გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.09.2019
საქმის ნომერი
120210019002898934
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2898934-2/148-19წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

12 სექტემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი -ბელა მერაბიშვილი

 

მოსარჩელე - ი/მ ,,ქ---------------–---–--------- "

წარმომადგენელი - ი-----------–---–-, ლ-------–--–----ე

მოპასუხე - ბ----------- მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ნ-----–---------–---

 

დავის საგანი - პირგასამტელოს გაუქმება, თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბ----------- მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულს და ი/მ ქ---------------–---–---------ს შორის დადებული 2--- წლის 9 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე განსაზღვრული პირგასამტეხლო 34953.90 ლარი გაუქმდეს.

 

1.2. ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას ი/მ ქ---------------–---–---------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2--- წლის 9 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ე.წ. ზედმეტად შესრულებული და გაუთვალისწინებელი ღირებულება თანხით - 12978.13 ლარის და პირგასამტეხლოს სახით გაქვითული თანხა 34953.90 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2--- წლის 9 აგვისტოს ბ----------- მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულსა და ი/მ ,,ქ---------------–---–---------’’-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N2--, რომლის მიხედვით შემსყიდველმა მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი, ბ----------- მუნიციპალიტეტში სოფელ ტ-------ს საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით და მიიღო წიანდადება ი/მ ქ---------------–---–---------საგან აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე, თანხაზე - 143136 ლარი. სამუშაოების შესრულება უნდა განხორციელებულიყო მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში ასახული გრაფიკის მიხედვით და უნდა დასრულებულიყო არაუგვიანეს 2--- წლის 22 ოქტომბრისა. ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან მეორე დღესვე მოსარჩელემ დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება.

 

mxareTa Soris 2--- wlis 12 seqtemბers gaformda Sualeduri miReba Cabarebis aqti saidanac irkveva, rom sareabilitacio samuSaoebi mimdinareobs damakmayofileblad da im drois mdgomareobiT Sesrulebuli samuSaoebis Rirebuleba warmodgenili forma #2-is mixedviT SesabamisobaSia faqtiurad Sesrulebul samuSaoebTan da Rirebuleba Seadgens 19295, 64 lars da eqvemdebareba gadaxdas. 2--- wlis 16 oqtombers mxareTa Soris gaformda meore Sualeduri miReba-Cabarebis aqti, romlis mixedviTac irkveva, rom im drois mdgomareobiT Sesrulebuli samuSaoebis Rirebuleba Sps ,,q---------"-is mier damowmebuli forma #2-is mixedviT SesabamisobaSia faqtiurad Sesrulebuli samuSaoebTan da Rirebuleba 12142,01 lars, romelic eqvemdebareba gadaxdas.

 

2--- wlis 09 noembers mxareTa Soris gaformda SeTanxmeba #3-- SeTanxmeba, romlis mixedviTac mxareTa Soris 2--- wlis 09 agvistos gaformebul #2-- xelSekrulebasa da saproeqto saxarjTaRricxvo dokumentaciaSi Sevida Semdegi cvlileba:

1. Sevides cvlileba b------- municipalitetis sofel t------s sabavSo baRis reabilitaciis

samuSaoebSi, kerZod: amoRebuli iqnas ezos keTilmowyoba, septikis mowyobis samuSaoebi, Senobis gadaxurvaSi xis masala da cecxlsawinaaRmdego xsnariT damuSaveba da moewyos sami saswavlo jgufisaTvis oTaxebi aseve Senobis mTliani gaTboba, sawyobi, samzareulo da derefnebi.

2. aRniSnuli cvlileba iwvevs saxelSekruleblo Tanxis 143 136 (asormocdasami aTas as ocdaTeqvsmeti) larisa da 00 TeTriT da me-3 muxlis 3.1 punqti Camoyalibdes შemdegi redaqciiT:

-Sesasrulebeli samuSaoebis jamuri Rirebuleba Seadgens 157 449 (asormocdaCvidmetiaTas oTxasormocda cxra) lari da 00 TeTri dRg-s gaTvaliswinebiT.

 

2--- წლის 09 აგვისტოს #2-- ხელშეკრულებით განსაზღრულ სამუშაოების შესრულების ვადა 75 (სამოცდათხუთმეტი) კალენდარული დღე შეიცვალოს და მე-5 მუხლის 5.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,სამუშაოს შესრულება ხორციელდება ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2--- წლის 30 ნოემბრამდე.

 

2--- წლის 15 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა მესამე შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც აქტის შედგენის დროისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულება შპს ,,ქ--------–-----“-ის მიერ დამოწმებული ფორმა #2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 35 800 (ოცდათხუთმეტიათას რვაასი) ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.

 

ი/მ ,,ქ---------------–---–---------“-მ 2--- წლის 27 ნოემბერს #8-- წერილით მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა ობიექტის ჩაბარების ვადა გადაეწიათ 2--- წლის 20 დეკემბრამდე და მომხდარიყო ხარჯთაღრიცხვის კორექტირება, რაზედაც დადებითი პასუხი გაიცა.

 

2--- წლის 10 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება #2-- შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის 2--- წლის 09 აგვისტოს გაფორმებულ #2-- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში (1--------) შევიდა შემდეგი ცვლილება:

1. შევიდეს ცვლილება 2--- წლის 09 აგვისტოს ბ----------- მუნიციპალიტეტსა და ი/მ ,,ქ---------------–---–---------“-ს შორის გაფორმებულ #2-- სახლემწიფო შესყიდვების ხელშეკრულების 24-ე მუხლის 24.1 ნაწილში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,წინამდებარე ხელშეკრულება მოქმედებს და განისაზღვრება ხელშეკრულების დადებიდან 2--- წლის 31 აგვისტოს ჩათვლით“.

2. წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიასა და ი/მ ,,ქ---------------–---–---------+“-ს შორის 2--- წლის 09 აგვისტოს გაფორმებულ #2-- ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

3. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელისმოწერისთანავე.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეთანხმების გაფორმების მომენტისათვის

ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას არანაირი პრეტენზია არ გააჩნია მოსარჩელის მიმართ არც ვადაზე და არც სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ყოველი შემთხვევისათვის ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებიდან ასეა.

 

2--- წლის 16 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა შემდეგი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც აქტის შედგენის დროისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულება შპს ,,ქ--------–-----“-ის მიერ დამოწმებული ფორმა #2-ის მიხედვით და ინსპექტირების დასკვნის მიხედვით შეადგენს 67 817,60 (სამოცდაშვიდიათას რვაასჩვიდმეტი) ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას. ამავე აქტიდან ირკვევა, რომ ი/მ ,,ქ---------------–---–---------“-ს პირგასამტეხლო შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში 0,3% ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 74 დღე 472,35=34953,90 (ოცდათოტხმეტიათას ცხრაასცამეტი) ლარსა და 90 თეთრს. მოცემული პირგასამტეხლოს დაკისრების 74 დღე საიდან აითვლება გაურკვეველია რადგან თუ გავითვალისწინებთ 2--- წლის 10 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებულ #2-- შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2--- წლის 31 აგვისტომდე მაშინ პიგასამტეხლო რატომ უნდა დაკისრებოდა მოსარჩელეს გაურკვეველია.

 

2--- წლის 18 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2--- წლის 09 აგვისტოს გაფორმებული #2-- ( 1--------) ხელშეკრულებით, 2--- წლის 09 ნოემბრის #3-- შეთანხმების და 2--- წლის 10 ივლისის #2-- შეთანხმებით გათვალისწინებული-ბ----------- მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ს საბავშო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები თანხით 157 449 (ასორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასორმოცდა ცხრა) ლარი დღგ-ს ჩათვლით შესრულდა დამაკმაყოფილებლად.

 

ამავე აქტიდან ასევე ირკვევა, რომ აქტის შედგენის დროის მდგომარეობით შესრულებული სამუშაოების ღირებულება შპს ,,ე---------------–-----–---------------“-ის 2--- წლის 17 აგვისტოს გაცემული #10/02-185-18 ინსპექტირების (ექსპერტიზის) დასკვნის მიხედვით სოფელ ტ-------ს საბავშო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარმოებული ხილული სამუშაოებისა და ასევე ფარული სამუშაოების მოცულობების/რაოდენობების გათვალისწინებით შეადგენს 155 901, 51 ლარს, შპს ,,ქ--------–----“-ის მიერ დამოწმებული ფორმა #2-ის მიხედვით 142923, 38 ლარს, ობიექტის საბოლოო ღირებულებამ შეადგინა 142923, 38 ლარი.

 

მოცემულ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში არსად არ არის მითითებული, რომ მოსარჩელეს პირგასამტეხლო დაეკისრა.

 

faqtobrivad Sesrulebulma samuSaoebis mTlianma Rirebulebam Seadgina 155 901,51 lari, saidanac b------- municipalitetis meriam CaTvala, rom Sps ,,q--------"-is mier damowmebuli forma @#2-is mixedviT obieqtis saboloo Rirebulebam Seadgina 142 923,38 lari, xolo zemoT aRniSnul Tanxebs Soris arsebuli sxvaoba 12 978,13 lari aris zedmetad Sesrulebli da gauTvaliswinebeli samuSaoebis Rirebuleba. amasTan b------- municipalitetis meriam zemoT aRniSnuli 142 923,38 laridan i/m ,,q-----------------------"-s gamouqviTa pirgasamtexlos saxiT 34 953,90 lari da Sesrulebuli samuSaoebisaTvis mTlianobaSi aunazRaura mxolod 107 969,48 lari.

 

2--- წლის 04 ოქტომბერს მოსარჩელე ,,ქ---------------–---–---------“-მ განცხადებით მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა ზემოთ აღნიშნული Tanxebis ანაზღაურება, რაზეც ბ----------- მუნიციპალიტეტის მერმა 2--- წლის 18 ოქტომბრის #02/8790 წერილით გვაცნობა, რომ 2--- წლის 09 აგვისტოს #2-- ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენს მიერ შესრულებულია სოფელ ტ------–ი სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის შესაბამისად სამუშაოები უნდა დაგვესრულებინა 22 ოქტომბრამდე, 2--- წლის 09 ნოემბერს გაფორმებული #3-- შეთანხმების საფუძველზე სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2--- წლის 30 ნოემბერი, ხოლო 2--- წლის 10 ივლისს გაფორმებული #2-- შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2--- წლის 31 აგვისტო, აღნიშნულ ვადაში ჩვენი მხრიდან ვერ იქნა უზრუნველყოფილი სამუშაოების დასრულება და სამუშაოები დასრულდა 2--- წლის 13 თებერვალს, რაზეც გაფორმდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი და ხელშეკრულების მე-16 მუხლის 16.4 პუნქტის მიხედვით დაგეკისრათ პირგასამტეხლო სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილების გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 74 დღე 472,35=34953,90 ლარს,რაც შეეხება ზედმეტად შესრულებულ და გაუთვალისწინებელი სამუშაოების ანაზღაურებას ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიამ არ მოახდინა მათი ანაზღაურება, ვინაიდან აღნიშნული სამუშაოების შესრულება არ იყო მერიასთან შეთანხმებული.

 

ფაქტია, რომ მხარეთა შორის 2--- წლის 09 აგვისტოს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #2-- (1--------) ხელშეკრულება ბ----------- მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ს საბავშო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით.

 

ფაქტია, რომ mxareTa Soris 2--- wlis 12 seqtemers გაფორმდა Sualeduri miReba-Cabarebis aqtiT, საიდანაც irkveva, rom sareabilitacio samuSaoebi mimdinareobs damakmayofileblad da im drois mdgomareobiT Sesrulebuli samuSaoebis Rirebuleba warmodgenili forma #2-is mixedviT SesabamisobaSia faqtiurad Sesrulebul samuSaoebTan da Rirebuleba Seadgens 19295, 64 lars da eqvemdebareba gadaxdas.

 

ფაქტია, რომ 2--- wlis 16 oqtombers mxareTa Soris gaformda meore Sualeduri miReba-Cabarebis aqti, romlis mixedviTac irkveva, rom im drois mdgomareobiT Sesrulebuli samuSaoebis Rirebuleba Sps ,,q---------"-is mier damowmebuli forma #2-is mixedviT SesabamisobaSia faqtiurad Sesrulebuli samuSaoebTan da Rirebuleba 12142,01 lars, romelic eqvemdebareba gadaxdas.

 

ფაქტია, რომ 2--- wlis 09 noembers mxareTa Soris gaformda SeTanxmeba #3-- SeTanxmeba, romlis mixedviTac mxareTa Soris 2--- wlis 09 agvistos gaformebul #2-- xelSekrulebasa da saproeqto saxarjTaRricxvo dokumentaciaSi განხორციელდა ცვლილებები და saxelSekruleblo Tanxა 143 136 ლარი გაიზარდა და Sesasrulebeli samuSaoebis jamuri Rirebuleba განისაზღვრა 157 449 lariთ dRg-s gaTvaliswinebiT, ამასთან სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2--- წლის 30 ნოემბერი.

 

ფაქტია, რომ 2--- წლის 18 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2--- წლის 09 აგვისტოს გაფორმებული #2-- (1--------) ხელშეკრულებით, 2--- წლის 09 ნოემბრის #3-- შეთანხმების და 2--- წლის 10 ივლისის #2--- შეთანხმებით გათვალისწინებული-ბ----------- მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ს საბავშო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები თანხით 157 449 ლარი დღგ-ს ჩათვლით შესრულდა დამაკმაყოფილებლად. მოცემულ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში არსად არ არის მითითებული, რომ მოსარჩელეს პირგასამტეხლო დაეკისრა.

 

faqtia, rom b------- municipalitetis meriam CaTvala, rom Sps ,,q--------"-is mier damowmebuli forma @#2-is mixedviT obieqtis saboloo Rirebulebam Seadgina 142 923,38 lari, xolo zemoT aRniSnul Tanxebs Soris arsebuli sxvaoba 12 978,13 lari aris zedmetad Sesrulebli da gauTvaliswinebeli samuSaoebis Rirebuleba. amasTan b------- municipalitetis meriam zemoT aRniSnuli 142 923,38 laridan i/m ,,q-----------------------"-s gamouqviTa pirgasamtexlos saxiT 34 953,90 lari da Sesrulebuli samuSaoebisaTvis mTlianobaSi aunazRaura mxolod 107 969,48 lari.

 

მოპასუხე ბ----------- მუნიციპალიტეტის მერია არ უარყოფს, რომ დარჩენილ 12978,13 ლარის სამუშაოები შესრულებულია მოსარჩელის მიერ, მაგრამ თვლის რომ ეს სამუშაოები არის ზედმეტად შესრულებული და გაუთვალისწინებელი სამუშაოები, რაც არ იყო შეთანხმებული მერიასთან და ამიტომ მერიამ არ მოახდინა მათი ანაზღაურება და არც აპირებს აგვინაზღაუროს.

 

რაც შეეხება პირგასამტეხლოს, იგი ნაანგარიშებია მთლიანი 155 901, 51 ლარის 0.03%-დან და დღიურად შეადგენს 472,35 ლარს, მაგრამ მერიამ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის გაფორმებული პირველი სამი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოები ჩატარებულია უნაკლოდ და აღნიშნული სამუშაოების მთლიანი ღირებულება 66941, 90 ლარი არ უნდა იანგარიშებოდეს პირგასამტეხლოში, ასევე შემდეგი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის თანხაც 67817, 60 ლარიც არ უნდა შევიდეს პირგასამტეხლოს ანგარიშში, მაგრამ ესეც იქით იყვეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში მხარეები ადასტურებენ, რომ სამუშაოები ჩატარებულია დამაკმაყოფილებლად და პირგასამტეხლო ნახსენები არ არის, აქედან გამომდინარე მერია წინააღმდეგობაში მოდის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტთან თავისივე 2--- წლის 18 ოქტომბრის #02/8790 წერილთან,2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ მხარემ მნიშვნელოვან გადააჭარბა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულების ვადას, რითაც შეაფერხა სკოლამდელი აღზრდის პროცესი, კერძოდ ვერ მოხდა დადგენილ დროს საბავშვო ბაღში ბავშების მიღებაზე და სასწავლო სააღმზრდელო პროცესის განხორციელება. მხარეთა შორის გაფრომებული ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოს შესრულება უნდა მომხდარიყო 75 დღის ვადაში - 2--- წლის 22 ოქტომბრამდე. 2--- წლის 9 ნოემბერს გაფრომდა შეთანხმება N3--, რომლის თანახმად, გაიზარდა როგორც სამუშაოს შესრულების ვადა - 2--- წლის 30 ნოემბრამდე, ასევე სახელშეკრულებო თანხა - 143136 ლარს დაემატა 14313 ლარი და ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 157449 ლარი. მიუხედავად ვადის გაგრძელებისა მხარემ 74 დღით გადააცილა სამუშაოთა დასრულების ვადას, რაზეც მუნიციპალიტეტმა დააკისრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%- 34953.9 ლარს. მხარემ 2--- წლის 30 ნოემბრის ნაცვლად სამუშაოები დაასრულა 2--- წლის 13 თებერვალს, თუმცა ხარვეზების გამო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2--- წლის 18 სექტემბერს, ხოლო საბავშვო ბაღი ექსპლუატაციაში შევიდა 2--- წლის 4 აპრილს.

 

მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმება გაფორმდა ორჯერ 2--- წლის 9 ნოემბერს და 2--- წლის 10 ივლისს, თუმცა აღნიშნული შეთანხმებებიდან არცერთი შეიცავდა იმ სამუშაოებს, რომლებიც სახელშეკრულებო პირობების გარეთ შეასრულა მხარემ. შესაბამისად აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოა. ასევე უსაფიძვლოა პირგასამტეხლოს სახით გაქვითული თანხის ბ----------- მუნიციპალიტეტისათვის დაკისრება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2--- წლის 9 აგვისტიოს ბ----------- მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულსა და ი/მ ქ---------------–---–---------ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №2--. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ბ----------- მუნიციპალიტეტში სოფელ ტ-------ს საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 143136 ლარით. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2--- წლის 9 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ტომი 1, ს/ფ 20-22);

 

3.1.2. 09.08.2---წ. ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 75 დღე (2--- წლის 22 ოქტომბერი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2--- წლის 9 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ტომი 1, ს/ფ 20-22);

 

3.1.3. 2--- წლის 12 სექტემბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2--- წლის 9 აგვისტოს გაფორმებული N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები თანხით - 143136 ლარი, მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შეადგენს 19295 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 12.09.2---წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 1, ს/ფ 32);

 

3.1.4. 2--- წლის 16 ოქტომბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2--- წლის 9 აგვისტოს გაფორმებული N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები თანხით - 143136 ლარი, მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შეადგენს 12142.01 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 16.10.2---წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 1, ს/ფ 40);

 

3.1.5. 2--- წლის 9 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმებული იქნა შეთანხმება 2--- წლის 9 აგვისტოს გაფორმებული N2-- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. შეტანილი იქნა ცვლილება და ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 157449 ლარით, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა განისაზრვრა 2--- წლის 30 ნოემბარმდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 09.11.2---წ. შეთანხმება N3-- (ტომი 1, ს/ფ 48);

3.1.6. 2--- წლის 15 ნოემბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2--- წლის 9 აგვისტოს გაფორმებული N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები თანხით - 157449 ლარი, მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შეადგენს 35800 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 15.11.2---წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 1, ს/ფ 73);

 

3.1.7. შპს ,,ქ--------–-----’’ 10.12.2---წ. სამუშაოების ზედამხედველობაზე გაწეული მომსახურების ანგარიშის თანახმად, ი/მ ქ---------------–---–---------სთან 2--- წლის 9 აგვისტოს გაფრომეული N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - სოფელ ტ-------ს საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამშოები შესრულებია სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 55%. სამშაოების დასრულების ვადა იყო 23.10.2---წ. გეგფმა-გრაფიკი დარღვეულია, სამუშაოები მიმდინარეობს დაბალი ტემპით, თუ არ გაძლიერდა სამიუშაოების წარმოების ტემპი, დარჩენილი სამუშაოები, ხელშეკრულების მოქმედების ვადაშიც შეიძლება ვერ მოესწროს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ქ--------–-----’’ 10.12.2---წ. ანგარიში;

 

3.1.8. შპს ,,ქ--------–-----’’ 2--- წლის 5 იანვრის მომართვის თანახმად, ი/მ ქ---------------–---–---------ს მიერ 09.08.2---წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია - სახარჯთაღრიცხვო ღირებულის 72%. სამუშაოები მიმდინარეობს ძალიან დაბალი ტემპით, დასასრულებელია რიგი სამუშაოები, კერძოდ ს/კვანძებში კედლების მოპირკეთება კაფელით, შიდა სამღებრო სამუშაოები, მეტლახისა და ლამინატის იატაკის მოწყობა, ასევე შესასრულებელია საქვაბის, გარე კანალიზაციის მოწყობისა და ფასადის სამღებრო სამუშაოები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ქ--------–-----’’ 05.01.2---წ. მიმართვა;

 

3.1.9. შპს ,,ქ--------–-----’’ 2--- წლის 8 თებერვლის მომართვის თანახმად, ი/მ ქ---------------–---–---------ს მიერ 09.08.2---წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი დარღვეულია, არაერთი სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილებისა სამუშაოები მიმდინარეობს ძალიან დაბალი ტემპით. დასასრულებელია სველი წეტილების და საქვაბის მოწყობა, არსებული სამზარეულოსა და სან. კვნაძის მოპირკეთების სამუშაოები, გარე კანალიზაცია, მოსაწესრიგებელია შიდა გათბობის მილების დამაგრების სამშაოები, ასევე მოსაწყოია ეზოში ჩასასვლელი გარე კიბეები, დასასუფთავებელია ობიექტის შიდა და გარე ტერიტორია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ქ--------–-----’’ 08.02.2---წ. მიმართვა;

 

3.1.10. შპს ,,ქ--------–-----’’ ინსპექტირების ანგარიში/ ექსპერტიზის 19.04.2---წ. დასკვნით დადგენილია, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ს საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ხარჯთაღრიცხვაში და ფორმა N2 მითითებული ერთეული განფასების მიხედვით შეადგენს 67817.60 ლარს დღგ-ს ჩათვლით, რაც 8813.40 ლარით ნაკლებია ფორმა N2 მითითებული 76631 ლართან მიმართებაში. 7868.13 ლარის სამუშაო დღგ-ს ჩათვლით წარმოადგენს შეთანხმების გარეშე შესრულებულ სამუშაოებს და მათი აღიარება და ანაზღაურება დამკვეთის გადასაწყვეტია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ქ--------–-----’’ 19.04.2---წ. ინსპექტირების ანგარიში/ექსპერტიზის დასკვნა (ტომი 1, ს/ფ 97-102);

 

3.1.11. 2--- წლის 10 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული იქნა შეთანხმება 2--- წლის 9 აგვისტოს გაფორმებული N2-- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. შეტანილი იქნა ცვლილება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2--- წლის 31 აგვისტოს ჩათვლით

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 10.07.2---წ. შეთანხმება N2-- (ტომი 1, ს/ფ 91);

3.1.12. 2--- წლის 16 ივლისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2--- წლის 9 აგვისტოს გაფორმებული N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები თანხით - 157449 ლარი, მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შეადგენს 67817.60 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 16.07.2---წ. მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 3, ს/ფ 163);

 

3.1.13. 2--- წლის 18 სექტემბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2--- წლის 9 აგვისტოს გაფორმებული N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები თანხით - 157449 ლარი, შესრულდა დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების საბოლოო ღირებულებამ შეადგინა 142923.38.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 18.09.2---წ. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 1, ს/ფ 104);

 

3.1.14. 2--- წლის 18 ოქტომბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა ი/მ ქ---------------–---–---------ს და აცნობა, 2--- წლის 9 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2--- წლის 30 ნოემბრერი. სამუშაოები დასრულდა 2--- წლის 13 თებერვალს. შესაბამისად მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.3%, რაც შეადგენს 34953.9 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბ----------- მუნიციპალიტეტის მერი 18.10.2---წ. მიმართვა (ტომი 1, ს/ფ 143);

3.1.15. ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას ი/მ ქ---------------–---–---------სათვის არ აუნაზღაურებია შესრულებული სამუშაოს ღირებულება 34953.9 ლარი. აღნიშნული თანხა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიამ არ გადაუხადა მიმწოდებელს, აღნიშნული თანხა გაუქვითა პირგასამტეხლოს თანხაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.16. ი/მ ქ---------------–---–---------მ 09.08.2---წ. ხელშეკრულების ღირებულებიდან 157449 ლარიდან შეასრულა 142923.38 ლარის ღირებულების სამუშაო;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 18.09.2---წ. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 1, ს/ფ 132);

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. 09.08.2---წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა მიმწოდებელმა - ი/მ ქ---------------–---–---------მ დაარღვია 2--- წლის 30 ნოემბერს. შესაბამისად, 01.12.2---წ.-დან-13.02.2---წ.-მდე, დაეკისრა პირგასამტეხლო სულ 74 დღეზე - 34953.90 ლარი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს დაკისრებას და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს მას არ უნდა დაკისრებოდა, ვინაიდან ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2--- წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. მან სარეაბილიტაციო სამუშაოები დაამთავრა 2--- წლის თებერვალში. მოპასუხე აღნიშნავს, რომ 2--- წლის 10 ივლისის შეთანხმებით გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების და არა სამუშაოების შესრულების ვადა.

 

დადგენილია, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულსა და ი/მ ქ---------------–---–---------ს შორის 2--- წლის 9 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულების 5.1. პუნქტით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 75 კალენდარული დღით. ამავე ხელშეკრულების 24.1. პუნქტით ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2--- წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. სამუშაოების შესრულების და ხელშეკრულების მოქმედების საკითხები მოწესრიგებულია ხელშეკრულების სხვადასხვა პუნქტებით. მხარეთა შორის 2--- წლის 9 ნოემბერს დადებული შეთანხმებით ცვლილება შევიდა ხელშეკრულების 5.1. პუნქტში (სამუშაოს შესრულების პირობები) და სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2--- წლის 30 ნოემბრამდე. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მიმწოდებელმა სამუშაოები დაასრულა 2--- წლის 13 თებერვალს. 2--- წლის 10 ივლისს, მხარეთა შორის კვლავ შედგა შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა 09.08.2---წ. ხელშეკრულების 24.1. პუნქტში (ხელშეკრულების მოქმედების ვადა) და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2--- წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა 2--- წლის თებერვალში. სასამართლო განმარტავს, რომ სამუშაოს შესრულების ვადა და ხელშეკრულების მოქმედების ვადა სხვადასხვა საკითხებია და შესაბამისად ხელშეკრულების სხვადასხვა პუნქტებით არის გათვალისწინებული. სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ 2--- წლის 10 ივლისის შეთანხმებით ცვლილება შევიდა 24.1. პუნქტში, რომელიც ითვალისწინებდა ხელშეკრულების მოქმედების და არა სამუშაოების შესრულების ვადას. ამასთან, შეთანხმების დადების დროს სამუშაოები რამდენიმე თვის დასრულებული იყო, შესაბამისად, იმ სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელებაზე შეთანხმება, რომელიც დასრულებულია არალოგიკურია.

 

ამდენად, დადგენილია, რომ 09.08.2---წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2--- წლის 30 ნოემბრამდე. მიმწოდებელმა - ი/მ ქ---------------–---–---------მ სამუშაოები დაასრულა 2--- წლის 13 თებერვალს. შესაბამისად, მიმწოდებელს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 2--- წლის 1 დეკემბრიდან 2--- წლის 13 თებერვლამდე, სულო 74 დღეზე, რაც შეადგენს 34953.90 ლარს.

 

3.2.2. ი/მ ქ---------------–---–---------მ ხელშეკრულების ღირებულებიდან 157449 ლარიდან ვადაში შეასრულა 67237.01 ლარის ღირებულების სამუშაო.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულები ვადა განისაზღვრა 2--- წლის 30 ნოემბრამდე. 2--- წლის 12 სექტემბრის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ 12.09.2---წ. მდგომარეობით შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 19295 ლარს. 2--- წლის 16 ოქტომბრის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 12142.01 ლარს, ხოლო 2--- წლის 15 ნოემბრის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 35800 ლარს. ამასთან, დადგენილია, რომ 2--- წლის 30 ნოემბრამდე მხარეთა შორის სამუშაოების შესულების მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2--- წლის 30 ნოემბარმდე, სამუშაოების შესრულების ვადაში მიმწოდებლის ი/მ ქ---------------–---–---------ს მიერ შესრულებული იქნა 67237.01 ლარის ღირებულების სამუშაო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2--- წლის 9 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ტომი 1, ს/ფ 20-22);

- 12.09.2---წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 1, ს/ფ 32);

- 16.10.2---წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 1 ს/ფ 40);

- 09.11.2---წ. შეთანხმება N3-- (ტომი 1, ს/ფ 48);

- 15.11.2---წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 1, ს/ფ 73);

 

3.2.3. პირგასამტეხლოს განსაზღვრა უნდა მოხდეს დადგენილ ვადაში შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან 90211.99 ლარიდან.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ 2--- წლის 9 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2-- ხელშეკრულების გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, თუმცა აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მისდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს.

 

დადგენილია, რომ 2--- წლის 9 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2-- ხელშეკრულების გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა განესაზღვრა 2--- წლის 30 ნოემბერი. მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ 2--- წლის 13 თებერვლისათვის მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა 142923.38 ლარის ღირებულების სამუშაო, რაც შეადგენს მთლიანი ღირებულების - 146437.93 ლარის 90.75%. აქედან, მიმწოდებლის მიერ დადგენილი ვადაში (30.11.2--- წლისთვის) შესრულდა 67237.01 ლარის ღირებულების სამუშაო, რაც შეადგენს მთლიანი ღირებულების 42.70%, ხოლო შესასრულებელი დარჩა 90211.99 ლარის ღირებულების სამუშაო, რაც შეადგენს მთლიანი სამუშაოს 57.30%. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვალდებულების დარღვევიდან 2--- წლის 1 დეკემბრიდან მიმწოდებლს შესასრულებული სამუშაო დარჩა - 90211.99 ლარის ოდენობით, რის გამოც პირგასამტეხლოს განსაზღვრა სწორედ აღნიშნული თანხიდან უნდა მოხდეს, ჯამში 74 ვადაგადაცილებული დღეზე.

 

3.2.4. ბ----------- მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულსა და ი/მ ქ---------------–---–---------ს შორის 2--- წლის 9 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულებით მიმწოდებლის ი/მ ქ---------------–---–---------ს მიერ ზედმეტად შესრულებული 12978.13 ლარის ღირებულების სამუშაოები გათვალისწინებული არ ყოფილა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ 09.08.2---წ. ხელშეკრლებიდან გამომდინარე მის მიერ შესრულებული იქნა გაუთვალისწინებელი - 12978.13 ლარის ღირებულების სამუშაო და ითხოვს აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრებას. მოპასუხე სადაოდ ხდის აღნიშულ გარემოებას და აღნიშნავს, რომ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები არ შეთანხმებულა დამკვეთთან, შესაბამისად არ შედგენილა წერილობითი დოკუმენტი ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც სავალდებულოა. სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ თავად მოსარჩელეც არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ე.წ. ზედმეტად შესრულებული და გაუთვალისწინებელი სამუშაოები არ ყოფილა შეთანხმებული მერიასთან.

მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა არცერთი მტკიცებულება მის მიერ გაუთვალისწინებელი სამუშაოების ჩატარებაზე და მისი ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მოპასუხესთან შეთანხმების არსებობის შესახებ. უფრო მეტიც, თავად მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნული შეთანხებული არ ყოფილა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიასთან, შესაბამისად არ არსებობს მტკიცებულება. ამდენად, საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, იმ ფაქტს, რომ ი/მ ქ---------------–---–---------ს მიერ ე.წ. ,,ზედმეტად შესრულებული’’ სამუშაოები, ღირებულებით - 12978.13 ლარი, ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიასთან არ შეთანხმებულა, ამასთან მოსარჩელის მიერ არა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ზედმეტათ შესრულებული სამუშაოები აუცილებლობას წარმოადგენდა, რომლის გარეშეც ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგი ვერ მიიღწეოდა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.

 

ამავე კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა” ქვეპუნქტი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად მიიჩნევს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

2--- წლის 9 აგვისტოს თვითმმართველი ერთეული ბ----------- მუნიციპალიტეტსა და ი/მ ქ---------------–---–---------ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №2--. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ბ----------- მუნიციპალიტეტში სოფელ ტ-------ს საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 143136 ლარით. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების შესრულების ვადა განისაზღვრა 75 კალენდარული დღით, რომელიც 2--- წლის 9 ნოემბრის 09.08.2---წ. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებით შეიცვალა და სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2--- წლის 30 ნოემბარმდე.

 

დადგენილია, რომ 09.08.2---წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა მიმწოდებელმა - ი/მ ქ---------------–---–---------მ დაარღვია და შესრულების ვადას გადააცილა 74 დღით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმების ინდიკატორი ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ, ნომინალიზმის პრინციპი და სხ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოზე შედავების პერიოდში, რომელიც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში (სუსგ Nას-155-155-2---წ., 15 თებერვალი 2--- წელი).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ ადა ა.შ. (სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი 2--- წელი; სუსგ №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

განსახილველ საქმეში, მხარეთა შორის 09.08.2---წ. გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების და ხელშეკრულების ეტაპის შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო შეადგენს 34953.90 ლარს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ნარდობის ხელშეკრულების მე-16 მუხლის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ რომ ხელშეკრულბის ან/და ხელშეკრულების ეტაპირ (გეგმა-გარფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირეულების 0,3% ოდენობით, თუმცა საქმეზე დადგენილია, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით განსზღვრულ ვადაში, გეგმა-გრაფიკის დაცვით (სკ-ის 361-ე მუხლის შესაბამისად), შესრულებული იქნა 67237.01 ლარის ღირებულების სამუშაო, ამდენად პირგასამტეხლოს დაანგარიშება უნდა მოხდეს, დარღვეული ვალდებულების თანხის ოდენობიდან, რომელიც შეადგენს - 90211.99 ლარს. პირგსამტეხლოს განსაზღვრა სწორედ აღნიშნული თანხიდან უნდა მოხდეს მითითებული პერიოდისათვის, კერძოდ 01.12.2---წ-13.02.2---წ.-მდე, სულ 74 დღე. აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2--- წლის 20 სექტემბრის Nას-840-840-2--- განჩინებასთან.

 

ამდენად, 2--- წლის 9 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 90211.99 ლარიდან, რაც ყოველვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 270.63 ლარს. შესაბამისად, ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისიწინებით (74 დღე) პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 20027.06 ლარს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ, მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელე ი/მ ქ---------------–---–---------ს და ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას შორის 2--- წლის 9 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 157449 ლარით. მხარეებს შორის 2--- წლის 18 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 142923.38 ლარი, რისი გადახდის ვალდებულებასაც ბ----------- მუნიციპალიტეტის მერია არ უარყოფს. აღნიშნულის გარდა, მიმწოდებლის მიერ ბოჯომის მუნიციპალიტეტთან შეთანხმების გარეშე, ჩატარებული იქნა ხელშეკრულებით და ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი სამუშაოები, რომლის ღირებულების ანაზღაურებასაც ითხოვს მხარე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლის თანახმად, თუ მენარდე ხარჯთაღრიცხვა მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო.

 

საერთო წესის მიხედვით, მენარდეს შეუძლია, მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური. ამ წესიდან გამონაკლისს ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, მენარდეს შეუძლია მოითხოვოს გადახარჯვის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: ა. მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით; ბ. მენარდემ მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბა; გ. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გათვალისწინება შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას; დ. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გაზრდის შესახებ მენარდემ დაუყოვნებლივ შეატყობინა შემკვეთს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის Nსაქმე №ას-888-834-2012 გადაწყვეტილება).

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხარჯთაღრიცხვა არის სპეციალური დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება ნარდობის ხელშეკრულების ფასის განსაზღვრისათვის რთული სამუშაოების შესრულებისას. ხარჯთაღრიცხვა შეიძლება იყოს მყარი (როცა ზუსტადაა განსაზღვრული საზღაურის ოდენობა, რომელიც შემკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოსათვის) და მიახლოებითი (რომელიც სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს).

 

გადახარჯვის ანაზღაურება შედის მენარდის და არა შემკვეთის ინტერესებში, ამიტომ კანონი სწორედ მენარდეს ავალდებულებს, დაუყოვნებლივ აცნობოს შემკვეთს მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გაზრდის შესახებ. ამ მოქმედებით მენარდე შემკვეთს ატყობინებს, რომ მას სურს, მიიღოს გადახარჯვის ანაზღაურება, თუ გადახარჯვის მიუხედავად, შემკვეთი მაინც მოისურვებს სამუშაოების დასრულებას. მენარდე მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს გადახარჯვის ანაზღაურებას, თუ აღნიშნულის თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ შემკვეთი მოითხოვს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებას გაზრდილი ხარჯთაღრიცხვით, ანუ იგი თანახმა იქნება გადახარჯვის ანაზღაურებაზე. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის Nსაქმე №ას-888-834-2012 გადაწყვეტილება).

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მხარეებმა ზუსტად განსაზღვრეს საზღაურის ოდენობა, რომელიც შემკვეთს უნდა გადაეხადა მენარდისათვის შესრულებულ სამუშაოში, კერძოდ, 157449 ლარი (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 142923.38 ლარი), ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მყარი ხარჯთაღრიცხვა. შესაბამისად, მენარდეს (მოსარჩელეს) შესრულებული სამუშაო უნდა აუნაზღაურდეს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის და ხარჯთარრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების მიხედვით, ვინაიდან მხარეები გადახარჯვის ანაზღაურებაზე არ შეთანხმებულან.

 

გარდა ამისა, სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას ,,ელექტორნული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახბ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 36-ე მუხლის 1 პუნქტზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმიტ და დადგენილი წესით აიტვირთოს სისტემაში ცვლილებებიდან 10 დღის ვადაში.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეთა შორის არ ყოფილა შეთანხმება და არც ხარჯთაღრიცხვით ყოფილა გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების გარეთ შეასრულა. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, თუკი არ არსებობს ვალდებულება. ამდენად, ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას მენარდისათვის ზედმეტად ჩაატრებული სამუშაოების ანაზღაურების ვალდებულება არ აკისრია. ამასთან მოსარჩელის მიერ არა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ზედმეტათ შესრულებული სამუშაოები აუცილებლობას წარმოადგენდა, რომლის გარეშეც ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგი ვერ მიიღწეოდა, შესაბამისად ბ----------- მუნიციპალიტეტის მერია არ არის ვალდებული აუნაზღაუროს მითითებული თანხა მოსარჩელეს.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.’’

 

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 1740 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხე ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 447.80 ლარის და საადვოკატო მომსახურების 597.07 ლარის გადახდა. ასევე, ი/მ ქ---------------–---–---------ს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო 302 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი/მ ქ---------------–---–---------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. 2--- წლის 9 აგვისტოს ი/მ ქ---------------–---–---------ს და ბ----------- მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (№2-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე) მიმდინარე დაკისრებული პირგასამტეხლო შემცირდეს და განისაზღვროს 20027.06 ლარით.

 

1.2. ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას ი/მ ქ---------------–---–---------ს სასარგებლოდ დაეკისროს 14926.84 ლარის გადახდა.

1.3. ი/მ ქ---------------–---–---------ს უარი ეთქვას ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიისათვის 12978.13 ლარის დაკისრების თაობაზე.

2. ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას ი/მ ქ---------------–---–---------ს სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 447.80 ლარის და საადვოკატო მომსახურების 597.07 ლარის გადახდა.

 

3. ი/მ ქ---------------–---–---------ს დაუბრუნდეს 2--- წლის 3 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1740 ლარიდან 302 ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გია ბერაია