განაჩენი

სისხლის სამართლის 30.09.2019
საქმის ნომერი
120100119002936038
დავის ტიპი
177 3 გ , 177 2 ა
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2936038-1/092-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნ ა წ ი ლ ი

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

17.09.2019წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი -თამარ ტეფნაძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გ------------–---–---–-;

დაცვის მხარე - ბრალდებული - ბ--------------–--–---–- - საქართველოს მოქალაქე, დაბ.1--------- წელს, პ/ნ 1----------- ბ---------–-, მცხ. ბ---------- გ----------------–-- ქ----

ადვოკატი - ნ---------------–---–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის,,გ“ ქ/პუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის,,გ“ ქ/პუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 2 იანვარს, ბ--------------–--–---–-- უკანონოდ შეაღწია ქ. ბ---------–- შ------ ქ-----–- მდებარე ა-------------------ს საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თანხას 1900 ლარის და 700 ამერიკულ დოლარის ოდენობით და ოქროსა და ვერცხლის სამკაულს, რითაც დაზარალებულ ა------------------- მიაყენა 8862,25 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ასევე ფარულად და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ე-–-------------------- ოქროს სამკაულებს, რითაც დაზარალებულ ე-–------------------- მიაყენა 7370 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ბ--------------–--–---–- ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით.

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 28 დეკემბერს, ბ--------------–--–---–-- უკანონოდ შეაღწია ქ. ბ---------–- გ-------–---------–----------ში მდებარე ბ--------–------ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ფულად თანხას 100 ლარის ოდენობით და ოქროს სამკაულს, რითაც დაზარალებულ ნ-------------------ს მიაყენა 2000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ბ--------------–--–---–- ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით.

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ბ--------------–--–---–-- ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით.

 

დაზარალებულ ა-------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ ა------------------- ცხოვრობს ბ---------–- უბანში შ------------------–ი. მეუღლე ა---------------------ნ ერთად, ბიჭი ამერიკაში ჰყავს, გოგო გათხოვილია. 1 იანვარს სტუმრად ყავდა შვილი და სიძე, რომელიც მასთან დარჩა და 2 იანვარს რომ გააცილა შვილი და შვილიშვილი იქნებოდა დაახლოებით 3 საათი. შემდეგ სტუმრად წავიდნენ ის, მისი მეუღლე, მაზლი და მაზლისცოლი მათ უბანში პ-------------–------------. დაახლოებით 6 -ის ნახევარზე სახლიდან გავიდნენ 8 საათამდე. მოწმე კორპუსში ცხოვრობს მეორე სართულზე, რომ ავიდა შუქი აინთო და დაინახა რომ კლიტე დაზიანებული იყო და კარები გაჭყლეტილი. კარები რომ გააღო მარცხნივ საძინებელია, რომელიც მთლიანად იყო არეული ყველაფერი გადმოყრილი იყო. მოწმემ იცოდა რომ სახლში შესვლა არ შეიძლებოდა და ავიდა მესამე სართულზე სადაც ფ--------- ცხოვრობენ და უთხრა მომხდარის შესახებ, მეზობელმა უთხრა რომ არაფერო გაუგია, დარეკეს პოლიციაში და სანამ პოლიცია არ მოვიდა იქამდე სახლში არ შესულან. პოლიციასთან ერთად შევიდნენ სახლში და მაშინ აღმოაჩნეს რომ ყველაფერი წაღებული ქონდათ ყველა ძვირფასეულობა, ვერცხლეულობაც რაც კი კარგი რამ იყო, ფულიც რაც დანაზოგი ქონდა ეგეც წაღებული იყო.

საძინებელში კარადაში ორი ჩანთა იდო ერთი ყვითელი მეორე შავი ფერის. შავი ფერის ჩანთაში ფული იდო 1700 ლარი და 700 დოლარი, ხელფასი ქონდა აღებული და ჩანთიდანაც 200 ლარი იყო ამოღებული, ერთი ცალი 100 ლარიანი და დანარჩენი წვრილი კუპიურები. შვილის ოქროებიც მას ქონდა ქორწილზე ნაჩუქარი და ისინიც წაღებული იყო, დედამთლის ნაჩუქარი ძველი ოქრო იყო. ყვითელ ჩანთაში იდო მისი და მისი შვილის ოქრო, ცალ-ცალკე. შვილის ოქროს თავისთან იმიტომ ინახავდა რომ მის ქუჩაზე წყალდიდობა იყო და ეშინოდა რამე რომ მომხდარიყო და 1 წელია თავისთან ინახავდა მის ოქროებს.

წაღებული იყო 1900 ლარი, 700 დოლარი და ოქროულობა კერძოდ: ძველებური ოქროს საათი სამაჯურით 4 წითელი თვლით, ბრილიანტის ბეჭედი ანუ 6 ბეჭედი იყო - 2 ბრილიანტის თვლიანი, 2 ყვითელ თვლიანი იყო ერთი ....თვლიანი ეგეთი საყურეებიც ქონდა, 3 ცეპი ქონდა რომელიც 28-ში ქურდობა რომ იყო იქ აღმოჩნდა მისი ერთ-ერთი ნივთი და როგორ აღმოჩნდა არ იცის, 28-ში ქურდობა რომ მოხდა და ნივთები რომ ნახეს იმ ნივთებში აღმოჩნდა მისი ერთი ცეპი. ოქროს საყურეებია მარგალიტის თვლებით ოქროს ბეჭედი მარგალიტის თვლით, სამი ცეპი, 1 ჯვარი, კულონი - ფასები არ იცის და პოლიციაში მინიმალური ფასები დააწერინა, მისმა შვილმა კი იცის ფასები. ვერცხლის ცეპი თავისი ჯვრით მეორე ვერცხლის ჯვარი სულ ნაჩუქრები, ტროიკები, ამორჩეულები ყველაზე კარგები ვერცხლი იყო წაღებული და ბიჟუტერია რომელსაც ფასი არ აქვს ისინი დატოვებული იყო.

დაკითხვაზე რომ დაუძახეს და იმ ქალის ნივთები ამოიღეს და უთხრეს რომ იქ ბევრი ოქრო იყო და თავისი ნივთი იმ წუთში ამოიცნო მისი ნივთი პირველ რიგში გაწყვეტილი იყო და მაგით თან განსხვავებული იყო იმით რომ ბაჯაღლოს ფერი იყო და თან ზუსტად ეგეთი აქვს მის მაზლისცოლსაც. ამ ცეპსაც დანარჩენ ოქროებთან ერთად ინახავდა. ეხლა ძალიან დიდი ფასი არ ქონდა თხელი ცეპი იყო თან გაწყვეტილი იყო .

მოწმე ბრალდებულს არ იცნობს, მისი ქმარი იცნობს ადრე შეშაზე ეხმარებოდა. მის სახლშიც არ არის ნამყოფი.. შვილის ოქროებიც შეუძლია აღწერო მაგრამ ზუსტად რაოდენობა არ იცის. რაც მისი ნაყიდია, რაც ბებიებმა აჩუქეს და მისმა მულმა სკოლა რომ დაამთავრა ძველი ოქრო აჩუქა, დედამთილმა ოქროს ბეჭედი აჩუქა და სამაჯური და ცეპი თვითონ უყიდა, დანარჩენი ქორწილში მოუვიდა.

 

მოწმე განმარტავს რომ კონკრეტული ფაქტი არ დაუნახავს არ იცის ვინ იყო და ვინ გაქურდა.

პოლიციაში რომ დაუძახეს და ის ოქროები პირველი ქურდობა რომ იყო იმ ოქროებში იყო. იმ ქალმა მოწმეს უთხრა რომ ერთ-ერთი ოქრო ჩემი არ არისო მაგრამ არ უთქვამს ცეპი იყო ბეჭედი თუ საყურე. ამოცნობაზე იყვნენ მოწმე და მისი შვილი.

 

ე-–-------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ბ---------–-, 1 იანვარს დედამ და მამამ მიიწვიეს ის და მისი მეუღლე შვილთან ერთად მათ ახლდათ მეუღლის ბიძაშვილი, მივიდნენ იქეიფეს და მისი მეუღლე და ბიძაშვილი წავიდნენ და თავად დარჩა. მეორე დღეს დაახლოებით 3 საათზე მეუღლემ თავის ბიძაშვილთან ერთად მიაკითხა და დაახლოებით 3 საათისკენ დაბრუნდნენ სახლში, იცოდა რომ მისი მშობლები 6 საათისკენ აპირებდნენ მამის ბიძაშვილთან ვ-------------------ნ წასვლას. დაახლოებით 2 საათში მამამ დაურეკა და უთხრა რომ სახლი გაუტეხეს და მისულიყო მათთან.

მოწმე განმარტავს, რომ მათი სახლი არის მეწყრულ ზონაში, 2 წლის წინ მეწყერი წამოვიდა და გარაჟი დაგვიზიანდა, იფიქრა, რომ მისი ოქროები დედასთან უფრო დაცული იქნებოდა და მასთან ინახავდა. 3 ცალი ოქროს ე.წ სამეული - საყურე და ბეჭედი, ერთი იტალიური ,,ვერსაჩეს“ ფირმის ოქრო სადა ნაკეთობის გარშემო თვლებით, ღირებულება დაახლოებით 700 ლარი; მეორე სამეული ბეჭედი და საყურეები, შუაში არის თეთრ თვლიანი, მისი ღირებულებაა 900 ლარი; მესამე სამეული კალიცოს ფორმის ზედაპირის გაყოლებაზე დამაგრებული აქვს თეთრი ფერის ამოწეული დიდი თვალი, ღირებულება 800 ლარი; სამაჯური წვრილი ნაქსოვი მეტალებისგან შეკრული, ღირებულება არის 600 ლარი; ყელსაბამი ბრტყლად ნაქსოვი ყელზე მიბჯენილი ზომის, ღირებულება 1000 ლარი; 1 ცალი ოქროს კულონი პატარა ზომის თვლით ოვალური ფორმის, სიყვარულის ხის და მასზე არსებული წითელი, მწვანე და იასამნისფერი თვლებით, ღირებულება 60 ლარი; 2 ცალი პატარა ზომის ჯვარი - 1 არის ბრტყელი ფორმის ბრტყელი კიდეებით, ბოლოში არის მომრგვალებული, ღირებულება 200 ლარი; მეორე ჯვარი დუტის კონსტრუქციის, ზედ გამოსახული იესო, ღირებულება 200 ლარი; 2 ცალი ცეფი - 1 ცალი არის წვრილად ნაქსოვი, ღირებულება 100 ლარი, მეორე ცეფი ასევე არის წვრილად ნაქსოვი და ორ ადგილას აქვს სამ-სამი რგოლი, ღირებულება 1050 ლარი; 1 ცალი საყურე მრგვალი ფორმის, მარგალიტის თვლით, ღირებულება 300 ლარი; ოქროს 8 ცალი ბეჭედი, მათგან ერთ-ერთი არის კალიცოზე დასმული ბრჭყვიალა, შუაში პატარა ზომის თვლით, ღირებულება 250 ლარი,1 ბეჭედი არის წულპანის ფორმის, მაღალი თვლით და გვერდზე წვრილი თვლებით, ღირებულება 350 ლარი; ოქროს ბეჭედი ყვავილის თვლით , ღირებულება 30 ლარი; სადა ბეჭედი წითელი ფერის, მრავალწახნაგოვანი თვლით, ღირებულება 300 ლარი, ბეჭედი რომელიც ერთმანეთზე ზემოდან გადაბჯენილია, აქვს თეთრი, ყვითელი ფერის ოქროს ნაწილები, ღირებულება 400 ლარი; სადა ბეჭედი ზემოდან შუაში თეთრი ფერის თვლით, რომელსაც გარშემო წვრილი თეთრი თვლები აქვს, ღირებულება 400 ლარი; 2 ცალი არის ერთნაირი სადა ბეჭედი, ზემოდან მრგვალი დაკლაკნული თავით და შუაში თეთი თვლით, თითოეულის ღირებულება 250 ლარი; საერთო ღირებულება არის 7610 ლარი, ეს არის მინიმალური თანხა

 

მოწმე განმარტავს, რომ დათვალიერებაზე იყი სულ სამჯერ, პირველი მოწვევა იყო 3 იანვარს, მეორედ 10-ში და 11-ში. პირველ დათვალიერებაზე მიუტანეს შეფუთული პარკი, შიგნით იდო ბევრი ოქრო, თავისი ოქრო მანდ ვერ ამოიცნო, არ იყო მისი ოქრო არც ერთი, დედამისმა ამოიცნო თავისი ოქრო, რომ დაყარეს ოქროები მაშინვე იცნო და ამოიღო თავისი ბაჟაღლოსფერი შუაში გაწყვეტილი ოქრო, მოწმის ჩვენებით ბიცოლამისს აქვს ზუსტად ისეთი.

 

მოწმე განმარტავს, რომ მთელი სახლი არეული იყო და პირადად მან დაალაგა. ის კარადაც გაწმინდა რომლშიც ოქროები ინახებოდა.

 

ლ---–---------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 2 იანვარს მისი მაზლი ა------------------- მივიდა მასთან, ა---–-----–-, შ------ ქუჩაზე და წაიყვანა ნათესავთან ვ-–------------------------ ახალის წლის მისალოცად, დაახლოებით 7 საათზე ჩავიდნენ, გაჩერდნენ დაახლოებით 2 საათი, როდესაც დაბრუნდნენ მიიყვანა სახლში ა------- და თვითონ წავიდა მეუღლესთან ერთად თავის სახლში. მალევე დაურეკა ა------- ლ---–-- მეუღლეს და უთხრა, რომ სახლი იყო გაძარცვული, მაშინვე ჩავიდნენ, წაღებული იყო თანხა, ოქროულობა და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მის მაზლის ცოლმა ამოიცნო თავისი ცეფი, დედამთილმა ე------- ორივე რძალს აჩუქა იდეტური ცეფები და მან პოლიციაში მიიტანა შესადარებლად, ცეფი იგივენაირი აღმოჩნდა. თავისი ცეფი მიიტანა პოლიციაში ს--------------------- გადაუღეს ცეფს სურათები და დადასტურდა, რომ იგივენაირი ცეფი იყო. ჯერ ამოიცნო მისი მაზლის ცოლმა და შემდეგ ლ---–- გამოკითხეს პოლიციაში. სურათები რომ გადაუღეს ცეფს შემდეგ მოაწერინეს ხელი და გაუშვეს. ლ---–-- მისმა რძალმა ა------ უთხრა, რომ ცეფი ამოიცნო და ზუსტად იგივენაირი ცეფი რადგან ჰქონდა ლ---–-- შესადარებლად წაიღო პოლიციაში. პოლიციამ დაიბარა და მიიტანა ლ---–-მ ცეფი.

 

ა-–--------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 2 იანვარს ა-–--------------------- მეუღლე წავიდა თავისი და მეუღლესთან ერთად, წავიდნენ ნათესავთან, უკან დაბრუნებიდან დახლოებით 5 წუთში დაურეკა ძმამ, რომელმაც უთხრა, რომ სახლი იყო გაქურდული. მისი ინფორმაციით წაღებული იყო ფული, ოქროები. მისმა რძალმა ამოიცნო ოქრო. როგორც ა-–---------------------თვისაა ცნობილი დედამისს ჰქონდა 2 ცალი ერთნაირი ცეფი ნაყიდი და აჩუქა ორივე რძალს. მეორე ოქრო აქვს მის მეუღლეს. ამოცნობას არ შესწრებია.

 

ა-------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 1 იანვარს სტუმრები ჰყავდა თავისი გოგო, სიძე და სიძის ბიძაშვილი და იქეიფეს. მოგვიანებით სიძე და ბიძაშვილი წავიდნენ სახლში ტაქსით, გოგო და შვილიშვილი დარჩნენ მასთან სახლში. 2019 წლის 2 იანვარს სიძე და თავისი ბიძაშვილი მივიდნენ ა---------------------ნ გოგოს წასაყვანად, წავიდნენ დაახლოებით 3 საათზე. შემდეგ მან თავის გოგოს უთხრა, რომ წასულიყვნენ დეიდაშვილის რძლის სანახავად, რადგან ავად იყო. დაახლოებით 6 საათზე წავიდნენ, ახლოს ცხოვრობდნენ და მალევე ჩავიდნენ, ჩავიდნენ ადგილზე და 8 საათზე დაბრუნდნენ სახლში. დაბლა გააჩერა მანქანა, მეუღლეს გასაღები მისცა, წავიდა სახლის გასაღებად, როდესაც მივიდა სახლში ნახა რაც ხდებოდა, მეუღლემ უთხრა, რომ კარები იყო გატეხილი და ავიდა მეზობელთან, იქიდან პოლიციაში დარეკა და პოლიცია მივიდა ადგილზე. სახლიდან წაიღეს ფული - 700 დოლარი, 1700 ლარი, რომელსაც ა------------------- ინახავდა და მეუღლის ჩანთიდან მოიპარეს 200 ლარი, ასევე მეუღლის და შვილის ოქროულობა. მუშაობდა ბრალდებულთან ერთად. ა-------------------ს განმარტებით, ბ--------------–--–---–- საერთოდ არ ყოფილა მის სახლში.

 

ნ-------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 28 დეკემბერს საღამოს დაახლოებით 6 საათზე მთელი ოჯახი წავიდნენ ბ----------ს რაიონის სოფელ ტ------–-, მაზლის შვილი დაქორწინდა და საქეიფოდ წავიდნენ ის და მისი 13 წლის შვილი, სახლში დაბრუნდნენ ღამის 1-ის ნახევარზე, საერთოდ დაკეტვის შემდეგ ამოწმებს კარებს და ფანჯრებს, ამჯერადაც შეამოწმა, რკინის კარები ჩაკეტა და წავიდა, დაბრუნების შემდეგ მოარგო კარს გასაღები და არ გაიღო, იფიქრა რადგან ზამთარი იყო შესაძლოა გაყინულიყო კარები, შემდეგ მისმა მეუღლემ სცადა კარის გაღება, მაგრამ არ გაიღო. შემდეგ მეუღლე მივიდა სამზარეულოს ფანჯარასთან და ნახა, რომ მთლიანად გაღებული იყო, გადავიდა ფანჯრიდან, ნახა რომ კარები შიგნიდან იყო ჩაკეტილი და კარები გააღო შიგნიდან. იმ საკეტს გასაღებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მხოლოდ შიგნიდან კეტავენ როდესაც ღამდება. სახლში არ იყო არეულობა. რადგან კარები იყო შიგნიდან ჩაკეტილი დაეჭვდა და შევიდა საძინებელში, ნახე ოქროულობა, ლეიბის შიგნით ქონდა შენახული, ნაჭრის პარკში, როდესაც აწია ლეიბი დაინახა, რომ იქვე იყო დადებული ის ნაჭრის პარკი ცარიელი, ოქროულობა იქ აღარ იყო, კარადის უჯრაში ფურცელში ქონდა 2 ცალი 50 ლარიანი, კარადა რომ გავაღე არეულობა არ იყო, როდესაც აწია ტანსაცმელი ფურცელიც იქვე დახვდა ცარიელი, აღარ იყო ოქროულობა, შვილების ნათლობის 3 ცალი ჯვარი თავისი ცეფით, 1 ჯვარი არის წმინდა ნინოს გამოსახულებით და წვრილი ცეფი აქვს ოვალური საკიდით, მეორე ჯვარი და ცეფი არის ჩვეულებრივი, მასაც ოვალური საკიდი და წვრილი ცეფი აქვს და მესამე ჯვარი არის ბრტყელი, შედარებით მოზრდილი ფორმით, ქრისტეს გამოსახულებით და მსხვილი ნაქსოვი ძაფით, მისი მეუღლის ქორწინების ბაჯაღლოს კალიცო, 1 ბეჭედი 3 ბრჭყვიალა თვალით, 1 ბეჭედი იყო თვალამოგდებული, თვალი ცალკე იყო და ბეჭედი ცალკე, პატარა ოქროს კულონი, რომელსაც გულის ფორმის გამოსახულებები ჰქონდა და შიგნით პატარა ყვავილის ფორმის კულონი, 1 ცალირკალისებური საყურე დეფორმირებული, ხელის სამაჯურის პატარა ნაწყვეტი, რომელსაც შესაკრავი არ აქვს და გაწყვეტილი ნაქსოვი ცეფი, რომელსაც გადაბმულები ეტყობოდა ორგან და შესაკრავი არ ჰქონდა. დავრეკეთ პოლიციაში, რეაგირება მოხდა დაახლოებით 5-10 წუთში, მოვიდა პოლიცია, დაკითხეს შემდეგ მოვიდნენ ადგილზე ექსპერტები, ამოიღეს ნივთმტკიცებად ქაღალდის ფურცელი, რომელშიც ფული ჰქონდათ გახვეული და ნაჭრის პატარა პარკი, მათ თვალწინ დალუქეს მინის ქილებში, შემდეგ ჩადეს ცელოფნის პაკეტებში, მოაწერინეს ხელი და წავედნენ. ეს პროცედურა გაგრძელდა დილის 6 საათამდე.

 

ზიანი არ არის ანაზღაურებული და არც ყოფილა მცდელობა, დაახლოებით იყო 2000 ლარის ღირებულების, ბაჯაღლოს კალიცო არის 6-7 გრამიანი და ეს ძალიან ღირებულია და ჯვრებიც. ოქროულობა ნახა პოლიციაში. როდესაც ამოიღეს ეს ნივთები, დაურეკეს და დამიბარეს პოლიციის განყოფილებაში ნივთების ამოცნობაზე და ამოიცნო ჩემი ყველა ნივთი. რომლებიც იგივე მდგომარეობაში იყო, როგორიც დაკარგვამდე იყო.

 

ბ--------–------ ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს საღამოს 5 საათზე წავიდა სტუმრად ოჯახთან ერთად, იქიდან დაახლოებით 12 საათზე წამოვიდნენ. რომ მივიდნენ სახლში კარები გასაღებით აღარ გაიღო, შემდეგ ფანჯრიდან უნდა გადასულიყვნენ და ნახეს, რომ ფანჯარა ღია იყო. როდესაც გადავიდა ფანჯრიდან ნახა, რომ კარები შიგნიდან იყო გადაკეტილი. სახლს არეულობის კვალი არ ეტყობოდა. შემდეგ მისმა მეუღლემ ნახა ადგილი, სადაც ჰქონდა შენახული ჯვრები და ფული, რომელიც აღარ იყო, შემდეგ დარეკეს 112-ში, მივიდა პოლიცია, გამოიძახეს ექსპერტები და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, დალუქეს პაკეტებში რაღაცები, მოაწერინეს ხელი და წავიდნენ. ბინის შესასვლელი კარის საკეტი გარედან არ იკეტება. ბრალდებული ბ--------------–--–---–- არ იცნობს და საერთოდ არ ყოფილა მის ბინაში. საგამოძიებო მოქმედებები ხორცილდებოდა ექსპერტების და გამომძიებლების მიერ. სახლში არ იყო, შესაბამისად არ იცის ვინ ჩაიდინა ქურდობა, იმყოფებოდა სოფელში. სახლში მივიდა მეუღლესთან და სტუმრებთან ერთად. მეუღლემ აღმოაჩინა, რომ დაკარგული იყო ნივთები. რომელ ოთახში არ ნიმუში აიღეს არ იცის, თუმცა მის თვალწინ დალუქეს რაღაცები, დაინახა, რომ კარებებს უსვამდნენ ნივთიერებებს კვალის აღების მიზნით. ნივთების ამოცნობაზე მისი მეუღლე რამდენჯერმე იყო, ხოლო ბ--------–----- მეუღლესთან ერთად ერთხელ იყო. ბ--------–-----ამოიცნო ჯვრები და საქორწინო ბეჭედი. როდესაც მივიდნენ პოლიციაში ოქროები იყო მაგიდაზე გაშლილ მდგომარეობაში. ბ--------–-----სთან ბ--------------–--–---–-ს მეგობრები და ძმა იყვნენ მისულები და სთხოვეს, რომ ბრალდებულისთვის კანონით გათვალისწინებული შეღავათები გაეწიათ და გამოთქვა თანხმობა. პირადად ბ--------------–--–---–- არაფერი არ უთხოვია.

 

ი----------–--–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო ოქროულობა, რომელიც მას ედო ჯიბეში. აღნიშნული ოქროულობა იყო რამდენიმე სახეობის, რამდენიმე იყო მთლიანი, ზოგი გაწყვეტილ მდგომარეობაში, რომელიც ამოღების შემდეგ მის თვალწინ დალუქეს და ლუქზე ხელი მოაწერა. ი----------–--–---–-- თქმით ეს იყო ოჯახის ოქროები, მასთან იმიტომ აღმოჩნდა, რომ ბ--------------–--–---–- არ ჰქონდა ჯიბეები და ი------ მისცა აღნიშნული ოქროები. ჩხრეკა ჩატარდა დილით და იცოდა, რომ ოქროები ბ----------ს ოჯახის საკუთრება იყო. ი----------–--–---–- ჩხრეკისას ჰკითხეს ვისი იყო ოქროები და უპასუხა, რომ ბ--------------–--–---–-ს იყო. ბ--------------–--–---–- რა ჰკითხს არ იცის. შემდეგ ნივთები ნახა როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა გაშალეს მაგიდაზე.

 

დ------------------ ჩვენებით დადგენილია, რომ ბ--------------–--–---–- სჭირდებოდა ხელოსანი, კერძოდ ოქრომჭედელი და სწორედ მაშინ შეხვდა დ----------------- მას, ბ--------------–--–---–-- უთხრა, რომ ბავშვი ჰყავდა ცუდად და ნივთები უნდა გაეყიდა. იყო ორი ცეპი და ჯვრები. ის ნივთები, რომელიც აჩვენა ბ--------------–--–---–-- იყო დაზიანებულ მდგომარეობაში, რაზეც დ------------------ უთხრა მას, რომ დაზიანებულ ნივთებში ნაკლებს გადაუხდიდნენ. დააკავეს სამი ადამიანი, ეს იყო ის ნივთები, რომელიც წინა დღეს ბ-----ამ(ბ--------------–--–---–--) ანახა. დ----------------- ამჟამად არ მუშაობს და რადგან საქმე ეხებოდა ბავშვს, ამიტომაც მივიდა ბ-------------. დ----------------ს დედა ჰყავს ბ----------დან, იქ ჩადიოდა და აქედან გამომდინარე იცნობდა ბ---------- მას. როდესაც შეხვდა ბ--------------–--–---–-, მან ანახა მხოლოდ ორი ჯვარი და ორი ცეპი. დ------------------ როდესაც ნახა ბ--------------–--–---–-, ბ----------- ანახა მას ორი ცეპი და ორი ჯვარი, დ------- მას ურჩია, რომ თუ ნაკლებს გადაუხდიდნენ ოქროებში, მაშინ უკეთესი იქნებოდა გაეკეთებინა ოქრომჭედელთან დაზიანებული ცეპი და უფრო მეტ თანხას გადაუხდიდნენ. პირველ დღეს შეხვდა ბ---------- დაახლოებით 5 წუთით, რომელმაც სთხოვა დახმარება და მეორე დღეს შეხვდა ისევ, რომ მოეხდინათ ოქროების რეალიზაცია. შემდეგ მივიდა პოლიცია და დააკავეს. ბ--------------–--–---–---- და მასთან ერთად მყოფი გ---–----ნ ნახა ორი ცალი ცეპი და ორი ცალი ჯვარი და სწორედ ეს ნივთები იქნა დალუქული. ეს ნივთები დ------- ნახა პირველ დღეს, ასევე მაშინ, როდესაც პოლიციამ დააკავა 3 პიროვნება.

 

გამომძიებელ ნ-----–---------–--–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ ბ----------ს რაიონულ სამმართველოში 2019 წლის 02 იანვარს გამოძიება დაიწყო ქალაქ ბ----------ს შ------ ქუჩა N--–ი მდებარე ა-------------------ს საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე, რაზეც ნ-----–---------–--–---–-- მიერ 2019 წლის 09 იანვარს მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული ქურდობის ფაქტი უნდა ჩაედინათ ბ--------------–--–---–- და ი----------–--–---–-, რომლებიც იმყოფებოდნენ ქალაქ თ---–--–- მესამე პირთან - დ-------------------- ერთად, თან უნდა ჰქონოდათ აღნიშნული ბინიდან მოპარული, ნაქურდალი ნივთების ნაწილი, რომლის გასხვისებასაც აპირებდნენ, ხოლო დარჩენილი ნივთები უნდა შეენახათ ქალაქ რუსთავში მცხოვრები თ------------–---–-- ახლობელთან სახლში, რ--------- გზადკეცილზე მცხოვრები დ----------–--–---–-- სახლში და თავის საცხოვრებელ სახლში მ------------------–- და დამხმარე სათავსოებში. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე გატარდა შესაბამისი ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები ქალაქ თ---–--–-. აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მოახსენა ხელმძღვანელობას. სხვა მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. ფლობს ინფორმაციას, რომ ამოღებული იქნა ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ნაქურდალი ნივთების ნაწილი. რომელი ბინიდან რა იქნა ამოღებული არ ახსოვს.

 

ბრალდებულ ბ--------------–--–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბ--–-----ს ბინის ქურდობის ეპიზოდს აღიარებს. რაც შეეხება კ--------------- ბინის ქურდობას, რომელიც როგორც მოწმეების ჩვენებით დადგინდა რომ მოხდა 02 იანვარს, მოწმის განმარტებით იმ პერიოდში 31 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით ბ----------ს ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფებოდა.

ოქროს რაც შეეხება ი----------–--–---–-- ჯიბეში რაც იყო ბრალდებულის გარდა არავინ იცოდა რომ ეს ოქროები ნაქურდალი იყო. გ---–--–---–-- განმარტებით ბ--–-----ს ბინიდან ქურდობის შემდეგ 31-ში წავიდა თ---–--–- მაგრამ ნივთები არ წაუღია ისე იყო წასული. 31-ში წავიდა და 4 თუ 5 იანვრამდე თ---–--–- იყო, ბიძაშვილებთან ერთად იყო. ბრალდებული განმარტავს, რომ მისი ბიძაშვილისგან რა ოქროც ამოიღეს, პოლიციას უთხრა რომ ის ოქროები მისი იყო. ოქროებთან დაკავშირებით რომელიც მას ჰქონდა ოქრომჭედელს დაურეკა და უთხრა რომ საქმე ჰქონდა და შეხვედროდა და როცა ნახა უთხრა რომ დახმარება ჭირდებოდა ოქროების გაყიდვაში ან გადადნობაში რადგან ოჯახური პრობლემები ჰქონდა, აღნიშნულ პიროვნებას ბ----------დან იცნობს დედა ჰყავს ბორჯომელი. ბ--–-----ს ბინიდან რომ მოიპარა ოქროები და ბიძაშვილს გადასცა იქ კ------------- გაწყვეტილი ცეპი არ უნდა ყოფილიყო და ისიც გასარკვევია ეგ კ-------------ა თუ არა რომ იძახის ჩემიაო. ი----------–--–---–--– და დ-------ც აღნიშნა რომ მანდ არანაირი გაწყვეტილი ცეპი არ ყოფილა. არც იმ პაკეტში არ ყოფილა პოლიციელებმა რომ აჩვენეს. მოწმე განმარტავს რომ ზუსტად არ ახსოვს რამდენი ნივთი მოიპარა მაგრამ გაწყვეტილი ცეპი იქ არ ყოფილა.

 

2019 წლის 02 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ ბ---------–- შ------ ქ-----–- მდებარე სამ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე და ის წარმოადგენს ა-------------------ს საცხოვრებელ ბინას. საცხოვრებელ კორპუსს აქვს ერეთი სადარბაზო, რომელშიც შ------ ქუჩიდან შევდივართ. ა.კ------------- ბინა განთავსებულია მეორე სართულზე, ასასვლელი კიბის პირდაპირ, მარცხენა მხარეს, რომელსაც აქვს მოყავისფრო ერთფრთიანი მეტალოპლასტმასის კარები, მას საკეტი იატაკიდან 105 სმ-ის სიმაღლეზე აქვს, მის ზემოთ, იატაკიდან 120 სმ-ის სიმაღლეზე აქვს მეორე საკეტიც, თვითონ საკეტებს დაზიანება არ აღენიშნებათ. თავისუფლად იღება და იკეტება გასაღებით. დაბლა საკეტიდან ზედა საკეტამდე 41სმ-ის სიგრძით კარების კიდეს აღენიშნება დაზიანება, ჩაღუნვის სახით. კარებიდან შევდივართ ვიწრო დერეფანში, საიდანაც მარჯვენა მხარეს ხის აბაზანაში შესასვლელი, ხოლო მარცხენა მხარეს დიდი ზომის საძინებელ ოთახში, სადაც კარების პირდაპირ განთავსებულია ორადგილიანი საწოლი, რომლის ლოგინიც არეულია და სხვადასხვა ნივთებია ზემოდან დაყრილი, მათ შორის შავი ფერის და მოყვითალო ფერის ხელჩანთები, სხვადასხვა ფერის, სამკაულების ჩასადები, მუყაოს კოლოფები, ქაღალდის და პოლიეთილენის პაკეტები. საწოლის გვერდით მდგარ დაბალი ტუმბოს ორივე უჯრა გაღებულია და იქიდან ნივთებია გამოყრილი. კარების გასწვრივ კედელთან მდგარ ტრილიაჟზე დევს მოყავისფრო, პატარა ქილა, რომელსაც თავსახური მოხდილი აქვს, იქვე დევს პატარა ზომის, შავი ფერის, პლიეთილენის პარკი. ტრილიაჟის გასწვრივ განთავსებულია კარადა, რომლის ორივე კარები გაღებულია და თაროებზე ნივთები არეულია, ნაწილი კი ძირს არის გადმოყრილი, მის მოპირდაპირე კედელთან განთავსებულია ოთხგანყოფილებიანი კარადა, რომლის ოთხივე კარები გაღებულია, თაროებზე ნივთები არეულია, ხოლო ნაწილი ნივთების გადმოყრილია. საძინებელი ოთახიდან გავდივართ ზალის ოთახში, სადაც განთავსებულია დივანი, მაგიდები, კარადა და სხვა ავეჯი. კარადის საწყისი განყოფილების კარებები გაღებულია, შიგნით ნივთები არეულია, ხოლო ნივთების ნაწილი იატაკზეა გადმოყრილი. ზალის ოთახში სხვა ადგილი არეული არარის. ზალიდან მარჯვენა მხარეს არის პატარა ოთახი და სამზარეულო, რომელიც შესასვლელ დერეფანსაც უერთდება, ხოლო ზალიდან მარცხენა მხარეს არის კიდევ ერთი საძინებელი ოთახი, მის წინ კი ნახევრადღია აივანი. ბინის აღნიშნულ ფართში არეულობის კვალი არ შეიმჩნევა. ( ტ.1. ს.ფ.5-9)

 

2019 წლის 07 იანვრის N-------- ტრასოლოგური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი კარის ზედაპირზე არსებული დაზიანებები: - ღუნვის, ნაჭდევის, გასმისა და ნაკაწრების სახით განვითარებულია რაიმე მყარი, მკვრივი ზედაპირის მქონე საგანთან შეხება-ურთიერთქმედებით, ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ( ტ.1.ს.ფ.50-55)

 

2019 წლის 09 იანვრის ი----------–--–---–-- პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკის შედეგად ი. გ---–--–---–-- ქურთუკის (კურტკის) მარცხენა შიდა ჯიბიდან ამოღებული იქნა პატარა ზომის პოლიეთილენის პარკში შეკრული სამი ცალი ოქროს ბეჭედი, ერთი პატარა ზომის რგოლი საყურე, ერთი ცალი ოქროს კულონი, ერთი ცალი მოყვითალო ფერის თვალი, სამი ცალი ოქროს ჯვარი, ორი ცალი ოქროს ცეფი, რომლისგანაც ერთზე არის ერთი ოქროს ჯვარი შებმული და ერთზეც ერთი ცალი ჯვარი, ასევე სამი ცალი ოქროს ცეფი, რომლებიც ყველა არის გაწყვეტილ მდგომარეობაში და ერთი ცალი მცირე ზომის ნაწყვეტი 1 ცალი ოქროს ბაჯაღლოს რგოლი დეფორმირებულ მდგომარეობაში, რომელსაც შიგნიდან ორ ადგილზე აღენიშნება სინჯის ნომერი, ერთი ცალი სამთვლიანი ბეჭედი, რომლის რგოლიც არის ასევე დეფორმირებული, ერთი ცალი ბეჭედი, რომელსაც თავზე არ აქვს დამაგრებული თვალი და რომელიც არის ამოვარდნილი, 1 ცალი მცირე ზომის კულონი1 ცალი საყურე (რგოლი) დეფორმირებული, 1 ცალი მოყვითალო ფერის თვალი, 1 ცალი ცეპი, რომელზეც მიმაგრებულია ოქროს ჯვარი იესო ქრისტეს გამოსახულებით, ერთი ცეპი, რომელზეც მიმაგრებულია ორი ცალი დუტის ჯვარი, აქედან ერთი წმინდა ნინოს ჯვარი, ერთ ცალს არ აქვს შესაკრავი და გაწყვეტილია შუაში, ერთი ცალი ცეპი, რომელიც შეკრულია შესაკრავით და ასევე გაწყვეტილია შუაში, 1 ცალი მოყვითალო ფერის წვრილი ცეპი, რომელიც არის შეკრული და რომელიც ასევე გაწყვეტილია შუაში და ერთი ცალი პატარა ცეპი გაწყვეტილია, ( ტ.1.ს.ფ.90-93).

 

2019 წლის 09 იანვრის ქ.ბ---------–- გ. მ-------–-------------ში ბ--------------–--–---–-ს ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკის ჩატარების დროს არ ყოფილა მოსაძებნი საგნის განადგურების ან გადამალვის მცდელობა, ამასთანავე წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. ქ.ბ----------ს გ. მ-------–-------------ის საცხოვრებელი სახლში პირველი სართულის მისაღებ ოთახში განთავსებული ე.წ. ,,ტრილიაჟი“-დან ამოღებული იქნა გულის ფორმის წითელი ფერის კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია სამი ცალი სხვადასხვა ფორმის, ვერცხლის ფერის მეტალით დამზადებული, თვლიანი ბეჭდები და ერთი წყვილი ვერცხლის ფერი, ასევე ვერცხლის ფერი მეტალით დამზადებული საყურე. ასევე აღნიშნული ადგილიდან ამოღებული იქნა ვერცხლის ფერი მუყაოს მრგვალი ფორმის კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია ვერცხლის ფერი მომწვანო ფერის ერთ თვლიანი ბეჭედი, რომელიც მოთავსდა ერთ სპეც პაკეტში და დაილუქა, ასევე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის მარცხენა მხარეს განთავსებული პატარა ზომის მაგიდიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული თეთრ დაკეცილ ქაღალდში მომწვანო ფერის მცენარეული მასა დაფხვნილ მდგომარეობაში, ასევე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული იყო ყავისფერი პატარა ზომის მინის ქილა, რომელშიც მოთავსებული იყო 6 ცალი ოვალური ფორმის თეთრი ფერის აბები, რომლებიც მოთავსდა ერთ სპეც პაკეტში და დაილუქა, ასევე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან ხელმარჯვნივ განთავსებულ ხის უჯრებიდან მაგიდის დაბლა ბოლო უჯრიდან ამოღებული იქნა პლასტმასის პატარა ზომის კასრი, რომელიშიც ორ ცალ ცალ-ცალკე ქაღალდში მოთავსებული იყო მომწვანო ფერის მცენარეული მასა დაფხვნილ მდგომარეობაში, რომელიც მოთავსდა ერთ სპეც პაკეტში, ასევე მეორე სართულის შესასვლელი კარიდან პირდაპირ მდებარე საძინებელში საწოლის ზედაპირიდან ამოღებული იქნა საშუალო ზომის იასამნის და ყავისფერებით გაწყობილი, ელვა-შესაკრავით, ნაჭრის ე.წ. ,,კოსმეტიჩკაჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო 4 ცალი სხვადასხვა ფორმის და ზომის ბეჭდები, 1 წყვილი რკალის ფორმის საყურე, ერთი ცალი პატარა ზომის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული საშუალო ზომის წინა მხარეს მოქარგული, ოქროს ფერი ჯვარი თავისივე მრგვალი საკეტით. აღნიშნული ჩანთა მოთავსდა თავისივე ნივთებთან ერთად ( ტ.1. ს.ფ. 113-120)

 

2019 წლის 09 იანვრის სუნის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ სუნის ნიმუშის აღება მიმდინარეობდა მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში, დახურულ სივრცეში, ბ--------------–--–---–-საგან, მისივე თანხმობით. ქ. თ---–--–-, მ---------------ში მდებარე კინოლოგის სამსახურში, ბრალდებულ ბ--------------–--–---–-საგან აღებული იქნა სუნის კვალის ნიმუში, კერძოდ, სტერილური დოლბანდები მოთავსდა ბ--------------–--–---–-ს ოთხივე ხელის გულებში 15 წუთის განმავლობაში, რის შედეგადაც სტერილური დოლბანდები მოთავსდა 0,5 ლიტრი ტევადობის მინის ქილაში და დაილუქა სათანადო წესით. ( ტ.1.ს.ფ.134-136)

 

2019 წლის 10 იანვრის ეროვნული ბანკის ვებ-გვერდის დათვალიერების შესახებ ოქმით დადგენილია, რომ შსს ბ----------ს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ი---------------- შეადგინა აღნიშნული ოქმი მასზედ, რომ მის მიერ ინტერნეტის საშუალებით დათვალიერებული იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის, ლარის მიმართ უცხოური ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსის გვერდი, რომლის თანახმადაც 2019 წლის 02 იანვრის მდგომარეობით 1 აშშ დოლარის ღირებულება შეადგენდა 2.6675 ლარს. ( ტ.1.ს.ფ.196)

 

2019 წლის 10 იანვრის მტკიცებულებების მიღება- ჩაბარების ოქმით დადგენილია, რომ შსს ბ----------ს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ი---------------- შედგინა აღნიშნული ოქმი მასზედ, რომ 2019 წლის 10 იანვრის N 6---- სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, სისხლის სამართლის N020291218001 საქმეზე დართვის მიზნით დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ მ----------------- გადასცა მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N020020119004 საქმეზე, ბრალდებულის სახით დაკავებულ ი----------–--–---–-- პირადი ჩხრეკის დროს და ბ--------------–--–---–-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები, ( ტ.1.ს.ფ.195)

 

2019 წლის 10 იანვრის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედება ნივთიერი მტკიცებულებების გახსნა და დათვალიერება მიმდინარეობდა შსს ბ----------ს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, ბუნებრივი განათების პირობებში, მშვიდ გარემოში, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნამდე შემოწმებული იქნა ბრალდებულის სახით დაკავებულ ი----------–--–---–-- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული საშუალების სპეცპაკეტის მთლიანობა, რომლის მთლიანობა დარღვეული არ არის, პაკეტს გარედან აღენიშნება წარწერები და შესრულებულია ხელმოწერები, სპეცპაკეტის გახსნა მოხდა ექსპერტ გ------------------- და ქ. ბ---------–- შ------ ქ-----–- მცხოვრებ ე-–----- და ა----- კ--------------- მონაწილეობით, სპეც პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა მცირე ზომის პატარა პოლიეთილენის პარკი, 1 ცალი ოქროს (ბაჯაღლოს) რგოლი დეფორმირებულ მდგომარეობაში, რომელსაც შიგნიდან ორ ადგილზე აღენიშნება სინჯის ნომერი. 1 ცალი სამ თვლიანი ბეჭედი, რომლის რგოლიც ასევე არის დეფორმირებული და თვალთან რგოლი არის გატეხილი. 1 ცალი ბეჭედი, რომელსაც თავზე აქვს კონუსური ფორმის თვლის ადგილი, მაგრამ არ აქვს დამაგრებული თვალი, 1 ცალი მცირე ზომის კულონი შუაში ყვავილის გამოსახულებით და ყვავილის გარშემო აქვს გულის ფორმების მაგვარი ფიგურები, ასევე ცეპზე დასაკიდი აქვს ოვალური ფორმის რგოლი. 1 ცალი ოქროს რკალი საყურე (რგოლი) დეფორმირებული, 1 ცალი მოყვითალო ფერის მცირე ზომის კონუსური ფორმის მრავალწახნაგა რგოლი, 1 ცალი ჯაჭვის მაგვარი ნაქსოვი ცეპი, რომელზეც მიმაგრებულია ოქროს ჯვარი იესოს გამოსახულებით, რომელსაც აქვს ოვალური ფორმის ცეპზე საკიდი და საკიდს ერთ მხარეს აქვს მცირე ნაჩხაპნი, 1 ცალი ჯაჭვის მაგვარი ნაქსოვი წვრილი ცეპი, რომელზეც მიმაგრებულია 2 ცალი ე.წ. დუტის ოქროს ჯვარი, რომელტაგან ერთი არის წმინდა ნინოს სახელობის ჯვარი, რომელიც დამზადებულია წვრილი მილისებრი ფორმის მასალით, რომელსაც შუაში ზედ ჯვრის ადგილზე აქვს გამოკვეთილი ნახვევის ფორმა, რომელიც შემდეგ ჩასდევს ნახევრამდე ორ ხაზად ჯვრის ქვედა ნაწილზე, ასევე ჯვრის ქვედა მხარე არის ოდნავ შეღუნული, ცეპზე დასაკიდი რგოლი არის დეფორმირებული, მეორე ჯვარი არის მრგვალი ოქროს წვრილი მილებისგან დამზადებული, რომელსაც დაბოლოებები აქვს ცერი ფორმის, ასევე ხსენებულ ჯვარსაც ქვედა და ზედა ნაწილებში აღენიშნება მილის შეღუნული ადგილები, 1 ცალი გახეხილი ცეპი, რომელსაც არ აქვს შესაკრავები და გაწყვეტილია შუაში. 1 ცალი ჯაჭვის მაგვარი ნაქსოვი წვრილი ბაჯაღლოს ოქროს ფერი ცეპი, რომელიც შეკრულია შესაკრავებით და გაწყვეტილია შუა ნაწილში, ასევე 1 ცალი პატარა მოყვითალო ფერის ჯაჭვის მაგვარი ნაქსოვი ცეპის ნაწყვეტი, რომელსაც არც ერთ დაბოლოებაზე შესაკრავი არ აქვს, სპეცპაკეტიდან ამოღებულ ზ/აღნიშნულ სამკაულებს დააკვირდნენ ე-–----- და ა----- კ--------------- დაათვალიერეს ყურადღებით, რის შემდეგაც ა----- კ------------- განაცხადა, რომ წარდგენილი სამკაულებიდან მისი კუთვნილი არის 1 ცალი ჯაჭვის მაგვარი ნაქსოვი წვრილი ბაჯაღლო ოქროს ფერი ცეპი, რომელიც შეკრულია შესაკრავებით და გაწყვეტილია შუა ნაწილში, მისი განმარტებით აღნიშნული ცეპი მას აჩუქა თავისმა აწ გარდაცვლილმა დედამთილმა ე------ კ------------- წლების წინ და სწორედ ისეთ მდგომარეობაში ინახავდა სახლში, როგორც წარმოდგენილი სახით არის, აღნიშნული ოქროს ცეპიც მას მოპარეს სხვა სამკაულებთან ერთად სახლიდან 2019 წლის 02 იანვარს. დათვალიერების შემდეგ ა-------------------- მიერ ამოცნობილი ერთი ცალი ჯაჭვის მაგვარი ნაქსოვი წვრილი ბაჯაღლო ოქროს ფერი ცეპი დაილუქა ექსპერტის მიერ ერთ ცალ სპეცპაკეტში ( ტ.1.ს.ფ.199-200)

 

2019 წლის 10 იანვრის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედება ნივთიერი მტკიცებულებების გახსნა და დათვალიერება მიმდინარეობდა შსს ბ----------ს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, ბუნებრივი განათების პირობებში, მშვიდ გარემოში, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნამდე შემოწმებული იქნა ბრალდებულის სახით დაკავებულ ბესარიონ გ---–--–---–-- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული სამკაულების სპეცპაკეტის მთლიანობა, რომელთა მთლიანობა დარღვეული არ არის, პაკეტს გარედან აღენიშნება წარწერები და შესრულებულია ხელმოწერები, სპეცპაკეტის გახსნა მოხდა ექსპერტ-კრიმინალისტ გ------------------- და ქ. ბ---------–- შ------ ქ-----–- მცხოვრებ ე-–----- და ა----- კ--------------- მონაწილეობით, სპეც პაკეტში გახსნისას მასში აღმოჩნდა ორი ცალი კოლოფი, ერთი ცალი არის მოწითალო ფერის გულის ფორმის, ზედა მხრიდან თვლებით გაწყობილი სამკაულების შესანახი ყუთი, რომელშიც მოთავსებულია სამი ცალი ვერცხლის ფერი ბეჭდები და ერთი წყვილი ვერცხლის ფერი და ერთი წყვილი მრგვალი ფორმის ბრჭყვიალა საყურე. მეორე კოლოფი არის ცილინდრული ფორმის ვერცხლის ფერი, რომელშიც მოთავსებულია ვერცხლის ფერი ბეჭედი, რომელსაც ზედა მხრიდან აქვს მოზრდილი ზომის მწვანე ფერის თვალი, ხოლო მეორე პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა ნაჭრის ხელჩანთა, რომელსაც აქვს ელვა-შესაკრავი, ხელჩანთაში მოთავსებულია 4 ცალი სხვადასხვა ფორმის ვერცხლისფერი ბეწედი, ერთი წყვილი ოქროს ფერი რკალის ფორმის საყურე, ერთი ცალი საშუალო ზომის ბრტყელი ოქროსფერი ჯვარი, წინა მხარეს აღენიშნება ნაქარგები და ასევე აქვს ცეპზე დასაკიდებელი რგოლი. სპეცპაკეტებიდან ამოღებულ ზ/აღნიშნულ სამკაულებს დათვალიერებული ნივთებიდან არცერთი ნივთი არ არის მათი კუთვნილი რომლებიც მათ მოპარეს საცხოვრებელი სახლიდან 2019 წლის 02 იანვარს. დათვალიერების შემდეგ ზ/აღნიშნული ნივთები დაილუქა ერთ ცალ სპეც პაკეტში ( ტ.1. ს.ფ. 201-202)

 

2019 წლის 11 იანვრის N-------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის N020020119004 საქმეზე, ბ---------–-, შ------ ქუჩა N--–ი, მდებარე ა-------------------ს საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები არაიდენტურია ბ--------------–--–---–-საგან და ი----------–--–---–--აგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.( ტ.2. ს.ფ.9-12)

 

2019 წლის 11 იანვრის N----- დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ:

1. - სს N020020119004 საქმეზე, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხელის თითის კვლები (კვალი N1 და კვალი N2) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია, ხოლო ხელის კვალი გადატანილი დაქტილოფირებზე ზომებით: 51მმX53მმ, 51მმX53მმ, 42მმX79მმ, - პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

2. - იდენტიფიკაციისათვის ვარგისი კვლებიდან: - კვალი N1 - იდენტურია - 1--------- წელს დაბადებული ა-------–--- ძე კ------------- მარცხენა ხელის არათითის ანაბეჭდის ნიმუშის, ხოლო კვალი N2 - იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი 1--------- წ/დაბადებული - ბ--------------------- ძე გ---–--–---–-- მარცხენა ხელის არათითის ანაბეჭდის ნიმუშის.

3. - ბაზაში შედარებისას - 1---------- წელს დაბადებული ა-------–--- ძე კ-------------, 0--------- წელს დაბადებული ა----- ვ-–---------- ასული კ------------- და 1--------- წელს დაბადებული ე-–----- ა------- ასული კ------------- ხელის ანაბეჭდების იდენტური ანაბეჭდები და სხვა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.( ტ.2.ს.ფ.13-25)

 

2018 წლის 29 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბ---------–-, გ-------–---------–-------------ში, ბ--------–------ საცხოვრებელ ბინაში, სადაც მივდივართ ცენტრალური სავალი საავტომობილო გზით. შემთხვევის ადგილი წარმოადგენს 5 სართულიან კაპიტალურ შენობას, ხოლო ბ--------–------ საცხოვრებელი ბინა განთავსებულია შენობის პირველ სართულზე, სადაც ავდივართ 4 საფეხურის ავლით აივანზე, რომელიც არის რკინა ბეტონის და ბინის ნახევარს აქვს გარშემო შემორტყმული აივნის პირდაპირ განთავსებულია შესასვლელი ლითონის კარები მისი გავლით შევდივართ საცხოვრებელი ბინის შესასვლელი პატარა ზომის შესასვლელი ოთახში, სადაც განთავსებულია ტანსაცმლის საკიდები და ფეხსაცმლის კარადები, ხელმარჯვნივ მეტალო პლასტიკატის კარების გავლით შევდივართ აბაზანაში, სადაც განთავსებულია აბაზანის მთლიანი მოწყობილობა. მისაღები პატარა ზომის ოთახიდან პირდაპირ ბინას ბოლო კედლის სიგრძეზე არის კორიდორი სადაც, ხელმარჯვნივ განთავსებულია სამზარეულო, სამზარეულოში კედელზე მიმაგრებულია ხის შკაფები, სადაც აწყვია სხვადასხვა სახის ჭურჭელი, ასევე დევს მაცივარი სარეცხი მანქანა და პატარა ზომის ხის მაგიდა თავისი სკამებით, სამზარეულოში შესასვლელი კარიდან პირდაპირ კედელში ჩამოკიდებული მეტალოპლასტმასის ფანჯარა, სადაც ერთი ფანჯარა არის ღია მდგომარეობაში, სადაც მოხდა აღნიშნულ ბინაში შემოწმება მეტალოპასტმასის ჩარჩო იქნა დამუშავებული სპეციალური ფხვნილებით და ერთ ცარიელ ფირზე ამოღებული იქნა თითის კვალი. კედლიდან ხელმარჯვნივ განთავსებულია მისაღები ოთახი, სადაც განთავსებულია ტყავის მდივანი-კრესლოები, საწოლი, პლაზმური ტელევიზორი, მინის პატარა ზომის მაგიდა და დიდი ზომის ხის მაგიდა თავისი სკამებით, მისაღები ოთახიდან ხელმარცხნივ ხის კარის გავლით, შევდივართ საძინებელში, სადაც ხელმარცხნივ კედელთან დგას ხის ორ საწოლიანი საწოლი, ასევე მარჯვნივ დგას ხის კარადა და საძინებლის ინვენტარი, მისაღები ოთახიდან ისევ გამოვდივართ აღნიშნულ კორიდორში და ჩავდივართ ბოლოში, სადაც ხელმარცხნივ ხის კარის გავლით შევდივართ საშუალო ზომის საძინებელში, სადაც ხელმარცხნივ კედელთან დგას ხის საწოლი, რომელზეც არის მატრასი, საბანი და ზემოდან ზეწარი. საწოლის ბოლოში მარჯვენა კუთხეში დევს ჭრელი პატარა ზომის მოყავისფრო ფერის შეკერილი ტომარა, რაშიც იდო სამი ცალი ოქროს ჯვარი, თავისი ოქროს ცეპებით, 1 ცალი ბაჯაღლოს კალიცო, 1 ცალი პატარა ზომის ოქროს კულონი, საიდანაც მოხდა აღნიშნულის ქურდობა. პატარა ზომის მოყავისფრო ტომარა იქნა კინოლოგის მიერ ამოღებული, რომელიც მოთავსდა მინის ქილაში, სპეც ნახშირში და დაილუქა. ასევე ოთახში განთავსებულია ხის მოყავისფრო ფერის კარადა, რომლის ერთი კარი არსი რია მდგომარეობაში, ხოლო პირველ თაროზე დევს თეთრი ფერის რვეულის ფურცელი, სადაც იდო ორი ცალი 50 ლარიანი დაკეცილ მდგომარეობაში და მოხდა აღნიშნული თანხის ქურდობა, ხოლო ქაღალდი იდო ადგილზე, ზემოთ აღნიშნული ქაღალდი კინოლოგის მიერ სპეც ქილაში მოთავსდა, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად. ასევე ამოღებული იქნა ექსპერტის მიერ აღნიშნული კარადის კარებიდან 2 ცალი თითის კვალი, თითო-თითო დაქტილო ფირზე, შემდეგ სამივე დაქტილო ფირი მოთავსდა კონვერტში და დაილუქა. დათვალიერების შედეგად სხვა რაიმე მტკიცებულება ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.( ტ.2.ს.ფ.58-62)

 

2018 წლის 31 დეკემბრის N------ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ:

1. - სს N020291218001 საქმეზე, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხელის თითის კვლები (კვალი N1, კვალი N2 და კვალი N3) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

2. - ხელის თითის კვლები: კვალი N1-ის , კვალი N2-ის და კვალი N3-ის იდენტური ანაბეჭდები და სხვა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვალი დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.( ტ.2.ს.ფ.72-77)

 

2019 წლის 08 იანვრის N----- დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ

1. - სს N020291218001 საქმეზე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი კვალი N2 იდენტურის ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2--------- წ/დაბადებული ნ---------------------–---------------- მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის.

2. სს N020241218002 საქმეზე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი კვალი N1 და N3 - არ არის იდენტური ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 3--------- წელს დაბადებული ბ-------------- ძე ბ--–-----ს და 2--------- წელს დაბადებული ნ---------------------–---------------- ხელის თითის ანაბეჭდების.

 

3. - ბაზაში შედარებისას - 3--------- წელს დაბადებული ბ-------------- ძე ბ--–-----ს და 2--------- წელს დაბადებული ნ---------------------–---------------- ხელის ანაბეჭდების იდენტური ანაბეჭდები და სხვა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.( ტ.2.ს.ფ.91-97)

 

2019 წლის 10 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედება ნივთიერი მტკიცებულების გახსნა და დათვალიერება მიმდინარეობდა შსს ბ----------ს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, ბუნებრივი განათების პირობებში, მშვიდ გარემოში, ნივთიერი მტკიცებულების გახსნამდე შემოწმებული იქნა სისხლის სამართლის N:020020119004 საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულ ბ--------------–--–---–-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული სამკაულების სპეცპაკეტის მთლიანობა, რომლის მთლიანობა დარღვეული არ არის, სპეცპაკეტს აღენიშნება წარწერები და ზედ შესრულებულია ხელმოწერები, ლუქსის გახსნა მოხდა ექსპერტ თ------------------ და ქ. ბ---------–- ხ-------–--------------ში მცხოვრებ ნ-------------------ს მონაწილეობით, დალუქული სპეცპაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა ორი ცალი ორიცალი კოლოფი და ერთი ცალი ნაჭრის ხელჩანთა, ყუთებიდან ერთი ცალი არის მოწითალო ფერის გულის ფორმის,ზედა მხრიდან თვლებით გაწყობილი სამკაულების შესანახი ყუთი, რომელშიც მოთავსებულია სამი ცალი ვერცხლის ფერის ბეჭდი, რომელსაც ზედა მხრიდან თვლებით გაწყობილი სამკაულების შესანახი ყუთი , რომელშიც მოთავსებულია სამი ცალი ვერცხლის ფერი ბეჭედი და ერთი წყვილი მრგვალი ფორმის ბრჭყვიალა საყურე, მეორე კოლოფი არის ცილინდრული ფორმის ვერცხლის ფერი, რომელშიც მოთავსებულია ვერცხლის ფერი ბეჭედი, რომელსაც ზედა მხრიდან აქვს მოზრდილი ზომის მწვანე ფერის თვალი, ნაჭრის ხელჩანთას აქვს ელვა შესაკრავი, ხელჩანთაში მოთავსებულია 4 ცალი სხვადასხვა ფორმის ვერცხლისფერი ბეჭედი, ერთი წყვილი ოქროს ფერი რკალის ფორმის საყურე, ერთი ცალი საშუალო ზომის ბრტყელი ოქროსფერი ჯვარი, რომელსაც წინა მხარეს აღენიშნება ნაქარგები და ასევე აქვს ცეპზე დასაკიდებელი რგოლი. სპეცპაკეტიდან ამოღებულ ზ/აღნიშნულ სამკაულებს დააკვირდა ნ------------------- და განაცხადა, რომ მისი მონაწილეობით დათვალიერებული ნივთებიდან არცერთი ნივთი არ არის მისი კუთვნილი რომელიც მოპარულია დათვალიერების შემდეგ 2018 წლის 29 დეკემბერს. დათვალიერების შემდეგ დათვალიერებული ნივთები დაილუქა ექსპერტის მიერ ერთ ცალი სპეცპაკეტში.( ტ.2. ს.ფ.130-131)

 

2019 წლის 10 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედება ნივთიერი მტკიცებულების გახსნა და დათვალიერება მიმდინარეობდა შსს ბ----------ს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საღამოს ხელოვნური განათების პირობებში, მშვიდ გარემოში, ნივთიერი მტკიცებულების გახსნამდე შემოწმებული იქნა სისხლის სამართლის N:020020119004 საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულ ი----------–--–---–-- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული სამკაულების სპეცპაკეტის, რომლის მთლიანობა დარღვეული არ არის, ლუქს გარედან აღენიშნება წარწერები და ზედ შესრულებულია ხელმოწერები, სპეცპაკეტის გახსნა მოხდა ექსპერტ თ------------------ და ქ. ბ---------–- ხ-------–--------------ში მცხოვრებ ნ-------------------ს მონაწილეობით, დალუქული სპეცპაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა მცირე ზომის პატარა პოლიეთილენის პარკი, ერთი ცალი ოქროს (ბაჯაღლოს) რგოლი დეფორმირებულ მდგომარეობაში, რომელსაც შიგნიდან ორ ადგილზე აღენიშნება სინჯის ნომერი, 1 ცალი სამ თვლიანი ბეჭედი, რომლის რგოლიც ასევე არის დეფორმირებული და თვალთან რგოლი არის გატეხილი, 1 ცალი ბეჭედი, რომელსაც თავზე აქვს კონუსური ფორმის თვლის ადგილი, მაგრამ არ აქვს დამაგრებული თვალი, 1 ცალი მცირე ზომის კულონი შუაში ყვავილის გამოსახულებით და ყვავილის გარშემო აქვს გულის ფორმების მაგვარი ფიგურები, ასევე ცეპზე დასაკიდი აქვს ოვალური ფორმის რგოლი, 1 ცალი ოქროს რკალი საყურე (რგოლი) დეფორმირებული, 1 ცალი მოყვითალო ფერის მცირე ზომის კონუსური ფორმის მრავალწახნაგა თვალი, 1 ცალი ჯაჭვის მაგვარი ნაქსოვი ცეპი, რომელზეც მიმაგრებულია ოქროს ჯვარი იესოს გამოსახულებით, რომელსაც აქვს ოვალური ფორმის ცეპზე საკიდი და საკიდს ერთ მხარეს აქვს მცირე ნაჩხაპნი, 1 ცალი ჯაჭვის მაგვარი წვრილი ცეპი, რომელზეც მიმაგრებულია 2 ცალი ე.წ. დუტის ოქროს ჯვარი, რომელტაგან ერთი არის წმინდა ნინოს სახელობის ჯვარი, რომელიც დამზადებულია წვრილი მილისებრი ფორმის მასალით, რომელსაც შუაში ზედ ჯვრის ადგილზე აქვს გამოკვეთილი ნახვევის ფორმა, რომელიც შემდეგ ჩასდევს ნახევრამდე ორ ხაზად ჯვრის ქვედა ნაწილზე, ასევე ჯვრის ქვედა მხარე არის ოდნავ შეღუნული, ცეპზე დასაკიდი რგოლი არის დეფორმირებული, მეორე ჯვარი მრგვალი ოქროს წვრილი მილებისგან დამზადებული, რომელსაც დაბოლოებები აქვს ცერი ფორმის, ასევე ხსენებულ ჯვარსაც ქვედა და ზედა ნაწილებში აღენიშნება მილის შეღუნული ადგილები, 1 ცალი გრეხილი ცეპი, რომელსაც არ აქვს შესაკრავები და გაწყვეტილია შუაში, ასევე ერთი ცალი პატარა მოყვითალო ფერის ჯაჭვის მაგვარი ნაქსოვი ცეპის ნაწყვეტი, რომელსაც არც ერთ დაბოლოებაზე შესაკრავი არ აქვს. სპეცპაკეტიდან ამოღებულ ზ/აღნიშნულ სამკაულებს დააკვირდა ნ------------------- და განაცხადა, რომ მისი მონაწილეობით დათვალირებული ნივთებიდან არცერთი ნივთი არის მისი კუთვნილი, რომელიც მოპარეს მას სახლიდან 2018 წლის 29 დეკემბერს. დათვალიერების შემდეგ დათვალიერებული ნივთები, რომლებიც ამოიცნო ნ-------------------მ დაილუქა ერთ ცალ სპეცპაკეტში.(ტ.2.ს.ფ.132-133)

 

2019 წლის 11 იანვრის N-------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის N:020291218001 საქმეზე, ბ---------–- ხ-------–---------------ში მდებარე ბ--------–------ საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, ორდოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილთან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბ--------------–--–---–-საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის, ხოლო არაიდენტურია ი----------–--–---–--აგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.( ტ.2.ს.ფ.134-137)

 

2019 წლის 04 თებერვლის N-------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ბ--------------–--–---–-ს სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს ამოღებული - თეთრი ფერის ქაღალდის ხელსახოცში მოთავსებული, მომწვანო- მოყავისფერო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეულიმასა, წონით -0,5 გრამი, შეიცავს მცენარე კანაფისათვის დამახასიათებელ კანაბინოიდურ კომპონენტებს: ტეტრაჰიდროკანაბინოლს, კანაბინოლს და კანაბიდიოლს ასევე ნივთიერება - ნიკოტინს. ნიკოტინი არ წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას, წარმოდგენილ მცენარეულ მასაში ნარკოტიკული საშუალებას. წარმოდგენილ მცენარეულ მასაში ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის წონა შეადგენს -0,00032გრამს .

-თეთრი ფერის ქაღალდის ხელსახოცში მოთავსებული, მომწვანო-მოყავისფრო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა, წონით-2,11 გრამი, შეიცავს მცენარე კანაფისათვის დამახასიათებელ კანაბინოიდურ კომპონენტებს: ტეტრაჰიდროკანაბინოლს, კანაბიოლს და კანაბიდიოლს ასევე ნივთიერება - ნიკოტინს. ნიკოტინი არ წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას. წარმოდგენილი მცენარეულ მასაში ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის წონა შეადგენს-0,0112 გრამს.

წარმოდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის საერთო წონა შეადგენს-0,01152 გრამს.

-მოყავისფრო ფერის ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული, მომწვანო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, წონით - 4,62 გრამს.

-ყავისფერ მინის კონტეინერში მოთავსებული, თეთრი ფერის, ოვალური ფორმის, ნაჭდევიანი 6 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით - 1,3650 გრამი, არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.( ტ.2.ს.ფ.175-183)

 

2019 წლის 11 თებერვლის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედება ნივთის დათვალიერება მიმდინარეობდა შსს ბ----------ს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, ბუნებრივი განათების პირობებში, მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში.

მიმდინარე წლის 11 თებერვალს მოწმის სახით გამოკითხვის დროს ლ---–- კ------------- განმარტა, რომ თან აქვს ოქროს ცეფი, რომელიც ანალოგიურია იმ ცეფის, რომელიც თავის რძალ ა------------------- მოპარეს მიმდინარე წლის 02 იანვარს სახლიდან და რომელიც შემდგომ ამოიცნო ა----- კ-------------. მის მიერ დათვალიერების მიზნით წარმოდგენილი ცეფი აღმოჩნდა: გრძელი და წვრილი ფორმის, მრგვალად ნაქსოვი, ოქროსფერი, რომელსაც სამ ადგილზე ეტყობა გადაბმის ადგილები. დათვალიერების შემდეგ ცეფი დაუბრუნდა მის მესაკუთრეს ლ---–- კ----------ნს.( ტ.2. 209-210)

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებლებმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, ასევე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

2019 წლის 11 იანვრის დაზარალებულად ცნობის დადგენილებით დაზარალებულად იქნა ცნობილი ა----- კ----------ნ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის,,ა“ და მე-3 ნაწილის,,გ“ ქ/პ-ით.( ტ.2.ს.ფ.26-27).

 

2019 წლის 11 იანვრის დაზარალებულად ცნობის დადგენილებით დაზარალებულად იქნა ცნობილი ე-–----- კ----------ნ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პ-ით.( ტ.2.ს.ფ.32-33).

 

2019 წლის 11 იანვრის დაზარალებულად ცნობის დადგენილებით დაზარალებულად იქნა ცნობილი ნ------------------- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის,,ა“ და მე-3 ნაწილის,,გ“ ქ/პ-ით.( ტ.2.ს.ფ.138-139).

 

პროცესო ნორმათა დაცულობა:

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბ--------------–--–---–-ს მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნეობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რის გამოც სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli a№d others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ბ--------------–--–---–-ს მიერ ქურდობის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლების, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენა, დანაშაულები გათვალისწინებული სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის,,გ“ ქ/პი-ბით.

 

განსახილველ შემთხვევაში ზემოხსენებული დასკვნის მიღებამდე, სასამართლომ მიმოიხილა დაცვის მხარის არგუმენტაცია და არ გაიზიარა მისი პოზიცია ბ--------------–--–---–-ს უდანაშაულობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

- დაცვის მხარის მტკიცებით, კ--------------- ბინის გაქურდვის პერიოდში ბრალდებული იმყოფებოდა თ---–--–-.

-სასამართლოს არადამაჯერებლად მიაჩნია ბრალდებულის განმარტება, რომ 31 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა თ---–--–- ბიძაშვილებთან ერთად ვინაიდან აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება უტყუარად არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმის სხვა მტკიცებულებებით; სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა იმ პირების დაკითხვა, რომლებიც გ---–--–---–-- მიერ მითითებულ ფაქტებს დაადასტურებდნენ, რადგან აღნიშნული გარემოებათა დასადასტურებლად დაცვის მხარეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარე ცდილობს ბრალდებულისათვის ალიბის შექმნას, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არიდების მიზნით ყოველგვარი მტკიცებულებათა გარეშე, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს მას.

 

ასევე 2019 წლის 11 იანვრის N----- დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ:

1. - სს N020020119004 საქმეზე, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხელის თითის კვლები (კვალი N1 და კვალი N2) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია, ხოლო ხელის კვალი გადატანილი დაქტილოფირებზე ზომებით: 51მმX53მმ, 51მმX53მმ, 42მმX79მმ, - პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

2. - იდენტიფიკაციისათვის ვარგისი კვლებიდან: - კვალი N1 - იდენტურია - 1--------- წელს დაბადებული ა-------–--- ძე კ------------- მარცხენა ხელის არათითის ანაბეჭდის ნიმუშის, ხოლო კვალი N2 - იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი 1--------- წ/დაბადებული - ბ--------------------- ძე გ---–--–---–-- მარცხენა ხელის არათითის ანაბეჭდის ნიმუშის.

 

ა----- და ე-–------ კ--------------- ჩვენებით ირკვევა რომ როდესაც დაკითხვაზე დაუძახეს უთხრეს რომ იქ ბევრი ოქრო იყო და თავიანთი ნივთი ამოეცნოთ, ა-----მ თავისი ნივთი იმ წუთში ამოიცნო მისი ნივთი პირველ რიგში გაწყვეტილი იყო და მაგით თან განსხვავებული იყო იმით რომ ბაჯაღლოს ფერი იყო და თან ზუსტად ეგეთი აქვს მის მაზლისცოლსაც. ამ ცეპსაც დანარჩენ ოქროებთან ერთად ინახავდა.

 

დ------------------ ჩვენებით დადგენილია, რომ ბ--------------–--–---–- სჭირდებოდა ხელოსანი, კერძოდ ოქრომჭედელი და სწორედ მაშინ შეხვდა დ----------------- მას, ბ--------------–--–---–-- უთხრა, რომ ბავშვი ჰყავდა ცუდად და ნივთები უნდა გაეყიდა. იყო ორი ცეპი და ჯვრები. ის ნივთები, რომელიც აჩვენა ბ--------------–--–---–-- იყო დაზიანებულ მდგომარეობაში, რაზეც დ------------------ უთხრა მას, რომ დაზიანებულ ნივთებში ნაკლებს გადაუხდიდნენ. როდესაც შეხვდა ბ--------------–--–---–-, მან ანახა მხოლოდ ორი ჯვარი და ორი ცეპი. დ------------------ როდესაც ნახა ბ--------------–--–---–-, ბრალდებულმა ანახა მას ორი ცეპი და ორი ჯვარი, დ------- მას ურჩია, რომ თუ ნაკლებს გადაუხდიდნენ ოქროებში, მაშინ უკეთესი იქნებოდა გაეკეთებინა ოქრომჭედელთან დაზიანებული ცეპი და უფრო მეტ თანხას გადაუხდიდნენ. პირველ დღეს შეხვდა ბ---------- დაახლოებით 5 წუთით, რომელმაც სთხოვა დახმარება და მეორე დღეს შეხვდა ისევ, რომ მოეხდინათ ოქროების რეალიზაცია.

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“

 

3.2. კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება - ნივთის ფარული დაუფლება; 3) პირის მიერ განხორციელებული ქმედება უნდა ხელყოფდეს ნივთის მესაკუთრის უფლებას.

 

3.3. რაც შეეხება ბ--------------–--–---–-ს ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, მათ სასამართლო მიმოიხილავს დეტალურად:

 

ბ--------------–--–---–-ს მიერ ჩადენილმა ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილ მინიმალურ ზღვარს ბევრად აღემატება ის ზიანი, რაც გამოიწვია ბ--------------–--–---–-ს მიერ ჩადენილმა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ.

 

ქმედების ჩადენა ბინაში უკანონო შეღწევით

 

2019 წლის 02 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ ბ---------–- შ------ ქ-----–- მდებარე სამ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე და ის წარმოადგენს ა-------------------ს საცხოვრებელ ბინას. საცხოვრებელ კორპუსს აქვს ერეთი სადარბაზო, რომელშიც შ------ ქუჩიდან შევდივართ. ა.კ------------- ბინა განთავსებულია მეორე სართულზე, ასასვლელი კიბის პირდაპირ, მარცხენა მხარეს, რომელსაც აქვს მოყავისფრო ერთფრთიანი მეტალოპლასტმასის კარები, მას საკეტი იატაკიდან 105 სმ-ის სიმაღლეზე აქვს, მის ზემოთ, იატაკიდან 120 სმ-ის სიმაღლეზე აქვს მეორე საკეტიც, თვითონ საკეტებს დაზიანება არ აღენიშნებათ. თავისუფლად იღება და იკეტება გასაღებით. დაბლა საკეტიდან ზედა საკეტამდე 41სმ-ის სიგრძით კარების კიდეს აღენიშნება დაზიანება, ჩაღუნვის სახით.

2019 წლის 07 იანვრის N-------- ტრასოლოგური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი კარის ზედაპირზე არსებული დაზიანებები: - ღუნვის, ნაჭდევის, გასმისა და ნაკაწრების სახით განვითარებულია რაიმე მყარი, მკვრივი ზედაპირის მქონე საგანთან შეხება-ურთიერთქმედებით, ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.5. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ბ--------------–--–---–-ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, ბ--------------–--–---–- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ბ--------------–--–---–-ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას ყურადღება გაამახვილოს დანაშაულის რეციდივით სასჯელის დანიშვნის საკითხზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბ--------------–--–---–-ს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირია, შესაბამისად მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული წესი -სანქციის მინიმუმზე 1 წლით მეტი თავისუფლების აღკვეთის სავალდებულოდ დანიშვნის თაობაზე.

 

3.6.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები: ბ--------------–--–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს ნასამართლობის ფაქტს, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის ნაწილობრივ აღიარება.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ--------------–--–---–- დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა.

დადგენილია რომ 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი ჯარიმა 1500 ლარი არის აღუსრულებელი. შესაბამისად მსჯავრდებულს სასჯელი დაენიშნება განაჩენთა ერთობლიობით, ამასთან საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ახლად დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1500 ლარი და საბოლო სასჯელად განაჩენთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბ--------------–--–---–-ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

4.სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ნივთიერი მტკიცებულება:

ხელის კვლები, ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუშები, სუნის ნიმუშები, 1ც პოლიეთილენის პატარა პარკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

კარები, 2 ცალი ხელჩანთა, 1 ც მუქი ფერის ჩიხოლი, 4 ც სხვადასხვა ფერის კოლოფი, 1ც დაზიანებული კონვერტი, ნ-------------------ს კუთვნილი სამკაულები: 1 ც ოქროსფერი საყურე (რგოლი), 1 ც ბეჭედი სამი თვალით, 1 ც ბეჭედი კონუსური ფორმის თვლის ცარიელი ბუდით, 1 ც კულონი, 1 ც ოქროსფერი რკალის ფორმის საყურე (რგოლი), 1 ც მოყვითალო ფერის, კონუსური ფორმის მრავალწახნაგა თვალი, 1 ც ჯაჭვისმაგვარი ნაქსოვი ცეპი, ოქროსფერი ჯვარით, 1 ცალი ჯაჭვის მაგვარი ნაქსოვი წვრილი ცეპი ორი ცალი ჯვარით, 1 ც გრეხილი ცეპი შესაკრავების გარეშე, ნაქსოვი ცეპის 1 ცალი ნაწყვეტი, ა-------------------- კუთვნილი სამკაული: 1 ც ჯაჭვის მაგვარად ნაქსოვი წვრილი ბაჯაღლოს ოქროსფერი ცეპი, 3 ც ვერცხლისფერი ბეჭედი, ერთი წყვილი მრგვალი ფორმის საყურე, 1 ც ვერცხლისფერი ბეჭედი, მწვანე ფერის თვალით, 4 ც სხვადასხვა ფორმის ვერცხლისფერი ბეჭედი, ერთი წყვილი ოქროსფერი რკალის ფორმის საყურე, 1 ც ოქროსფერი ჯვარი, სამკაულების შესანახი 2 ც კოლოფი და ნაჭრის ხელჩანთა ინახება შსს ბ----------ს რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, რომლის შესრულება დაევალოს შსს ბ----------ს რაიონულ სამმართველოს.

ერთი ცალი დივიდი დისკი ფოტოცხრილით შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბ--------------–--–---–-(პ/ნ 1---------- )ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“ და მე-3 ნაწილის,,გ“ ქ/პი-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

2.ბ--------------–--–---–-(პ/ნ 1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“ და მე-3 ნაწილის,,გ“ ქ/პი-ით გათალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს და საბოლოოდ, ბ--------------–--–---–- დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1500 ლარი და საბოლოო სასჯელად ბ--------------–--–---–- დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

5. ბ--------------–--–---–- დანიშნული სასჯელის 5 (ხუთი) წლისა მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 09 იანვრიდან.

6. ბ--------------–--–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

7. ნივთიერი მტკიცებულება:

 

ხელის კვლები, ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუშები, სუნის ნიმუშები, 1ც პოლიეთილენის პატარა პარკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

კარები, 2 ცალი ხელჩანთა, 1 ც მუქი ფერის ჩიხოლი, 4 ც სხვადასხვა ფერის კოლოფი, 1ც დაზიანებული კონვერტი, ნ-------------------ს კუთვნილი სამკაულები: 1 ც ოქროსფერი საყურე (რგოლი), 1 ც ბეჭედი სამი თვალით, 1 ც ბეჭედი კონუსური ფორმის თვლის ცარიელი ბუდით, 1 ც კულონი, 1 ც ოქროსფერი რკალის ფორმის საყურე (რგოლი), 1 ც მოყვითალო ფერის, კონუსური ფორმის მრავალწახნაგა თვალი, 1 ც ჯაჭვისმაგვარი ნაქსოვი ცეპი, ოქროსფერი ჯვარით, 1 ცალი ჯაჭვის მაგვარი ნაქსოვი წვრილი ცეპი ორი ცალი ჯვარით, 1 ც გრეხილი ცეპი შესაკრავების გარეშე, ნაქსოვი ცეპის 1 ცალი ნაწყვეტი, ა-------------------- კუთვნილი სამკაული: 1 ც ჯაჭვის მაგვარად ნაქსოვი წვრილი ბაჯაღლოს ოქროსფერი ცეპი, 3 ც ვერცხლისფერი ბეჭედი, ერთი წყვილი მრგვალი ფორმის საყურე, 1 ც ვერცხლისფერი ბეჭედი, მწვანე ფერის თვალით, 4 ც სხვადასხვა ფორმის ვერცხლისფერი ბეჭედი, ერთი წყვილი ოქროსფერი რკალის ფორმის საყურე, 1 ც ოქროსფერი ჯვარი, სამკაულების შესანახი 2 ც კოლოფი და ნაჭრის ხელჩანთა ინახება შსს ბ----------ს რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, რომლის შესრულება დაევალოს შსს ბ----------ს რაიონულ სამმართველოს.

ერთი ცალი დივიდი დისკი ფოტოცხრილით შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (0.00032გრ) შემცველი მცენარეული მასა წონით 0.53 გრ (საწყისი წონა 0.56 გრ); ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (0.0112 გრ) შემცველი მცენარეული მასა წონით 2.01 გრ (საწყისი წონა 2.11 გრ); გამომშრალი მარიხუანა წონით 4.57 გრ (საწყისი წონა 4.62 გრ) და დაზიანებული ტაბლეტები წონით 1.3446 გრ (საწყისი წონა 1.3650 გრ) რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, შემდგომი რეაგირება მოახდინოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე გია ბერაია