განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-0100119002849375
საქმე #1/72-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 სექტემბერი, 2-19 წელი ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ჯემალ კოპალიანი
სხდომის მდივანი - თამარ სისვაძე, ვერიკო ნინიაშვილი, ცაცა ებრალიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------ ძი-------ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ვა---– ოქ----–---–ი
პირადი ნომერი: №10---------
დაბადების თარიღი: 2-.0-.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა განქორწინებული
რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ბოლნისი სოფელი ტანძია
ადვოკატი - ზუ---- და-–---–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილი (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 12--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით.
სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან , გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1.2-18 წლის 03 დეკემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. ბოლნისში, სუ-–-------ა ო-----–-----------------ში მდებარე თავიანთ ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ვა---– ოქ----–---–მა გინება დაუწყო მეუღლეს - ქე------ გა------–ს და მბრძანებლური ტონით მოსთხოვა, რომ გასულიყო მაღაზიაში, ეყიდა ყავა და მოედუღებინა მისთვის, რადგან იყო ქალი და მას, როგორც კაცს, უნდა მომსახურებოდა. ასევე, მოქაჩა თმით, რა დროსაც ქე------ გა------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის გამოც შეეცადა მობილური ტელეფონით დაერეკა პოლიციაში, მაგრამ განრისხებულმა ვა---– ოქ----–---–მა ტელეფონი გამოგლიჯა ხელიდან და უთხრა, რომ პოლიციაში, ან სხვაგან სადმე თუ დარეკავდა, მოკლავდა, რა დროსაც ქე------ გა------–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელებიის რეალური შიში.
დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სსკ-ის 111 -150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2. 2-18 წლის 04 დეკემბერს, საღამოს, ქ. ბოლნისში, სუ-–-------ა ო-----–-----------------ში მდებარე თავიანთ ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში, ვა---– ოქ----–---–მა დაუწყო ჩხუბი მეუღლეს - ქე------ გა------–ს. უთხრა, რომ, რადგან იყო ქალი, რასაც ეტყოდა, უნდა გაეკეთებინა და დამორჩილებოდა, როგორც კაცს - მოსთხოვა დღის განმავლობაში არ გასულიყო სახლიდან, გაეკეთებინა ვა---– ოქ----–---–ისთვის საჭმელი და დაელაგებინა სახლი, რადგან აღნიშნული იყო ქე------ გა------–ის, როგორც ქალის, მოვალეობა, აუკრძალა მეგობრების ყოლა, დაემუქრა, რომ, თუ არ დაემორჩილებოდა, კვლავ სცემდა და თუ მიატოვებდა, ცოცხალს არ დატოვებდა, სადაც ნა--ვდა, იქვე გამოჭრიდა ყელს და მოკლავდა, ამასთან, ვა---– ოქ----–---–მა ჯიბიდან ამოიღო ბრიტვა და ქე------ გა------–ის თანდასწრებით გადაისერა მკლავები და აყურებინა, როგორ მოსდიოდა სისხლი, უთხრა, რომ ასევე ადენდა სისხლს, რა დროსაც ქე------ გა------–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სსკ-ის 111 -150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.3. 2-18 წლის 15 დეკემბერს ქ. ბოლნისში, სუ-–-------ა ო-----–-----------------ში მდებარე თავიანთ ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში, ვა---– ოქ----–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, გინება დაუწყო მეუღლეს - ქე------ გა------–ს, შეაფურთხა სახეში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მას შემდეგ რაც ქე------ გა------–მა უთხრა, რომ გაშორდებოდა, დაემუქრა, რომ, თუ ქე------ გა------–ი წავიდოდა მისგან, არ გაა--რებდა და მოკლავდა, რა დროსაც ქე------ გა------–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, ამასთან, ვა---– ოქ----–---–ი მივარდა მას, ორივე ხელი ჩაავლო თმაში და მოქაჩა, რა დროსაც ქე------ გა------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სსკ-ის 111 -150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.4. 2-19 წლის 03 თებერვალს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. ბოლნისში, სუ-–-------ა ო-----–-----------------ში მდებარე თავიანთ ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ვა---– ოქ----–---–მა, მეუღლეს - ქე------ გა------–ს ხელი გაარტყა სახეში, მიახეთქა და თავი მიარტყმევინა კედელზე, რომელმაც ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.5. 2-19 წლის 0- თებერვალს, დაახლოებით 02:2- საათზე, ვა---– ოქ----–---–მა კედლის გამონგრევის გზით შეაღწია ქ. ბოლნისში, სუ-–-------ა ო-----–-----------------ში მდებარე ელ------ ხი---------ს კუთვნილ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მუყაოს ყუთში მოთავსებულ ელ------ ხი---------ს კუთვნილ ფულად თანხას 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილი "ბ" ქვეპუნქტით.
1.6. 2-19 წლის 08 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ბოლნისში მყოფმა ვა---– ოქ----–---–მა მობილურ ტელეფონზე დაურეკა ქ. თბილისში, ავ---–-–ი, სა------–---–-ს ქუჩა N29-ში მდებარე სამშენებლო მაღაზიაში მყოფ გი------ აბ-----–---–ს და უთხრა, რომ, სადაც ნა--ვდა, იქ აჩეხავდა და მოკლავდა, რადგან ცოლი წაართვა. გი------ აბ-----–---–მა ვა---– ოქ----–---–ის სიტყვები აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა უტყუარობის საკითხთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2-15 წლის 21 აპრილის N397აპ-14 განაჩენი).
ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
ვა---– ოქ----–---–ის მიერ განხორციელებული ქმედების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულების ელ------ ხი---------ს, ქე------ გა-----–-ს, გი------ აბ-----–---–ის, მოწმე -გი------ მო---–---–-ს გამოკითხვის ოქმები, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ექსპერტიზის დასკვნა, ბრალდებულის დაკავების ოქმი.
სასამართლოს ვა---– ოქ----–---–ის მიერ მასზედ ბრალად წარდგენილი დანაშაულთა ჩადებნა უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ქე------ გა------–მა აჩვენა, რომ ვა---– ოქ----–---–ი არის მისი მეუღლე, 2-18 წლის 03 დეკემბერს, ღამის საათებში, იმყოფებოდა ქ. ბოლნისში, სუ-–-------ა ო-----–-----------------ში მდებარე მათ ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ვა---– ოქ----–---–მა გინება დაუწყო მას და სთხოვდა, რადგან იყო ქალი მომსახურებოდა მას. ასევე, მოქაჩა თმით, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2-18 წლის 4 დეკემბერს ვა---– ოქ----–---–მა ასევე დაუწყო ჩხუბი უთხრა, რომ, რადგან იყო ქალი, რასაც ეტყოდა, უნდა გაეკეთებინა და დამორჩილებოდა, როგორც კაცს - მოსთხოვა დღის განმავლობაში არ გასულიყო სახლიდან, გაეკეთებინა ვა---– ოქ----–---–ისთვის საჭმელი და დაელაგებინა სახლი, მოედუღებინა ყავა. აუკრძალა მეგობრების ყოლა, დაემუქრა, რომ, თუ არ დაემორჩილებოდა, კვლავ სცემდა. ბრალდებული ეუბნებოდა, რომ თუ მიატოვებდა, ცოცხალს არ დატოვებდა, სადაც ნა--ვდა, იქვე გამოჭრიდა ყელს და მოკლავდა, ვა---– ოქ----–---–მა ჯიბიდან ამოიღო ბრიტვა და მისი თანდასწრებით გადაისერა მკლავები და აყურებინა, როგორ მოსდიოდა სისხლი, უთხრა, რომ ასევე ადენდა სისხლს, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
2-18 წლის 15 დეკემბერს ქ. ბოლნისში, სუ-–-------ა ო-----–-----------------ში მდებარე მათ მიერ ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში, ვა---– ოქ----–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, გინება დაუწყო მას, შეაფურთხა სახეში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და როცა უთხრა, რომ გაშორდებოდა ვა---– ოქ----–---–ი დაემუქრა, რომ, თუ ის წავიდოდა მისგან, არ გაა--რებდა და მოკლავდა, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. ვა---– ოქ----–---–ი მივარდა მას, ორივე ხელი ჩაავლო თმაში და მოქაჩა, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2-19 წლის 03 თებერვალს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. ბოლნისში, სუ-–-------ა ო-----–-----------------ში მდებარე მატ მიერ ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ვა---– ოქ----–---–მა, ხელი გაარტყა სახეში, მიახეთქა და თავი მიარტყმევინა კედელზე, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ვა---– ოქ----–---–ის მიერ მაღაზიის გატეხვის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდნენ ვა---– ოქ----–---–ის ძმასთან კა-- ოქ----–---–თან, ორი დღის შემდეგ მან მიატოვა ვა---– ოქ----–---–ი და ცოლად გაყვა გი------ აბ-----–---–ს.
დაზარალებულ ქე------ გამგებლლის განმარტებით, დღეის მდგომარეობით ვა---– ოქ----–---–ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ელ------ ხი--------მა აჩვენა, რომ ქ. ბოლნისში, სუ-–-------ა ო-----–-----------------ში აქვს სასურსათო მაღაზია, საღამოობით ფულს სალაროდან იღებს, ხოლო ხურდას ტოვებს. 2-19 წლის 0- თებერვალს დილის საათებში მივიდა მარაზიაში რა დროსაც აღმიჩინა, რომ მუყაოს ყუთში სადაც ხურდა ფულს ინა--ვდა ფული აღარ იყო, დაახლოებით 50 ლარი იყო წაღებული. მანვე შეამჩნია, რომ მაღაზიის კედელი რომელიც თაბაშირ მუყაოსია გატეხილი იყო. მისი მაღაზიის გატეხილი კედელი და თა---- გო----–---–-ს მერ გაქირავებული ოთახის კედელი საერთო იყო. იცის, რომ იქ ოჯახი ცხოვრობდა.
დაზარალებულ ელ------ ხი---------ს განმარტებით, დღეის მდგომარეობით ვა---– ოქ----–---–ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა გი------ აბ-----–---–მა აჩვენა, რომ რის ქე------ გა-----–-ს მეუღლე. 2-19 წლის 1 თებერვალს მას დაურეკა ქე------მა და მოუყვა მისი მდგომარეობის შესახებ, აღნიშნულის შემდეგ მათ გადაწყვიტეს ერთად ცხოვრება. 2-19 წლის 08 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, იმყოფებოდა სამსახურში, ქ. თბილისში, ავ---–-–ი, სა------–---–-ს ქუჩა N29-ში მდებარე სამშენებლო მაღაზიაში, რა დროსაც ვა---– ოქ----–---–მა მობილურ ტელეფონზე დაურეკა და უთხრა, რომ, სადაც ნა--ვდა, იქ აჩეხავდა და მოკლავდა, რადგან ცოლი წაართვა. მან ვა---– ოქ----–---–ის სიტყვები აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულის შემდეგ მან მიმართა სამართალდამცავ ორგანოს.
დაზარალებულ გი------ აბ-----–---–ის განმარტებით, დღეის მდგომარეობით ვა---– ოქ----–---–ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გი------ მო---–---–მა აჩვენა, რომ მუშაობს ბოლნისისი შს რაიონულ სამმართველოში დეტექტივ გამომძიებლის თანამდებობაზე, მანვე დაადასტურა მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და მართებულობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა ვა---– ოქ----–---–მა საქმის არსებითი განხილვისას, სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები გარდა სასამართლო პროცესზე დაკითხული დაზარალებულებისა და მოწმისა უდაოდ გა--და, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
სასამართლო დაზარალებულების ელ------ ხი---------ს, ქე------ გა-----–-ს, გი------ აბ-----–---–ის, მოწმე -გი------ მო---–---–-ს ჩვენებებს აფასებს მათი სანდოობის თვალსაზრისით და აღნიშნავს, რომ შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შესაბამისობაშია, როგორც ერთმანეთთან, ასევე სასამართლოში- წარმოდგენილ სხვა წერილობით მტკიცებულებებთან, შესაბამისად, მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოწმეების ჩვენებები არ შეიცავს საეჭვო განმარტებებს, რაც კითხვის ნიშნებს გააჩენდა მათ სანდოობასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე არ იკვეთება რაიმე საეჭვო გარემოებები, რაც მიანიშნებდა მოწმეების მიკერძოებაზე და პირად დაინტერესებაზე ბრალდებულ ვა---– ოქ----–---–ის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს, ამავე მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.
ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის ყველა მოწმე, რომლებიც ვა---– ოქ----–---–ის წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებას.
ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (3)(დ) მუხლის მოთხოვნები და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა. ჯვარედინი დაკითხვის შედეგად მოწმეების - ჩვენებებში არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ეჭვი მათ სანდოობასთან დაკავშირებით არ არსებობს.
ბრალდებულმა ვა---– ოქ----–---–მა სასამართლოს მისცა ჩვენება და განმარტა, რომ თავს ცნობს დამნაშავედ, მისივე განმარტებით 2-18 წლის დეკემბრის თვეში ახდენდა იძულებას და აიძულებდა მეუღლეს შეესრულებინა სახლის საქმეები, მანვე 2-19 წლის თებერვლის თვეში ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე, 2-19 წლის 0- თებერვალს, კედლის გამონგრევის გზით შეაღწია ქ. ბოლნისში, სუ-–-------ა ო-----–-----------------ში მდებარე ელ------ ხი---------ს კუთვნილ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც მოიპარა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2-19 წლის 8 თებერვალს მან დაურეკა გი------ აბრამშვილს, რომელსაც დაემუქრა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ განხორციელდა, ბრალდებისა და დაცვის მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ ვა---– ოქ----–---–ის მიერ მასზე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტს
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა მისი მოვალეობა და მის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა ვა---– ოქ----–---–ის მიერ მასზე ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია იძულებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, რაც გულისხმობს ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მისი ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება და რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ განხორციელდეს პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება მიმართული რაიმე მოქმედების შესრულების ან შეუსრულებლობისკენ, მაშინ როდესაც, ამ მოქმედების როგორც განხორციელება, ისე განუხორციელებლობა მისი უფლებაა. ესე იგი, საკუთარი ნების შესაბამისად გარკვეული მოქმედების შესრულება ან შეუსრულებლობა დაზარალებულს შეზღუდული უნდა ჰქონდეს ამ დანაშაულის სუბიექტის მიერ.
რაც შეეხება მუქარას, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, მუქარად ითვლება: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“.
მაშასადამე, ამ ნორმით ცალსა--დ დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 12--ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 1-0-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2-18 წლის 03 დეკემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. ბოლნისში, სუ-–-------ა ო-----–-----------------ში მდებარე თავიანთ ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ვა---– ოქ----–---–მა გინება დაუწყო მეუღლეს - ქე------ გა------–ს და მბრძანებლური ტონით მოსთხოვა, რომ გასულიყო მაღაზიაში, ეყიდა ყავა და მოედუღებინა მისთვის, რადგან იყო ქალი და მას, როგორც კაცს, უნდა მომსახურებოდა. ასევე, მოქაჩა თმით, რა დროსაც ქე------ გა------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის გამოც შეეცადა მობილური ტელეფონით დაერეკა პოლიციაში, მაგრამ განრისხებულმა ვა---– ოქ----–---–მა ტელეფონი გამოგლიჯა ხელიდან და უთხრა, რომ პოლიციაში, ან სხვაგან სადმე თუ დარეკავდა, მოკლავდა, რა დროსაც ქე------ გა------–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელებიის რეალური შიში. 2-18 წლის 04 დეკემბერს, საღამოს, ქ. ბოლნისში, სუ-–-------ა ო-----–-----------------ში მდებარე თავიანთ ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში, ვა---– ოქ----–---–მა დაუწყო ჩხუბი მეუღლეს - ქე------ გა------–ს. უთხრა, რომ, რადგან იყო ქალი, რასაც ეტყოდა, უნდა გაეკეთებინა და დამორჩილებოდა, როგორც კაცს - მოსთხოვა დღის განმავლობაში არ გასულიყო სახლიდან, გაეკეთებინა ვა---– ოქ----–---–ისთვის საჭმელი და დაელაგებინა სახლი, რადგან აღნიშნული იყო ქე------ გა------–ის, როგორც ქალის, მოვალეობა, აუკრძალა მეგობრების ყოლა, დაემუქრა, რომ, თუ არ დაემორჩილებოდა, კვლავ სცემდა და, თუ მიატოვებდა, ცოცხალს არ დატოვებდა, სადაც ნა--ვდა, იქვე გამოჭრიდა ყელს და მოკლავდა, ამასთან, ვა---– ოქ----–---–მა ჯიბიდან ამოიღო ბრიტვა და ქე------ გა------–ის თანდასწრებით გადაისერა მკლავები და აყურებინა, როგორ მოსდიოდა სისხლი, უთხრა, რომ ასევე ადენდა სისხლს, რა დროსაც ქე------ გა------–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. 2-18 წლის 15 დეკემბერს ქ. ბოლნისში, სუ-–-------ა ო-----–-----------------ში მდებარე თავიანთ ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში, ვა---– ოქ----–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, გინება დაუწყო მეუღლეს - ქე------ გა------–ს, შეაფურთხა სახეში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მას შემდეგ რაც ქე------ გა------–მა უთხრა, რომ გაშორდებოდა, დაემუქრა, რომ, თუ ქე------ გა------–ი წავიდოდა მისგან, არ გაა--რებდა და მოკლავდა, რა დროსაც ქე------ გა------–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, ამასთან, ვა---– ოქ----–---–ი მივარდა მას, ორივე ხელი ჩაავლო თმაში და მოქაჩა, რა დროსაც ქე------ გა------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2-19 წლის 03 თებერვალს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. ბოლნისში, სუ-–-------ა ო-----–-----------------ში მდებარე თავიანთ ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ვა---– ოქ----–---–მა, მეუღლეს - ქე------ გა------–ს ხელი გაარტყა სახეში, მიახეთქა და თავი მიარტყმევინა კედელზე, რომელმაც ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2-19 წლის 08 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ბოლნისში მყოფმა ვა---– ოქ----–---–მა მობილურ ტელეფონზე დაურეკა ქ. თბილისში, ავ---–-–ი, სა------–---–-ს ქუჩა N29-ში მდებარე სამშენებლო მაღაზიაში მყოფ გი------ აბ-----–---–ს და უთხრა, რომ, სადაც ნა--ვდა იქ აჩეხავდა და მოკლავდა, რადგან ცოლი წაართვა. გი------ აბ-----–---–მა ვა---– ოქ----–---–ის სიტყვები აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ხოლო ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნებაგანწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა”.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 12--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის (იგულისხმება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი) მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ დროს მნიშვნელოვანია დადგენილი იქნეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებებასა და დამდგარ შედეგს შორის, ასევე ის გარემოებაც, რომ პირის მიერ განხორცილებულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 12--ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე ნათელია, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი რომ მოხდეს პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოცემული მუხლით დანაშაულად კვალიფიკაცია. კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) სუბიექტთა წრე (დამნაშავე უნდა იყოს დაზარალებულის ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართა განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება) და 3) აღნიშნული ქმედებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა). ზემოაღნიშნული გარემოებები ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით, დადგენილია, რომ ბრალდებული ვა---– ოქ----–---–ი იყო დაზარალებულ ქე------ გა------–ი მეუღლე.
ამდენად, ბრალდებული ვა---– ოქ----–---–ი და დაზარალებული ქე------ გა------–ი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საკუთების წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულის - ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც დამნაშავე ეუფლება ქონებას მესაკუთრის თანდასწრებით, მაგრამ მისგან მალულად, როდესაც იგი ვერ ხვდება, რომ მას ქურდავენ (მაგ. ფულის ჯიბიდან ან ჩანთიდან ამოცლა). რაც შეეხება ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას - სადგომში უკანონო შეღწევას, აღნიშნულს ადგილი აქვს, როდესაც პირი დანაშაულის ჩასადენად, მეპატრონის/მფლობელის ნებართვის გარეშე შედის სხვის ფართში, როგორიც შეიძლება იყოს ქარხანა, მაღაზია, სასწავლო დაწესებულება და სხვა.
მოცემულ შემთხვევაში განაჩენის 1.5. პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ 2-19 წლის 0- თებერვალს, დაახლოებით 02:2- საათზე, ვა---– ოქ----–---–მა კედლის გამონგრევის გზით შეაღწია ქ. ბოლნისში, სუ-–-------ა ო-----–-----------------ში მდებარე ელ------ ხი---------ს კუთვნილ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მუყაოს ყუთში მოთავსებულ ელ------ ხი---------ს კუთვნილ ფულად თანხას 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობის) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი და აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოებები - საცავში უკანონო შეღწევა. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
საქართველოს სსკ-ის მე-1- მუხლის 1-ლი ნაწილით, დანაშაულთა ერთობლიობა ნიშნავს ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი ქმედების ჩადენას, რომელთაგან პირი არც ერთისთვის არ ყოფილა მსჯავრდებული. მოცემულ შემთხვევაში, ვა---– ოქ----–---–მა განახორციელა ოთხი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი დანაშაულებრივი ქმედება, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა და სახეზეა აღნიშნული დანაშაულთა შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვა---– ოქ----–---–მა ჩაიდინა:- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა.
დანაშული გათვალისწინებული საქართველოს საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 12--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
დანაშული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით.
დანაშული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან , გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დანაშული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 ვა---– ოქ--------–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი შემამსუბუქებელი გარემოება სს საქმეში არ მოიპოვება.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლითაც ვა---– ოქ----–---–ის მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - შინაპატიმრობას ერთიდან ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ვა---– ოქ----–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ა--ლი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
4.6. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ვა---– ოქ----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მან მეუღლის მიმართ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული - იძულება, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს მის პირად და ეკონომიკურ პირობებს ( წარსულში არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს და სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ვა---– ოქ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2-18 წლის 3 დეკემბრის ეპიზოდი) უნდა განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2-18 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) უნდა განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2-18 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი) უნდა განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უნდა განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სს-კის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უნდა განესაზღვროს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ვა---– ოქ--------–-ს პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ა--ლი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
5.აღკვეთის ღონისძიების და ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
ვა---– ოქ----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: - მუყაოს ყუთი, სუნისა და თითის კვლები გამადგურდეს კანონით დადგენილი წესით
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვა---– ოქ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2-18 წლის 3 დეკემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2-18 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2-18 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის:
საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2-18 წლის 3 დეკემბრის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2-18 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2-18 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 ( ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა,საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8( რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ვა---– ოქ----–---–ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ვა---– ოქ----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ვა---– ოქ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2-19 წლის 10 თებერვლიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: - მუყაოს ყუთი, სუნისა და თითის კვლები გამადგურდეს კანონით დადგენილი წესით
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ჯემალ კოპალიანი