გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001981597
2-2339/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05/08/2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაოქ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე - თ----- ც-–--–--ე
წარმომადგენელი - გ---–-----------------
მოპასუხე - მ--- ჩ----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
თ----- ც-–--–--ემ სარჩელი აღძრა მ--- ჩ----ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მ--- ჩ----ეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 11 200 აშშ დოლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
2009 წლის 15 ივლისს, ქალაქ ბათუმში, კ--------------იას ქუჩა №---ში მდებარე სამაკლერო ოფისში გაფორმდა სესხის, ბინათსარგებლობის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ------ კ------–-–---–ის მინდობილმა პირმა ქ------- ხ-------იამ მ--- ჩ----ეს ასესხა 6 000 აშშ დოლარი. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ--- ჩ----ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქალაქი ბათუმი, კ-------ის ქუჩა №------------ში. სესხად მიღებული 6000 დოლარი, მ--- ჩ----ეს ორი წლის ვადაში უნდა დაებრუნებინა თ----- ც-–--–----ათვის. მიუხედავად ამისა მან შეთანხმებულ ვადაში თ----- ც-–--–--ეს სესხი არ დაუბრუნა. სესხის ნაწილი 2000 დოლარი მ--- ჩ----ემ თ----- ც-–--–--ეს დაუბრუნა 2014 წელში. დარჩენილი 4000 დოლარი მოპასუხემ არ გადაუხადა, რითაც მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. კერძოდ: სესხად გაცემული თანხის სარგებლობისათვის, თ----- ც-–--–--ე ღებულობდა სარგებელს, რითაც იხდიდა ბინის ქირას - თვეში 300 ამერიკულ დოლარს. მოპასუხის მიერ სარგებელის გადაუხდელობამ თ----- ც-–--–--ე აიძულა ბინის ქირა გადაეხადა პირადად. ხელშეკრულების მოქმედების ვადაში გადასახდელი სარგებელის ჯამმა შეადგინა 7200 აშშ დოლარი. მოითხოვს, დასახელებული თანხის მოპასუხეზე დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია:
მ--- ჩ----ე სარჩელს არ ცნობს. განმარტავს, რომ მას თ----- ც-–--–----აგან სესხი არ მიუღია. მისთვის არასოდეს სარგებელი არ გადაუხდია და მის მიმართ თანხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნია. მან, 2009 წელში ლ------ კ------–-–---–ისაგან ნამდვილად ისესხა თანხა. თუმცა ლ------ კ------–-–---–ის მიმართ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და 2016-2017 წლებში სრულად გადაუხადა სესხად მიღებული 6000 აშშ დოლარი. შესაბამისად მას, არც ლ------ კ------–-–---–ზე არ აქვს თანხა გადასახდელი. გარდა ამისა განმარტავს, რომ ლ------ კ------–-–---–მა ერთხელ უკვე ედავა ამ თანხაზე და სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა ხანდაზმულობის გამო. თ----- ც-–--–--ე ამჯერად დაობს იმ თანხაზე, რაც მას გადასახდელი ჰქონდა ლ------ კ------–-–---–ისათვის. ლ------ კ------–-–---–ის სარჩელის საკითხი სასამართლოს მიერ განხილული და გადაწყვეტილია, რის გამოც თ----- ც-–--–--ეს იგივე თანხის მოთხოვნის საფუძველი არ გააჩნია. მიიჩნევს, რომ ასეთი საფუძველი რომც არსებობდეს, თ----- ც-–--–---- სარჩელი ხანდაზმულია.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2009 წლის 15 ივლისს ქალაქ ბათუმში, კ--------------იას ქუჩა №---ში მდებარე სამაკლერო ოფისში გაფორმდა სესხის, ბინათსარგებლობის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ------ კ------–-–---–ის მინდობილმა პირმა ქ------- ხ-------იამ 2 წლის ვადით მ--- ჩ----ეს ასესხა 6 000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის, ბინათსარგებლობის და იპოთეკის ხელშეკრულება
3.1.2. 2016 წლის 2 ივლისს ლ------ კ------–-–---–მა სარჩელი აღძრა მ--- ჩ----ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მ--- ჩ----ეს დაეკიროს 2009 წლის 15 ივლისის სესხის, ბინათსარგებლობის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხად გადაცემული თანხის უკან დაბრუნება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება
3.1.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. იგი საქმის განხილვის მომენტისათვის კანონიერ ძალაშია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
3.1.4. 2017 წლის 23 ივნისს ლ------ კ------–-–---–ის წარმომადგენელმა თ----- ც-–--–--ემ ახალი სარჩელი აღძრა და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მ--- ჩ----ეს დაეკისროს 2009 წლის 15 ივლისის სესხის, ბინათსარგებლობის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხად გადაცემული თანხის თ----- ც-–--–---- სასარგებლოდ გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სასარჩელო განცხადება.
3.1.5. სხდომაზე, თ----- ც-–--–--ეს სასამართლომ განუმარტა, რომ დაუშვებელია ლ------ კ------–-–---–მა თ----- ც-–--–---- სასარგებლოდ მოითხოვოს თანხის დაკისრება. თუ მოპასუხეს თ----- ც-–--–----ათვის თანხა აქვს გადასახდელი, მაშინ სასარჩელო განცხადებაც თ----- ც-–--–--ეს უნდა ეკუთვნოდეს. თ----- ც-–--–--ემ დააზუსტა სარჩელი და ნაცვლად ლ------ კ------–-–---–ის სარჩელისა, წარმოადგინა საკუთარი სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მ--- ჩ----ეს დაეკისროს 2009 წლის 15 ივლისის სესხის, ბინათსარგებლობის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხად გადაცემული თანხის თ----- ც-–--–----ათვის გადაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სასარჩელო განცხადება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ლ------ კ------–-–---–ს სურვილი ჰქონდა დახმარებოდა თ----- ც-–--–--ეს და ამ მიზნით შპს ,,ც--------------ის“ მიერ აშენებული კორპუსიდან საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
თ----- ცეცლაძის ახსნა განმარტება, მოწმე ქ------- ხ-------იას ჩვენება.
3.2.2. 2009 წელში, შპს ,,ც--------------ს“ შეექმნა გარკვეული ფინანსური პრობლემები, რის გამოც ლ------ კ------–-–---–მა ვერ შეძლო თ----- ც-–--–----ათვის მშენებარე კორპუსიდან გამოეყო ბინა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის განმარტებები. მოწმე ქ------- ხ-------იას ჩვენება.
3.2.3. ლ------ კ------–-–---–ი იმედოვნებდა, რომ სიტუაცია გამოსწორდებოდა და შეძლებდა თ----- ც-–--–----ათვის ბინის გადაცემას. სიტუაციის გამოსწორებამდე მან გადაწყვიტა თ----- ც-–--–--ეს დახმარებოდა დროებითი თავშესაფარის მოწყობაში. ამ მიზნით ის თ----- ც-–--–--ეს შეუთანხმდა მასზედ, რომ 6000 აშშ დოლარის სესხის სანაცვლოდ თ----- ც-–--–--ეს გამოენახა ბინა და იპოთეკური სესხის საფუძველზე გადასულიყო მასში საცხოვრებლად. სესხის თანხას გადაიხდიდა ლ------ კ------–-–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
თ----- ც-–--–---- განმარტებები და მოწმე ქ------- ხ-------იას ჩვენება.
3.2.4. თ----- ც-–--–--ემ 6000 დოლარის სანაცვლოდ ბინის დაძებნა სთხოვა მაკლერს შ------ ჯ-----------ეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
თ----- ც-–--–---- ახსნა განმარტება, მოწმე შ------ ჯ-----------ის ჩვენება.
3.2.5. შ------ ჯ-----------ემ ვერ შეძლო ქ. ბათუმის ტერიტორიაზე 6000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ბინის გამონახვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოწმე შ------ ჯ-----------ის ჩვენება.
3.2.6. შ------ ჯ-----------ემ იცოდა, რომ 6000 აშშ დოლარი სჭირდებოდა მ--- ჩ----ის ქმარს, რომელიც თანხის სანაცვლოდ გადაიხდიდა ყოველთვიურ სარგებელს. სწორედ ეს იდეა მიაწოდა შ------ ჯ-----------ემ თ----- ც-–--–--ეს, რომელსაც თავის მხრივ მოეწონა იდეა და ლ------ კ------–-–---–ის წარმომადგენელს ქ------- ხ-------იას აცნობა, რომ 6000 აშშ დოლარად გამონახა ბინა და მოსთხოვა თანხის გადაცემა. შეთანხმების შემდეგ ნოტარიუსთან მივიდა უძრავი ქონების მესაკუთრე მ--- ჩ----ე, თ----- ც-–--–--ე, შუამავალი შ------ ჯ-----------ე და ლ------ კ------–-–---–ის წარმომადგენელი ქ------- ხ-------ია. შესაბამისად 2009 წლის 15 ივლისს გაფორმდა სესხის, ბინათსარგებლობის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ------ კ------–-–---–ის მინდობილმა პირმა ქ------- ხ-------იამ მ--- ჩ----ეს გადასცა 6 000 აშშ დოლარი. თანხის გადაცემას, შედეგად ხელშეკრულების გაფორმება მოჰყვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოწმე შ------ ჯ-----------ისა და ქ------- ხ-------იას ჩვენება.
3.2.7. თ----- ც-–--–--ე მ--- ჩ----ის ბინაში საცხოვრებლად არ გადასულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები
3.2.8. თ----- ც-–--–--ე, მ--- ჩ----ის მეუღლისაგან სესხის სანაცვლოდ გარკვეული პერიოდი სარგებელს ღებულობდა. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მან სარგებელის გადახდა შეუწყვიტა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოწმე შ------ ჯ-----------ის ჩვენება.
3.2.9. ერთერთი სადაო საკითხია ვის ეკუთვნებოდა მ--- ჩ----ისათვის სესხად გადაცემული თანხა და ვის უნდა დაბრუნებოდა უკან. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ თანხა გარიგების დადებამდე და მას შემდეგაც მას ეკუთვნებოდა. შესაბამისად თანხა მას უნდა დაბრუნდებოდა. სასამართლომ მტკიცებულებათა ანალიზით მისი ამდაგვარი განმარტება არ გაიზიარა. მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ თანხა მას ეკუთვნოდა. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ თანხის თავდაპირველი მესაკუთრის, ლ------ კ------–-–---–ის დამოკიდებულება თანხის მიმართ. კერძოდ ის, რომ მან 2016 წლის 2 ივლისს სარჩელი აღძრა მ--- ჩ----ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მ--- ჩ----ეს დეკისრებოდა 2009 წლის 15 ივლისის სესხის, ბინათსარგებლობის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხად გადაცემული თანხის უკან დაბრუნება. ამით მან თანხის კუთვნილების მიმართ პრეტენზია გამოხატა. გამართულ სხდომებს თ----- ც-–--–--ეც ესწრებოდა და მისთვის ცნობილი იყო, რომ ლ------ კ------–-–---–ი 2009 წლის 15 ივლისის ხელშეკრულებით სესხად გაცემულ თანხას თავის კუთვნილებად თვლიდა და მ--- ჩ----ეს მის დაბრუნებას სთხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ თ----- ც-–--–--ე იმავე თანხას თავის საკუთრებად მიიჩნევს, მას დავის დასრულებამდე, ლ------ კ------–-–---–ის საკუთრებად თანხის აღქმაზე პრეტენზია არ ჰქონია.
მეორე საკითხი ისაა, რომ გარიგების დადების ფაქტს ესწრებოდა თ----- ც-–--–--ეც და არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა გარიგებაში გამსესხებლად ასახულიყო არა ლ------ კ------–-–---–ის წარმომადგენელი ქ------- ხ-------ია, არამედ თვით თ----- ც-–--–--ე. მიუხედავად ამისა გამსესხებლად მითითებული იქნა ლ------ კ------–-–---–ი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებაში თ----- ც-–--–--ე მხარედ არ აისახა იმიტომ, რომ თანხა მას არ ეკუთვნოდა და უკანაც მას არ უნდა დაბრუნებოდა.
მესამე საკითხია ქ------- ხ-------იას განმარტება. სადაო არაა ის გარემოება, რომ ქ------- ხ-------ია წარმოადგენდა ლ------ კ------–-–---–ს. მან სასამართლოს განუმარტა, რომ 6000 აშშ დოლარი ეკუთვნოდა ლ------ კ------–-–---–ს და ვადის გასვლის შემდეგაც მასვე უნდა მიეღო. ლ------ კ------–-–---–ს თანხა თ----- ც-–--–----ათვის არ უჩუქნია. მისი მიზანი იყო ამ თანხით თ----- ც-–--–--ეს დახმარებოდა დროებითი თავშესაფარის მოწყობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოწმე შ------ ჯ-----------ისა და ქ------- ხ-------იას ჩვენება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება.
2009 წლის 15 ივლისის ხელშეკრულება.
3.2.10. ამდენად თ----- ც-–--–--ე არ არის 2009 წლის 15 ივლისის სესხის, ბინათსარგებლობის და იპოთეკის ხელშეკრულების მხარე.
3.2.11. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ 2014 წელში მ--- ჩ----ემ დაუბრუნა სესხის თანხის ნაწილი 2000 აშშ დოლარი. მოპასუხე უარყოფს მოსარჩელისათვის თანხის გადახდას. მოსარჩელემ 2014 წელში თანხის მიღების დასადასტურებლად წარმოადგინა შ------ ჯ-----------ისა და დავით ტარიელაძის ხელწერილები. მათში მითითებულია, რომ მ--- ჩ----ემ 2014 წლის მარტის თვეში გადაუხადა 2000 აშშ დოლარი. ხელწერილები არ არის სანოტარო წესით შედგენილი ამიტომ ისინი უტყუარი მტკიცებულებები ვერ იქნება. მათი ნამდვილობისათვის აუცილებელია გამოკითხული იქნას ის პირები, ვისაც ხელწერილი ეკუთვნით. სხდომაზე მოსარჩელემ დავით ტარიელაძე ვერ წარმოადგინა, ხოლო შ------ ჯ-----------ემ განმარტა, რომ თანხის გადაცემის ფაქტს ის არ ესწრებოდა. კითხვაზე ხელწერილში რატომ უწერია რომ 2000 აშშ დოლარის გადაცემას ესწრებიოდა, განმარტა, რომ 2014 წლის მარტის თვეში მ--- ჩ----ის ოჯახში თანხის გადაცემაზე საუბრობდენ, მაგრამ უშუალოდ მას გადაცემის ფაქტი არ უნახია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწმის ჩვენება და ხელწერილები ,,სუსტი“ მტკიცებულებებია და არაა საკმარისი იმისათვის, რომ დადგენილად იქნას მიჩნეული ის, რომ მ--- ჩ----ემ 2014 წელში თ----- ც-–--–--ეს სესხის ნაწილი 2000 აშშ დოლარი დაუბრუნა. თუმცა, ასეც რომ დადგენილიყო, მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე სამ წელზე მეტი მაინცაა გასული, რადგანაც 2014 წლის მარტიდან 2017 წლის 23 ივნისამდე გასულია სამ წელზე მეტი დრო.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში სესხად მიღებული თანხა არ დაუბრუნა უკან. სასამართლომ საქმის განხილვით უნდა დაადგინოს მოპასუხემ სესხად მიიღო თუ არა თანხა და რა თანხა გადაიხადა, ან რა თანხა აქვს გადასახდელი. თუ მან სესხი მიიღო და შემდეგში შეთანხმებული პირობებით მოსარჩელეს არ დაუბრუნა, მაშინ მისი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხის სახით გაცემული თანხის დაბრუნება. თუმცა ამისათვის აუცილებელია მხარეებს შორის არსებობდეს შესაბამისი ვალდებულება.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოსარჩელე მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.
6.3. სარჩელში აღწერილი ურთიერთობა წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას. დასახელებული ნორმა არეგულირებს სესხის გაცემისა და დაბრუნების წესს, რომლის მიხედვითაც გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქმეში წარმოდგენილია 2009 წლის 15 ივლისის სესხის, ბინათსარგებლობის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ლ------ კ------–-–---–ის მინდობილმა პირმა ქ------- ხ-------იამ 2 წლის ვადით მ--- ჩ----ეს ასესხა 6 000 აშშ დოლარი. დასახელებული ხელშეკრულების მონაწილე მხარე თ----- ც-–--–--ე არაა. თუმცა ბუნებაში არსებობს ხელშეკრულება, რომლის ერთერთი მხარეც მ--- ჩ----ეა. ანუ მას სესხთან დაკავშირებით გარიგება აქვს დადებული, მაგრამ ხელშეკრულების მიხედვით გამსესხებელია ლ------ კ------–-–---–ი და არა თ----- ც-–--–--ე. საქმის განხილვითაც ასე დადგინდა, რომ ფული მ--- ჩ----ეს ასესხა ლ------ კ------–-–---–მა და თანხაც მას უნდა დაბრუნებოდა უკან. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. იმისათვის, რომ თ----- ც-–--–--ეს მ--- ჩ----ისაგან თანხის მოთხოვნის უფლება გააჩნდეს აუცილებელია დადგინდეს, რომ მან მ--- ჩ----ეს სესხად გადასცა თანხა. საქმის განხილვით არ დადგინდა, რომ თ----- ც-–--–--ემ მ--- ჩ----ეს თანხა ასესხა. გამსესხებელი მხოლოდ თანხის გადაცემის შემდეგ შეიძინოს მოთხოვნის უფლებას - მოითხოვოს მსესხებელმა დააბრუნოს სესხად მიღებული თანხა (სანაცვლო ვალდებულების შესრულება). სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის გარიგებაა, როდესაც სესხის გამცემს აქვს მოთხოვნის უფლება - სესხის მიმღებს მოსთხოვოს შეასრულოს თანხის დაბრუნების ვალდებულება. თავის მხრივ მსესხებელი მოვალეა ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. თ----- ც-–--–--ე არაა თანხის გამსესხებელი, ამიტომ მას არ აქვს საქ სკ-ის 623-ე მუხლით განსაზღვრული უფლება - მ--- ჩ----ისაგან მოითხოვოს თანხის დაბრუნება. თავის მხრივ მოპასუხეს არ აქვს საქ. სკ-ის 361-ე და 623-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულება მოსარჩელეს დაუბრუნოს თანხა. ასეთი ვალდებულება მას არ გააჩნია იმის გამო, რომ არ დადგინდა სესხად თანხის მიღების ფაქტი. სასესხო ურთიერთობაში სესხის თანხის გაცემის გარეშე, მისი დაბრუნების ვალდებულება არარსებობს. შესაბამისად სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. გარდა აღნიშნულისა სარჩელი ხანდაზმულია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა”.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გათვალისწინებით კანონმდებელმა დააწესა ხანდაზმულობის ვადები. მისი მიზანია მოთხოვნების გარკვეულ სისტემაში მოყვანა. დაინტერესებულმა პირმა კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა მოითხოვოს დარღვეული უფლებების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადის დაუცველობა დაინტერესებულ პირებს უზღუდავს სარჩელის წარმოდგენის გზით უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს”.
მოსარჩელის მიერ მითითებული ურთიერთობა, სესხის ხელშეკრულებაა და მასზე ვრცელდება სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით ,,ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს. ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხესთან ხელშეკრულება ორი წლის ვადით დადო 2009 წლის 14 ივლისს. შესაბამისად მოთხოვნის უფლებაც მოსარჩელეს წარმოეშვა 2011 წლის 14 ივლისიდან. თუ მოპასუხე ამ ვადაში 6000 აშშ დოლარს არ გადაიხდიდა, მაშინ მოსარჩელეს გაუჩნდებოდა მოთხოვნის უფლება და მას თანხების მიღებისათვის დავის უფლება ექნებოდა მომდევნო სამი წლის განმავლობაში.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლით: ,,ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ:
ა. ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი);
ბ. სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა;
გ. კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში;
დ. კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში”.
გარდა დასახელებული ნორმით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის შეჩერებისა, ხანდაზმულობის ვადა ჩერდება მეუღლეთა შორის მოთხოვნებზე ქორწინების განმავლობაში, მშობლებსა და შვილებს შორის მოთხოვნებზე ბავშვების სრულწლოვანების დადგომამდე, აგრეთვე მეურვეებსა (მზრუნველებსა) და სამეურვეო პირებს შორის მოთხოვნებზე მეურვეობის მთელი პერიოდის მანძილზე (საქ. სკ-ის 133-ე მუხლი), ასევე თუ მოთხოვნა მომდინარეობს ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არა ჰყავს (სკ-ის 134-ე მუხლი). დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია, ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება. სასამართლომ გამოიკვლია მოსარჩელის უფლების დარღვევიდან სარჩელის წარმოდგენამდე ხანდაზმულობის ვადის შეჩერების არსებობის საკითხი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების რომელიმე საფუძველი.
6.8. სამოქალაქო კოდექსი ხანდაზმულობის ვადის შეჩერების გარდა, ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლებსაც. კერძოდ: სკ-ის 137-ე მუხლით ,,ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას”.
სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე პროცენტის ან ძირითადი თანხის ნაწილის გადაცემა, წარმოადგენს ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველს. მტკიცებულებათა ანალიზით დადგინდა, რომ სახეზე არ არის ნების გამოვლენით მოვალის მიერ ვალის აღიარებისა და ამ აღიარებით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი. მართალია მოსარჩელე ამტკიცებს, რომ 2014 წელში მ--- ჩ----ემ მას გადაუხადა 2000 აშშ დოლარი, მაგრამ მან არ იცის კონკრეტული თარიღი თუ როდის მიიღო 2000 აშშ დოლარი. ამ თარიღს ხანდაზმულობის დადგენისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც 2014 წელი 12 თვისაგან შესდგება და აქედან პირველ 6 თვეში აღძრული სარჩელი ხანდაზმულობას გამოიწვევს. გარდა ამისა მან ვერ დაამტკიცა, რომ 2014 წელში მ--- ჩ----ისაგან ნამდვილად მიიღო 2000 აშშ დოლარი.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს 6000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2011 წლის 14 ივლისს. სარჩელი აღძრა 2017 წლის 23 ივნისს. შესაბამისად მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე გავიდა 3 წელზე მეტი დრო. ანუ სარჩელი ხანდაზმულია. ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოპასუხეს ანიჭებს უფლებას უარი თქვას თანხის გადახდაზე.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 940,8 ლარს. მოსარჩელეს სახ. ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი აქვს 100 ლარი. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს. ანუ მან სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით კიდევ უნდა გადაიხადოს 840,8 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არაა გამოყენებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ----- ც-–--–---- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. თ----- ც-–--–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასასარგებლოდ სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 840,8 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30);
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე