განაჩენი

სისხლის სამართლის 30.09.2019
საქმის ნომერი
160100119002953548
დავის ტიპი
177 2 ბ , 177 2 ა
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100119002953548

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

saqme #1/151-19 30 სექტემბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031090419002)

 

მოსამართლე - თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი - თამთა ჩულუხიძე, დიანა ქოჩორაშვილი, ვერიკო ნინიაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზაზა ცქვიტარია

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ზურაბ დალაქიშვილი

 

ბრალდებული: ა-–------ ა--------ი

მამის სახელი: ახმედ

დაბადებული: 1-----------–--–-

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, ს. ყ-----–----–ო, მ-------------------------

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტები, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 01 ნოემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, ა-–------ ა--------მა აგურით ფასადის მინის ჩატეხვის გზით უკანონოდ შეაღწია ქ. მარნეულში, შოთა რუსთაველის სახელობის ქუჩაზე N 55 ბ-ში მდებარე სს „ს--–---------------–ის“ ოფისში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ორ ცალ მობილურ ტელეფონს, კერძოდ „აიფონ იქსის“ მოდელის ტელეფონს ღირებულს 2849 ლარი და „აიფონ 7“-ის მოდელის ტელეფონს ღირებულს 1799 ლარად, რითაც დაზარალებულ სს „ს--–---------------–ს“ მიადგა 4648 (ოთხი ათას ექვსას ორმოცდარვა) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

1.2. 2019 წლის 09 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, ა-–------ ა--------მა და რამინ მამედოვმა, ერთმანეთთან წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, აგურით ფასადის მინის ჩატეხვის გზით უკანონოდ შეაღწიეს ქ. მარნეულში, შოთა რუსთაველის სახელობის ქუჩაზე N 55ბ-ში მდებარე სს „ს--–---------------–ის“ ოფისში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ რვა ცალ მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულ სს „ ს--–---------------–ს“ მიადგა 3682 (სამი ათას ექვსას ოთხმოცდაორი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით.

 

2.2. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ა-–------ ა--------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი მოწმეების აიკ გოგიანის, რამინ მამედოვის, ჯავიდ ბაირამოვის, ელმურაზ კასუმოვის, ხაიალ ბადალოვის, ადილ ბაირამოვის, ეკა ბუცხრიკიძის, ჯავიდ ბაირამოვის გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 9 აპრილის დათვალიერების ოქმით, 2019 წლის 09 აპრილის პირადი ჩხრეკის ოქმებით და ამოღებული ნივთმტკიცებებით, 2018 წლის 1 ნოემბრის ამოღების ოქმით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N46/22-91 დასკვნით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–------ ა--------ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სს „ს--–---------------–ის“ კუთვნილ მობილურ ტელეფონებს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი (2018 წლის 1 ნოემბრის ეპიზოდი) და ა-–------ ა--------ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დაეუფლა სს „ს--–---------------–ის“ კუთვნილ მობილურ ტელეფონებს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი (2019 წლის 9 აპრილის ეპიზოდი).

 

3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ა-–------ ა--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ა-–------ ა--------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების აიკ გოგიანის, რამინ მამედოვის, ჯავიდ ბაირამოვის, ელმურაზ კასუმოვის, ხაიალ ბადალოვის, ადილ ბაირამოვის, ეკა ბუცხრიკიძის, ჯავიდ ბაირამოვის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 9 აპრილის დათვალიერების ოქმი, 2019 წლის 09 აპრილის პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცებები, 2018 წლის 1 ნოემბროს ამოღების ოქმი, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N46/22-91 დასკვნა.

 

სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ა-–------ ა--------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ა-–------ ა--------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ა-–------ ა--------ს ჰქონდა განზრახვა, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა დაზარალებულების საკუთრებას.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა-–------ ა--------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს (ბრალდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ა-–------ ა--------ის ასაკს და ოჯახურ მდგომარეობას( მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა საზღვარგარეთ ცხოვრობს), მის წარსულ ცხოვრებას(არაა ნასამართლევი, შესაბამისად არ არებობს საფუძველი მის მიმართ სასჯელის დამძიმებისა)).

 

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–------ ა--------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

ა-–------ ა--------ი ასევე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილია „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით. საბოლოოდ, კი მას სასჯელი დაენიშნება შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით და განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

6. ნივთმტკიცების საკითხი:

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. ა-–------ ა--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ირაკლი ქაშაკაშვილისგან ამოღებული მობილური ტელეფონი, ტარიელ პერანიძისგან ამოღებული მობილური ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს. საქმეზე ამოღებული ერთი ცალი აგური, 5 ცალი დაქტილოფირი, ჩამსხვრეული მინა უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ა-–------ ა--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

 

ა-–------ ა--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილია „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ ა-–------ ა--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

 

ა-–------ ა--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 10 აპრილიდან.

 

ა-–------ ა--------ის მიმართ შეფარდებული აღკევთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ერთი ცალი აგური, 5 ცალი დაქტილოფირი, ჩამსხვრეული მინა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ა-–------ ა--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ირაკლი ქაშაკაშვილისგან ამოღებული მობილური ტელეფონი, ტარიელ პერანიძისგან ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს დაზარალებულს.

 

ა-–------ ა--------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე