გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.10.2019
საქმის ნომერი
190310019003148444
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-2---19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02.1-.2--- წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ნ----- ქ---------ე

მოსარჩელე: ს------- ს----–---–ი;

წარმომადგენელი: ი-–-- ს----–---–ი;

მოპასუხე: სსიპ ლ---- დ----------ის სახელობის ქალაქ გ---------ს №1 საჯარო სკოლა;

წარმომადგენელი: მ------ ზ---------, ნ--- თ-----–-–---–ი;

მესამე პირი: სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;

წარმომადგენელი: ნ--- ო------ე;

დავის საგანი: საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ფაქტის დადასტურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს მის მიერ 2--- წელს ქალაქ გ---------ს №1 საშუალო სკოლის ზოგადი განათლების სრული კურსის დასრულების ფაქტის აღიარებას.

მოსარჩელის მითითებით, 2--- წლის 24 ივნისს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა სრული ზოგადი განათლების ატესატატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით. განცხადებას დაურთო სსიპ ლ---- დ----------ის სახელობის ქალაქ გ---------ს №1 საჯარო სკოლის მიერ 2--- წლის 20 ივნისს გაცემული ცნობა, მასზედ, რომ ს------- ს----–---–ი ნამდვილად სწავლობდა ქალაქ გ---------ს №1 საჯარო სკოლაში, (ამჟამად სსიპ ლ---- დ----------ის სახელობის ქალაქ გ---------ს №1 საჯარო სკოლა) რაც დაასრულა 2--- წელს და მიეცა საშუალო განათლების ატესტატი ნა №0------ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 0-----–---ს №0---------გ გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა ზოგადი განათლების ატესტატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ დადგინდა ამ უკანასკნელის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ფაქტი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. წერილობითი შესაგებლის შინაარსიდან გამომდინარე, 2--- წლის 2- ივნისს ქალაქ გ---------ს საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მიმართა მოპასუხეს, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის №8----- წერილით, ს------- ს----–---–ის მიერ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით, რაზედაც 2--- წლის 28 ივნისის №8----- წერილით ეცნობა, რომ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ნომერი და გამოცემის თარიღი პედაგოგიური საბჭოს და სხვათა გადაწყვეტილებები, ოქმები არ ინახება სკოლაში და არქივისათვის არ არის გადაცემული. 2--- წლის 0--------------ს გამართულ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი სრულად ცნო.

3. მესამე პირის პოზიცია

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო მოსამზადებელ სხდომაზე ნაწილობრივ დაეთანხმა მოთხოვნას. წარმომადგენლის მითითებით, 2--- წლის 24 ივნისს სსიპ იუსტიციის სახლის ფი-–--ლის ქალაქ რუსთავის იუსტიციის სახლს განცხადებით მიმართა ი-–-- ს----–---–მა და ითხოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატესატატის დუბლიკატის გაცემა. მისი განცხადებით ს------- ს----–---–მა 2--- წელს დაასრულა ქალაქ გ---------ს №1 საშუალო სკოლის სრული კურსი. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2--- წლის 01 ივლისის №87---- წერილით მიმართა ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სკოლიდან გამოითხოვა მოსარჩელის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია. რესურსცენტრის კორესპოდენციიდან ირკვევა, რომ სკოლაში იძებნება ატესტატების გაცემის სარეგიტრაციო ჟურნალი. წერილის თანახმად, ს------- ს----–---–ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ დოკუმენტაცია სკოლაში არ იძებნება და არც სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 1989 წლის 17 ივნისს დაბადებულმა ს------- ს----–---–მა 2--- სასწავლო წელს დაასრულა ქალაქ გ---------ს №1 სკოლა (ამჟამად ლ---- დ----------ის სახელობის გ---------ს №1 საჯარო სკოლა) და მიიღო საშუალო განათლების ატესტატი №0------

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი (ს. ფ. 2-11);

-2--- წლის 20 ივნისის სსიპ ლ---- დ----------ის სახელობის ქალაქ გ---------ს №1 საჯარო სკოლის დირექტორის №MFS91900812441 ცნობა (ს. ფ. 13);

-ქალაქ გ---------ს №1 საჯარო სკოლის სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი (ს. ფ. 12);

-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2--- წლის 02 ოქტომბრის სხდომის ოქმი)

-მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2--- წლის 02 ოქტომბრის სხდომის ოქმი)

-მესამე პირის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2--- წლის 02 ოქტომბრის სხდომის ოქმი)

3.1.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის 2--- წლის 0-----–---ს №0---------გ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი-–-- ს----–---–ის განცხადება ს------- ს----–---–ის სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სკოლაში იძებნება საკლასო და ატეტსატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალები, ასევე მოქალაქის პირადი საქმე, ს------- ს----–---–ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ დოკუმენტაცია სკოლაში არ იძებნება და არც სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში ცენტრალიზებულ დაცვაზე არ გადაცემულა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი (ს. ფ. 2-11);

-წერილობითი შესაგაბელი (ს. ფ. 44-52; 72-82);

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის 2--- წლის 0-----–---ს №0---------გ გადაწყვეტილება (ს. ფ. 16-17);

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარის ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონი, „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - ადგილი უნდა ჰქონდეს პირის უფლების დარღვევის რეალურ საშიშროებას, ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობასა ან არარსებობაში. გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისთვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.

 

ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით უდავოდ დადგენი-–-- მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - ს------- ს----–---–ის მიერ ქ. გ---------ს №1 საშუალო სკოლის განათლების სრული კურსის დასრულება, რის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი დოკუმენტები.

 

საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფი-–-- კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.

 

ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების მიზნით წარდგენა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, კი შეილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებული უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სსკ-ის 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 1-3-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ცნობს სარჩელს და ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მესამე პირის წარმომადგენელი ადასტურებს ს------- ს----–---–ის მიერ განათლების სრული კურსის დასრულების ფაქტს წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 1-5-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ წარმოდგენილი როგორც წერილობითი მტკიცებულებებით, ასევე მოპასუხისა და მესამე პირის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ ს------- ს----–---–მა 2--- სასწავლო წელს დაასრულა ქალაქ გ---------ს №1 საშუალო სკოლა და მიიღო სრული ზოგადი განათლების დამდასტურებელი №025439 ატესტატი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა-ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, და აღნიშნულის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დადასტურებას, რის საფუძველზედაც გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი". აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დონეს.

 

დასახელებული ბრძანების მე-7 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატების გაცემა ხორციელდება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემისათვის განსაზღვრული წესის შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად ტერიტორიული სამსახურისათვის მიუმართაობის, ასევე ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმის ან მისი განმეორებით მიღების სურვილის შემთხვევაში, პირი უფლებამოსი-–-- მიმართოს ტერიტორიულ სამსახურს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-8 და მე-16 პუნქტების შინაარსიდან გამომდინარე, საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მოსწავლის მონაცემების არ-არსებობის შემთხვევაში, განცხადება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის შესახებ დაუყოვნებლივ ეგზავნება საინფორმაციო სისტემას. პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, საინფორმაციო სისტემა არაუგვიანეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემისათვის განსაზღვრული ვადისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობებს ტერიტორიულს სამსახურს, რომელიც უარს ეტყვის განმცხადებელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემაზე.

 

აღნიშნული პროცედურა მოსარჩელეს დაცული აქვს და მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებისა და დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის გამო უარი ეთქვა ზოგადი განათლების პროგრამის დასრულების მოწმობის დუბლიკატის გაცემაზე, რამაც განაპირობა სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობა, რადგან ცხადია სხვა გზით ამ ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სარჩელის ცნობის შემთხვევაში საპროცესო ხარჯის დაბრუნების შესახებ ნორმებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი, შესაბამისად მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან რის გამოც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1-0 (ასი) ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს------- ს----–---–ის წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდეს; აღიარებული იქნას ს------- ს----–---–ის მიერ 2--- წელს ქალაქ გ---------ს №1 საშუალო სკოლის ზოგადი განათლების სრული კურსის დასრულების ფაქტი;

 

2. მოსარჩელეს დაუბრუნდეს ი-–-- ს----–---–ის მიერ 2--- წლის 15 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1-0 ლარი რომელიც გადახდი-–-- შემდეგ რეკვიზიტებზე: საგადახდო დავალება №8306469771, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში/სახაზინო კოდი 300063150;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან ქალაქის ქ. №6)

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი