გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2-589-19
130210119003110047
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03.10. 2019 წ. ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე- სს "თ---------კი"
წარმომადგენელი - ნ------------ვა
მოპასუხე- ც---------ძე
წდავის საგანი: თანხის დაკისრება.
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა მოცემული საქმე
აღწერილობითი ნაწილი
სარჩელის მიხედვით, 2018 წლის 29 იანვარს მოსარჩელი სს"თ---------კსა" და მოპასუხე ც---------ძეს შორის სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა თანხა 3584.59 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 356 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში 300.62 ლარის ოდენობით.. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2 ლარი და დავალიანების 1,5 %. მოპასუხის მიერ დაირღვა ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც 2019 წლის 17 ივლისის მდგომარეობით აღნიშნულ სესხზე დაერიცხა დავალიანება 1772.29 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 895.16 ლარი და ჯარიმა 877.13 ლარი.
2018 წლის 23 მარტს სს"თ---------კსა" და მოპასუხე ც---------ძეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის N19------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი 1500 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 23 აპრილიდან 2019 წლის 23 მარტამდე პერიოდი. ხელშეკრულების შესაბამისად მსესხებელს სესხით სარგებლობისათვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა საკომისიო/სარგებელი 75 ლარის ოდენობით, ხოლო ჯამში 1575 ლარის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო კრედიტის ვადის ბოლო თვეს. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილების დღეს არსებული ძირი თანხის 0.41 პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის მიერ ამჯერადაც დაირღვა ვალდებულება და არ მომხდარა გადახდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. 2019 წლის 17 ივლისის მდგომარეობით აღნიშნულ სესხზე მოპასუხეს დაერიცხა დავალიანება 3307.95 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1500 ლარი , საკომისიო (პროცენტი)-544.86 ლარი და ჯარიმა (პირგასამტეხლო) 1263.09 ლარი.
მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხის მიერ არ მოხდა არსებული დავალიანების დაფარვა, რის გამოც მოსარჩელემ სასამართლოს მომართა მისი დარღვეული უფლების დასაცავად.
საქმის სასამართლო განხილვის დროს სს "თ---------კის" წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და 2018 წლის 29 იანვრის N N1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოითხოვა ძირი თანხის სახით 895.16 ლარის და პირგასამტეხლოს სახით 500 ლარის გადახდა. ხოლო 2018 წლის 23 მარტის N19------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოითხოვა ძირი თანხის 1500 ლარის, პროცენტის -542 ლარის და პირგასამტეხლოს სახით 1000 ლარის გადახდა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხეზე ბაჟის სახით 182.4 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი თანხის 50 ლარის დაკისრება, საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის სახით გადახდილი თანხის 20 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის სახით - 127,48 ლარის დაკისრება.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ ც---------ძემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ძირი თანხის და სარგებლის ფარგლებში, რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, აღნიშნული მიიჩნია კაბალურად, შეუსაბამოდ მაღლად, რის გამოც მოითხოვა ამ ნაწილში შეთანხმების ბათილად ცნობა და პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლება.
3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1.2018 წლის 29 იანვარს სს"თ---------კსა" და მოპასუხე ც---------ძეს შორის სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა თანხა 3584.59 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 356 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში, 300.62 ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყოპირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2 ლარი და დავალიანების 1,5 %.
2018 წლის 23 მარტს სს"თ---------კსა" და მოპასუხე ც---------ძეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის N19------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი 1500 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 23 აპრილიდან 2019 წლის 23 მარტამდე. ხელშეკრულების შესაბამისად მსესხებელს სესხით სარგებლობისათვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა საკომისიო/სარგებელი 75 ლარის ოდენობით, ხოლო ჯამში 1575 ლარის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო კრედიტის ვადის ბოლო თვეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა განმარტება
- საკრედიტო ხელშეკრულებები: N 1--------------, იტის N19-------------
3.1.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
ხელშეკრულების თანახმად მსესხებელი ვალდებული იყო სესხის ძირი თანხის სრულად დაფარვამდე საკრედიტო ხაზის ვადაში ყოველთვიურად გადაეხადა პროცენტი, მაგრამ აღნიშნულ ვადაში მსესხებლის მიერ არ მომხდარა არც ძირი თანხის და არც სარგებლის გადახდა. შესაბამისად მოპასუხეს N1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2019 წლის 17 ივლისის მდგომარეობით აღნიშნულ სესხზე დაერიცხა დავალიანება 1772.29 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 895.16 ლარი და ჯარიმა 877.13 ლარი, ხოლო საბანკო კრედიტის N19------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2019 წლის 17 ივლისის მდგომარეობით აღნიშნულ სესხზე მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 3307.95 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1500 ლარი , საკომისიო (პროცენტი)-544.86 ლარი და ჯარიმა (პირგასამტეხლო) 1263.09 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა განმარტება
- საკრედიტო ხელშეკრულებები: N 1--------------, N19-------------
სამოტივაციო ნაწილი
სასამართლო მიიჩნევს, რომ სს "თ---------კის" სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ ზემოთაღნიშნულ ორივე სესხზე უნდა შემცირდეს პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი.
კანონები, რომლითაც იხელმძღანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, მე-400, 403-ე,404-405-ე, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 873-ე, მუხლები.
4.სამართლებრივი შეფასება
4.1. მოსარჩელემ თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ არსებით გარემოებაზე, რომ მიუხედავად გაფრთხილებისა მოპასუხის მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება არ შესრულდა.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა, ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
4.2 დადგენილია, რომ 2018 წლის 29 იანვარს მოსარჩელი სს"თ---------კსა" და მოპასუხე ც---------ძეს შორის გაფორმდა სწრაფი განვადების საბანკო N1-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა თანხა 3584.59 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 356 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში, 300.62 ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2 ლარი და დავალიანების 1,5 %. მოპასუხის მიერ დაირღვა ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც 2019 წლის 17 ივლისის მდგომარეობით აღნიშნულ სესხზე დაერიცხა დავალიანება1772.29 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 895.16 ლარი და ჯარიმა 877.13 ლარი.
ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 23 მარტს სს"თ---------კსა" და მოპასუხე ც---------ძეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის N19------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა სესხი 1500 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 23 აპრილიდან 2019 წლის 23 მარტამდე. ხელშეკრულების შესაბამისად მსესხებელს სესხით სარგებლობისათვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა საკომისიო/სარგებელი 75 ლარის ოდენობით, ხოლო ჯამში 1575 ლარის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო კრედიტის ვადის ბოლო თვეს. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილების დღეს არსებული ძირი თანხის 0.41 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის მიერ დაირღვა ვალდებულება და არ მომხდარა გადახდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რის გამოც 2019 წლის 17 ივლისის მდგომარეობით დაერიცხა დავალიანება 3307.95 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1500 ლარი , საკომისიო (პროცენტი)-544.86 ლარი და ჯარიმა (პირგასამტეხლო) 1263.09 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის "ა" პუქნტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე მუხლის "ბ"პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება აგრეთვე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგავრი გაუფრთხილებლობისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
4.3. როგორც დადგენილია მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული მუხლების მთხოვნები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს. განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხად მიღებული თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში არ დაუბრუნა სს "თ---------კს". მოპასუხე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად. კერძოდ, მას გრაფიკით გათვალისწინებული შესატანი შეეტანა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა, რითაც დაირღვა ხელშეკრულება.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მას ვალდებულება არ შეუსრულებია. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სს "თ---------კს" წარმოეშვა უფლება შეეწყვიტა მოპასუხესთან საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა ვალის დაბრუნება.
4.4 მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა. პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს სსკ-ის 416-417-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან. ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
სსკ 420 მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის. რომ პირგასამტეხლო აშკარად შეუსაბამოა, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, იგი არ წარმოადგენს დასჯის ღონისძიებას და არ უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრება.
5.0. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს მიერ იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის იმ ნაწილის პროპორციულად, როპმელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. შესაბამისად, მოპასუხე ც---------ძეს სს "თ---------კის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი თანხის მოსარჩელისათვის ანაზღაურება. ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის სახით გადახდილი თანხის და და საადვოკატო მომსახურების ხარჯის ნაწილობრივ ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე და 365-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს "თ---------კის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ც---------ძეს (პ/ნ 5----------) სს"თ---------კის" (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 29 იანვრის საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სახით 995 ლარის და 16 თეთრის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 895 ლარი და 16 თეთრი და პირგასამტეხლო-100 ლარი.
3. მოპასუხე ც---------ძეს (პ/ნ 5----------) სს "თ---------კის" (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 23 მარტის საბანკო კრედიტის N19------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სახით 2192 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1500 ლარი, დარიცხული პროცენტი-542 ლარი და პირგასამტეხლო -150 ლარი.
4. მოპასუხე ც---------ძეს (პ/ნ 5----------) სს"თ---------კის" (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის, 182.4 ლარის ნაწილის, - 95 ლარის და 61 თეთრის და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი თანხის, 50 ლარის, სულ 145 ლარის და 61 თეთრის გადახდა. დანარჩენი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
5. მოპასუხე ც---------ძეს (პ/ნ 5----------) სს"თ---------კის" (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის სახით 20 ლარის გადახდა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის სახით - 127,48 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ.თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ქ.ხაშური, კოსტავას ქ.N15) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
ნაირა გიგიტაშვილი