გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.09.2019
საქმის ნომერი
330310019003152060
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
19.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-/6505-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

 

მოსარჩელე - იუ--- მე-----–--ე

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია

წარმომადგენლები - მა----- კუ----, ნი--- ქე---–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალუ--- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდუ---ს ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2019 წლის 30 ივლისის № MIA 0---------- ბრძანება;

 

1.2. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე იუ--- მე-----–--ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №- სამმართველოს (წითელი ხიდი) საზღვრის დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;

 

1.3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მოსარჩელე იუ--- მე-----–--ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდუ--- ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან - 2019 წლის 27 ივლისიდან, სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიუ--- ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალუ--- ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე იუ--- მე-----–--ე 1999 წლიდან მსახურობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო ბოლოს იგი დანიშნული იყო და მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №- სამმართველოს (წითელი ხიდი) საზღვრის დაცვის განყოფილებაში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

2019 წლის მარტში, იუ--- მე-----–--ემ პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის №- სამმართველოს (წითელი ხიდი) უფროსს და ითხოვა სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე შუამდგომლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №- სამმართველოს (წითელი ხიდი) საზღვრის დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე.

 

მოსარჩელე იუ--- მე-----–--ის აღნიშნულ პატაკს არა აქვს რეგისტრაციის ნომერი და თარიღი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის №- სამმართველოს (წითელი ხიდი) უფროსის 2019 წლის 25 მარტის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2019 წლის 26 მარტის ბრძანებით, მოსარჩელე იუ--- მე-----–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განყოფილებაში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის N2-- ბრძანება (ს.ფ.56);

- 2019 წლის მარტის პატაკი (ს.ფ. 59);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2019 წლის 26 მარტის N MIA 5---------- ბრძანება (ს.ფ.54-55);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.2. 2019 წლის 10 ივლისს, იუ--- მე-----–--ემ პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს და განმარტა, რომ იგი კადრების განყოფილებაში იმყოფებოდა 2019 წლის 26 მარტიდან, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის პირობით. იგი იმყოფებოდა საარსებო სახსრების გარეშე, ვინაიდან აღარ ერიცხებოდა ხელფასი და ითხოვა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვამდე - 2019 წლის 25 ივლისამდე, შესაბამისი სამსახუ---სთვის მისი მომავალი საქმიანობის განსაზღვრის დავალებას.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2019 წლის 30 ივლისის ბრძანებით იუ--- მე-----–--ე კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, 2019 წლის 27 ივლისიდან გათავისუფლდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2019 წლის 10 ივლისის პატაკი (ს.ფ.58);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2019 წლის 30 ივლისის N MIA 0---------- ბრძანება (ს.ფ.61-62);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იუ--- მე-----–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია; ეკონომიკუ---, სოციალუ--- და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ევროპის სოციალუ--- ქარტია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ,,საჯარო სამსახუ---ს შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2019 წლის 30 ივლისის N MIA 0---------- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალუ--- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალუ--- დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალუ--- ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალუ--- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელე იუ--- მე-----–--ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდუ---ს ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია ნებისმიერი საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახუ---ს პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახუ---დან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილებაზე საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახუ---დან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახუ---დან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახუ---დან გათავისუფლების მატერიალუ--- საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აღნიშნული უფლება გულისხმობს, მათ შორის პიროვნების საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, რაც თავის მხრივ, ასევე მოიცავს პირის უფლებას არ იქნას ჩამოშორებული საჯარო სამსახურს მისი ნების საწინააღმდეგოდ საამისოდ, კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლის გარეშე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკუ--- კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმიანობის და ურთიერთობების დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობების გათვალისწინებით, პირის სამსახუ---, მათ შორის საჯარო სამსახურში უკავშირდება ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას.

 

სასამართლო, აქვე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ (განაცხადი N 21722/11) გვ.48-49). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, § 25, ანგარიში 1996-III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002-III). „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, § 29, სერია A no. 251-B). შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 47, ECHR 2004-VIII და Bigaeva v. Greece, no. 26713/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009). ასევე, სამსახუ---დან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010). და ბოლოს, მე-8 მუხლი ასევე ეხება ღირსებისა და რეპუტაციის საკითხებს, როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შემადგენელ ნაწილებს (იხ. Pfeifer v. Austria, no. 12556/03, § 35, 15 ნოემბერი 2007 და A. v. Norway, no. 28070/06, §§ 63 და 64, 9 აპრილი 2009). თანამდებობიდან მომჩივნის გათავისუფლებამ გავლენა იქონია სხვა პირებთან მისი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის პროფესიული ხასიათის ურთიერთობებზე. ასევე, აღნიშნული შეეხო მომჩივნის „შიდა წრეს“, ვინაიდან სამსახუ---ს დაკარგვა მომჩივნისა და მისი ოჯახის მატერიალუ--- კეთილდღეობაზე აისახებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის სამსახუ---დან გათავისუფლება წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იუ---დიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

„ეკონომიკუ---, სოციალუ--- და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკუ--- სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკუ---, სოციალუ--- და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკუ--- და ეკონომიკუ--- თავისუფლება დაცული იქნება.

 

სასამართლო, აქვე მოიხმობს ევროპული სოციალუ--- სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილუ--- და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე’’, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვან დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც საჯარო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის, მათ შორის სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტუ--- და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმუ--- მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლოს, მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოსარჩელე იუ--- მე-----–--ის საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნა განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახუ---ს მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილუ---, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახუ---ს ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ,,საჯარო სამსახუ---ს შესახებ“ კანონი პრეამბულაშივე ახდენს დეკლარირებას, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახუ---ს ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახუ---ს განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახუ---ს სამართლებრივ მდგომარეობას.

 

,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალუ--- და სამხედრო წოდების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იუ---დიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალუ--- წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

 

სასამართლო, სადავო სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს - რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს ,,პოლიციის შესახებ“ და ,,საჯარო სამსახუ---ს შესახებ” საქართველოს კანონები. საჯარო მოსამსახურე კი წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც, დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე იუ--- მე-----–--ე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს - პოლიციელს.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახუ---ს შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მითითებული კანონის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე.

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახუ---ს გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი და საჯარო მოხელე უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე.

 

მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახუ---ს გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახუ---ს სამსახუ---დან დათხოვნა ნიშნავს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახუ---ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურესთან შრომითი ურთიერთობა წყდება მისი სამსახუ---დან დათხოვნის და არა მისი კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველზე. ამასთან, კადრების განკარგულებაში მყოფი მოსამსახურე მხოლოდ მაშინ დათხოვება სამსახუ---დან, თუ დადასტურებულია ის საფუძველი, რომელიც მისი კადრების განკარგულებაში აყვანის პირობა გახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის მარტში, მოსარჩელე იუ--- მე-----–--ემ პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსს და სთხოვა მას ეშუამდგომლა სასაზღვრო პოლიციის უფროსთან, რათა იგი დაკავებული თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ და კადრების განკარგულებაში აეყვანათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2019 წლის 26 მარტის ბრძანებით, მოსარჩელე იუ--- მე-----–--ე, აღნიშნული პატაკის საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.

 

სასამართლო მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახუ---ს გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტსა და მე-5 პუნქტზე, რომელთა შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახუ---ს დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ან სხვა უფლებამოსილი პირი.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმები, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ პირის მიერ, თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული გამოხატული ნამდვილი ნების რეალიზაციის მიზნით განეხორციელებინა, რამდენადაც მისი კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველი სწორედ მის მიერ გამოხატული ნება გახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2019 წლის 10 ივლისს, მოსარჩელე იუ--- მე-----–--ემ პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს და განუმარტა, რომ იგი კადრების განყოფილებაში იმყოფებოდა სხვა თანამდებობაზე გადაყვანის პირობით და კადრების განყოფილებაში ყოფნის ვადის ამოწურვამდე ითხოვა, რომ მას დაევალებინა შესაბამისი სამსახუ---სთვის მისთვის განესაზღვრა მომავალი საქმიანობა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2019 წლის 30 ივლისის ბრძანებით იუ--- მე-----–--ე კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, 2019 წლის 27 ივლისიდან გათავისუფლდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე იუ--- მე-----–--ე სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნილ იქნა ისეთ პირობებში, როდესაც მას არ სურდა სამსახუ---დან დათხოვნა და ეს გამოხატა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლამდე. შესაბამისად, საფუძველი, რომელიც მოსარჩელე იუ--- მე-----–--ის კადრების განკარგულებაში აყვანას დაედო აღმოიფხვრა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლამდე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსამსახუ---ს სურვილი აღარ იყოს საჯარო მოსამსახურე გამომდინარეობს კონსტიტუციუ--- დათქმიდან - შრომა თავისუფალია, აღნიშნული განსაზღვრება მოიცავს პირის უფლებას თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული. არავის აქვს უფლება, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს ან პირიქით, უარი თქვას შრომაზე. შესაბამისად, პირის მიერ გამოხატული სურვილი, გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან უნდა ეფუძნებოდეს მის ნამდვილ ნებას, რომელიც თავისუფალია რაიმე სახის გარე ზემოქმედებისაგან.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, რომელთა შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალუ--- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება - დაითხოვოს მოსამსახურე სამსახუ---დან კადრების ვადის გასვლის გამო, მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელდა იმ მიზნით, რომლისთვისაც ჰქონდა მინიჭებული იგი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, კერძოდ პირადი პატაკის საფუძველზე, კადრების განკარგულებაში მყოფი მოსამსახუ---ს, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, სამსახუ---დან დათხოვნის უფლებამოსილება სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილ თანამდებობის პირს აქვს მხოლოდ შესაბამისი მოსამსახუ---ს, სამსახუ---ს დატოვებასთან დაკავშირებული ნების უზრუნველსაყოფის მიზნით და არა მის საწინააღმდეგოდ.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახუ---ს შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველ პუნქტის მიხედვით, მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახუ---დან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახუ---დან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალუ--- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახუ---დან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახუ---დან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. ამასთან, აღნიშნული მუხლი მოხელეს აძლევს შესაძლებლობას, სამსახუ---დან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახუ---დან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალუ--- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელე სამსახუ---დან თავისუფლდება სამსახუ---დან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალუ--- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით ოფიციალურად გაცნობისთანავე.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მოხელის პირადი განცხადებით მისი სამსახუ---დან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას კანონმა, შესაბამისი განცხადების სავალდებულო რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან განთავისუფლებამდე გარკვეული პერიოდი დაუკავშირა, რათა მოხელეს ჰქონდეს შესაძლებლობა რაციონალუ--- გადაწყვეტილება მიიღოს სამსახუ---ს დატოვებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო, ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ა) დაინტერესებული პირის განცხადება; ბ) ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალუ--- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთან, ამავე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

მითითებული კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაში გაატაროს განცხადება მიღების დღესვე და დასვას მასზე რეგისტრაციის თარიღი და ნომერი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე იუ--- მე-----–--ის მიერ, 2019 წლის მარტში შედგენილ პატაკს არა აქვს რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. შესაბამისად, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე არ დაწყებულა ადმინისტრაციული წარმოება კანონით დადგენილი წესით, რის გამოც მოსარჩელეს წაერთვა კანონით მინიჭებული შესაძლებლობა მოეთხოვა მისი განცხადების განუხილველად დატოვება, რაც უპირობოდ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ამასთან, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების პირობებშიც კი დარღვეული იქნა ინდივიდუალუ--- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთვის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ ელემენტს კონსტიტუციის და კანონის უზენაესობა წარმოადგენს, რაც გულისხმობს ნებისმიერ ვითარებაში, საჯარო ხელისუფლების განხორციელების პროცესში, ყველა გადაწყვეტილების მხოლოდ კონსტიტუციასთან და კანონთან მკაცრად შესაბამისობაში მიღებას. სახელმწიფო სამსახუ---ს ხელმისაწვდომობის უფლებით დაცული სფერო, როგორც ზემოთ აღინიშნა, მათ შორის გულისხმობს პირის უფლებას თავისი, თავისუფალი და ნამდვილი ნების საფუძველზე გააგრძელოს ან დატოვოს კონკრეტული თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ პირობებს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს კანონით გათვალისწინებული სხვა, მკაფიო პირობა, რაც მისი სამსახუ---დან, მისივე ნების საწინააღმდეგოდ დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი შეიძლება გახდეს და ამ უფლების დაცვის ვალდებულება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და უფლებამოსილ თანამდებობის პირს აკისრია. ადმინისტრაციული ორგანო და უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია პატივი სცეს შესაბამისი საჯარო მოსამსახუ---ს უფლებას და ღირსებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანო და უფლებამოსილი თანამდებობის პირი დაინტერესებული უნდა იყოს და შესაბამის ძალისხმევას უნდა მიმართავდეს საჯარო მოსამსახუ---ს უფლების მხოლოდ იმ მიზნით რეალიზაციისათვის, რაც საჯარო მოსამსახუ---ს ნამდვილი ნებისა და კანონიერი ინტერესიდან გამომდინარეობს. ადმინისტრაციული ორგანო და უფლებამოსილი თანამდებობის პირი, მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობის უზრუნველყოფისა და მათი უფლებების პატივისცემის მიზნით გარკვეულ პერიოდს უნდა იყენებდეს იმ მოსამსახუ---ს შესანარჩუნებლად, რომელსაც საკუთარი სურვილით აქვს გადაწყვეტილი სახელმწიფო სამსახუ---ს დატოვება, რათა უფლებამოსილი თანამდებობის პირიც და საჯარო მოსამსახურეც დარწმუნდეს, რომ მოსამსახუ---ს აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ რაციონალურ და ობიექტურ გარემოებებს ეფუძნება.

 

ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე იუ--- მე-----–--ე სამსახუ---დან დათხოვნილი იქნა მისი ნების საწინააღმდეგოდ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მისი სურვილის საფუძველზე გამოსცა მისი კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და კადრების განკარგულების ვადის გასვლამდე, კანონით დადგენილი წესით არ გამოიკვლია და არ შეაფასა მის მიერ გამოხატული ნება არ დათხოვნილიყო სამსახუ---დან.

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იუ---დიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე ,,საჯარო სამსახუ---ს შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი ,,საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2019 წლის 30 ივლისის N MIA 0---------- ბრძანება იუ--- მე-----–--ის.

 

6.8. განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე წარმოადგენს მოსარჩელე იუ--- მე-----–--ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) საზღვრის დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა.

 

სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახუ---ს შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახუ---დან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგი---ს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

სასამართლოს მიერ სამსახუ---დან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს ზოგადად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, რომელიც მას დაკავებული ჰქონდა გათავისუფლებამდე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე იუ--- მე-----–--ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და მოთხოვნა მისი შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანია და მოპასუხეს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი სამსახურში აღდგენის თაობაზე.

 

6.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ასევე დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდუ---ს ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო მიუთითებს, ,,საჯარო სამსახუ---ს შესახებ’’ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდუ--- თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა მოსარჩელე იუ--- მე-----–--ის სამსახურში აღდგენა, მასვე უნდა დაევალოს მისთვის იძულებითი განაცდუ---ს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან - 2019 წლის 27 ივლისიდან, სამსახურში აღდგენამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალუ--- დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 23-ე, 24-ე 32-ე, 33-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. იუ--- მე-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ,,საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2019 წლის 30 ივლისის N MIA 0---------- ბრძანება;

 

3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე იუ--- მე-----–--ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) საზღვრის დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;

 

4. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მოსარჩელე იუ--- მე-----–--ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდუ--- ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან - 2019 წლის 27 ივლისიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიუ--- ოდენობით.

 

5. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დავით წერეთელი