. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2----–-–----------------ს, ა----–--ეებსა და ფ------–---–ებს შორის არსებული ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ფ------–---–ების მხრიდან გარდაიცვალნენ ლ----- და დ----- ფ------–---–ები და დაზიანებები მიიღეს რ----–-- ზ-------იამ და ი----- დ--------–მა.

 

2.4.2. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა ის ფაქტობრივი გარემოება, დაინახა ან გაიგო თუ არა ა---- ყ-----–---–მა - ნ-----–---- ა----–--ის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, კერძოდ იცოდა თუ არა კონფლიქტის შედეგად დამდგარი შედეგი - ლ----- და დ----- ფ------–---–ების გარდაცვალების შესახებ, ასევე ი----- დ--------–ისათვის რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით გულმკერდის მიდამოში განვითარებული ნაკვეთი ჭრილობების შესახებ, რომლებიც როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხისა და რ----–-- ზ-------იასთვის მიყენებული ზურგის ქვედა ნაწილის (წელის) ღია ჭრილობის შესახებ, რომელიც განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

2.4.3. სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივ გარემოება, რომ შემთხვევის დღეს, შემთხვევის ადგილას, ა---- ყ-----–---–ისათვის ცნობილი გახდა მომხდარი მძიმე შედეგის - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ.

 

2.4.4. მოწმეებმა ზ----- და გ------- ფ------–---–ებმა დაადასტურეს, რომ კონფლიქტისას ჩხუბობდა ტ-------–იდან მისული ოთხივე პირი, კერძოდ მამა და 2 შვილი ა----–--ეები და ა---- ყ-----–---–ი. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ი----- დ--------–ის განმარტებით მისთვის უცნობია რამდენი პირი იყო მისული მათთან, დაინახა ძირს დავარდნილი დ----- ფ------–---–ი, მასთან მისვლისას თავადაც დაიჭრა, მოიკრიბა ძალა და მიუახლოვდა ასევე ძირს დაგდებულ ლ----- ფ------–---–ს, ამ დროისთვის კი ერთ-ერთი უცნობთაგანი უკვე იდგა ავტომანქანასთან და ყვიროდა, რომ დაერეკათ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში, დაძახილის შინაარსით მიხვდა, რომ დაჭრილები მძიმე მდგომარეობაში იყვნენ.

 

2.4.5. სასამართლო განმარტავს, რომ იმ დაშვების პირობებში პირი (რომელმაც ი----- დ--------–ის განმარტებით იქ მყოფებს მოუწოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაერეკათ, რათა გადაერჩინათ დაჭრილები), არ იყო თავად ა---- ყ-----–---–ი და იყო რომელიმე მისი თანმხლები (მოწმის განმარტებით ყვიროდა ტ-------–იდან მისული ერთ-ერთი მათგანი), აუცილებლად გაიგებდა შეძახილს, რადგან იყო ი----- დ--------–თან შედარებით ბევრად უკეთეს პოზიციაში - უშუალოდ მანქანასთან. მითუფრო, თუ გავითვალისწინებთ საგამოძიებო ექსპერიმენტებისა და მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ერთის მხრივ ბრალდებულების ავტომანქანის დგომის ადგილს და მეორეს მხრივ ლ----- ფ------–---–ის დაცემის ადგილს, რომელთან მიახლოებისასაც გაიგო ი----- დ--------–მა სწორედ აღნიშნული შეძახილი.

 

2.4.6. გარდა ამისა, მოწმეთა ჩვენებების თანახმად დაჭრილები - დაჭრის შესახებ ყვიროდნენ, რაც ცხადია იმავე ჩხუბში ჩართულ ბრალდებულებს უნდა გაეგოთ, ისევე როგორც ეს გაიგეს დაზარალებული მხარის წარმომადგენლებმა, კერძოდ: რ----–-- ზ-------აიამ განმარტა, რომ დაჭრილი წაიქცა, ვერაფერს ხედავდა, მხოლოდ ყვიროდა.

გარდა ამისა ლ---- ფ------–---–მა განმარტა, რომ დაინახა ძირს დაგდებული, უგონო მდგომარეობაში მყოფი ლ----- ფ------–---–ი, ასევე მის გვერდით დაგდებული რ----–-- ზ-------აია, რომელსაც ავტომანქანის გასაღები ჰქონდა აწეული და ყვიროდა, რომ ლ----- წაეყვანათ და გადაერჩინათ, რადგან მას აღარაფერი ეშველებოდა.

ზ----- ფ------–---–მა განმარტა, რომ გ------- ა----–--ემ წინიდან ჩაარტყა დანა ლ----- ფ------–---–ს, მეტრნახევარში მყოფმა დ----- ფ------–---–მა დაინახა და წავიდა ლ-----ს მხარეს, რა დროსაც გ------- ა----–--ემ მასაც დაარტყა მოქნეული დანა ზურგში, დ----- ფ------–---–მა დაიყვირა, რომ დაჭრეს და ჩაიკუზა, ზურგის მხრიდან ასხამდა სისხლს.

გ------- თ-------ემ განმარტა, რომ გაშველებისას წაიქცა, წამოდგომისას დაინახა სახით წაქცეული ლ-----, რომელიც კანკალებდა, იმავდროულად ი----- დ--------–მა დაიძახა, რომ სავარაუდოდ დაიჭრა. მოგვიანებით, გ------- თ-------ემ ასევე გაიგო დაჭრილი რ----–-- ზ-------აიას ხმა, რომელიც დახმარებას ითხოვდა, მანვე მისცა თავისი ავტომანქანის გასაღები და წავიდნენ საავადმყოფოსკენ.

 

2.4.7. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ზ----- ფ------–---–ის ჩვენების არასარწმუნოობასთან დაკავშირებით, იმაზე მინიშნებით, რომ მან განსხვავებულად დაინახა და აღიქვა ფაქტები, მათ შორის განათების და დანის დარტყმის ნაწილში. თუმცა დაცვის მხარე ყურადღებას არ აქცევს იმ გარემოებას, რომ სხვა პირებისგან განსხვავებით, რომლებიც უშუალოდ მონაწილებდნენ ჩხუბში, ზ-----ი და გ------- ფ------–---–ები ჩხუბში არ ჩართულან და მოშორებით მდგომნი აკვირდებოდნენ მოვლენებს. ცხადია ეპიცენტრიდან სულ მცირედი დაშორებაც, მითუფრო ქაოტურ მდგომარეობაში, იძლევა მეტი მასშტაბის დანახვის, დაკვირვების და აღქმის საშუალებას. ნ-----–---- ა----–--ის მიერ გარდაცვლილის შეკავებასთან დაკავშირებით სასამრთლომ იმსჯელა 2.2 პოზიციის პუნქტებში. რაც შეეხება განათებასა და ხილვადობას, გ------- ფ------–---–მა, რომელიც მთელი ჩხუბის მიმდინარეობისას იდგა სწორედ ზ----- ფ------–---–ის გვერდით, ასევე განმარტა, რომ ის და ზ----- ფ------–---–ი იდგნენ ჩხუბის ეპიცენტრიდან 4-5 მეტრის მოშორებით, ქუჩაში იყო გარე განათება და ნათლად ხედავდა მოჩხუბართა ფიზიკურ აღწერილობას და მოქმედებას, თვალნათლივ ჩანდა ყველაფერი.

 

2.4.8. დაცვის მხარე მიუთითებს დაზარალებული მხარის სხვა მოწმეთა ჩვენებზე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ვერ დააფიქსირეს ბრალდებულის მიერ დანის დარტყმის ფაქტი, რაც თითქოსდა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ა---- ყ-----–---–ს ასევე ვერ უნდა დაენახა და შესაბამისად არ უნდა სცოდნოდა დაჭრილების არსებობის შესახებ. თუმცა იმავე მოწმეებმა და თავად დაზარალებულებმა დაადასტურეს, რომ მათ დაინახეს ძირს დაგდებული სისხლიანი ლ----- და დ----- ფ------–---–ები და ეს ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ერთის მხრივ დაზარალებულები მიიღებდნენ დაზიანებებს და თავადაც დაეცემოდნენ და მეორეს მხრივ ბრალდებულები ჩასხდებოდნენ ავტომანქანაში და მიიმალებოდნენ. ამასთან, როგორც აღინიშნა ერთ-ერთმა მათგანმა ავტომანქანაში ჩაჯდომისას მოუწოდა იქ მყოფთ დაერეკათ სსიპ ,,112-ში“, რაც როგორც აღინიშნა უტყუარად ადასტურებს, რომ ა---- ყ-----–---–მა შემთხვევის ადგილის დატოვებამდე იცოდა დაზარალებულების დაჭრისა და მძიმე მდგომარეობის შესახებ, რაც საჭიროებდა გადაუდებელ და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

 

2.4.9. სასამართლო ასევე მიანიშნებს ბრალდებულ ა---- ყ-----–---–ის ქმედებაზე დანაშაულის შემდეგ. ის, იმავე დღეს გ------- ა----–--ესთან ერთად წავიდა ს-------------------------–------------ის მიმართულებით. ამ ნაწილში სასამართლო ვერ გაიზიარებს ა---- ყ-----–---–ის ჩვენებას, რომ მომხდარი კონფლიქტის დროს მას არაფერი დაუნახავს და გაუგია, არც ავტომანქანაში უსაუბრია გ------- ა----–--ესთან, ისე მიიყვანა სახლში ბრალდებულები და თავადაც მივიდა სახლში. თუმცა 15-30 წუთში გ------- ა----–--ემ სთხოვა ბ------ში მეგობრებთან წაყვანა, ოჯახში არსებული პრობლემების გამო. საწვავის არ ქონის გამო უარის თქმის შემდეგ კი გ------- ა----–--ის თხოვნითვე სთხოვა მამას და წავიდნენ. სასამართლოსათვის, ისევე როგორც ნებისმიერი ობიექტური პირისათვის გაუგებარია, მსგავსი ტიპის კონფლიქტიდან უახლოეს წუთებში და საათებში, ფაქტიურად დაუყოვნებლივ როგორ ჩათვალა ა---- ყ-----–---–მა, რომ გ------- ა----–--ე მართლაც ოჯახური პირობების გამო აპირებდა სახლიდან წასვლას და რატომ გავიდა ქალაქიდან, თუ არა პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა. ამასთან ქუთა---დან რატომ გამოაბრუნა მამა და არ გამოჰყვა თავადაც, თუ როგორც თავად განმარტავს - თბილისიდან გავიდა მხოლოდ გ------- ა----–--ის დასახმარებლად (თხოვნის საფუძველზე) - ბ------ში წასაყვანად.

 

2.4.10. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბრალდებულმა ა---- ყ-----–---–მა ბრალდების მხარის შეკითხვებს პასუხი არ გასცა, ანუ თავი აარიდა მთელ რიგ სადავო კითხვებზე პასუხის გაცემას და ისაუბრა მხოლოდ მის ,,სასარგებლო“ გარემოებებზე, აღნიშნულით არამარტო უთანასწორო მდგომარეობაში ჩააყენა ბრალდების მხარე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით (სამართლიანი სასამართლო) გარანტირებული აქვს უფლება თანასწორ პირობებში დაკითხოს მოწმე, არამედ, სასამართლოს ღიად დაუტოვა მთელი რიგი საკითხები და გაუჩინა გაუქარწყლებელი ეჭვები მის გულწრფელობასთან დაკავშირებით. ცხადია ბრალდების მხარის მთელი რიგი კითხვები კონკრეტულ დეტალებზე მეტ სიცხადეს შეიტანდა მისთვის ცნობილ ფაქტებთან დაკავშირებით.

 

2.4.11. ამდენად, ბრალდებულ ა---- ყ-----–---–ის ჩვენება არის არადამაჯერებელი, რაც სასამართლოს შეფასებით ჩვენებას უკარგავს სანდოობას და მიიჩნევა, რომ მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

 

2.4.12. ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

ამასთან, სასამართლო იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომ იმ საკითხზე, ჩნდება თუ არა პრობლემა, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულება არ დასტურდება საქმის სხვა მასალებით, უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულება სავსებით დამაჯერებელია და არ არსებობს საფრთხე, რომ იგი არასანდოა, გამამყარებელი მტკიცებულებების საჭიროება, შესაბამისად ნაკლებია. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bykov v. Russia, №4378/02; 10/03/2009; § 90).

მოცემულ შემთხვევაში კი დაცვის მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამატებითი მტკიცებულება, რაც ობიექტურად გახდებოდა მოწმეთა ჩვენებებში თუნდაც ეჭვის შეტანის საფუძველი, ანუ რატომ უნდა დაედასტურებინა თითოეულ მოწმეს ფაქტი, რომელიც არ ასახავს მათი აღქმით რეალობას.

 

2.4.13. სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ა---- ყ-----–---–მა 2----–-–----------------ს, მაშინ როცა გ-------, ნ-----–---- და ა-–---------ე ა----–--ეებთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი, იცოდა ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ.

 

2.4.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.4.15. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც შეიძლება კონკრეტული ბრალდებულების მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ფარგლებში დამნაშავედ ცნობის წინაპირობა გახდეს - სახეზეა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარე წარმოდგენილ მტკიცებულებებს გარკვეულწილად სუბიექტურად აფასებენ, მოწმეთა ჩვენებებით სრულად დასტურდება სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ბრალდებულ ა---- ყ-----–---–ის პოზიცია კი მისი უდანაშაულობის შესახებ არსებით წინააღმდეგობაშია საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან და კონკრეტულ დღეს - 2----–-–----------------ს განვითარებულ მოვლენებთან.

 

2.4.16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.

 

4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლ----დ გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548; 22/01/2015; §41).

 

4.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. განზრახვის დადასტურება შესაძლებელია, არამხოლოდ ბრალდებულის განცხადებით, ან/და მოწმეთა ჩვენებებით, არამედ ჩადენილი ქმედების და თავად ქმედების ჩადენამდე არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით.

 

4.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ვინაიდან მკვლელობა შედეგიანი დელიქტია, მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია შედეგად ზიანის დადგომა. ამდენად, თუ დამნაშავემ მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო, მაგალითად გააშველეს, ხელი შეუშალეს, დაზარალებულს დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და სხვა, ვერ შეძლო ქმედების ბოლომდე მიყვანა, ადგილი ექნება არა დამთავრებულ მკვლელობას, არამედ მკვლელობის მცდელობას.

 

4.6. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებას, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება. (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №142აპ-13).

 

4.7. ამდენად, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა, რომ გ------- ა----–--ემ და ნ-----–---- ა----–--ემ ჯგუფურად, მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვით მოუსპეს სიცოცხლე ლ----- ფ------–---–ს. კერძოდ, ნ-----–---- ა----–--ემ გაკოჭა, გ------- ა----–--ემ კი გულმკერდის არეში დარტყა დანა.

 

4.8. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობისათვის, მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებების და თავად ბრალდებულ გ------- ა----–--ის ჩვენების თანახმად დადგინდება, რომ კონფლიქტისას გ------- ა----–--ის უშუალო ქმედების შედეგად გარდაიცვალნენ - ლ----- და დ----- ფ------–---–ები, სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები გულმკერდის არეში მიიღო ი----- დ--------–მა, ხოლო ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, მსუბუქ ხარისხის ზურგის ქვედა ნაწილის (წელის) ღია ჭრილობა მიიღო რ----–-- ზ-------აიამ. ამასთან სწორედ სამედიცინო ჩარევის შედეგად შეუნარჩუნდათ დაზარალებულებს სიცოცხლე.

 

4.9. კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ასევე დაწესებულია დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის, იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. კონკრეტული ბრალდებულის დანაშაული გამოიხატება დამნაშავის პასიურ ქცევაში (უმოქმედობაში), რომელიც არ აწვდის სათანადო ორგანოებს დანაშაულის აღსაკვეთად ან გამოძიების ეფექტურად წარმოებისათვის აუცილებელ ინფორმაციას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა ნამდვილად იცოდეს: 1) მზადდება ან/და ჩადენილია დანაშაული; 2) დანაშაული, რომლის მომზადების ან/და ჩადენის თაობაზე უტყუარ ინფორმაციას ფლობს დანაშაულის სუბიექტი უნდა მიეკუთვნებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას.

 

4.10. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად დადგენილია, რომ ა---- ყ-----–---–ი ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას და განვითარებული მოვლენების ანალიზით, თუ უშუალოდ ვერ დაინახავდა დაჭრის უშუალო ფაქტს, აუცილებლად იქვე გაიგებდა კონკრეტული პირების დაჭრისა და მძიმე მდგომარეობაში ყოფნის შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა არაფერი მოიმოქმედა.

 

4.11. ამდენად, უტყუარად დადასტურებულია, რომ ა---- ყ-----–---–მა ნამდვილად იცოდა (უშუალოდ ხედავდა ან/და ესმოდა) ლ----- ფ------–---–ის, დ----- ფ------–---–ის, რ----–-- ზ-------აიას ან/და ი----- დ--------–ის დაჭრის, მათ შორის სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებების მიყენების შესახებ, რაც არ შეატყობინა სამართალდამცავებს (შესაბამის ორგანოებს).

 

4.12. საყურადღებოა, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 11 წლიდან, ორი ან მეტი პირის მიმართ კი 16-20 წლამდე ან უვადოდ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---- ყ-----–---–ის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის შეუტყობინებლობა, იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, კვალიფიკაციისთვის აუცილებელი ყველა სამართლებრივი ნიშანი.

 

4.13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმეში არსებული გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–---- ა----–--ე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, გ------- ა----–--ე კი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო ა---- ყ-----–---–ი საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

 

5.2. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მიუთითებს, რომ გ------- ა----–--ის და ა---- ყ-----–---–ის პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დადგენილა.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს გ------- ა----–--ეს ისჯება 16-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის ემ-3 ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ა---- ყ-----–---–ს უალტერნატივოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-7 წლამდე.

 

6.5. ამდენად, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებასა - გარდაცვლილთა და დაზარალებულთა რაოდენობას, ასევე გ------- ა----–--ის ქმედებაში გამოვლენილ მყარ მართლსაწინააღმდეგო ნებას, კერძოდ იმ გარემოებას, რომ ერთი პირისათვის მიყენებული მძიმე დაზიანების მიუხედავად არ შეწყვიტა მოქმედება, რაც ამყარებს სასამართლოს დასკვნას, ბრალდებულის პიროვნების მომეტებული საშიშროების თაობაზე და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიუხედავად მისი აღიარებისა მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ გ------- ა----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.

 

6.6. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ა---- ყ-----–---–ის მიმართ, მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების ხასიათის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ არ არის ნასამართლევი, სასჯელის სახით გამოიყენოს მინიმალური სასჯელი, კერძოდ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება პროპორციული ხასიათის ღონისძიება, რომელიც სრულად შეესაბამება სასჯელის მიზნებს.

 

7. ნივთმტკიცებათა ბედის გადაწყვეტა:

 

8.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნივთები: 1 ცალი ღილი, ბამბა, ელვაშესაკრავი მოწითალო ფერის ლაქებით, 1 ცალი დანა მოწითალო ფერის ლაქებით, მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქის ანაწმენდები, სიგარეტის კოლოფი, მასში არსებული სიგარეტის ღერით და რკინის სანთებელით, 1 ცალი სანთებელა, ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა მინის ქილაში, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაუსრულებელი შენობა-ნაგებობიდან და მისი წინა მდებარე ტერიტორიიდან ამოღებული 6 ცალი პოლიეთილენის ჭიქა, პოლიეთილენის ბოთლი - ქვედა მხარეს ნახვრეტით, პოლიეთილენის ბოთლი - წარწერით ,,ა---“ და გადაჭრილი პოლიეთილენის ბოთლი - წარწერით ,,კ---- კ---–-“, მომწვანო ფერის ფხვიერი მასა და სიგარეტის კოლოფი ღერებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს აღებული სუნის კვლების ნიმუშები, ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს თ----–-------–ის ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკამის ზედაპირიდან ამოღებული: ამონაჭერი, მოწითალო ფერის ლაქებით, ასევე ლ----- ფ------–---–ის და დ----- ფ------–---–ის გვამის პირის ღრუდან და უკანა ტანიდან აღებული ნაცხის ნიმუშები, თმის ნიმუშები, სახიდან და ხელის მტევნებიდან აღებული ანაწმენდები, ხელის მტევნებიდან აღებული ფრჩხილების ნიმუშები, შპრიცები სისხლით, რ----–-- ზ-------აიას და ი----- დ--------–ის ნერწყვის ნიმუში, დაქტილობარათი, ასევე ავტომანქანა ,,ტ-------- პ------ის“ (,,R--------“) 3 კარის ზედაპირიდან ამოღებული 6 ცალი ანაწმენდი სისხლის მაგვარი ლაქებით, 16 ცალი ანაწმენდი ჩხირზე, 12 ცალი მიკრონაწილაკები დ/ფირზე, ავტომანქანა მაზდიდან (,,R------“) ამოღებული ანაწმენდები, 3 ცალი ამონაჭერი სავარძლის ზედაპირებიდან მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქებით, მიკრონაწილაკები 10 ცალ დ/ფირზე, ასევე ა---- ყ-----–---–ის ავტომანქანა ,,ტ-------- პ------ის“ (C--------) დათვალიერების დროს ამოღებული: 17 ცალი ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირებზე, მოწითალო ფერის ლაქები, 15 ცალი მიკრონაწილაკები დ/ფირზე, 1 ცალი დაქტილოფირი, 5 ცალი სიგარეტის ნამწვი, ასევე გ------- ა----–--ის და ნ-----–---- ა----–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: საცხოვრებელი სახლის კიბეებთან არსებული მოწითალო ფერის ლაქა და სიგარეტის ნამწვები, ზ----- ფ------–---–ისაგან აღებული ნერწყვის და ხელის კვლების ნიმუშები, ზ----- ფ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: მომწვანო ფერის ფხვიერი მასა, 3 ცალი პოლიეთილენის ბოთლი, მასში არსებული სითხეებით, ა---- ყ-----–---–ისაგან აღებული დაქტილობარათი, ნერწყვის და სუნის ნიმუშები, ნ-----–---- ა----–--ისაგან ნერწყვის და სუნის ნიმუშები, გ------- ა----–--ისაგან აღებული ნერწყვის, ხელის კვლების და სუნის ნიმუშები, ლ---- ფ------–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდები და დაქტილობარათი, შ---–-- ფ------–---–ისაგან აღებული ნერწყვის და ფრჩხილის ნიმუშები, ანაწმენდები და დაქტილობარათი, გ------- ფ------–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, ანაწმენდები, ფრჩხილები და თითის კვლები, გ------- თ-------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდი და დაქტილობარათი, ი---ე მ---–--ისგან აღებული ნერწყვის და ფრჩხილის ნიმუშები, ანაწმენდები და დაქტილობარათი, დ----- ტ--–--–-–---–ისგან აღებული ნერწყვის და ფრჩხილის ნიმუშები, ანაწმენდები და დაქტილობარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

გზის სავალი ნაწილის ზედაპირიდან ამოღებული მუქი ფერის ნაქსოვი ქუდი, მუქი ფერის მაჯის საათი, 1 ცალი ჭრელი კაშნი და ერთი ცალი კეპის ქუდი, 1 ცალი ქურთუკი მოწითალო ფერის ლაქებით, ლ----- ფ------–---–ის ტანსაცმელი, სანთებელა, დ----- ფ------–---–ის გვამიდან ამოღებული ჯვარი ძაფით, ასევე გ------- ა----–--ის და ნ-----–---- ა----–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული 2 ცალი ფეხსაცმელი, 1 ცალი ქამარი, შავი ფერის მოსაცმელი, მოსაცმელი, სპორტული ფეხსაცმელი მოწითალო ფერის ლაქებით, შავი ფერის შარვალი, შარვალი ქამართან ერთად, ღილებიანი მაისური მოწითალო ფერის ლაქებით, 2 ცალი ფეხსაცმელი, მობილური ტელეფონი ,,ნ-----”, ა---- ყ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში არსებული ტანსაცმლის საკიდიდან ამოღებული ქურთუკი მოწითალო ფერის ლაქებით, ა---- ყ-----–---–ის ტელეფონი და პასპორტი, ზ----- ფ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: შავი ფერის გასაშლელი დანა, შ---–--ო ფ------–---–ის, გ------- ფ------–---–ის, ი---ე მ---–--ის, ლ---- ფ------–---–ის, დ----- ტ--–--–-–---–ის, რ----–-- ზ-------აიას, დ----- ფ------–---–ის, ი----- დ--------–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, გ------- ა----–--ის ფეხსაცმელი, გ------- თ-------ის ტანსაცმელი, რ----–-- ზ-------აიას მობილური ,,ს--------ს“ ფირმის ტელეფონი და პირადი ნივთები, დ----- ფ------–---–ი 1 ცალი მობილური ტელეფონი და სიგარეტის კოლოფი, ი----- დ--------–ის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

ავტომანქანა „ტ-------- პ------ი“ (C--------), რომელიც გაჩერებულია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

6 ცალი CD დისკი და 8 ცალი DVD - დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 270-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ-----–---- ა----–--ე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ნ-----–---- ა----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გ------- ა----–--ე სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გ------- ა----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.

 

გ------- ა----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–---------------იდან.

 

ა---- ყ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

ა---- ყ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–---------------იდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნივთები: 1 ცალი ღილი, ბამბა, ელვაშესაკრავი მოწითალო ფერის ლაქებით, 1 ცალი დანა მოწითალო ფერის ლაქებით, მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქის ანაწმენდები, სიგარეტის კოლოფი, მასში არსებული სიგარეტის ღერით და რკინის სანთებელით, 1 ცალი სანთებელა, ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა მინის ქილაში, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაუსრულებელი შენობა-ნაგებობიდან და მისი წინა მდებარე ტერიტორიიდან ამოღებული 6 ცალი პოლიეთილენის ჭიქა, პოლიეთილენის ბოთლი - ქვედა მხარეს ნახვრეტით, პოლიეთილენის ბოთლი - წარწერით ,,ა---“ და გადაჭრილი პოლიეთილენის ბოთლი - წარწერით ,,კ---- კ---–-“, მომწვანო ფერის ფხვიერი მასა და სიგარეტის კოლოფი ღერებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს აღებული სუნის კვლების ნიმუშები, ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს თ----–-------–ის ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკამის ზედაპირიდან ამოღებული: ამონაჭერი, მოწითალო ფერის ლაქებით, ასევე ლ----- ფ------–---–ის და დ----- ფ------–---–ის გვამის პირის ღრუდან და უკანა ტანიდან აღებული ნაცხის ნიმუშები, თმის ნიმუშები, სახიდან და ხელის მტევნებიდან აღებული ანაწმენდები, ხელის მტევნებიდან აღებული ფრჩხილების ნიმუშები, შპრიცები სისხლით, რ----–-- ზ-------აიას და ი----- დ--------–ის ნერწყვის ნიმუში, დაქტილობარათი, ასევე ავტომანქანა ,,ტ-------- პ------ის“ (,,R--------“) 3 კარის ზედაპირიდან ამოღებული 6 ცალი ანაწმენდი სისხლის მაგვარი ლაქებით, 16 ცალი ანაწმენდი ჩხირზე, 12 ცალი მიკრონაწილაკები დ/ფირზე, ავტომანქანა მაზდიდან (,,R------“) ამოღებული ანაწმენდები, 3 ცალი ამონაჭერი სავარძლის ზედაპირებიდან მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქებით, მიკრონაწილაკები 10 ცალ დ/ფირზე, ასევე ა---- ყ-----–---–ის ავტომანქანა ,,ტ-------- პ------ის“ (C--------) დათვალიერების დროს ამოღებული: 17 ცალი ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირებზე, მოწითალო ფერის ლაქები, 15 ცალი მიკრონაწილაკები დ/ფირზე, 1 ცალი დაქტილოფირი, 5 ცალი სიგარეტის ნამწვი, ასევე გ------- ა----–--ის და ნ-----–---- ა----–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: საცხოვრებელი სახლის კიბეებთან არსებული მოწითალო ფერის ლაქა და სიგარეტის ნამწვები, ზ----- ფ------–---–ისაგან აღებული ნერწყვის და ხელის კვლების ნიმუშები, ზ----- ფ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: მომწვანო ფერის ფხვიერი მასა, 3 ცალი პოლიეთილენის ბოთლი, მასში არსებული სითხეებით, ა---- ყ-----–---–ისაგან აღებული დაქტილობარათი, ნერწყვის და სუნის ნიმუშები, ნ-----–---- ა----–--ისაგან ნერწყვის და სუნის ნიმუშები, გ------- ა----–--ისაგან აღებული ნერწყვის, ხელის კვლების და სუნის ნიმუშები, ლ---- ფ------–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდები და დაქტილობარათი, შ---–-- ფ------–---–ისაგან აღებული ნერწყვის და ფრჩხილის ნიმუშები, ანაწმენდები და დაქტილობარათი, გ------- ფ------–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, ანაწმენდები, ფრჩხილები და თითის კვლები, გ------- თ-------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდი და დაქტილობარათი, ი---ე მ---–--ისგან აღებული ნერწყვის და ფრჩხილის ნიმუშები, ანაწმენდები და დაქტილობარათი, დ----- ტ--–--–-–---–ისგან აღებული ნერწყვის და ფრჩხილის ნიმუშები, ანაწმენდები და დაქტილობარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

გზის სავალი ნაწილის ზედაპირიდან ამოღებული მუქი ფერის ნაქსოვი ქუდი, მუქი ფერის მაჯის საათი, 1 ცალი ჭრელი კაშნი და ერთი ცალი კეპის ქუდი, 1 ცალი ქურთუკი მოწითალო ფერის ლაქებით, ლ----- ფ------–---–ის ტანსაცმელი, სანთებელა, დ----- ფ------–---–ის გვამიდან ამოღებული ჯვარი ძაფით, ასევე გ------- ა----–--ის და ნ-----–---- ა----–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული 2 ცალი ფეხსაცმელი, 1 ცალი ქამარი, შავი ფერის მოსაცმელი, მოსაცმელი, სპორტული ფეხსაცმელი მოწითალო ფერის ლაქებით, შავი ფერის შარვალი, შარვალი ქამართან ერთად, ღილებიანი მაისური მოწითალო ფერის ლაქებით, 2 ცალი ფეხსაცმელი, მობილური ტელეფონი ,,ნ-----”, ა---- ყ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში არსებული ტანსაცმლის საკიდიდან ამოღებული ქურთუკი მოწითალო ფერის ლაქებით, ა---- ყ-----–---–ის ტელეფონი და პასპორტი, ზ----- ფ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: შავი ფერის გასაშლელი დანა, შ---–--ო ფ------–---–ის, გ------- ფ------–---–ის, ი---ე მ---–--ის, ლ---- ფ------–---–ის, დ----- ტ--–--–-–---–ის, რ----–-- ზ-------აიას, დ----- ფ------–---–ის, ი----- დ--------–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, გ------- ა----–--ის ფეხსაცმელი, გ------- თ-------ის ტანსაცმელი, რ----–-- ზ-------აიას მობილური ,,ს--------ს“ ფირმის ტელეფონი და პირადი ნივთები, დ----- ფ------–---–ი 1 ცალი მობილური ტელეფონი და სიგარეტის კოლოფი, ი----- დ--------–ის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

ავტომანქანა „ტ-------- პ------ი“ (C--------), რომელიც გაჩერებულია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

6 ცალი CD დისკი და 8 ცალი DVD - დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე