გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-1194-19
(საქმე#190210019003070757 )
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - მ------ ჭ------ე
წარმომადგენელი - ი- მ-------–--ლი
მოპასუხე - ს---–------ გ--–-–---–ი
წარმომადგენელი - ნ--- ფ--–-----ი
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე ს---–------ გ--–-–---–ს მისი არასრულწლოვანი შვილების - 2009 წლის 22 მაისს დაბადებული ნ-----–---- გ--–-–---–ის------------------ და 2014 წლის 25 ივლისს დაბადებულ ე-----–- გ--–-–---–ის (----------------- სასარგებლოდ, დაეკისროს თითოეულისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 600-600 ლარის ოდენობით სასამართლოში სარჩელის შემოტანის დღიდან - 2019 წლის 28 ივნისიდან მათ სრულწლოვანებამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ს---–------ გ--–-–---–მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ და თანხმობა განაცხადა ალიმენტის გადახდაზე 100 ლარის ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მ------ ჭ------ე და ს---–------ გ--–-–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2009 წლიდან.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება .
3.1.2. მოსარჩელე მ------ ჭ------ესა და ს---–------ გ--–-–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2009 წლის 22 მაისს დაბადებული ნ-----–---- გ--–-–---–ი (---------------- და 2014 წლის 25 ივლისს დაბადებული ე-----–- გ--–-–---–ი (-----------------.
მტკიცებულება: დაბადების მოწმობის ასლები.
3.2.3. მხართა შორის ქორწინება შეწყვეტილია 2016 წლიდან. მოპასუხე იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან (მოსარჩლე).
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, განქორწინების მოწმობა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე მ------ ჭ------ე და ს---–------ გ--–-–---–ი ამჟამად ერთად აღარ ცხოვრობენ. ს---–------ გ--–-–---–ი არ ზრუნავს შვილებზე, მოპასუხე მუშაობს მძღოლად და აქვს შემოსავალი.
მოსარჩელემ საკუთარი შემოსავლების არსებობისა თუ არარსებობის თაობაზე მტკიცებულებები არ წარმოადგინა, ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება მოპასუხის ყოველთვიური შემოსავლების შესახებ, თუმც სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაშიც მშობელი არ თავისუფლდება შვილების რჩენის მოვალეობისაგან, ბავშვების კვებაზე, მოვლაზე , ჩაცმაზე, სწავლაზე და სხვა ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება.
სასამართლომ ამ გარემოებათა გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ორი ბავშვისთვის ყოველთვიურად 600-600 ლარის გადახდა მოპასუხის მხრიდან დაუსაბუთებელია და ალიმენტის სახით მოპასუხისთვის ყოველთვიურად 250-250 ლარის დაკისრება არის გონივრული ოდენობა.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხეს მისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 250 -250 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან მათ სრულწლოვანებამდე;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე 1202-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ხოლო 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით დადგენილია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნას მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების და 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. შვილებზე ზრუნვა, მათი აღზრდა და რჩენა არის მშობელთა ძირითადი ვალდებულება, რასაც არ ამცირებს მშობლის სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებები ან უმუშევრობა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე და მოპასუხე ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) შვილები ცხოვრობენ დედასთან .
მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს შვილის მოვლასა და აღზრდას და ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტი 600-600 ლარის ოდენობით არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან ალიმენტის დაკისრების დროისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მიმღების მატერიალური მდგომარეობა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს რა შემოსავალი აქვს კონკრეტულად არ დაუდგენია სასამართლოს , მოსარჩელის შემოსავლების თაობაზე ინფორმაციაც არ წარმოუდგენია მხარეს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მი-ჩნი-, რომ მოპასუხეს ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 250-250 ლარის გადახდა მისი არასრულწლოვანი შვილების - - 2009 წლის 22 მაისს დაბადებული ნ-----–---- გ--–-–---–ის------------------ და 2014 წლის 25 ივლისს დაბადებულ ე-----–- გ--–-–---–ის (---------------- სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. ამდენად, მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის შემოტანის დღიდან - 2019 წლის 28 ივნისიდან მათ სრულწლოვანებამდე;
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის, პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა ცნო ყოველთვიურად ალიმენტის სახით 100 ლარის დაკისრების ნაწილში , რაც სასამართლომ დააკმაყოფილა, შესაბამისად, იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ამ თანხებთან მიმართებაში , ხოლო იმ ნაწილში , რაშიც არ ცნო სარჩელი უნდა დაეკისროს 54 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე,2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მ------ ჭ------ის სარჩელი მოპასუხე ს---–------ გ--–-–---–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხე ს---–------ გ--–-–---–ს მისი არასრულწლოვანი შვილების - 2009 წლის 22 მაისს დაბადებული ნ-----–---- გ--–-–---–ის------------------ და 2014 წლის 25 ივლისს დაბადებულ ე-----–- გ--–-–---–ის (---------------- ) სასარგებლოდ, დაეკისროს თითოეულისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 250 -250 ლარის ოდენობით სასამართლოში სარჩელის შემოტანის დღიდან - 2019 წლის 28 ივნისიდან მათ სრულწლოვანებამდე;
3. მოპასუხე ს---–------ გ--–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 54 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი