განაჩენი

სისხლის სამართლის 13.09.2019
საქმის ნომერი
160100119003019287
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
13.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 160100119003019287

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავა-–- ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/206-19 13 სექტემბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031260519001)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: სალომე ჯელიაშვილი, დიანა ქოჩორაშვილი

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გიორგი მექვაბიძე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მარინა ხაჩატუროვა

 

ბრალდებული: ნ------- ზ-----–---ი

მამის სახელი: ხ------

დაბადებული: 1----–-–----------------

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. მ--------–ი, სოფელი ყ-----–----–--, დ-------–-----–-----------

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვა-–-ფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 16 დეკემბრიდან ზ----- გ---------ა არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ------- ზ-----–---თან. თანაცხოვრების პერიოდში, 2018 წლის 20 თებერვალს მათ შეეძინათ ვაჟი, ა-–- ზ-----–---ი. 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის 26 მაისის ჩათვლით, მ--------–ის მუნიციპა-–-ტეტის სოფელ ყ-----–----–--ში ნ------- ზ-----–---ი მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, უმიზეზოდ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ზ----- გ---------ას, უყვიროდა, უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა როგორც მეუღლეს, ასევე ამ უკანასკნელის მშობლებს, ამგვარი გზით ზ----- გ---------აზე სისტემურად ახდენდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, რათა ზ----- გ---------ა წასულიყო სახლიდან, ვინაიდან მასთან ცხოვრება აღარ სურდა, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.

 

1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 26 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, მ--------–ის მუნიციპა-–-ტეტის სოფელ ყ-----–----–--ში ნ------- ზ-----–---მა მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ზ----- გ---------აზე, კერძოდ ხელით სცემა თავის, სახისა და გულმკერდის არეში. ნ------- ზ-----–---მა ცემის დროს ზ----- გ---------ას ყელში მოუჭირა ხელები და გადაუკეთა სასუნთქი ორგანოები, რა დროსაც ასევე თავი დაარტყა სახეში, კერძოდ ცხვირში, რის შედეგადაც ზ----- გ---------ას დაეწყო ცხვირიდან სისხლდენა, ამავდროულად მას ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ნ------- ზ-----–---ის მიერ განხორციელებული ქმედებით ზ----- გ---------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ნ------- ზ-----–---ის მიერ მეუღლე ზ----- გ---------ას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას შეესწრო მათი მცირეწლოვანი, 1 წლისა და 4 თვის შვილი - ა-–- ზ-----–---ი, რომელსაც შეეშინდა ხმამაღა-–- ჩხუბის და დაიწყო ტირილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1.ნ------- ზ-----–---ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2.2. ნ------- ზ-----–---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 16 დეკემბრიდან ზ----- გ---------ა არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ------- ზ-----–---თან. თანაცხოვრების პერიოდში, 2018 წლის 20 თებერვალს მათ შეეძინათ ვაჟი, ა-–- ზ-----–---ი. 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის 26 მაისის ჩათვლით, მ--------–ის მუნიციპა-–-ტეტის სოფელ ყ-----–----–--ში ნ------- ზ-----–---ი მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, უმიზეზოდ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ზ----- გ---------ას, უყვიროდა, უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა როგორც მეუღლეს, ასევე ამ უკანასკნელის მშობლებს, ამგვარი გზით ზ----- გ---------აზე სისტემურად ახდენდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, რათა ზ----- გ---------ა წასულიყო სახლიდან, ვინაიდან მასთან ცხოვრება აღარ სურდა, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.

 

2.3. ნ------- ზ-----–---მა ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 26 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, მ--------–ის მუნიციპა-–-ტეტის სოფელ ყ-----–----–--ში ნ------- ზ-----–---მა მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ზ----- გ---------აზე, კერძოდ ხელით სცემა თავის, სახისა და გულმკერდის არეში. ნ------- ზ-----–---მა ცემის დროს ზ----- გ---------ას ყელში მოუჭირა ხელები და გადაუკეთა სასუნთქი ორგანოები, რა დროსაც ასევე თავი დაარტყა სახეში, კერძოდ ცხვირში, რის შედეგადაც ზ----- გ---------ას დაეწყო ცხვირიდან სისხლდენა. ნ------- ზ-----–---ის მიერ განხორციელებული ქმედებით ზ----- გ---------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ნ------- ზ-----–---ის მიერ მეუღლე ზ----- გ---------ას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას შეესწრო მათი მცირეწლოვანი, 1 წლისა და 4 თვის შვილი - ა-–- ზ-----–---ი, რომელსაც შეეშინდა ხმამაღა-–- ჩხუბის და დაიწყო ტირილი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი 2019 წლის 26 მაისის დაზარალებულ ზ----- გ---------ას გამოკითხვის ოქმის თანახმად, დგინდება რომ 2019 წლის 26 მაისს ნ------- ზ-----–---სა და ზ----- გ---------ას შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ნ------- ზ-----–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, სცემდა ხელებით, ყელში უჭერდა ხელებს, გუდავდა, თავი ჩაარტყა ცხვირში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. დაზარალებულმა დაკითხვისას ასევე განაცხადა, რომ ბრალდებული მას ემუქრებოდა მოკვლით, იყო ძა-–-ან აგრესიული და მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში. აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ბავშვთან ერთად სახლიდან წასვლა. ბრალდებულმა ნურან ზ-----–---მა ის და ბავშვი საკუთარი ავტომანქანით მიიყვანა და დატოვა საკუთარი მშობლების სახლში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინა-–-ზებულია მუქარა. მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც იგი საუბრობს, რომ მეუღლის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. დაზარალებულის ჩვენებით ირკვევა, რომ ამ კონფლიქტის შემდეგ იგი და მისი მცირეწლოვანი ბავშვი თავად ბრალდებულმა წაიყვანა ავტომანქანიოთ და დატოვა მშობლების სახლში. ცხადია, თუ ადამიანის მუქარას აღვიქვამთ რეალურად და გვჯერა, რომ ის მოგვკლავს, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მას ავტომანქანაში არ ჩაუჯდებით. შესაბამისად მუქარის განხორციელების რეალური შიში, გარდა დაზარალებულის ზეპირი განმარტებისა, უნდა გამოხატულიყო კონკრეტულ ქცევაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყა-–-ბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღა-–- დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).

 

ბრალდების მხარეს გარდა დაზარალებულის ჩვენებისა სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ნ------- ზ-----–---ის მხრიდან მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელებაში, რაც დაზარალებულმა რეალურად აღიქვა სასამართლო სხდომაზე არ წარმოუდგენია და არც საქმის მასალებში მოიპოვება. შესაბამისად ნ------- ზ-----–---ი ბრალდების ამ ნაწილში უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს.

 

3.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი.

 

3.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძა-–-, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანხმად არასრულწლოვანი არის პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.

 

საქმის მასალებით დადგენილია რომ ნ------- ზ-----–---ი არის ზ----- გ---------ას მეუღლე, ხოლო ა-–- ზ-----–---ი არის მათი არასრულწლოვანი შვილი, შესაბამისად ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N003694019 დასკვნის თანახმად პირადი გასინჯვით ზ----- გ---------ას 27.05.19წ. აღენიშნება სისხლნაჟღენთები მარჯვენა თვალ-ბუდის მიდამოში. ნაჭდევი მარჯვენა მხრის სარტყლის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებული ზ----- გ---------ას გამოკითხვის ოქმით, მოწმეების ტ--–--- გ---------ის, რ----–ა ი-----–---ას, გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით N017850, 2019 წლის 26 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დადგენილია, რომ ნ------- ზ-----–---მა მეუღლის ზ----- გ---------ას მიმართ 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის 26 მაისის ჩათვლით განახორციელა სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა და 2019 წლის 26 მაისს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.

 

4. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

4.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ნ------- ზ-----–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ნ------- ზ-----–---ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული ზ----- გ---------ას გამოკითხვის ოქმი, მოწმეების ტ--–--- გ---------ის და რ----–ა ი-----–---ას გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი N017850, 2019 წლის 26 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N003694019 დასკვნა.

 

სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ნ------- ზ-----–---ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანა-–-ზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყა-–-ბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ნ------- ზ-----–---ის მიერ ინკრიმინირებული (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი) დანაშაულის ჩადენა.

 

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

5.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ------- ზ-----–---მა ზ----- გ---------ას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვა-–-სწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვა-–-ფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვა-–-სწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

6.3. სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვა-–-სწინა ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ გამოვლენილი ძალადობის სიხშირე და ქმედებაში გამოვლენილი ძალადობის ფორმები. ასევე შეაფასა დაზარალებულის განცხადება, სადაც მიუთითებს, რომ მას ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და აღნიშნავს, რომ დაზარალებულის განცხადება არის მისი მხრიდან გამოვლენილი კეთილი ნება და არა ბრალდებულის რაიმე ქმედების შედეგი, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულის მისწრაფებაში შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებულის რესოცია-–-ზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვა-–-სწინებით ნ------- ზ-----–---ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-–-სწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა -1 (ერთი) წლის ვადით. საბოლოოდ კი მას სასჯელი უნდა დაენიშნოს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვა-–-სიწინებით. ასევე სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას, რადგანაც თვლის რომ აღიშნული ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვა-–-სწინებული მიზნების მიღწევას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოცია-–-ზაციას.

 

7. ნივთმტკიცების საკითხი:

 

7.1 საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება. საქმეზე ნივთმტკიცების სახით ცნობილი ზ----- გ---------ას ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ნ------- ზ-----–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდეგნილ ბრალდებაში.

 

ნ------- ზ-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.

 

ნ------- ზ-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ, შთანთქმის პრინციპის გათვა-–-სწინებით, ნ------- ზ-----–---ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1(ერთი) წლის ვადით.

 

ნ------- ზ-----–---ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვალა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 26 მაისიდან.

 

ნ------- ზ-----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ზ----- გ---------ას ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე