განაჩენი

სისხლის სამართლის 31.07.2019
საქმის ნომერი
330100119002857353
თარიღი
31.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/675-19

#------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - რ---------------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ--------------------------------–---–- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1----–-–---------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–---------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–----–----–-------------------–--------------------------------–-.

 

ადვოკატი - თ-----------–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად;

 

ბრალდებული - გ----------–------------------ - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1----–-–-----------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------------------------------–-.

 

ადვოკატები - შ-----------–-----------–----------–-–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად;

 

ბრალდებული - ბ---------–--------–------- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1----–-–------------–-, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----------------------–-.

 

ადვოკატები - შ-----------–-----------–----------–-–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 12 ნოემბერს დაახლოებით 18:00 საათზე ქ------–--–-- ვ-–----–----–-----------------–- მდებარე „----------–---------–----------–------–--------–----------------------------–------“, ე.წ. „---------–------------------------- ეზოში გ-------------–---–ი, გ------------------ე და ბ--------–------- ორ თანმხლებ პირთან ერთად თავს დაესხნენ ა-------–-–--–---–სა და გ-------------–---–ს და დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცეს „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად არის დადასტურებული სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ა-------–-–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე მივიდა უ-------------–-, სადაც შეხვდა მეგობარს - გ-------------–---–ს. მასთან ერთად იყო დაახლოებით 16:00 საათამდე, რის შემდეგ წავიდნენ მაღაზია „-----------–--. მაღაზიაში შეიძინეს ლუდი, თევზი და პური. მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ წავიდნენ რ-------–---------------------ოსკენ, შევიდნენ „------------- მხრიდან, გადაკვეთეს გზა, ეზო და გავიდნენ მეორე მხარეს შედარებით მოფარებულ ადგილზე, რადგან მშვიდად უნდოდათ ლუდის დალევა. იქ გაჩერდნენ დაახლოებით 40-45 წუთი 18:00 საათამდე, რა დროსაც გვერდით მხრიდან ჩაიარა რამდენიმე პირმა, აათვალიერ-ჩაათვალიერეს და გაიარეს ისე, რომ არ გაჩერებულან. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, აღნიშნული 5 პირი დაბრუნდნენ უკან, რომლებსაც გამოეყო ერთი მაღალი, გამხდარი პირი, შავი თმებით, რომელსაც ეხურა წითელი ქუდი, რომელიც თვალებამდე ჩამოფარებული ჰქონდა, როგორც გამოძიებით დადგინდა - გ------------------ე და დაუწყო საუბარი. იგი ეკითხებოდა „რა უბნელები იყვნენ, იქ რას აკეთებდნენ“, რაზეც გასცეს პასუხი. ამის შემდეგ გ------------------ემ უთხრა, რომ სჭირდებოდა თანხა, რაზეც უთხრა, რომ მხოლოდ ლარნახევარი ჰქონდა, რომლითაც უნდა დაბრუნებულიყო სახლში. აღნიშნულის გაგონებაზე დამცინავად უპასუხა, „ვის რად უნდა შენი ლარნახევარიო“ და მოსთხოვა მობილური ტელეფონი, ერთ-ერთს მაინც გექნებათ, 100 ლარად დაალომბარდეთ და თანხას 10 დღეში მოგცემთო. გ-------------–---–ს არ ჰქონდა მობილური ტელეფონი, ხოლო თავად უთხრა, რომ ტელეფონი სჭირდებოდა და ვერ მისცემდა. აღნიშნულზე გ------------------ემ უპასუხა, „დამიჯერე დღეს ჩვენ უფრო გვჭირდება ეგ ნივთი, ვიდრე შენო“ და დაემუქრა „თუ გინდათ აქედან ცოცხლები გახვიდეთ, მომეცით ტელეფონიო“, რაზეც გ-------------–---–მა უპასუხა, რომ გამორიცხული იყო, ტელეფონს არ მისცემდნენ. ამის შემდეგ მეორე პირმა, როგორც გამოძიებით დადგინდა გ-------------–---–მა, ნერვების მომშლელად დაიწყო საუბარი, „ამის ნაცვლად შენ რატომ საუბრობო“. ფულის მოთხოვნიდან გასული იყო ხუთი წუთი, გ------------------ემ ჯიბიდან ამოიღო წითელტარიანი 8-9 სმ სიგრძის „ვიქტორინოქსის“ ფირმის დანა, რომელსაც ეხატა თეთრი ჯვარი, გახსნა და დანის დემონსტრირებით დაიწყო ტელეფონის მოთხოვნა. გ-------------–---–მა უთხრა: „ტელეფონი გვთხოვეთ, არ მოგეცით და დანის მუქარით გინდათ წაგვართვათო? ეს არასწორიაო „ბეზპრიძელიაო“, რაზეც გ-------------–---–მა გინებით მიმართა გ------------------ეს და ბ--------–-------ს, რას ალაპარაკებთ „ბეზ პრიძელად“ ყოფნაზე, დაჭერით და დაყარეთ აქვეო“, რაზეც არაფერი უპასუხეს. გ------------------ემ გ-------------–---–ს დაუყვირა „შენ ბევრს ტლიკინებ და ამ დანის გამოყენება რომ მდომოდა, შენ ყელს გამოგჭრიდი, ხოლო შენ ძმაკაცს გადაგიჭრიდი შუაზეო“. გ-------------–---–ი მხოლოდ სიტყვიერად იმუქრებოდა, მას დანა არ ჰქონია. აღნიშნულის გაგონებაზე მას და მის მეგობარს შეეშინდათ, რადგან ეს ხუთი პიროვნებაც ანერვიულებული იყვნენ და ჰქონდათ დანა, რაც აღიქვეს რეალურ საფრთხედ. ამ დროს საუბარში ჩაერთო მესამე პირი, როგორც გამოძიებით დადგინდა ბ--------–-------, რომელმაც უთხრა, რომ ამ უბნელები ვართ, თქვენ სტუდენტები ხართ და თუ გინდათ გააგრძელოთ მშვიდად სიარული და პრობლემები არ შეგექმნათ, უნდა გააკეთოთ, რასაც გეუბნებითო. აღნიშნულის გაგონებაზე გ-------------–---–მა უთხრა მას, გავიდეთ ცოტახანს გვერდზეო. გ-------------–---–ი და ბ--------–------- გავიდნენ 4-5 მეტრის მოშორებით და საუბრობდნენ, თუმცა საუბრის შინაარსი არ გაუგია, რადგან თავად ადგილზე დარჩა. ამ დროს მიუახლოვდა გ------------------ე, რომელმაც მოსთხოვა პირადობის მოწმობის გადაცემა, რაზეც უპასუხა, რომ არ ჰქონდა პირადობის მოწმობა. ამის შემდეგ გ-------------–---–ს ჰკითხა ჰქონდა თუ არა პირადობის მოწმობა, რაზეც გ-------- უპასუხა, რომ არ ჰქონდა. გ------------------ე კვლავ მასთან დაბრუნდა და უთხრა, რომ იპოვიდა პირს, ვისაც ექნებოდა პირადობის მოწმობა, ეს არ იყო პრობლემა, მაგრამ „თუ გინდათ, რომ გახვიდეთ ჯანმრთელად და ცოცხლად, უნდა მომცეთ ტელეფონიო“. ამ დროს მას დანა მისი მიმართულებით მუცლისკენ ჰქონდა მიმართული, რის გამოც მას შეეშინდა, აღიქვა რეალურ საფრთხედ, ამოიღო მობილური ტელეფონი და გადასცა გ------------------ეს. მოსთხოვეს კოდის მოხსნა, რომელიც ანაბეჭდზე იყო და მოუხსნა კოდი. გ------------------ემ მობილური ტელეფონი გადააწოდა ერთ-ერთ პირს, რომელს არ ახსოვს. სამმა პირმა ორმა არასრულწლოვანმა და გ-------------–---–მა წაიღო მობილური ტელეფონი, ხოლო ორი დარჩა ადგილზე. გ-------------–---–მა უთხრა, რაც თქვენ გააკეთეთ არანაირ ადამიანურ საქციელში არ ჯდებაო. აღნიშნულზე გ------------------ემ არაფერი უპასუხა, დანით ხელში ბოლთას სცემდა, ხოლო შემდეგ თქვა კი ვხდებით, მაგრამ ფული გვჭირდებაო. ამ დროს დაბრუნდა ორი არასრულწლოვანი, რომლებსაც გ-------------–---–ი აღარ ახლდათ. მათ გ-------- უთხრეს, ლომბარდების ჩაყოლებაზე N---–- არის თქვენი ტელეფონი დალომბარდებული 100 ლარად, მიხვალთ და ეტყვით „------------------ 1-2-“, ხოლო 10 დღის მერე ჩვენ თვითონ გიპოვით და 100 ლარს მოგცემთო. მერე მივიდა ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელმაც უთხრა „ეს სიმ ბარათები შენს ტელეფონში იყოო“ და გადასცეს სიმბარათები. ამის შემდეგ ეს პირები წავიდნენ რ-------–---------------------ოს პატარა რკინის კარისკენ, რომელიც უ-------------–- გადის, ხოლო თავად წავიდნენ შადრევნისკენ ცენტრალური კარისკენ და მიმართეს პოლიციას. აღნიშნულ პერიოდში შემთხვევის ადგილზე არავის გაუვლია. მოწმის ჩვენებით, იგი გამოძიების ეტაპზე დაიკითხა ორჯერ. მონაწილეობა მიიღო ამოცნობებში, რა დროსაც ამოიცნო ბრალდებულები. გამომძიებელთან ერთად დაათვალიერა ვიდეოჩანაწერები. მოწმის განმარტებით, ბრალდებულების ქმედების შედეგად მიადგა მორალური და მატერიალური ზიანი 800-850 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის გ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ნოემბერს მეგობართან - ა-------–--–--–---–თან ერთად გადაწყვიტა ლუდის დალევა. დაახლოებით 16:00 საათისთვის შევიდნენ რ-------–---------------------ოს „------------- განყოფილების წინ არსებულ სუპერმარკეტ „-----------–--, სადაც შეიძინეს ლუდი და საკვები, რის შემდეგ გადავიდნენ რ-------–---------------------ოს შენობის უკანა მხარეს შედარებით მოფარებულ ადგილას. ადგილზე მისვლისას დაახლოებით ერთ საათში ჩაუარა პირთა ჯგუფმა, რომლებმაც საეჭვოდ აათვალიერ-ჩაათვალიერეს, ხოლო რამდენიმე წუთში დაბრუნდნენ უკან. მათ შორის იყვნენ ბრალდებულები და კიდევ ორი პირი. მიესალმნენ და ჰკითხეს ვინ იყვნენ, რაზეც უპასუხეს, რომ იყვნენ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. ამის შემდეგ უთხრეს, რომ სჭირდებოდათ ფული და თუ ჰქონდათ მათთვის მიეცათ. აღნიშნულზე თავად უთხრა, რომ არ ჰქონდა თანხა, ხოლო ა-------- უპასუხა, რომ ხურდები ჰქონდა, რომელიც სამგზავროდ სჭირდებოდა. აღნიშნულზე გ-------------–---–მა უპასუხა „ხურდები ვის რაში არგიაო“. გ--------------------- უთხრა, თუ ფული არ გაქვთ ტელეფონი გექნებათ, დაალომბარდეთ თქვენი პირადობის მოწმობით 100 ლარად, 10 დღეში გიპოვით და თანხას დაგიბრუნებთო. აღნიშნულზე თავად უპასუხა, რომ ტელეფონი არ ჰქონდა, ხოლო ა-------- უპასუხა, რომ ჰქონდა, მაგრამ სჭირდებოდა. აღნიშნულზე გ------------------ემ უთხრა „დამიჯერე მე უფრო მჭირდებაო“, რაზეც უპასუხა, რომ ა------- უფრო სჭირდებოდა. გ-------------–---–მა უთხრა „სხვის მაგივრად რატომ ლაპარაკობო“, რაზეც უპასუხა, რომ მისი მეგობარი იყო და ამიტომ ლაპარაკობდა. ამ დროს გ------------------ემ ამოიღო საშუალო ზომის „ვიქტორინოქსის“ ფირმის წითელ ტარიანი გასაშლელი დანა, რომელიც გაშალა და მიიტანა მის გულმკერდის არესთან, თუმცა მალე გაწია, თან სთხოვდა ტელეფონს. იმის გათვალიწინებით, რომ მოფარებულ ადგილზე იყვნენ და ირგვლივ არავინ იყო, ჩათვალა, რომ მისი და მისი მეგობრის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, რის გამოც უთხრა, გეუბნებით, რომ ტელეფონს არ გაძლევთ და დანას გვიშლი გამოდის, რომ გვაყაჩაღებო, ე.ი. „ბეზპრედელურად“ მიდგებიო, რაზეც გ-------------–---–ი გაბრაზდა და უთხრა „ბეზპრეძელების დედაც და იმისაც, ვისაც ჩვენ „ბეზპრეძელები ვგონივართო“. გ------------------ემ უთხრა „დანის გაშლა რომ მინდოდეს, შენ ყელს გამოგჭრიდი და შენს ძმაკაცს გადავხევდი შუაზეო“, რის შემდეგაც დაიძაბა სიტუაცია. სიტუაციის განსამუხტავად სთხოვა ბ--------–-------ს გასულიყვნენ გვერდზე და ესაუბრათ. მან ბ------ უთხრა, ხომ ხედავ რომ არასწორად იქცევით, არასწორია რასაც აკეთებთ და უსამართლობააო, რაზეც ბ--------–-------მ უპასუხა, რომ იცოდა, რომ არასწორი საქციელი იყო, მაგრამ ასე ცხოვრობდა და ფული სჭირდებოდათ. აღნიშნულზე უპასუხა, რომ მას მისი ცხოვრება ჰქონდა და არ განსჯიდა, მაგრამ ხომ არსებობდა ადამიანობაც, ა-------- მთელი წელი იშრომა, ეს ტელეფონი რომ ეყიდა და რომ ართმევდნენ არაადამიანური და უსამართლო საქციელი იყო. აღნიშნულზე ბ--------–-------მ უპასუხა, რომ ფული სჭირდებოდა და რა ექნა. საუბარი ჯერ არ ჰქონდათ დასრულებული, რა დროსაც ჯგუფთან, სადაც ა------- იყო, გ-------------------- ა-------- პირისპირ იდგა, რომელსაც დანა ხელში ეჭირა, გვერდზე და ქვევით ჰქონდა მიმართული, დაიყვირეს „ტელეფონი გადმოგვცაო“. გადაინაცვლეს მათთან და დაინახა, როგორ გადასცა ა-------- ტელეფონი გ--------------------ს, რომელსაც მოუხსნა კოდი. მათ ჰკითხეს ჰქონდათ თუ არა პირადობის მოწმობები, რაზეც უარი უთხრეს. შემდეგ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს, რომელსაც დაალომბარდებინეს მობილური ტელეფონი. გ------------------ემ ტელეფონი დალომბარდების მიზნით გადასცა სამ პირს, რომლებიც წავიდნენ. თავად დარჩნენ ბ--------–-------სა და გ------------------ესთან ერთად. მათ უთხრეს, რომ იმ უბნელები იყვნენ და ისე არ მოქცეულიყვნენ, რომ შემდგომში არ შექმნოდათ პრობლემები, რადგან ხშირად შეხვდებოდნენ და არ უნდა მიემართათ პოლიციისთვის. აღნიშნული საუბარი გაგრძელდა დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში. იმ სამი პირიდან, ვინც ტელეფონი წაიღო, ორი დაბრუნდა, მათ აღარ ახლდათ გ-------------–---–ი. აღნიშნულმა პირებმა ა-------–--–--–---–ს გადასცეს სიმ ბარათები და უთხრეს, რომ N---–- მდებარე ლომბარდში მივიდოდა, ეტყოდა „ქუ------ 1-2“ და გადასცემდნენ ტელეფონს. ამის შემდეგ ბრალდებულები წავიდნენ, ხოლო თავად წავიდნენ პოლიციის განყოფილებაში. მოწმის ჩვენებით, მან მონაწილეობა მიიღო ამოცნობებში, რა დროსაც ამოიცნო სამივე ბრალდებული, მათთვის დამახასიათებელი სახის ნაკვთებით. შემთხვევის დღეს გ------------------ეს ეფარა წითელი ფერის ქუდი, ხოლო ბ--------–-------ს ეცვა მუქი ფერის ქურთუკი ე.წ. „კაპიშონით“, რომელიც ეფარა თავზე. მან მონაწილეობა მიიღო ვიდეოჩანაწერის დათვალიერებაში, რა დროსაც მიუთითა ბრალდებულებზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ---------------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შ----ა--------------–----------------–-------------------–---–--------------- თანამდებობაზე. შემთხვევის დროს მუშაობდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. მის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ დაზარალებულის კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი დალომბარდებული იყო ქ------–--–-- ა-–--------------------------–- მდებარე ი----------–----------- კუთვნილ ლომბარდში, რის თაობაზეც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-----–---------- ჩვენებით დადგენილია, რომ დაახლოებით ორი წელია მუშაობს ქ.თბილისი, ა-–-----------------------------------–- მდებარე ტექნიკის ლომბარდში, რომელიც ტექნიკის უზრუნველყოფით გასცემს სესხებს. ნივთის ჩაბარების დროს ოპერატორი ადგენს ნივთის ფასს, ადგენს აქტს, რომელშიც უთითებენ ნივთის ჩამბარებელი პირის ვინაობას, ნივთის რაოდენობას და სესხის ხანგძლივობას, რომელიც გაიცემა 10 დღის ვადით. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილია, რომ 2018 წლის ნოემბრის თვეში მის ლომბარდში ს------------–---–-- ჩააბარა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რის თაობაზეც შეადგინეს ხელშეკრულება. აღნიშნული მობილური ტელეფონი და ხელშეკრულება ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. რამდენიმე დღეში ლომბარდის გარეთ და შიგნით განთავსებული ვიდეოკამერიდან ამოღებული იქნა ვიდეოჩანაწერი. ამოღების თაობაზე პოლიციის თანამშრომლის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმები, რომლებსაც გაეცნო და მოაწერა ხელი, რის შემდეგ გამოკითხა მოწმის სახით. მოწმის ჩვენებით, აღნიშნული ტელეფონის დაბრუნება იმ მონაცემებით, რომელიც ხელშეკრულებაში იყო მითითებული, სხვა პირს არ შეეძლო, გარდა ს------------–---–ისა. სხვა პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო ტელეფონის გატანა ლომბარდიდან, თუკი მინდობილობის ველს შეავსებდნენ და მიანიჭებდნენ შესაბამის უფლებამოსილებას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--–--------–-–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ ქ------–--–-- ყ-----------------------–- აქვს ლომბარდი. ლომბარდზე დამონტაჟებული აქვს ვიდეოკამერები, რომელიც ჩანაწერს ინახავს ერთი თვის განმავლობაში. აღნიშნული ვიდეოკამერები ახორციელებს ჩაწერას ორივე მხარეს დაახლოებით 50 მეტრის რადიუსში. ჩანაწერის ცდომილება შესაძლოა იყოს 5-6 წუთი. 2018 წლის 15 ნოემბერს ლომბარდში მივიდა გამომძიებელი, რომელმაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოიღო ვიდეოკამერების ჩანაწერები, შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელსაც მოაწერა ხელი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა------------------–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვ---------------–----------------–-------------------–---–------------------------–-- თანამდებობაზე. შემთხვევის დროს მუშაობდა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–-------------------–---–- გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 12 ნოემბერს დაიწყო გამოძიება ა-------–-–--–---–ის დაყაჩაღების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით. მან გამოკითხა დაზარალებული, რომელმაც წარუდგინა მობილური ტელეფონის ყუთი. ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში დაზარალებულმა მიუთითა დანაშაულის ჩადენის ადგილზე. 2018 წლის 13 ნოემბერს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მივიდა ყ-----------------------–- მდებარე ი-----–---------- ლომბარდში. გამოკითხა ი-----–---------, რომლისგანაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონი. ყ-----------------------–- მდებარე ლომბარდიდან გამოთხოვილი იქნა ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელიც დაათვალიერა დაზარალებულის მონაწილეობით. დაზარალებულისგან ამოღებული იქნა სიმბარათები, ხოლო მობილური ოპერატორებიდან ამოღებული იქნა ინფორმაცია. ბრალდებულს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გააცნო დაზუსტებული დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, რომელიც გამოკითხა ბრალდებულის სახით. მის მიერ 2018 წლის 18 ნოემბერს გამოკითხული იქნა პატაკის ავტორი - დ-------------–---–-.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-------–---–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შ-------------------–----------------–-------- გ---------–---–-----------------------–-- თანამდებობაზე. შემთხვევის დროს მუშაობდა ვ---------------–----------------–-------------------–---–- გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ გამოკითხული იქნა თ-------------------, რომელთანაც ჩაატარა ამოცნობა და დააკავა ბრალდებულის სახით. მისგან ამოღებული იქნა ე.წ. „კეპი“, რომელიც ეფარა დანაშაულის ჩადენის დროს. რამდენიმე დღეში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბ-------------- ჩამოყვანილი იქნა ბ--------–------- და გ------------------ე, რის შემდეგ გ------------------ესთან ჩაატარა ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულმა - ა-------–--–--–---–მა და მისმა მეგობარმა - გ-------------–---–მა ამოიცნეს გ------------------ე. ამის შემდეგ გ------------------ე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით, ხოლო შემდეგ ჩაატარა გ------------------ის ბინის ჩხრეკა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ----------------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შ-------------------–----------------–-------------------–---–- უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ ჩატარებული იქნა ბ--------–------ის და გ-------------–---–ის ამოცნობა და მონაწილეობა მიიღო მათ დაკავებაში. მის მიერ ბ--------–-------სთან ჩატარდა ამოღება, რა დროსაც მისგან ამოიღო ქუდი, რომელიც დაილუქა კანონმდებლობის შესაბამისად.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ-------------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შ----ა--------------–----------------–-------------------–---–--------------- თანამდებობაზე. შემთხვევის დროს მუშაობდა შ-------------------–----------------–-------------------–---–- ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 12 ნოემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რ------------ ჭ-----------, დაბ: 1----–--–-, ცხოვრობდა ქ------–--–-- თ----------------------------------------------------–-, ხოლო ბ--------–------- დაბ: 1----–--–- ცხოვრობდა ქ------–--–-- ა---––---------–-. დანაშაულის შესახებ შეტყობინებაში დაზარალებულების მითითებით, ბ--------–-------ს უნდა ჰქონოდა წითელი ფერის ქუდი. აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც დაიკითხა მოწმის სახით. გამომძიებელმა შეადგინა ოქმი, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ---------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის ნოემბრის თვეში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------------------–-------------------------------------–----------------------------–-----------------------–--–---------------------ის პოზიციაზე. 2018 წლის 13 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერტიმენტის ჩატარებაში, რომლის ფარგლებში დაზარალებულმა მიუთითა დანაშულის ჩადენის ადგილზე.

 

ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ-------------–---–მა და განმარტა, რომ ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------------------–-----------------------------------ლის ა------------------–-- მიერ წარდგენილი დადგენილების საფუძველზე ჩაატარა საექსპერტო კვლევა. კვლევის შედეგად დადგინდა შემდეგი: გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-–------------- ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულებთან: გ------------------ესთან და ბ--------–-------სთან მეგობრობს ბავშვობიდან. 2018 წლის 18 ნოემბერს გ------------------ე და ბ--------–------- იმყოფებოდნენ მასთან ბ-----------------------------–-–--–-. ისინი სტუმრად ჩავიდნენ დაახლოებით ერთი კვირით ადრე და მასთან იმყოფებოდნენ. დაახლოებით 01:00 საათიდან 02:00 საათის შუალედში დაიძინეს. საძინებელში ეძინათ მას, მის ძმას ი---------------ეს, გ-------- და ბ------. დაახლოებით 04:00 საათისთვის გაეღვიძა და დაინახა 8-9 სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი, რომლებიც იარაღით ხელში შეცვივდნენ ოთახში. ხმაურზე გ-------- გარდა ყველას გაეღვიძა. ეს პირები მივიდნენ გ--------თან, ხელი ჩაარტყეს ზურგში 2-3-ჯერ „გაიღვიძე ბიჭოო“. აღნიშნულია გამო მის მშობლებსაც გაეღვიძათ. ამ პირებმა სახელი-გვარები ჰკითხეს, შემდეგ გავიდნენ სახლიდან და ისევ შევიდნენ. ეს პროცედურა გაგრძელდა რამდენჯერმე. 10 წუთში ერთხელ ეკითხებოდნენ ვინ და საიდან იყვნენ. პოლიციის თანამშრომლები დაახლოებით 40 წუთი - ერთი საათი იმყოფებოდნენ მათთან სახლში. ბოლოს გ------------------ე და ბ--------–------- გაიყვანეს, თეთრი ფერის „–-------- მარკის მანქანებში ჩასვეს ცალ-ცალკე და წაიყვანეს. მეორე დღეს ჩამოვიდა თბილისში და გაარკვია, რომ გ------------------ე და ბ--------–------- პ----------------------–-–--------------–--აში იყვნენ გადაყვანილი. მასთან ჩასვლისას ბ--------–-------ს ჯინსის შარვალი ეცვა, ხოლო გ-------- სპორტული. წაყვანისას გ-------- მისი ტანსაცმელი ეცვა, ნაცრისფერი სპორტული და მისი ზედატანი, ბ------ კი ჯინსის შარვალი და თავისი ქურთუკი, თავზე ეფარა მისი თბილი სათხილამურო ქუდი, „ნორთფეისის“ ფირმის, რომელიც ერთ მხარეს არის შავი და მეორე მხარეს ნარინჯისფერი-ფორთოხლისფერი, რომელიც თან წაიღო. მან მონაწილეობა მიიღო ვიდეოჩანაწერის დათვალიერებაში, სადაც დაფიქსირებული იყო პოლიციის განყოფილების შესასვლელში გაჩერებული მანქანები, გადაიყვანეს ბიჭები ორ-ორმა თანამშრომლებმა და შეიყვანეს განყოფილებაში. მოწმის ჩვენებით, დ----–--–- ყოფნისას არც მას და არც იქ მყოფებს ხელი არაფერზე მოუწერიათ, გარეთ იყო გარკვეული პერიოდი გასული, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. რაიმე დოკუმენტზე ხელი რომ მოეწერათ, აუცილებლად ეტყოდნენ. ც--–- ყოფნისას გ------------------ე და ბ--------–------- არსად არ წასულან, სულ ერთად იმყოფებოდნენ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს: გ------------------ეს და ბ--------–-------ს წლების განმავლობაში იცნობს, ისინი არიან მისი ძმის მეგორები. 2018 წლის 16 ნოემბერს დედასთან - მ--------–-----–---–თან ერთად ჩავიდა დ----–--–-, სადაც დახვდა მისი ძმა - ლ-–-----------ე, მამამისი, გ------------------ე და ბ--------–-------. 2018 წლის 18 ნოემბერს დაახლოებით 04:00 საათზე კარზე ბრახუნის ხმა იყო, რა დროსაც შევარდა 10 სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი, რომელთაგან ნახევარს იარაღი ეჭირა ხელში. ყველა გააღვიძეს, თუმცა გ------------------ემ ვერ გაიღვიძა, რის გამოც ხელის კვრით და უხეში მიმართვით გააღვიძეს. შემდეგ სურათები გადაიღეს, დაბნეულები იყვნენ, რამდენჯერმე გავიდნენ და შევიდნენ უკან სახლში, სურათებს უღებდნენ და აგზავნიდნენ სადღაც. ისინი ეკითხებოდნენ რა ხდებოდა, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ, თუმცა ამ პირებს რეაგირება არ ჰქონდათ საერთოდ და ტოვებდნენ პასუხის გარეშე. შესვლიდან დაახლოებით 40 წუთში - ერთ საათში გ------------------ე და ბ--------–------- გაიყვანეს გარეთ და ჩასვეს თეთრი ფერის „–-------- მარკის სხვადასხვა ავტომანქანებში. ოთხში იმყოფებოდნენ თავად, მისი ძმა - ლ-–-----------ე, გ-------, ბ--------- მისი მშობლები. იგი მთლიანად ადევნებდა თვალყურს იქ განვითარებულ მოვლენებს. მისი ძმისგან გაიგო, რომ ბიჭები გადაყვანილი ჰყავდათ შ-------------------–----------------–--–-. მისი სოფელში ჩასვლისას ბიჭები უკვე ერთი კვირის ჩასულები იყვნენ. 2018 წლის 18 ნოემბერს ბ------ ეცვა ჯინსები და ჩვეულებრივი ზედატანი, გ-------- ნაცრისფერი სპორტული, შავი ზედა, ბ------ ეფარა მისი ძმის ნათხოვარი თბილი სათხილამურო ქუდი, „ნორთფეისის“ ფირმის. პოლიციის თანამშრომლებს არანაირი დოკუმენტი არ შეუდგენიათ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგი სახლში იყო და არსად გასულა. მას ბრალდებულებისთვის არ უკითხავს რატომ ჩავიდნენ მათთან სტუმრად, რადგან ხშირად დადიოდნენ და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო.

 

ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ--------------–---–მა და განმარტა, რომ მის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა შემდეგი: ექსპერტიზაზე წარდგენილ DVD დისკებზე არსებულ ვიდეო ჩანაწერებში „IP Camera05_s-------------_s------------------------------------ კადრის მარჯვენა კუთხეში წარწერა „camera 01“ კადრის მარცხენა მხარეს მითითებულ დროს 11-18-2018 Sun 06:40:21-23 მონაკვეთში ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია ღია ნაცრისფერი სპორტული შარვალი კოჭებამდე, შინდისფერი სპორტული ფეხსაცმელი და შავი მუქი ფერის ქურთუკი, სახე გაუპარსავი თმები ხშირი, იდენტიფიცირდება და არის გ------------------ე. წარდგენილ DVD დისკებზე არსებულ ვიდეო ჩანაწერებში „IP Camera05_s-------------_s------------------------------------ კადრის მარჯვენა კუთხეში წარწერა „camera 01“ კადრის მარცხენა ზედა მხარეს მითითებულ დროს 11-18-2018 Sun 06:41:13 მონაკვეთში ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია ღია ლურჯი შარვალი (ჯინსები გაცვეთილი), მუქი ფეხსაცმელი, მუქი ფერის ქურთუკი, სტაფისლოსფერი ქუდი, სახე გაუპარსავი, იდენტიფიცირდება და არის ბ--------–-------. თეთრი ფერის ავტომობილი შკოდას, რომლიდანაც გადმოიყვანეს გ------------------ე, სახ. ნომერია T------. თეთრი ფერის ავტომობილი შკოდას, რომლიდანაც გადმოიყვანეს გ------------------ე, სახ. ნომერია I------.

 

2018 წლის 13 ნოემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ.თბილისი, ა-–--------------------------–- მდებარე ინდ მეწარმე „ი-----–----------“ ლომბარდიდან ამოღებული იქნა შავი ფერის „Samsung Galaxg S7 Edge“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3--------------, რომელსაც აქვს რეზინის გამჭვირვალე დამცავი. ასევე, ამოღებული იქნა 2018 წლის 12 ნოემბრის სალომბარდო ხელშეკრულება N-----ის დედანი, სადაც მხარეს წარმოადგენს ი/მ „ი-----–---------“, ხოლო მეორე მხარეს ს------------–---–ი (პ/ნ 0----------), მითითებულია საკონტაქტო ნომრები. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს „Samsung Galaxg S7 Edge“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, იმედი კოდით 3--------------, ხოლო სესხის ოდენობაში მითითებულია 400 ლარი.

 

2018 წლის 13 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შ-----------–---------–-–--------------------------------------–----------------–------- განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ა------------------–-- მიერ დათვალიერებულ იქნა მოწმე ა-------–-–--–---–ის მიერ წარდგენილი „Samsung Galaxy S7 Edge“-ის მოდელის მობილური ტელეფონის მუყაოს ყუთი, რომლის ზედაპირზე განთავსებულია სამარკო ნიშნები, ხოლო ერთ გვერდზე არის საინფორმაციო ხასიათის სტიკერი, მასზე არსებული მობილურის საიდენტიფიკაციო მონაცემით, იმეი კოდით 3--------------.

 

2018 წლის 13 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ა-------–-–--–---–მა მის წინ წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ რიგით მეორე ანუ შუაში მდგომი მამაკაცი - გ-------------–---–ი. იგი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელიც 2018 წლის 12 ნოემბერს საღამოს საათებში ვ-–----–----–-----------------–- მდებარე ს---------------------–----აში, კერძოდ: კლინიკის ეზოში ელაპარაკებოდა აგრესიულად. ასევე ერთ-ერთმა პირმა მოახდინა დანის დემონსტრირება, რომელსაც უთხრა გ-------------–---–მა „ამათ რას ვალაპარაკებთ, დავჭრათ და აქ დავტოვოთო“. ასევე ამოსაცნობს და მის თანმხლებს უთხრა ვისაც „ბეზ პრიძელშიკები ვგონივართ იმის დედაცო“, მათ გასტაცეს მობილური ტელეფონი. ა-------–-–--–---–მა ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: 20 წლამდე ასაკით, საშუალო აღნაგობით, მომრგვალო პირისახით, მოგრძო წაბლისფერი თმით და წაბლისფერი წვერით, საშუალო ზომის ცხვირით და ყურებით. დარწმუნებულია ამოცნობაში.

 

2018 წლის 13 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა გ-------------–---–მა მის წინ წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ რიგით მესამე მდგომი მამაკაცი - გ-------------–---–ი. იგი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელიც 2018 წლის 12 ნოემბერს ქ------–--–-- ვ-–----–----–-----------------–- მდებარე ნ-----–---------------------------–----ის ეზოში ელაპარაკებოდა მას და მის მეგობარ - ა-------–-–--–---–ს აგრესიული ტონით. ასევე ერთ-ერთმა პირმა მისი მისამართით მოახდინა გაშლილი დანის დემონსტრირება. გ-------------–---–მა დანიან პიროვნებას უთხრა „ამათ რას ვალაპარაკებთ, დავჭრათ და აქ დავტოვოთო“. გ-------------–---–მა თანმხლებ პიროვნებებთან ერთად მას და მის მეგობარს ა-------–-–--–---–ს გასტაცა მობილური ტელეფონი. გ-------------–---–მა ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: 20 წლამდე ასაკით, საშუალო აღნაგობით, მომრგვალო პირისახით, მოგრძო წაბლისფერი თმით და წაბლისფერი წვერით, საშუალო ზომის ცხვირით, საშუალო ზომის ყურებით. დარწმუნებულია ამოცნობაში.

 

2018 წლის 18 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ა-------–-–--–---–მა მის წინ წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ რიგით მეორე და მარცხნიდან მარჯვნივ მეორე ადგილზე ანუ შუაში მდგომი მამაკაცი - გ------------------ე. იგი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელიც ნახა 2018 წლის 12 ნოემბერს ქ------–--–-- ვ-–----–----–-----------------–- მდებარე ს---------------------–----ის ეზოში, დანის დემონსტრირებით თანმხლებ 4 მამაკაცთან ერთად სიცოცხლის მოსპობის მუქარით მას წაართვა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. ა-------–-–--–---–მა ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: დაახლოებით 25-27 წლის ასაკით, 185 სმ. სიმაღლით, ოდნავ მოგრძო პირისახით, საშუალო აღნაგობით, საშუალო კეხიანი ცხვირით და საშუალო ტუჩებით.

 

2018 წლის 18 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა გ-------------–---–მა მის წინ წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ რიგით მესამე და მარცხნიდან მარჯვნივ პირველ ადგილზე მდგომი მამაკაცი - გ------------------ე. იგი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელიც ნახა 2018 წლის 12 ნოემბერს ქ------–--–-- ვ-–----–----–-----------------–- მდებარე ს---------------------–----ის ეზოში. აღნიშნულმა პირმა დანის დემონსტრირებით თანმხლებ 4 მამაკაცთან ერთად სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა-------–-–--–---–ს წაართვა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. გ-------------–---–მა ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: დაახლოებით 25-27 წლის ასაკით, 185 სმ. სიმაღლით, საშუალო აღნაგობით, ოდნავ მოგრძო პირისახით, საშუალო ზომის კეხიანი ცხვირით, საშუალო ზომის ტუჩებით.

 

2018 წლის 18 ნოემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ბ--------–------ისგან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ქუდი, მასზე არსებული შავი ფერის წარწერით „T-------------“, შიდა მხარეს შავი ფერის სარჩულით.

 

2018 წლის 18 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ა-------–-–--–---–მა მის წინ წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ პირველ ადგილზე მდგომი მამაკაცი - ბ--------–-------. იგი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელიც ნახა 2018 წლის 12 ნოემბერს ქ------–--–-- ვ-–----–----–-----------------–- მდებარე კლინიკის ეზოში, რა დროსაც მას წართვეს მობილური ტელეფონი, მის მიერ გაცნობილი პირი ესაუბრებოდა აგრესიულად და უთხრა „იყვნენ ამ უბნელები, სადაც თავად ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ, ისე ნუ მოიქცევით, რომ მომავალში პრობლემები შეგექმნათ“. ა-------–-–--–---–მა ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: დაახლოებით 185 სმ. სიმაღლით, საშუალო აღნაგობით, დაახლოებით 27-დან 30 წლამდე ასაკით, მოგრძო პირისახით, საშუალო ზომის ცხვირით, საშუალო ზომის ტუჩებით, მუქი ფერის წარბებით. დარწმუნებულია ამოცნობაში.

 

2018 წლის 18 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა გ-------------–---–მა მის წინ წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ მეორე ადგილზე მდგომი მამაკაცი - ბ--------–-------. იგი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელიც ნახა 2018 წლის 12 ნოემბერს ქ------–--–-- ვ-–----–----–-----------------–- მდებარე კლინიკის ეზოში, რა დროსაც მის თანმხლებ პირს ა-------–-–--–---–ს წართვეს მობილური ტელეფონი. მის მიერ გაცნობილი პირი ესაუბრებოდა აგრესიულად და უთხრა „იყვნენ ამ უბნელები, სადაც ისინი სწავლობდნენ, ისე ნუ მოიქცევით, რომ მომავალში პრობლემები შეგექმნათო“. გ-------------–---–მა ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: საშუალო სიმაღლით, დაახლოებით 27-დან 30 წლამდე ასაკით, მოგრძო პირისახით, საშუალო ზომის ცხვირით, საშუალო ზომის ტუჩებით, მუქი ფერის წარბებით. დარწმუნებულია ამოცნობაში.

 

2018 წლის 23 ნოემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ა-------–-–--–---–ისგან ამოღებული იქნა შპს „--------–--- ქსელში ჩართული ორი სიმ ბარათი საიდენტიფიკაციო ნომრებით: 8-------------------, 8-------------------.

 

2018 წლის 23 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შ----------–---------–-–--------------------- ვ---------------–----------------–------------------–--ის უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ა------------------–-- მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, რომელზეც ჩაწერილია ქ.თბილისი, ვ-–----–----–--------------–- მდებარე შპს „-------- რესტორნის „--------------–--- გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, 2018 წლის 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 18:59 საათამდე დროის მონაკვეთში. ჩანაწერში კამერა მიმართულია ვ-–----–----–------------- დასასრულისკენ. ჩანაწერში ჩანს, რომ 18:32:01 საათზე, აღნიშნული რესტორნის გვერდით არსებული ქუჩიდან ჩამორბის ოთხი მამაკაცი, რომელთაგან სამს აცვია მუქი ფერის ქურთუკი, ხოლო ერთს მოყავისფრო ფერის. ისინი ჩამოსვლის შემდეგ კუთხეში ყოვნდებიან რამდენიმე წამი, შემდეგ მიდიან ვ-–----–----–-----------ის დასასრულისკენ. აღნიშნულის შემდეგ ისევ ყოვნდებიან, აჩერებენ ავტომობილს და სხდებიან მასში. ავტომანქანა მიემართება ვ-–----–----–-----------ის დასასრულისკენ და 18:33:00 საათზე ეფარება თვალთახედვის არეს.

 

2018 წლის 22 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შ----------–---------–-–--------------------- ვ---------------–----------------–------------------–--ის უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ა------------------–-- მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, რომელზეც ჩაწერილია ქ.თბილისი, ალ-------------------------------–- მდებარე შპს „კ----------------- გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები 2018 წლის 12 ნოემბრის 18:20 საათიდან - 18:25 საათამდე დროის მონაკვეთში. აღნიშნულ ჩანაწერში კამერა მიმართულია ა-–-----------------------------ის დასაწყისისკენ. 18.22-05 საათზე კადრში ჩნდება ა-–-----------------------------ის დასაწყისის მხრიდან მომავალი სამი მამაკაცი, რომელთაგან ერთს, რომელსაც აქვს წვერები, აცვია მოყავისფრო ფერის ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი, ახურავს მუქი ფერის ე.წ. „კენგოლის“ ქურდი, მეორეს აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის შარვალი, ხოლო მესამეს ასევე აქვს წვერები, აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი. ისინი ყოვნდებიან აღნიშნულ ლომბარდთან და შემდეგ 18:22:18 საათზე ეფარებიან თვალთახედვის არეს. მეორე ფაილში კამერა მიმართულია ა-–-----------------------------ის დასასრულისკენ. 18:22:12 საათზე კადრში ჩნდება ზემოაღნიშნულ პირველ ფაილში ასახული სამი მამაკაცი. ისინი ჩერდებიან მითითებულ შპს „------------------- ლომბარდთან, შემდეგ მიემართებიან ა-–----------- დასასრულისკენ და ეფარებიან თვალთახედვის არეს.

 

2018 წლის 23 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შ----------–---------–-–--------------------- ვ---------------–----------------–------------------–--ის უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ა------------------–-- მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, რომელზეც ჩაწერილია ქ.თბილისი, ა-–-----------------------–- მდებარე ი.მ. „ი-----–----------“ ლომბარდის შიდა და გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები 2018 წლის 12 ნოემბრის 18:10 საათიდან - 18:25 საათის ჩათვლით მონაკვეთში. 18:14:25 საათზე აღნიშნულ ლომბარდში ჩადის სამი მამაკაცი, რომელთაგან ერთს, რომელსაც აქვს წვერები, აცვია მოყავისფრო ფერის ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი, ახურავს მუქი ფერის ე.წ. „კენგოლის“ ქუდი, მეორეს აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის შარვალი, ხოლო მესამეს ასევე აქვს წვერები, აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი. მოყავისფრო ფერის ქურთუკიანი მამაკაცი ოპერატორს აძლევს მობილურ ტელეფონს და ეკონტაქტება ხსენებულ ოპერატორს. ამის შემდეგ 18:17:00 საათზე შავი ფერის ქურთუკის და მოლურჯო ფერის შარვალის მქონე პირი ოპერატორს აწვდის პირადობის მოწმობას. 18:19:11 საათზე ოპერატორი თავის მხრივ ამ უკანასკნელს აძლევს დოკუმენტს, რაზეც იგი აწერს ხელს და აწვდის უკან. ოპერატორი ამის შემდეგ უწვერო მამაკაცს აძლევს პირადობას, ხოლო უშუალოდ ფულს 18:19:57 საათზე აწვდის მოყავისფრო ფერის ქურთუკიან მამაკაცს, რომელიც იღებს აღნიშნულ ფულად თანხას. ისინი კვლავ ყოვნდებიან ლომბარდში, დროდადრო ხსენებული პირები გადიან და შემოდიან ლომბარდში ისე, რომ ხვდებიან კამერის თვალთახედვის არეში. ბოლოს ოპერატორი მოყავისფრო ფერის ქურთუკიან მამაკაცს აწვდის გარკვეულ ნივთს, შემდეგ სამივე გადის ობიექტიდან და 18:23:00 საათზე ეფარებიან თვალთახედვის არეს. მეორე ფაილში კამერა დამონტაჟებულია ხსენებული ლომბარდის გარე პერიმეტრზე. 18:14:20 საათზე ზემოხსენებულ ლომბარდთან მიდის პირველ ფაილში ასახული სამი მამაკაცი, რომლებიც ჩადიან მითითებულ ლომბარდში. დროდადრო აღნიშნული პირები გამოდიან გარეთ და ისევ შედიან ლომბარდში. ბოლოს სამივე გამოდის, მიდიან და 18:23:02 საათზე ეფარებიან თვალთახედვის არეს.

 

2018 წლის 29 ნოემბრის სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის „SAMSUNG GALAXY S7 edge“, მოდელი - „---------- საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 700 (შვიდასი) ლარს.

 

2018 წლის 30 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შ----------–---------–-–--------------------- ვ---------------–----------------–------------------–--ის უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ა------------------–-- მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, რომელზეც ჩაწერილია ქ.თბილისი, ა-–-----------------------–- მდებარე ი.მ. „ი-----–----------“ ლომბარდის შიდა და გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები 2018 წლის 12 ნოემბრის 18:10 საათიდან - 18:25 საათის ჩათვლით მონაკვეთში. ვიდეო მასალა წარდგენილია ორ ფაილად. ჩანაწერის 18:14:25 საათზე აღნიშნულ ლომბარდში ჩადის სამი მამაკაცი, რომელთაგან ერთს, რომელსაც აქვს წვერები, აცვია მოყავისფრო ფერის ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი, ახურავს მუქი ფერის ე.წ. „კენგოლის“ ქუდი, მეორეს აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის შარვალი, ხოლო მესამეს ასევე აქვს წვერები, აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი. მოყავისფრო ფერის ქურთუკიანი მამაკაცი ოპერატორს აძლევს მობილურ ტელეფონს, რომელსაც ეკონტაქტება. ამის შემდეგ 18:17:08 საათზე შავი ფერის ქურთუკის და მოლურჯო ფერის შარვალის მქონე პირი, რომელსაც არ აქვს წვერები, ოპერატორს აწვდის პირადობის მოწმობას. 18:19:11 საათზე მითითებული ოპერატორი თავის მხრივ ამ უკანასკნელს აძლევს დოკუმენტს, რაზეც იგი აწერს ხელს და აწვდის უკან. ოპერატორი ამის შემდეგ უწვერო მამაკაცს აძლევს პირადობას, ხოლო უშუალოდ ფულს 18:19:57 საათზე აწვდის მოყავისფრო ფერის ქურთუკიან მამაკაცს, რომელიც იღებს აღნიშნულ ფულად თანხას. ისინი კვლავ ყოვნდებიან ლომბარდში, დროდადრო ხსენებული პირები გადიან და შემოდიან ლომბარდში ისე, რომ ხვდებიან კამერის თვალთახედვის არეში. ბოლოს ოპერატორი მოყავისფრო ფერის ქურთუკიან მამაკაცს აწვდის გარკვეულ ნივთს, შემდეგ სამივე გადის ობიექტიდან და 18:23:00 საათზე ეფარებიან თვალთახედვის არეს. მეორე ფაილში კამერა დამონტაჟებულია ხსენებული ლომბარდის გარე პერიმეტრზე. ვიდეო ჩანაწერის ზედა მარჯვენა მხარეს განთავსებულია დრო და თარიღი. 18:14:20 საათზე ზემოხსენებულ ლომბარდთან მიდის ზემოაღნიშნულ პირველ ფაილში ასახული სამი მამაკაცი, რომლებიც ჩადიან მითითებულ ლომბარდში. დროდადრო აღნიშნული პირები გამოდიან გარეთ და ისევ შედიან ლომბარდში. ბოლოს სამივე გამოდის, მიდიან და 18:23:02 საათზე ეფარებიან თვალთახედვის არეს. გ-------------–---–ის განმარტებით, მისთვის, როგორც დაზარალებულისთვის, მოგვიანებით გახდა ცნობილი აღნიშნულ ვიდეო მასალაში ასახული, მოყავისფრო ფერის ქურთუკის მქონე მამაკაცი არის თ-------------------, შავი ფერის ქურთუკის და მოლურჯო ფერის შარვალის მქონე პირი, რომელსაც არ აქვს წვერები და რომელიც ოპერატორს აწვდის პირადობის მოწმობას და დოკუმენტზე აწერს ხელს, არის ს------------–---–ი, ხოლო მესამე, რომელსაც აქვს წვერები, აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, არის თ--------------.

 

2018 წლის 30 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შ----------–---------–-–--------------------- ვ---------------–----------------–------------------–--ის უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ა------------------–-- მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, რომელზეც ჩაწერილია ქ.თბილისი, ა-–-----------------------–- მდებარე ი.მ. „ი-----–----------“ ლომბარდის შიდა და გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები 2018 წლის 12 ნოემბრის 18:10 საათიდან - 18:25 საათის ჩათვლით მონაკვეთში. ვიდეო მასალა წარდგენილია ორ ფაილად, რომელშიც კამერა დამონტაჟებულია მითითებული ობიექტის შიდა მხარეს. 18:14:25 საათზე აღნიშნულ ლომბარდში ჩადის სამი მამაკაცი, რომელთაგან ერთს, რომელსაც აქვს წვერები, აცვია მოყავისფრო ფერის ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი, ახურავს მუქი ფერის ე.წ. „კენგოლის“ ქურდი. მეორეს აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის შარვალი, ხოლო მესამეს ასევე აქვს წვერები, აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი. მოყავისფრო ფერის ქურთუკიანი მამაკაცი ოპერატორს აძლევს მობილურ ტელეფონს, რომელსაც ეკონტაქტება. ამის შემდეგ 18:17:00 საათზე შავი ფერის ქურთუკის და მოლურჯო ფერის შარვალის მქონე პირი, რომელსაც არ აქვს წვერები, ოპერატორს აწვდის პირადობის მოწმობას, 18:19:11 საათზე მითითებული ოპერატორი თავის მხრივ ამ უკანასკნელს აძლევს დოკუმენტს, რაზეც იგი აწერს ხელს და აწვდის უკან. ოპერატორი ამის შემდეგ უწვერო მამაკაცს აძლევს პირადობას, ხოლო უშუალოდ ფულს 18:19:57 საათზე აწვდის მოყავისფრო ფერის ქურთუკიან მამაკაცს, რომელიც იღებს აღნულ ფულად თანხას. ისინი კვლავ ყოვნდებიან ლომბარდში, დროდადრო ხსენებული პირები გადიან და შედიან ლომბარდში ისე, რომ ხვდებიან კამერის თვალთახედვის არეში. ბოლოს ოპერატორი მოყავისფრო ფერის ქურთუკიან მამაკაცს აწვდის გარკვეულ ნივთს, შემდეგ სამივე გადის ობიექტიდან და 18:23:00 საათზე ეფარებიან თვალთახედვის არეს. მეორე ფაილში კამერა დამონტაჟებულია ხსენებული ლომბარდის გარე პერიმეტრზე. ვიდეო ჩანაწერის ზედა მარჯვენა მხარეს განთავსებულია დრო და თარიღი. 18:14:20 საათზე ზემოხსენებულ ლომბარდთან მიდის ზემოაღნიშნულ პირველ ფაილში ასახული სამი მამაკაცი, რომლებიც ჩადიან მითითებულ ლომბარდში. დროდადრო აღნიშნული პირები გამოდიან გარეთ და ისევ შედიან ლომბარდში. ბოლოს სამივე გამოდის, მიდიან და 18:23:02 საათზე ეფარებიან თვალთახედვის არეს. ა-------–-–--–---–ის განმარტებით, მისთვის, როგორც დაზარალებულისთვის, მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ აღნიშნულ ვიდეო მასალაში ასახული, მოყავისფრო ფერის ქურთუკის მქონე მამაკაცი არის თ-------------------, შავი ფერის ქურთუკის და მოლურჯო ფერის შარვალის მქონე პირი, რომელსაც არ აქვს წვერები და რომელიც ოპერატორს აწვდის პირადობის მოწმობას და დოკუმენტზე აწერს ხელს, არის ს------------–---–ი, ხოლო მესამე, რომელსაც აქვს წვერები, აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, არის თ--------------.

 

2018 წლის 30 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შ----------–---------–-–--------------------- ვ---------------–----------------–------------------–--ის უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ა------------------–-- მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, რომელზეც ჩაწერილია ქ.თბილისი, ალ-------------------------------–- მდებარე შპს „------------------- გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, 2018 წლის 12 ნოემბრის კამერის დროით 18:20 საათიდან - 18:25 საათამდე დროის მონაკვეთში. ვიდეო მასალა წარდგენილია ერთ ფაილად. აღნიშნულ ჩანაწერში კამერა მიმართულია ა-–-----------------------------ის დასაწყისისკენ. ვიდეო მასალის 18:22:05 საათზე კადრში ჩნდება ა-–-----------------------------ის დასაწყისის მხრიდან მომავალი სამი მამაკაცი, რომელთაგან ერთს, რომელსაც აქვს წვერები, აცვია მოყავისფრო ფერის ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი, ახურავს მუქი ფერის ე.წ. „კენგოლის“ ქურდი, მეორეს აცვია შავი ფერის ქურთუკი და ლურჯი ფერის შარვალი, ხოლო მესამეს აქვს წვერები, აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი. ისინი ყოვნდებიან აღნიშნულ ლომბარდთან და შემდეგ ეფარებიან თვალთახედვის არეს. მეორე ფაილში კამერა მიმართულია ა-–-----------------------------ის დასასრულისკენ. ვიდეო მასალის 18:22:12 საათზე კადრში ჩნდება ზემოაღნიშნულ პირველ ფაილში ასახული სამი მამაკაცი. ისინი ჩერდებიან შპს „------------------- ლომბარდთან, შემდეგ მიემართებიან ა-–----------- დასასრულისკენ და ეფარებიან თვალთახედვის არეს. გ-------------–---–ის განმარტებით, მისთვის, როგორც დაზარალებულისთვის, მოგვიანებით გახდა ცნობილი, აღნიშნულ ვიდეო მასალაში ასახული, მოყავისფრო ფერის ქურთუკის მქონე მამაკაცი არის თ-------------------, შავი ფერის ქურთუკის და მოლურჯო ფერის შარვლის მქონე პირი არის ს------------–---–ი, ხოლო მესამე, რომელსაც აქვს წვერები, აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, არის თ--------------.

 

2018 წლის 30 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შ----------–---------–-–--------------------- ვ---------------–----------------–------------------–--ის უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ა------------------–-- მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, რომელზეც ჩაწერილია ქ.თბილისი, ალ-------------------------------–- მდებარე შპს „------------------- გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, 2018 წლის 12 ნოემბრის კამერის დროით 18:20 საათიდან - 18:25 საათამდე დროის მონაკვეთში. ვიდეო მასალა წარდგენილია ერთ ფაილად. ვიდეო მასალის 18:22:05 საათზე კადრში ჩნდება ა-–-----------------------------ის დასაწყისის მხრიდან მომავალი სამი მამაკაცი, რომელთაგან ერთს, რომელსაც აქვს წვერები, აცვია მოყავისფრო ფერის ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი, ახურავს მუქი ფერის ე.წ. „კენგოლის“ ქურდი, მეორეს აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის შარვალი, ხოლო მესამეს აქვს წვერები, აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი. ისინი ყოვნდებიან აღნიშნულ ლომბარდთან და შემდეგ 18 საათზე ეფარებიან თვალთახედვის არეს. მეორე ფაილში კამერა მიმართულია ა-–-----------------------------ის დასასრულისკენ. ვიდეო მასალის 18:22:12 საათზე კადრში ჩნდება ზემოაღნიშნულ პირველ ფაილში ასახული სამი მამაკაცი. ისინი ჩერდებიან შპს „------------------- ლომბარდთან, შემდეგ მიემართებიან ა-–----------- დასასრულისკენ და ეფარებიან თვალთახედვის არეს. ა-------–-–--–---–ის განმარტებით, მისთვის, როგორც დაზარალებულისთვის, მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ აღნიშნულ ვიდეო მასალაში ასახული, მოყავისფრო ფერის ქურთუკის მქონე მამაკაცი არის თ-------------------, შავი ფერის ქურთუკის და მოლურჯო ფერის შარვალის მქონე პირი არის ს------------–---–ი, ხოლო მესამე, რომელსაც აქვს წვერები, აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, არის თ--------------.

 

2019 წლის 25 თებერვლის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N------- დასკვნით დადგენილია, რომ გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამკვლეული იქნა დაცვის მხარის წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ: ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმები, რომლებიც დათვალიერებული იქნა ბრალდებულების: გ------------------ისა და ბ--------–------ის მონაწილეობით, სადაც აღბეჭდილია ბრალდებულების: გ------------------ისა და ბ--------–------ის პოლიციის შენობაში მიყვანისა და მათი პოლიციის შენობაში შესვლის ფაქტი.

 

DVD დისკის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ დათვალიერება ჩაატარა ადვოკატმა ნ-----–----------–-–---–მა 2018 წლის 25 დეკემბერს ქ------–--–-- სასჯელაღსრულების №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ ბ--------–-------სთან ერთად. დათვალიერდა 9 ცალი DVD დისკი, რომელზეც ასახულია ვ---------------–-----------–-–--------------–--ის შიდა და გარე კამერების ჩანაწერები. პერსონალური კომპიუტერის ე.წ. „ქეისში“ მოთავსებული იქნა DVD დისკი. ვიდეო-ფაილის გახსნისას ვიდეო-კადრს მარჯვენა დაბლა კუთხეში აწერია Camera05, ხოლო ზედა მარცხენა მხარეს აღნიშნულია თვე, რიცხვი და წელი 11-18.2018 წელი. ვიდეო-ფაილში 06:43:47 საათზე ჩნდება თეთრი ფერის პოლიციის ,,შკოდას“ ფირმის ავტომანქანა, რომელიც გადის კადრიდან და რამოდენიმე წამში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პოლიციელებს შენობაში შეჰყავთ ბ--------–------ის განმარტებით, მისი მეგობარი გ------------------ე, რომელსაც აცვია ღია ფერის სპორტული შარვალი, მუქი მოშავო ფერის ზედა და ყავისფერი თეთრძირიანი ბოტასები. ნ-–-------- განმარტებით, მას მიჰყვება ორი პოლიციის თანამშრომელი, რომლებიც იმყოფებოდნენ უშუალოდ ც--–- მათი დაკავებისას. 06:44:47 საათზე კადრში ჩნდება მეორე თეთრი ფერის ,,შკოდას“ ფირმის პოლიციის ავტომანქანა, სახ. ნომრით: I--------, რომელიც ჩერდება უშუალოდ პოლიციის შენობის მთავარი შესასვლელის კიბეების წინ. უკანა მარჯვენა მხრიდან გადმოდის, ბ--------–------ის მითითებით, მისი ერთ-ერთი დამკავებელი პოლიციელი, რომელსაც აცვია მომწვანო ფერის კაპიუშონიანი ქურთუკი. ამავე პოლიციელს გადმოჰყავს თავად ბ--------–-------, რომელსაც აცვია ღია ფერის ჯინსის შარვალი. ნ-–-------- განმარტებით, აცვია ასევე შავი ფეხსაცმელი, მუქი შავი ქურთუკი და ახურავს სტაფილოსფერი ქუდი. ნ-–-------- განმარტებით, ამ დროს იგი იყო დაკავებული და ჩამოიყვანეს ბ-----------------------------–-------- ვიდეო კადრში ჩანს, რომ პოლიციელს ნ-–------- დაკავებული ჰყავს მარცხენა ხელით და იძულებით აჰყავთ პოლიციის კიბეებზე. მათ უკან მიჰყვებიან ამავე ავტომანქანიდან გადმოსული სხვა ორი პოლიციის თანამშრომელი. ერთ-ერთი DVD დისკის დათვალიერების დროს გახსნილი იქნა ვიდეო-ფაილი, რომელიც წარმოადგენს Camera012-ს, სადაც კარგად ჩანს პოლიციის შესასვლელი კიბეები და იგივე დროს 06:43:47 ბ--------–-------მ ასვე ამოიცნო პოლიციის ავტომანქანიდან გადმოყვანილი გ------------------ე, ხოლო 06:44:47 საათზე საკუთარი თავი. ასევე ჩვენს მიერ დათვალიერებულ იქნა ვიდეო ფაილი Camera09, რომელიც პირდაპირ უყურებს პოლიციის შენობის შესასვლელ კარს და იყურება პ------------- მიმართულებით. 06:43:37 საათზე ჩნდება იგივე პირველი „–-------- ფირმის ავტომანქანა, რომელიც ჩერდება პოლიციის შენობის წინ. სახ. ნომრით T--------, საიდანაც გადმოჰყავთ გ------------------ე, ხოლო 06:43:45 საათზე მეორე მანქანიდან, ბ--------–------ის განმარტებით, პოლიციელებს გადმოჰყავთ თავად იგი, რა დროსაც ახურავს სტაფილოსფერი ქუდი. ერთ-ერთ DVD დისკზე ასევე დათვალიერდა პოლიციის შენობის შიდა პერიმეტრის ვიდეო-კამერის ჩანაწერი Camera01, სადაც ასევე ცალსახად ჩნდება, რომ 06:40:16 საათზე პოლიციის შენობაში შეჰყავთ გ------------------ე, ხოლო 06:41:15 საათზე დაკავებული ბ--------–-------. ამავე კადრში ისმის პოლიციელთა ხმები, სადაც იღებენ მითითებას „-–-–- ქვევით ჩაიყვანე“, რითაც დათვალიერება დასრულდა.

 

DVD დისკის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ დათვალიერება ჩაატარა ადვოკატმა ნ-----–----------–-–---–მა 2018 წლის 20 დეკემბერს სასჯელაღსრულების #8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ გ------------------ესთან ერთად. დათვალიერდა 9 ცალი DVD დისკი, რომელზეც ასახულია ვ---------------–-----------------–--ის პოლიციის გარე პერიმეტრზე და შიდა პერიმეტრზე 2018 წლის 18 ნოემბრის ვიდეო-ჩანაწერები. კომპიუტერში მოთავსებულ იქნა ერთი ცალი DVD დისკი, რომელიც გაიხსნა და მონიტორზე გამოჩნდა ვიდეო-კადრი, რომელსაც მარჯვენა კუთხეში აწერია ლათინური ასოებით Camera012- აღნიშნული კამერა მიმართულია პ-----------------–- განთავსებული პოლიციის ასასვლელი კიბეებისაკენ და იყურება გ-----------------ის მიმართულებით. კამერის ხედვის არეალი ასევე მოიცავს პოლიციის შენობის უკანა შესასვლელი გზის ტერიტორიის მთლიან ნაწილს და ასევე, გ-----------------ის მხრიდან კიბეების გვერდით ამოსასვლელ პანდუსს მთლიანად. Camera 012-ის პირველი ფაილის დათვალიერების შედეგად საქმისათვის საინტერესო ინფორმაცია არ აღმოჩნდა, რის გამოც გაგრძელდა მეორე ვიდეო-ფაილის გახსნა და დათვალიერების დროს 06:42 საათზე გ------------------ემ განმარტა, რომ ვიდეო კადრში გამოჩნდა სწორედ ის თეთრი ფერის „–-------- ფირმის ავტომანქანა, რომლის მეშვეობითაც იგი ჩამოიყვანეს ბ---------------------------–-–-----ან. კერძოდ, კადრში ჩანს თეთრი ფერის ავტომობილი, რომელიც შემოდის პოლიციის შენობის წინ არსებულ კიბეებთან გ-----------------ის მხრიდან. ავტომანქანის სახ. ნომერია T--------. პირველად იღება ავტომანქანის უკანა მარცხენა კარი, საიდანაც გადმოდის, გ------------- განმარტებით, მისი დამკავებელი პოლიციელი, რომელიც მანქანას უვლის უკანა მხრიდან და აღებს ავტომობილის უკანა მარჯვენა კარს, საიდანაც გადმოჰყავს დაკავებული გ-----------ე. ამავე დროს ავტომობილიდან გადმოდიან სხვა პოლიციის თანამშრომლებიც, რომლებიც ისხდნენ ავტომანქანის წინა სალონში. გ------------- განმარტებით, მას აცვია ღია ნაცრისფერი სპორტული შარვალი, მუქი შინდისფერი ბოტასები და მუქი შავი ქურთუკი, ხოლო შიგნით კაპიუშონიანი ზედატანი. ამის შემდგომ პოლიციელებს გ-----------ე შეჰყავთ პოლიციის შენობაში. 06:44:53 საათზე ვიდეო-კადრში ჩნდება მეორე თეთრი ფერის „–-------- ფირმის ავტომანქანა, საიდანაც გ------------- განმარტებით, უკანა სალონის მარჯვენა კარიდან პოლიციელებს გადმოჰყავთ მისი მეგობარი ბ--------–-------. პოლიციელებს ნ-–------- აჰყავთ განყოფილებაში მარცხენა მკლავით დაკავებული. დამკავებელ პოლიციელს აცვია მწვანე ქურთუკი, ხოლო ბ.ნ-–-------ს, გ------------- განმარტებით, მოსტაფილოსფერო-მოყვითალო ქუდი, მუქი გრძელი ქურთუკი და აცვია ღია ფერის ჯინსის შარვალი. ამით დათვალიერება დამთავრდა.

 

ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ DVD დისკებზე არსებულ ვიდეო ჩანაწერებში „IP Camera05_s-------------_s------------------------------------ კადრის მარჯვენა კუთხეში წარწერა „camera 01“ კადრის მარცხენა მხარეს მითითებულ დროს 11-18-2018 Sun 06:40:21-23 მონაკვეთში ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია ღია ნაცრისფერი სპორტული შარვალი კოჭებამდე, შინდისფერი სპორტული ფეხსაცმელი და შავი მუქი ფერის ქურთუკი, სახე გაუპარსავი თმები ხშირი, იდენტიფიცირდება და არის გ------------------ე. წარდგენილ DVD დისკებზე არსებულ ვიდეო ჩანაწერებში „IP Camera05_s-------------_s------------------------------------ კადრის მარჯვენა კუთხეში წარწერა „camera 01“ კადრის მარცხენა ზედა მხარეს მითითებულ დროს 11-18-2018 Sun 06:41:13 მონაკვეთში ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია ღია ლურჯი შარვალი (ჯინსები გაცვეთილი), მუქი ფეხსაცმელი, მუქი ფერის ქურთუკი, სტაფისლოსფერი ქუდი, სახე გაუპარსავი, იდენტიფიცირდება და არის ბ--------–-------. თეთრი ფერის ავტომობილი შკოდა, რომლიდანაც გადმოიყვანეს გ------------------ე, სახ. ნომერია T------. თეთრი ფერის ავტომობილი შკოდა, რომლიდანაც გადმოიყვანეს გ------------------ე, სახ. ნომერია I------.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ:

 

დაზარალებულების: ა-------–-–--–---–ის და გ-------------–---–ის ჩვენებებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა: გ-------------–---–მა, გ------------------ემ და ბ--------–-------მ თანხმლებ პირებთან ერთად, დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცეს „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ასევე სთხოვდნენ პირადობის მოწმობას ტელეფონის ლომბადრში ჩაბარების მიზნით, რაზეც უარი უთხრეს. დაზარალებულ ა-------–-–--–---–ის ჩვენებით, ბრალდებულების ქმედებების შედეგად მიადგა როგორც მორალური, ასვე მატერიალური ზიანი. მიყენებული ზიანის ოდენობა დადგინდა სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით. ის გარემოება, რომ სწორედ ბრალდებულები იყვნენ დაზარალებულების მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ჩამდენი პირები, დაზარალებულებმა დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას და ასევე დადასტურდა დაზარალებულების მონაწილეობით ჩატარებული ბრალდებულთა ამოცნობის ოქმებით.

 

მოწმე ი-----–---------- ჩვენებითა და გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა ის გარემოება, რომ ი-----–---------- კუთვნილ ლომბადში ს------------–---–ის მიერ ჩაბარებული იქნა დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონი. მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარების ფაქტი ასევე დადასტურდა საქმეზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მოწმე ს------------–---–ის გამოკითხვის ოქმით.

 

ს------------–---–ის ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) ირკვევა, რომ 2018 წლის 12 ნოემბერს საღამოს საათებში, დაახლოებით 19:30 საათზე შეხვდა მის მეგობარს თ--------------ს და ნათესავს თ------------------ს. ქ------–--–-- ო----–------------ე, სტადიონთან ფაცხაში, სადაც იკრიბებოდნენ ხოლმე. თ--------------ს დაახლოებით 2 წელია და თ--------- იცნობს ბავშვობიდან, თ---------ოგორც იცის ცხოვრობს ზ----------–-- ასევე, თ---------–ძხოვრობს ქ------–--–-- ზ------------ დასახლებაში. ისინი იკრიბებოდნენ ხოლმე, ო----–------------ე, სადაც უწევდათ ხოლმე შეხვედრა. თ-------------- არის 16 წლის, ხოლო თ------------------- არის 17 წლის. ვინაიდან ისინი არიან არასრულწლოვნები, თ------------------მა სთხოვა, რომ მისი პირადობით დაელომბარდებინა მობილური ტელეფონი, რომელიც იყო „სამსუნგი გალაქსი S7 edge“ და უთხრეს, რომ მობილური ტელეფონი წაართვეს პიროვნებებს დანის მუქარით, რომლებიც სვამდნენ ტყეში, და უთხრეს, რომ მობილურ ტელეფონზე პოლიცია არ მოაკითხავდა, არავისგან არ შეექმნებოდა პრობლემა და ტელეფონსაც არავინ არ მოიკითხავდა. ვინაიდან ის პიროვნებები იყვნენ ძალიან ნასვამები და არ ექნებოდათ იმის თავი, რომ პოლიციაში განეცხადებინათ, ტელეფონი ჩარჩებოდა ლომბარდში. ასვე, უთხრეს, რომ ძალიან სჭირდებოდათ თანხა და სჭირდებოდათ მისი პირადობის მოწმობა. მანაც უარი აღარ უთხრა, ვინაიდან თ------ მისი მეგობარია და თ-------- კიდევ მისი ნათესავი. ასევე, შორიახლოს იდგა გ-------------–---–ი, რომელსაც ასევე იცნობს უბნიდან დაახლოებით 2-3 წელია, თუმცა გ-------------–---–ი მათთან საუბრის დროს არ მოსულა ახლოს. არც გამარჯობა უთქვამს მისთვის, ვინაიდან იდგა შორს. შემდეგ გაჰყვა ქ------–--–-- ალ-------------------------–- მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში, რომლის დასახელება არ ახსოვს და ერთად შევიდნენ ი----------- კ------- და თ-------------------, რომელთაგან თ--------მ მიაწოდა ოპერატორს მობილური ტელეფონი, ხოლო პირადობის მოწმობა მიაწოდა მან. მობილური ტელეფონი ოპერატორმა შეფასა 350 ლარად, ასევე იკითხა მობილური ტელეფონის წარმომავლობა, რაზეც თ------------------მა უთხრა, რომ იყო მისი ძმის კუთვნილება. აღნიშნულზე თ------------------მა სთხოვა ოპერატორს, რომ დაემატებინა გარკვეული თანხა, რაზეც ოპერატორი დათანხმდა და დაამატა 50 ლარი. საერთო ჯამში მობილური ტელეფონი დალომბარდებული იქნა 400 ლარად. ოპერატორმა გამოწერა ხელშეკრულება მისი მონაცემებით, საცხოვრებელი მისამართის და მისი მობილური ტელეფონის ნომრის 5----------- მითითებით. ამის შემდეგ მან მოაწერა ხელშეკრულებას ხელი და ხელშეკრულების ასლი აიღო თ------------------მა. ამის შემდეგ ისინი დაშორდნენ, იგი წავიდა საღამოს უ-------------–- და თ-------- და თ------ თუ სად წავიდნენ, მისთვის არის უცნობი. მოწმის ჩვენებით, მისთვის ცნობილი იყო მობილური ტელეფონის წარმომავლობა, თუმცა მის ნათესავს თ------------------ს და მეგობარს თ------ კ-------ს არ უთხრა უარი ურთიერთობის ხათრის გამო. თ------------------ს და თ------ კ-------ს მისთვის არ უთქვამთ, თუ რამდენი პიროვნება ახლდა მათ იმ მომენტში, როდესაც უცნობ პიროვნებებს წაართვეს მობილური ტელეფონი დანის მუქარით. ასევე, მათ არ დაუკონკრეტებიათ, რომელს ეკავა დანა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარე დაეყრდნო მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს, რაც არ უნდა იქნეს გაზიარებული. სასამართლო განმარტავს, რომ გარდა პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებისა, საქმეზე დაიკითხა ორი დაზარალებული, რომელებმაც თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერეს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები. მათი ჩვენებები ფაქტობრივი გარემოებებისა და განვითარებული მოვლენების აღწერის კუთხით სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან. მათ მიერ მოგვიანებით ამოცნობილი იქნენ ბრალდებულები, როგორც მათ მიმართ ყაჩაღური თავდასხმის ჩამდენი პირები. გარდა ამისა, ლომბარდიდან ამოღებული იქნა დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონი, დაიკითხა ლომბარდის თანამშრომელი და დათვალიერდა ვიდეოჩანაწერები.

 

რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ დაცვის მხარის მტკიცებულებებს, სასამართლო განმარტავს, რომ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები და მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები სასამართლოს არ აწვდიან რაიმე ინფორმაციას შერაცხულ ბრალდებაში ბრალდებულთა უდანაშაულობა-დამნაშავეობისა და შემთხვევის ადგილზე გავითარებული მოვლენების თაობაზე. ეს მტკიცებულებები ეხება მხოლოდ ბრალდებულთა საგამოძიებო ორგანოში წარმოდგენის ფაქტს. შესაბამისად, ეს მტკიცებულბები საფუძვლად ვერ დაედება ბრალდებულთა მიმართ გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარემ პროცესის მსვლელობისას არაერთხელ გააჟღერა პოზიცია, რომ ბ--------–------- და გ------------------ე პოლიციელთა მხრიდან დაექვემდებარნენ ძალადობასა და არასათანადო მოპყრობას, ისინი ფაქტობრივად დაკავებული იქნენ ბ-------------------ის დ----–--–- და არა პოლიციის განყოფილებაში. ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერებში აშკარად ჩანდა, რომ ისინი იძულებით მიიყვანეს პოლიციის შენობაში და ისმის ხმა, რომ ისინი ჩაიყვანონ ქვემოთ. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოკვლეულ ვიდეო ჩანაწერებში ნამდვილად ჩანს ბრალდებულთა პოლიციის შენობაში შესვლის ფაქტი, არცერთ ბრალდებულს ხელბორკილი არ ადევს, თავად გადმოდიან ავტომანქანებიდან, ყოველგვარი იძულების გარეშე, გ------------------ე ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე თავად შედის პოლიციის შენობაში, რაც შეეხება ბ--------–-------ს, მასაც არ ადევს ხელბორკილი, სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომელთან ერთად ხელკავით შედის პოლიციის შენობაში და ამ ჩანაწერებში ძალადობის რაიმე ფაქტი არ ჩანს. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ისინი უნდა ჩაეყვანათ ქვემოთ, საგულისხმოა ის გარემოება, რომ მათთან ჩასატარებელი იყო სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ამოცნობა და მხოლოდ ამ გარემოებებზე დაყრდნობით ბრალდებულთა მიმართ რაიმე უკანონო ქმედებების განხორციელებაზე იმპერატიული მსჯელობა სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია, რამეთუ საქმის განხილვის ეტაპზე ბრალდებულთა მიმართ განვითარებული მოვლენების თაობაზე სრულყოფილი ინფორმაცია სასამართლოს არ მიუღია ამ მოვლენებში მონაწილე ყველა პირის მხრიდან. შესაბამისად, ამ ეტაპზე სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ამ სამართალწარმოების ფარგლებში უტყუარად დაადგინოს რა მოქმედებები განხორციელდა ბრალდებულთა მიმართ. აღნიშნული წარმოადგენს ცალკე კვლევისა და გამოძიების საგანს. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი განცხადების შემთხვევაში სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ჩაატაროს ეფექტური გამოძიება და უტყუარად დაადგინოს რა მოხდა კონკრეტულ შემთხვევებში და შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულება (მათ შორის იგულისხმება ფაქტის რეალურად დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომა პასუხისმგებლობის სახით). ამდენად, სასამართლო შეახსენებს საგამოძიებო ორგანოს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ პოზიტიურ ვალდებულების შესახებ, ეფექტური გამოძიების ჩატარების კონტექსტში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა „მინიმალურ“ უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს ამავე მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.

 

ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Hummer v. Germany, პუნქტი 38; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Lucà v. Italy, პუნქტი 39; Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მტკიცებულებების გამოკვლევის (მოწმეთა დაკითხვის, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევის) ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც ბრალდებულების - წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებებს. ასევე თანასწორობის პრინციპის დაცვით იქნა გამოკვლეული დაცვის მხარის მტკიცებულებები (დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები, გამოკვლეული იქნა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები). ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლის მოთხოვნები - დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა და ბრალდების მხარესთან თანაბარ პირობებში გამოეკვლია საკუთარი მტკიცებულებები.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნეს დამნაშავედ და მოითხოვეს მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, მათ სასამართლოსთვის არ მიუწოდებიათ განსხვავებული ვერსია შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების თაობაზე. დაცვის მხარის აზრით, კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულთა მხრიდან განხორციელდა ტელეფონის გადაცემის „თხოვნა“ დაზარალებულების მისამართით, რომ მათ „ეთხოვებინათ“ და დროებითი სარგებლობისათვის გადაეცათ მობილური ტელეფონი, რომ ბრალდებულთა ქმედებაში ადგილი არ ჰქონდა ყაჩაღობის შემადგენლობის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს - თავდასხმის სახით. დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან დაზარალებულებმა ერთმნიშვნელოვნად, ცალსახად და მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ბრალდებულთა მხრიდან არ ყოფილა „თხოვნა“ ტელეფონის გადაცემასთან მიმართებით, არამედ აგრესიულად განწყობილი 5 პიროვნება დანის დემონსტრირებით მუქარის ფონზე ითხოვდა ა-------–-–--–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონის გადაცემას. ბ--------–------- დაზარალებულებს ეუბნებოდა, რომ ისინი იმ უბნიდან იყვნენ, თუ დაზარალებულებს სურდათ, რომ არ შექმნოდათ პრობლემები, მოქცეულიყვნენ ისე, რასაც ისინი ეუბნებოდნენ, ხოლო გ------------------ე კი დაემუქრა დაზარალეულებს, „თუ გინდათ, რომ გახვიდეთ ჯანმრთელად და ცოცხლად, უნდა მომცეთ ტელეფონიო“. ასეთ ვითარებაში, იმ ფონზე, რომ ბრალდებულები იმყოფებოდნენ რიცხობრივ უპირატესობაში, გ------------------ე შეიარაღებული იყო დანით და იმყოფებოდნენ ისეთ ადგილას, სადაც ბრალდებულთა და დაზარალებულთა გარდა სხვა არავინ იმყოფებოდა, დაზარალებულებმა მათ მიმართ განხორციელებული მოქმედება და მუქარა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლოს შეფასებით, ყაჩაღობის შემადგენლობის აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტში - თავდასხმაში იგულისხმება უეცარი, აგრესიული მოქმედება, რაც ინდივიდუალურად არის შესაფასებელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან საფუძველიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დაკითხულმა დაზარალებულებმა დაადასტურეს, რომ გ------------------ემ მათთვის მოულოდნელად უეცრად ამოიღო დანა და დანის დემონსტრირებით და მათ მიმართ განხორციელებული მუქარით აიძულა დაზარალებულ ა-------–-–--–---–ს გადაეცა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. მუქარის საფუძვლიანობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეფასების იმ კრიტერიუმით, ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი ჩათვლიდა თუ არა ბრალდებულის მიერ გამოვლენილ მოქმედებას რეალურად. ბუნებრივია თავდასხმის მომენტში დანის დემონსტრირებით მობილური ტელეფონის გადაცემის მოთხოვნისას ნებისმიერი ნორმალური ფსიქიკის ადამიანის მიერ მუქარა აღიქმება რეალურად, რამეთუ დანა არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის წყარო. დაზარალებულების განმარტებით, გ------------------ე, თანმხლებ პირებთან ერთად, ითხოვდა რა მობილური ტელეფონის გადაცემას და ახდენდა მის ხელთ არსებული დანის დემონსტრირებას, ამ ვითარების გამო მათ შეეშინდათ, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრებოდა, მუქარა აღიქვეს რეალურად და მათთვის რეალურად არსებობდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი საფრთხე.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულებს მიუთითეს ლომბარდის ადგილსამყოფელი და კოდური სიტყვა, რის მეშვეობითაც შეძლებდნენ ტელეფონის გამოტანას, ასევე დაპირდნენ, რომ დაახლოებით 10 დღეში თავად იპოვიდნენ და ტელეფონის გამოსატანად გადასცემდნენ 100 ლარს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ორივე დაზარალებულმა ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად განმარტა, რომ ბრალდებულებს მათთვის არ უთქვამთ კონკრეტული ქუჩისა და ლომბარდის დასახელება, სადაც ჩააბარეს ა-------–-–--–---–ისაგან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მობილური ტელეფონი. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ტელეფონი ჩაბარებული იქნა ლომბარდში 400 ლარად და ბუნებრივია 100 ლარი საკმარისი არ იქნებოდა ტელეფონის დასაბრუნებლად. ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაკითხული ინდ. მეწარმე ი-----–---------- ჩვენებითა და ამოღებული ხელშეკრულებით დადგინდა, რომ ტელეფონის გამოტანა, გარდა მისი ჩამბარებელი პირისა, სხვას არ შეეძლო, რადგან ასეთ შემთხვევაში გაფორმებულ ხელშეკრულებაში უნდა მიეთითებინათ მესამე პირი, ვისაც შეეძლო ლომბარდიდან გაეტანა ჩაბარებული ტელეფონი. სასამართლოს შეფასებით, ეს გარემოებებიც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს იმაზე, რომ ბრალდებულები ტელეფონის დაუფლების მომენტში მოქმედებდნენ მართლსწინააღმდეგოდ და ტელეფონის დაბრუნების განზრახვა მათ არ ამოძრავებდათ.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდებულმა გ------------------ემ დაზარალებულს უთხრა, რომ დანის გამოყენება რომ სდომოდა, ამას აუცილებლად გააკეთებდა, შესაბამისად, ამით გ------------------ემ დაზარალებულებს ფაქტიურად განუცხადა, რომ არ აპირებდა დანის გამოყენებას და ეს გამორიცხავს თავდასხმის არსებობას, აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მას გ------------------ემ ნამდვილად უთხრა ზემოთმითითებული სიტყვები, თუმცაღა მანვე განმარტა, რომ თუკი იგი დანით შეიარაღებულ გ------------------ეს მობილურ ტელეფონს არ გადასცემდა, ის შემდგომ რას მოიმოქმედებდა, მისთვის არ იყო ცნობილი. ასევე გასათვალისწინებელია იმ ვითარება, რომ სანამ ბრალდებულმა გ------------------ემ დანის დემონსტრირებით არ მოითხოვა მობილური ტელეფონის გადაცემა, დაზარალებულმა ა-------–-–--–---–მა მას უარი განუცხადა ტელეფონის გადაცემაზე. ბრალდებულები იმყოფებოდნენ რა რიცხობრივ უპირატესობაში, იყვნენ აღელვებულები, აგრესიულები, აფიქსირებდნენ, რომ თუ მათ მოთხოვნას არ შეასრულებდნენ, დაზარალებულებს პრობლემები შეექმნებოდათ, დანის დემონსტრირება გახდა სწორედ ის გადამწყვეტი დამარწმუნებელი ფაქტორი, რამაც განაპირობა დაზარალებულის მიერ ბრალდებულთათვის მობილური ტელეფონის გადაცემა, ვინაიდან დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მათ მიერ მუქარა აღქმული იქნა რეალურად.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული დაზარალებულთა მიერ ბრალდებულთა ამოცნობის ოქმები, აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდგე გარემოებათა გამო: დაზარალებულებმა როგორც ამოცნობისას, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას სრულიად იმპერატიულად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, რომ სრულად იყვნენ დარწმუნებული ბრალდებულთა ამოცნობის ნაწილში და ასევე ამოცნობისას მიუთითეს ის ინდივიდუალური ნიშნები, რითაც ამოიცნეს ბრალდებულები. დაცვის მხარე აპელირებდა იმ საკითხთან მიმართებით, თუ როგორ შეძლო დაზარალებულმა ბ--------–------ის თმით ამოცნობა, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ არცერთ დაზარალებულს ამოცნობისას არ მიუთითებია ამოსაცნობ ნიშნად ბ--------–------ის ან გ------------------ის თმა, როგორც ინდივიდუალურ-გვარეობითი ნიშანი. ამოცნობის ოქმის დასაწყისში ამოსაცნობი პირების აღწერისას გამომძიებელს აქვს მითითებული ბ--------–------ის თმასთან მიმართებაში, როგორც ერთ-ერთი ინდივიდუალურ-გვარეობითი ნიშანის თაობაზე. შესაბამისად, დაცვის მხარის აღნიშნული არგუმენტაცია სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზოგადად მტკიცებულებათა შეფასება და მათი დასაშვებად ცნობა (მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით) ხორციელდება წინასასამართლო სხდომაზე. შესაბამისად, ამ ეტაპზევე ხდება იმ გარემოებების სამართლებრივი შეფასებაც, ჰქონდა თუ არა ადგილი კონკრეტული მტკიცებულების მოპოვებისას და მისი საპროცესო დამაგრებისას შესაძლო კანონდარღვევის ფაქტს და ასეთის არსებობის შემთხვევაში დგება საკითხი მათი დაუშვებლად ცნობის თაობაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ სადავოდ მიჩვეული ყველა მტკიცებულება დაშვებული იქნა საქმის არსებით განხილვაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ყველა მტკიცებულება მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მტკიცებულებათა მოპოვებისა და საპროცესო დამაგრებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებით დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

 

რაც შეეხება პოლიციის თანამშრომელთა მიერ მიცემულ ჩვენებებს, მათ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და ავთენტურობა. არცერთი მათგანი მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის თვითმხილველი არ არის და ისინი არ აწვდიან სასამართლოს ინფორმაციას შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ. პოლიციის თანამშრომლებმა ასევე ისაუბრეს მათ მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თაობაზე, რაც ბუნებრივია საჭიროებდა გადამოწმებას. მათ მიუთითეს ის ინფორმაცია, რაც მიიღეს, თუმცაღა საქმის გარემოებებს საბოლოოდ ნათელი მოეფინა სწორედ დაზარალებულთა ჩვენებით, რომლებმაც დეტალურად და დამაჯერებლად აღწერეს შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები, მიუთითეს დანაშაულის ჩამდენ პირებზე და მათ მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ-------------–---–ის, გ------------------ის და ბ--------–------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულების: გ-------------–---–ის, გ------------------ის და ბ--------–------ის მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაული. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სასამართლო ადგენს, რომ გ-------------–---–ი, გ------------------ე და ბ--------–------- თანმხლებ ორ პირთან ერთად თავს დაესხნენ ა-------–-–--–---–სა და გ-------------–---–ს და დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცეს „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით დასჯადია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრებას, ისე მის ჯანმრთელობას. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში, სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. თავდასხმის ცნებაში იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. ყაჩაღობის დროს გამოყენებული ფიზიკური ძალადობა საშიში უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან საფუძველიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.

 

დანაშაულის საშიშროებიდან გამომდინარე ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულია და იგი დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გათვითცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.

 

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ყაჩაღობის ჩადენა ჯგუფურად. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის დროს აუცილებელი არ არის ყველა თანაამსრულებელმა გამოიყენოს ისეთი ძალადობა, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის. საკმარისია მათგან თუნდაც ერთმა მიმართოს ამგვარ ძალადობას და ეს ფაქტი სხვა თანამონაწილეთა განზრახვითაც იყოს მოცული. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულებმა შერაცხული დანაშაული ურთიერთშეთანხმებული ქმედებებით ერთობლივად, ჯგუფურად განახორციელეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და გ-------------–---–ის, გ------------------ის და ბ--------–------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულების: გ-------------–---–ის, გ------------------ის და ბ--------–------ის მიერ განხორციელებული ქმედებებით მათ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ-------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

გ------------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

ბ--------–-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულთა პიროვნებებს.

 

სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულთა პიროვნებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გ-------------–---–მა, გ------------------ემ და ბ--------–-------მ ჩაიდინეს განზრახი, ძალადობრივი ხასიათის ჯგუფური დანაშაული. ბრალდებულთა მიერ განხორციელებული ქმედებების ხარისხის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები მომეტებულად საზოგადოებრივად საშიში ხასიათისაა და ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულების გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისაგან მათი იზოლაციის გარეშე.

 

ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს თ---------------ა და თ-------------------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1- გ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

2- გ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 13 ნოემბრიდან.

 

3. ბრალდებულ გ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. გ------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

5. გ------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 18 ნოემბრიდან.

 

6. ბრალდებულ გ------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

7. ბ--------–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

8. ბ--------–-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 18 ნოემბრიდან.

 

9. ბრალდებულ ბ--------–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

10. ნივთიერი მტკიცებულებები:

- ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს თ---------------ა და თ-------------------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.

 

11- განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

12- განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი