გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 081210019003101131
საქმე # 2/37-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი
მოსარჩელე - მ---------–-----, ი-----------–---–---
მოპასუხეები - ს---------------–---------”, გ-----------–-----
ს---------------–---------ს“ წარმომადგენელი - ს-----------–-–---–-
დავის საგანი - მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის დ----------------–----ს მიერ 2019 წლის 8 მაისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთების - ტელევიზორი ,,SAMSUNG’’, თხევად-კრისტალური, შავი ფერის 1 ცალი, მაცივარი HITACHI” ორკამერიანი, შავი ფერის - 1 ცალი, სარეცხი მანქანა ,,BEKO“ 8-კილოგრამიანი, ნაცრისფერი - 1 ცალი, გაზი ,,simfer” - ვერცხლისფერი, მეორადი მოხმარების - 1 ცალი, პიანინო BELARUSI - შავი ფერის, მეორადი მოხმარების - 1 ცალი, სამეული ნაჭრის დივანი თავისი ორი სავარძლით ღია ფერის - ყადაღისაგან გათავისუფლება.
სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები:
სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ #--------- საქმის ფარგლებში, სააღსრულებო ფურცლის უზრუნველყოფის მიზნით, ს--------------–----------“ მოვალე გ----------–-----ს მიმართ იძულებითი აღსრულების პროცესში, 2019 წლის 8 მაისს ყადაღა დაედო მოსაჩელეების საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებს, კერძოდ - ტელევიზორი ,,SAMSUNG’’, თხევად-კრისტალური, შავი ფერის 1 ცალი, მაცივარი HITACHI” ორკამერიანი, შავი ფერის - 1 ცალი, სარეცხი მანქანა ,,BEKO“ 8-კილოგრამიანი, ნაცრისფერი - 1 ცალი, გაზი ,,simfer” - ვერცხლისფერი, მეორადი მოხმარების - 1 ცალი, პიანინო BELARUSI - შავი ფერის, მეორადი მოხმარების - 1 ცალი, სამეული ნაჭრის დივანი თავისი ორი სავარძლით ღია ფერის. მითითებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელეების საკუთრებას და მას არანაირი საერთო არ აქვს ს--------------–----------- მოვალე გ----------–------ან. კერძოდ ზემოაღნიშნული მაცივარი მ----------–-----ს მიერ შეძენილია 2015 წლის 9 იანვარს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოდან“ აღებული 1900 ლარის სესხის საფუძველზე; სარეცხი მანქანა ი-----------–---–---ს მიერ არის შეძენილი 2012 წლის 26 ოქტომბერს, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოდან“ აღებული 719 ლარის სესხის საფუძველზე, 80 ლარის თანამონაწილებით, სულ 799 ლარის ღირებულების. გაზი ი-----------–---–---ს მიერ შეძენილია 2014 წლის 28 დეკემბერს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოდან“ აღებული 799 ლარის სესხის საფუძველზე. ტელევიზორი მ----------–-----ს მიერ 2017 წლის 27 თებერვალს შეძენილია შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოდან“ აღებული განვადების ბარათის მეშვეობით, სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის ხელშეკრულების საფუძველზე 750 ლარად. რაც შეეხება მეორადი მოხმარების პიანინოს და ნაჭრის სამეულს, მ----------–-----ს მიერ ისინი შეძენილია კერძო პირისაგან 2000-იან წლებში, პიანინო 200 ლარად, სამეული 522 ლარად, ხოლო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მ----------–-----ა განმარტა, რომ სამეულში გადაიხადა 200 აშშ დოლარი. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 12 ივლისის #----------016/006 მომართვით, არ არის დანიშნული იძულებითი საჯარო აუქციონი. არ ეთანხმებიან მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2019 წლის 8 მაისის აქტს, ვინაიდან მასში შესული არის მოსარჩელეთა მიერ შეძენილი და მათი კუთვნილი მოძრავი ნივთები, რომელთა გათავისუფლებასაც ითხოვენ ყადაღისაგან.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ს---------------–---------ს’’ წარმომადგენელმა ს-----------–-–---–-ა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად.
მოპასუხე გ----------–-----ა სარჩელი ცნო სრულად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2019 წლის 8 მაისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით აღწერილი და დაყადაღებული იქნა მოძრავი ნივთები - ტელევიზორი ,,SAMSUNG’’, თხევად-კრისტალური, შავი ფერის 1 ცალი, მაცივარი HITACHI” ორკამერიანი, შავი ფერის - 1 ცალი, სარეცხი მანქანა ,,BEKO“ 8-კილოგრამიანი, ნაცრისფერი - 1 ცალი, გაზი ,,simferi” - ვერცხლისფერი, მეორადი მოხმარების - 1 ცალი, პიანინო BELARUSI - შავი ფერის, მეორადი მოხმარების - 1 ცალი, სამეული ნაჭრის დივანი თავისი ორი სავარძლით ღია ფერის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 8 მაისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი - ს.ფ. 15-16;
3.1.2. 2012 წლის 26 ოქტომბრის #20121026IFIRC სესხის ხელშეკრულების თანახმად, სარეცხი მანქანა 799 ლარად შეძენილია ი-----------–---–---ს მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 26 ოქტომბრის #20121026IFIRC სესხის ხელშეკრულება - ს.ფ. 23-27;
3.1.3. 2014 წლის 28 დეკემბრის #febc93d809 სესხის ხელშეკრულებით, გაზქურა 799 ლარად შეძენილია ი-----------–---–---ს მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 28 დეკემბრის #febc93d809 სესხის ხელშეკრულება - ს.ფ. 28-33;
3.1.4. 2015 წლის 9 იანვრის #fdd 7200bf7 სესხის ხელშეკრულების თანახად, შავი ფერის ორკამერიანი, HITACHI”-ის ფირმის მაცივარი 1900 ლარად შეძენილია მ----------–-----ს მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 9 იანვრის #fdd 7200bf7 სესხის ხელშეკრულება, ს.ფ. 17-22;
3.1.5. 2017 წლის 27 თებერვალს დადებული WCC-1389243c8e განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მ----------–----- მიეცა ე.წ ნატვრის ბარათი 370 აშშ დოლარის მოცულობით, რომლითაც მ----------–-----ს მიერ შეძენილ იქნა თხევად-კრისტალური, შავი ფერის SAMSUNG’’-ის ფირმის ტელევიზორი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 27 თებერვლის #WCC-1389243c8e ხელშეკრულება, ს.ფ. 34-42;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.1.6. მეორადი მოხმარების პიანინო და ნაჭრის სამეული, მ----------–-----ს მიერ შეძენილია კერძო პირისაგან 2000-იან წლებში, პიანინო 200 ლარად, სამეული 200 დოლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
3.1.7. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 12 ივლისის #----------016/006 მომართვით, არ არის დანიშნული იძულებითი საჯარო აუქციონი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 12 ივლისის #----------016/006, ს.ფ. 14;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 8 მაისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთები - ტელევიზორი ,,SAMSUNG’’, თხევად-კრისტალური, შავი ფერის 1 ცალი, მაცივარი HITACHI” ორკამერიანი, შავი ფერის - 1 ცალი, სარეცხი მანქანა ,,BEKO“ 8-კილოგრამიანი, ნაცრისფერი - 1 ცალი, გაზი ,,simfer” - ვერცხლისფერი, მეორადი მოხმარების - 1 ცალი, პიანინო BELARUSI - შავი ფერის, მეორადი მოხმარების - 1 ცალი, სამეული ნაჭრის დივანი თავისი ორი სავარძლით ღია ფერის - ეკუთვნის მოსარჩელეებს მ----------–----- და ი-----------–---–---, არ წარმოადგენს მოპასუხე გ----------–-----ს საკუთრებას. შესაბამისად იგი ვერ მიექცევა მისი ვალდებულების აღსრულების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს სსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ----------–-----ს და ი-----------–---–---ს სარჩელი მოპასუხეების ს---------------–---------ს’’ და გ----------–-----ს მიმართ მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე, 158-ე მუხლები, ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, მე-40 მუხლი, მე-17 მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდქსის მე-4, 102-ე, 103-ე და მე-105, 208-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახდებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 40-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირი განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას, იგი მაინც შეიტანება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი პირს იმავდროულად განუმარტავს მის უფლებას – მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. თუ მესამე პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, აღმასრულებელი, კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში, უფლებამოსილია ეს ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან.
აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის მიხედვით ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი უფლებამოსილია აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა მ----------–-----ა და ი-----------–---–---ა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული ამ უფლებით და სარჩელით მომართეს სასამართლოს მოპასუხეების ს---------------–---------ს’’ და გ----------–-----ს მიმართ.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.
აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №ას-290-276-2013) განმარტა, რომ საკუთრება თავის თავში სამ კომპონენტს მოიცავს: ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას. ფლობა ნივთის უშუალო პყრობას ნიშნავს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი მესაკუთრედ მივიჩნევთ ნებისმიერ პირს, რომელიც კონკრეტულ მომენტში ფლობს ნივთს, შესაძლოა, სახეზე იყოს ცდომილება და მესაკუთრის ინტერესების შელახვა. თუმცა, მფლობელიც სარგებლობს მთელი რიგი უფლებებით. ფლობასთან ერთად მესაკუთრეს აქვს ნივთით სარგებლობის უფლება, რაც მოიცავს როგორც ნივთით უშუალო სარგებლობას, მისი მეშვეობით შემოსავლის მიღებას და ა.შ, აგრეთვე მესაკუთრის უფლებას, არ ისარგებლოს კუთვნილი ნივთით. ამასთან, არც მხოლოდ მფლობელობისა და სარგებლობის კომბინაციაა სრულად საკუთრების ცნების გამომხატველი. აუცილებელია საკუთრების ცნების მესამე კომპონენტის არსებობა, ესაა განკარგვა, რაც გულისხმობს ნივთის ბედის გადაწყვეტის უფლებას, რაშიც იგულისხმება მისი გაყიდვა, გაჩუქება, განათხოვრება და საერთოდ მისი ბედის განკარგვა. შესაბამისად, საკუთრების უფლების არსებობისათვის სახეზე უნდა იყოს სამივე კომპონენტი. საკუთრების ცნების ამგვარი განსაზღვრა აუცილებელია საიმისოდ, რომ პირმა შეიძინოს საკუთრების უფლება უძრავ ან მოძრავ ნივთზე. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია წერილობითი გარიგების დადება და ამ გარიგების საფუძველზე წარმოშობილი უფლების (შემძენის, როგორც მესაკუთრის) რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია, მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. სწორედ ამ უფლების ნამდვილობის გარკვევის საშუალებაა ზემოაღნიშნული სამი კომპონენტის ერთდროულად სახეზე არსებობის ფაქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მესაკუთრე არის პირი, რომელსაც გააჩნია ნივთის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლება, ხოლო უძრავი ქონების შემთხვევაში მესაკუთრედ რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ს--------------–----------“ წარმომადგენელმა და მოპასუხე გ----------–-----ა სრულად ცნეს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გათავისუფლდეს ყადაღისგან ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2019 წლის 8 მაისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მ---------–-----ს და ი-----------–---–---ს კუთვნილი მოძრავი ნივთები - ტელევიზორი ,,SAMSUNG’’, თხევად-კრისტალური, შავი ფერის 1 ცალი, მაცივარი HITACHI” ორკამერიანი, შავი ფერის - 1 ცალი, სარეცხი მანქანა ,,BEKO“ 8-კილოგრამიანი, ნაცრისფერი - 1 ცალი, გაზი ,,simfer” - ვერცხლისფერი, მეორადი მოხმარების - 1 ცალი, პიანინო BELARUSI - შავი ფერის, მეორადი მოხმარების - 1 ცალი, სამეული ნაჭრის დივანი თავისი ორი სავარძლით ღია ფერის.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე და მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მოპასუხეთა მხრიდან მოხდა სარჩელის ცნობა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელე მხარეს სრულად უნდა დაუბრუნდეს მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ხოლო მოპასუხეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ---------–-----სა და ი-----------–---–---ს სარჩელი ს---------------–---------სა”-სა და გ----------–-----ს მიმართ მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. გათავისუფლდეს ყადაღისაგან ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის დ----------------–----ს მიერ 2019 წლის 8 მაისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მ---------–-----ს და ი-----------–---–---ს კუთვნილი მოძრავი ნივთები - ტელევიზორი ,,SAMSUNG’’, თხევად-კრისტალური, შავი ფერის 1 ცალი, მაცივარი HITACHI” ორკამერიანი, შავი ფერის - 1 ცალი, სარეცხი მანქანა ,,BEKO“ 8-კილოგრამიანი, ნაცრისფერი - 1 ცალი, გაზი ,,simferi” - ვერცხლისფერი, მეორადი მოხმარების - 1 ცალი, პიანინო BELARUSI - შავი ფერის, მეორადი მოხმარების - 1 ცალი, სამეული ნაჭრის დივანი თავისი ორი სავარძლით ღია ფერის.
3. მოსარჩელეებს მ----------–----- (პ--------------) და ი-----------–---–--- (პ--------------- დაუბრუნდეთ მ----------–-----ს მიერ 2019 წლის 12 ივლისს სს ,,თიბისი ბანკში” (რეფერენსი #2755503061) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 190 ლარის ოდენობით, სახაზინო კოდი 300123150;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ან წალკის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონულ ან წალკის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი