გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.06.2019
საქმის ნომერი
330210019002896044
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე N2/5267-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

მოსარჩელე - მ--------–--ე

წარმომადგენელი - მ--–----------–--ე

მოპასუხე - სს „ს--------------------------------------–-----ი“

წარმომადგენელი - ა------------------ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სს „ს--------------------------------------–-----ი“-ს მოსარჩელე მ--------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 5403,88 ლარის გადახდა.

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს „ს--------------------------------------–-----ი“-ს შორის 2018 წლის 17 იანვარს გაფორმდა N38 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით დაზღვეული იყო როგორც საქართველოს თავდაცვის თანამშრომლების, ისე მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. მოსარჩელე მ--------–--ე, როგორც ზემოთ ხსენებული სამინისტროს თანამშრომლის რ----- ა--–--ის მეუღლე, დაზღვეული იყო წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სადაზღვევო კომპანიის ვალდებულება, აენაზღაურებინა დაზღვეულისთვის ჰოსპიტალური სამედიცინო მკურნალობის ხარჯები, როგორც პროვაიდერ, ისე არაპროვაიდერ კლინიკებში.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2018 წლის 13 ივნისს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მიმართა ერთ-ერთ არაპროვაიდერ კლინიკას, კერძოდ, ქ. თბილისში მდებარე „ა----------–----ას“, რა დროსაც, შესაბამისი სამედიცინო კვლევის შედეგად, დაუდგინდა საშვილოსნოს ყელის კიბო, რის გამოც პაციენტი საჭიროებდა გადაუდებელ ოპერაციას. ამის გამო მოსარჩელემ, ამავე კლინიკაში, სასწრაფო წესით ჩაიტარა ოპერაციული მკურნალობა და თავისი ხარჯით აანაზღაურა გაწეული მომსახურების საფასური 5403,88 ლარის ოდენობით. მოგვიანებით მან ანაზღურების მოთხოვნით მიმართა მოპასუხეს, თუმცა, სს „ს--------------------------------------–-----ი“-მა უარი განაცხადა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე და დაზღვეულის მიერ გადახდილი თანხის ანაზღაურებაზე ხელშეკრულების 6.1, ასევე 6.3. და 6.4. პუნქტების შესაბამისად. მხარის მტკიცებით, სადაზღვევო კომპანიამ უსაფუძვლოდ უთხრა უარი თანხის ანაზღაურებაზე, რის გამოც მომართა სასამართლოს (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ არ სცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მოვლენა, რითაც განპირობებული იყო ზიანი, არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს „ს--------------------------------------–-----ი“-ს შორის გაფორმებული 2018 წლის 17 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების N38 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებიდან გამომდინარე. კერძოდ, მოპასუხე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა წინამდებარე ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1, 6.3 და 6.4 პუნქტებზე. მოპასუხე აღნიშნულ პუნქტებზე დაყრდნობით განმარტავდა, რომ თუ დაზღვეულს სურდა არაპროვაიდერ კლინიკაში ჩაეტარებინა გეგმიური ჰოსპიტალიზაცია, შესაბამისი საგარანტიო წერილის მისაღებად ჯერ უნდა მიემართა თავად სადაზღვევო კომპანიისთვის. აღნიშნული საგარანტიო წერილის წარდგენის შემდეგ, თუ სამედიცინო დაწესებულება მაინც უარს განაცხადებდა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, მხოლოდ ამის შემდგომ იქნებოდა მოსარჩელე უფლებამოსილი თავისი ხარჯით ჩაეტარებინა სამედიცინო მომსახურება, ხოლო ანაზღაურების მიზნით, შესაბამისი დოკუმენტებითურთ, მიემართა სადაზღვევო კომპანიისთვის. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ აანაზღაურებდა ხარჯებს პროვაიდერ კლინიკაში არსებული მაქსიმალური განფასების მიხედვით. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული აღნიშნული პროცედურა არის იმპერატიულად გაწერილი და მისი დარღვევა სადაზღვევო კომპანიას ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურებისაგან. ხოლო ვინაიდან მოსარჩელემ სწორედ ეს პროცედურა დაარღვია, ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.15 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო კომპანია გათავისუფლდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან (იხ. შესაგებელი დასასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს „ს--------------------------------------–-----ი“-ს შორის 2018 წლის 17 იანვრს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების N38 ხელშეკრულება, რომლის პირველი მუხლის 1.5 პუნქტის თანახმად, დაზღვეული იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები (მეუღლე და შვილები), რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 17 იანვრის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (ს.ფ. 22-29)

- დანართი N1 - დაზუსტებული ფასების ცხრილი (ს.ფ. 30)

- დანართი N2- ძირითადი პაკეტი (ს.ფ. 31-48)

- დანართი N3 - ალტერნატიული პაკეტი N1 (ს.ფ. 49)

- დანართი N3 - ალტერნატიული პაკეტი N2 (ს.ფ. 50)

- დანართი N3 - ალტერნატიული პაკეტი N3 (ს.ფ. 51)

- დანართი N4 - პროვაიდერი კლინიკები (ს.ფ. 52-67)

- ჰოსპიტალური კლინიკები (ს.ფ. 68)

 

3.2. რ----- ა--–--ე არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი. ხოლო მისი მეუღლეა მ--------–--ე, რომელიც ასევე დაზღვეული იყო სს „ს--------------------------------------–-----ში“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოკლე ტექსტური შეტყობინება (ს.ფ. 85)

- 2018 წლის 13 ივლისის წერილი (ს.ფ. 86-87)

- 2018 წლის 01 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 88-91)

- 2018 წლის 26 ნოემბრის წერილი (ს.ფ. 92-93)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.3. შპს „ა----------–----ის“ მიერ 2018 წლის 25 ივნისს გაცემული N1---- ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დგინდება, რომ მ--------–--ემ ამბულატორიას მიმართა 2018 წლის 13 ივნისს, რა დროსაც დაუდგინდა დიაგნოზი საშვილოსნოს ყელის კიბო. სამკურნალო და შრომით რეკომენდაციებში მიეთითა, რომ პაციენტი საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას სასწრაფო-დაუყოვნებლივი წესით - ლაპარატომია, რადიკალური ჰისტერექტომია, მცირე მენჯის ლიმფოდისექცია.

ამავე კლინიკის მიერ 2018 წლის 25 ივნისს გაცემული N1---- ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასტურდება, რომ მ--------–--ე სტაციონარში მოთავსდა 2018 წლის 20 ივნისს და გაეწერა 2018 წლის 24 ივნისს. მოსარჩელეს ჩაუტარდა ოპერაცია - ლაპარატომია, რადიკალური ჰისტერექტომია, საშოს ზედა მესამედის ამოკვეთა, მცირე მენჯის ორმხრივი ლიმფადენექტომია. პაციენტს მეცა დანიშნულება და დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 25 ივნისს გაცემული N1---- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 71-72)

- 2018 წლის 25 ივნისს გაცემული N1---- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 73-74)

- 2018 წლის 14 ივნისს გაცემული N1315/1 ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 69-70)

- ჩატარებული კვლევევი, ჩეკები და ქვითრები, კალკულაცია (ს.ფ. 75-84)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.4. მოსარჩელემ მკურნალობა ჩაიტარა მოპასუხის არაპროვაიდერ კლინიკაში - ქ.თბილისში მდებარე „ა----------–----აში“. ჩატარებული მკურნალობის ხარჯმა შეადგინა 5403,88 ლარი, რომელიც სრულად ანაზღაურებული იქნა მოსარჩელის მიერ.

მოსარჩელის მიერ წერილობით წარდგენილი მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტაციის მიუხედავად აღნიშნული თანხა სს „ს--------------------------------------–-----ი“-ს მიერ არ ანაზღაურდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 17 იანვრის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (ს.ფ. 22-29)

- დანართი N4 - პროვაიდერი კლინიკები (ს.ფ. 52-67)

- ჰოსპიტალური კლინიკები (ს.ფ. 68)

- მოკლე ტექსტური შეტყობინება (ს.ფ. 85)

- 2018 წლის 13 ივლისის წერილი (ს.ფ. 86-87)

- 2018 წლის 26 ნოემბრის წერილი (ს.ფ. 92-93)

 

4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 799-ე, 361-ე, 836-ე, 837-ე,843?1 -ე, 319-ე, 52-ე მუხლები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 201-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან).

 

ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველი - დაზღვევის ხელშეკრულებაა.

 

საგულისხმოა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად 799-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

 

უდავოა ის ფაქტი, რომ დამზღვევი თავის ვალდებულებას ასრულებდა, რადგან რაიმე ფორმით მოპასუხეს აღნიშნულ გარემოებაზე შედავება თავის შესაგებელში არ განუხორციელებია. შესაბამისად, მზღვეველს აქვს ვალდებულება დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

ის, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს, ამის შესახებ მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას

 

გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 836-? ?????? ????????, ????????? ????????????? ?????? ???? ????? ??????????? დამზღვევს შეუძლია მზღვეველთან დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი სახელით სხვა პირის სასარგებლოდ. ამ პირის დასახელება სავალდებულო არ არის.

 

განსახილველ საქმეში არსებულისაქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს „ს--------------------------------------–-----ი“-ს შორის გაფორმდა 2018 წლის 17 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების N38 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, წარმოადგენს სხვა პირის სასარგებლოდ დადებულ დაზღვევის ხელშეკრულებას. მოცემულ შემთხვევაში კი დაზღვეულია მოსარჩელე - მ--------–--ე.

 

ამავე კოდექსის 837-? ?????? ??????? ??????? ????????, სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევისას ის უფლებები, რომლებიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებიდან, ეკუთვნის ამ პირს.

 

საქართველოს ?????????? ???????? 8431? -ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს დაზღვეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან ან ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული მკურნალობის და ამ ხელშეკრულებით შეთანხმებული სხვა სამედიცინო მომსახურების ხარჯები ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება დადოს დამზღვევმა დაზღვეული პირის სასარგებლოდ.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია წინამდებარე დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაბამისი მოთხოვნა წაუყენოს სადაზღვევო კომპანიას.

 

გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით განმტკიცებულია ხელშეკრულების თავისუფლება, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სწორედ აღნიშნული ნორმის ფარგლებში დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება და მხარეებმა თავად, თავისუფალი ნების გათვალისწინებით, განსაზღვრეს ამავე ხელშეკრულების პირობები, მხარეთა უფლებები და მოვალეობები.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს „ს--------------------------------------–-----ი“-ს შორის გაფორმდა 2018 წლის 17 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების N38 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის პირველი მუხლის 1.5 პუნქტის თანახმად, დაზღვეული იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები (მეუღლე და შვილები), რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით. რ----- ა--–--ე არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, ხოლო მისი მეუღლეა მ--------–--ე. ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს „ს--------------------------------------–-----ი“-ს შორის გაფორმდა 2018 წლის 17 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების N38 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების მიხედვით მოსარჩელე წარმოადგენს დაზღვეულს, ხოლო მოპასუხე სს „ს--------------------------------------–-----ი“ - კი მზღვეველს.

 

განსახილველ შემთხევაში მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოებები, რომ ადგილი ჰქონდა სადაზღვევო შემთხვევას, დაზღვეულის სასარგებლოდ სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტს. სადავო არაა შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებლობც. ასევე მოპასუხე არ ხდის სადაოდ არც მოსარჩელის მიერ ქ.თბილისში მდებარე, შპს „ა----------–----აში“, როგორც არაპროვაიდერ კლინიკაში, მიღებული სამედიცინო მომსახურების საფასურს - 5403.88 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.

 

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არ მომხდარა შედავება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ძირითად ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცებულება, რის გამოც სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

ერთადერთი სადაო გარემოება (შეფასების ნაწილში), რომელსაც ძირითადად მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მიუთითებს, არის დაზღვევის ხელშეკრულების კონკრეტული პუნქტების დაზღვეულის ანუ მოსარჩელის მხრიდან დარღვევის ფაქტი, რაც მოპასუხის მოსაზრებით, ათავისუფლებს მას, როგორც მზღვეველს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებისაგან ანუ დაზღვეულისთვის შესაბამისი თანხის გადახდისაგან. აღნიშნულ მოსაზრებას მოსარჩელე არ იზიარებს.

 

ამდენად, განსახილველ შემთხევაში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ხელშეკრულების სადავო პუნქტების სამართლებრივი შეფასება და მისი შესაბამისობა ხელშეკრულების საგანთან მიმართებაში, მხარეთა შორის არსებულ უფლება-მოვალეობებათა გათვალისწინებით:

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს მოკლე ტექსტური შეტოყობინების დროს მიუთითა ხელშეკრულების 6.1. პუნქტზე, რის გამო უარი უთხრა მოთხოვნილი თანხის ანაზღურებაზე. 2018 წლის 13 ივლისის წერილში სადაზღვევო კომპანიამ განმარტა, რომ ხელშეკრულების 6.1 პუნქტი შეეხებოდა პროცვაიდერ კლინიკაში ოპერაციის ჩასატარებლად გაწერილი მოქმედებებს, ხოლო 6.3 და 6.4 პუნქტებში კი - არაპოვაიდერ კლინიკაში ოპერაციის ჩასატარებლად მოსამზადებელი ქმედებები იყო განსაზღვრული. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება - საგარანტიო წერილის გამოთხოვა და წარმოდგენილი არ ყოფილა წინასწარი დოკუმენტები ოპერაციული მკურნალობის საჭიროების შესახებ, სადაზღვევო კომპანიის მიერ მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებაზე. ანალოგიური შინაარსის წერილი იქნა გაცემული 2018 წლის 26 ნოემბერს, როდესაც მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში სარჩელის წარდგენამდე კვლავ მიმართა ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხეს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა თანხის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს „ს--------------------------------------–-----ი“-ს შორის გაფორმდა 2018 წლის 17 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების N38 ხელშეკრულება, რომლის დანართი N2-ის „ძირითადი პაკეტი“-ს 6.1. პუნქტის შესაბამისად, გეგმიური ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას განსაზღვრავს ოჯახის ექიმი, ან მის მიერ მითითებული სპეციალისტი, ამ შემთხვევაში ოჯახის ექიმის მიერ გაცემული მიმართვით, დაზღვეული უზრუნველყოფილი იქნება შესაბამის სტაციონარში მომსახურებით, რაც ათავისუფლებს დაზღვეულს სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდისაგან. შემთხვევის გეგმიური ჰოსპიტალური დადგომის დადასტურებისას, რომელიც წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირისაგან (კვალიფიციური, ლიცენზირებული ექიმი) სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 100% მოხდეს სადაზღვევო კომპანიის მიერ.

 

6.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულება თანხმობას განაცხადებს, მზღვეველის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის საფუძველზე დაზღვეულს გაუწიოს სამედიცინო მომსახურება - მზღვეველი ვალდებულია ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაზე (არამხოლოდ პროვაიდერზე) გასცეს აღნიშნული ფინანსური დოკუმენტი.

 

6.4. პუნქტის თანახმად, გეგმიური ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულებამ უარი განაცხადა დაზღვეულს მოემსახუროს მზღვეველის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის საფუძველზე. ამ შეთხვევაში დაზღვეული იხდის სამედიცინო მომსახურების ხარჯებს და ასანაზღაურებლად მიმართავს სადაზღვევო კომპანიას, რომელიც ანაზღაურებას მოახდენს პროვაიდერ კლინიკაში არსებული მაქსიმალური განფასების მიხედვით.

 

ხელშეკრულების მოცემული პირობებიდან გამომდინარე 6.1 პუნქტი ითვალისწინებს პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი მომსახურების გაწევის შემთხვევაში დაზღვეულის გათავისუფლებას შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდისაგან. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მზღვევლის პროვაიდერ კლინიკაში არ განხორციელებულა სამედიცინო მომსახურების მიღება, შესაბამისად, 6.1. პუნქტი არარელევანტურს წარმოადგენს განსახილველ ურთიერთობაში.

 

რაც შეეხება ხელშეკრულების 6.3. პუნქტს, იგი ითვალისწინებს იმ შემთხვევას, როდესაც დაზღვეული სარგებლობს არაპროვაიდერი სამედიცინო დაწესებულების მომსახურებით. შესაბამისად, დაზღვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ უფლებამოსილია ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულების თანხმობის შემთხვევაში მიმართოს მზღვეველს საგარანტიო წერილის გაცემასთან დაკავშირებით და სწორედ ამ ფასიანი ქაღალდის (საგარანტიო წერილის) საფუძველზე განხორციელდება დაზღვეულისათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

 

4.15 პუნქტის შესაბამისად ანაზღაურებას არ ექვემდებარება ხელშეკრულებით დადგენილი პროცედურის დარღვევით ჩატარებული მკურნალობისა და გამოკვლევის ხარჯებს, გარდა იმ ურგენტული შემთხვევისა, როდესაც დაზღვეული ქმედუუნაროა.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ დაზღვეული ვალდებული იყო დაეცვა 6.3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დაკარგავდა ხელშეკრულებით გათვალსწინებული შესრულების მიღების უფლებას. ე.ი. პირობების ანუ პროცედურის დარღვევის გამო, მოპასუხის მტკიცებით, დაზღვეულს აღარ უნდა მიეცეს შესაბამისი ანაზღაურება.

 

სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ წინამდებარე დაზღვევის ხელშეკრულების 6.3 პუნქტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დაზღვეულის ანუ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ვალდებულებად. აღნიშნული პუნქტი წარმოადგენს ბენეფიციარის უფლებამოსილებას, რომლის არგამოყენებაც არ შეიძლება შეფასდეს ხელშეკრულების პირობის დარღვევად, მით უფრო, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ აღნიშნულის გამო მზღვეველმა უარი განაცხადოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან. მოცემული პუნქტი განსაზღვრავს და ასახავს იმ ვითარებას, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო, დაზღვეული, როგორც წესი, ობიექტური მიზეზების გამო, საჭიროებს არაპროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში მომსახურების გაწევას და არ აქვს სათანადო თანხები ამ მომსახურების ასანაზღაურებლად, ხოლო მზღვეველის მიერ გაცემული საგარანტიო წერილი ჩაანაცვლებს დაზღვეულის მიერ გადასახადელ თანხებს. აქვე სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მზღვეველი ვალდებულია ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაზე გასცეს აღნიშნული ფინანსური დოკუმენტი. ანუ გამოდის, რომ ხელშეკრულების 6.3 პუნქტი მიუთითებს მხოლოდ მზღვეველს ვალდებულებაზე, ხოლო დაზღვეული აღნიშნულიდან გამომდინარე მოქმედებს მხოლოდ უფლებამოსილების ფარგლებში მიმართოს ან არ მიმართოს მზღვეველს ამ ვალდებულების შესასრულებლად.

 

??????????? ?????????? ???????? 52-? ??????, ?????? ??????????, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან

 

აღნისნულიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში მითითებული პირობები და პროცედურები სწორედ გონივრული განსჯის შედეგად უნდა დადგინდეს. დაუშვებელია ხელშეკრულება და მისი კონკრეტული პუნქტები, მხოლოდ სიტყვასიტყვითი ჟღერადობით იქნეს გაგებული. ხელშეკრულება და მისი თითოეული პუნქტი გაგებულ უნდა იქნეს მისი შინაარსის გათვალისწინებით და შესაბამისობაში უნდა იყოს ხელშეკრულების ძირითად მიზანთან და ბუნებასთან. შესაბამისად, მოპასუხის მხრიდან მხოლოდ ფორმალურად იმაზე მითითება, რომ ხელშეკრულების კონკრეტული პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება მოცემულ შემთხვევაში დაზღვეულმა არ განახორციელა, რაც მოპასუხეს ათავისუფლებს ვალდებულების შესრულებისგან, არ გამომდინარეობს არც კონკრეტული პუნქტებიდან და არც ამ ხელშეკრულების ძირითადი არსიდან და არ წარმოადგენს ამ ვალდებულებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებაში, მით უფრო, დაზღვევის ხელშეკრულებებში, როგორც წესი, არაერთი პირობა და პროცედურაა გათვალისწინებული. თუმცა ყველა პირობის დარღვევა ცალსახად არ შეიძლება იყოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი. პირობა, რომელიც შეიძლება კონტრაგენტმა დაარღვიოს, უნდა იყოს არსებითი და უხეში, რათა ხელშეკრულების მეორე მხარეს მიენიჭოს უფლებამოსილება უარი განაცხადოს არსებული ვალდებულებების შესრულებაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის ვალდებულებას, უპირობო ვალდებულებას, არ წარმოადგენდა ჯერ საგარანტიო ფურცლის აღება და შემდგომ სამედიცინო მომსახურების მიღება, რომლის შეუსრულებლობა უკვე სადაზღვევო კომპანიას მიანიჭებდა უფლებამოსილებას უარი ეთქვა ანაზღაურებაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლითგათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე სს „ს--------------------------------------–-----ს“ მოსარჩელე მ--------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 162,12 ლარის ანაზღაურება.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე მ--------–--ის სარჩელი მოპასუხე სს „ს--------------------------------------–-----ის“ მიმართ - დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე სს „ს--------------------------------------–-----ს მოსარჩელე მ--------–--ის მიმართ დაეკისროს 5403,88 ლარის გადახდა.

2. მოსარჩელის მიერ 2019 წლის 05 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 162,12 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოპასუხე სს „ს--------------------------------------–-----ს“ მოსარჩელე მ--------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი162,12 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე