განაჩენი

სისხლის სამართლის 09.09.2019
საქმის ნომერი
160100119002925125
დავის ტიპი
177 2 ა
თარიღი
09.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119002925125

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავ--–- ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

saqme #1/134-19 9 სექტემბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031270319002)

 

მოსამართლე - თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი - ვერიკო ნინიაშვილი; დიანა

ქოჩორაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზაზა ცქვიტარია

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: გია დევნოზაშვილი

 

ბრალდებული: ა---– ი-----–---ი

მამის სახელი: ვ--–-

დაბადებული: 2-----------–--–-

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბოლნისის რაიონი სოფელი ნახიდური

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვ--–-ფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2019 წლის 27 მარტს დაახლოებით 17.50 საათზე მარნეულის რაიონის სოფელ დიოკნისში ა---– ი-----–---ი შეეცადა მოეპარა დ------- კ----ის კუთვნილი სამი სული მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ღირებული 2500 ლარად, რა დროსაც წასწრებული იქნა დ------- კ----ის, ბ---–----–- გ--–--ის და ე-- ხ------------ის მიერ, რის გამოც ბოლომდე ვერ განხორციელდება დანაშაული, ადგილზე მიატოვა საქონელი და მიიმალა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ა---– ი-----–---ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი 2019 წლის 27 მარტის ამოღების ოქმის თანახმად საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილია ქ. მარნეული 26 მაისის მოედანი, სადაც მოწმე ბ---–----–- გ--–--ისგან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი.

 

მოწმე გ------- ი-----–---–ის გამოკითხვის ოქმით დგინდება რომ მუშაობს შს მარნეულის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სისხლის სამართლის საქმეზე N031270319002 მიღებული იქნა ინფორმაცია, კერძოდ დიოკნისის საძოვრებიდან დ------- კ----ის სამი სული საქონლის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულის თანახმად საქონელი მოიპარა ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში მცხოვრებმა 1--------- წელს დაბადებულ ა---– ვ--–-ს ძე ი-----–---მა.

 

მოწმე დ------- კ----ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ დაახლოებით 17:50 საათზე ის და მისის ნათესავები წავიდნენ სოფლის საძოვრების მიმართულებით, სადაც მან დაინახა რომ სოფლის მხარეს იყო მათი საქონელი ხოლო მისი 3 სული საქონელი ერთ ცხენზე მჯდომ პიროვნებას ჯოხის დარტყმით მიჰყავდა და მიუხედავად მათი უკან მიდევნებისა და ყვირილისა არ ჩერდებოდა.

 

მოწმე ე-- ხ------------ის გამოკითხვის ოქმით დგინდება რომ იგი იმყოფებოდა მოწმე დ------- კ----ესთან ერთად სოფლის საძოვარზე, როდესაც მათ დაინახეს ახალგაზრდა მამაკაცი ხელში ჯოხით, რომელსაც მიჰყავდა დ------- კ----ის სამი სული საქონელი. აღნიშნული მამაკაცი იყო გამხდარი სახეზე შავი წვერით და დაახლოებით იქნებოდა 28-29 წლის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას. კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლით გათვ--–-სწინებული ქმედების დანაშაულად კვ--–-ფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვ--–-სწინებული ქმედება - ნივთის ფარული დაუფლება; 3) პირის მიერ განხორციელებული ქმედება უნდა ხელყოფდეს ნივთის მესაკუთრის უფლებას.

 

ზემოაღნიშნული და საქმეში წარმოდგენილი უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა---– ი-----–---ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დ------- კ----ის კუთვნილ სამ სულ საქონელს.

 

2.2. მნიშვნელოვანი ზიანი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავი - დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ ადგენს, რომ ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის(ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. საქმეზე დადგენილი გარემოებების თანახმად ა---– ი-----–---მა დ------- კ----ის მიაყენა 2500 ლარის ზიანი, რაც საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულთა თავის მიხედვით ითვლება მნიშვნელოვან ზიანად.

 

2.3. ქურდობის მცდელობა:

 

საქართველოს სსკ-ის 19-ე მუხლის თანახმად დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. საქმეზე უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ა---– ი-----–---მა ვერ შეძლო დანაშაულის ბოლომდე მიყვანა, რადგან მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას დ------- კ----ემ, ბ---–----–- გ--–--ემ და ე-- ხ------------ემ.

 

3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ა---– ი-----–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ა---– ი-----–---ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებული დ------- კ----ის გამოკითხვის ოქმი, მოწმე გ------- ი-----–---–ის, დ------- კ----ის ე-- ხ------------ის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 27 მარტის ამოღების ოქმი, 2019 წლის 28 მარტის ამოცნობის ოქმები, ამოღებული ნივთმტკიცება, 2019 წლის 29 მარტის განჩინება საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ა---– ი-----–---ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ა---– ი-----–---ის ჰქონდა განზრახვა, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა დაზარალებულების საკუთრებას.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა---– ი-----–---მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვ--–-სწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვ--–-ფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვ--–-სწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, კერძოდ:

 

5.1. ა---– ი-----–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

6.2. . საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვ--–-სწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით - სამიდან ხუთ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვ--–-სწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს (ა---– ი-----–---ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას,) ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები.

 

6.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა---– ი-----–---ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვ--–-სწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვ--–-სწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად უნდა ჩაეთვალოს პირობით, რადგან ბრალდებული წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი ან სახდელდადებული, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

7. ნივთმტკიცების საკითხი:

 

7.1 .საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირს კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული აბილ ისმაილოვის ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ა---– ი-----–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვ--–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

ა---– ი-----–---ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ა---– ი-----–---ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2019 წლის 28 მარტიდან 2019 წლის 29 მარტის ჩათვლით.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავდებულის- ა---– ი-----–---ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ა---– ი-----–---ის მიმართ შეფაარდებული აღკევთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი 5000 (ხუთი ათასი) ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს ვ--–- ი-----–---ს (პ/ნ1----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე დართული ნივთმტკიცებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს- ა---– ი-----–---ს

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე