განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2019
საქმის ნომერი
110100118002759544
დავის ტიპი
126 (1) 1 , 177 2 ბ , 160 1
თარიღი
20.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №110100118002759544

№1/264-2018

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ------- ნ-------;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - თ----- ო------------;

 

ბრალდებული - თ------ თ----------, დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, განქორწინებული, ნასამართლეობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი კ-–-------;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ); 2) საქართველოს სსკ 111.1511 მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, კერძოდ პირადად პირის უკანონო თვალთვალი, ასევე, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატიურად ხორციელდებოდა და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის); 3) საქართველოს სსკ 111.160-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა - ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას); 4) საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით);

 

სხდომის სახე - ღია.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. 2018 წლის 11 დეკემბერს, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში, ზესტაფონის რაიონული პროკურატურიდან, განსახილველად გადმოგზავნილი იქნა სისხლის სამართლის N1/264-2018 (გამოძიების ნომერი 0-----------) საქმე თ------ თ---------ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, სსკ 111.160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუქნტით.

 

2. 2019 წლის 7 მაისს, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში, ზესტაფონის რაიონული პროკურატურიდან, განსახილველად გადმოგზავნილი იქნა სისხლის სამართლის N1/112-2019 (გამოძიების ნომერი 0-----------) საქმე თ------ თ---------ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 111.1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის საოქმო განჩინებით, პროკურორ კობა სირაძის შუამდგომობის საფუძველზე, გაერთიანდა თ------ თ---------ის მიმართ, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეები და საქმეს მიენიჭა N1/264-2018.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

4. 2006 წლიდან, 2018 წლის აგვისტომდე, მ-----–- კ----------–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდა თ------ თ----------სთან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ და ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები - მ---- თ---------- და ვ---- თ----------. 2018 წლის 07 მარტს, საღამოს საათებში, ზესტაფონში, 9----------------ში მდებარე მ-----–- კ----------–---–ის საცხოვრებელ სახლში, თ------ თ----------მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ-----–- კ----------–---–ს, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის, მხრებისა და მკლავების არეში, რის შედეგადაც მ-----–- კ----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, თ------ თ----------, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მ-----–- კ----------–---–ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას.

 

5. 2018 წლის აგვისტოს თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), თ------ თ----------მ უკანონოდ შეაღწია ყოფილი მეუღლის - მ-----–- კ----------–---–ის საცხოვრებელი სახლის სარდაფში, მდებარე ზესტაფონი, 9----------------ში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 80 ლარად ღირებულ ორ ცალ ლითონის მილს.

 

6. 2018 წლის ოქტომბრის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), თ------ თ----------მ მფლობელის - მ-----–- კ----------–---–ის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შეაღწია მ-----–- კ----------–---–ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ზესტაფონში, 9----------------ში, რითაც დაირღვა ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის უფლება.

 

7. 2006 წლიდან, 2018 წლისა აგვისტომდე, მ-----–- კ----------–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდა თ------ თ----------სთან. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონში, ცხრა ძ------------–------------------ში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები - მ---- თ---------- (----------------- და ვ---- თ---------- (-----------------. მათი განშორების მიზეზი გახდა ხშირი უთანხმოება. განშორების შემდგომ, თ------ თ----------მ, მ-----–- კ----------–---–თან დაიწყო სისტემატური სატელეფონო დარეკვა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, ამ უკანასკნელის სურვილის საწინააღმდეგოდ სახლში და სამსახურში მიკითხვა, რასაც თან სდევდა თ------ თ---------ის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა და ძალადობის გამოყენების მუქარა. აღნიშნულით, მ-----–- კ----------–---–ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რის გამოც მან მნიშვნელოვნად შეცვალა ცხოვრების წესი და საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ თბილისში. ასევე, მ-----–- კ----------–---–ს შეექმნა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის საჭიროება. თ------ თ---------ის მხრიდან აღნიშნული ქმედებები მ-----–- კ----------–---–ის მიმართ სისტემატურად ხორციელდებოდა სხვადასხვა დროს -2019 წლის 6 იანვრიდან, 2019 წლის 3 მარტის ჩათვლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:

 

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა მ-----–- კ----------–---–მა განაცხადა, რომ თ------ თ---------- იყო მისი მეუღლე და ისინი ერთად ცხოვრობდნენ ქ.ზესტაფონიში, ც--------------------–-.

