განაჩენი

სისხლის სამართლის 25.09.2019
საქმის ნომერი
010100119003165150
დავის ტიპი
381 , 151
თარიღი
25.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N0101001-9003165150

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - პაატა ცეცხლაძე

 

ბრალდებული - კო---------ე

ადვოკატი - მი----–-------ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: კო---------ე

მამის სახელი: თემური

დაბადებული: 1-.02.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 6----------

ნასამართლობა: არმქონე

მისამართი: ქო----–---ი, სოფ. ლე---ა

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

1-1-381- მუხლის 1-ლი ნაწილი

1-1-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 25 ივლისს, აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქო----–---ის რაიონული სამმართველოს მიერ კო---------ის მიმართ 30 დღის ვადით გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლითაც მას, როგორც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის - თავისი ოჯახის წევრის, კერძოდ ყოფილი მეუღლის სო--------------ძის, ვისთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ასევე იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება.

 

მიუხედავად ამისა, 2019 წლის 25 ივლისს, საღამოს საათებში, კო---------ე მივიდა ქ. ქო----–---ში, კაიკ-–-–---–ის ქ. N8-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, სადაც სო--------------ძე იმყოფებოდა, რითაც დაარღვია N0----- შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

2019 წლის 25 ივლისს, საღამოს საათებში, ქ. ქო----–---ში, კაიკ-–-–---–ის ქ. N8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ კო---------ემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა მუქარა, კერძოდ ყოფილ მეუღლეს, სო--------------ძეს, ვისთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც სო--------------ძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

3. ბრალდებულ კო---------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 25 ივლისს, საღამოს საათებში მივიდა ქ. ქო----–---ში, კაიკ-–-–---–ის ქ. N8-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, სადაც სო--------------ძე იმყოფებოდა, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები. ასევე ის გარემოება, რომ ამავე დღეს თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა მუქარა, კერძოდ, ყოფილ მეუღლეს, სო--------------ძეს, ვისთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც სო--------------ძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის გამოკითხვის ოქმით.

 

4. საქართველოს სსკ-ის 1-1-381- მუხლი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისიწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის; სუბიექტური მხარე კონკრეტული დანაშაულისა გამოიხატება განზრახვაში - დამნაშავემ იცის, რომ იგი ვალდებულია შეასრულოს შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები მაგრამ არ ასრულებს და სურს ასეთი შედეგი; ობიექტური მხარე კი გამოიხატება შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობაში.

 

5. კო---------ისათვის ცნობილი იყო მის მიმართ მიღებული ორდერის თაობაზე, რომლის საფუძველზეც მას აკრძალული ჰქონდა სო--------------ძესთან, იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოვება სადაც მსხვერპლი იმყოფება, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

მიუხედავად ამისა, 2019 წლის 25 ივლისს ის მივიდა ქო----–---ში, კაიკ-–-–---–ის ქ. N8-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, სადაც სო--------------ძე იმყოფებოდა.

 

6. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (სო--------------ძის, მა-----------ძის, სალომე ნემსაძის და კო---------ის ჩვენებებით, შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით N0-----) დადასტურებულია, რომ კო---------ემ - 2019 წლის 25 ივლისს, სო--------------ძის ადგილსამყოფელთან მისვლით, ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა;

 

ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

7. სალომე ნემსაძის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 25 ივლისს, მასთან სახლში იმყოფებოდა მისი მამიდა მა-----------ძე შვილთან - სო--------------ძესთან ერთად. სოფიოს ჰყავს მეუღლე კო---------ე, რომელთანაც აქვს დაძაბული ურთერთობა. სოფიომ მას უთხრა, რომ როდესაც მას მისმა მეუღლემ დაუზიანა ავტომანქანის საქარე მინა, აღნიშნულთან დაკავშირებით ქო----–---ის პოლიციაში დაწყებული იქნა გამოძიება, რის გამოც ასევე გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც, კო---------ეს აკრძალული ჰქონდა ყველენაირი ურთიერთობა და მიახლოვება სო--------------ძესთან. მისი განმარტებით იქნებოდა დაახლოებით 21:15 საათი, როდესაც სოფიოს მიაკითხა აგრესიულ მდგომარეობაში მყოფმა კო---------ემ მის საცხოვრებელ სახლთან და ეზოდან დაუწყო ყვირილი. მა-----------ძემ (დედა) უთხრა წასულიყო და დაენებებინა მისი შვილისთვის. რაზეც კო---------ე დაემუქრა.

 

8. აღნიშნული გარემოება დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხულმა მა-----------ძემ.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, რომ ბრალდებულმა კო---------ემ ჩაიდინა სო--------------ძის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც ხსენებულ პირს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

სამართლებრივი შეფასება:

 

10. სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნებაგანწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა...”

 

1-. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მუქარის განხორციელების დროს, აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ამდენად მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში, ამდენად არ არის აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად, დამნაშავეს შესაძლებელია არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-1-1 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 1-5-ე, 1-7-ე, 1-8-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 381- და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

დადგენილია, რომ ბრალდებულმა მუქარა განახორციელა ყოფილი მეუღლის სო--------------ძის მიმართ;

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით - სო--------------ძის, მა-----------ძის, სალომე ნემსაძის და კო---------ის ჩვენებებით დადასტურებულია, რომ კო---------ის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც მას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

12. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კობა მეხიძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1-1-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1-1-381- მუხლის პირველი ნაწილით რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

13. კობა მეხსიძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

14. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

15. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ კო---------ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს კო---------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ, კო---------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული კო---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1-1-381- მუხლის 1-ლი ნაწილით და 1-1-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მას:

 

საქართველოს სსკ-ის 1-1-381- მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 1-1-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მძიმე სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მძიმე სასჯელი და საბოლოოდ, კო---------ეს სასჯელის სახედ და ზომად დაურჩეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ოდენობით.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი