გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210017002149045
საქმე №2/1687-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2019 წელი ქ. გორი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - შ------------------ტ+“
წარმომადგენელი - ნ-----რ კ------–--ე
მოპასუხე - გ------ი მ-------–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 მოპასუხე გ------ი მ-------–---–ს დაეკისროს მოსარჩელე შ------------------ტ+“ის სასარგებლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხის -273 აშშ დოლარის გადახდა.
1.2 მოპასუხე გ------ი მ-------–---–ს დაეკისროს მოსარჩელე შ------------------ტ+“ის სასარგებლოდ სესხზე დარიცხული სარგებლის 110.56 აშშ დოლარი გადახდა.
1.3 მოპასუხე გ------ი მ-------–---–ს დაეკისროს მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა -100 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით 2015 წლის 20 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N114198/ტ, რომლის საფუძელზე მოსარჩელემ მოპასუხეს თვეშ 5%-იანი სარგებლის დარიცხვით გადასცა სესხი 550 აშშ დოლარის ოდენობით , ხოლო 2016 წლის 20 იანვარს მოპასუხეს, სესხზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად გადაეცა 1000 აშშ დოლარი, თვეში 5% დარიცხვის პირობით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავომობილი- HONDA CIVIC .
მოსარჩელემ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გამო 2017 წლის 21 თებერვალს უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. ავტომობილი გაიყიდა 1310 აშშ დოლარად, რომლის გაქვითვაც განხორციელდა შემდეგნაირად: 250 ლარი გირავნობის მოწმობისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯები, 490 აშშ დოლარი სესხზე დარიცხული ხარჯები და 727 აშშ დოლარით შემცირდა სესხზე რიცხული სარგებელი. ვინაიდან გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად სესხის ძირითადი თანხა შემცირდა , მოპასუხეს კვლავ დარჩა სესხის ძირითადი თანხა -273 აშშ დოლარი და დარიცხული სარგებელი 110.56 აშშ დოლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე გ------ი მ-------–---–მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ გაყიდული ავტომობილი ღირდა ბევრად მეტი, ვიდრე მოხდა მისი რეალიზაცია. მას შეეძლო ავტომანქანის რეალიზაციით მთლიანად დაეფარა დავალიანება. მოსარჩელეს კი მისთვის არ უცნობებია, რომ დაგირავებული ავტომანქანა შეფასებული იყო 1310 აშშ დოლარად და ამ ფასად უნდა მოეხდიან მისი რეალიზაცია, ამიტომ მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 20 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N114198/ტ, რომლის საფუძელზე გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი HONDA CIVIC.
3.1.2. 2015 წლის 19 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა სესხის გაცემის შესახებ ხელშეკრულება N127851/რ, რომლის საფუძელზე მოსარჩელემ მოპასუხეს თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვით გადასცა სესხი 550 აშშ დოლარის ოდენობით , ხოლო 2016 წლის 20 იანვარს მოპასუხეს, სესხზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად გადაეცა 1000 აშშ დოლარი, თვეში 5% დარიცხვის პირობით.
4.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1 2017 წლის 21 თებერვალს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. ავტომობილი გაიყიდა 1310 აშშ დოლარად, რომლის გაქვითვაც განხორციელდა შემდეგნაირად: 250 ლარი გირავნობის მოწმობისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯები, 490 აშშ დოლარი სესხზე დარიცხული სარგებელი (არასრულად) და 727 აშშ დოლარით შემცირდა სესხის ძირი.
4.2 გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად მოპასუხეს შ------------------ტ+“ის მიმართ ერიცხებოდა სესხის ძირითდი თანხა 1000 აშშ დოლარი, რაც ავტომობილის რეალიზაციის შედეგადიგი შემცირდა და დარჩა სესხის ძირითადი თანხა 273 აშშ დოლარი, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება სარგებელი 5% ოდენობით, რაც შეადგენს 110.56 აშშ დოლარს.
4.3 2016 წლის 01 დეკემბერს მოპასუხე მ-------–---–ს გაეგზავნა შეტყობინება და ეცნობა ავტომობილის რეალიზაციის შესახებ, აღნიშნულის მიუხედავად მოპასუხის მიერ არ მომხდარა დავალიანების დაფარვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით თვლის, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის წარმოედგინა მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტს.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ: მოპასუხე გ------ი მ-------–---–სს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირის - 273 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, ხოლო სარგებლის 110.56 აშშ დოლარის და ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხის -100 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 300-ე 301-ე 361-ე, 316-ე, 317-ე, 867-868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპორცესო კოდექსის 102-ე, 208-ე მუხლები;
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 2-ე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სადავო არ გახადა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები, რაც ასევე დასტურდება წარმოდგენილი ხელშეკრულებებით.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია შესასრულებელი ვალდებულებები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა წარმოედგინა მის მიერ მითითებული სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოში არ წარმოდგენილა, კერძოდ:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების არსებობა თავად მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა, რაც ნიშნავს, რომ მათ ხელმოწერით დაადასტურეს და დაეთანხმნენ ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს. ასევე აღსანიშნავია, რომ გადახდის გრაფიკი არის ხელშეკრულებების დანართი, რომელსაც ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც თავად ხელშეკრულებას, რადგან სწორედ ამ გრაფიკით არის განსაზღვრული ყოველთვიურად როდის და რა ოდენობით აქვს მოვალეს მოსარჩელის წინაშე ვალდებულება შესასრულებელი, რასაც ასევე მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე მოთხოვნილი ძირი თანხა - 273 აშშ დოლარი, საფუძვლიანია და ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო მიუთითებს, რომ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში ავტომანქანის სარეალიზაციოდ გადაცემის შესახებ ცნობილი იყო მოპასუხე მხარისათვის, თუმცა მისი მხრიდან დავალიანება დაფარული არ იქნა, ამასთან მას არც ამ ავტომანქანის რეალიზაციის ფაქტი გაუხდია სადავოდ, ამდენად იმ გარემოებაზე მითითება, რომ არარეალურ ფასად განხორციელდა დაგირავებული ნივთის რეალიზაცია, არ ქმნის სარჩელზე მოთხოვნილი თანხების გადახდის ვალდებულებისაგან მოპასუხის გათავისუფლების საფუძველს.
ამდენად, სარგებლის - 110.56 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას უსაფუძლობის გამო.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 102-ე მუხლში ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ გააჩნია უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა, გ------ი მ-------–---–ს მოსარჩელე შ------------------ტ+“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა -100 ლარი, ამ ნაწილში მოთხოვნას უნდა ეთქვას უარი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტუდება, ამ თანხის რეალურად გადახდის ფაქტი (გადახდის ქვითარი) და ამდენად, სახეზე არ არის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 21 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში .
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე
-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შ------------------ტ+ის “ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1 გ------ი მ-------–---–ს მოსარჩელე შ------------------ტ+ის" სასარგებლოდ დაეკისროს 273 (ორას სამოცდაცამეტი) აშშ დოლარის გადახდა.
2. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი.
3. მოპასუხე გ------ი მ-------–---–ს მოსარჩელე შ------------------ტ+ის“ სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 21 (ოცდაერთი) ლარის გადახდა.
4.გადაწყვეტილება საბოლოოა და სააპელაციო წესით არ საჩივრდება.
მოსამართლე ნინო შარაძე