გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010310017002001568
№3-525/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - ს.ს. „პ---–-----------ი“
წარმომადგენელი - ი-–-- ქა------ე, გ---- ჩ-----ე
მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
– ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
– ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და
ურბანული დაგეგმარების სამსახური
წარმომადგენელი - მუ----- ჯო-------ე
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ს.ს. „პ---–-----------მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 1-ლი ნოემბერის №1-- და 2016 წლის 5 დეკემბრის №3-- მითითების ბათილად ცნობა;
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №7- დადგენილების ბათილად ცნობა;
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 ივნისის №0----- ბრძანების ბათილად ცნობა;
არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დავალება ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესახებ, ს.ს. „პ---–-----------ისათვის“ მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
2016 წლის 30 ოქტომბერს, სადარბაზოს მოწესრიგების მიზნით, ს.ს. „პ---–-----------მა“ მსუბუქი კონსტრუქციით ამოაშენა სადარბაზოს შესასვლელი, რის შემდეგაც უნდა მომხდარიყო სადარბაზოს შესასვლელი კარის დამონტაჟება.
2016 წლის 1-ელ ნოემბერს ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა №1-- მითითება პ---–-----------ის მიმართ, რომლის თანახმადაც ს.ს. „პ---–-----------ი“ დავალდებულდა, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამშენებლო სამუშაოები და ობიექტი 2 დღის ვადაში მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში. ს.ს. „პ---–-----------მა“ აღნიშნული მითითება შეასრულა და შესაბამისად, 2016 წლის 18 ნოემბრის №3-- დადგენილებით შეწყდა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის საქმისწარმოება.
2016 წლის 9 ნოემბერს ს.ს. „პ---–-----------მა“ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს და მოითხოვა, დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობისა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის შესახებ, მერიისგან დადასტურების მიღება (განცხადება №3------). ვინაიდან, განცხადების შეტანიდან 25 დღის ვადაშიც კი მერიისგან არანაირი პასუხი არ ყოფილა მიღებული, ს.ს. „პ---–-----------მა“ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით, კერძოდ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების 66-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 2016 წლის 4 დეკემბერს დაიწყო სადარბაზოს რეკონსტრუქცია. შესაბამისად ს.ს. „პოლიგარფისტისგან“ რაიმე სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტს, ადგილი არ ჰქონია.
ამის მიუხედავად, 2016 წლის 5 დეკემბერს ზედამხედველობის სამსახურმა ს.ს. „პ---–-----------ის“ მიმართ კვლავ გამოსცა №3-- მითითება, სამშენებლო სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებისა და 2 დღის ვადაში ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მოთხოვნით. სს „პ---–-----------მა“ შეასრულა აღნიშნული მითითება, თუმცა ზედამხედველობის სამსახურის მიერ მაინც მოხდა მისი დაჯარიმება, რასაც მოჰყვა აღნიშნული ოქმის ზემდგომ ორგანოში გასაჩივრება. ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და გათვალისწინების გარეშე, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დააკმაყოფილა სს „პ---–-----------ის“ კანონიერი მოთხოვნა, აქტის ბათილობასთან დაკავშირებით.
ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურმა უხეშად დაარღვია კანონით განსაზღვრული ვადები, რამაც გამოიწვია აღნიშნული გაუგებრობა, ამასთან ს.ს. „პ---–-----------ს“ დღემდე არ მიუღია რაიმე ტიპის წერილობითი დოკუმენტი ამ ორგანოსაგან. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს ამ ფაქტობრივ გარემოებაზე რომ გამახვილებულიყო ყურადღება, საქმეზე დადგებოდა განსხვავებული შედეგი და გამოტანილი იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება.
2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარის, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 2016 წლის 5 დეკემბრის შემოწმების დროს გამოავლინა სამშენებლო სამართალდარღვევა, კერძოდ, ს.ს. „პ---–-----------ი“უნებართოდ განახორციელებდა ზ. გო-----–--ის ქ. №9--ში შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციას. აღნიშნულის თაობაზე გაიცა №3-- მითითება და სამართალდამრღვევს მიეცა წინადადება, დაუყონებლივ შეეჩერებინა სამშენებლო სამუშაოები და 2 (ორი) დღის ვადაში ობიექტი მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში. აღნიშნული მითითება ს.ს. „პ---–-----------მა“ არ შეასრულა, რის საფუძველზეც ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №7- დადგენილებით სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო, ს.ს. „პ---–-----------ს“დაეკისრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია დადგენილად მიიჩნევს, რომ დაკმაყოფილდა ს.ს. პ---–-----------ის 2017 წლის 5 იანვრის №3------ განცხადება ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე 2589.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართის რეკონსტრუქციის არქიტექურული პროექტის შეთანხმების თაობაზე (პროექტი №1--).
მერის 2017 წლის 24 თებერვლის №მ---- ბრძანებით №1-- შეთანხმებული პროექტის განმარტებითი ბარათის შესაბამისად, პროექტით გათვალისწინებულია თაბაშირ-მუყაოს კედლის მოწყობა პროფილებით.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ სს „პ---–-----------ის“ მიერ წარმოებული მშენებლობით განხორციელდა შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, რომელიც საჭიროებდა მშენებლობის ნებართვის აღებას, რაც ს.ს. „პ---–-----------ს“ არ გააჩნდა, ამასთანავე, მის მიერ ნაწარმოებია თაბაშირ-მუყაოს კედლის უნებართვოდ ამოყვანა, რაც ცვლის შენობა-ნაგებობის ექსტერიერს.
შესაბამისად, ს.ს. „პ---–-----------ის“ მიერ ჩადენილი იქნა სამშენებლო სამართალდარღვევა, რადგან „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.
43-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარით. შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო ს.ს. „პ---–-----------ი“ დაეჯარიმებინა 3000 ლარით და დაედგინა უნებართვოს მიმდინარე მშენებლობის შეჩერება მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრით.
სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ არსებობს მოსარჩელის კანონით გათვალისწინებული ინტერესის ხელყოფა ან უფლების შეზღუდვა. შესაბამისად, სარჩელი არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 მოსარჩელე, ს.ს. „პ---–-----------ის“ (ს/კ №2--------) საკუთრებაში ირიცხება ქ. ბათუმში, ზ. გო-----–--ის ქ. №9--ში მდებარე 2589,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0--2-.1-.0--), მასზე განთავსებული 2589 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის 2016 წლის 2 ნოემბრის ამონაწერი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 201- წლის 21 აგვისტოს №7-- ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა ს.ს. „პ---–-----------ის“ (ს/კ №2--------) სახელზე, ქ. ბათუმში, ზ. გო-----–--ის ქ. №9--ში მდებარე 2589,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0--2-.1-.0--) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის მიზნით.
201- წლის 5 ნოემბერის №1--- ბრძანებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა ბათილად ცნო „მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ 201- წლის 21 აგვისტოს №7-- ბრძქანება და 201- წლის 21 აგვისტოს №0----- მშენებლობის სანებართვო მოწმობა, იმ საფუძვლით, რომ მშენებლობის ეს სანებართვო აქტები გაცემულ იქნა სასამართლოს მიერ ყადაღის დადების არსებობის პირობებში.
აღნიშნული ბრძანების გამოცემამდე ს.ს. „პ---–-----------ის“ მიერ განხორციელდა რიგი სამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის დაიწყო სადარბაზოს რეკონსტრუქცია, რის გამოც მოინგრა სადარბაზოს შესასვლელი ღიობი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 201- წლის 21 აგვისტოს №7-- ბრძანება;
- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 201- წლის 05 ნოემბერის №1--- ბრძანება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 2016 წლის 1-ლი ნოემბრის შემოწმების დროს გამოავლინა სამშენებლო სამართალდარღვევა, კერძოდ, ს.ს. „პ---–-----------ი“ უნებართვოდ განახორციელებდა ქ. ბათუმში, ზ. გო-----–--ის ქ. №9--ში მდებარე 2589,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციას. კერძოდ, ს.ს. „პ---–-----------მა“ მსუბუქი კონსტრუქციით ამოაშენა სადარბაზოს შესასვლელი, რის შემდეგაც უნდა მომხდარიყო სადარბაზოს შესასვლელი კარის დამონტაჟება.
აღნიშნულის თაობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 1-ელ ნოემბერს გაიცა №1-- მითითება, რომლითაც ს.ს. „პ---–-----------ს“ მიეცა წინადადება, დაუყონებლივ შეეჩერებინა სამშენებლო სამუშაოები და 2 (ორი) დღის ვადაში ობიექტი მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში.
აღნიშნული მითითება ს.ს. „პ---–-----------მა“ შეასრულა და მოახდინა ამოშენებული კონსტრუქციის დემონტაჟი, რის საფუძველზეც ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემულ იქნა 2016 წლის 18 ნოემბერის №3-- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევისათვის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 1-ლი ნოემბრის №1-- მითითება;
- ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბერის №3-- დადგენილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. 2016 წლის 9 ნოემბერს ს.ს. „პ---–-----------მა“ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს და მოითხოვა, დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობისა და მშენებლოს განხორციელების შესაძლებლობის შესახებ, მერიისგან დადასტურების მიღება (განცხადება №3------), რამდენადაც მიიჩნევდა, რომ განსახორციელებული რეკონსტრუქცია მიეკუთვნებოდა 1-ლი კლასის მშენებლობას და ის არ საჭიროებდა მშენებლობის პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვას.
რადგანაც, განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში მერიისგან წერილობითი პასუხი არ ყოფილა მიღებული, ს.ს. „პ---–-----------მა“ ჩათვალა, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ამით მას გაუჩნდა მშენებლობის წარმოების უფლებამოსილება და 2016 წლის 4 დეკემბერს დაიწყო სადარბაზოს რეკონსტრუქცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს.ს. „პ---–-----------ის“ 2016 წლის 9 ნოემბრის განცხადება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 2016 წლის 5 დეკემბრის შემოწმების დროს ისევ გამოავლინა სამშენებლო სამართალდარღვევა, კერძოდ, ს.ს. „პ---–-----------ი“ უნებართვოდ აკეთებდა ზ. გო-----–--ის ქ. №9- -ში შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციას, ღია სადაბაზოზე განახორციელებდა მსუბუქი კონსტრუქციის ამოშენებას (თაბაშირ-მუყაოს კედელი).
აღნიშნულის თაობაზე 2016 წლის 5 დეკემბერს გაიცა №3-- მითითება, რომლითაც სამართალდამრღვევს მიეცა წინადადება, დაუყონებლივ შეეჩერებინა სამშენებლო სამუშაოები და 2 (ორი) დღის ვადაში ობიექტი მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში. ზედამხედველობის სამსახურმა 2016 წლის 2- დეკემბრის შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ აღნიშნული მითითება ს.ს. „პ---–-----------მა“ არ შეასრულა, ანუ არ განახორციელა ამოყვანილი კედლების დემონტაჟი.
ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №7- დადგენილებით ს.ს. „პ---–-----------ის“ მიერ უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობა ჩაითვალა სამშენებლო სამართალდარღვევად, იგი უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის წარმოების გამო დაჯარიმდა 3000 (სამი ათასი) ლარით და შეჩერდა ქ. ბათუმში,ზ.გო-----–--ის ქუჩა №9--ში უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობა მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 5 დეკემბრის №3-- მითითება;
- 2016 წლის 2- დეკემბრის შემოწმების აქტი;
- ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №7- დადგენილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.6. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის №მ---- ბრძანებით დაკმაყოფილდა ს.ს. პ---–-----------ის 2017 წლის 5 იანვრის №3------ განცხადება ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე 2589.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართის რეკონსტრუქციის არქიტექურული პროექტის შეთანხმების თაობაზე (პროექტი №1--).
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 24 თებერვლის №მ---- ბრძანებით შეთანხმებული №1-- პროექტის განმარტებითი ბარათის შესაბამისად, პროექტით გათვალისწინებულია თაბაშირ-მუყაოს კედლის მოწყობა პროფილებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 24 თებერვლის №მ---- ბრძანება;
- №1-- პროექტის განმარტებითი ბარათი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.7. 2017 წლის 1-ელ მარტს ს.ს. „პ---–-----------ის“ მიერ მოხდა აღნიშნული დადგენილების გასაჩივრება, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო 2017 წლის 5 ივნისის №0----- ბრძანებით ს.ს. „პ---–-----------ის“ 2017 წლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 5 ივნისის №0----- ბრძანება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელობის მქონეა დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ს.ს. „პ---–-----------ის“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
_ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.
_ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილება „მშენებლობის
ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“.
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები განისაზღვრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს“ პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით. ამავე კანონის 1-ლი მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანს წარმოადგენს, ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია:
ა)ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი);
ბ)რეკონსტრუქცია;
გ)რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას);
დ)დემონტაჟი;
ე)ლანდშაფტური მშენებლობა;
ვ)დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.
№57 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის:
ა) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად;
ბ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს;
გ) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქ-ციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა;
6.3. სასამართლოს მიერ დადგენი-–-- და უდავო, რომ 2016 წლის 9 ნოემბერს მოსარჩელე ს.ს. „პ---–-----------მა“ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს და მოითხოვა, ზ. გო-----–--ის ქ. №9--ში მდებარე თავისი შენობის უკანა მხარეს, მსუბუქი კონსტრუქციით (თაბაშირი, მუყაო) სადარბაზოს შესასვლელი ღიობის ამოშენების სახით დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობისა და მშენებლოს განხორციელების შესაძლებლობის შესახებ, მერიისგან წერილობითი დადასტურების მიღება (განცხადება №3------) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, რამდენადაც ს.ს. „პ---–-----------ი“ მიიჩნევდა, რომ განსახორციელებული რეკონსტრუქცია მიეკუთვნებოდა 1-ლი კლასის მშენებლობას და ის არ საჭიროებდა მშენებლობის პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვას.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულია, რომ თუ ხუთი დღის ვადაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო განმცხადებელს პასუხს არ აცნობებს, მესაკუთრე ან/და მოსარგებლე უფლებამოსი-–-- დაიწყოს მშენებლობა.
სასამართლოს მიერ დადგენი-–-- და უდავო, რომ ს.ს. „პ---–-----------ს“ დადგენილ 5 დღიან ვადაში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისაგან წერილობითი პასუხი არ მიუღია, რის გამოც მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ამის შედეგად ს.ს. „პ---–-----------ს“ უკვე გააჩნდა საფუძველი, განეხორციელებინა 1-ლი კლასის მშენებლობად მიჩნეული სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 2016 წლის 5 დეკემბრის შემოწმებით ამის მიუხედავად ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა სამშენებლო სამართალდარღვევას, კერძოდ, ს.ს. „პ---–-----------ი“ უნებართვოდ აწარმოებდა ზ. გო-----–--ის ქ. №9--ში შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციას, ღია სადარბაზოზე განახორციელებდა მსუბუქი კონსტრუქციის კედლის ამოშენებას (თაბაშირ-მუყაოს კედელი). ს.ს. „პ---–-----------ის“ წარმომადგენლის მიერ განმარტებული იქნა, რომ 2016 წლის 9 ნოემბერიდან მიმართული ჰქონდა ქ. ბათუმის მერიისათვის, 1-ლი კლასის მშენებლობის წარმოებისათვის დადასტურების მისაღებად და რადგანაც დასტურის მიღების 5 დღიანი ვადა უკვე გავიდა, კანონიერად იქნა დაწყებული მშენებლობა, თუმცა 2016 წლის 5 დეკემბერს ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაიცა №3-- მითითება, რომლითაც ს.ს. „პ---–-----------ს“ მიეცა წინადადება, დაუყონებლივ შეეჩერებინა სამშენებლო სამუშაოები და 2 დღის ვადაში ობიექტი მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში.
2016 წლის 7 დეკემბრის №25/19811 წერილით ს.ს. „პ---–-----------ს“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისაგან ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არასრულყოფი-–--, კერძოდ არ იყო დადგენილი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-19 მუხლის შესაბამისად საპროექტო შენობა-ნაგებობის კლასი, არ იყო წარდგენილი მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების გათვალისწინებით შესაბამისი კლასისთვის განსაზღვრული დოკუმენტაცია.
ამ წერილით მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია დაწყებულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს არ მიაკუთვნებდა 1-ლი კლასის მშენებლობას და წარსადგენი იყო სამშენებლო პროექტი. 2016 წლის 7 დეკემბრის №25/19811 წერილით დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით 2016 წლის 9 დეკემბერს ს.ს. „პ---–-----------მა“ მიმართა ქ. ბათუმის მერიას და უკვე წარადგინა, საპროექტო ორგანიცაზიის მიერ შედგენილი განსახორციელებელი რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაცია.
6.4. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურში ს.ს. „პ---–-----------ის“ მოთხოვნის შესაბამისად (რეკონსტრუქციის პროექტის შეთანხმებაზე) დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პარალელურად, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში მიმდინარეობდა 2016 წლის 5 დეკემბრის №3-- მითითების საფუძველზე ს.ს. „პ---–-----------ის“ მიმართ დაწყებული, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურმა, საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენის მიუხედავად ხარვეზი შევსებულად არ მიიჩნია და 2016 წლის 26 დეკემბერს №3------ წერილით ს.ს. „პ---–-----------ს“ მოსთხოვა, სარეკონსტრუქციო ფართის სამართლებრივი დოკუმენტაციის წარდგენა, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა ს.ს. „პ---–-----------ის“ ინდივიდუალური საკუთრება, რისთვისაც მიეცა 15 დღის ვადა.
არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურმის მიერ ს.ს. „პ---–-----------ისთვის“ მითითებული ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის აღმოფხვრამდე, ზედამხედველობის სამსახურმა 2016 წლის 2- დეკემბრის შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ 2016 წლის 5 დეკემბრის №3-- მითითება ს.ს. „პ---–-----------მა“ არ შეასრულა.
ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 დეკემბრის №25/20832 წერილით ს.ს. „პ---–-----------ს“ ეცნობა, 2017 წლის 4 იანვარს ჩანიშნული სხდომის შესახებ, სადაც განიხილებოდა 2016 წლის 5 დეკემბრის №3-- მითითების შეუსრულებლობის გამო, ჯარიმის დაკისრების საკითხი.
ს.ს. „პ---–-----------მა“ 2017 წლის 4 იანვარს №899 წერილით მიმართა ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, რომლითაც აცნობა იგივე ფაქტობრივი გარემოებების და ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურში მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, რომ ხარვეზი უკვე აღმოფხვრილი იყო და ს.ს. „პოლიგრფისტს“ წარდგენილი ჰქონდა საპროექტო დოკუმენტაცია, ელოდებოდა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებას, რის გამოც ზედამხედველობის სამსახურისაგან მოითხოვდა 2016 წლის 5 დეკემბრის №3-- მითითების შესასრულებლად, დამატებით გონივრული ვადის მიცემას.
ს.ს. „პოლიგრფისტმა“ 2017 წლის 4 იანვარს №900 წერილით მიმართა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურსაც, რომლითაც აცნობებდა, რომ დანიშნული ხარვეზის შესავსებად წარდგენილი იქნა ს.ს. „პ---–-----------ის“ ინდივიდუალური საკუთრების დამადასტურებული დოკუმენტაცია, ქონების რეალური გაყოფის ხელშეკრულება და საჯარო რეესტრის ამონაწერი.
ს.ს. „პოლიგრფისტმა“ 2017 წლის 5 იანვარს №181/25 წერილობითი განცხადებით შეატყობინა ზედამხედველობის სამსახურს საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით და ისევ მოითხოვა დამატებითი ვადის განსაზღვრა. 2017 წლის 16 იანვარს ზედამხედველობის სამსახურში ჩატარდა ზეპირი მოსმენა და შესდგა სხდომის წერილობითი ოქმი, რომლის შინაარსით დასტურდება, ს.ს. „პოლიგრფისტის“ დირექტორმა ზედამხედველობის სამსახურს ისევ მოახსენა, რომ ს.ს. „პოლიგრფისტს“ დოკუმენტაცია შეტანილი ჰქონდა 1-ლი კლასის მშენებლობის დასტურის მისაღებად, მაგრამ არქიტექტურის სამსახურმა ვადის დარღვევით აცნობა ხარვეზის შესახებ, რომელიც უკვე შევსებულია და არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურიდან ს.ს. „პოლიგრფისტი“ საბოლოო პასუხს ელოდებოდა. მშენებლობა კი იმიტომ იქნა დაწყებული, რომ დასტურის, ან ხარვეზის დანიშვნის მიღების 5 დღიანი ვადა გასული იქნა და კანონი ასეთ შემთხვევაში იძლევა მშენებლობის დაწყების საფუძველს. ოქმის თანახმად, ზედამხედველობის სამსახურმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ განიხილავდა აღნიშნულ საკითხს და იმოქმედებდა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
2017 წლის 11 იანვარს ზედამხედველობის სამსახურმა კვლავ ჩანიშნა ზეპირი მოსმენის სხდომა, 2016 წლის 5 დეკემბრის №3-- მითითების შეუსრულებლობის გამო, ს.ს. „პ---–-----------ისთვის“ პასუხისმგებლობის შეფარდების საკითხის განსახილველად და 2017 წლის 16 თებერვალს ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემულ იქნა №7- დადგენილება, რომლითაც ს.ს. „პ---–-----------ის“ მიერ უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობა ჩაითვალა სამშენებლო სამართალდარღვევად, იგი უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის წარმოების გამო დაჯარიმდა 3000 (სამი ათასი) ლარით და შეჩერდა ქ. ბათუმში,ზ. გო-----–--ის ქუჩა №9--ში უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობა მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე.
6.5. დადგენი-–-- და უდავო, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის №მ---- ბრძანებით დაკმაყოფილდა ს.ს. „პ---–-----------ის“ 2017 წლის 5 იანვრის №3------ განცხადება, ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე 2589.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართის რეკონსტრუქციის არქიტექურული პროექტის შეთანხმების თაობაზე (პროექტი №1--). შეთანხმებული პროექტი სრულად მოიცავს ამ ბრძანების მიღებამდე ს.ს. „პ---–-----------ის“ მიერ განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებს და ეს სამუშაოები შეესაბამება, შეთანხმებულ პროექტს.
სასამართლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N008143318 დასკვნისა და ექსპერტის, სოსო ბერაიას განმარტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ ს.ს. „პ---–-----------ის“ მიერ წარმოებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის №მ---- ბრძანებით შეთანხმებული, ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე 2589.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართის რეკონსტრუქციის არქიტექურული პროექტით (№1--) გათვალისწინებული მშენებლობა, არსებული სამსართულიანი მრავლფუნქციური შენობის კლასის, ანუ მახასიათებლებიდან გამომდინარე, მიეკუთვნება მე-3 კლასის მშენებლობას.
სასამართლო ყველა აღწერილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას და მტკიცებას, რომ ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე 2589.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე ფართის რეკონსტრუქციით დაინტერესებული პირი, ანუ ს.ს. „პ---–-----------ი“ სამშენებლო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად შეეცადა ჩაეტარებინა ფართის რეკონსტრუქცია და ამ მიზნით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსაგან „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების შესაბამისად, 1-ლი კლასის მშენებლობისათვის განსაზღვრული დასტური იქნა მოთხოვნილი, რაც მოსარჩელის მოსაზრებით, მშენებლობის განხორციელების საკმარისი საფუძველი იქნებოდა.
ის გარემოება, რომ ს.ს. „პ---–-----------ის“ მიერ დაგეგმილი რეკონსტრუქცია არ მიეკუთვნებოდა 1-ლი კლასის მშენებლობას, არ ათავისუფლებდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს, კანონით დადგენილ 5 დღიან ვადაში გაეცა პასუხი განმცხადებლისთვის, ვინაიდან განცხადება შეტანილი იყო, როგორც 1-ლი კლასის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მას განცხადება უნდა განეხილა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების XIV თავით დადგენილი პროცედურების დაცვით და თუ მიიჩნევდა, რომ განცხადება არ აკმაყოფილებდა ამ თავით დადგენილ მოთხოვნებს, 5 დღის ვადაში განეცხადებინა უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ასევე იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად ვალდებული იყო, 5 დღის ვადაში გაეცა წერილობითი პასუხი მოსარჩელისთვის, თუმცა ამ ვადაში წერილობით მას რაიმე არ უცნობებია და ეს ფაქტი სადავო არც გამხდარა. ასეთ შემთხვევაში, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მართლაც იყო უფლებამოსილი, დაეწყო სამშენებლო სამუშაოები.
სასამართლო განმარტავს, მას შემდეგ, რაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ დაწყებული და დაგეგმილი რეკონსტრუქცია არ მიეკუთვნებოდა 1-ლი კლასის მშენებლობას, მან ყველა ღონე იხმარა, სამშენებლო კანონმდებლობის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსაგან ნებართვის მისაღებად.
დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იქნა საპროექტო დოკუმენტაცია, ხოლო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 24 თებერვლის №მ---- ბრძანებით, ს.ს. „პ---–-----------ის“ დაჯარიმებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, დაკმაყოფილდა ს.ს. „პ---–-----------ის“ განცხადება და შეთანხმებული იქნა წარდგენილი არქიტექტურული პროექტი №1--, ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე 2589.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართის რეკონსტრუქციის შესახებ.
6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა.
ამავე დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს რეკონსტრუქცია. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მიხედვით, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია არის შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად;
ამავე მუხლის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს შენობა-ნაგებობის რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა, ხოლო შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია საჭიროებს მშენებლობის ნებართვას.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 5 დეკემბრის №3-- მითითების საფუძველზე, ს.ს. „პ---–-----------ის“ მიმართ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე 2589.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართის რეკონსტრუქციის უკანონოდ მიმდინარეობის შესახებ, მაგრამ ამასთან მიმართებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2016 წლის 5 დეკემბრის №3-- მითითების შედგენის დროისათვის ს.ს. „პ---–-----------ს“ უკვე ჰქონდა წარდგენილი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის შესათანხმებლად სამშენებლო არქიტექტურული პროექტი, თუმცა არ იყო დასრულებული ადმინისტრაციული წარმოება. ზედამხედველობის სამსახურს ეცნობა ამ კონკრეტული გარემოებების შესახებ და ეთხოვა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის გადადება, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ამას რაიმე დაინტერესება, ან რეაგირება არ მოჰყოლია.
6.7. სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებას, რომ ს.ს. „პ---–-----------ის“ მიერ ქ. ბათუმში, ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე 2589.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართის რეკონსტრუქცია - თაბაშირ-მუყაოს კედლის მოწყობა პროფილებით მოწყობა წარმოადგენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციას, რომელსაც ესაჭიროებოდა შესაბამისი წესით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული, მშენებლობის ნებართვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, მას შემდეგ, რაც 2016 წლის 5 დეკემბერს გამოავლინა შენობის რეკონსტრუქციის მიმდინარეობის ფაქტი, გაუჩნდა ფორმალური საფუძველი, დაეწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უძრავი ქონების მესაკუთრის, ს.ს. „პ---–-----------ის“მიმართ და გაეცა №3-- მითითება, ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანისა და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის მიზნით, კონკრეტული ვადის მიცემით, თუმცა ამავდროულად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და ანალიზის შესახებ. კერძოდ, მას უნდა გამოეკვლია და მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ 2016 წლის 5 დეკემბრის №3-- მითითების შედგენის დროისათვის ს.ს. „პ---–-----------ს“ უკვე ჰქონდა წარდგენილი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის შესათანხმებლად სამშენებლო არქიტექტურული პროექტი, თუმცა მასზე არ იყო დასრულებული ადმინისტრაციული წარმოება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
25-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულია, რომ თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება.
სასამართლოს მიერ დადგენი-–-- და უდავო, რომ ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე 2589.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ დაინტერესებულ პირს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართული ჰქონდა 1-ლი კლასის მშენებლობისათვის დასტურის მისაღებად.
მას შემდეგ, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიჩნეული იქნა, რომ მშენებლობა თავისი კლასის მახასიათებლების მიხედვით საჭიროებდა პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემას, სათანადო განცხადებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 24 თებერვლის №მ---- ბრძანებით შეთანხმებული იქნა წარდგენილი არქიტექტურული პროექტი №1--, ღია სადარბაზოს რეკონსტრუქციის შესახებ.
ის გარემოება, რომ ს.ს. „პ---–-----------ის“ მიერ დაგეგმილი რეკონსტრუქცია არ მიეკუთვნებოდა 1-ლიკლასის მშენებლობას, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს არ ათავისუფლებდა იმ ვალდებულებისაგან, კანონით დადგენილ 5 დღიან ვადაში გაეცა პასუხი განმცხადებლისთვის. შესაბამისად, დადგენი-–-- და უდავო, რომ მოსარჩელის მიმართ დაირღვა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების XIV თავით დადგენილი პროცედურული წეი, რომლის თანახმად თუ მიიჩნეოდა, რომ განცხადება არ აკმაყოფილებდა ამ თავით დადგენილ მოთხოვნებს, 5 დღის ვადაში მიეღო უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, მოსარჩელე ს.ს. „პ---–-----------ის“ მიერ განხორციელებული ქმედებები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 5 დეკემბრის №3-- მითითების მიღების შემდეგ, როდესაც ზედამხედველობის სამსახურმა მშენებლობა კანონდარღვევით დაწყებულად მიიჩნია, მან განაგრძო ზრუნვა სამართალდარღვევის გამოსწორებისათვის. კერძოდ, ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურში ს.ს. „პ---–-----------ს“ მითითებით განსაზღვრულ ვადაში წარადგინა შეთანხმებული პროექტი და სამშენებლო დოკუმენტაცია, თუმცა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №7- დადგენილების გამოცემამდე არ იქნა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით დადგენილ ვადებში განხილული სამშენებლო დოკუმენტაცია და არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება პროექტის შეთანხმების თაობაზე, მოსარჩელის უმოქმედობით არ არის გამოწვეული. თუ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო კანონით განსაზღვრულ ვადებში განიხილავდა საკითხს და დადებითად გადაწყვეტდა, ანუ შეითანხმებდა პროექტს, მოსარჩელეს ჩაეთვლებოდა სამართალდარღვევა გამოსწორებულად, მითითებით დადგენილ ვადაში.
სასამართლო მიიჩნევს, მას შემდეგ, რაც ზედამხედველობის სამსახურისათვის ცნობილი გახდა, რომ ს.ს. „პ---–-----------მა“ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა საპროექტო დოკუმენტაცია და ელოდებოდა მშენებლობის ნებართვას, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეცა გონივრული ვადა მისთვის, რომ მიეღო შესაბამისი შედეგი, წარდგენილი პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის მოთხოვნის განცხადებაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსი-–-- მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით, ანუ მთლიანობაში ზედამხედველობის სამსახურს სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მისაღებად გააჩნია 4 თვის ვადა.
კანონის ეს რეგულაცია მოცემულ შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახურს აძლევდა შესაძლებლობას, რომ ს.ს. „პ---–-----------ისთვის“ გაეგრძელებინა სამართალდარღვევის გამოსწორების ის ვადა, რაც 2016 წლის 5 დეკემბრის №3-- მითითებით იყო დათქმული.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს.ს. „პ---–-----------ის“მიერ განხორციელებულ ქმედებათა საფუძველზე დამდგარი შედეგების ერთობლიობა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 24 თებერვლის №მ---- ბრძანება, რომლითაც შეთანხმებული იქნა წარდგენილი არქიტექტურული პროექტი ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე 2589.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართის ფართის რეკონსტრუქციის შესახებ, განხილული და შეფასებული უნდა იქნას, როგორც ფაქტობრივი და სამართლებრივი მოცემულობა იმისა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა იქნებოდა გამოსწორებული, რაც „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტისა და დამრღვევის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
6.8. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი - „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ს.ს. „პ---–-----------ის“ დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №7- დადგენილება და ადმინისტარციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერის 2017 წლის 05 ივნისის №0----- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
6.9. ზემოთ მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად სასამართლო დაასკვნის, რომ ს.ს. „პ---–-----------ის“ მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენებამდე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი გახდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები, რაც უდავოდ მიუთითებდა დარღვევის აღმოფხვრის შესაძლებლობაზე, არსებობდა საფუძველი დასაბუთებული ვარაუდისა, რომ ს.ს. „პ---–-----------ის“ მიერ წარდგენილი არქიტექტურული პრიოექტი იქნებოდა შეთანხმებული და ის მოიპოვებდა მშენებლობის ნებართვას, რაც გამორიცხავდა მისთვის სამშენებლო სამართალდარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას.
მიუხედავად ამისა, ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 16 თებერვალს მიღებულ იქნა №7- დადგენილება დამღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ - „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ს.ს. „პ---–-----------ის“ დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“ მაშინ, როცა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-13-მე-14 პუნქტების მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა 2 თვის ვადა (შემოწმების აქტის შედგენიდან) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მისაღებად, რაც მერიამ სრულად არ გამოიყენა, ამასთან, მოტივირებული საფუძვლით მას შეეძლო მითითებული ვადის გაგრძელებაც, კიდევ 2 თვით. საქმის მასალები უდავოდ ადასტურებს, რომ სახეზე იყო არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები, რაც წარმოადგენდა მოტივირებულ საფუძველს დამრღვევის მიმართ დადგენილების გამოცემის კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადის გამოსაყენებლად და ასეთ შესაძლებლობას კანონი ითვალისწინებდა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელების აკრძალვას. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით, დისკრეციული უფლებამოსილება განმარტებულია, როგორც უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. მითითებული ნორმა, როგორც ქცევის ზოგადი წესი, განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას განსაზღვრული ურთიერთობა მოაწესრიგოს თანასწორობის პრინციპის დაცვით. რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი პირის სამართლებრივი მდგომარეობა არ შეიძლება გადაწყდეს მეორე პირის სამართლებრივი მდგომარეობისაგან განსხვავებულად იმ ვითარებაში, როდესაც მათ შორის არსებული განსხვავება ვერ ამართლებს დადგენილ უთანასწორობას. ერთი და იგივე ნორმა სხვადასხვა პირთან მიმართებაში სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნეს გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული განსხვავება იძლევა ამ უთანასწორობის დასაბუთების შესაძლებლობას.
სასამართლოს მიიჩნევს, რომ მართალია შემოწმების აქტის მიღებიდან ორი თვის ვადაში ადმინისტრაციულ ორგანოს ნებისმიერ დროს ჰქონდა უფლება მიეღო დადგენილება, ასევე მის დისკრეციას წარმოადგენდა გააგრძელებდა თუ არა დადგენილების გამოცემის ვადას, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას. ადმინისტრაციული ორგანოს თავისუფალი მოქმედების სფერო შებოჭი-–-- კანონით და მთავრდება იქ, სადაც იწყება კანონით დადგენილი შეზღუდვები.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, მისი დისკრეციის, როგორც განუსაზღვრელი უფლების თაობაზე, პირის უფლება - დაიცვას თავი, ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედებებისგან - იძენს ფიქტიურ შინაარსს და გამოდის სასამართლო კონტროლის ფარგლებიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-7 პუნქტით, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება.
მოცემულ შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და ქ. ბათუმის მერიამ (საჩივრის განხილვისას) ისე გადაწყვიტეს ს.ს. „პ---–-----------ის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, არ გამოუკვლევიათ და სამართლებრივად არ შეუფასებიათ, რომ შესათანხმებლად წარდგენილი იყო შენობის რეკონსტრუქციის პროექტი, რაც საქმეზე (დაინტერესებული პირის სასარგებლოდ) სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას იძლეოდა. ასევე დადგენილი ფაქტია, რომ ს.ს. „პ---–-----------ისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდებიდან 8 დღის შემდეგ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის №მ---- ბრძანებით დაკმაყოფილდა ს.ს. პ---–-----------ის 2017 წლის 5 იანვრის №3------ განცხადება ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე 2589.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართის რეკონსტრუქციის არქიტექურული პროექტის შეთანხმების თაობაზე (პროექტი №1--)., რომლითაც გათვალისწინებულია სწორედ თაბაშირ-მუყაოს კედლის მოწყობა, პროფილებით, რასაც აწარმოებდა მოსარჩელე.
6.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათი-–--, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ს.ს. „პ---–-----------ის“ დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის დადგენილება და ადმინისტარციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერის 2017 წლის 05 ივნისის №0----- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“, სამოქალაქო კოდექსის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული, რამაც გამოიწვია მოსარჩელე რომან ბერიძის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.
ამის შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი, „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ს.ს. „პ---–-----------ის“ დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №7- დადგენილება და ადმინისტარციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერის 2017 წლის 05 ივნისის №0----- ბრძანება.
მოსარჩელე მხარეს მოთხოვნილი აქვს სარჩელით აგრეთვე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 1-ლი ნოემბერის №1-- და 2016 წლის 5 დეკემბრის №3-- მითითების ბათილად ცნობა, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო განმარტავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევათა“ კოდექსის მე-19 მუხლის მეთხუთმეტე პუნქტის შესაბამისად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად.
სასამართლოს მიერ დადგენი-–-- და უდავო, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემულ იქნა 2016 წლის 18 ნოემბერის №3-- დადგენილება, 2016 წლის 1-ლი ნოემბერის №1-- მითითების საფუძველზე დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. 2016 წლის 5 დეკემბრის №3-- მითითება წარმოადგენს იმ სამშენებლო სამართალდარღვევისათვის საქმის წარმოების დაწყების საფუძველს, რასაც შედეგად მოჰყვა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ს.ს. „პ---–-----------ის“ დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №7- დადგენილება, რომელიც სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი.
6.11. რაც შეეხება ს.ს. „პ---–-----------ის“ სასარჩელო მოთხოვნას, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ აქტის გამოცემის შესახებ, სს „პ---–-----------ისათვის“ მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2--ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენი-–-- და დადასტურებული, რომ ს.ს. „პ---–-----------ს“ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე 2589.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართის რეკონსტრუქციის მშენებლობის ნებართვისათვის არ მიუმართავს, რადგანაც ჩათვალა, მას შემდეგ, რაც განხორციელებული მშენებლობა ზედამხედველობის სამსახურმა უკანონოდ მიიჩნია და დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ამისი საფუძველი აღარ გააჩნდა.
სასამართლო განმარტავს, რომ ეს გარემოება არ უშლის ხელს ს.ს. „პ---–-----------ს“, შეთანხმებული პროექტის შესაბამისად წარადგინოს მოთხოვნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში, მშენებლობის ნებართვისთვის კანონით დადგენილი მე-3 ეტაპის აქტის, მშენებლობის ნებართვის მისაღებად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დაუშვებლობის საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტის ეს საფუძველი, ს.ს. „პ---–-----------ის“ სასარჩელო მოთხოვნაზე, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ აქტის გამოცემის მოთხოვნაზე, „პ---–-----------ისათვის“ მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს.ს. „პ---–-----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ:
2. ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №7- დადგენილება და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, ქალაქ ბათუმის მერის 2017 წლის 05 ივნისის №0----- ბრძანება.
3. დაუშვებლობის საფუძვლით შეწყდეს საქმის წარმოება სასარჩელო მოთხოვნაზე, ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ აქტის გამოცემის შესახებ, სს „პ---–-----------ისათვის“ მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
4. მოსარჩელე მხარეს განემარტოს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მომართვა იგივე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
5. მოპასუხე მხარეს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 50 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის გზით მისი ასლის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.
7. გადაწყვეტილება დანარეჩენ ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე