განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3001-18
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
13 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე
იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივნები - თეა ვარდოშვილი, რომეო ტყეშელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორები - დ------–----–---–ი, ე--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ჯ----–------------------------ი, დაბადებული - 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ა-–-------–---–----------ში (დაუსწრებლად).
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
დისპოზიცია: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ადვოკატი - ს------------------ე
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ჯ----–------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა (იპოვა) საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო ი-----–-------------ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა და მართვის მოწმობა, რა დოსაც წარმოეშვა სხვისი ქონების მოტყუების გზით დაუფლების განზრახვა, რომლის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2----–-–----- თებერვალს, ქ. თბილისში, ც----------------ში მდებარე სავაჭრო ცენტრ ,----------–-- არსებულ #----------------------–------–---------------- წარმომადგენელთან გააკეთა განაცხადი მობილური ტელეფონის - „--------------ის განვადებით შეძენასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე, ჯ----–------------მა, ი-----–-------------ს სახელით, მის ნაცვლად მოაწერა ხელი, რა გზითაც ანგარების მოტივით, მოტყუებით დაეუფლა 2136 ლარის ღირებულების მობილურ ტელეფონს „--------------ს, რითაც სს „-–--------------- მიადგა 21236 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
1.2. ჯ----–------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა (იპოვა) საფულე, სადაც მოთავსებული იყო ი-----–-------------ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, რა დროსაც წარმოეშვა სხვისი ქონების მოტყუების გზით დაუფლების განზრახვა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ჯ----–------------მა, 2018 წლის 25 თებერვალს, ქ. თბილისში, ც----------------ში, სავაჭრო ცენტრ ,----------–--, „--------------- წარმომადგენელთან გააკეთა განაცხადი ტელევიზორი „----------- განვადებით შეძენასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ხელშეკრულებებზე მან ი-----–-------------ს სახელით, მის ნაცვლად მოაწერა ხელი, რა გზითაც ანგარების მოტივით, მოტყუებით დაეუფლა 3614 ლარის ღირებულების ტელევიზორ „----------, რითაც „-------------- მიადგა 3614 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2.1. მოწმე ი-----–-------------ს ჩვენების თანახმად, 2016 წლის დეკემბრის თვეში, თბილისის მ--------------------–----–ი შენობის წინ, ხიდზე გადასვლისას დაკარგა საფულე, რომელშიც ედო ფულადი თანხა, პირადობისა და მართვის მოწმობები. მან იმავე კვირაში აღადგინა პირადობისა და მართვის მოწმობები, ხოლო დოკუმენტების დაკარგვის თაობაზე პოლიციაში არ განუცხადებია. 2018 წლის 28 თებერვალს, ი-----–-------------ს დაუკავშირდა „-–---------------- წარმომადგენელი, რომელმაც განუცხადა, რომ მის სახელზე დამზადებული იყო პლასტიკური ბარათი, რის შემდეგაც მაშინვე დარეკა ბანკში და ოპერატორს შეატყობინა, რომ მას პლასტიკური ბარათი არ მოუთხოვია. ოპერატორის განმარტებით, ბარათს თუ არ გაიტანდა, ავტომატურად გაუქმდებოდა; შესაბამისად, აღნიშნულისთვის ყურადღება არ მიუქცევია; იმავე წლის მარტის თვეში, ი-----–-------------მ, ისევ „-–------------------- მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება, საიდანაც ჩანდა, რომ ერიცხებოდა დავალიანება სესხზე, რის შემდეგაც ბანკში გაარკვია, რომ მის სახელზე ფიქსირდებოდა ვადაგადაცილებული განვადება, დაახლოებით 2100 ლარის ოდენობით. იგი გამოცხადდა ბანკის სათაო ოფისში, სადაც აჩვენეს მამაკაცის ფოტოსურათი, რომელმაც მისი სახელით შეავსო განვადების განაცხადი. მოწმემ მაშინვე დარეკა ს----------–--------------–-----ში და განაცხადა მომხდარის შესახებ. „--------------- მობაილბანკის შემოწმებისას, ი-----–-------------მ აღმოაჩინა, რომ აღნიშნულ ბანკში ერიცხებოდა დავალიანება 3800 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც გაარკვია, რომ მისი პირადობის მოწმობის გამოყენებით ფიქსირდებოდა განვადება. იგი დაუყოვნებლივ გამოცხადდა ბანკში და განაცხადა ზემოაღნიშნულის თაობაზე; საბოლოოდ, გაირკვა, რომ ორი სესხი ფიქსირდებოდა ი-----–-------------ს სახელზე: 3800 და 2100 ლარის ოდენობით. მას რამდენიმე თვის განმავლობაში სისტემატიურად ურეკავდნენ ორივე ბანკიდან და სთხოვდნენ დავალიანების დაფარვას. მოწმის განმარტებით, ხელშეკრულებებზე არსებული ხელმოწერები მას არ ეკუთვნის.
2.2. მოწმე ა------–------ის განმარტებით, იგი არის „--------------- გარე გაყიდვების მენეჯერი, სავაჭრო ცენტრ „---------–------------------ მაღაზიაში. მის ფუნქციაში შედის განვადების ხელშეკრულების გაფორმება და საკრედიტო ბარათების გაცემა. მოწმის განმარტებით, პიროვნების იდენტიფიცირებას ახდენს პირადობის მოწმობის მეშვეობით. მოცემულ შემთხვევაში, დაშვებული იქნა შეცდომა. აღმოჩნდა, რომ პირადობის მოწმობაზე არსებული მონაცემები არ შეესაბამებოდა კლიენტის პიროვნებას. ა------–------მა ბრალდებულს ჰკითხა დაბადების თარიღი და საცხოვრებელი ადგილი, რაზედაც ამ უკანასკნელმა სწორი პასუხი გასცა. ვინაიდან კლიენტი ბანკში რეგისტრირებული იყო, მოწმეს მისი დამატებითი გამოკითხვა არ უწარმოებია; შეავსო განაცხადი 3800 ლარზე, რომელიც დამტკიცდა და პიროვნებამ თანხა გაიტანა.
2.3. მოწმე ა-----------ის ჩვენების თანახმად, 2018 წელს მუშაობდა სს „------------–--, განვადების კოორდინატორად. სავაჭრო ცენტრ კ--------–--------------აში, „--------------- წარმომადგენელ ა------–------ის მიერ, განვადებით გაიცა „----------- ფირმის ტელევიზორი, 3000 ლარად (თვე და რიცხვი არ ახსოვს). კლიენტს არცერთი გადახდა არ განუხორციელებია. ბრალდებულმა ი-----–-------------ს პირადობის მოწმობის გამოყენებით შეავსო სესხის განაცხადი. ბანკის წარმომადგენელმა ვერ შეძლო კლიენტის იდენტიფიცირება წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, ხოლო ბანკს კლიენტის იდენტიფიცირებისთვის სხვა შესაძლებლობა არ გააჩნია.
2.4. მოწმე ს--–--------–------ის ჩვენებით, 2018 წელს მუშაობდა „-–-------------–--, სავაჭრო ცენტრ ,----------–-- განთავსებულ ერთ-ერთ მაღაზიაში, განვადების მენეჯერის პოზიციაზე. მოცემულ შემთხვევაში, მომხმარებელმა წარმოადგინა მაღაზიის მიერ გაცემული ინვოისი, შეავსებინა განაცხადი და სესხის დამტკიცების შემდეგ გაუფორმა ხელშეკრულება. ს--–--------–------ემ კლიენტს მოსთხოვა პირადობის მოწმობა, რითაც მოახდინა მისი იდენტიფიცირება; დაუსვა კითხვები საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების შესახებ, შეადარა პიროვნება მის მიერ წარმოდგენილ პირადობის მოწმობასთან და ეჭვი არ შეუტანია მის ნამდვილობაში. განაცხადის დამტკიცების შემდეგ, კლიენტმა ნივთი გაიტანა. მოწმის ჩვენების თანახმად, გამოძიების მიმდინარეობისას, მის მიმართ ზეწოლას ან იძულებას ადგილი არ ჰქონია. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მომხმარებლის განცხადება პროგრამულად ივსება. ბრალდებულმა დაუდასტურა ყველა ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა მისი დაბადებისა და საცხოვრებელ ადგილებს. მოწმემ, კლიენტს, ხელშეკრულების გაფორმებამდე გადაუღო ფოტო.
2.5. მოწმე ი-----–-----–--ის განმარტებით, 2018 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით, მუშაობდა „-–---------------- სათაო ოფისში, განვადების ჯგუფის კოორდინატორად; სესხის თაობაზე მოთხოვნის დამტკიცება მის ფუნქციაში არ შედიოდა. მოწმისთვის ცნობილია, რომ 2018 წლის თებერვლის თვეში, ი-----–-------------ს სახელით გაფორმდა განვადება. ვინაიდან კლიენტს თანხა არ ჰქონდა გადახდილი, სესხი ფიქსირდებოდა ვადაგადაცილებულად. გაირკვა, რომ განაცხადი აღნიშნული განვადების თაობაზე შეავსო სხვა პიროვნებამ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ განვადების მსურველი კლიენტის პიროვნების იდენტიფიცირება ხდება პირადობის მოწმობითა და განვადების მენეჯერის მიერ ფოტოსურათის გადაღებით. პიროვნების იდენტიფიკაციის სხვა მექანიზმი ბანკს არ გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში განვადების ოფიცრის მიერ შემოწმებულ იქნა ბრალდებულის მიერ წარდგენილი პირადობის მოწმობა, ასევე ბრალდებულს გადაუღო ფოტოსურათი. პირადობის მოწმობის და ფოტოსურათის ასლები თანდართული იქნა ხელშეკრულებაზე. მოწმემ დაადასტურა, რომ გამომძიებლის მიერ „-–------------------- ამოღებულ იქნა დოკუმენტაცია. პიროვნების იდენტიფიკაციაზე პასუხისმგებელია განვადების მენეჯერი. ხელშეკრულების გაფორმებისას, არასწორი მონაცემის შეყვანის შემთხვევაში, განაცხადის შევსებას მენეჯერი ვერ გააგრძელებდა.
2.6. მოწმე გ----------------–---ის განმარტებით, მუშაობს ვ-----–-----------ზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „---------–--, სადაც კლიენტებს ეხმარება განვადებით შეძენილი ნივთების რეალიზაციაში; ჯ----–------------ი გაიცნო ყოფილი თანამშრომლისგან - ა---------–----------ისგან. ბრალდებულმა სავაჭრო ცენტრ „---------–-- მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინა მობილური ტელეფონი (თვე და რიცხვი არ ახსოვს), რომლის რეალიზაციაშიც დაეხმარა. მეორე დღეს, გ----------------–---ი კვლავ შეხვდა ჯ----–------------ს, რომელმაც განვადებით გამოიტანა ტელევიზორი, თუმცა ნივთის გაყიდვა ბრალდებულისთვის სასურველ ფასში ვერ მოხერხდა. მოწმის განმარტებით, მას ჯ----–------------ის ამოცნობა შეუძლია. გამოძიების მიმდინარეობისას, მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან, მოწმემ ამოიცნო ბრალდებული. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას რაიმე სახის მინიშნებას ან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. გ----------------–---ი ადასტურებს მისი მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის სისწორეს.
2.7. ფოტოსურათით ამოცნობის 2018 წლის 29 მაისის ოქმის თანახმად, მოწმე გ----------------–---ის მიერ, მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოცნობილ იქნა ნომერ 3 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - ჯ----–------------ი, იერსახით, თვალებით, თმებით, ცხვირით, ტუჩებით, სახის მოყვანილობით.
2.8. მოწმე დ--------------–---ის ჩვენებით, ბრალდებული გაიცნო მისი ყოფილი თანამშრომლისგან - ა---------–----------ისგან; ჯ----–------------ს ორჯერ შეხვდა სავაჭრო ცენტრ „---------–-- - როდესაც ბრალდებული მის ძმასთან, დ--------------–---თან იმყოფებოდა. დ--------------–---ი ჯ----–------------ს დაეხმარა განვადებით გამოტანილი მობილური ტელეფონის რეალიზაციაში. რა ფირმის მობილური ტელეფონი გამოიტანა ჯ----–------------მა განვადებით და რა ფასად მოახდინეს მისი რეალიზაცია, მოწმისთვის უცნობია. დ--------------–---ისთვის ასევე ცნობილია, რომ ჯ----–------------მა „---------–-- შეიძინა სამსუნგის ფირმის ტელევიზორი. გაიყიდა თუ არა აღნიშნული ტელევიზორი, მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, მას ბრალდებულის ამოცნობა შეუძლია. გამოძიების მიმდინარეობისას, დ--------------–---მა ფოტოსურათით ამოიცნო ჯ----–------------ი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გამომძიებლის მხრიდან მასზე რაიმე ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია; ბრალდებული არის დაახლოებით 35-40 წლის, საშუალო აღნაგობის, აქვს ოდნავ ჭაღარა თმა.
2.9. ფოტოსურათით ამოცნობის 2018 წლის 29 მაისის ოქმის თანახმად, მოწმე დ--------------–---ის მიერ, მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოცნობილ იქნა ნომერ 4 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - ჯ----–------------ი, იერსახით, თვალებით, თმებით, ცხვირით, ტუჩებით, სახის მოყვანილობით.
2.10. მოწმე თ--------------------ის განმარტებით, არის ,------–-------- ჯგუფის დ------------ის სამსახურის თანამშრომელი; 2018 წელს ჯ----–------------ი მუშაობდა დ------------ის სამსახურში, მისი ზედამხედველობის ქვეშ, სპეციალურ ბრიგადაში. ბრალდებულის მოვალეობაში შედიოდა ვაგზლის მოედნის დ------------ა. ნივთის პოვნის შემთხვევაში დ------------ის სამსახურის წარმომადგენელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს ხელმძღვანელს, რომელიც თავის მხრივ აცნობებს საპატრულო პოლიციას. მოცემულ შემთხვევაში, ჯ----–------------ს ნაპოვნი ნივთი მასთან არ მიუტანია. მოწმის განმარტებით, ჯ----–------------ის ამოცნობა მას შეუძლია, თუმცა ბრალდებულის კონკრეტული ფიზიკურ მახასიათებლები დღეის მდგომარეობით არ ახსოვს.
2.11. 2018 წლის 29 მაისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შ-------------------------–-----------------–--------------------------ის დეტექტივების განყოფილების დეტექტივ - გამომძიებელ გ--–---------------ს მიერ, მოწმე გ----------------–---ის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა სავაჭრო ცენტრ „------------ მაღაზია ,---------–-- დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერი - 2----–-–----- თებერვლის 1---- საათიდან - 1---- საათამდე, სადაც დაფიქსირებულია მუქი ფერის კაპიშონიან ქურთუკში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც ასევე მუქი ფერის კაპიშონიან ქურთუკში ჩაცმულ მამაკაცთან ერთად (რომელსაც ქურთუკიდან უჩანს ზოლიანი მაისური), ესაუბრება კონსულტანტს. გარკვეული პროცედურების გავლისა და დოკუმენტაციის შევსების შემდეგ, კონსულტანტი გოგონა მობილურ ტელეფონს ათავსებს ყუთში და დოკუმენტებთან ერთად გადასცემს მუქი ფერის კაპიშონიან მამაკაცს, რომელსაც უჩანს ზოლიანი მაისური.
2.12. 2018 წლის 8 მაისის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შ-------------------------–-----------------–--------------------------ის დეტექტივების განყოფილების დეტექტივ - გამომძიებელ გ--–---------------ს მიერ, „--------------- წარმომადგენელ ი------------–--–--ისგან, ამოღებულ იქნა ი-----–-------------ს 2018 წლის 25 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები.
2.13. 2018 წლის 17 მაისის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შ-------------------------–-----------------–--------------------------ის დეტექტივების განყოფილების დეტექტივ - გამომძიებელ გ--–---------------ს მიერ, „-–---------------- წარმომადგენელ ნ-----–-–------–ისგან, ამოღებულ იქნა ი-----–-------------ს სახელზე შესრულებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები.
2.14. 2018 წლის 23 მაისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, საქართველოს შ-------------------------–-----------------–--------------------------ის დეტექტივების განყოფილების დეტექტივ - გამომძიებელ გ--–---------------ს მიერ, მაღაზია „-------------- გამოთხოვილ იქნა ი-----–-------------სთან გაფორმებულ, განვადების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
2.15. 2----–-–----- მაისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, საქართველოს შ-------------------------–-----------------–--------------------------ის დეტექტივების განყოფილების დეტექტივ - გამომძიებელ გ--–---------------ს მიერ, „------------------ გამოთხოვილ იქნა ი-----–-------------სთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
2.16. 2018 წლის 30 მაისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, საქართველოს შ-------------------------–-----------------–--------------------------ის დეტექტივების განყოფილების დეტექტივ - გამომძიებელ გ--–---------------ს მიერ, „-–------------------- გამოთხოვილ იქნა ი-----–-------------სთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
2.17. საქართველოს შ-------------------------–-----------------–--------------------------ის დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა - გ--–---------------მ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე. მოწმის განმარტებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო მოქალაქე ი-----–-------------ს განცხადების საფუძველზე, რომელიც მიუთითებდა, რომ მისი სახელითა და მონაცემების გამოყენებით შევსებული იყო სესხის განაცხადები და ერიცხებოდა დავალიანება. მოწმე აცხადებდა, რომ განვადება მას არ გაუფორმებია. დაიწყო გამოძიება და კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მიღებული ოპერატიული ინფორმაციისა და მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა ჯ----–------------ის პიროვნება. ბრალდებულის ოჯახის წევრებისგან მიღებული ინფორმაციით და საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტაციით დადგინდა, რომ ჯ----–------------მა დატოვა საქართველო.
2.18. საქართველოს შ-------------------------–-----------------–--------------------------ის დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა - დ----------------–---–მა დაადასტურა მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის სისწორე. მოწმის განმარტებით, ი-----–-------------ს პირადი მონაცემების გამოყენებით თაღლითობის ფაქტზე, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი უნდა ყოფილიყო 1----–--–- დაბადებული ჯ----–------------ი. დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულს ახლდნენ ძმები - გ------- და დ--------------–---ები და ა---------–----------ი. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ მოწმემ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას; სხვა საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
2.19. 2018 წლის 25 თებერვლის #---------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, რომელიც გაფორმდა „--------------- და ი-----–-------------ს შორის, კრედიტის თანხა შეადგენს 3800 ლარს, კრედიტის ვადა - 376 დღეს (12 გადახდას). ყოველთვიური გადასახდელი თანხა შეადგენს 318.57 ლარს. თანხის დანიშნულებას წარმოადგენს ი/მ „-------------–-------- სავაჭრო ობიექტიდან „----------- ფირმის ტელევიზორის შეძენა. ხელშეკრულებას ხელს აწერს ერთის მხრივ ,---------------- წარმომადგენელი ა------–------ი და მეორეს მხრივ - ი-----–-------------.
2.20. „--------------- 2018 წლის 28 მარტის ამონაწერით დასტურდება, რომ 2018 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით, ი-----–-------------ზე გაცემულია 3800 ლარი სესხის სახით.
2.21. 2018 წლის 28 მარტის „-–---------------- ამონაწერის თანახმად, ი-----–-------------ს სახელზე ფიქსირდება 2.136,48 ლარის გატანა.
2.22. მაღაზია ი.მ. ,--------------–-------- სახელზე, „--------------- 2018 წლის 25 თებერვლის მიმართვის თანახმად, ბანკი თხოვს მაღაზიას 3800 ღირებული ტელევიზორის, t------------------------ განვადებით გაფორმებას. ორგანიზაციის ანგარიშზე ჩაირიცხა 3.613.80 ლარი.
2.23. 2----–-–----- თებერვლის საბანკო მომსახურების შეძენის თაობაზე (განვადება) განაცხადის თანახმად, ი-----–-------------მ, „-–------------------- მიიღო 1978 ლარი (კრედიტის მოცულობა - 2136.24 ლარი) „------------ მოდელის მობილური ტელეფონის შესაძენად. განაცხადს ხელს აწერენ, ერთი მხრივ ი-----–-------------, მეორე მხრივ - „-–---------------- წარმომადგენელი.
2.24. 2----–-–----- თებერვლის #-------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის მთლიანი ოდენობა შეადგენს 2136.24 ლარს, მოქმედების ვადა - 12 თვე, ხელშეკრულებას ხელს აწერს ი-----–------------- და „ ლ---------------“ წარმომადგენელი.
2.25. საქართველოს შ------------------------------------------–----------ი დეპარტამენტის, 2018 წლის 30 მაისის #------- დასკვნის თანახმად, ი-----–-------------ს სახელით შესრულებული ხელმოწერები, სს „------------------ ამოღებულ 2018 წლის 25 თებერვლით დათარიღებულ საბანკო კრედიტის #--------------- ხელშეკრულებასა და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე, ასევე „-–------------------- ამოღებულ 2----–-–----- თებერვლით დათარიღებულ საბანკო კრედიტის #-------- ხელშეკრულებასა და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე, შესრულებულია არა ი-----–-------------ს, არამედ სხვა პირის მიერ.
2.26. ექსპერტმა - ს-------------–-–---–მა, სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2.27. მხარეთა მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა, ბრალდების მხარის სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში 5.3. პუნქტად მითითებული ვიდეოჩანაწერი, ერთ ცალ დისკზე.
2.28. სასამართლოსთვის უცნობია ბრალდებულ ჯ----–------------ის პოზიცია წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებაში. საქართველოში შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის /სამმართველოს/ სასაზღვრო მონიტორინგისა და რისკების შეფასების განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციით, ბრალდებულის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. „თბილისის აეროპორტის“-ს გავლით.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. სასამართლომ ასევე საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. სასამართლო, ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ჯ----–------------ის მიერ თაღლითობის ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ჩადენა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ჯ----–------------მა, განიზრახა რა სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლება, ი-----–-------------ს პირადობის მოწმობის გამოყენებით, 2----–-–----- თებერვალს და 25 თებერვალს გააკეთა განვადების განაცხადები „ლ-------------სა“ და „------------–--, ი-----–-------------ს სახელით მოაწერა ხელშეკრულებებს ხელი და მიისაკუთრა დამტკიცებული თანხები - 2136 ლარისა და 3624 ლარის ოდენობით.
3.8. საბოლოო დასკვნის მიღებამდე, სასამართლომ მოისმინა დაცვის მხარის პოზიცია და არ გაიზიარა მისი არგუმენტაცია ჯ----–------------ის უდანაშაულობის თაობაზე, კერძოდ:
დაცვის მხარის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა ჯ----–------------ის ბრალეულობაში. საქმეში არის მხოლოდ ბრალდებულის ფოტოსურათი და ჯ----–------------ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, ხოლო უშუალოდ ბრალდებულს გამოძიებამ ვერ მიაკვლია. მართალია მოწმეებმა გამოძიების ეტაპზე ფოტოსურათით ამოიცნეს ჯ----–------------ი, მაგრამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას სამივე მათგანმა განაცხადა, რომ დიდი დრო იყო გასული და ბრალდებულს ვერ აღწერდნენ ინდივიდუალური ნიშნებით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას და განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები - „თ-----------სა“ და „-–---------------- წარმომადგენელთა ჩვენებები, ვიდეოჩანაწერი, დ----- და გ----------------–---ის ჩვენებები, აღნიშნული ბანკებიდან და მაღაზიებიდან ამოღებული დოკუმენტაცია - ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ ჯ----–------------ის მონაწილეობას 2----–-–----- თებერვალსა და 25 თებერვალს, ი-----–-------------ს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოყენებით, ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებაში. ზემოაღნიშნული ჩვენებები, საბანკო დოკუმენტაცია და ვიდეოჩანაწერი ერთიანობაში ქმნიან მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რაც აუცილებელია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; ამასთან, რაიმე პირადი ინტერესი მოწმეთა მხრიდან ჯ----–------------ის მიმართ, რაც მათი ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა, საქმის არსებითი განხილვისას გამოვლენილი არ ყოფილა. გ------- და დ--------------–---ებმა დაკითხვისას აღნიშნეს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას, ფოტოსურათით თავისუფლად ამოიცნეს ჯ----–------------ი. საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას მათ მიმართ რაიმე სახის მინიშნებას ან მუქარას ადგილი არ ჰქონია. ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით, მოწმეებს დეტალურად არ ახსოვთ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები, მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს.
დაცვის მხარე ასევე მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული პიროვნება შესაძლებელია ჰგავდეს ფოტოზე ასახულ მამაკაცს, თუმცა უტყუარად ვერ დადასტურდება, რომ იგი აუცილებლად ჯ----–------------ია; იმ პირობებში, როდესაც არ ჩატარებულა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა, ბრალდებულის მონაწილეობა დანაშაულის ჩადენაში უტყუარად არ დასტურდება. სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის ხმარის აღნიშნული პოზიცია და განმარტავს, რომ სავაჭრო ცენტრ „------------ ვიდეოჩანაწერი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში („ლ---------------ა“ და „--------------- წარმომადგენელთა ჩვენებები, აღნიშნული ბანკებიდან ამოღებული დოკუმენტაცია, „-–------------------- ამოღებული ფოტოსურათი, ჯ----–------------ის თანმხლები გ----------------–---ისა და დ--------------–---ის ჩვენებები) იძლევა პიროვნების ეჭვგარეშე იდენტიფიკაციის საშუალებას. შესაბამისად, ის გარემოება, რომ ბრალდების მხარის მიერ არ დანიშნულა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა, თავისთავად არ გამორიცხავს ჯ----–------------ის მონაწილეობას დანაშაულის ჩადენაში. გამოკვლეული მტკიცებულებების გონივრული ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს ცალსახად დადგენილად მიაჩნია, რომ ჯ----–------------მა, ი-----–-------------ს პირადობის მოწმობის გამოყენებით, „------------–-- და „-–-------------–-- შეავსო განაცხადი ნივთის განვადების შეძენის მოთხოვნით და მოაწერა მას ხელი. ბრალდებულის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ჯ----–------------ი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ფულად თანხებს - 2136 და 3614 ლარის ოდენობით. დ--------------–---მა ცალსახად დაადასტურა, რომ ჯ----–------------მა სთხოვა დახმარება განვადებით გამოტანილი მობილური ტელეფონის რეალიზაციაში, რაც წარმატებით განახორციელა. მეორე დღეს ჯ----–------------მა კვლავ მიმართა თხოვნით, დახმარებოდა ასევე განვადებით გამოტანილი ტელევიზორის რეალიზაციაში. დ--------------–---მა, ბრალდებულისთვის სასურველ ფასად ტელევიზორის რეალიზაცია ვერ შეძლო, რის გამოც ჯ----–------------მა განვადებით გამოტანილი ნივთი წაიღო. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც გამოირიცხა ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებებში ი-----–-------------ს ხელმოწერის ფაქტი.
3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი. დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს მას ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი: დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს იგი ან/და მიიღოს უფლება ამ ქონებაზე. თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად ნებაყოფლობით გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქოსამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვისგან მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.
3.10. რაც შეეხება ჯ----–------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, სასამართლო ცალ-ცალკე მიმოიხილავს მათ:
· თაღლითობა, ე.ი. სხვისი ნივთის დაუფლება მოტუყუებით - საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულთაგან განსხვავებით, რომელთათვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას დამნაშავის მოქმედებას ინფორმაციული ხერხი აქვს. განსახილველ შემთხვევაში, ჯ----–------------მა სხვისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენებით გააფორმა ხელშეკრულება „ლ-------------თან“ და თ----------თან“, მიიღო ნივთის განვადების შეძენისთვის განკუთვნილი ფულადი თანხები - 2136 და 3614 ლარის ოდენობით, ი-----–-------------ს სახლით ხელი მოაწერა სესხის ხელშეკრულებებს და ზემოთაღნიშნული თანხები მართლსაწინააღმდეგოს მიისაკუთრა.
· თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილ მინიმალურ ზღვარს ბევრად აღემატება ის ზიანი, რაც გამოიწვია ჯ----–------------ის მიერ ჩადენილმა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებებმა. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებული ბანკების („თ-----------“ და „ლ-------------ი“) წარმომადგენელთა ჩვენებითა და ამოღებული დოკუმენტაციით ცალსახად დადგენილია, რომ ჯ----–------------ის მიერ განვადებით გამოტანილ იქნა ფულადი თანხა 2136 (ლ-------------ი) და 3614 (თ-----------) ოდენობით.
3.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.12. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალდებულ ჯ----–------------ის მიერ, მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, ჯ----–------------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ჯ----–------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ოთხიდან შვიდ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულებისთვის მიყენებულია მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, რაც არ არის ანაზღაურებული, ასევე მსჯავრდებული ძებნილია და უცნობია მისი ადგილსამყოფელი, რის გამოც სასამართლო ვერ შეაფასებს მის სოციალურ და ეკონომიკურ მდოგმარეობას, სასამართლო არ მსჯელობს სასჯელის ალტერნატიული ფორმის - ჯარიმის გამოყენებაზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოსთვის წინასწარ განჭვრეტადია სასჯელის - ჯარიმის აღუსრულებლობის პერსპექტივა.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელის დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
5.6. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ჯ----–------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივ ქცევაში მისი მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ----–------------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სანქციის ფარგლებში, თითოეული ეპიზოდისთვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით; ამასთან, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- ი-----–-------------ს 2018 წლის 25 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N---------------- ი-----–-------------ს 2----–-–----- თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N--------- შპს „--------------------- კონსულტანტ მ----------------–--ისგან გამოთხოვილი ინფორმაცია 01 (ერთი) ცალ DVD დისკზე; ,---------------- ანგარიშის ამონაწერი 01 (ერთი) ფურცლად; ,,ლ---------------“ ანგარიშის ამონაწერი 11 (თერთმეტი) ფურცლად; შპს „---------------- გამოთხოვილი ინფორმაცია 2 (ორი) ფურცლად, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ----–------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით (2----–-–----- თებერვლის ეპიზოდი);
2. ჯ----–------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით (2018 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი);
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 25 თებერვლის ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 2----–-–----- თებერვლის ეპიზოდისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ----–------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
4. მსჯავრდებულ ჯ----–------------ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
5. მსჯავრდებულ ჯ----–------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ი-----–-------------ს 2018 წლის 25 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N---------------- ი-----–-------------ს 2----–-–----- თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N--------- შპს „--------------------- კონსულტანტ მ----------------–--ისგან გამოთხოვილი ინფორმაცია 01 (ერთი) ცალ DVD დისკზე; ,---------------- ანგარიშის ამონაწერი 01 (ერთი) ფურცლად; ,,ლ---------------“ ანგარიშის ამონაწერი 11 (თერთმეტი) ფურცლად; შპს „---------------- გამოთხოვილი ინფორმაცია 2 (ორი) ფურცლად, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმეს;
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
8. განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით; განაჩენი დაცვის მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით, მსჯავრდებულის დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ან განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე