განაჩენი

სისხლის სამართლის 18.06.2019
საქმის ნომერი
330100118002711387
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5041-18

(0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე

სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ვ--------–--–------–-–---–ი.

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ------ ჯ----–ის ძე დ------ე, პ/ნ 6----------, დაბადებული 1----–-–---------------ერს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: ხ---–---------------------–-------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: წ--–-----------ი, შ-----------------–-----------ში.

 

კვალიფიკაცია - ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილი - ,,ქურდული სამყაროს“ წევრობა; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლი - ,,ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილი - მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა.

 

ბრალდებული - თ---------- თ-----ის ძე ვ---–---ი, პ/ნ 5----------, დაბადებული 1----–-–------------ერს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: წ--–-----------ი, მ----–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: წ--–-----------ი, თ---------------------ში.

 

კვალიფიკაცია - ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილი - ,,ქურდული სამყაროს“ წევრობა; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლი - ,,ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა;

 

ბრალდებული - ლ------- კ----–--ს ძე გ-------ი, პ/ნ 1----------, დაბადებული 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ზ------------------–----------–---ი, მ-------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: წ--–-----------ი, კ-–------------------ში.

 

კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილი - ,,ქურდული სამყაროს“ წევრობა;

 

ბრალდებული - ზ------ ა-–---------ეს ძე კ-------ი, პ/ნ 3----------, დაბადებული 1----–-–------------ერს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: წ--–-----------ის ს------–--------ში.

 

კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილი - „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.

 

ბრალდებული - ბ-----ი ლ------- რ-------ე, პ/ნ 6----------, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე,ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ---–-----–---------------------–-–----–--აში, ფაქტობრივად მცხოვრები: წ--–-----------ი, ი--------------------------ში.

 

კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილი - „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.

 

ბრალდებული - გ------ი ჩ------ის ძე ო------ი, პ/ნ 1----------, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ---------------------------------–------------ში.

 

კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილი - „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.

 

ადვოკატები - ო----------------–-----------–------------------------------------------–--------------------.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. მ------ დ------ეს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

მ------ დ------ე აღიარებს ქურდულ სამყაროს, სისტემატიური კავშირი აქვს საზღვრგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან და ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას, ქურდული სამყაროს საქმიანობაში მონაწილეობისათვის, ასევე აქტიურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.

 

2----–-–-------ის თვეში, მ------ დ------ეს საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების მიერ ქურდული სამყაროს კრიმინალურ იერარქიაში მიენიჭა ე.წ. „მაყურებლის“ სტატუსი. მას კანონიერი ქურდების დავალებით, თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით წ--–-ის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორგანიზება უნდა გაეკეთებინა ე.წ. „ქურდული საერთოს“, შეგროვებისათვის, ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. აღნიშნული დავალების შესაბამისად, 2----–-–-------ის თვის ბოლოს, მ------ დ------ე დაუკავშირდა ქურდული სამყაროს აქტიურ წევრს, თ---------- ვ---–---ს და ლ------- გ-------ს, ასევე ქურდული სამყაროს სხვა წევრებსა და მხარდამჭერებს, რომელთაც შეატყობინა, რომ საზღვარაგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით იგი დაინიშნა ე.წ. „მაყურებლად“ წ--–-----------ში და შეუთანხმდა მათ კანონიერი ქურდების გადაწყვეტილების შესაბამისად ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზებისთვის. კერძოდ, ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებას ორგანიზებული ხასიათი რომ ჰქონოდა, მ------ დ------ემ და თ---------- ვ---–---მა მოაწყეს ე.წ. „ქურდული შეკრება“, სადაც განიხილეს და დაადგინეს, რომ ე.წ. „ქურდულ საერთოში“ შესატანი თანხა, წ--–-----------ის მაცხოვრებლებს უნდა გადაეხადათ ყოველი თვის 10 რიცხვში, ხოლო იმ პირებს, ვისაც ხელფასი ერიცხებოდათ ბანკში, თანხის ჩარიცხვის მომდევნო დღეს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მ. დ------ემ და თ. ვ---–---მა შეატყობინეს ქურდული სამყაროს მხარდამჭერებს, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ქურდული საერთოს შეგროვებაში.

 

მ------ დ------ის, თ---------- ვ---–---ისა და ლ------- გ-------ის ხელმძღვანელობით წ--–-----------ის მაცხოვრებლებისგან ქურდული სამყაროს წევრებისა და მხარდამჭერების დახმარებით, 2----–-–-----------------ოს თვეში შეგროვებულ იქნა ე.წ. „ქურდული საერთოს“ თანხა, საიდანაც 1300 ლარი, კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით, 2----–-–-------------ოს, გადაერიცხა ერთ-ერთი კანონიერი ქურდის ოჯახის წევრს.

 

1.2. მ------ დ------ეს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანას უკანონოდ შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

მ------ დ------ემ , გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა 5,89 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, რასაც უკანონოდ ინახავდა მის საცხოვრებელ სახლში და რაც 2----–-–--------------ერს, საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა, წ--–-ა, რ---------–--------------ში მდებარე მ------ დ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.

 

1.3. თ---------- ვ---–---ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თ---------- ვ---–---ი აღიარებს ქურდულ სამყაროს, სისტემატიური კავშირი აქვს საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან და ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას, ქურდული სამყაროს საქმიანობაში მონაწილეობისათვის, ასევე აქტიურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.

 

2----–-–-------ის თვეში, მ------ დ------ეს საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების მიერ ,ქურდული სამყაროს კრიმინალურ იერარქიაში მიენიჭა ე.წ. „მაყურებლის“ სტატუსი. მას კანონიერი ქურდების დავალებით, თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით წ--–-ის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორგანიზება უნდა გაეკეთებინა ე.წ. „ქურდული საერთოს“, შეგროვებისათვის, ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. აღნიშნული დავალების შესაბამისად, 2----–-–-------ის თვის ბოლოს, მ------ დ------ე დაუკავშირდა ქურდული სამყაროს აქტიურ წევრს, თ---------- ვ---–---ს და ლ------- გ-------ს, ასევე ქურდული სამყაროს სხვა წევრებსა და მხარდამჭერებს, რომელთაც შეატყობინა, რომ საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით იგი დაინიშნა ე.წ. „მაყურებლად“ წ--–-----------ში და შეუთანხმდა მათ კანონიერი ქურდების გადაწყვეტილების შესაბამისად ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზებისთვის. კერძოდ, ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებას ორგანიზებული ხასიათი რომ ჰქონოდა, მ------ დ------ემ და თ---------- ვ---–---მა მოაწყეს ე.წ. „ქურდული შეკრება,“ სადაც განიხილეს და დაადგინეს, რომ ე.წ. „ქურდულ საერთოში“ შესატანი თანხა, წ--–-----------ის მაცხოვრებლებს უნდა გადაეხადათ ყოველი თვის 10 რიცხვში, ხოლო იმ პირებს ვისაც ხელფასი ერიცხებოდათ ბანკში, თანხის ჩარიცხვის მომდევნო დღეს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მ. დ------ემ და თ. ვ---–---მა შეატყობინეს ქურდული სამყაროს მხარდამჭერებს, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ქურდული საერთოს შეგროვებაში. - ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების მიზნით თ. ვ---–---ი დაუკავშირდა წ--–-----------ში მაცხოვრებელ ქურდული სამყაროს მხარდამჭერებს ბ----- რ-------ეს, ზ------ კ-------ს, გ------ი ო------ს და სხვებს ,რომელთა მეშვეობით იგი მ------ დ------ესთან და ლ------- გ-------თან ერთად ორგანიზებას უწევდა ე.წ. ქურდული საერთოს შეგროვებას. თ---------- ვ---–---ი, პერიოდულად უკავშირდებოდა მ------ დ------ეს და ლ------- გ-------ს, ისინი აწვდიდნენ ერთმანეთს ინფორმაციას ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების მიმდინარეობის შესახებ და განიხილავდნენ კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით, შეგროვებული ე.წ. „ქურდული საერთოს“ თანხის ქურდული სამყაროს მიზნებისთვის წარმართვის საკითხს. მ------ დ------ის, თ---------- ვ---–---ისა და ლ------- გ-------ის ხელმძღვანელობით, წ--–-----------ის მაცხოვრებლებისგან ქურდული სამყაროს წევრებისა და მხარდამჭერების დახმარებით, 2----–-–-----------------ოს თვეში შეგროვებულ იქნა ე.წ. „ქურდული საერთოს“ თანხა, საიდანაც 1300 ლარი, კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით 2----–-–-------------ოს, გადაერიცხა ერთ-ერთი კანონიერი ქურდის ოჯახის წევრს.

 

1.4. ლ------- გ-------ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა „ქურდული სამყაროს“ წევრობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ლ------- გ-------ი აღიარებს ქურდულ სამყაროს, სისტემატიური კავშირი აქვს ქურდული სამყაროს აქტიურ წევრებთან მ------ დ------ესთან, თ---------- ვ---–---თან და სხვებთან, თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას, ქურდული სამყაროს საქმიანობაში მონაწილეობისათვის, ასევე აქტიურად მონაწილებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორიცელებლად.

 

ლ------- გ-------ი, ქურდული სამყაროს წევრებთან, მ------ დ------ესთან და თ---------- ვ---–---თად ერთად, ასევე ქურდული სამყაროს მხარდამჭერების ბ-----ი რ-------ის, ზ------ კ-------ის, გ------ი ო------ის და სხვების დახმარებით და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, 2----–-–-------ი-ა------ოს თვეში ორგანიზებას უწევდა წ--–-ის მუნიციპალიტეტში და სოფლებში ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებას, ქურდული სამყაროს მიზნებისათვის. იგი სისტემატიურად უკავშირდებოდა მ------ დ------ეს და თ---------- ვ---–---ს, ინტერესდებოდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებით და მათთან ერთად განიხილავდა, კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით, შეგროვებული ე.წ. ”ქურდული საერთოს“ თანხის ქურდული სამყაროს მიზნებისთვის წარმართვის საკითხს. მ------ დ------ის, თ---------- ვ---–---ისა და ლ------- გ-------ის ხელმძღვანელობით, წ--–-----------ის ქურდული სამყაროს წევრებისა და მხარდამჭერების დახმარებით, 2----–-–-----------------ოს თვეში შეგროვებულ იქნა ე.წ. „ქურდული საერთოს“ თანხა, საიდანაც 1300 ლარი, კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით 2----–-–-------------ოს, გადაერიცხა ერთ-ერთი კანონიერი ქურდის ოჯახის წევრს.

 

1.5. ზ------ კ-------ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ზ------ კ-------ისთვის ცნობილი იყო, რომ საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების დავალებით, ქურდული სამყაროს წევრი თ---------- ვ---–---ი, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ორგანიზებას უწევდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებას. ზ------ კ-------ი დათანხმდა თ---------- ვ---–---ის შემოთავაზებას, რომ მონაწილეობა მიეღო ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზებაში და ე.წ. „ქურდულ საერთოში“ შეეტანა საკუთარი თანხა. გამოხატავდა რა პატივისცემას, როგორც თ---------- ვ---–---ის კრიმინალური ავტორიტეტისადმი, ასევე მთლიანად „ქურდული სამყაროსადმი“, ზ------ კ-------ი აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებაში და თავადაც უშუალოდ შეიტანა საკუთარი თანხა ე.წ. „ქურდულ საერთოში“.

 

1.6. ბ-----ი რ-------ეს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ბ-----ი რ-------ესთვის ცნობილი იყო, რომ საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების დავალებით, ქურდული სამყაროს წევრი თ---------- ვ---–---ი, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ორგანიზებას უწევდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებას. ბ-----ი რ-------ე დათანხმდა თ---------- ვ---–---ის შემოთავაზებას, რომ მონაწილეობა მიეღო ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზებაში და ე.წ. „ქურდულ საერთოში“ შეეტანა საკუთარი თანხა. გამოხატავდა რა პატივისცემას, როგორც თ---------- ვ---–---ის კრიმინალური ავტორიტეტისადმი, ასევე მთლიანად „ქურდული სამყაროსადმი“, ბ-----ი რ-------ე აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებაში და თავადაც უშუალოდ შეიტანა საკუთარი თანხა ე.წ. „ქურდულ საერთოში“.

 

1.7. გ------ი ო------ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ------ი ო------ისთვის ცნობილი იყო, რომ საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების დავალებით, ქურდული სამყაროს წევრი თ---------- ვ---–---ი, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ორგანიზებას უწევდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებას. გ------ი ო------ი დათანხმდა თ---------- ვ---–---ის შემოთავაზებას, რომ მონაწილეობა მიეღო ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზებაში და ე.წ. „ქურდულ საერთოში“ შეეტანა საკუთარი თანხა. გამოხატავდა რა პატივისცემას, როგორც თ---------- ვ---–---ის კრიმინალური ავტორიტეტისადმი, ასევე მთლიანად „ქურდული სამყაროსადმი“, გ------ი ო------ი აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებაში და თავადაც უშუალოდ შეიტანა საკუთარი თანხა ე.წ. „ქურდულ საერთოში“.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ მ------ დ------ემ და თ---------- ვ---–---მა ჩაიდინეს „ქურდული სამყაროს წევრობა“ და „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, ლ------- გ-------მა - „ქურდული სამყაროს წევრობა“, ხოლო ზ------ კ-------მა, ბ-----ი რ-------ემ და გ------ი ო------მა - „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა.

 

2.2. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ მ------ დ------ემ უკანონოდ შეიძინა 5,89 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, რასაც უკანონოდ ინახავდა მის საცხოვრებელ სახლში - წ--–-ა, რ---------–--------------ში, საიდანაც ამოღებული იქნა 2----–-–--------------ერს, ჩატარებული ჩხრეკისას.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ მ------ დ------ის და თ---------- ვ---–---ის მიერ - „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, ლ------- გ-------ის - „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ხოლო ზ------ კ-------ის, ბ-----ი რ-------ის და გ------ი ო------ის მიერ - „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეების ა------------–---ის, მ--–----------–---ის, ე-----–-----–---ის, გ-----------–----ის, თ---------------ის, თ----- მ-----ის, ბ-------------ის, თ----- გ----–---ის, ბ----------–---ის, ი-–----------------ის, მ--–----------–---ის, გ------------ს, ნ-------------ის, ასევე კ-------------------------–---–ის და გ---------------–იას ჩვენებები, ფარული აუდიო ჩანაწერები და მათი გაშიფრული ტექსტები, ფონოსკოპიური ექსპერტის დასკვნა, ჩხრეკის ოქმები და ამოღებული ჩანაწერები, ,,ს----------–---------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ვებ გვერდ ,,პ-------------ს“ მონაცემები, საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტები, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში მონაწილე გამომძიებლების ჩვენებები.

 

3.3. მოწმე ა------------–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ წ--–-აში ჰყავს მშობლები და აქვს სახლი. მისი ოჯახი წ--–-----------ში ფლობს საშაურმეს. მისთვის ცნობილია, რომ ბრალდებულები ბ-----ი რ-------ე, თ------ ვ---–---ი, გ------ი ო------ი მუშაობენ უცხოურ კომპანია ,,ე---ში“, ხოლო მ------ დ------ეს აქვს ოჯახური ბიზნესები, მათ შორის ავტოსამრეცხაო, სადაც ერთმანეთს შეხვედრიან ხოლმე. ბრალდებულების კრიმინალური სტატუსის შესახებ, არაფერი სმენია. 2----–-–------------–ში იყო წ--–-აში, ოჯახს ეხმარებოდა მეურნეობაში. ამ პერიოდში შესაძლებელია გ------ი ო------ის მანქანით მოძრაობდა. შესაძლებელია ბრალდებულებთან ერთად საქეიფოდ ან გასართობად ტყეშიც წასულა, თუმცა მისთვის არაფერია ცნობილი იმის შესახებ, რომ ბრალდებულები რაიმე ფულს აგროვებდნენ. მას წარსულში ბ----- რ-------ისთვის ფული უსესხებია, რომელიც, როგორც წესი, უკან უბრუნებდა ხოლმე ვალს. 2----–-–------------–ში ბ----- რ-------ისთვის თ---------- ვ---–---ზე გადასაცემი თანხა არ გადაუცია. წ--–-ის ,,მაყურებელთან“ ან ,,ქურდულ საერთოსთან“ დაკავშირებით არაფერი იცის. მისთვის არაფერია ცნობილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მ------ დ------ის კავშირებზე. იგი მანქანით ტყეში არავის წაუყვანია. მისი მობილურის ნომერი იყო 5--------. 2----–-–------------–ში თ---------- ვ---–---თან საქმიანი საუბარი, არც ტელეფონით და არც პირადად, არ ჰქონია. წ--–-----------ში ხშირად ხდება გაჭირვებული ხალხის, მათ შორის ბავშვების დასახმარებლად თანხის აგროვება. მისთვის ცნობილია, რომ 2------------–--–ს, მ------ დ------ის ოჯახს წ--–-აში დაეწვა სახლი და სოფლის მაცხოვრებლებმა თანხა შეუგროვეს დასახმარებლად. შემწირველთა შორის იყო მამამისიც. მისთვის ასევე ცნობილია, რომ წ--–-აში ხ---------ების ოჯახს დაეღუპა შვილი და მათ დასახმარებლად ასევე აგროვდა მოსახლეობაში ფული. მისთვის არაფერი იყო ცნობილი იმის თაობაზე, რომ წ--–-აში ე.წ. ,,ქურდული საერთო“ გროვდებოდა.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბრალდების მხარის შუამდგომლობით, სასამართლოში საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია. კერძოდ: ,,გამომძიებლის მიერ განმემარტა ჩემი უფლება-მოვალეობები, მათ შორის, რომ მაქვს დამცველის მოწვევის უფლება, მაგრამ დამცველის მოწვევის უფლებას არ ვსაჭიროებ და ჩემს ინტერესებს დავიცავ პირადად, საქმის ირგვლივ განგიმარტავთ შემდეგს: ვცხოვრობ წ--–-----------ში ოჯახთან ერთად, მაგრამ ვმუშაობ თბილისში ა---------------------------–-აზე და დროებით ვცხოვრობ წ-----ში. უკანასკნელი ორი წელია ძირითადად ვარ თბილისში, თან ვსწავლობ უმაღლეს სასწავლებელში და სწავლასთან ერთად პარალელურად ვუთავსებ სამსახურს, როცა მაქვს საშუალება ჩავდივარ წ--–-აში ოჯახთან ერთად. წ--–-აში ვარ გაზრდილი, შესაბამისად ვიცნობ წ--–-ის მაცხოვრებლებს, კერძოდ ვიცნობ, ბ----- რ-------ეს, დ-----------–---ს (იგივე ლ------- გ-------ს), გ------ი ო------ს, თ---------- ვ---–---ს და მ------ დ------ეს, ხოლო ზ------ კ-------ს არ ვიცნობ. ამ ზაფხულს ვიყავი წ--–-აში, ვეხმარებოდი ოჯახს თივის მოტანაში. ჩემთან ერთად იყო ასევე ბ----- რ-------ეც. სამუშაოს რომ მოვრჩით წ--–-ის ცენტრში, სადაც ქეიფობდნენ ბიჭები, კერძოდ იყვნენ, თ---------- ვ---–---ი, გ------ი ო------ი და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც არ მახსოვს. გ------ი ო------ი იყო თავისი მანქანით, ის სვამდა და სწორედ ამ დროს თ---------- ვ---–---მა მითხრა გ------ი ო------ის ა/მანქანის საჭესთან დაჯექი და საქმეზე წავიდეთო. მართლაც ,მე დავჯექი საჭესთან. მანქანაში ჩაჯდა თ---------- ვ---–---ი და დავიძარით. მივედით მ------ დ------ის სახლთან, რა დროსაც ის გამოვიდა, ჩაგვიჯდა მანქანაში და მე მითხრეს რომ წავსულიყავით ტყეში. მართლაც, მე წავედი მათი მითითებისამებრ, გავაჩერე ტყეში მანქანა. როდესაც მანქანა გავაჩერეთ თ---------- ვ---–---მა აღნიშნა რომ მ------ დ------ე დანიშნული იყო წ--–-ის მაყურებლად, რის შემდეგაც უკვე სიტყვა გადასცა მ------ დ------ეს, თავის მხრივ მ------ დ------ემ განმარტა, რომ თ--------ში ვიყავი გადასული და ქურდებმა წ--–-ა ჩამაბარესო, მაყურებლად დამნიშნესო. ამ შეხვედრას ესწრებოდა თ---------- ვ---–---ი, ბ----- გ--–---ი და თავისთავად მ------ დ------ე. იმის შემდეგ,რაც მ------ დ------ემ დაასრულა საკუთარი თავის წარდგენა, ჩვენ დავიშალეთ. აღნიშნული შეხვედრიდან რამოდენიმე დღის შემდეგ შემთხვევით შევხვდი თ---------- ვ---–---ს და შეხვედრისას მითხრა, რომ აგროვებდნენ ფულს, ჭირდებოდათ და მკითხა ხომ ვერ დავეხმარებოდი. მე იმ მომენტში ფული არ მქონდა და ვუთხარი რომ იმ დღეს ვერაფერს მივცემდი და თუ ვიშოვიდი სამომავლოდ, დავეხმარებოდი. მეორე დღეს მე წამოვედი თბილისში და საერთოდ არ მახსოვდა ფულის თემა. რაღაც დროის გასვლის შემდეგ დამირეკა თ---------- ვ---–---მა და შემახსენა ფულის დადების თემა, მეც მინდოდა რამენაირად მომეშორებინა თავიდან და დავპირდი რომ მივცემდი ფულს. აღნიშნული ზარიდან გავიდა რამოდენიმე დღე და ჩემთან სამსახურში მოვიდა ბ----- რ-------ე, რა დროსაც მითხრა რომ დამირეკა თ---------- ვ---–---მა და მითხრა ფულზე შეახსენეო. მე ბ---ს ვუთხარი, რომ არ მქონდა ფული და როდესაც ავიღებდი ხელფასს, ჩავიდოდი წ--–-აში და მივცემდი ფულს. მართლაც, გარკვეული დროის შემდეგ მე ავედი წ--–-აში და 50 ლარი გადავეცი ბ--- რ-------ეს, ამ უკანასკნელს თ---------- ვ---–---ისთვის უნდა გადაეცა. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: მე, მათ ფული მივეცი იმიტომ, რომ გადავწყვიტე დახმარება, არ ვიცოდი რომ ქურდულ ობშიაკს აგროვებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დავდებდი მაგ ფულს. კითხვაზე გიპასუხებთ: მე ვიფიქრე, რომ რაღაც ვალი ჰქონდათ და სწორედ ვალის გამო აგროვებდნენ ფულს. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მ------ დ------ე, ლ------- გ-------ი და თ---------- ვ---–---ი არიან კრიმინალური ავტორიტეტები. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: სხვამ თუ ვინ დადო ფული ე.წ. ობშიაკში, ჩემთვის უცნობია. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: მას შემდეგ, რაც გადავიხადე ფული, აღარ შემომხმიანებიან. ზოგადად აღნიშნულ პიროვნებებთან მაქვს მხოლოდ ნაცნობური ურთიერთობა. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: მ------ დ------ესთან მე შეხება არ მქონია, როგორც გავიგე შეხვედრაზე ის ქურდებს დაუნიშნავთ მაყურებლად. თუ რომელმა ქურდებმა დანიშნეს, ჩემთვის უცნობია, რადგან მსგავს საქმეებში მე არ ვერევი. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: წინა დღეებში ტელევიზიით გავიგე, რომ წ--–-აში დაუჭერიათ ქურდული ობშიაკის აგროვებისთვის თ---------- ვ---–---ი, ბ-----ი რ-------ე, ლ------- გ-------ი, გ------ი ო------ი და სხვები“.

 

3.5. მოწმე ა-------------–---მა არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ გამომძიებელს მისთვის უფლებები არ გაუცნია. მას აქვს მხედველობის პრობლემა, კითხვისას ესაჭიროება სათვალე, რომელიც გამოკითხვისას თან არ ჰქონია, ენდო გამომძიებელს, რომელმაც დაბეჭდა ჩვენება, რომელსაც მან ისე მოაწერა ხელი და გააკეთა მინაწერი - ,,ჩვენება დაბეჭდილია ჩემი კარნახით, ვეთანხმები, სწორია და ვაწერ ხელს“, რომ არ წაუკითხავს.

 

3.6. მოწმე ე-----–-----–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი ცხოვრობს და მუშაობს წ--–-----------ში, საიდანაც იცნობს ბრალდებულებს ზ------ კ-------ს, მ------ დ------ეს, ბ-----ი რ-------ეს და თ---------- ვ---–---ს. მისთვის ცნობილია, რომ ზ------ კ-------ი დასაქმებული იყო კერძო კომპანია ,,ე---ში“. სხვა ბრალდებულები რას საქმიანობდნენ, არ იცის. დაახლოებით სამი წელია სარგებლობს მობილური ტელეფონის ნომრით 5--------. დაახლოებით 2----–-–--------------–----------–ში, სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა თ---------- ვ---–---თან. მათ შორის იყო საუბარი, რომ თანხას აგროვებდნენ გაჭირვებულების დასახმარებლად და თუ ჰქონდა რამის საშუალება, დახმარებოდა, რაზეც მან უპასუხა, რომ შესაძლებლობა არ ჰქონდა. მათ სოფელში მიღებული წესია, რომ გაჭირვებულებისთვის თანხა გროვდება ხოლმე, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ამასთან, თ---------- ვ---–---ის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას, იძულებას, ადგილი არ ჰქონია. მათ შორის საუბარი იყო შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებაზე. სხვა პირების მიერ თანხის დადებაზე ან თანხის აგროვებაში ჩართულობაზე, თ---------- ვ---–---თან მას არ უსაუბრია. საუბარში ზ------ კ-------ი არ უხსენებიათ. იგი ყოველ დღე დადიოდა სოფლიდან რაიონში და თ---------- ვ---–---მა უთხრა, რომ შესაძლებელია ა--–-- გ----–---ი შემხმიანებოდა და გაეტანებინა თანხა თ---------- ვ---–---ისთვის გადასაცემად, თუმცა არც არავინ შეხმიანებია და არც თანხა მიუტანია მისთვის. რაიმე სახის ინფორმაცია წ--–-----------ში ,,ქურდული საერთოს“ აგროვებასთან დაკავშირებით, არ გააჩნია.

 

3.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბრალდების მხარის შუამდგომლობით, სასამართლოში საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციის ნაწილი. კერძოდ: ,,დამირეკა თ---------- ვ---–---მა და მკითხა - იმ საქმეზე ვინმესთან ხომ არ გისაუბრიაო? რაზეც მე ვუპასუხე, რომ არავისთან არ მქონდა ნასაუბრები, რის შემდეგაც მითხრა, ამაღამ ზ------ კ-------ი გნახავსო, ამის შემდეგ ისევ რამდენიმე დღეში დამირეკა თ---------- ვ---–---მა და მითხრა, რომ სოფელ კ--------იდან მომაწვდიდა ა--–-- გ----–---ი და კიდევ სხვები ვისაც შეგროვილი ექნებოდა“.

 

3.8. მოწმე ე-----–-----–---მა განმარტა, რომ არ იცის რატომ წერია სიცრუე მისი გამოკითხვის ოქმში, რადგან არანაირი შეხვედრა რაიმე კონკრეტულ საკითხზე ზ------ კ-------თან არ ჰქონია.

 

3.9. მოწმე გ-----------–----ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი არის მძღოლი. ბრალდებულებიდან იცნობს მ------ დ------ეს, რომელიც წარმოშობით არის მისი სოფლიდან და ეკუთვნის შორეულ ნათესავად. აქვთ იშვიათი კონტაქტი. 2----–-–------–--ის თვეში, ესაუბრა მ------ დ------ეს, ვინაიდან ჰქონდა ტენდერი მოგებული, რომლის ფარგლებში კარტოფილით ამარაგებდა ობიექტს. თუმცა, როდესაც უნდა მიეღო ანაზღაურება ზ--------------–--ისაგან 4000 ლარი, ოდენობით, ეს უკანასკნელი ტელეფონზე აღარ პასუხობდა. მისთვის ცნობილი იყო, რომ მ------ დ------ე ცხოვრობდა მ-------–---ის მონასტერში, რომელიც ასევე აწარმოებდა კარტოფილს და დაუკავშირდა მას, რათა გაერკვია, ხომ არ იცნობდა ზ--------------–--ეს. მ------ დ------ემ უპასუხა, რომ არ ეცალა, გაარკვევდა იცნობდა თუ არა და თუ იცნობდა, მოგვიანებით დაეხმარებოდა მის მოძიებაში. ამის შემდეგ მ------ დ------ეს აღარ შეხმიანებია.

 

3.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბრალდების მხარის შუამდგომლობით, სასამართლოში საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია. კერძოდ: ,,2----–-–------–--ის თვეში ჩემი ნომრიდან 5-------- დავურეკე მ------ დ------ეს და ვთხოვე პრობლემის გადაჭრა. პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში - მე და ჩემს ბიძაშვილს ო----------–----ეს ამოსაღები გვქონდა გარკვეული რაოდენობის თანხა, კერძოდ 4100 ლარი. თანხა მოსაცემი ქონდა ზ-------------–--ეს. აღნიშნული პიროვნება არ იხდიდა ზ/აღნიშნულ თანხას და იძულებული გავხდი დახმარებისთვის მიმემართა მ------ დ------ისთვის. მას სატელეფონო საუბრისას ვთხოვე დახმარება და დახმარების შემთხვევაში, პატივისცემის გარეშე არ დარჩებოდა. საუბრისას მ------იმ მითხრა, შევხვედროდით ერთმანეთს და დეტალურად ამეხსნა სიტუაცია მისთვის, ასევე მ------ი დაინტერესდა ზ-------------–--ის პიროვნებით, თუ ვინ იყო ან რა შემოსავლები გააჩნდა და საერთოდ რითი არსებობდა, რაზეც მე ვუთხარი რომ ზ--------------–--ე არის ტენდერებში-თქო, ამარაგებს ჯ-----თქო“.

 

3.11. მოწმე გ-----------–----ე არ დაეთანხმა გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციას და განმარტა, რომ გამომძიებელს მან ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც სასამართლოს. გამომძიებელმა დაბეჭდა გამოკითხვის ოქმი, რომელიც მას არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი.

 

3.12. მოწმე თ---------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი ცხოვრობს წ--–-აში და არის სასწრაფო დახმარების მძღოლი. თ----- მ-----ეს იცნობს. ისიც სასწრაფოს მძღოლია. 2----–-–------–--ში ფულის აგროვების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. მას და თ----- მ-----ეს წარსულში ერთმანეთისთვის ფული უსესხებიათ ხოლმე, თუმცა 2----–-–------–--ის თვეში თ----- მ-----ეს რაიმე თანხა, ვინმეზე გადასაცემად, მისთვის არ მოუთხოვია. გამოძიებაში გამოკითხვისას მან გამომძიებელს უთხრა, რომ მ------ დ------ეს არ იცნობდა და არც ფული გადაუცია მისთვის. დაახლოებით სამი წელია, რაც სარგებლობს მობილური ტელეფონის ნომრით 5--------.

 

3.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბრალდების მხარის შუამდგომლობით, სასამართლოში საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია. კერძოდ: ,,ვცხოვრობ ზ/აღნიშნულ მისამართზე ოჯახთან ერთად, ვმუშაობ წ--–-----------ში სასწრაფოს მძღოლად, მყავს თანამშრომელი თ----- მ-----ე, მასთან მაქვს ახლო ურთიერთობა. რამდენიმე თვის წინ ჩემთან მოვიდა თ----- მ-----ე და მითხრა, რომ წ--–-აში მაცხოვრებელი კრიმინალური ავტორიტეტი მ------ დ------ე, წ--–-----------ში აგროვებდა ქურდულ ობშიაკს და მკითხა, ხომ არ გაქვს სურვილი წვლილი შეიტანოო. რადგან მ------ დ------ე არის კრიმინალური ავტორიტეტი და მასთან არ მინდოდა დაძაბული ურთიერთობა მქონოდა, გადავწყვიტე, რომ მეც დამედო ფული ქურდულ ობშიაკში. ამ მიზნით თ----- მ-----ეს მივეცი 30 ლარი, ხოლო ამ უკანასკნელმა ჩემს მიერ დადებული 30 ლარი და თავისი წილი 20 ლარი, ჯამში 50 ლარი გადასცა მ------ დ------ეს. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: მე, მ------ დ------ესთან არანაირი შეხება არ მაქვს, ასევე არანაირი შეხება არ მაქვს ლ------- გ-------თან, თ---------- ვ---–---თან, გ------ი ო------თან და ზ------ კ-------თან. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: ჩემი და თ----- მ-----ის გარდა კიდევ თუ ვინ გააკეთა შენატანი ქურდულ ობშიაკში, ჩემთვის უცნობია. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: მხოლოდ ერთხელ შევიტანე თანხა ქურდულ ობშიაკში. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: მ------ დ------ე არის თუ არა წ--–-ის მაყურებელი ჩემთვის უცნობია.“

 

3.14. მოწმე თ------ ქ------ემ განმარტა, რომ გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია მას არ მიუწოდებია. გამოკითხვის ოქმში მხოლოდ ორი ხაზი წაიკითხა, დანარჩენის წაკითხვა ვეღარ შეძლო, ისე მოაწერა ხელი. გამომძიებელმა საიდან მოიტანა, რომ მან მ------ დ------ეს ფული გადასცა, არ იცის. მოგვიანებით, პროკურორმა დაიბარა და უთხრა, რომ თუკი გამოკითხვის ოქმს არ დაადასტურებდა, თავისუფლების აღკვეთა ელოდა, ასევე პრობლემები შეექმნებოდა მის შვილებს, რის გამოც მიმართა გენერალურ ინსპექციას და სახალხო დამცველს.

 

3.15. მოწმე თ----- მ-----ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ცხოვრობს წ--–-აში და არის სასწრაფო დახმარების მძღოლი. 5-6 წელია, რაც იცნობს მ------ დ------ეს, თუმცა ახლო ურთიერთობა არ ჰქონიათ. სარგებლობს ტელეფონის ნომრით 5--------. იგი აშენებდა სახლს, რა დროსაც სამშენებლო ცემენტი გამოართვა მ------ დ------ეს და ჰქონდა მისი ვალი - 50 ლარი. 2----–-–------------–ში, მას დაურეკა მ------ დ------ემ, აინტერესებდა, რას შვებოდა, რის შემდეგ მან დაუბრუნა ვალი ამ უკანასკნელს. მათ შორის საუბარი არ დაძაბულა. თ---------------ე არის მასავით სასწრაფოს მძღოლი და მათ ერთმანეთის ვალი ხშირად აქვთ. 2----–-–------------–ში, თ---------------ემ მას გადასცა მამამისზე გადასაცემი თანხა. მ------ დ------ესთან საუბარში ახსენეს თ---------------ე, რადგან თანხა, რომელიც თ---------------ემ გაატანა მამამისთან, მას უნდა გამოეყენებინა მ------ დ------ის ვალის გასასტუმრებლად. მ------ დ------ის ვალი ჰქონდა 60 ლარი, თუმცა მაინც ვერ შეძლო ვალის სრულად დაფარვა და მისცა მხოლოდ 50 ლარი. მისთვის არაფერი იყო ცნობილი წ--–-აში ,,ქურდული საერთოს“ შეგროვებასთან დაკავშირებით.

 

3.16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბრალდების მხარის შუამდგომლობით, სასამართლოში საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციის ნაწილი. კერძოდ: ,, წლებია უკვე ვცხოვრობ წ--–-აში ოჯახთან ერთად, ვმუშაობ წ--–-აში სასწრაფოს მძღოლად, წ--–-აში ჩემნაირად ცხოვრობს აჭარელი ოჯახი და ერთ-ერთი ასეთი არის მ------ დ------ის ოჯახი. მ------ დ------ეს ვიცნობ, ის ცხოვრობს წ--–-აში ოჯახთან ერთად, არის უმუშევარი და არის კრიმინალური ავტორიტეტი. დაახლოებით ერთი სამი თვის უკან, მე შემხვდა მ------ დ------ე და მითხრა, რომ ის გადასული იყო თ--------ში კანონიერ ქურდებთან და დანიშნეს წ--–-ის მაყურებლად, ჩააბარეს წ--–-ა, ამისთვის საჭირო იყო წ--–-აში და მის სოფლებში გაცოცხლებულიყო ქურდული ტრადიციები და ერთ-ერთი ასეთ ქმედებას წარმოადგენდა წ--–-----------ში ქურდული ობშიაკის შეგროვება და მითხრა თუ მექნებოდა სურვილი ქურდულ ობშიაკში დამედო ფული და მომეძებნა სხვა ადამიანები, ვინც ქურდულ ობშიაკში შეიტანდა თანხებს, მაგრამ მე ვუთხარი რომ ვერავისთან მივიდოდი და ვერავის ვთხოვდი ქურდულ ობშიაკში ფულის დადებას, მხოლოდ ვთხოვდი ჩემს მეგობარს თ---------------ეს. მართლაც მე, თ---------------ეს ავუხსენი სიტუაცია იმის შესახებ, რომ მ------ დ------ე აგროვებდა ქურდულ ობშიაკს და თუ ექნებოდა სურვილი მასაც დაედო თანხა შესაძლებლობის ფარგლებში. ჩემს შეთავაზებას დასთანხმდა თ---------------ეც. მას შემდეგ რაც მ------ დ------ემ შემომთავაზა ქურდულ ობშიაკში ფულის დადება, გავიდა რამდენიმე ხანი და მე არ მქონდა შესაწირი გაკეთებული და თუ არ ვცდები მ------ დ------ემ, 2----–-–------–--ის თვეში დამირეკა ჩემს ნომერზე 5-------- და მითხრა ყურებს რატომ არ იბერტყავ, როდის უნდა დადო ფულიო, რაზეც მე ვუპასუხე რომ თ---------------ეს ფული არის ჩემთან, ჩემსასაც დავამატებ და მოგაწვდი-თქო. მართლაც, თ------ ქ------ემ მომაწოდა 30 ლარი განკუთვნილი ქურდული ობშიაკისთვის, მე დავდე 20 ლარი და ჩემი და თ---------------ის ფული, ჯამში 50 ლარი, გადავეცი მ------ დ------ეს“.

 

3.17. მოწმე თ----- მ-----ე არ დაეთანხმა გამოძიებაში მისი გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციას და განმარტა, რომ გამომძიებლისთვის მას არ მოუყოლია, რომ ,,ქურდული საერთოსთვის“ ფული შეწირა. გამომძიებელს უთხრა, რომ მ------ დ------ეს ვალი დაუბრუნა. მან ისე მოაწერა გამოკითხვის ოქმს ხელი, რომ არ წაუკითხავს. არც იცოდა, რომ ოქმი უნდა წაეკითხა. მოგვიანებით პროკურორმა დაიბარა, წაუკითხა მისი გამოკითხვის ოქმი და განუმარტა, რა შედეგები შეიძლება მოყოლოდა ცრუ ჩვენებას, დაემუქრა, რომ დაიჭერდნენ და მას პრობლემები შეექმნებოდა. მას აიძულებდნენ სასამართლოში ეთქვა ტყუილი, რაზეც მიმართა გენერალურ ინსპექციას და სახალხო დამცველს.

 

3.18. მოწმე ბ-------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თ---------- ვ---–---ი და ლ------- გ-------ი არიან მისი ნათესავები, დანარჩენ ბრალდებულებთანაც ახლობლობს. ბრალდებულების რაიმე კავშირზე ,,ქურდულ სამყაროსთან“ არაფერი იცის. წ--–-----------ში ,,ქურდული საერთოს“ აკრეფაზე არაფერი სმენია. 2----–-–--------------–-----------–ის პერიოდში სარგებლობდა მობილური ტელეფონის ნომრით 5--------. წ--–-ა პატარა რაიონია, სადაც ბევრი გაჭირვებულია. სვანებს ხატზე აქვთ დაფიცებული, რომ გაჭირვებულებს გვერდით უნდა დაუდგნენ. რაიონში ხალხის დასახმარებლად ფულის შეგროვება, მათი ტრადიციაა, რითაც ბევრ ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნეს და ბევრს გაუხანგძლივეს. ამ კეთილ საქმეში არა მარტო თ---------- ვ---–---ი, არამედ წ--–-ის ყველა მაცხოვრებელი იყო ჩართული. თ---------- ვ---–---თან საუბარი, კონკრეტულად ვინმესთვის ფულის შეგროვებაზე, არ ჰქონია. მისთვის ცნობილია, რომ წარსულში გ------ი ხ---------ს, სიცოცხლე გაუხანგრძლივეს რაიონში შეგროვილი თანხით, ასევე მ------ დ------ეს დაეწვა სახლი და მასაც დაეხმარნენ.

 

3.19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბრალდების მხარის შუამდგომლობით, სასამართლოში საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციის ნაწილი. კერძოდ: ,,ზაფხულის თვეში მახსოვს, რომ გ------------ს ტელეფონის ნომრიდან ვესაუბრე თ---------- ვ---–---ს, რა დროსაც თ---------- ვ---–---მა მკითხა, თუ რას ვაკეთებდი იმ თემაზე მ------ რომ იყოო რას ვაპირებდით. მე ვუთხარი რომ შევხვდებოდი, თან თ---------- ვ---–---მა მითხრა, რომ ტელეფონზე არ იყო აღნიშნულ თემა სასაუბრო, თემა ეხებოდა ფულის შეგროვებას, რომლითაც ჩვენ ვეხმარებოდით გაჭირვებულ ადამიანებს, კონკრეტულად თუ ვის ვეხმარებოდით ჩემთვის უცნობია. ზოგადად ქვეყანაში და წ--–-----------ში ძალიან ბევრი გაჭირვებულია და გვაქვს სურვილი დავეხმაროთ ყველას. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: მე, ა------------–---ი, თ---------- ვ---–---ი და მ------ დ------ე, გ------ი ო------ის მანქანით ვიყავით ერთად სოფლის განაპირას, სადაც შევხვდით ლ------- გ-------ს და სწორედ იქ დაგვებადა იდეა დავხმარებოდით, გაჭირვებულებს, როგორც მოგახსენეთ მე მქონდა სურვილი დახმარების, მაგრამ ვერ შევძელი დახმარება მატერიალური სიდუხჭირის გამო“.

 

3.20. მოწმე ბ----- გ------მა განმარტა, თუ რატომ არ იყო თ---------- ვ---–---თან საუბარი სატელეფონო, თ---------- ვ---–---ს უნდა ჰკითხონ. მას საჯაროდ არასდროს გაუკეთებია სიკეთე. საუბრის შემდეგ, მოგვიანებით, იგი შეხვდა თ---------- ვ---–---ს და მათ პირადად ისაუბრეს.

 

3.21. მოწმე თ----- გ----–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ზ------ კ-------ს, თ---------- ვ---–---ს, ბ-----ი რ-------ეს და გ------ი ო------ს იცნობს დაახლოებით სამი წელია, ერთად მუშაობდნენ კომპანია ,,ე---ში“. მ------ დ------ეს და ლ------- გ-------ს იცნობს შორიდან, როგორც წ--–-ის მაცხოვრებლებს. თავადაც ცხოვრობს წ--–-----------ის სოფელ ტ----ში, რომელსაც ადრე ერქვა „ხ------“. იგი სარგებლობს მობილური ტელეფონის ნომრით 5--------. ბ----------–---მა უთხრა მას, რომ ავადმყოფისთვის აგროვებდნენ თანხას. ადამიანი, ვისაც ესაჭიროებოდა დახმარება იყო გ------ი ხ---------ი. გაჭირვებულებისთვის თანხის აგროვება წარსულშიც არაერთხელ მომხდარა, რაც მათ რაიონში ჩვეულებრივი მოვლენაა. თანხის აგროვებას ორგანიზებას ვინ უკეთებდა, არ ახსოვს. თანხა, ღიად გროვდებოდა. თავად მგონი ბ----------–---ს მისცა თანხა, რომლის ოდენობა არ ახსოვს. მისთვის უცნობია თანხის შეგროვებასთან დაკავშირებით რაიმე სია დგებოდა თუ არა. მისთვის ცნობილია, რომ მ------ დ------ის ოჯახს დაეწვა სახლი, სოფელმა ფული შეაგროვა და გადასცა დ------ეების ოჯახს. მას არასდროს ჰქონია შეხება ,,ქურდულ საერთოსთან“. 2----–-–------–--ში, მასსა და თ---------- ვ---–---ს შორის სატელეფონო საუბარს ადგილი ჰქონდა თუ არა, არ ახსოვს. თ---------- ვ---–---ს თანხის აგროვებასთან დაკავშირებით მისთვის არაფერი უთქვამს. გ---------------ეს მისთვის არანაირი თანხა არ მიუცია. ის და ბ----------–---ი 2----–-–------–--ის თვეში ,,თ----------თან“ არ შეხვედრიან თ---------- ვ---–---ს. ,,კუთხის სახლი“ რა არის, არ იცის.

 

3.22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბრალდების მხარის შუამდგომლობით, სასამართლოში საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციის ნაწილი. კერძოდ: ,,გამომძიებლის მიერ განმემარტა ჩემი უფლება-მოვალეობები, მათ შორის რომ მაქვს დამცველის მოწვევის უფლება, მაგრამ გამოძიების ამ ეტაპზე დამცველს არ ვსაჭიროებ და ჩემს ინტერესებს დავიცავ პირადად, საქმის ირგვლივ განგიმარტავთ შემდეგს: ვცხოვრობ ზ/აღნიშნულ მისამართზე ოჯახთან ერთად, წ--–-----------ი სოფელი ტ----ი, ჩემს სოფელს ერქვა ადრე სოფელი „ხ------“, სწორედ აღნიშნული სახელითაც მოვიხსენიებთ ჩემს სოფელს. შესაბამისად წ--–-----------ის სოფლებში ვიცნობ ახალგაზრდებს, კერძოდ თ---------- ვ---–---ს, მ------ დ------ეს, ბ----- რ-------ეს, გ------ი ო------ს და ლ------- გ-------ს. მათთან მაქვს მეგობრული ურთიერთობა. მ/წ ა-----–ის თვეში, თუ სწორად მახსოვს, მოვიდა ბ----------–---ი და მე და გ-------------–--ეს გვითხრა რომ გაჭირვებულებისთვის აგროვებდა წ--–-----------ი თანხას და ჩვენი სოფლიდანაც შეგროვებულიყო თანხა, რა თქმა უნდა თუ სურვილი გვქონდა ვინმეს. თავიდან იყო ნათქვამი, რომ შეგროვებული თანხა უნდა მოხმარებოდა პატიმრებს, ხოლო შემდგომ გაირკვა რომ გროვდებოდა ე.წ. ქურდული ობშიაკი. მისი შეთავაზება ჩემთვისაც აღმოჩნდა მისაღები. 07 ი--–--ს, მე და ბ----------–---ი, წ--–-აში, თ----------თან შევხვდით თ---------- ვ---–---ს და გადავეცით ქურდული ობშიაკისთვის შეგროვებული თანხა. კერძოდ ჩემი წილი იყო 50 ლარი, ხოლო ბ----------–---ის 30 ლარი. ამის შემდეგ რამოდენიმე დღეში ბ----------–---ი წავიდა ს------ში და იქიდან დამირეკა მან, ჩემს ნომერზე 5-------- და მკითხა თუ რა ხდებოდა დანარჩენ თანხასთან დაკავშირებით. მას საუბრისას ვუთხარი, რომ დარჩენილ თანხას სოფელ ხ-----ში მოვაგროვებდი. ამის შემდეგ დამირეკა თ---------- ვ---–---მა და მკითხა თუ რას ვშვებოდი დანარჩენ თანხასთან დაკავშირებით, რაზეც მე ვუთხარი რომ მოვუყრიდი თანხას თავს და მივუტანდი. მართლაც მე, ობშიაკის თანხა 40 ლარი მომიტანა გ-------------–--ემ და კიდევ ვიღაცამ მომცა 20 ლარი, თუ ვინ მომცა, არ მახსოვს. ამის შემდეგ მე შევხვდი თ---------- ვ---–---ს წ--–-აში კუთხის სახლში. ჯამში ჩვენი სოფლიდან, სოფელ ხ------დან ქურდულ ობშიაკში შეტანილ იქნა 140 ლარი. როგორც მე ვიცი ქურდული ობშიაკის შეგროვებაში ჩართული იყო ძალიან ბევრი ადამიანი, მთელ წ--–-აში და წ--–-----------ების სოფლებში ხდებოდა ქურდული ობშიაკის შეგროვება. კითხავზე გიპასუნებთ რომ: შეგროვებულ ე.წ. ობშიაკს თუ ვინ აძლევდა მიმართულებას, ჩემთვის უცნობია და აღნიშნული ინიციატივა ზოგადად ვისგან მოდიოდა, ჩემთვის უცნობია. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: უკვე მეორედ რომ მოსულიყო ვინმე და ეთქვა, ობშიაკში ფული შემოიტანეო, რა თქმა უნდა უარს ვეტყოდი. ერთხელ მივეცი და ამით მოვიშორე თავიდან. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: მ------ დ------ეს ამ საქმეში თუ რა როლი ჰქონდა, ჩემთვის უცნობია. ასევე ჩემთვის უცნობია, კიდევ ვინ შეიტანა თანხა, ასევე ვისზე შეიძლება გადაეგზავნათ. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: შეგროვებული თანხა რომ იყო ქურდული ობშიაკის, გავიგე მერე და ბ----------–---მაც არ იცოდა თავიდან, რომ თანხები იყო ქურდული ობშიაკისთვის განკუთვნილი. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: ბ----- რ-------ეს, ზ------ კ-------ს, ლ------- გ-------ს, მ------ დ------ეს და გ------ი ო------ს თუ რა როლი ქონდათ აღნიშნულ საქმეში, ჩემთვის უცნობია“.

 

3.23. მოწმე თ----- გ----–---მა განმარტა, რომ გამომძიებელმა თავდაპირველად, რომ წაუკითხა გამოკითხვის ოქმი, მან აუხსნა, რომ იქ ეწერა ტყუილი ,,ქურდულ საერთოსთან“ დაკავშირებით. გამომძიებელმა მის თვალწინ დახია გამოკითხვის ოქმი და თავიდან ამობეჭდა, რაც, არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი. მოგვიანებით, პროკურორმა დაიბარა და გაიგო, რომ მის გამოკითხვის ოქმში იყო მითითებული არასწორი ინფორმაცია, რის გამოც, განცხადებით მიმართა სახალხო დამცველს და გენერალურ ინსპექციას. პროკურორმა მიანიშნა, რომ თუ გამოკითხვის ოქმს არ დაადასტურებდა სასამართლოში, ვერაფერს უშველიდა და მოწმე ს----–---ის ბედს გაიზიარებდა, რომელიც დააპატიმრეს.

 

3.24. მოწმე ბ----------–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი ცხოვრობს წ--–-----------ის სოფელ ტ----ში, რომელსაც ადრე ერქვა „ხ------“ და იცნობს ყველა ბრალდებულს, რომლებიც ასევე არიან წ--–-ის მაცხოვრებლები. ამასთან, თ---------- ვ---–---ი იყო მისი თანამშრომელი, ბ----- რ-------ე არის მისი შორეული ნათესავი. 2----–-–------–--ის თვეში სარგებლობდა ტელეფონის ნომრით 5--------. 2----–--–ს, წ--–-----------ში შეგროვდა ფული გაჭირვებული ადამიანისთვის - გ------ი ხ---------ისთვის, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. ფულის შეგროვებისთვის ორგანიზება არავის გაუწევია. სამსახურში ითქვა, რომ ადამიანს ოპერაცია ესჭიროებოდა. არ ახსენდება, რომ თ---------- ვ---–---ი თანხის აგროვების პროცესით დაინტერესებული ყოფილიყო ან ორგანიზება გაეწია. თ----- გ----–---მა მისცა თანხა და გ------ი ხ---------ის ნათესავს ან ახლობელს გადასცა მან ერთობლივი თანხა, სულ 50 ლარი, საიდანაც მისი კუთვნილი იყო 30 ლარი. გ---------------ეს მისთვის არანაირი თანხა არ მიუცია. არც ერთი ბრალდებულისთვის მას თანხა არ გადაუცია. გაჭირვებული ადამიანისთვის თანხის აგროვება შენიღბულ ხასიათს არ ატარებდა. 2----–-–------–--ში, იგი დაახლოებით ორი კვირა იყო ს------ში, თუმცა ზუსტი რიცხვი არ ახსოვს. თანხის აგროვებაზე თ---------- ვ---–---თან საუბარი არ ჰქონია. თ---------- ვ---–---მა სატელეფონო საუბრისას შესაძლებელია უთხრა, რომ შეხვდებოდა პარკისკენ, რადგან ხშირად თამაშობდნენ ხოლმე ფეხბურთს და ფრენბურთს. მას თ---------- ვ---–---ისთვის არ უთქვამს, რომ აპირებდა ს------ში წასვლას და ადგილზე რჩებოდა თაზო, რომელიც მოაგვარებდა ფულის აკრეფის საკითხს. თ---------- ვ---–---ს მისთვის არ უთხოვია, რომ დახმარებოდა ბ----ს ბიჭების მოძებნაში, რომლებიც ფულს შეაგროვებდნენ. ბრალდებულები მშრომელი ადამიანები არიან და მათზე ცუდი არაფერი სმენია.

 

3.25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბრალდების მხარის შუამდგომლობით, სასამართლოში საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციის ნაწილი. კერძოდ: ,,გამომძიებლის მიერ განმემარტა ჩემი უფლება-მოვალეობები, მათ შორის რომ მაქვს დამცველის მოწვევის უფლება, მაგრამ გამოძიების ამ ეტაპზე დამცველს არ ვსაჭიროებ და ჩემს ინტერესებს დავიცავ პირადად, საქმის ირგვლივ განგიმარტავთ შემდეგს: ვცხოვრობ ზ/აღნიშნულ მისამართზე ოჯახთან ერთად, წ--–-----------ი სოფელი ტ----ი, ჩემს სოფელს ერქვა ადრე სოფელი „ხ------“, სწორედ აღნიშნული სახელითაც მოვიხსენიებთ ჩემს სოფელს. შესაბამისად წ--–-----------ის სოფლებში ვიცნობ ახალგაზრდებს, კერძოდ თ---------- ვ---–---ს, მ------ დ------ეს, ბ----- რ-------ეს, გ------ი ო------ს და ლ------- გ-------ს. მათთან მაქვს მეგობრული ურთიერთობა. მ/წ ა-----–ის თვეში, თუ სწორად მახსოვს ვიმყოფებოდი თ---------- ვ---–---თან ერთად წ--–-აში, სადაც თ---------- ვ---–---მა მითხრა, რომ წ--–-----------ში უნდა აგროვებულიყო თანხა ციხეში მჯდომი ბიჭებისთვის და სწორედ აგროვებულ თანხას მიმართულებას მისცემდა მ------ დ------ე უფროსი ძმების მითითებით. მე დავთანხმდი მის შემოთავაზებას. მეორე დღეს ჩემთვის ისევ თ---------- ვ---–---ისაგან გახდა ცნობილი, რომ თანხა, რომელიც შეგროვდებოდა წ--–-----------ში, იყო ე.წ. „ქურდული ობშიაკი“ და წ--–-ის სახელით უნდა გაკეთებულიყო ე.წ. „გრევი“ ძველი ბიჭების მიმართ, ხოლო აგროვებულ ქურდულ ობშიაკს მიმართულებას მისცემდნენ უფროსი ძმები. უფროს ძმებში თ---------- ვ---–---ი გულისხმობდა კანონიერ ქურდებს. თ---------- ვ---–---ის შემოთავაზებას მე დავთანხმდი. მე დამევალა ჩემს სოფელში, კერძოდ სოფელ ხ-----ში თანხის მოგროვება. თ---------- ვ---–---ის შემოთავაზების შემდეგ, მე დავიწყე უკვე ჩემს სოფელში თ---------- ვ---–---ის შემოთავაზებულის გახმოვანება, მივედი რამდენიმე ადამიანთან, ვუთხარი, რომ ვაგროვებდით თანხას ე.წ. ქურდული ობშიაკისთვის და ვისაც ქონდა სურვილი და საშუალება შემოეტანა ფული. კერძოდ მე მივედი თ----- გ----–---თან და გ------------–--ესთან. ჩემი შეთავაზება მათთვისაც აღმოჩნდა მისაღები. აღნიშნული ხდებოდა მ/წ ი--–--ის პირველ რიცხვებში. რადგან მე, 10 რიცხვში მივდიოდი ს------ში. 07 ი--–--ს მე და თ----- გ----–---ი წ--–-აში, თ----------თან შევხვდით თ---------- ვ---–---ს და გადავეცით ქურდული ობშიაკისთვის შეგროვებული თანხა, კერძოდ ჩემი წილი იყო 30 ლარი, ხოლო თ----- გ----–---ის 50 ლარი. ამის შემდეგ მე წამოვედი წ--–-იდან და რამდენმე დღეში დამირეკა თ---------- ვ---–---მა ჩემს ნომერზე 5-------- და მკითხა, თუ რა ხდებოდა დანარჩენ თანხასთან დაკავშირებით. მას საუბრისას ვუთხარი, რომ დარჩენილ თანხას სოფელ ხ-----ში მოაგროვებდა თ----- გ----–---ი. თ---- ვ---–---თან საუბრის დასრულების შემდგომ დავურეკე თ----- გ----–---ს და ვკითხე, თუ რას შვებოდა დანარჩენ თანხებთან დაკავშირებით, მან მითხრა რომ რამდენიმე დღეში დამატებით მოუყრიდა თანხას თავს. მართლაც თ----- გ----–---ს ქურდული ობშიაკის თანხა 40 ლარი მიუტანა გ-------------–--ემ და კიდევ როგორც ვიცი 20 ლარი მიუტანა თ----- გ----–---მა თ---------- ვ---–---ს. ხოლო თავის მხრივ თ----- გ----–---მა თანხა გადასცა თ---------- ვ---–---ს. ჯამში ჩვენი სოფლიდან, კერძოდ სოფელ ხ------დან ქურდულ ობშიაკში შეტანილ იქნა 140 ლარი. როგორც მე ვიცი, ქურდული ობშიაკის შეგროვებაში ჩართული იყო ძალიან ბევრი ადამიანი, მთელ წ--–-აში და წ--–-----------ის სოფლებში ხდებოდა ქურდული ობშიაკის შეგროვება. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: მ------ დ------ეს ქონდა ურთიერთობა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ კანონიერ ქურდებთან და სწორედ მათი მითითებისამებრ მიეცემოდა მიმართულება ქურდულ ობშიაკს, მ------ დ------ეს თუ რომელ ქურდთან ქონდა ურთიერთობა, ჩემთვის უცნობია, არც დავინტერესებულვარ. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: სხვა სოფლებმა თუ რამდენი შეიტანეს ქურდულ ობშიაკში ჩემთვის უცნობია. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: წ--–-----------ში ქურდული ობშიაკის შეგროვებას და ორგანიზებას უწევდნენ მ------ დ------ე, ლ------- გ-------ი და თ---------- ვ---–---ი. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: სიის დაწერას მე არ დავსწრებივარ, სწორედ დღეს ვნახე საინფორმაციო საშუალებებში რაღაც სია, სადაც მითითებული იყო წ--–-ის სოფლები და პიროვნების სახელები და სწორედ ერთ-ერთი იყო ჩემი სოფელი - ხ------ და მითითებული იყო 140. სწორედ 140 ლარი შეგროვდა ჩვენი სოფლიდან ქურდული ობშიაკის. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: ქურდული ობშიაკი ვისთან, როგორ ან როგორ უნდა გადარიცხულიყო ჩემთვის უცნობია. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: სხვა სოფლებიდან ან უშუალოდ წ--–-----------იდან ვინ შეიტანა ქურდულ ობშიაკში თანხა ჩემთვის უცნობია. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: ქურდულ ობშიაკში მე თანხა შევიტანე ჩემი ნებით, არანაირ იძულებას ჩემი მისამართით არ ჰქონია, შემდგომ მე აღარ ვაპირებდი ქურდულ ობშიაკში თანხების შეტანას. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: მ------ დ------ე, ლ------- გ-------ი და თ---------- ვ---–---ი სარგებლობენ კრიმინალური ავტორიტეტით, შესაბამისად მივეცი ფული იმიტომ რომ მომეცილებინა აღნიშნული პირები, ხოლო მეორედ უკვე აღარ ვაპირებდი ფულის დადებას. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: პოლიციის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია. არანაირ ზეწოლას ჩემს მიმართ ადგილი არ ქონია, ჩვენება მივეცი ნებაყოფლობით ”.

 

3.26. მოწმე ბ----------–---მა განმარტა, რომ გამოძიებაში მისთვის უფლებები არავის განუმარტავს. გამომძიებელს მან აუხსნა, რომ არავითარ ,,ქურდულ საერთოზე“ საუბარი არ ჰქონია და ფულს აწ გარდაცვლილი გ------ი ხ---------ის დასახმარებლად აგროვებდნენ. 2----–-–--------------ერს იგი პოლიციელებმა წაიყვანეს პროკურატურაში, სადაც წაუკითხეს გამოკითხვის ოქმი და პროკურორი დაემუქრათ მას და თ----- გ----–---ს, თუ გამოკითხვის ოქმებს არ დაადასტურებდნენ სასამართლოში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ელოდათ. ასევე აჩვენეს კადრები, როგორ აკავებდნენ ამ საქმის სხვა მოწმეებს. გამოძიებაში გამოკითხვისას მას გამოკითხვის ოქმი არ წაუკითხავს, ისე მოაწერა გულუბრყვილოდ ხელი, რადგან პირველად იყო გამოკითხვაზე და გამომძიებელს ენდო. გამოკითხვის ოქმზე არსებული მინაწერი, ,,ჩვენება დაბეჭდილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, სწორია და ვაწერ ხელს“, მისი შესრულებულია, თუმცა გამოკითხვის ოქმის შინაარსს არ ადასტურებს.

 

3.27. მოწმე ი-–----------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იცნობს ყველა ბრალდებულს, რომლებთან ერად მუშაობდა კომპანია ,,ე---ში“, გარდა მ------ დ------ისა და ლ------- გ-------ისა. ცხოვრობს წ--–-----------ის სოფელ ს-----ში, რომელსაც ადრე ერქვა „გ--------–ა“.დაახლოებით 7-8 თვეა სარგებლობს ტელეფონის ნომრით 5--------. წარსულში ასევე სარგებლობდა ტელეფონის ნომრით 5--------. გამოძიებაში დაიკითხა ,,ქურდული საერთოს“ შეგროვებასთან დაკავშირებით. ,,ქურდულ საერთოსთან“ მას არანაირი კავშირი არ ჰქონია და არც ფულის შეტანა შეუთავაზებია ვინმეს. 2----–-–------–--ი-ა------ოს თვეში, თ---------- ვ---–---თან თანხის შეგროვებაზე სატელეფონო საუბარი არ ჰქონია. მას თ---------- ვ---–---ისთვის არ უთქვამს, რომ მათი სოფელი ცალკე ააგროვებდა თანხას, რადგან თანხა საერთოდ არ აგროვებულა. გ--------------ი და მ--–----------–---ი მისი თანასოფლელები არიან. მას, გ--------------თან და მ--–----------–---თან ერთად არ სურდა ცალკე აეგროვებინათ თანხა და თ---------- ვ---–---ს მისთვის ამ პირების მონაცემების გადაგზავნა არ უთხოვია, რადგან ისინი მისგან დამოუკიდებლადაც იცნობდნენ ერთმანეთს. მას და ზ------ კ-------ს აქვთ ვალი სოფელ გ------ში, რადგან კვების ობიექტში მიირთვეს თევზი და იმის ფული დარჩათ გასასტუმრებელი.

 

3.28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბრალდების მხარის შუამდგომლობით, სასამართლოში საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციის ნაწილი. კერძოდ: ,, გამომძიებლის მიერ განმემარტა ჩემი უფლება-მოვალეობები, მათ შორის რომ მაქვს დამცველის მოწვევის უფლება, მაგრამ გამოძიების ამ ეტაპზე დამცველს არ ვსაჭიროებ და ჩემს ინტერესებს დავიცავ პირადად. ვცხოვრობ წ--–-----------ის სოფელ ს-----ში იგივე გ--------–ა. წ--–-აში და მის სოფლებში ვიცნობ ბიჭებს და მაქვს ნორმალური ურთიერთობა, კერძოდ, ვიცნობ თ---------- ვ---–---ს, გ------ი ო------ს, ბ----- რ-------ეს, ზ------ კ-------ს, ხოლო არ ვიცნობ მ------ დ------ეს და ლ------- გ-------ს. 2----–-–--------ში თუ ი--–--ში, ზუსტი თვე არ მახსოვს, დამირეკა თ---------- ვ---–---მა და მითხრა რომ რაიონში ვაცოცხლებთ ქურდულ მენტალიტეტს, ვიწყებთ ე.წ. ქურდული ობშიაკის შეგროვებას და შენს სოფელში უთხარი ყველას და ვისაც საშუალება აქვს და სურვილი წ--–-ის სახელით უნდა გავაკეთოთ ქურდული ობშიაკი და უნდა მივცეთ მერე მიმართულებაო. მე მისი შემოთავაზების წინააღმდეგი ვიყავი, არ მსურდა და არც მსურს ქურდული მენტალიტეტის გაცოცხლება და სიმართლე გითხრათ არც მსურს აღნიშნული კატეგორიის ადამიანებთან ურთიერთობა. თ---------- ვ---–---ის შემოთავაზება გავაცანი ჩემს სოფელში მაცხოვრებელ ახალგაზრდებს, კერძოდ ვუთხარი გ--------------ს და მ----------–---ს. რა თქმა უნდა მათთაც ჩემნაირად არ სურდათ მსგავს საქმიანობაში ჩაბმა. ხშირად მირეკავდა თ---------- ვ---–---ი და მახსენებდა, რაც შეიძლება სწრაფად შემეკრიბა ქურდული ობშიაკის თანხები. მე მას ვეთანხმებოდი, მაგრამ არ ვასრულებდი მის დავალებას. თ---------- ვ---–---ი და მისი სამეგობრო, კერძოდ მ------ დ------ე და სხვები არიან კრიმინალური ავტორიტეტები და ვცდილობდი მუდამ მათგან თავი შორს დამეჭირა. როგორც მოგახსენეთ, მე, გ--------------ს და მ--–----------–---ს გვინდოდა თავი აგვერიდებინა თ---------- ვ---–---ისთვის და ერთ-ერთი მორიგი დარეკვისას მას ვუთხარი რომ, ჩვენი სოფელი გ--------–ა ცალკე ააგროვებდა ქურდულ ობშიაკს და ჩვენ ცალკე მივცემდით მიმართულებას. სინამდვილეში კი არც არაფერს ვაგროვებდით და არც ვაპირებდით არაფერს, უბრალოდ მინდოდა მომეშორებინა თავიდან. აღნიშნულზე გაბრაზდა თ---------- ვ---–---ი, მირეკავდა დროდადრო, ითხოვდა ჩვენთან შეხვედრას სწორედ იმ მოტივით, რომ გაერკვია თუ რატომ გამოეყო სოფელი გ--------–ა ცალკე წ--–-----------ს და რატომ ვაკეთებდით ჩვენ ცალკე ქურდულ ობშიაკს. ის ინტერესდებოდა თუ რა მიმართულებას მივცემდით ჩვენ ქურდულ ობშიაკს, ასევე მკითხა „პაჟიზნენებში“ ვაგზავნიდით თუ არა ობშიაკს. როგორც მოგახსენეთ ითხოვდა ჩვენთან შეხვედრას, მას შეხვდა გ--------------ი და მ--–----------–---ი, მათ შორის საუბარი წარიმართა სწორედ გამოყოფის თემასთან დაკავშირებით. თ---------- ვ---–---ს ასევე პრეტენზია ქონდა, რომ სანამ ჩვენ არ გამოვხატეთ ინიციატივა, მაქამდე რატომ არ იბერტყავდით ყურებს თუ აპირებდით ქურდული ობშიაკის შეგროვებასო. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: თ---------- ვ---–---თან ერთად თუ ვინ იყო ქურდული მენტალიტეტის და ქურდული ობშიაკის შეგროვების ინიციატორი, ჩემთვის უცნობია, არც დავინტერესებულვარ და ვცდილობ მსგავსი კატეგორიის ადამიანებთან ურთიერთობა არ დავიჭირო. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: ჩვენი სოფლიდან არანაირი ქურდული ობშიაკი არ შეგროვებულა და ცალკეც არ შეგვიგროვებია. უბრალოდ თავს ვარიდებდით ყველანაირად. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: თუ ვინ შეიტანა თანხა ქურდულ ობშიაკში, ჩემთვის უცნობია, ასევე თუ რა მიმართულება მისცეს ე.წ. ობშიაკს, ჩემთვის უცნობია. როგორც მოგახსენეთ, არ ვერევი მსგავს საქმიანობაში. კითხვაზე გიპასუხებთ რომ: წ--–-----------ში რომ გროვდებოდა ქურდული ობშიაკი გავიგე სწორედ თ---------- ვ---–---ისგან“.

 

3.29. მოწმე ი-–----------------მა განმარტა, რომ იგი გამოკითხა გამომძიებელმა, რომელსაც სიმართლე უთხრა, თუმცა მოგვიანებით გაეცნო გამოკითხვის ოქმს და იქ რაც ეწერა, მას გამომძიებლისთვის არ უთქვამს. მინაწერი - ,,ჩვენება დაბეჭდილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, სწორია და ვაწერ ხელს“, მისი შესრულებულია, თუმცა გამოკითხვის ოქმი არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი. იგი შეცდა, როდესაც მისი გამოუცდელობით არ წაიკითხა გამოკითხვის ოქმი და ისე მოაწერა ხელი. გამოკითხვის ოქმში იგი თითქოს ადასტურებდა, რომ მ------ დ------ე და თ---------- ვ---–---ი იყვნენ ,,კრიმინალური ავტორიტეტები“ და აიძულებდნენ მას თანხის დადებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გამოკითხვიდან ერთ თვეში იგი წაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც აიძულებდნენ დაედასტურებინა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია.

 

3.30. სასამართლო, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.

 

3.31. ზემოაღნიშნული წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

 

3.32. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენებისა და მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა და შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მკაცრად გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაგ.: თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; 2) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში ჩვენების მისაცემად ანუ სასამართლოს აძლევს ჩვენებას და მხარე მოითხოვოს გამოკითხვის ოქმის ან მოწმის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვას, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენას (დემონსტრირებას).

 

3.33. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოწმეების ა------------–---ის, ე-----–-----–---ის, გ-----------–----ის, თ---------------ის, თ----- მ-----ის, ბ-------------ის, თ----- გ----–---ის, ბ----------–---ის, ი-–----------------ის გამოკითხვის ოქმების სასამართლოში საჯაროდ წაკითხვისა, რომელსაც უკლებლივ ყველა მოწმე უარყოფს სასამართლოში ჩვენების მიცემისას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ერთ სიბრტყეში განიხილოს გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაცია და მოწმეების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები, იმსჯელოს მათზე და შეაფასოს, როგორც მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობა, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მტკიცებულება არის მხოლოდ მოწმის ჩვენება, რომელსაც იგი იძლევა სასამართლოში და არა გამოკითხვის ოქმი და მასში მითითებული ინფორმაცია.

 

3.34. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს, ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 26 ი--–--ის გადაწყვეტილება საქმეზე Huseyn and Others v. Azerbaijan, N3548/05; 45553/05; 35680/05; 36085/05; §211).

 

3.35. ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან და ეროვნული კანონმდებლობიდან გამომდინარე, სასამართლო მტკიცებულებად ვერ მიიღებს გამოკითხვის ოქმებში მითითებულ ინფორმაციას, რომელიც სასამართლოში დაკითხულმა არც ერთმა მოწმემ არ დაადასტურა, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვერ დაადგენს უტყუარად ფაქტებს და მითუფრო ვერ დაუდებს მათ საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

 

3.36. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა მ--–----------–---მა და გ------------მ დაადასტურეს, რომ ბრალდებულების კრიმინალური მიდრეკილებების, ასევე წ--–-----------ში ,,ქუდული საერთოს“ აგროვებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ გააჩნიათ. კერძოდ:

 

3.37. მოწმე მ--–----------–---მა განმარტა, რომ იგი ცხოვრობს წ--–-აში და ბრალდებულებთან თ---------- ვ---–--თან, გ------ი ო------თან, ბ----- რ-------ესთან და ზ------ კ-------თან აკავშირებს დაახლოებით ერთწლიანი მეგობრობა. გ--------------ს იცნობს და მასთან ტელეფნით საუბრობს ხოლმე. 2----–-–--------------–-----------–ში სარგებლობდა მობილური ტელეფონის ნომრით 5--------. წ--–-აში ,,ქურდული საერთოს“ შეგროვებასთან დაკავშირებით, არაფერი იცის. 2----–-–--------------–-----------–ის პერიოდში, წ--–-აში რაიმე თანხის შეგროვების პროცესი არ მიმდინარეობდა და მას ბრალდებულებთან თანხის შეგოვებაზე არანაირი საუბარი არ ჰქონია. იგი გამოძიებაში გამოკითხეს, სადაც მხოლოდ ის მიუთითა, რომ ბრალდებულებს იცნობდა. მისი ტელეფონის ნომრით სხვას არ უსარგებლია.

 

3.38. მოწმე გ------------მ განმარტა, რომ ბ----- გ------ი არის მისი მეზობელი. დაახლოებით 5 წელია, რაც იგი სარგებლობს მობილური ტელეფონის ნომრით - 5--------. მას წ--–-აში აქვს სახლი, თუმცა უკანასკნელი 10 წელია იშვიათად სტუმრობს იქაურობას. იგი დაიბარეს გამოძიებაში გამოკითხვაზე, სადაც გაიგო, რომ მისი ტელეფონიდან იყო განხორციელებული ზარი, თუმცა ვინ დარეკა და რა თემაზე ისაუბრა, მისთვის უცნობია. 2----–-–------------–ში იგი შვებულებას ატარებდა წ--–-აში, მასთან იყვნენ ახლობლები, მიირთვეს სასმელი და შესაძლებელია რომელიმე სტუმარმა ისარგებლა მისი ტელეფონით, რომელიც იდო მაგდაზე. მას ბრალდებულებთან 2----–-–------------–ში რაიმე სახის სატელეფონო ან პირადი კომუნიკაცია არ ჰქონია. მას წარმოდგენა არ აქვს წ---–-ში ,,ქურდული საერთოს“ შეგროვებაზე. ბრალდებულებზე არ სმენია, რომ ისინი კრიმინალური ავტორიტეტები არიან. მისთვის ცნობილია, რომ 2----–--–ს მ------ დ------ის ოჯახს სახლი დაეწვა და შესაძლებელია სოფელში ფული აგროვდა, რადგან ეს მიღებული წესია. მას დისშვილი ყავდა ავად, სამკურნალოდ იყო გ--------ში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, რა დროსაც აგროვდა თანხა და სოფელი დაეხმარათ მათ მატერიალურად.

 

3.39. მოწმე ნ-------------მა განმარტა, რომ იგი ცხოვრობს თბილისში და სარგებლობს მობილური ტელეფონით - 5--------. მისი ვაჟი გ------ი ფ---–----–---–ი 14-15 წელია, რაც ს-----------შია, თუმცა რას საქმიანობს მისთვის უცნობია. მან დაახლოებით ერთი წლის წინ ტელევიზიიდან გაიგო, რომ მისი ვაჟი - გ------ი იყო ,,კანონიერი ქურდი“ და იყო დაკავებული ს-----------ში. მისი მეუღლე არის მეორე ჯგუფის ინვალიდი და მუდმივად ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, მედიკამენტები. მეუღლის ავადმყოფობის გამო, მას საზღარგარეთიდან ხშირად ეხმარებიან მისი შვილის - გ------ის ახლობლები. გ------ის დაბადებიდან აქვს მეტსახელი, ეძახიან ,,ს------ას“. გ------ის ჰყავს ერთი ქალიშვილი. იცის, რომ ჯ------ი არის მისი შვილიშვილის ნათლია, თუმცა მას პირადად არ იცნობს. 2----–-–------------–ში, მას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თ--------იდან შვილიშვილის ნათლიას უნდა გადმოერიცხა მეუღლის მკურნალობისთვის აუცილებელი თანხა. მან მიუთითა ანგარიშის ნომერი, სადაც ჩაურიცხეს თანხა - 1300 ლარი.

 

3.40. ოქმით, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ (1---------), ირკვევა, რომ ,,ს----------–---------დან“ გამოთხოვილი იქნა ნ-------------ის მიმდინარე საბარათე და სადეპოზიტო ანგარიშებისა და შესრულებული საბანკო ტრანზაქციების და სწრაფი ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია, რომლის თანახმად, ნ-------------ის ანგარიშზე 2----–-–---- ა------ოს წ--–-ა, კ-----------------ში მდებარე ფილიალიდან, მ------ დ------ის მიერ გადარიცხული იქნა 1300 ლარი.

 

3.41. მოწმე კ-------------------------–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ მუშაობს შსს ც--------–--------------–---------–-–-------------------ში. ბრალდებულებს იცნობს განსახილველი სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე და მათ მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ გააჩნია. 2----–-–-------ში, მან პირადი კონტაქტისგან მიიღო ინფორმაცია ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასთან დაკავშირებით, რომ მათ შორის, მ------ დ------ე იყო ,,კანონიერ ქურდებთან“ კონტაქტზე, ხშირად ჰქონდა მათთან შეხვედრები, გადადიოდა თ--------ში, მონაწილეობდა სხვადასხვა კრიმინალური ხასიათის დავებში, რაზეც გამომძიებელმა გ---------------–იამ დაიწყო გამოძიება. გამოძიების ფარგლებში აწარმოებდნენ ფარულ მიყურადებას, რა დროსაც გამოიკვეთა სხვადასხვა დანაშაული, მათ შორის ,,ქურდული საერთოს“ შეკრება, რაზეც, ბრალდებულები იქნენ პასუხისგებაში მიცემული. იგი პირადად იყო ჩართული ფარულ მიყურადებაში. მისთვის ცნობილია, რომ მ------ დ------ე იყო გადასული თ--------ში, სადაც შეხვდა ,,კანონიერ ქურდს“ - ჯ------ კ--–-----–---–ს და მოხდა მისი დანიშვნა წ--–-ის მაყურებლად. ერთ-ერთ საუბარში, როდესაც მ------ დ------ე თ--------იდან გადმოვიდა, საქართველოში შეტყობინება გაუგზავნა მეუღლეს და ამცნო, რომ ,,წ--–-ა ჩააბარეს“, ასევე სხვადასხვა პირებს უყვებოდა, რომ იგი არის ყველაფერი და მას უნდა წარემართა იქ კრიმინალური ამინდი. მ------ დ------ე დაუკავშირდა თ---------- ვ---–---ს და დაიგეგმა შეხვედრა, სადაც მოხდა მ------ დ------ის გაცნობა, როგორც ,,კრიმინალური ავტორიტეტის“. სატელეფონო საუბრებში ჩანს, რომ სწორედ ჯ------ კ--–-----–---–ის გადაწყვეტილებით მოხდა შეგროვილი თანხის ერთ-ერთი კანონიერი ქურდის დედისთვის გადაცემა, რომელსაც მ------ დ------ემ ტელეფონით უთხრა, რომ მისი ნომერი ჯ------მა მისცა, თ--------იდან უფროსმა ძმამ. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ სატელეფონო საუბრებში, როგორც წესი, ავტორიტეტების სახელებს არ ახსენებენ, არამედ ახსენებენ ,,ჯ“-ს, ,,თ--------ში ჩოხიანი ძმას“, ,,უფროს ძმა“, ,,სპორტსმენ ძმას“ და ა.შ. შესაბამისად სატელეფონოს საუბრებში არსად არის ნახსენები ,,ქურდული სამყარო“, ,,კანონიერი ქურდი“ ან ,,კრიმინალური ავტორიტეტი“. კრიმინალურ სამყაროში ,,მაყურებელი“ არის პირი, რომელმაც უნდა გააკონტროლოს ,,კრიმინალური სამყარო“ იმ რაიონში, სადაც მას ნიშნავს ,,კანონიერი ქურდი“. იგი არის კრიმინალურ სამყაროში იერარქიულად ყველაზე მაღალ პოზიციაზე მდგომი პირი, აქვს მოსამართლის როლი მორგებული და სასამართლოს გვერდის ავლით წყვეტს გარკვეულ ფინანსურ დავებს. ბრალდებულები, რომ ,,ქურდული წესებით“ ცხოვრობდნენ, იყვნენ ,,ქურდული სამყაროს“ წევრები და ხელს უწყობდნენ ,,ქურდული წესების“ გავრცელებას, დასტურდებოდა იმით, რომ ისინი აგროვებდნენ ,,ქურდულ საერთოს“, ასევე იყო შემთხვევა, როდესაც ფინანსური დავების გადაწყვეტა ხდებოდა ,,კრიმინალური“ გზებით. ასევე, მ------ დ------ის და თ---------- ვ---–---ის საუბარში ჩანდა, რომ გაიკიცხა ადამიანი, რომელმაც დარეკა პოლიციაში და განიხილებოდა, როგორ უნდა დახმარებოდნენ და ემეგობრათ პირთან, რომელმაც მიმართა სამართალდამცავებს. მან ასევე მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვით თ---------- ვ---–---ი და ლ------- გ-------ი მონაწილეობდნენ თანხის აგროვებაში, იყვნენ კავშირში მ------ დ------ესთან, რომლის მიზანი იყო თანხის შეგროვება და ,,კანონიერი ქურდებისთვის“ პატივისცემა, ვინც მოგვიანებით გადაწყვეტდა თანხის მიზნობრიობას. რაც შეეხება გ------ი ო------ს, ზ------ კ-------ს, ბ-----ი რ-------ეს, ისინი ახდენდნენ მ------ დ------ის, თ---------- ვ---–---ის და ლ------- გ-------ის საქმიანობაში მხარდაჭერას, ასევე საკუთარი ფული აქვთ შეტანილი ,,ქურდულ საერთოში“.

 

3.42. მოწმე გ---------------–იამ (გამომძიებელი) განმარტა, რომ მუშაობს შსს ც--------–--------------–---------–-–-------------------ში. ბრალდებულებს იცნობს საქმიდან გამომდინარე და მათ მიმართ რაიმე სახის პირადი ინტერესი არ გააჩნია. 2----–-–-------ის თვეში, კ-------------------------–---–ის პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე. სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ მ------ დ------ე, თ--------ში მყოფმა ქართველმა ,,კანონიერმა ქურდმა“ - ჯ------ კ--–-----–---–მა დანიშნა წ--–-ის ,,მაყურებლად“ და მას ჰქონდა მითითება, წ--–-----------ში აეღორძინებინა ,,ქურდული ტრადიციები“, შეეგროვებინა ,,ქურდული საერთო“, რომლის აგროვებას ორგანიზებას უწევდნენ მ------ დ------ე, თ---------- ვ---–---ი და ლ------- გ-------ი, ხოლო ზ------ კ-------ი, ბ-----ი რ-------ე, გ------ი ო------ი იყვნენ მათი მხარდამჭერები და თავად შეიტანეს ფული ,,ქურდულ საერთოში“. ,,ქურდული საერთოს“ ნაწილი 1300 ლარი, ,,კანონიერი ქურდის“ - ჯ------ კ--–-----–---–ისვე მითითებით, მ------ დ------ემ ,,ს----------–---------ს“ მეშვეობით გადაურიცხა ს-----------ში მყოფი ქართველი კანონიერი ქურდის - გ--------–----–---–ის, მეტსახელად ,,ს------ას“, დედას - ნ-------------ს. ძირითადად თ---------- ვ---–---ი ახორციელებდა სატელეფონო ზარებს წ--–-----------ის მაცხოვრებლებთან და თხოვდა მათგან ,,ქურდულ საერთოში“ შესაწირს. დათქმა იყო, რომ საჯარო მოხელეებს ყოველი თვის 10 რიცხვამდე უნდა შეეტანათ თანხა, ხოლო ვისაც ხელფასი არ ერიცხებოდა, ყოველი თვის 15 რიცხვამდე. ასევე ფარული მიყურადების დროს კარგად ჩანდა, რომ მ------ დ------ე წყვეტდა პრობლემურ საკითხებს, მაგალითად ვინმეს ვალის ამოღებას, ,,ქურდული გარჩევის“ გზით. გამოითხოვეს საზღვრის კვეთის დამადასტურებელი ინფორმაცია, სადაც ჩანდა მ------ დ------ის მიერ თ--------ში გადასვლა. საუბრებში ,,კანონიერი ქურდებს“, ,,ქურდული სამყაროს“ მიმდევრები მოიხსენიებენ, როგორც ,,სპორტსმენს“, ,,ჩვენს უფროს ძმას“, შესაძლოა ინიციალებით, მაგალითად ჯ------ კ--–-----–---–ი - ,,ჯ.კ.“ და ა.შ. მ------ დ------ის სახლიდან ამოღებული იქნა სია, რომელიც არის ,,ქურდული ტყავი“, სადაც როგორც წესი იწერება მარტო სახელები და თანხა, გვარები - არა, ხოლო ლ------- გ-------ის სახლიდან ამოღებულ სიაში მითითებული იყო გვარები. მოწმემ დაადასტურა საქმეზე მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების სისწორე. მან გამოკითხა საქმეზე მოწმეები, რომელთა ნაწილმა სასამართლოში ჩვენება შეცვალა, რისი მიზეზი მისთვის უცნობია.

 

3.43. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების დიდი მოცულობიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს მხოლოდ რამდენიმე ძირითად მომენტზე, რომლითაც, ბრალდების მხარის მტკიცებით დასტურდება მ------ დ------ის სისტემატიური კავშირი თ--------ში მყოფ ,,კანონიერ ქურდთან“ - ჯ------ კ--–-----–---–თან. ამ უკანასკნელის უშუალო მითითებით მიმდინარეობდა წ--–-აში მ------ დ------ის, თ---------- ვ---–---ის და ლ------- გ-------ის ორგანიზებით ,,ქურდული საერთოს“ შეკრება და განკარგვა. მ------ დ------ის და თ---------- ვ---–---ის მიერ „ქურდული შეკრება“, სადაც გადაწყდა ,,ქურდული საერთოს“ აგროვების გრაფიკი და ასევე, გ------ი ო------ის, ბ-----ი რ-------ის და ზ------ კ-------ის მიერ ,,ქურდული საერთოს“ აგროვებაში მონაწილეობა. კერძოდ:

 

მ------ დ------ე ესაუბრება თ---------- ვ---–---ს:

მ------ დ------ე: მაქით? რავი ეხლა, რაღაც დარეკვა მინდა იქით კიდე რა და.

მ------ დ------ე: თუ ვერ გავედი, "სვიაზზე" უნდა გადავიდე კიდე იქით და თუ გავედი, მე მგონი აქედან მოვგვარდები რა და ხვალ.

მ------ დ------ე: ჰოდა, მაგაზე თუ აქედან მოვგვარდი, მოვგვარდი, თუ არა და - აქ, ახლოში არიან და გადავალ და ვნახავ რა და მოვგვარდები.

თ---------- ვ---–---ი: გადასვლას აპირებ საზღვარზე? თუ ვერ დარეკე?

მ------ დ------ე: ჰო, ეხლა აი, თუ "სვიაზზე" გავედი და "პო ტელეფონუ", ანუ, სკაიპით თუ მოგვარდით, მოვგვარდით, თუ არა და გადავალ, რა და იქ, მოვგვარდები.

მ------ დ------ე ესაუბრება მამაკაცს:

მ------ დ------ე: თ----- , ხვალე მე მივდივარ "ბრატ" იმაში. თ--------ში რა. მამაკაცი: ხო. მ------ დ------ე: ერთი 200 ლარი მაქ და 200 ლარი კიდე მინდა, რო დავამთავრო მაგი თემა რა. მმამაკაცი: წ--–-აში ხარ ეხლა? მ------ დ------ე: არა, ბ------ში ვარ და ხვალ უნდა გადავიდე თ--------ში, დაბარებული ვარ, უნდა გადავიდე ხვალე თ--------ში და ეგ თემა უნდა მოვაგვარო "ბრატ". ხოდა ეხლა ერთი 200 ლარი გავჩითე მე და ერთი 200 ლარი კიდე მინდა, რო, ისე არ მინდა, რო ჩავიდე რა. მამაკაცი: ხო, გასაგებია. მ------ დ------ე: ხვალე ასე 12-კენ სავარაუდოთ, წავალ რა. მამაკაცი: დღისით ხვალე? მ------ დ------ე: ხო, მელოდებიან იქა რა, ნალაპარაკები მაქ და ჩემ გადასვლას ელოდებიან რა. ჩამოსული ვარ.

მ------ დ------ის და მისი ცოლის - მარინა ძირკვაძის მიმოწერა:

მარინა ძირკვაძე: მოაგვარე შენი საქმეები? მ------ დ------ე: თ--------ში მივდივარ ხვალე და მთლად მოგვარდება. მ------ დ------ე: მესიჯები წაშალე, წ--–-ა ჩამაბარეს.

მ------ დ------ე ესაუბრება მამაკაცს:

მ------ დ------ე: ხო, გადმოიო და ვილაპარაკოთო, რა როგორ იქნებაო. რანაირად იქნებაო და გადავალ, ტელეფონზე კი გვქონდა ლაპარაკი, ის ვაცაპია თუ რაღაცა, გადავალ და ვნახავ. ისაა ბიჭო რა ქვია, იმასთან ერთად რო იყო შოთიკოსთან ერთად ს----------ში. მამაკაცი: ხო. მ------ დ------ე: მაგასთან მივდივარ. მამაკაცი: აჰა. ს----------ში, თუ ბ---–-------ში. მ------ დ------ე: თუ ბ---–-------ში იყვნენ ერთად. ბ---–-------ში იყო? მამაკაცი: ჰო, ჯ------------–ი ხო? მ------ დ------ე: ხო, ხო.

მ------ დ------ე ესაუბრება მამაკაცს:

მ------ დ------ე: ალო. მამაკაცი: ხო, ახლა დამირეკა, გვიანობამდე ვიყავითო, დედამისი და მისები იყვნენ ჩამოსული და კაროჩე ახლა გავახილე თვალებიო და ეგრევე ვნახე შენი დანარეკი და გადმოგირეკეო, დღესო ისინი მაქო შეხვედრები და ისინიო და თავისთავადო, შენიანია და ბ----ს ნათლულიაო და პირველად მაგას შევხვდებიო, წამოვიდესო მაშინო. მ------ დ------ე: აჰა. მამაკაცი:- ა-----უს? ხიდი ხო იცი ხ-----ში? მ------ დ------ე: რის ხიდი? მამაკაცი: ა-----უს, ა-----უს. მ------ დ------ე: ხო. მამაკაცი: ა-----უს? ხიდთან იყოსო 2 საათშიო, 2 საათში კი მიხვალ შენ? მ------ დ------ე: მე ეხლა წავალ და პირდაპირ და ჩავალ გზაში რაც დამჭირდება ეგაა. მამაკაცი: ან ვინმეს კაროჩე გაუშვებ და მოვაყვანინებ ჩემ ბაითამდეო, მ------ დ------ე: აჰა, "ხარაშო" ძმაო, გაიხარე.

მ------ დ------ე ესაუბრება მამაკაცს:

მამაკაცი: საით ხარ? მ------ დ------ე: წ--–-აში ვარ. მამაკაცი: ჰა? მ------ დ------ე: წ--–-აში ბრატ. მამაკაცი: რა არის, ვერ გაჩერდი? წახვედი და ვსიო. იმენა ვერ გაჩერდი ერთი 3-4 დღე აქეთ? მ------ დ------ე: ბიჭო, იქეთ რომ ვიყავი აქეთ კაროჩე მითხრეს რა მიხედეო იტოგში აქაურობს წამოვედი. მამაკაცი: ახლა შენ ხარ მაქანე ყველაფერს ყურადღება დვიჟენია? მ------ დ------ე: ჰო. მამაკაცი: იქეთ რა ქენი? მ------ დ------ე: იქეთ დავალაგე "ბრატ" ყველაფერი ხუთიანზე. მამაკაცი: მშვენიერია ძაან. მ------ დ------ე: ჰო, იქედან რომ წამოვედი, იმის იმით წამოვედი რომ, "დავაი" შეუბერეო, რა! მაგით წამოვედი, რა.

მ------ დ------ე ესაუბრება თ---------- ვ---–---ს:

მ------ დ------ე: "კაროჩე" 10-კენ გავაკეთოთ რა მუხბერ. 10 რიცხვისკენ. თ---------- ვ---–---ი: ხო რა. მ------ დ------ე: ესე ჯობია. 10-კენ მერე შევეხნიანებით იქეთ,. რავი დავჯდებით, დავურეკავთ, შევეხმიანები და მერე მივცემ მიმართულებას, როგორც უნდა ისე.

თ---------- ვ---–---ი ესაუბრება მამაკაცს:

მამაკაცი: ჰო! თ---------- ვ---–---ი: ირა, მომისმინე, შენ იქით დარჩები, ხომ? შენ იმას იქ იმას იზავ, არა? მამაკაცი: ჰო, აქ დავდებ ბარემ. მამაკაცი: "ხარაშო". მამაკაცი:- დაურეკე? თ---------- ვ---–---ი: ვისა? მამაკაცი: დაურეკე იმას, ნომრები რომ მოგეცი? თ---------- ვ---–---ი: გ---- ველაპარაკე, ჰო. გ----თანაც ადრეც ნასაუბრები, მქონდა რამოდენიმეჯერ. ერთი ../?/ მქონდა ნასაუბრები, მერე პარკში ვესაუბრე. მამაკაცი: მერე მაშინ რა გითხრეს? თ---------- ვ---–---ი: მაშინ რა მითხრეს და კაი იქნებაო გაღვიძებაო რა. მამაკაცი: მეც ესე იმის მომხრე ვიყავი, რომ ყველა ერთად რომ ვყოფილიყავით. რა ვიცი, ამათმა ასე თქვეს. თ---------- ვ---–---ი: ამათმა ეხლა მ--------------- გადაწყვიტეს ეგ, ხომ? მამაკაცი: ამათგან წამოვიდა და რავი, "კაროჩე". თ---------- ვ---–---ი: ჰო, შესაბამისად მიმართულებასაც მაგენი მისცემენ, "იასნია". იცით, სად აძლევთ?“ მამაკაცი: ნუ, იტყვიან "კაროჩე", ის არ უთქვიათ ჯერჯერობით, მარა "გაიასნდება". თ---------- ვ---–---ი: ჰო, ეგ არ ვიცითო, საღამოს ვიბაზრებთო, რა. ეგეთი რაღაცა თქვა. "ხარშო, დაგესვიაზებით" კიდო, რა. მამაკაცი: კაი, დავაი.

თ---------- ვ---–---ი ესაუბრება მამაკაცს:

მამაკაცი: "იტოგში" რაც იქნება, მოვალ შენთან და მოგაწვდი იმიტომ, რომ მე ხვალე მივდივარ და, რავი ეხლა, ყველას ხომ არ ეშლება/?/ დღე, შეიძლება არ ჰქონდეს, მაგას ვიძახი და თუ არ იქნება და თაზო აგერაა, რავი, რა, თაზო მოგაწვდის ან თვითონ ბიჭებს ვეტყვი. თ---------- ვ---–---ი: ჰო, ბაზარი არაა, ბაზარი არაა.

თ---------- ვ---–---ი ესაუბრება მამაკაცს:

მამაკაცი: ნუ, კაროჩე, ამ კვირაში უნდა შეიკრიბოს, რა, შეიკრას. თ---------- ვ---–---ი: "პა ჟიზნინიებში" მიდის თუ სად მიდის? მამაკაცი: როგორ? თ---------- ვ---–---ი: სად მიდის? მამაკაცი: იმას დავადგენთ მერე, არ ვიცი რა. თ---------- ვ---–---ი: აა, ჯერ არ იცით? მამაკაცი: ჰო. თ---------- ვ---–---ი: კაი, კაი. მამაკაცი: თქვენკენ რა ხდება? თ---------- ვ---–---ი: ჩვენკენ, რა ვი, ნორმალურად, რა. ველოდები ხ------ს ნაწილს ველოდები. აქაც დარჩა რამოდენიმე კაცი და ნუ, არიან კიდო, რა. მამაკაცი: ეგრეა .. თ---------- ვ---–---ი: ჰო, რა ვი, ჩვენ ათისთვის გვინდა. მე ლიჩნად ათისთვის მამაკაცი: ათისთვის? თ---------- ვ---–---ი: ჰო, მინდა, რომ ათისთვის დავასრულო და ასეთი სურვილი ვართ ყველა, რა. მამაკაცი: დღეს რომ არ იყო, .. ათისთვის ჩვენც ვეცდებით, რომ კაროჩე, შევკრიბოთი თ---------- ვ---–---ი: ჰო, მარა ეს გამოყოფა რა პონტი იყო, ვერ მივხვდი რა. გამოყოფა ისეთი თემაა, ჩვენ რასაც რომ ვაკეთებდით და ჩვენ ვაკეთებთ, მარტო ჩვენ კი არა, აი, რასაც ჩვენ რომ ვაკეთებთ, მამაკაცი: ბაზარი არაა, თ----, მე "ზა" ვიყავი მთლიანობისთვის, მარა. თ---------- ვ---–---ი: კი, კი, ბაზარი არაა.დღესაც იმენნა მე და აგერ ბიჭებიც ისეთი განწყობით ვართ, რომ ვაკეთებთ რაიონის სახელით. გამიგე? გესმის? მამაკაცი: მესმის, კაცო.

მ------ დ------ე ესაუბრება თ---------- ვ---–---ს:

მ------ დ------ე: ააჰო არ დამატებულა რამე მეტი? თ---------- ვ---–---ი: გუშინ დაემატა 40 ლარი. მ------ დ------ე: აჰა, შენთან დევს ჰო მაგი? თ---------- ვ---–---ი: ჰო. მ------ დ------ე: ძალიან კარგი. სათოფლებში/?/ უნდა ავიდე რა, ეხლა ჩამოსავლელი ვარ მე, მანქანა გავჩითე აგერ და დღეს საღამოს კი შეგხვდები რა. თ---------- ვ---–---ი: ხარაშო, შენთან არის რამე? მ------ დ------ე: კაი, კი აქ ეხლა მე რასაც უკვე ერთი 700-800-მდე იქნება რა. თ---------- ვ---–---ი: მომისმინე, მე ეხლა აქ ბიჭებსაც ველოდები ადგილზე. მ------ დ------ე: ჰო, თ---------- ვ---–---ი: - და ვ------საც ველოდები, გამიგე? მ------ დ------ე: ჰო, აი ყველა ერთად რო იქნება და გვეცოდინება, მერე ავდგეთ დოვურეკოთ, იგერ დ-----აც დევისწროთ კაროჩე და თ---------- ვ---–---ი: ჰო. მ------ დ------ე: დოვურეკოთ და მერე ისენი იტყვიან როგორ და რა უნდა ვქნათ კაროჩე რა და კი ვიზამთ რა. თ---------- ვ---–---ი: ხარაშო, კარგი, დავაი. მ------ დ------ე: რადგან თავი-ბოლო ისინი არიან და საქმის კურსში არიან, ყველა ვარიანტში უნდა ვკითხოთ მაგათ და "სვიაზზე" არიან, გუშინაც ველაპარაკე და. თ---------- ვ---–---ი: რომელს ელაპარაკე გუშინ? მ------ დ------ე: იქეთ იმას, "ჯ"-ზე რო იწყება, "ჯ"-ზე. თ---------- ვ---–---ი: ჰო. მ------ დ------ე: პროსტო მოვიკითხე რა ისე არაფერი, მეთქი ყველაფერი კარგად არის-მეთქი რა და შეძლების დაგვარად-მეთქი და რავი, შემეხმიანეთ, "სვიაზზე" ვარო და. თ---------- ვ---–---ი: ხარაშო, ხარაშო, ხარაშო. მ------ დ------ე: "სვიაზზეა" რა.

მ------ დ------ე ესაუბრება თ---------- ვ---–---ს:

თ---------- ვ---–---ი: ჰო, მ------. მ------ დ------ე: მუხბერ! თ---------- ვ---–---ი: ჰო. მ------ დ------ე: 1300 არის, რა, "კაროჩე" და ახლა ვართ ბანკში და ვაგზავნი რა. თ---------- ვ---–---ი: "ხარაშო".

მ------ დ------ე ესაუბრება ქალს:

ქალი: ალო! მ------ დ------ე: გამარჯობათ, გესმით ჩემი ხმა? ქალი: კი, კი, გამარჯობათ. მ------ დ------ე: ჯ------იმ მომცა თქვენი ნომერი. ქალი: ბატონო? მ------ დ------ე: ქალბატონი ნ--- ბრძანდებით? ქალი: კი, კი, კი, მე ვარ, კი. მ------ დ------ე: ჰო, ჩემმა ძმამ მომცა თ--------იდან თქვენი ნომერი, რა და. ქალი: კი. მ------ დ------ე: თქვენ თბილისში ბრძანდებით, თუ? ქალი: კი, თბილისში ვარ. მ------ დ------ე:თბილისში ხარ, ხომ? ქალი: დიახ. მ------ დ------ე: თუ აი, ვაპირებ ეხლა წამოსვლას და თუ რაღაცა ისეთი, ხელისშემშლელი მომიხდა, რომ ვერ წამოვედი, ანგარიშზე რომ დაგირიცხოთ, შეგიძლიათ, ისეთი რაღაცა რომ მოხდეს? ქალი: ისე, კი, შემიძლია, მაგრამ იცით, რა, ისე არ შეიძლიათ, რომ ვთქვათ,იმითი, ბანკით, ისე? მ------ დ------ე: თუ ვერ წამოვედი, რა. შეიძლება, წამოვიდე და პირადად გადმოგცეთ და თუ ვერ წამოვედი, მასე გავაკეთებ.

მ------ დ------ე ესაუბრება ქალს:

მ------ დ------ე: აი, დეიდა, ეხლა მივედი ბანკში, "საქართვველოს ბანკში". ქალი: ისა, თქვენ ანგარიშის ნომერი გინდათ, ხომ? მ------ დ------ე:ჰო, აი, რომ, თუ გინდა, პირად ნომერზე ჩაგირიცხეავთ, თუ გინდა, ანგარიშის ნომერზე, რა ვიცი, რომელზეც თქვენ გაწყობთ, იმაზე. ქალი: ჰო, ისა, მესიჯად რომ გამოგიგზავნოთ, შვილო, ამ ნომერზე? მ------ დ------ე: კი, კი, უკეთესი იქნება, კი.

მ------ დ------ის და ნ-------------ის მიმოწერა:

ნ-------------ი: G---------------------. N-------------@

მ------ დ------ე ესაუბრება ქალს:

ქალი: ალო, მე ვარ, ნ--- დეიდა. მ------ დ------ე: დიახ. ქალი: ისა, 1300 ლარი არის, ჩაირიცხა. თქვენ ჩარიცხეთ? მ------ დ------ე: კი, კი, მე ჩავრიცხე ეხლა 1300 ლარი. ქალი: მადლობა.

მ------ დ------ე ესაუბრება თ---------- ვ---–---ს

თ---------- ვ---–---ი: ბიჭო, იმ თემაზე ამაღამ შევიკრიბოთ თუ ხვალე? მ------ დ------ე: რავი თუ გინდა ამაღამ, თუ გინდა ხვალე, რა ვიცი. თ---------- ვ---–---ი: რავი ბიჭო, თ---–---იც რომ აქეთ იყოს რა. /ტელ. მიღ:- - დ-----, უეჭველი მიდის ხვალე? თ---–---იც რომ აქეთ იყოს. ... თ---------- ვ---–---ი: ხო და მაშინ კაროჩე სადმე იქითკენ, ზემოთ რა. ხო აზრზე ხარ? მ------ დ------ე: კი კაცო, კი, კი შეიძლება "ბრატ", ტყეში ეგერ, იმაში გავალთ. თ---------- ვ---–---ი: ხო, ერთ საღამოს რაც უფრო მეტი ვიქნებით ძმაო და რაც უფრო მეტი მოისმენს, მით უკეთესი ძმაო. მ------ დ------ე: კი, კი "ბრატ", კი, მართალი ხარ. მართალი ხარ ძმაო და ასე გავაკეთოთ. თ---------- ვ---–---ი: და რაც უფრო მეტი მოისმენს, აი დამიჯერე რომ ეგრე ჯობია რა ტო. ეგრე არა ჯობია ახლა, კი, 3-4, ბაზარი არაა აი ვისაუბრებთ მარა აი, მეტი თუ დაესწრება და მეტი თუ მოისმენს. მ------ დ------ე: კი, კარგი იქნება, რა თქმა უნდა. თ---------- ვ---–---ი: ხო, მეტმა რომ გაიგოს და მეტი რომ იყოს კაროჩე კურსში რა. მ------ დ------ე: კი, კი, რა თქმა უნდა უკეთესი იქნება. თ---------- ვ---–---ი: ცოტა რაღაცას ჩვენც მოვაბათ თავი, გამიგე. მ------ დ------ე: ყველაფერი კარგად იქნება "ბრატ". თ---------- ვ---–---ი: უკვე სირცხვილია მართლა რა ბიჭო, ეგ მერე მოგიყვები მე. აქედან კი კეთდებოდა და წ--–-ას ითხოვს "ბრატ" ყველა რა. ახლა ისე თუ ასე იცნობენ აქედან არის იქეთ რაღაცები გაკეთებული, მარა. მ------ დ------ე: პროსტო ახლა ხო, ამხელა რაიონია რო მითხრეს 45. ხო მე ვუთხარი 45 სოფლამდე არის მეთქი, ზუსტად არ მახსოვს მეთქი და გაგიჟდა, 25 სოფელში ბიჭო, ამხელა რაიონი ყოფილაო. რაფერ არავინ არ არისო და რაფერ...მე ვუთხარი, ჩავალ ახლა და. თ---------- ვ---–---ი: ხო, მარა ერთი ვინც რო ვართ და ვისაც რომ შეგნება გვაქვს და რო გვესმის, ეგ ერთი "კუხნა" ხალხი ვართ. ძაან ბევრიც არა ვართ მაგ პონტშიც. მ------ დ------ე:კი, კი ბარატ. ყოფნის მერე მაგი. თ---------- ვ---–---ი: ის მასაც საჭიროა რა, ის მასაც საჭიროა გამიგე. მ------ დ------ე: კი ბრატ, კი. მარა ეგ ერთი "კუხნაც" ყოფნის "ბრატ". თ---------- ვ---–---ი: მთავარია გვერდში დგომა და ყველაფრად ყოფნის კაცო.

მ------ დ------ე ესაუბრება თ---------- ვ---–---ს:

თ---------- ვ---–---ი: ხო. ნ-----ა და ხ------, "კაროჩე" ასე თუ ისეა, მოიქოქა რა. და ბ-–----ი /?/ დარჩა და ბ-–----შიც იმას ვიზავ. მ------ დ------ე: კაი, მერე რავი თუ რამე ასასვლელი იქნება, რაღაცა იქნება მანქანა და ბენზინი ეხლა პრობლემა არ არი. რო წასვლა მოსვლა. თ---------- ვ---–---ი: ჯერ-ჯერობით ასვლა არა და პროსტა ხელფასების თემაზე მრა. ხელფასებამდე რა. მ------ დ------ე: ხო, არა. კიდე რაღაცეები კეთდება კაცო. არი ეხლა მერე დ-----ას ვნახავ. მე ბ------ში ვიყავი წასული ეხლა, ხო ჩამოვედი და ახლა კიდე არი რაღაცეები, აქ/?/ კეთდება რა. თ---------- ვ---–---ი: ხო რა ვიცი, დალშე წ--–-აში ეხლა, წ--–-ა ხო თავისთავად "კაროჩე" რა. მ------ დ------ე: მთავარი წ--–-აა ბრატ, მთავარი რაიონია და რაიონში, რო ყველაფერი კარგად იქნება, მერე სოფლებშიც კარგად იქნება. თ---------- ვ---–---ი: ხო, მოკლედ "პაკალენიაა" რა. მე ვისზეც რო ვბაზრობ, ისინი ასეა თუ ისეა მოიქოქნენ გამიგე და ჯერ-ჯერობით ყველა დაბროზე მოდის, სოფლებში .. მ------ დ------ე: ხო მერე კონკრეტული დღე ვთქვათ, რო იცოდნენ რო ამ დღეს უნდა იყვნენ. გამიგე? თორე მაი ასე გაშლილად რო იქნება, რო ხო ვქნათ და რაღაცა. თ---------- ვ--–---ი: ხელფასების მეორე დღე იქნება "კაროჩე" გამიგე. მ------ დ------ე: ხო რა,. რომელიმე დღე, რომელიც შეიძლება, რო ითქვას. ვისაც ხელფასი აქვს, ხელფასი აქვს. ვისაც არა აქვს ხელფასი და სურვილი აქვს, მიხვდება ის, რო ამ დროს უნდა ქონდეს. თ---------- ვ---–---ი: ხო, ხო, არიან სოფლებში ეხლა, ბიჭებს ვუთხარი რამოდენიმეს. თითო-თითო სოფელში და ვინც, რო იმას იზავს მოგვაწვდიან, გამიგე?

 

3.44. შსს ს-----------–--------–------------------------------------------–----–--------------------------------------------------------–--------------------–--ის წერილით (2--------) ირკვევა, რომ მ------ დ------ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრს კვეთის ფაქტები დაფიქსირებულია ს.ს.კ.გ. ,,ს-----ის“ გავლით - 3--------------- გასვლა; 3--------------- შემოსვლა; 3--------------- გასვლა; 3--------------- შემოსვლა; 3--------------- გასვლა; 3--------------- შემოსვლა; 1--------------- გასვლა; 1-------------- შემოსვლა; 1--------------- გასვლა; 1--------------- შემოსვლა; 0--------------- გასვლა; 0-------------- შემოსვლა; 1--------------- გასვლა; 1--------------- შემოსვლა; 2--------------- გასვლა; 2--------------- შემოსვლა; რაც შეეხება თ---------- ვ---–---ს, ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი 2----–-–---------იდან 2----–-–-----------რამდე, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით არ დაფიქსირებულა.

 

3.45. მოწმეებმა გ------ი ჩ----ემ (გამომძიებელი), ზ-----------------ამ (გამომძიებელი) და გ---------------–იამ (გამომძიებელი) დაადასტურეს, რომ მუშაობენ შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში. 2----–-–--------------ერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წ--–-----------ის სოფელ კ--–ში დააკავეს მ------ დ------ე, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღეს მობილური ტელეფონი. სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. მ------ დ------ეს წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

3.46. მოწმეებმა ი--------------–--ემ (გამომძიებელი) ,ზ-----------------მა (გამომძიებელი) და გ-------–---------–---–მა (გამომძიებელი) დაადატურეს, რომ მუშაობენ შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში. 2----–-–--------------ერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ქ.წ--–-ა, რ---------–ის ქ. N----ში მდებარე მ------ დ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. მ------ დ------ის მამამ მიუთითათ მისი ვაჟის - მ------ დ------ის საძინებელზე, სადაც კარადიდან ამოიღეს ჯინსის ქურთუკის ჯიბეში მოთავსებული ქაღალდის ორი ფურცელი (სავარაუდოდ ე.წ. ,,ქურდული ტყავი“), სადაც მითითებული იყო სახელები და თანხები (ციფრობრივად), შავი ქურთუკის ჯიბეში მოთავსებული - თეთრ ქაღალდში გახვეული მომწვანო-მოყავისფრო მცენარეული მასა. ასევე მისაღები ოთახის მაგიდიდან ამოიღეს მობილური ტელეფონი. ბინის ჩხრეკას ესწრებოდა მ------ დ------ის მამა, რომელსაც რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს.

 

3.47. ბრალდებულის დაკავების ოქმის (2---------) მიხედვით, 2----–-–--------------ერს, 1---- საათზე, დაკავებული იქნა მ------ დ------ე.

 

3.48. პირადი ჩხრეკის ოქმის (2---------) მიხედვით, 2----–-–--------------ერს, 1---------- საათზე, ჩატარდა მ------ დ------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ,,ს-------ის“ მოდელის მობილური ტელეფონი.

 

3.49. სახლის ჩხრეკის ოქმის (2---------) მიხედვით, 2----–-–--------------ერს, 2---------- საათზე, ჩატარდა წ--–-აში, შ----- რ---------–ის ქ. N----ში მდებარე მ------ დ------ის სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ჯ----– დ------ემ მიუთითა მისი ვაჟის მ------ დ------ის საძინებელ ოთახზე, საიდანაც, კარადიდან ამოღებული იქნა ჯინსის ქურთუკის ჯიბეში მოთავსებული ორი ფურცელი, სადაც მითითებულია სახელები და თანხის ოდენობები, ასევე შავი ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული იქნა თეთრი ფეის ქაღალდში გახვეული მომწვანო-მოყავისფრო მცენარეული ნივთიერება. ასევე, მისაღები ოთახიდან ამოღებული იქნა ,,ს-------ის“ მოდელის მობილური ტელეფონი.

 

3.49. მოწმეებმა მ--–---- ბ---ურმა (გამომძიებელი), რ---–-----------ემ (გამომძიებელი) და ბ---------------ემ (გამომძიებელი) დაადასტურეს, რომ მუშაობენ შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში. 2----–-–--------------ერს, საღამოს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქ.წ--–-აში, ა------------–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს თ---------- ვ---–---ის, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღეს მობილური ტელეფონი. სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. თ---------- ვ---–---ს წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

3.50. მოწმე დ----- ჩ------–მა (გამომძიებელი) დაადასტურა, რომ მუშაობს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში. 2----–-–--------------ერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქ.წ--–-ა, თ-------------------ში ჩატარდა თ---------- ვ---–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ.

 

3.51. ბრალდებულის დაკავების ოქმის (2---------) მიხედვით, 2----–-–--------------ერს, 1---- საათზე, დაკავებული იქნა თ---------- ვ---–---ი.

 

3.52. პირადი ჩხრეკის ოქმის (2---------) მიხედვით, 2----–-–--------------ერს, 1---------- საათზე, ჩატარდა თ---------- ვ---–---ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ,,ა--------“ მოდელის მობილური ტელეფონი.

 

3.53. სახლის ჩხრეკის ოქმის (2---------) მიხედვით, 2----–-–--------------ერს, 1---------- საათზე, ჩატარდა წ--–-აში, თ-------------------ში მდებარე თეიურაზ ვ---–---ის სახლის ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.

 

3.54. მოწმე ჯ----– კ------ემ (გამომძიებელი), ს------------ემ (გამომძიებელი) და კ------------მ (გამომძიებელი) დაადასტურეს, რომ მუშაობენ შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში. 2----–-–--------------ერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქ.თბილისში, ,,კ---–---------------------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ლ------- გ-------ის, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღეს მობილური ტელეფონი. სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. ლ------- გ-------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

3.55. მოწმე გ--–------–--------ამ (გამომძიებელი), დ----- დ---–--ემ (გამომძიებელი) და ი-----–-------------–---–მა (გამომძიებელი) დაადასტურეს, რომ მუშაობენ შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში. 2----–-–--------------ერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქ.წ--–-აში, კ-–-----------------ში ჩატარდა ლ------- გ-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ჩხრეკას ესწრებოდა ლ------- გ-------ის დედა - გ---–----ი გ-------ი, რომელმაც მიუთითათ ლ------- გ-------ის საძინებელზე, სადაც მისი საწოლის ლეიბის ქვეშ ნ---ხი იქნა ფურცლები, სადაც მითითებული იყო სახელი, გვარები, თანხები და ტელეფონის ნომრები, რაც შესაძლებელია ყოფილიყო ე.წ. ,,ქურდული საერთოს“ სია, რაც ამოიღეს. ერთ-ერთ ფურცელზე იყო რუსულენოვანი ჩანაწერები.

 

3.56. ბრალდებულის დაკავების ოქმის (2---------) მიხედვით, 2----–-–--------------ერს, 1---- საათზე, დაკავებული იქნა ლ------- გ-------ი.

 

3.57. პირადი ჩხრეკის ოქმის (2---------) მიხედვით, 2----–-–--------------ერს, 2---------- საათზე, ჩატარდა ლ------- გ-------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს მობილური ტელეფონი, დაზიანებული ეკრანით.

 

3.58. სახლის ჩხრეკის ოქმის (2---------) მიხედვით, 2----–-–--------------ერს, 2---------- საათზე, ჩატარდა წ--–-აში, კ-–-----------------ში მდებარე ლ------- გ-------ის სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ლ------- გ-------ის საწოლის ლეიბის ქვემოდან ამოღებული იქნა თაბახის ფურცელი, რომელზეც ჩაწერილია სახელი და გვარები და თითოეულ მათგანს მიწერილი აქვს თანხის ოდენობა. ასევე საძინებელში კარადიდან ამოღებული იქნა ორი ფურცელი, რომელზეც წერია სახელი და გვარები, მიწერილი აქვს ტელეფონის ნომრები. ასევე კომოდიდან ამოღებული იქნა პატარა ფურცელი, რუსულენოვანი ჩანაწერებით.

 

3.59. მოწმე ვ-----–-----------მ (გამომძიებელი), ა--–-- ჯ---------მა (გამომძიებელი) და ვ-----–--–--------ემ (გამომძიებელი) დაადასტურეს, რომ მუშაობენ ც--------–---------------–----------–-–-------------------ში. 2----–-–--------------ერს, ქ.წ--–-აში, სამშენებლო კომპანია ,,ბ---ს“ ცენტრალურ შესასვლელთან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავეს გ------ი ო------ი, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღეს ორი მობილური ტელეფონი. სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. გ------ი ო------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

3.60. მოწმე ზ-----------------–--ემ (გამომძიებელი), დ----- თ------–---–მა (გამომძიებელი) და ზ--------------ემ (გამომძიებელი) დაადასტურეს, რომ მუშაობენ შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში. 2----–-–--------------ერს ჩატარდა გ------ი ო------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ.

 

3.61. ბრალდებულის დაკავების ოქმის (2---------) მიხედვით, 2----–-–--------------ერს, 2---- საათზე, დაკავებული იქნა გ------ი ო------ი.

 

3.62. პირადი ჩხრეკის ოქმის (2---------) მიხედვით, 2----–-–--------------ერს, 1---------- საათზე, ჩატარდა გ------ი ო------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ,,ნ-----“ და ,,ე---–--–ის“ მოდელის მობილური ტელეფონები.

 

3.63. სახლის ჩხრეკის ოქმის (2---------) მიხედვით, 2----–-–--------------ერს, 1---------- საათზე, ჩატარდა ქ-----------–------------------–------------ში მდებარე გ------ი ო------ის სახლის ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.

 

3.64. მოწმე რა–-------------მა (გამომძიებელი),გ--------------–---–მა (გამომძიებელი) დაადასტურეს, რომ მუშაობენ შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში. 2----–-–--------------ერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქ. წ--–-ში, კ-----------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ზ------ კ-------ი, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღეს მობილური ტელეფონი, ყურსასმენი და პლასტიკური ბარათი. სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. ზ------ კ-------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

3.65. ბრალდებულის დაკავების ოქმის (2---------) მიხედვით, 2----–-–--------------ერს, 1---- საათზე, დაკავებული იქნა ზ------ კ-------ი.

 

3.66. პირადი ჩხრეკის ოქმის (2---------) მიხედვით, 2----–-–--------------ერს, 1---------- საათზე, ჩატარდა ზ------ კ-------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ,,ჰ------ს“ მოდელის მობილური ტელეფონი, ყურსასმენი და პლასტიკური ბარათი.

 

3.67. სახლის ჩხრეკის ოქმის (2---------) მიხედვით, 2----–-–--------------ერს, 2---------- საათზე, ჩატარდა წ--–-----------ის ს------–--------ში მდებარე ზ------ კ-------ის სახლის ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.

 

3.68. მოწმე ი-–-----------ე (გამომძიებელი), ლ---------–----–---–მა (გამომძიებელი) და თ----- თ---–---–მა (გამომძიებელი) დაადასტურეს, რომ მუშაობენ შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში. 2----–-–--------------ერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქ----------–----–----–-----------ში, დევნილთა საერთო საცხოვრებელში მდებარე მისსავე საცხოვრებელ სახლში, დააკავეს ბ----- რ-------ე, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღეს მობილური ტელეფონი. სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. ბ----- რ-------ეს წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

3.69. მოწმე ზ--------–-----–--მ (გამომძიებელი), ი-----–-------------მ (გამომძიებელი) დაადასტურეს, რომ მუშაობენ შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში. 2----–-–--------------ერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქ.წ--–-ა, ი-----------------ში ჩატარდა ბ----- რ-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ.

 

3.70. ბრალდებულის დაკავების ოქმის (2---------) მიხედვით, 2----–-–--------------ერს, 1---- საათზე, დაკავებული იქნა ბ-----ი რ-------ე.

 

3.71. პირადი ჩხრეკის ოქმის (2---------) მიხედვით, 2----–-–--------------ერს, 1---------- საათზე, ჩატარდა ბ-----ი რ-------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ,,ა-------ს“ მოდელის მობილური ტელეფონები.

 

3.72. სახლის ჩხრეკის ოქმის (2---------) მიხედვით, 2----–-–--------------ერს, 1---------- საათზე, ჩატარდა წ--–-----------ში, ი-----------------ში მდებარე ბ-----ი რ-------ის სახლის ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.

 

3.73. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

3.74. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი, მხარეთა შეთანხმებით, სადავოდ არ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე. კერძოდ: მოწმეების - ა--–-- გ----–---ის, ს------------–-----ის, მ-----------–----ის, თ------ი მ--–-----ის გამოკითხვის ოქმები; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N---------------- დასკვნა (0---------), საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N----- დასკვნა (2---------); ვებ.გვერდ ----------------------- მონაცემები;

 

3.75. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, რითაც ძირითადად დასტურდებოდა გამოძიების პროცესში ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია და სასამართლო, მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.

 

3.76. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა ძირითადად დაადასტურეს ის გარემოება, რომ ბრალდებულები არიან მშრომელი ადამიანები და მათი კრიმინალური კავშირების შესახებ არაფერი იცოდნენ. ასევე დაადასტურეს, რომ წ--–-----------ში ტრადიციულად იკრიბება ხოლმე თანხა ქველმოქმედებისთვის ან სხვა კეთილშობილური მიზნით. კერძოდ:

 

3.77. მოწმე ზ----------–-----მა განმარტა, რომ დაახლოებით 15 წელია, რაც იცნობს და მეგობრობს ზ------ კ-------თან. 2----–-–------–--ში ან სხვა დროს ზ------ კ-------ს მისთვის ,,ქურდული საერთოსთვის“ რაიმე თანხის გადახდა არ შეუთავაზებია. სოფელში ზ------ კ-------ს ახასიათებენ, როგორც დადებით და შრომისმოყვარე ადამიანს. ზ------ კ-------ი დასაქმებული იყო კომპანი ,,ე---ში“ და ყოველთვის ეხმარებოდა მეზობლებს. ზ------ კ-------ი მას არასდროს შესთავაზებდა ქურდულ საერთოში თანხის შეტანას და არც ის დადებდა.

 

3.78. მოწმე თ------ ბ---–----ემ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს წ--–-ის მუნიციპალიტეტში, იცნობს მ------ დ------ეს, რომელიც არის მისი რაიონის მკვიდრი. მ------ დ------ეს იცნობს, როგორც პატიოსან და შრომისმოყვარე ადამიანს. მისი მამა არის წ--–-ის მთავარი ვეტერინარი და რაიონის ყველა ოჯახთან აქვს შეხება, სარგებლობს ავტორიტეტით. მ------ დ------ის დედა იყო დასაქმებული მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში. 2----–-–------------ში მ------ დ------ეს დაეწვა სახლი წ--–-აში, რის შემდეგ, დაახლოებით 2----–--–ს, მან მოახდინა სოფელში დახმარების ორგანიზება. მან შეადგინა სახელობითი სია, სადაც მითითებული იყო სოფლის მაცხოვრებლების სახელები, შესაძლებელია გვარებიც, თანხები და ეს სია, აგროვილ თანხასთან ერთად გადასცა დ------ეების ოჯახს. ზოგადად, მათ სოფელში მიღებულია წესია, რომ ადგენენ სიას, აგროვებენ ფულს და გაჭირვებულ ოჯახს ეხმარებიან. მ------ დ------ის ნასამართლობის შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი. მ------ დ------ე ან რომელიმე ბრალდებული მასთან არასდროს მისულა და ,,ქურდულ საერთოსთვის“ ფულის შეგროვებაში მონაწილეობა არ შეუთავაზებია და არც ასეთის შესახებ სმენია რამე. ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, იგი მიმართავდა სამართალდამცავებს.

 

3.79. მოწმე ე----------ემ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს წ--–-აში და იცნობს მ------ დ------ეს და მის ოჯახს. ისინი არიან მეზობლები. დ------ეების ოჯახი სამეგობროში და სამეზობლოში ხასიათდება დადებითად. 2----–--–ს, მ------ დ------ის ოჯახს ხანძრის შედეგად წ---–-ში დაეწვა სახლი. რის შემდეგ, მალევე, მეზობლებმა და სრულიად რეგიონმა დახმარების ხელი გაუწოდა მათ. შეგროვდა ფული შესაძლებლობის ფარგლებში, შედგა სია, სახელების და თანხების მითითებით და გადაეცა დ------ეების ოჯახს. ამავე ფორმით, იმ პერიოდში მის ოჯახსაც დაეხმარა რაიონი, როდესაც მისმა მეუღლემ დაკარგა ფეხი. შეგროვდა ფული და მას გადასცეს მსგავსი სია. წ--–-----------ი ძალიან პატარაა და გაჭირვების დროს ყველა ერთმანეთს ეხმარება შეძლებისდაგვარად. როდესაც მან შეიტყო, რომ მ------ დ------ე იყო დაკავებული, ძალიან გაუკვირდა. სოფელში გაჭირვების შემთხვევაში, ჩამოივლიან და იკრიბება თანხა, დგება სია, რაც დამალულად არ ხდება. მ------ დ------ე მასთან არასდროს მისულა და არ შეუთავაზებია ქურდულ საერთოში თანხის შეტანა, ვერც წარმოუდგენია ასეთი რამ მომხდარიყო და ვინც არ უნდა მისულიყო მასთან ასეთი წინადადებით, ყველა შემთხვევაში მიმართავდა სამართალდამცავებს.

 

3.80. მოწმე დ----- გ----------მა განმარტა, რომ 2----–-–---ან იცნობს ზ------ კ-------ს, ერთად მუშაობდნენ კომპანია ,,ე---ში“. ისინი დილის 6 საათიდან საღამოს 9 საათამდე იყვნენ ერთად. ზ------ კ-------ს მისთვის ან სხვა თანამშრომლებისთვის რაიმე თანხის შეგროვება არ შეუთავაზებია. ზ------ კვანჭის ,,ქურდული საერთოსთვის“ თანხის შეგროვება რომ შეეთავაზებინა მისთვის, მიმართავდა პოლიციას.

 

3.81. მოწმე ლ--–----------მა განმარტა, რომ ბავშვობიდან იცნობს გ------ი ო------ს, რადგან ისიც დმანისიდან არის წარმოშობით და ერთ უბანში აქვთ სახლი. საკუთარ თავს უფრო წარმოიდგენდა განსასჯელის სკამზე, ვიდრე გ------ის ო------ს, რადგან ეს უკანასკნელი არის პატიოსანი ადამიანი. გ------ი ო------ი დაკავებამდე მუშაობდა, ჰყავს არაჩვეულებრივი ოჯახი და არაფერი სმენია, მისი არაკანონიერი საქმიანობის შესახებ, რაიონში აქვს ძალიან კარგი სახელი. 2----–--–ს მას შეექმნა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე, ესაჭიროებოდა ძვლის ტვინის გადანერგვა, რაც ძალიან ძვირი ღირდა. იგი სოციალური ქსელების მეშვეობით ითხოვდა დახმარებას, გ------ისთვის პირადად არაფერი უთხოვია. გ------იმ როგორც კი გაიგო მისი ამბავი, ორი კონცერტი ჩაატარა მეგობრებთან ერთად და შემოსული თანხით დაეხმარა მას. გ------ის მისთვის არასდროს შეუთავაზებია ,,ქურდულ საერთოში“ ფულის შეტანა. ასეთ ფაქტს იგი გამორიცხავს, თუმცა ასეთის შემთხვევაში, მიმართავდა პოლიციას.

 

3.82. მოწმე ხ---- ხ---------მა განმარტა, რომ იგი ცხოვრობს წ---–-ში, საიდანაც იცნობს ყველა ბრალდებულს. ამასთან, ლ------- გ-------ი არის მისი შორეული ნათესავი. ბრალდებულების შესახებ რაიმე უარყოფითი არ სმენია, არც მათი კავშირის შესახებ გაუგია რამე ,,ქურდულ სამყაროსთან“. როდესაც გაიგო, რომ ბრალდებულები ამ ბრალდებით იყვნენ დაკავებული, ძალიან გაუკვირდა. მას ჰყავდა შვილი - გ------ი ხ---------ი ,რომელიც დაავადებული იყო სიმსივნით, რა დროსაც მთელი რაიონი ეხმარებოდა ფინანსურად, როგორც გ--------ში ყოფნისას, ასევე საქართველოში დაბრუნების შემდეგ. 2----–-–---------ი--–--ში მას აუგროვეს თანხა და დაეხმარნენ. მთელმა რაიონმა მიიღო მის დახმარებაში მონაწილეობა. 2----–-–------–--ში მისი ვაჟი გარდაიცვალა. მისთვის ცნობილია, რომ ბრალდებულები მონაწილეობდნენ მის დასახმარებლად თანხის შეგროვებაში. იგი არის კანონმორჩილი მოქალაქე და რამე რომ შეეტყო უკანონოდ ფულის შეგროვების შესახებ, შეატყობინებდა პოლიციას, თუმცა ასეთს ადგილი არ ჰქონია. ბრალდებულების ნასამართლობის შესახებ, არაფერი სმენია.

 

3.83. მოწმე გ---–--------–---მა განმარტა, რომ იგი ცხოვრობს წ--–-აში და იცნობს ბრალდებულებს. ამასთან, თ---------- ვ---–---ი არის მისი შორეული ნათესავი. ბრალდებულებს დადებითად ახასიათებს. მას ძალიან გაუკვირდა, როდესაც გაიგო ბრალდებულების დაკავების თაობაზე, რაც უკავშირდებოდა თანხის აკრეფას. ს------ში მიღებული წესია, გაჭირვებულებისთვის თანხის შეგროვება. მაგალითად, ხ---- ხ---------ისთვის შეგროვდა თანხა, რომელსაც ჰყავდა სიმსივნით დაავადებული შვილი, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა გ--------ში. თანხა შეიკრიბა მთელს რაიონში და ყველამ გაიღო ფული შესაძლებლობის ფარგლებში. მას არაფერი სმენია ბრალდებულების ,,კრიმინალურ კავშირების“ ან მათი ნასამართლობის შესახებ. რომელიმე ბრალდებულს რომ შეეთავაზებინა ,,ქურდული საერთოსთვის“ ფულის დადება, შეატყობინებდა პოლიციას.

 

3.84. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულებმა მ------ დ------ემ, თ---------- ვ---–---მა, ლ------- გ-------მა, გ------ი ო------მა, ბ-----ი რ-------ემ და ზ------ კ-------მა გამოიყენეს დუმილის უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები.

 

3.85. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამდენად, სასამართლო, აქვე აღნიშნავს, რომ ბრალდებულების მიერ დუმილის უფლებით სარგებლობა ვერ იქნება გამოყენებული მათ წინააღმდეგ და ვერ შეფასდება მათი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

3.86. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, რელევანტური მტკიცებულებების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ცალ-ცალკე და ერთობლიობაში აღნიშნული მტკიცებულებები, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.

 

3.87. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13).

 

3.88. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით: ,,მ------ დ------ე აღიარებს ქურდულ სამყაროს, სისტემატიური კავშირი აქვს საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან და ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას, ქურდული სამყაროს საქმიანობაში მონაწილეობისათვის, ასევე აქტიურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.“ ,,თ---------- ვ---–---ი აღიარებს ქურდულ სამყაროს, სისტემატიური კავშირი აქვს საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან და ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას, ქურდული სამყაროს საქმიანობაში მონაწილეობისათვის, ასევე აქტიურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.“

 

3.89. საყურადღებოა, რომ ბრალდების მხარე, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, როგორც მ------ დ------ეს, ასევე თ---------- ვ---–---ს ედავება, რომ ორივე მათგანს სისტემატიური კავშირი აქვს საზღვარგარეთ მყოფ ,,კანონიერ ქურდებთან“ და ,,ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. თუმცა, სასამართლოში, ბრალდების მხარისვე წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადასტურებულია, რომ თ---------- ვ---–---ის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი 2----–-–---------იდან 2----–-–-----------რამდე (სადავო პერიოდში), სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით არ დაფიქსირებულა და არც რაიმე სხვა მტკიცებულება ყოფილა წარმოდგენილი, რაც ირიბად მაინც მიანიშნებდა, რომ თ---------- ვ---–---ს რაიმე სახის უშუალო ან დისტანციური კომუნიკაცია ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ ,,კანონიერ ქურდებთან“ და ,,ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან.

 

3.90. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს იმ მტკიცებულებებზე, რითაც ბრალდების მხარის ვერსიით დასტურდება, რომ - 2----–-–-------ის თვეში მ------ დ------ეს საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების მიერ ქურდული სამყაროს კრიმინალურ იერარქიაში მიენიჭა ე.წ. „მაყურებლის“ სტატუსი. ამასთან, ბრალდების შესახებ დადგენილებაში, არსებული მეტად ბუნდოვანი ჩანაწერი, მ------ დ------ის საზღვარგარეთ მყოფ აბსტრაქტულ ,,კანონიერ ქურდებთან“ და ,,ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან კავშირის შესახებ, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში არაერთხელ გაჟღერებული ვერსიით ეხებოდა მ------ დ------ის შესაძლო კავშირებს თ--------ში მყოფ ,,კანონიერ ქურდთან“ - ჯ------ კ--–-----–---–თან, რომლის ხელდასმით, თითქოს, მიენიჭა ამ უკანასკნელს წ--–-აში ,,მაყურებლის“ სტატუსი და რომელთან უშუალო შეთანხებით ხდებოდა, როგორც ,,ქურდული საერთოს“ შეგროვება წ--–-----------ში, ასევე მისი შემდგომი განკარგვა.

 

3.91. ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა: მოწმეების ა------------–---ის, ე-----–-----–---ის, გ-----------–----ის, თ---------------ის, თ----- მ-----ის, ბ----- გ------ის, თ----- გ----–---ის, ბ----------–---ის, ი-–----------------ის, ასევე კ-------------------------–---–ის და გ---------------–იას ჩვენებები, ფარული აუდიო ჩანაწერები და მათი გაშიფრული ტექსტები, მ------ დ------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ჩანაწერები, ვებ გვერდ ,,პ-------------ს“ მონაცემები, საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტები, მოწმე ნ-------------ის ჩვენება და ,,ს----------–---------დან“ თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

3.92. სასამართლო მოწმეების - ა------------–---ის, ე-----–-----–---ის, გ-----------–----ის, თ---------------ის, თ----- მ-----ის, ბ----- გ------ის, თ----- გ----–---ის, ბ----------–---ის, ი-–----------------ის ჩვენებების სანდოობის შეფასებისას სასამართლო იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ა-----–ის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

3.93. ამდენად, სასამართლომ ყურადღება შეაჩერა მოწმეების ა------------–---ის, ე-----–-----–---ის, გ-----------–----ის, თ---------------ის, თ----- მ-----ის, ბ----- გ------ის, თ----- გ----–---ის, ბ----------–---ის, ი-–----------------ის ჩვენებების შინაარსზე და იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში გამოქვეყნდა მოწმეების მიერ გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაცია, რაც რადიკალურად განსხვავდება მოწმეების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებისაგან, რომლებიც თავის მხრივ ასევე აცდენილია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებს, ამასთან სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა უშუალოდ დაკვირვებოდა მოწმეების მოქმედებებს სასამართლოში ჩვენების მიცემისას და მიაჩნია, რომ ყველა ზემოაღნიშნული გარემოება ერთობლიობაში უკარგავს ამ მოწმეების ჩვენებებს სანდოობას და ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების უტყუარობის სტანდარტს. შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს, მიიჩნევს, როგორც არა სანდო მტკიცებულებით ძალის მქონეს და ვერ იქნება გაზიარებული გადაწყვეტილების მიღებისას.

 

3.94. რაც შეეხება მოწმეების კ-------------------------–---–ის და გ---------------–იას ჩვენებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის განსასჯელად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

3.95. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53.).

 

3.96. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მოწმეები - კ-------------------------–---–ი და გ---------------–ია არ არიან ბრალად წარდგენილი ქმედებების უშუალო შემსწრეები. მათი ჩვენებები დაფუძნებულია ან სხვა პირთა მონათხრობს, ან ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების მათეულ ანალიზს. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მათი ჩვენებებით დაადგინოს ფაქტები უშუალოდ ბრალად წარდგენილი ქმედებების არსებობა/არარსებობასთან დაკავშირებით.

 

3.97. რაც შეეხება მ------ დ------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ ფურცელს, ჩანაწერებით, სადაც აღნიშნულია სახელები და თანხები, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებით არის ,,ქურდული ტყავი“ ანუ ,,ქურდული საერთოს“ სია, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამდაგვარი ფურცლები, გვარ-სახელებისა და თანხების მითითებით იქნა ამოღებული ლ------- გ-------ის საცხოვრებელი სახლიდან, თუმცა, ბრალდების მხარის არგუმენტაციით, ეს არ იყო ,,ქურდული ტყავი“, რადგან საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ,,ქურდულ ტყავში“ გვარები არ იწერება, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა თ------ ბ---–----ემ, ე----------ემ და გ------------მ დაადასტურეს, რომ მ------ დ------ის ოჯახს წ--–-აში დაეწვა სახლი და მათ დასახმარებლად რაიონში აგროვდა თანხები, რომელიც შემწირველთა სიასთან ერთად გადაეცა მ------ დ------ის ოჯახს. ამდენად, ბრალდების მხარის ეჭვი, რომ სწორედ მ------ დ------ის სახლიდან ამოღებული სია წარმოადგენდა ,,ქურდულ ტყავს“, დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურებულა სასამართლოში გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებებით.

 

3.98. ბრალდების მხარის მტკიცებით, საზღვრის კვეთის დოკუმენტაციითა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების ერთობლივი ანალიზით, უტყუარად დასტურდება, რომ მ------ დ------ეს სისტემატიური კავშირი ჰქონდა თ--------ში მყოფ ,,კანონიერ ქურდთან“ - ჯ------ კ--–-----–---–თან, რომლის ხელდასმით მიენიჭა მას წ--–-აში ,,მაყურებლის“ სტატუსი და რომელთან უშუალო შეთანხებით ხდებოდა, როგორც ,,ქურდული საერთოს“ აგროვება წ--–-----------ში, ასევე მისი შემდგომი განკარგვა.

 

3.99. სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია და არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ ის ფატი, რომ მ------ დ------ეს ს.ს.კ.გ. ,,ს-----ის“ გავლით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არაერთხელ აქვს გადაკვეთილი (3--------------- გასვლა; 3--------------- შემოსვლა; 3--------------- გასვლა; 3--------------- შემოსვლა; 3--------------- გასვლა; 3--------------- შემოსვლა; 1--------------- გასვლა; 1-------------- შემოსვლა; 1--------------- გასვლა; 1--------------- შემოსვლა; 0--------------- გასვლა; 0-------------- შემოსვლა; 1--------------- გასვლა; 1--------------- შემოსვლა; 2--------------- გასვლა; 2--------------- შემოსვლა).

 

3.100. ამასთან, ფარულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებში არაერთხელ არის საუბარი მ------ დ------ის თ--------ში გადასვლაზე, თუმცა სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი უტყუარი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ თ--------ში ყოფნისას იგი სწორედ ,,კანონიერ ქურდ“ - ჯ------ კ--–-----–---–ს შეხვდა.

 

3.101. ბრალდების მხარის მტკიცება, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალებში, ერთ შემთხვევაში, ნახსენები - ,,ჯ------------–ი“, ხოლო, მეორე შემთხვევაში - ,,იქეთ იმას, "ჯ"-ზე რომ იწყება, "ჯ"-ზე“, არის სწორედ კანონიერი ქურდი“ ჯ------ კ--–-----–---–ი, რომლისგანაც იღებდა დირექტივებს მ------ დ------ე, ასევე დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

3.102. მეტიც, ფარულ საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალებში, ასევე ჩანს, რომ მ------ დ------ეს თ--------ში ვიზიტი ასევე უკავშირდება მის მიერ სამშენებლო ცემენტის გადმოტანას, რომლის ფასებს და შესაძლო ტრანსპორტირებას, იგი გულდასმით აზუსტებს. ამდენად, არსებობს გაუქარწყლებელი ეჭვი მ------ დ------ის თ--------ში მიმოსვლის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, რომელიც ცალსახად ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

 

3.103. სასამართლოს სურს აღნიშნოს, რომ თავისთავად ეჭვს იწვევს მ------ დ------ის მიერ ცოლისთვის მიწერილი შეტყობინება - ,,მესიჯები წაშალე, წ--–-ა ჩამაბარეს“, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ბრალდების მხარის ეჭვი დარჩა ეჭვად და ვერ დადასტურდა სხვა რაციონალური მტკიცებულებებით. ამასთან, გასათვალისწინებელია შეტყობინების პრივატული ხასიათი, რომლის ადრესატია მეუღლე (რომელთან ურთიერთობა სისხლისსამართლებრივ კონტექსტს ცდება), და არა რომელიმე სხვა ბრალდებული, რაც, ბრალდების გათვალისწინებით, შესაძლებელია გამხდარიყო ვარაუდის საფუძველი, რომ მ------ დ------ემ ამ ფორმით შეატყობინა მის თანამოაზრეებს კრიმინალურ სამყაროში მისი ახალი ,,სტატუსის“ შესახებ.

 

3.104. სასამართლოს მიაჩნია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები შინაარსობრივად შეიცავს ვრცელ ინფორმაციას, რომელიც სრულ სურათს ქმნის ბრალდებულების მიერ გარკვეული თანხების შეგროვების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით. სასამართლო, ითვალისწინებს ორგანიზებული დანაშაულის სპეციფიკას და იმ გარემოებას, რომ შესაძლებელია სატელეფონო საუბრები პირდაპირ არ იკითხებოდეს და ღიად არავინ ახსენებდეს ,,კანონიერ ქურდს“, ,,ქურდულ სამყაროს“, ,,ქურდულ საერთოს“ და სხვა სპეციფიურ ტერმინებს, თუმცა, იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლოში დაიკითხა ამ საუბრების მონაწილე არაერთი პირი და ყველა მათგანმა უარყო რაიმე სახის ,,საერთოს“ შეგროვების ფაქტი, ამასთან დაადასტურეს, რომ ქველმოქმედების ან სხვა კეთილი მიზნებისთვის ფულის შეგროვება მათი ტრადიციაა და ამას აქვს არაერთჯერადი ხასიათი, ბრალდების მხარის შესაძლო საფუძვლიანი ეჭვები და ვარაუდები (რომ 2----–-–-----------------ოს პერიოდში წ--–-----------ში გროვდებოდა თანხები ,,ქურდული საერთოსათვის“), დარჩა ეჭვად და ვარაუდად, და ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

3.105. ბრალდების შესახებ დადგენილებებში მითითებულია, რომ: ,,წ--–-----------ის მაცხოვრებლებისგან ,,ქურდული სამყაროს“ წევრებისა და მხარდამჭერების დახმარებით 2----–-–-----------------ოს თვეში შეგროვებულ იქნა ე.წ. „ქურდული საერთოს“ თანხა, საიდანაც 1300 ლარი, კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით 2----–-–-------------ოს, გადაერიცხა ერთ-ერთი კანონიერი ქურდის ოჯახის წევრს“.

 

3.106. სასამართლოს, მოწმე ნ-------------ის ჩვენებითა და ,,ს----------–---------დან“ ამოღებული ტრანზაქციის დამადასტურებელი დოკუმენტაციით, უტყუარად დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2----–-–-------------ოს მ------ დ------ემ მართლაც გადაურიცხა ნ-------------ს 1300 ლარი. მოწმე ნ-------------მა დაადასტურა, რომ ვინმე ,,ჯ------ი“ (რომლის გვარი ჩვენებაში არ დაუკონკრეტებია), ვისი სახელითაც მას გადაურიცხეს თანხა, მართლაც არის მისი შვილიშვილის ნათლია, თუმცა მოწმის ამ განცხადების საფუძველზე იმის ცალსახად მტკიცება, რომ საუბარში ნახსენები ,,ჯ------ი“, რომელსაც ნათესაური კავშირი აქვს ნ-------------ის ოჯახთან და რომლისგანაც ელოდებოდა მეუღლის მკურნალობისთვის აუცილებელ თანხას, ნამდვილად არის ,,კანონიერი ქურდი“ ჯ------ კ--–-----–---–ი. ამასთან, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ 2----–-–-----------------ოს თვეში წ--–-----------ში გროვდებოდა ,,ქურდული საერთოსთვის“ თანხები, საფუძველს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ ნ-------------ს ჯ------ კ--–-----–---–ის მითითებით გადაერიცხა თანხა არარსებული ,,ქურდული საერთოდან“.

 

3.107. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებს, რითაც, ბრალდების მხარის მტკიცებით დასტურდებოდა სწორედ გ------ი ო------ის, ბ-----ი რ-------ის და ზ------ კ-------ის ჩართულობა „ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზებაში და „ქურდულ საერთოში“ საკუთრივ თანხების შეტანა, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასამართლოში გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა ის ფაქტი, რომ წ--–-----------ში გროვდებოდა ,,ქურდული საერთოსთვის“ თანხები და შესაბამისად მის შეგროვებაში გ------ი ო------ის, ბ-----ი რ-------ის და ზ------ კ-------ის ჩართულობაზე ან მათ პირად წვლილზე მსჯელობა, არარელევანტურია.

 

3.108. გარდა ამისა, ბრალდების შესახებ დადგენილებებში მითითებულია, რომ: ,,მ------ დ------ემ და თ---------- ვ---–---მა მოაწყვეს ე.წ. „ქურდული შეკრება“ სადაც განიხილეს და დაადგინეს, რომ ე.წ. „ქურდულ საერთოში“ შესატანი თანხა წ--–-----------ის მაცხოვრებლებს უნდა გადაეხადათ ყოველი თვის 10 რიცხვში, ხოლო იმ პირებს ვისაც ხელფასი ერიცხებოდათ ბანკში, თანხის ჩარიცხვის მომდევნო დღეს.“

 

3.109. ,,ქურდული შეკრების“ მოწყობის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მოწმე ა------------–---ის ჩვენება და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები.

 

3.110. სასამართლოში დაკითხულმა მოწმე ა------------–---მა უარყო, როგორც მ------ დ------ის და თ---------- ვ---–---ის მიერ ,,ქურდული შეკრების“ ორგანიზების, ასევე საერთოდ ასეთი შეკრების ბუნებაში არსებობის ფაქტი. რაც შეეხება ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებს, სასამართლოს მიაჩნია, რომ საუბრებში ასეთი შეკრების ფაქტი, სადაც კონკრეტული საკითხები იქნა გადაწყვეტილი, ფარული მიყურადების მასალებიდან არ გამომდინარეობს და მინიშნება იმაზე, რომ ,,სადმე ტყეში გავიდნენ“, არის მეტად ბუნდოვანი და იმის მტკიცება, რომ მ------ დ------ემ და თ---------- ვ---–---მა მოაწყვეს ,,ქურდული შეკრება“, სადაც დაწესდა ,,ქურდული საერთოს“ შეკრების გრაფიკი, არის კვლავ ეჭვი და ვარაუდი და არ დასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით.

 

3.111. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ მ------ დ------ემ და თ---------- ვ---–---მა ჩაიდინეს „ქურდული სამყაროს წევრობა“ და „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, ლ------- გ-------მა - „ქურდული სამყაროს წევრობა“, ხოლო ზ------ კ-------მა, ბ-----ი რ-------ემ და გ------ი ო------მა - „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა.

 

3.112. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით: მ------ დ------ის სახლის ჩხრეკის ოქმით (2---------), სახლის ჩხრეკაში მონაწილე მოწმეების ი--------------–--ის, ზ-----------------ის და გ-------–---------–---–ის ჩვენებებით დადასტურდა, რომ სწორედ მ------ დ------ის მამის მითითებით გაიჩხრიკა მ------ დ------ის საძინებელი, სადაც კარადაში, ქურთუკის ჯიბეში ნ---ხი და ამოღებული იქნა 5,89 გრამი მომწვანო-მოყავისფრო მასა. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მოწმეთა ჩვენებები საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობასთან, ამოღებულ ნივთების ადგილსამყოფელთან და საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან მიმართებით, იყო ცალსახა და დამაჯერებელი და მათ სანდოობაში გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველი, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დადგენილა. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N---------------- დასკვნით (0---------) უტყუარად არის დადასტურებული, რომ მ------ დ------ის სახლიდან ამოღებული მცენარეული მასა წარმოადგენს - ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც მ------ დ------ემ შეიძინა და ინახავდა მის საცხოვრებელ სახლში.

 

3.113. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

3.114. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

 

3.115. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.2. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე დაწვრილებით იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას. ამასთან, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა განაჩენის 1.1. და 1.3. - 1.7. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

5.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15).

 

5.3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და ობიექტური დამკვირვებლისთვის სავსებით დამაჯერებელი და არ უნდა არსებობდეს მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი. დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს მაღალი და არ უნდა ტოვებდეს ღია კითხვის ნიშნებს საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტებთან ან გარემოებებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ორგანიზებული დანაშაულის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კანონმდებლობა მოითხოვს, არსებითად არასწორია.

 

5.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობა, დანაშაული, რომელიც განსაზღვრულია სისხლის სამართლის 223(1)-ე მუხლით, მჭიდროდ არის დაკავშირებული „კანონიერ ქურდად“ ყოფნის დანაშაულთან. ეს უკანასკნელი სისხლის სამართლებრივად იდევნება იმავე მუხლის მე-2 პარაგრაფით. ორივე ასახავს კარგად ცნობილ ორგანიზებულ დანაშაულს, რომლის მიმართაც საქართველოს პარლამენტის მიერ, 2005 წლის 20 დეკემბერს, მიღებულ იქნა ფართო საკანონმდებლო პაკეტი, რათა გაძლიერებულიყო ბრძოლა ამგვარი დანაშაულებრივი სინდიკატების წინააღმდეგ. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Ashlarba v Georgia № 45554/08, 15/07/2014, § 29).

 

5.6. კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდული სამყაროს წევრობისთვის. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. ქურდული სამყაროს ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია, ანუ იგი არ ადგენს ქცევის წესს, იგი კრძალავს ქმედებას, რომლის შინაარსი ჩამოყალიბებულია სხვა ნორმატიულ აქტში. კერძოდ, `ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ~ 2005 წლის 20 დეკემბრის საქართველოს კანონში. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს ,,ქურდული სამყაროს წევრის” სამართლებრივ დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ ქურდული სამყაროს წევრი არის ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. ამდენად, ქურდული სამყაროს ობიექტური შემადგენლობის დროს, აუცილებელია 1) პირი აღიარებდეს ქურდულ სამყაროს და 2) აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. ქურდული სამყაროს აღიარებისთვის აუცილებელია ამ სამყაროს მიერ დადგენილი სპეციალური წესებითა და მიზნებით ცხოვრება, ხოლო ქურდული სამყაროს მიზნებისთვის აქტიური მოქმედება, შეიძლება გამოიხატოს ამ სამყაროს სასარგებლოდ პირთა დაშინებაში, მუქარაში, იძულებაში, ქურდულ გარჩევაში, დანაშაულის ჩადენაში და ა.შ. ქურდული სამყაროს წევრობა დამთავრებულია ქურდული სამყაროს აღიარებასთან ერთად ერთ-ერთი ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენისთანავე. სუბიექტურად განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით კრიმინალიზებულია ,,ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა, რომლის მიზანია „ქურდულ სამყაროში“ პირთა გაწევრიანების ან წევრობის შეწყვეტის ან სტატუსის შეცვლის, ფინანსური/მატერიალური რესურსების განკარგვის ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვა/გადაწყვეტა. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლით კრიმინალიზებულია - „ქურდული სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მხარდაჭერა, თუ ეს ქმნის „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დასჯადია ნებისმიერი ქმედება (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით, როგორიც შეიძლება იყოს ,,ქურდული საერთოს“ შეგროვებაში ჩართულობა ან საკუთარი თანხის შეწირვა, რითაც ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.

 

5.7. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ მ------ დ------ემ და თ---------- ვ---–---მა ჩაიდინეს „ქურდული სამყაროს წევრობა“ და „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, ლ------- გ-------მა - „ქურდული სამყაროს წევრობა“, ხოლო ზ------ კ-------მა, ბ-----ი რ-------ემ და გ------ი ო------მა - „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, რისი გათვალისწინებით, მ------ დ------ე და თ---------- ვ---–---ი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ. ლ------- გ-------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, ხოლო გ------ი ო------ი, ბ-----ი რ-------ე და ზ------ კ-------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ.

 

5.8. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამ დადანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის დაუფლებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში, სხეულში ან სხვაგვარად.

 

5.9. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ მ------ დ------ემ უკანონოდ შეიძინა 5,89 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, რასაც უკანონოდ ინახავდა მის საცხოვრებელ სახლში - წ--–-ა, რ---------–--------------ში, საიდანაც ამოღებული იქნა 2----–-–--------------ერს, ჩატარებული ჩხრეკისას. ამდენად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ყველა სავალდებულო ნიშანი, რისთვისაც მ------ დ------ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მიუთითებს, რომ მ------ დ------ის პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით, არ დადგენილა.

 

7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

7.1. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.

 

7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

7.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

7.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილის, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს მ------ დ------ეს ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოციდან ორას ოც საათამდე.

 

7.5. ამდენად, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს - ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობას და ოდენობას - 5,89 გრამი გამომშრალი მარიხუანა, ასევე მ------ დ------ის კანონშესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლოში და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვროს ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.

 

7.6. ამასთან, ვინაიდან მ------ დ------ე 2----–-–--------------რიდან იმყოფებოდა პატიმრობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით იგი უნდა გათავისუფლდეს ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისგან.

 

7.7. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტის თანახმად - ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი არის პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი), 261-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მიზანი), 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 267-ე, 268-ე, 271-ე, 272-ე ან 2731 (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან მარიხუანის − გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

 

7.8. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ დ------ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 5 წლით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

8.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთმტკიცებების ბედი. კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული 7 ცალი დისკი; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული 22 ცალი დისკი; სხდომის ოქმის აუდიო ვერსია ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, მ------ დ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი ფურცელი წარწერებით, ლ------- გ-------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფურცლები წარწერებით, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; ბრალდებულების მ------ დ------ის, გ------ი ო------ის, ბ-----ი რ-------ის და ზ------ კ-------ის ხმის ნიმუშები; მ------ დ------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს; ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონები, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 270-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ------ დ------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

მ------ დ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2----–-–--------------რიდან 2019 წლის 18 ივნისის ჩათვლით) გათვალისწინებით, მ------ დ------ე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.

 

მ------ დ------ეს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

მ------ დ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

თ---------- ვ---–---ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

თ---------- ვ---–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ლ------- გ-------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ლ------- გ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გ------ი ო------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გ------ი ო------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ზ------ კ-------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ზ------ კ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ბ-----ი რ-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ბ-----ი რ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გამართლებულებს უფლება აქვთ მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

- ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული 7 ცალი დისკი; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული 22 ცალი დისკი; სხდომის ოქმის აუდიო ვერსია ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, მ------ დ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი ფურცელი წარწერებით, ლ------- გ-------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფურცლები წარწერებით, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

- ბრალდებულების მ------ დ------ის, გ------ი ო------ის, ბ-----ი რ-------ის და ზ------ კ-------ის ხმის ნიმუშები; მ------ დ------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

- ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონები, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე