გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.10.2019
საქმის ნომერი
311210019003171108
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 2/222-19

311210019003171108

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11.10 2019 წ. ქ. ქარელი

შესავალი ნაწილი

ქარელის მაგისტრი სასამართლო

მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი

სხდომის მდივანი გიორგი ძირტკბილაშვილი

მოსარჩელე- შპს "ფ-----------------ო"

წარმომადგენელი - ნი------------ძე ქრ-----------------ია

მოპასუხე-შმ-----------–--ლი

წდავის საგანი: თანხის დაკისრება.

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა მოცემული საქმე

აღწერილობითი ნაწილი

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა: მოპასუხე შმ-----------–--ლს შპს "ფინანსური " სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 30 სექტემბრის და 2016 წლის 04 ნოემბრის სასესხო ვალდებულებიდან გამომდინარე ერთობლივად 1855 ლარის გადახდა.

სარჩელის მიხედვით:

შპს"ფრ-----–-------------------იამ" და "კრ------------------მა" 2018 წლის ოქტომბრის თვეში დათმეს მოთხოვნის უფლებები. შმ-----------–--ლის სასესხო ვალდებულების თაობაზე შპს "ფ-----------------ოს სასარგებლოდ.

2016 წლის 30 სექტემბერს შმ-----------–--ლმა შპს"ფრ-----–-------------------ია"-სთან "mycredit.ge" ვებგვერდის მეშვეობით გააფორმა სესხის ხელშეკრულება 50 ლარის ოდენობით და ამავე დღეს გააფორმა ხელშეკრულება 400 ლარის ოდენობით, რაც მოვალეს საკომისიოსთან ერთად უნდა დაეფარა ერთი თვის ვადაში, მაგრამ მოვალეს 2018 წლის 13 ნოემბრის შემდგომ არცერთი გადახდა არ განუხორციელებია, რის გამოც შმ-----------–--ლის დავალიანება კომპანიის წინაშე აღნიშნული სასესხო ვალდებულებიდან შეადგენს ძირი თანხის სახით 450 ლარს, საკომისიოს 87 ლარს და პირგასამტეხლოს 679.28 ლარს. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელემ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა 400 ლარამდე.

 

2016 წლის 04 ნოემბერს შმ-----------–--ლმა შეავსო განაცხადი კომპანმიის vivus.ge ვებგვერდზე და მოითხოვა სესხი 450 ლარის ოდენობით, რაც დაკმაყოფილდა და კომპანიის მიერ მის ანგარიშზე გადაირიცხა ხსენებული თანხა. პირგასამტეხლო განისაზღვრა ყიველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა შმ-----------–--ლს აღნიშნული სასესხო ვალდებულებიდან არცერთი გადახდა არ განუხორციელებია, რის გამოც ერიცხება დავალიანება 1416 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 450 ლარი, საკომისიო 68 ლარი და პირგასამტეხლო 898,55 ლარი.

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელემ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა 400 ლარამდე.

 

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ პროცენტი და პირგასამტეხლო მიიჩნია შეუსაბამოდ მაღლად და უარი განაცხადა მის გადახდაზე.

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. შპს"ფრ-----–-------------------იამ" და "კრ------------------მა" 2018 წლის ოქტომბრის თვეში დათმეს მოთხოვნის უფლებები შმ-----------–--ლის სასესხო ვალდებულების თაობაზე შპს "ფ-----------------ოს სასარგებლოდ.

 

2016 წლის 30 სექტემბერს შმ-----------–--ლმა შპს"ფრ-----–-------------------ია"-სთან "mycredit.ge" ვებგვერდის მეშვეობით გააფორმა სესხის ხელშეკრულება 50 ლარის ოდენობით და ამავე დღეს გააფორმა ხელშეკრულება 400 ლარის ოდენობით, რაც მოვალეს საკომისიოსთან ერთად უნდა დაეფარა ერთი თვის ვადაში. 2016 წლის 04 ნოემბერს შმ-----------–--ლმა შეავსო განაცხადი კომპანმიის vivus.ge ვებგვერდზე და მოითხოვა სესხი 450 ლარის ოდენობით, რაც დაკმაყოფილდა და კომპანიის მიერ მის ანგარიშზე გადაირიცხა ხსენებული თანხა. პირგასამტეხლო განისაზღვრა ყიველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა განმარტება

- საკრედიტო ხელშეკრულება

 

3.1.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ხელშეკრულების 4.4. მუხლის თანახმად მსესხებელი ვალდებული იყო სესხის ძირი თანხის სრულად დაფარვამდე საკრედიტო ხაზის ვადაში ყოველთვიურად გადაეხადა პროცენტი, მაგრამ აღნიშნულ ვადაში მსესხებლის მიერ არ მომხდარა არც ძირი თანხის და არც სარგებლის გადახდა. შესაბამისად მსესხებელს ხელშეკრულების 5.5 პუნქტის საფუძველზე დაერიცხა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, ხოლო 5.6 პუნქტის საფუძველზე 10 დღით ვადაგადაცილების გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმა 1,5 პროცენტის ოდენობით. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობამ მოცემულ სესხზე შეადგინა 3551.45 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა განმარტება

- საკრედიტო ხელშეკრულება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს "ფ-----------------ოს " სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, უნდა შემცირდეს პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი.

 

კანონები, რომლითაც იხელმძღანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, მე-400, 403-ე,404-405-ე, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 873-ე, მუხლები.

 

4.სამართლებრივი შეფასება

 

4.1. მოსარჩელემ თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ არსებით გარემოებაზე, რომ მიუხედავად გაფრთხილებისა მოპასუხის მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება არ შესრულდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა, ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

4.2 დადგენილია, რომ 2016 წლის 30 სექტემბერს შმ-----------–--ლმა შპს"ფრ-----–-------------------ია"-სთან "mycredit.ge" ვებგვერდის მეშვეობით გააფორმა სესხის ხელშეკრულება 50 ლარის ოდენობით და ამავე დღეს გააფორმა ხელშეკრულება 400 ლარის ოდენობით, რაც მოვალეს საკომისიოსთან ერთად უნდა დაეფარა ერთი თვის ვადაში. მაგრამ მოვალეს 2018 წლის 13 ნოემბრის შემდგომ არცერთი გადახდა არ განუხორციელებია, რის გამოც შმ-----------–--ლის დავალიანება კომპანიის წინაშე აღნიშნული სასესხო ვალდებულებიდან შეადგენს ძირი თანხის სახით 450 ლარს, საკომისიოს 87 ლარს და პირგასამტეხლოს 679.28 ლარს.

2016 წლის 04 ნოემბერს შმ-----------–--ლმა შეავსო განაცხადი კომპანმიის vivus.ge ვებგვერდზე და მოითხოვა სესხი 450 ლარის ოდენობით, რაც დაკმაყოფილდა და კომპანიის მიერ მის ანგარიშზე გადაირიცხა ხსენებული თანხა. პირგასამტეხლო განისაზღვრა ყიველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა შმ-----------–--ლს აღნიშნული სასესხო ვალდებულებიდან არცერთი გადახდა არ განუხორციელებია,ასევე დადგენილია, რომ შპს"ფრ-----–-------------------იამ" და "კრ------------------მა" 2018 წლის ოქტომბრის თვეში დათმეს მოთხოვნის უფლებები შმ-----------–--ლის სასესხო ვალდებულების თაობაზე შპს "ფ-----------------ოს სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის "ა" პუქნტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე მუხლის "ბ" პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება აგრეთვე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგავრი გაუფრთხილებლობისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

4.3. როგორც დადგენილია მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული მუხლების მთხოვნები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებელს აძლევს უფლებას მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს. განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხად მიღებული თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში არ დაუბრუნა შპს "ემას კრედიტს". მოპასუხე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად. კერძოდ, მათ გრაფიკით გათვალისწინებული შესატანი შეეტანა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა, რითაც დაირღვა ხელშეკრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

მოპასუხეს სადავო არ გაუხდია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მას ვალდებულება არ შეუსრულებია. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შპს "ფინანსურ ბიუროს" წარმოეშვა უფლება შეეწყვიტა მოპასუხესთან საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა ვალის დაბრუნება.

 

4.4 მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა. პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს სსკ-ის 416-417-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან. ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

სსკ 420 მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის., რომ პირგასამტეხლო აშკარად შეუსაბამოა, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას და არა დასჯის ღონისძიებას და არ უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

5.0. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. შესაბამისად, მოპასუხე შმ-----------–--ლს შპს "ფ-----------------ოს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს " სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის და იურიდიული მომსახურების გაწევის ხაერჯის,-50 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-2-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე და 365-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს "ფ-----------------ოს " სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე შმ-----------–--ლს (პ/ნ 4----------) შპს "ფ-----------------ოს " (ს/ნ4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 637(ექვსასოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 450 ლარი, სარგებელი 87 ლარი, და პირგასამტეხლო 100 ლარი.

3.მოპასუხე შმ-----------–--ლს (პ/ნ 4----------) შპს "ფ-----------------ოს " (ს/ნ4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 04 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 618 (ექვსასთვრამეტი) ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 450 ლარი, სარგებელი 68 ლარი, და პირგასამტეხლო 100 ლარი.

4.შმ-----------–--ლს შპს "ფ-----------------ოს" (ს/ნ4--------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის გადახდა და იურიდიული ომსახურების ხარჯის სახით 50 ლარის და 20 თეთრის გადახდა.

5. გადაწყვეტილება, საქართველოს სსსკ-ის 365 მუხლის თანახმად, სააპელაციო წესით არ საჩივრდება.

 

მოსამართლე

ნაირა გიგიტაშვილი