 

9. 2007 წლის 23 აპრილის მ---- თ---------ის დაბადების მოწმობის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია მ-----–- კ----------–---–ი, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია თ------ თ----------.

 

10. 2010 წლის 23 აგვისტოს ვ---- თ---------ის დაბადების მოწმობის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია მ-----–- კ----------–---–ი, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია თ------ თ----------.

 

11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

12. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ------ თ---------- და დაზარალებული მ-----–- კ----------–---–ი არიან ოჯახის წევრები.

 

ქმედება - ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ:

 

ადევნება, კერძოდ პირადად პირის, უკანონო თვალთვალი, ასევე, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატიურად ხორციელდებოდა და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის:

 

მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა - ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას:

 

ქურდობა, ესე იგი სხვი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით:

 

13. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა მ-----–- კ----------–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, ც--------------------–-. 2006 წელს, ცოლად გაჰყვა თ------ თ----------ს. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი - მ---- და ვ---- თ----------ები. 2018 წლის 7 მარტს, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკებისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ------ თ----------მ მარჯვენა ხელი დაარტყა მარცხენა ლოყაში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი, რასაც შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები მ---- და ვ---- თ----------ები. აღნიშნულის შემდეგ თ.თ----------ს მოსთხოვა დაეტოვებინა სახლი, თუმცა არ დატოვა და არც მას მისცა საშუალება წასულიყო სახლიდან. გავიდა სამზარეულოში, სადაც მას გაჰყვა თ.თ---------- და თავში, უკანა მხრიდან ჩაარტყა რკინის ნაჭერი, რომელიც იდო გაზქურაზე. განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ, შვილებთან ერთად წავიდა ქარელის რაიონის სოფელ რუისში, მამასთან და ძმასთან. 2018 წლის 7 მარტიდან, საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან ხოლო, თ------ი კი საცხოვრებლად დარჩა ზესტაფონში, რის გამოც სატელეფონო ზარებით, ახორცილებდა მის მიმართ მუქარებს. 2018 წლის აგვისტოს თვეში, როდესაც დაბრუნდა ქ.ზესტაფონში, სახლში, ნახა, რომ სარდაფში მოჭრილი იყო ორი ცალი რკინის ბოძი, რომელიც იყიდა ბიძამისმა სახლისათვის. როგორც შემდგომ თ------ თ---------ისგან გაიგო, აღნიშნული ბოძები მან მოჭრა და ჩააბარა ჯართში. მ.კ----------–---–ის განმარტებით, საცხოვრებელი სახლი, 2005 წელს აჩუქა ბიძამ - ი-–--–- ა-----ემ და სწორედ ამ უკანასკნელმა იყიდა აღნიშნული რკინის ბოძები სახლისათვის. ქურდობის ფაქტის შემდეგ მიმართა პოლიციას და გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი თ.თ---------ის მიმართ. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, თ.თ---------- საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. 2018 წლის ოქტომბრის თვეში, მას ტელეფონზე ჯერ მოკლეტექსტური შეტყობინება მიწერა თ.თ----------მ, ხოლო შემდეგ დაურეკა და უთხრა, რომ იყო მისული მის სახლში და გადაადგილა სხვადასხვა ნივთები. მართლაც, როდესაც გარეთ გავიდა, ნახა, რომ ყვავილების ქოთნებს ჰქონდა ადგილი შეცვლილი. შესაბამისად, მიხვდა, რომ თ------ თ---------- ნამდვილად იყო ნამყოფი მის საცხოვრებელ სახლში, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სწორედ მაშინ, როდესაც მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი. დაზარალებულის განმარტებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თ------ თ---------- მას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას როგორც შვილების, ასევე, მისი მეგობრების თანდასწრებით. დაახლოებით თვეში ექვსჯერ ხდებოდა თ------ის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის განხორციელება.

 

14. 2018 წლის 23 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ზესტაფონში, 9 ძმა ხერხეულიძეების ქ. N19-ში და წარმოადგენს მ-----–- კ----------–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს... სახლს აქვს ასასვლელი კიბეები და გადახურული აივანი. კიბეებზე დალაგებულია სხვადასხვა სახეობის ყვავილები ქოთნებში. მ-----–- კ----------–---–მა მიუთითა ადგილს ეზოში, კიბესთან ახლოს და განაცხადა, რომ ყვავილების ქოთნები დაგდებული დახვდა მითითებულ ადგილზე..... საცხოვრებელ სახლს აქვს სარდაფი, რომელსაც აქვს ერთფრთიანი ხის კონსტრუქციის შესასვლელი კარი. აღმოსავლეთის მხრის კედელთან დადგმულია ორი ლითონის ბოძი, რომლებზეც დაყრდნობილია მეორე სართულის იატაკი. კედელთან იატაკის პირზე მოჭრილია ორი მსგავსი დანიშნულებისათვის განკუთვნილი ლითონის ბოძი, რომლის ზომებია: 9 სმ დიამეტრი და სიმაღლით გადანაჭრელი ადგილიდან ჭერამდე 1,87 მეტრი 2) 4,5 სმ დიამეტრი და სიმაღლით გადანაჭრელი ადგილიდან ჭერამდე 1,75 მეტრი. მ-----–- კ----------–---–ის განმარტებით, აღნიშნული ორი ბოძი მოჭრა და ჩააბარა ჯართში თ------ თ----------მ.

 

15. ლევან სამხარაულის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 2---------–-----------------ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ-----–- კ----------–---–ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა უსწორონაპირებიანი ნაწიბური (კეფის მიდამოში მარჯვნივ აღინიშნება 1,6X0,3სმ ზომის, განივ-ირიბად მდებარე ნაპრალისებური ფორმის, უსწორონაპირებიანი, მოვარდისფრო ელფერის, ალაგ მორბილო, ალაგ მომკვრივო კონსისტენციის, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე ზედაპირით ნაწიბური). აღნიშნული ნაწიბური უნდა წარმოადგენდეს აღნიშნულ მიდამოში არსებული უსწოროკიდეებიანი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშანს და ხანდაზმულობით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

16. ლევან სამხარაულის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და მ-----–- კ----------–---–ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ მ-----–- კ----------–---–მა, თ------ თ---------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით - განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

17. 2019 წლის 6 მარტის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ ლაშა პირველაშვილის მიერ, თ------ თ---------ის თანხმობითა და მონაწილოებით, დათვალიერებული იქნა ამ უკანასკნელის კუთვნილი „LG“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი-კოდით 3-------------, რომელშიც მოთავსებული იყო „ბილაინის“ სააბონენტო ნომერი 5-----------. მ-----–- კ----------–---–ის კუთვნილი ტელეფონის ნომერი 5----------- ჩაწერილი აქვს სახელით „M---“. თ------ თ---------ის ტელეფონის ნომერიდან, მ-----–- კ----------–---–ის ტელეფონის ნომერზე სხვადასხვა დროს, განხორციელებულია არაერთი სატელეფონო ზარი, კერძოდ: 2019 წლის 5 მარტს, გამავალი, უპასუხო ზარები - 19:24სთ, 18:06სთ; 4 მარტი, გამავალი, უპასუხო ზარები - 22:30სთ, 21:43სთ, 17:49სთ; 3 მარტი, გამავალი, უპასუხო ზარი - 09:34სთ; 2 მარტი, გამავალი, უპასუხო ზარები - 23:36სთ, 22:37სთ, 22:17სთ, 22:15სთ, 20:59სთ; შემომავალი ზარი - 13:18სთ, 24 წამი; გამავალი ზარი - 13:16სთ - 34 წმ, 13:10სთ - 18წმ, 12:27სთ - 14წმ; 1 მარტი - გამავალი ზარი - 21:58სთ - 40 წმ, შემომავალი ზარი - 15:32სთ - 16 წმ, გამავალი ზარი - 1წთ:19წმ; 28 თებერვალი, გამავალი ზარი - 22:57სთ - 40 წამი, უპასუხო ზარები 22:23სთ, 20:55სთ, 20:33სთ, 15:41სთ, გამავალი ზარი 14:36სთ - 58 წმ, შემომავალი ზარი 13:51სთ - 41 წამი; 27 მარტი, გამავალი ზარი - 19:49სთ - 24 წმ, შემომავალი ზარი - 19:18სთ - 18 წმ, გამავალი ზარი - 19:13სთ - 41 წმ, 19:21სთ - 1 წთ, 16:18სთ - 11 წმ, 16:16სთ - 43წმ.

 

18. 2019 წლის 13 სექტემბერს, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, თ------ თ----------მ წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

 

19. 2019 წლის 13 სექტემბერს, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს (მოწმეთა ჩვენებებს) სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებები) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

20. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

21. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).

 

22. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

23. სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------ თ---------ის მიერ დანაშაულების ჩადენას, გარდა მისი აღიარებისა და დაზარალებულ მ-----–- კვარიათაშვილის ჩვენებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: მოწმეების - მ---- თ---------ის, ვ---- თ---------ის, ი-–--–- ა-----ის, ნ-----–- კ----------–---–ის, ე-–------ კ----------–---–ის გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და მასალები.

 

24. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია თ------ თ---------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

სამართლებრივი შეფასება:

 

25. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

სისტემატური შეურაცხყოფა ეს არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე, დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ასე შემდეგ.

 

განსახილველი დანაშაულის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ამ შემთხვევაში მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა, მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს.

 

26. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია: ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე, მესამე პირის მეშვეობით.

 

27. სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ითვალისწინებს ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლას, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას. უკანონო შესვლად ჩაითვლება სხვა პირის ბინასა თუ სხვა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოჩენა და ყოფნა. შესვლა უკანონოა იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილია კანონმდებლობის დარღვევით. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასადგენად აუცილებელია ზუსტად და ნათლად იყოს გამოხატული ბინის მეპატრონის ნება მასში სხვა პირის არასასურველი ყოფნის შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალურ შემადგენლობათა ჯგუფს მიეკუთვნება. იგი დამთავრებულად ითვლება უკანონო შესვლის მომენტიდან. აღნიშნული დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირ განზრახვაში ვლინდება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს უკანონოდ შევიდეს ბინაში თუ სხვა მფლობელობაში. დანაშაულის მოტივი კვალიფიკაციაზე გავლენას არ ახდენს.

 

28. სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობა ხელყოფს საკუთრებას და მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტს და შეხებას. იგი სხვისი მოძრავი ქონების სხვა მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლები საშიშროების შემცველია, დამნაშავე არ იყენებს ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ძალადობას და სხვა. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი. მისი ჩადენა შეუმჩნეველი რჩება სხვა პირებისათვის. დანაშაულის ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს, რომ ქონების მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არა აქვს გააზრებული ის ფაქტი, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, იგი მდგომარეობს თვით დამნაშავის სურვილში - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნებაში, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა მისი მოქმედება აშკარა ხასიათს ატარებს. ქურდობა, თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. ამიტომ, ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლება სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებით, იმისდა მიუხედავად მოახერხა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს (ქონებას), ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს ან ქონების მფლობელს და მაინც სურს მიაყენოს მას ეს ზიანი. დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედება ჩადენილი სხვა საცავში უკანონო შეღწევით. სხვა საცავი კი არის ასევე მატერიალური ფასეულობების მუდმივ ან დროებით შესანახად განკუთვნილი ნაწილი, რომელიც შემოღობილია ან უზრუნველყოფილია მისი სხვაგვარი დაცვა.

 

29. საქართველოს სსკ 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე-1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე-2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებებით თ------ თ----------მ ჩაიდინა: 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით); 2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, კერძოდ პირადად პირის უკანონო თვალთვალი, ასევე, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატიურად ხორციელდებოდა და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 111.1511 მუხლის 1-ლი ნაწილით); 3) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა - ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 111.160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით); 4) ქურდობა, ესე იგი სხვი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

31. თ------ თ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედებების ფარგლებს - არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

32. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

33. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თ------ თ----------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის მიზანია როგორც ბრალდებულზე, ასევე, სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ თ------ თ---------- არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. არის სოციალურად დაუცველი და ოჯახში ცხოვრობს პენსიონერ დედასთან ერთად. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს: საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 111.1511 მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ 111.160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა უნდა შთანთქა მეორე სასჯელი, ხოლო, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ თ------ თ----------ს (დანაშაულთა ერთობლიობით), სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბ----–------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია თ------ თ---------ის მიმართ საქართველოს სსკ 63-ე მუხლის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ ხანგრძლივი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს. სასამართლოს მიაჩნია, რომ 3 (სამი) წლის პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, შეძლებს დააფიქროს თ------ თ---------- უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

34. საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი, ხოლო თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია − ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას. შესაბამისად, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, თ------ თ----------ს უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:

 

35. თ------ თ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

 

36. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ------ თ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ 111.1511 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ 111.160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ 111.1511 მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ 111.160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი, ხოლო, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ თ------ თ----------ს (დანაშაულთა ერთობლიობით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი;

 

თ------ თ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;

 

საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, თ------ თ----------ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; ხოლო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი ,,CD’’ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე