განაჩენი

სისხლის სამართლის 21.09.2019
საქმის ნომერი
010100119003157864
დავის ტიპი
344 1
თარიღი
21.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003157864

საქმე N1-762/19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 სექტემბერი 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - გე-–-------ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ეთ-----------–-ა

მამის სახელი: და----ი

დაბადებული: 0--0--1--- წელი

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი: ზუგდიდი, სოფელი ოქ---------ი

 

ბრალდებულის ადვოკატი - ტუ--------------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი ( საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა);

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 075200719002

 

1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, საქართველოს მოქალაქე ეთ-----------–-ამ, მა----------–--ს პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რაშიც მხილებული იქნა თურქეთის რესპუბლიკის მესაზღვრე კონტროლიორების მიერ.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთია

 

2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 03 სექტემბერი, წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3 თავად ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება, რომ 2019 წლის 20 ივლისს მა----------–--ს პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.

 

2.4 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (შეტყობინება დანაშაულის შესახებ, ამოღების ოქმი, ცნობა საზღვრის კვეთის შესახებ, მოწმეების თეა ფაღავას, ზვიად ცინცაძის, მა----------–--ს გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა) - სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ეთ-----------–-ამ ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ეთ-----------–-ამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2019 წლის 20 ივლისს, მა----------–--ს პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული გამოძიებაში მოწმის და ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმით ადასტურებს და აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;

 

როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

ბრალდებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას; ინანიებს და ითხოვს პატიებას; ნასამართლობის არ მქონეა; აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა;

 

ზემოთაღნიშნული ფაქტიური გარემოებების მხედველობაში მიღებით, ეთერ აბაკელიას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, ეთ-----------–-ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა; ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობები; სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების და მისი მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით ჯარიმის განსაზღვრული ოდენობა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

ნივთიერი მტკიცებულება - ეთ-----------–-ას სახელზე გაცემული პირადობის მოწმობის ქსეროასლი და მა----------–--ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობის ქსეროასლი, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ეთ-----------–-ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ეთ-----------–-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - ეთ-----------–-ას (პ/ნ 1----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,სა---------–---------ს’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 1000 (ათასი) ლარი (შესავლის ორდერის N1------, 22/08/2019წ) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ეთ-----------–-ას სახელზე გაცემული პირადობის მოწმობის ქსეროასლი, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერ მტკიცებულება- მა----------–--ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობის ქსეროასლი, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) , ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე