გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-1318-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 სექტემბერი, 2019 წელი ქ.რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მამუკა ნოზაძე
სხდომის მდივანი გვანცა ბერუაშვილი
მოსარჩელე : სს ”ლიბერთი ბანკი”
წარმომადგენელი: ლ--–----------
მოპასუხეები : ზ----------–---–ი, ზ------------–---–ი, ვ--–---------------------ი
წარმომადგენელი: რ-------------–---–ი, ვ-----------–------–---–ი
დავის საგანი : თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხეებს ზ----------–---–ს, ზ------------–---–სა და ვ--–---------------------ს ს.ს. „ლიბერთი ბანკი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ (თავდებებს ზღვრული ოდენობის - 20600 ლარის ფარგლებში) N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 20777.1 (ძირი- 17948.9; პროცენტი - 1986.48; ჯარიმა 841.72) ლარის გადახდა.
ზ----------–---–ს 2--- წლის 28 მარტის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამატებით დაეკისროს სს „ლიბერთი ბანკის“ სასარგებლოდ 2251.85 (ძირი - 1500; პროცენტი - 332.32; ჯარიმა - 419.53) ლარის გადახდა
1.2. მოპასუხეებს სალოდიარულად დაეკისროთ ბანკის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული სასამართლოს ხარჯის 690.90 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას.
2. მოპასუხის პოზიცია.
შესაგებლით მოპასუხე ზ----------–---–ი თანახმაა გადაიხადოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანახა. სასამრთლო სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სესხის ძირითად თანხაზე და პროცენტზე, ხოლო პირგასამტეხლოს მიიჩნევენ შეუსაბამოდ მაღალს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს.ს "ლიბერთი ბანკსა" და ზ----------–---–ის შორის 2--- წლის 27 მარტს გაფორმდა N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 20000 ლარი, წლიური 22%. კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 8 აპრილი. ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს ვადაგადაცილებული ძირი თანხის 0.05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სს "ლიბერთი ბანკის" მიერ გაცემული ამონაწერის თანახმად 26.10.2----დან მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა ხელშეკრულების თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხის დაფარვა, რის შედეგაც კრედიტს ერიცხება ვადაგადაცილების პირგასამტეხლო. მოპასუხის დავალიანება დაანგარიშებულია 2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით.
მტკიცებულება: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სესხის დაფარვის გრაფიკი.
3.1.2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულებები. 2--- წლის 27 მარტს, ბანკსა და ზ------------–---–ს შორის, ასევე ბანკსა და ვ--–---------------------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებმა პირებმა ბანკის წინაშე იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. თითოეული თავდები პირის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 20600 ლარით.
მტკიცებულება: თავდებობის ხელშეკრულებები.
3.1.3. 2--- წლის 28 მარტს ბანკსა და ზ----------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება (Instanta Card), რომლითაც საკრედიტო ლიმიტის მთლიანი მოცულობა განისაზღვრა 1500 ლარით, საპროცენტო განაკვეთი წლიური 60%, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად გათვალისწინებული 24 თვე. სს ლიბერთი ბანკის მიერ გაცემული ამონაწერის თანახმად 08.10.2--- წლიდან მოპასუხის მიერ არ ხდება საკრედიტო ბარათით გათვალისწინებული თანხის დაფარვა. მოპასუხის დავალიანება ბანკის მიმართ დაანგარიშებულია 2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით.
მტკიცებულება: საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება.
3.1.4. მოპასუხეების: ზ----------–---–ის, ზ-----------–---–-სა და ვ--–---------------------ის დავალიანება 2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით სს ლიბერთი ბანკის მიმართ N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 20777.1 ლარს, საიდანაც ძირი თანხა არის 17948.9 ლარი, დარიცხული პროცენტი არის 1986.48 ლარი, დარიცხული ჯარიმა 841.72 ლარი. ზ----------–---–ს საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამატებით ერიცხება დავალიანება 2251.85 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი ტანხა არის 1500 ლარი, საპროცენტო სარგებელი 332.32 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 419.53 ლარი.
მტკიცებულება: ცნობები დავალიანების შესახებ.
3.1.5. მოპასუხე მხარის მიერ არ სრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, არ ხდება საკრედიტო თანხების დაბრუნება.
მტკიცებულება: ამონაწერი მესესხებლის საბანკო ანგარიშიდან.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მოპასუხეების მიერ სადაო გარემოებად მიჩნეულია მხოლოდ პირგასამტეხლო.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს ლიბერთი ბანკის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368, 369
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 405-ე, 417-420-ე, 463-465-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,ლიერთი ბანკს” და ზ----------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც სს ,,ლიბერთი ბანკს” წარმოეშვა მსესხებლისათვის თანხის გადაცემის ვალდებულება, ხოლო მსესხებელს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება. ბანკის მიერ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება და გაიცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, მსესხებლის მიერ არ შესრულდა ფულადი ვალდებულება შესრულებისათვის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მსესხებელს კრედიტი არ დაუფარავს და არღვევს კრედიტის დაფარვის გრაფიკს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსისი, 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის საფუძველზე კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს, როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
2--- წლის 27 მარტს საკრედიტო ხელშეკრულების N--------------- უზრუნველსაყოფად, სს ,,ლიბერთი ბანკსა'', ზ------------–---–ს და ვ--–---------------------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 20600 ლარით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ლიბერთი ბანკის” მოთხოვნა ზ------------–---–ის და ვ--–---------------------ის მიმართ, როგორც სოლიდარული მოვალეებისათვის თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადგენილი წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალეებმა ვალდებულება არ შეასრულეს და არ გადაიხადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად გადაწყვეტილების შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია ძირითადი დავალინების თანხასთან მიმართებაში და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა განახევრდეს და N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვროს 420.86 ლარით, ხოლო 2--- წლის 28 მარტს ბანკსა და ზ----------–---–ს შორის გაფორმებული საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან (Instanta Card) გამომდინარე - 209.77 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას აქცევს დარღვევის შინაარს (მათ შორის ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდს) და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 690.90 ლარი. რა ნაწილშიც მოსარჩელემ სარჩელი ცნო იმის პროპორციული ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს ბიუჯეტიდან, ხოლო რა ნაწილშიც სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხის მიერ სარჩელის არცნობის მიუხედავად მისი პროპორციული ბაჟი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „ლიბერთი ბანკი“-ს სარჩელი მოპასუხეების მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხეეებს ზ----------–---–ს (პ/ნ 1----------), ზ------------–---–ს (პ/ნ 1----------) და ვ--–---------------------ს (პ/ნ 1----------) 2--- წლის 27 მარტის N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სს „ლიბერთი ბანკი“-ს (ს/ნ 203828304) სასარგებლოდ თანხის გადახდა 20356.24 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 17948.9 ლარი, პროცენტი - 1986.48 ლარი, პირგასამტეხლო - 420.86 ლარი.
3. მოპასუხე ზ----------–---–ს (პ/ნ 1----------), 2--- წლის 28 მარტის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან (Instanta Card) გამომდინარე დაეკისროს სს „ლიბერთი ბანკი“-ს (ს/ნ 203828304) სასარგებლოდ თანხის გადახდა 2042.09 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1500 ლარი, პროცენტი - 332.32 ლარი, პირგასამტეხლო - 209.77 ლარი.
4. მოპასუხეებს ზ----------–---–ს, ზ------------–---–ის და ვ--–---------------------ს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,ლიბერთი ბანკს" სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
5. მოპასუხეებს ზ----------–---–ს, ზ------------–---–ის და ვ--–---------------------ს მოსარჩელე სს“ლიბერთი ბანკი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 18.92 ლარის ანაზღაურება;
6. უარი ეთქვას მოსარჩელე სს“ლიბერთი ბანკ’’-ს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში პირგასამტეხლოს 630.63 ლარის დაკისრების თაობაზე;
7. მოსარჩელე სს „ლიბერთი ბანკ“-ს (ს/ნ 203828304) მის მიერ 2019 წლის 15 ივლისს (საგადასახადო დავალება №1) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 690.90 ლარიდან 18.92 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 300 063150; ბანკის კოდი TRESGE22 - ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
8. მოსარჩელე სს „ლიბერთი ბანკი“-ს (ს/ნ 203828304) უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 24 ივლისს (საგადასახადო დავალება №1) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 690.90 ლარიდან 653.06 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 300 063150; ბანკის კოდი TRESGE22.
9. მოპასუხე ვ--–---------------------ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელად.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მამუკა ნოზაძე