გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.09.2019
საქმის ნომერი
080310018002289563
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
06.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/85-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06.09.2019 წელი ქ . ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე - მ--–--------------

სხდომის მდივანი - გ-------------

 

მოსარჩელე - ნ-----–---------ე; ბ-------------–---–ი

წარმომადგენელი - ლ--------–--ე

მესამე პირი - ი-------------ე

მოპასუხე- ვ------- ქ-----–ია

წარმომადგენელი- მ--–------------------ე

მოპასუხე- ს-------------------------------–--------ტო

წარმომადგენელი- გ-------------–--ე

 

დავის საგანი: ს-------------------------------–--------ტოს N--------------3 (26.08.2008 წ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

1.1. ს-------------------------------–--------ტოს N--------------3 (26.08.2008 წ) გადაწყვეტილების გაუქმება საკარმიდამო მიწაზე, მდებარე ქ. ქუთაისი, ე------------1.

1.2. ქ. ქუთაისი, ე------------1-ში მდებარე იმავე საკარმიდამო მიწის რეგისტრაციის თაობაზე ძალაში დარჩეს 23.12.2007 წლის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება N0------------07.

 

მოსარჩელის განმარტებით, 1994 წლის 27 აპრილს ქუთაისის სასამართლოს მიერ ნ-----–- ბრეგვაძე და ბ-------------–---–ი გახდნენ ბაბუის დანაშთი ქონების 1/2 -ის მემკვიდრეები. ნ-----–---------ემ 2007 წელს შეისყიდა თავისი მაზლის კუთვნილი ½ წილი. ნ-----–---------ეს სურდა მისი კონკრეტული წილის გადახურვა, რის გამოც მას მეზობელმა ქ-----–იამ უარი განუცხადა, რადგან ის არ იყო ნ-----–---------ის საკუთრება. 2017 წლის 03 ივნისს ნ-----–---------ემ ამოიღო საჯარო რეესტრის საკადასტრო გეგმა და რუკა, რის შემდეგაც გაირკვა რომ მასში იყო ცვლილებები შეტანილი, კონკრეტულად ნახაზის მიხედვით აკლდა 21 კვ.მ მიწა. მოითხოვა ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე მოხდა საკადასტრო ნახაზში ცვლილება და აღმოაჩინა, რომ 2008 წლის 24 ივლისს, მის ნაცვლად, საკადასტრო ნახაზში ცვლილებებზე ხელი არაკანონიერად აქვს მონაწერი სხვა პირს. აღნიშნულის თაობაზე საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრს, რომ გაესწორებინათ და პირვანდელ მდგომარეობაში დაებრუნებინათ აღნიშნული, თუმცა საჯარო რეესტრმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე ვ-------ი ქ-----–იამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საჯარო რეესტრმა კანონიერად დაარეგისტრირა მისი საკუთრების უფლება.

 

2.2. მოპასუხე ს-------------------------------–--------ტოს იმერეთის რეგიონალური ოფისის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მისი განმარტებით, 2007 წლის 10 დეკემბერს საჯარო რეესტრს №0----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ნ-----–---------ემ (პ/ნ 6----------) და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკუთრებად აღიარებულ საკარმიდამო მიწაზე, დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას თან დაურთო დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, შენობა-ნაგებობის საკუთრების და მიწის ნაკვეთის სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემულ სარეგისტრაციო წარმოებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №0------------07 (23.12.2007) რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრში 26.11.2007 წლის №2-736 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე უძრავი ქონება (ს/კ 0------------------- დარეგისტრირდა მაია ალავიძის საკუთრებაში (ფართი 201.14 კვ.მ) ½ ნაწილი, დაზუსტებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის (ფართი 868.97 კვ.მ.) ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება.

 

2008 წლის 25 აგვისტოს საჯარო რეესტრს №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ვ------- ქ-----–იამ (პ/ნ 6----------) და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საკუთრებად აღიარებულ საკარმიდამო მიწაზე, მდებარე ქ. ქუთაისი, ერევნის ქ. №51. სარეგისტრაციო განცხადებას თან დაურთო დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ელ. ვერსია), შენობა-ნაგებობის, საკუთრების და მიწის ნაკვეთის სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა-დახასიათება ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან.

მოცემული სარეგისტრაციო წარმოების განხილვის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №-------------03 (26.08.2008) რეგისტრაციის შესახებ.

სარეგისტრაციო წარმოების განხილვის შედეგად დადგენილ იქნა, რომ წარმოდგენილი უძრავი ნივთი მდებარე ქ. ქუთაისი, ერევნის ქუჩა №51, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული იყო ქ-----–ია ვ-------ის სახელზე, ასევე ირკვეოდა, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთზე ტექბიუროს მონაცემებით ფიქსირდებოდა თანასაკუთრების უფლება. სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების და საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტი/ინფორმაციის ურთიერთშეჯერების შედეგად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება №-------------03 (26.08.2008).

 

რაც შეეხება მოთხოვნას რეგისტრაციის გადაწყვეტილება №0----------- აღდგენის თაობაზე, აღნიშნულის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი მოსარჩელის მიერ განსაზღვრული შედეგი - მიწის ნაკვეთის ფართის გაზრდის ნაწილში ვერ იქნება მიღწეული იმ გარემოების გამო, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრში განხორციელდა 862 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი რეგისტრაცია.

ამდენად სასარჩელო მოთხოვნა, როგორც პირველ, ასევე მეორე ნაწილში, ზემოთ ხსენებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია.

 

3.1. მესამე პირმა ი-------------ემ სასამართლოს სხდომაზე დააფიქსირა თავისი პოზიცია. მან მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და განაცხადა, რომ უნდა გაუქმდეს ს-------------------------------–--------ტოს N--------------3 (26.08.2008 წ) გადაწყვეტილება საკარმიდამო მიწაზე მდებარე ქ. ქუთაისი, ე------------1, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა არის კანონიერი, ხოლო მას, როგორც მესამე პირს, პრეტენზია არ გააჩნია.

 

4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1 დადგენილია, რომ 1994 წლის 27 აპრილის ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ-----–---------ე და ბ-------------–---–ი გახდნენ ბაბუის დანაშთი ქონების ½ -ს მემკვიდრეები.

მტკიცებულება:

- ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილება N 1/264 (ტ.1. ს.ფ. 11-15).

 

4.1.2. დადგენილია, რომ 2008 წლის 14 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნ-----–---------ემ 3300 ლარად შეიძინა უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისში ერევნის ქუჩა N51-ში, სახლი გამოყოფილი ნაწილის საერთო ფართით 201,44 კვ.მ-ს ½ ნაწილი. ხელშეკრულებას ხელს აწერენ მაია ალავიძის რწმუნებული ნ-----–---------ე და თავად ნ-----–---------ე.

მტკიცებულება:

- 2008 წლის 14 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ. 18);

 

4.1.3. დადგენილია, რომ მაია ალავიძის მიერ მოთხოვნილ იქნა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწაზე, მდებარე ე------------1 (ზონ ქუთაისის, სექტორი კახიანოური). საჯარო რეესტრის 23.12.2007 N 0------------07 გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

მტკიცებულება:

- საჯარო რეესტრი გადაწყვეტილება N 0------------07 (23.12.2007) (ტ.1. ს.ფ. 24-25);

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

4.2.1. დადგენილია, რომ ვ------- ქ-----–იას მიერ მოთხოვნილ იქნა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწაზე, მდებარე ე------------1 (ზონა ქუთაისი, სექტორი კახიანოური) საჯარო რეესტრის 26.08.2008 N---------------- გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

მტკიცებულება:

- საჯარო რეესტრი გადაწყვეტილება N 0------------07 (23.12.2007) (ტ.1. ს.ფ. 26-27)

 

4.2.2. დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო- კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2008 წლის 24 ივლისით დათარიღებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის გრაფაში „დამკვეთი“ ნ-----–---------ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ნ-----–---------ის , არამედ სხვა პირის მიერ. ასევე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2008 წლის 20 აგვისტოთი დათარიღებული N1159311 განცხადების გრაფაში „დაინტერესებული პირი: / ნ-----–- ბრეგვაძე/“ ნ.ბრეგვაძის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ნ-----–---------ის, არამედ სხვა პირის მიერ.

მტკიცებულება:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო- კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნა N-------- 24.04.18წ.(23.12.2007) (ტ.1. ს.ფ. 105-109)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

5.1.საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

განსახილველ საქმეზე დავის საგანია ს-------------------------------–--------ტოს N--------------3 (26.08.2008 წ) გადაწყვეტილების კანონიერება.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. 2008 წლის 26 აგვისტოს მოქმედი ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ პუნქტის შესაბამისად რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

ამავე მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, ვ------- ქ-----–იას მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენდა თუ არა მის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი განცხადებას თან უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ------- ქ-----–იამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მის მიერ მოთხოვნილ იქნა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწაზე, მდებარე ქ. ქუთაისი ე------------1 (ზონა ქუთაისი, სექტორი კახიანოური). განცხადებას თან დაურთო დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ელ. ვერსია), შენობა-ნაგებობის, საკუთრების და მიწის ნაკვეთის სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა-დახასიათება ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან. საჯარო რეესტრის 26.08.2008 N---------------- გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა. (ტ.1. ს.ფ. 26-27)

 

დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე რომელიც ვ------- ქ-----–იამ წარუდგინა სარეგისტრაციო სამსახურს, თანამესაკუთრის, ნ-----–---------ის ხელმოწერა გაყალბებულია, აღნიშნული დადასტურებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო- კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2008 წლის 24 ივლისით დათარიღებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის გრაფაში „დამკვეთი“ ნ-----–---------ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ნ-----–---------ის, არამედ სხვა პირის მიერ. ასევე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2008 წლის 20 აგვისტოთი დათარიღებული N1159311 განცხადების გრაფაში „დაინტერესებული პირი: /ნ-----–---------ე/“ ნ.ბ------ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ნ-----–---------ის, არამედ სხვა პირის მიერ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის (ყოფილი 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტი) თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.

 

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა. საჯაროობის პრინციპი კი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრაციის მომენტიდან იძენს ამგვარი უფლება იურიდიულ ძალას მესამე პირებისათვის. კანონმდებლობა უშვებს საჯარო რეესტრის სისწორის პრეზუმფციას, რაც ნიშნავს იმას, რომ რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი, ხაზს საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას, ამასთან, უშვებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებაში ხარვეზის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ ვ-------ი ქ-----–იამ რეესტრს წარუდგინა ხარვეზის მქონე, რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, და შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მსჯელობას გასაჩივრებული აქტის კანონიერების თაობაზე, რადგან საქმის განხილვისას დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის 26.08.2008 N---------------- გადაწყვეტილება და მის საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერი უზუსტო მონაცემებს შეიცავს, რაც საჯარო რეესტრის 26.08.2008 N---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საპროცესო სამართალში. რეგისტრირებული უფლების მიმართ მოქმედი ვარაუდის ნამდვილობის ან უარყოფის ფაქტი სასამართლო განხილვის შედეგად მიიღწევა. სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც ასევე სრულად მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, პროცესის მონაწილე თითოეულმა მხარემ სასამართლოში უნდა წარადგინოს ის მტკიცებულებები, რომლებზეც ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს.

 

საქართველოს საკასაციო სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ბოლო ჩანაწერის მნიშვნელობის თაობაზე (№ას-340-325- 2012). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მიხედვით, რეესტრის ბოლო ჩანაწერი ძალას უკარგავს ადრინდელ ჩანაწერს.

სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი იმ სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენა იყო, რომელიც არსებობდა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრაციამდე. სასამართლოს განმარტებით, თუ უძრავი ნივთის საკუთრების შესახებ საჯარო რეესტრში არსებული რეგისტრაცია ძალადაკარგულია ახალი რეგისტრაციით, მაშინ ამ უკანასკნელი რეგისტრაციის გაუქმება (ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად გამოცხადება) და რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ წამოყენებულია მოთხოვნა რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სარეგისტრაციო (უფლების დამადასტურებელი) დოკუმენტის (სასამართლო გადაწყვეტილების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების და სხვა) გაუქმების თაობაზე, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ელი ნაწილისა და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლისა“.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ:

ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს;

 

ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

2. რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაციის აღდგენას.

 

3. რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ:

ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება;

ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს;

გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

4. რეგისტრაციის ბათილად ან არარად გამოცხადების შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის 26.08.2008 N---------------- გადაწყვეტილებას, საფუძვლად დაედო რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელსაც ხელს არ აწერს თანამესაკუთრე, ხოლო საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე14-ე მუხლის 23-ე პუნქტით - საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნებისთვის, მესაკუთრედ/მართლზომიერ მოსარგებლედ/მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის არქივსა და საჯარო რეესტრში აღრიცხული/რეგისტრირებული პირები. სხვა მესაკუთრეთა/მართლზომიერ მოსარგებლეთა/მფლობელთა არსებობის შესახებ გარემოებათა გამოკვლევაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უძრავი ნივთის განკარგვაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. აღნიშნული წესი ასევე ვრცელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების დაყოფასა და სანივთო უფლებებით დატვირთვაზე.

 

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღნიშნულ მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ, ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

 

ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს - სსიპ ს-------------------------------–--------ტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 26.08.2008 N---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული მატერიალურ-საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ პუნქტის შესაბამისად არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეებს თანაბარწილად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.

 

9. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხი.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 10-ე, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1.ნ-----–---------ის და ბ-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათილად იქნეს ცნობილი გამოცემის მომენტიდან, ს-------------------------------–--------ტოს 26.08.2008 წლის N--------------3 გადაწყვეტილება ვ-------ი ქ-----–იას (პ/ნ 6----------) საკარმიდამო მიწის ნაკვეთის, მდებარე ქ. ქუთაისი, ე------------1-ში, რეგისტრაციის თაობაზე და აღდგეს რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა, საკარმიდამო მიწაზე მდებარე ქ. ქუთაისი, ე------------1-ში (საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება N0------------07 (23.12.2007)).

 

3.დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე ვ-------ი ქ-----–იას და ს-------------------------------–--------ტოს იმერეთის რეგიონალურ ოფისს, მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

მოსამართლე მ--–--------------