განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3334-19 (#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 სექტემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა--------ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა-–------ ა-----ს ძე ა------–---ი - დაბადებული 1--- წლის 1-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თ---–----------------–--------------–--------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------–---------–---–-------------ში
ადვოკატი - გ---- ბ---------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (3 ეპიზოდი), სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილი
თარჯიმანი - თ------- ს---------ი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2008 წლიდან ა-–------ ა------–---ი და თ----- მ-------–---–ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ სამი საერთო შვილი. საერთო თანაცხოვრებისას, 2019 წლის 5 ივნისამდე პერიოდში, ქ.თბილისში ლ---------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა-–------ ა------–---ი თ----- მ-------–---–ის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც ამ უკანასკნელის ტანჯვას იწვევდა.
1.2. 2019 წლის 8 მარტს, დღის საათებში, ქ.თბილისში ლ---------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა-–------ ა------–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ----- მ-------–---–ს, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2019 წლის აპრილის თვის შუა რიცხვებში, დღის საათებში, ქ.თბილისში ლ---------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა-–------ ა------–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ----- მ-------–---–ს, კერძოდ, ხელი ძლიერად მოუჭირა ყელის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.4. ქ.თბილისში ლ---------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა-–------ ა------–---მა დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალება - მცენარე კანაფი. იმისთვის, რომ მცენარე კარგად გაზრდილიყო, ა-–------ ა------–---ი უვლიდა ნარგავებს და აფხვიერებდა მიწას. 2019 წლის 6 ივნისს ა-–------ ა------–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 5 ძირი ნარკოტიკული საშუალება კანაფი (მცენარე), საერთო წონით - 60,24 გრამი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვ.) ერთობლიობა ა-–------ ა------–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი) და სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე გარდა დაზარალებულ თ----- მ-------–---–ის ჩვენებისა, მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ (ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში) და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
დაზარალებულმა თ----- მ-------–---–მა (ბრალდებულის მეუღლე) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში, ასევე ძალადობა არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ თ----- მ-------–---–ის პოზიციის მიუხედავად (უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე), მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება ა-–------ ა------–---ის მიერ მეუღლის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები (რამაც გამოიწვია დაზარალებულისათვის მორალური ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი), კერძოდ:
· თვითმხილველი მოწმის, არასრუწლოვან ლ--- ა------–---ის ჩვენებით, ა-–------ ა------–---ი არის მისი მამა, ხოლო დედა - თ----- მ-------–---–ი, რომლებთან ერთადაც ცხოვრობს ერთ სახლში. მოწმის განმარტებით, მამა და დედა ხშირად ჩხუბობენ, ჩხუბის დროს მამა შვილს ეუბნება ხოლმე, რომ გავიდეს ოთახიდან, თუმცა ლ---ს სხვა ოთახშიც ესმის მამის ჩხუბის ხმა და მისი გინება დედის მისამართით. ლ--- ა------–---ის ჩვენებით, ერთხელ, როდესაც ა-–------ ა------–---ი ეჩხუბებოდა თ----- მ-------–---–ს, ლ--- შევიდა ოთახში და დაინახა, თუ როგორ დაარტყა ხელი ა-–------ ა------–---მა დედამისს სახეში, რის გამოც შეეშინდა და გამოვიდა ოთახიდან. დედას და მამას არ დაუნახავთ მისი ოთახში შესვლა. ლ--- ა------–---ის განმარტებით, მამამ ერთხელ უთხრა, რომ დათვრებოდა და ყველას თოფს ესვროდა, მას ძალიან ეშინია მამის, ა-–------ ა------–---ი ხშირად სვავს, თვრება და შვილსაც ეჩხუბება, გარდა ამისა, აღვიძებს ღამით და მოითხოვს მისგან ყავის მოდუღებას.
· არასამთავრობო ორგანიზაცია ,--------–------------–--- პროექტის კოორდინატორ თ-----------–--ის ჩვენებით, 2019 წლის 23 მაისს მათ ორგანიზაციაში გამოცხადდა თ----- მ-------–---–ი არასრულწლოვანი შვილებისათვის დახმარების მისაღებად. საუბარში თ.მ-------–---–მა თ.დ---–--ეს განუმარტა, რომ გარდა ფინანსური გაჭირვებისა, მეუღლის - ა-–------ ა------–---ისაგან განიცდიდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, არ აძლევდა გარეთ გასვლის საშუალებას, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მოწმის ჩვენებით, ოჯახზე საუბრისას დაზარალებული ძალიან ნერვიულობდა და ტიროდა. თ.დ---–--ემ მიღებული ინფორმაცია გადასცა სოციალურ მუშაკს თ----- ა-----ეს, რომელმაც განაგრძო დაზარალებულთან მუშაობა.
· არასამთავრობო ორგანიზაცია ,--------–------------–--- სოც. მუშაკის თ----- ა-----ის ჩვენებით, 2019 წლის 23 მაისს ორგანიზაციაში მივიდა თ----- მ-------–---–ი, რომელსაც შეხვდა პროექტის კოორდინატორი თ-----------–--ე. თ----- მ-------–---–ს სურდა მატერიალური დახმარების მიღება და არასრულწლოვანი შვილების საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვა. როგორც თ----- ა-----ისთვის არის ცნობილი თ----- მ-------–---–მა განმარტა, რომ ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, მისი მეუღლე ა-–------ ა------–---ი ახორციელებდა მასზე ძალადობას. იცოდა რა აღნიშნულის შესახებ, თ----- ა-----ე 2019 წლის 27 მაისს მივიდა მათ საცხოვრებელ სახლში, გაესაუბრა დაზარალებულს, რა დროსაც მან უთხრა, რომ მეუღლე ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, არის ძალიან ეჭვიანი, არ უშვებს ქუჩაში, უშლის ადამიანებთან ურთიერთობას, ასევე ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებსაც. თ.მ-------–---–მა თ----- ა-----ეს განუცხადა, რომ ბრალდებულს სახლში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, რის გამოც ძალიან ღელავდა. დაზარალებულს ძალიან ეშინოდა თ----- ა-----ის იქ ყოფნის დროს არ მისულიყო ბრალდებული, ვინაიდან აღნიშნული მისთვის მძიმე შედეგით დასრულდებოდა. სიჩქარის გამო სოც. მუშაკმა ვერ მოასწრო დეტალური ინფორმაციის მიღება ფიზიკური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა დაზარალებულმა უთხრა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი ჰქონდა ორსულობისასაც. თ.ა-----ემ მოისურვა ალ. ა------–---თან გასაუბრება, თ.მ-------–---–ს დაარეკინა სახლში და დაელოდა მის მისვლას. თ.ა-----ის ჩვენებით, მან ბრალდებულს მიაწოდა ინფორმაცია სოციალური პროგრამების შესახებ და აცნობა, რომ პერიოდულად საჭირო იქნებოდა დაზარალებულის ვიზიტები მათ ორგანიზაციაში, რაზეც ალ.ა------–---მა განუცხადა, რომ ძალიან ეჭვიანი იყო და მეუღლე მხოლოდ მისი თანხმებით მივიდოდა მათთან. 2019 წლის 5 ივნისს, თ.ა-----ემ დაუგეგმავი ვიზიტი განახორციელა, კერძოდ, დაზარალებულს მიაკითხა N--------------------–ის ეზოში, სადაც თ.მ-------–---–ი იმყოფებოდა დედასთან და ძმასთან ერთად. მოწმემ თ----- მ-------–---–ს შესთავაზა ოჯახში არსებული მდგომარეობის შესახებ პოლიციაში გაცხადება, რაზეც დაზარალებულმა ითხოვა მოსაფიქრებლად დრო, მანვე აღნიშნა, რომ ეშინოდა საფრთხე არ შექმნოდათ მისი ოჯახის წევრებს, ვინაიდან შესაძლოა ბრალდებულს ეფიქრა, რომ დედისა და ძმის ზეგავლენით მიმართა პოლიციას თ.მ-------–---–მა. დაზარალებულის უარის შემდეგ, თ----- ა-----ემ საკუთარი ინიციატივით მიმართა პოლიციას.
ამდენად, განვითარებული მოვლენებისა და მოწმეთა ჩვენებების ლოგიკური ანალიზი ადასტურებს შემდეგს: რომ არა ალ.ა------–---ის მხრიდან განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები (ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა მეუღლის მიმართ), ადგილი არ ექნებოდა დაზარალებულის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლების ინფორმირებას; მოწმეები: თ.ა-----ე და თ.დ---–--ე თ.მ---------–---–თან საუბარში ვერ დააფიქსირებდნენ დაზარალებულის ისეთ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში ყოფნასა და მეუღლის მიმართ შიშს, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაში იყო; რომ არა თავად თ.მ---------–---–ის მხრიდან სოციალური მუშაკების ინფორმირება მის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტების თაობაზე, თ.ა-----ე და თ.დ---–--ე გამოძიებას ვერ მიაწოდებდნენ ისეთ დეტალურ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია. ამასთან აღსანიშნავია, რომ თ.ა-----ისა და თ.დ---–--ის ჩვენებები დაცვის მხარის მიერ მიჩნეული იქნა უდავოდ, რაც ნიშნავს, რომ დაცვის მხარე დაეთანხმა მათ ჩვენებებში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს. გარდა ამისა, ზ/აღნიშნული მოწმეების ჩვენებები (რომელთა სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათი მხრიდან რაიმე პირადი ინტერესი არ გამოვლენილა და არც დაცვის მხარეს დაუფიქსირებია), ალ.ა------–---ის მხრიდან მეუღლეზე განხორციელებული სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის კონტექსტში სრულ შესაბამისობაშია მოწმე თვითმხილველი მოწმის, ლ--- ა------–---ის ჩვენებასთან, რომელიც ასევე უდავოდ იქნა მიჩნეული მხარეთა მიერ.
მართალია, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულს განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით არ უსაუბრია, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი სუბიექტური აღქმა არ შეიძლება იყოს დანაშაულებრივი ქმედების განმსაზღვრელი (მაგალითად: 10-12 თვის ბავშვის (ან იმ ბავშვის მიმართ, რომელსაც ასაკიდან გამომდინარე ჯერ არ შეუძლია საუბარი) მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა არის თუ არა ფიზიკური ტკივილის გამომწვევი, სასამართლოს აზრით, უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენა ნებისმიერ შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია რამეთუ ამ ასაკის ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ვერბალურად ვერ გამოთქვამს ემოციებსა და გრძნობებს). ის ფაქტი, რომ თ.მ-------–---–მა მეუღლის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი, ლოგიკურია, ვინაიდან არათუ ქალბატონისათვის, არამედ ნებისმიერი საშუალო ფიზიკური მონაცემებისა და ჯანმრთელობის მქონე ადამიანისათვის ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ხელების ყელზე (სხეულის ნაწილზე, რომელზე ზემოქმედებამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება და სასუნთქი გზების მუშაობის შეფერხება) მოჭერა და სახეში დარტყმა, ფიზიკური ტკივილის გამომწვევია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულ თ----------------–---–ის პოზიციის მიღმა (უარი ჩვენების მიცემაზე) არსებულ მოტივებს, რაც როგორც წესი განპირობებულია დანაშაულის ხასიათით - საუბარია ოჯახურ დანაშაულზე. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მეუღლის პოზიციის (ჩვენების მიცემაზე უარი) მიღმა არსებულ მოტივზე ნათლად მიუთითებს მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება - თ----------------–---–ის გადაულახავი შიში მოძალადე მეუღლის მიმართ, რომლის მხრიდანაც არსებობდა არამარტო დაზარალებულის, არამედ მისი ოჯახის წევრების (დედისა და ძმის) მიმართ საფრთხისშემცველი ქმედებების განხორციელების რისკი, რაც წლების მანძილზე წარმოადგენდა დაბრკოლებას თ.მ---------–---–ისათვის მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის და წლების მანძილზე უსიტყვოდ იტანდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ალ.ა------–---ის მხრიდან.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას - უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისთვის რელევანტური ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც, საბოლოო ჯამში, პირის ბრალეულობაზე მიუთითებს. კონსტიტუციური მოთხოვნაა, რომ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა ბრალის დასაბუთებისას გამოიყენოს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებსაც ის უტყუარად მიიჩნევს, რომელთა სანდოობაში, ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად:
სისხლის სამართლის საქმეში შესაძლოა არსებობდეს ირიბი ჩვენება, რომელიც განსხვავებული გარემოებების დასამტკიცებლად იქნება წარმოდგენილი და რომელიც სხვა რელევანტურ ინფორმაციასთან ერთად შექმნის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ირიბი ჩვენება, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, შესაძლოა პირდაპირ მიუთითებდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ან იყოს „დამხმარე“ ხასიათის, ადასტურებდეს საქმისთვის მნიშვნელოვან „გვერდით“ ფაქტს ან გარემოებას. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ასეთი ჩვენების სათანადო შემოწმება. ამიტომ კანონი მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს, თუ რა შემთხვევებშია დასაშვები ირიბი ჩვენების გამოყენება, მკაცრი და ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს მისი დასაშვებობის პირობები. რამდენადაც მაღალია ირიბი ჩვენების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობა ბრალის დადასტურების საკითხში, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება წესი, რომელიც ასეთი ჩვენების გამოყენებას შესაძლებელს ხდის (პუნქტი 27).
სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო (პუნქტი 29).
საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს (პუნქტი 36).
ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ (პუნქტი 37).
ირიბი ჩვენების გამოყენების პრაქტიკული მაგალითების წარმოსაჩენად საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. როგორც წესი, ირიბი ჩვენება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე (ინფორმაციის პირველწყარო) გარკვეული მიზეზით თავად ვერ ან არ ცხადდება სასამართლოში და ეს მიზეზი სასამართლოსთვის ცნობილია. საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06) (პუნქტი 39).
სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–------ ა------–---ის ბრალდების სს საქმე წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ სწორედ იმ გამონაკლის შემთხვევას, რომელიც არ გამორიცხავს ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას და გამართლებულად მიიჩნევს აღნიშნულს, ვინაიდან სასამართლოს აზრით, არსებობს ობიექტური მიზეზიც, რის გამოც შეუძლებელი აღმოჩნდა იმ პირის/პირების (თ----- მ-------–---–ი) დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენებები (თ.ა-----ისა და თ.დ---–--ის) და ვინაიდან ეს აუცილებელიც არის მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, კერძოდ:
· თ----- მ-------–---–მა (ბრალდებულის მეუღლე) არ ისურვა ჩვენების მიცემა ბრალდებულ ა-–------ ა------–---ის წინააღმდეგ და ამისათვის გააჩნდა მნიშვნელოვანი მიზეზი - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ახლო ნათესავებისათვის მინიჭებული პრივილეგია (მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს).
· „დამხმარე“ ხასიათის მტკიცებულებები - თ.ა-----ისა და თ.დ---–--ის ჩვენებები, რომლებიც გარკვეულწილად ემყარება სხვა პირთა მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას (რომლებიც იმავდროულად სრულ შესაბამისობაში არიან პირდაპირი მოწმის ლ.ა------–---ის ჩვენებასთან) სასამართლოს მიერ სათანადოდ შემოწმებულია და მიაჩნია, რომ ხსენებული ჩვენებები სანდო და სარწმუნოა, არ არსებობს მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან სასამართლომ უშუალოდ სხდომაზე შეამოწმა ინფორმაციის გამავრცელებელი პირის - თ----- მ-------–---–ის განწყობა და დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისამართლებრივ საქმეს უკავშირდება - სასამართლო სხდომაზე თ----- მ-------–---–ის ქცევიდან გამომდინარე, რთული არაა იმის განჭვრეტა, თუ როგორი ჩვენების მიცემაზე და რატომ თქვა უარი დაზარალებულმა.
· არსებობს მართლმსაჯულების ინტერესი და ბრალდებულის მიერ ოჯახის წევრების კეთილგანწყობით სარგებლობის თუ მათი დაშინების გამო არ უნდა შეფერხდეს მართლმსაჯულების განხორციელება ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე.
მართლმსაჯულების ინტერესის კონტექსტში პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მას რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდება კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობს გაერიდოს ძალადობრივ გარემოს.
სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობისა თუ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულების პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
3.1. ა-–------ ა------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების აღიარება.
3.2. ა-–------ ა------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–------ ა------–---მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:
1. ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
2. ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 მარტის ეპიზოდი);
3. ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის აპრილის ეპიზოდი);
4. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა, მოყვანა და კულტივირება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით ყურადღებას მიაქცევს რამდენიმე გარემოებას, კერძოდ:
ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები (მაგ: ზოგიერთს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ეს შეიძება გამოწვეული იყოს გარკვეულ გარემოებებში), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიღწეულია. ინფორმირებულობის ასამაღლებლად განხორციელებული ინტერვენციები თანდათან იწვევს ქცევის ცვლილებას, თუმცა ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად მაინც რჩება.
ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმადფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–------ ა------–---ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საპატიმრო სასჯელი - 9-9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საბოლოოდ, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით კი - 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, უნდა აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია როგორც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან, ისე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებასთან და ხსენებულ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ რეკომენდაციებთან (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირების განუხორციელებლობა. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-–------ ა------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი) და სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 მარტის ეპიზოდი) - 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის აპრილის ეპიზოდი) - 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–------ ა------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ა-–------ ა------–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 6 ივნისიდან.
მსჯავრდებულ ა-–------ ა------–---ს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადა აეთვალოს განაჩენით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან.
ა-–------ ა------–---ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ა-–------ ა------–---ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- 2 (ორი) ცალი დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მცენარე კანაფი (ინახება ი----------------------------–-------------------–--აში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ნაჭყებია